ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ომიაძე: გერმანიასა და პოლონეთში, ყველაზე მსხვილ ქალაქებში 300 ლოკაციაზე მიმდინარეობდა გარე რეკლამა, სადაც საქართველოს განსაკუთრებული ხედები იყო წარმოჩენილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ბერლინსა და ვარშავაში 300-მდე ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა. მაია ომიაძის განცხადებით, კამპანია ცნობადობის ამაღლებას, კერძო სექტორის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ვიზიტორებისა და შემოსავლების ზრდას ისახავს მიზნად.

მაია ომიაძე: გერმანიასა და პოლონეთში, ყველაზე მსხვილ ქალაქებში 300 ლოკაციაზე მიმდინარეობდა გარე რეკლამა, სადაც საქართველოს განსაკუთრებული ხედები იყო წარმოჩენილი
მაია ომიაძე: გერმანიასა და პოლონეთში, ყველაზე მსხვილ ქალაქებში 300 ლოკაციაზე მიმდინარეობდა გარე რეკლამა, სადაც საქართველოს განსაკუთრებული ხედები იყო წარმოჩენილირუსთავი 2

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბერლინისა და ვარშავის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, 300-ამდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა.

გერმანიისა და პოლონეთის დედაქალაქებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს სამთო კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობაა წარმოდგენილი.

ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, გარე რეკლამასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთსა და გერმანიაში ტურისტული როუდშოუების სერია გამართა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე აცხადებს, აღნიშნული კამპანია ემსახურება, როგორც ცნობადობის ამაღლებას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში ვიზიტორების ზრდას.

"გერმანიასა და პოლონეთში, ყველაზე მსხვილ ქალაქებში 300 ლოკაციაზე მიმდინარეობდა გარე რეკლამა, სადაც საქართველოს განსაკუთრებული ხედები იყო წარმოჩენილი. აღნიშნული კამპანია, რა თქმა უნდა, ემსახურება, ერთი მხრივ ცნობადობის ამაღლებას, მეორე მხრივ, კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობას, ეს ყველაფერი აკუმულირდება იმ ვიზიტორების და შემოსავლების ოდენობაში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქართველოში უცხოეთიდან შემოდის," - აცხადებს მაია ომიაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გერმანიასა და პოლონეთში, ყველაზე მსხვილ ქალაქებში 300 ლოკაციაზე მიმდინარეობდა გარე რეკლამა, სადაც საქართველოს განსაკუთრებული ხედები იყო წარმოჩენილი. აღნიშნული კამპანია, რა თქმა უნდა, ემსახურება, ერთი მხრივ ცნობადობის ამაღლებას, მეორე მხრივ, კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობას, ეს ყველაფერი აკუმულირდება იმ ვიზიტორების და შემოსავლების ოდენობაში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქართველოში უცხოეთიდან შემოდის,“
მაია ომიაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?