„ჩვენ ჩვენი საქმის კეთება უნდა გავაგრძელოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპა ამ ორმაგი სტანდარტების რეალობიდან როგორმე დააღწევს თავს“ – ილია ინჯია
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ინჯია აცხადებს, რომ ქვეყანამ თავისი საქმე უნდა გააგრძელოს და იმედი იქონიოს, რომ ევროპა „ორმაგი სტანდარტების რეალობიდან“ თავს დააღწევს.

„ჩვენ ჩვენი საქმის კეთება უნდა გავაგრძელოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპა ამ ორმაგი სტანდარტების რეალობიდან როგორმე დააღწევს თავს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ილია ინჯიამ ევრობიუროკრატების განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპული შეფასებებით ჩვენი სასამართლოს გამჭვირვალობის დონე ერთ-ერთ უმაღლეს კრიტერიუმებში ჩაჯდა, ევროპაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ინფორმაციას აქაური ევროკავშირის ელჩი აწვდის და ჩვენ ვხედავთ, როგორი შინაარსის ინფორმაციის მიწოდება შეუძლია მას. შესაბამისად, იქაც არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ამ ადამიანის სჯერა, თუმცა ნაწილს სიმართლე სჯერა და რეალობას ხედავს.
ჩვენ ჩვენი საქმის კეთება უნდა გავაგრძელოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპა ამ ორმაგი სტანდარტების რეალობიდან როგორმე დააღწევს თავს“, – განაცხადა ილია ინჯიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…