არჩილ გორდულაძე: „რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ – მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია“
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევს და მის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს ვერ გაექცევა. საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის განხილვაზე მან აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიაც, პარლამენტიც და არჩევნებიც ლეგიტიმურია.

„რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ – მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოზიციის წარდგენისას.
კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.
გორდულაძის თქმით, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ, ფაქტი ერთია, რომელიც არის ჯიუტი – დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით, მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა.
„რეალურად, კომისიის დასკვნაში მითითებულია არაერთი მტკიცებულება, რომელიც არის ან საჯაროდ და საქვეყნოდ ცნობილი ფაქტი, ან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ან საქართველოს საერთო სასამართლოების სხვადასხვა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, განაჩენები. რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და არა დასკვნის ზოგადად შინაარსთან, რომელიც მთლიანად ამ ფაქტებს მოიცავს და სხვადასხვა პარაგრაფში მიუთითებს“, – აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიარჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის შუამდგომლობებზე - მიზანი არა სამართლებრივი პროცესის ხელშეწყობა, არამედ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობებია
- რუსთავი 2ისინი კომისიას ან კომისიის დასკვნას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმ ფაქტებს, რომლებიც კომისიის დასკვნაშია მოცემული - არჩილ გორდულაძე 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ
- იმედინიუსიარჩილ გორდულაძე: რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ - მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია
ციტატები სტატიიდან
„რეალურად, მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმ მხრივ, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაცია უწევთ – მათ ძალიან კარგად იციან, რომ დიახაც, საგამოძიებო კომისიაც ლეგიტიმურია, პარლამენტიც ლეგიტიმურია და არჩევნებიც ლეგიტიმურია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.