17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა სამართალდამცავი უწყებებისგან შვილის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვს
მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს: მე ვარ დედა, რომელსაც 17 წლის არასრულწლოვანი შვილი სიცილის გამო მომიკლეს! როგორც დაზარალებულ მხარეს, მაქვს თუ არა უფლება, მივიღო ქვემოთ აღნიშნულ საკითხზე განმარტება?!

ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. თათია ჩირგაძე სამართალდამცავი უწყებებისგან მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვს.
"მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს: მე ვარ დედა, რომელსაც 17 წლის არასრულწლოვანი შვილი სიცილის გამო მომიკლეს! როგორც დაზარალებულ მხარეს, მაქვს თუ არა უფლება, მივიღო ქვემოთ აღნიშნულ საკითხზე განმარტება?!
ჩემი შვილის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე დაკავებიდან დღემდე იმყოფება #18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. რეზბალნიცაზე, რაც ჩემთვის მიუღებელი და გაურკვეველია!
ოფიციალური წერილით მივმართე საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვე განმარტება, თუ რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა ექსპერტიზის დასრულების შემდეგაც.
სამწუხაროდ, მათგან მიღებულ ოფიციალურ წერილში კონკრეტული ახსნა-განმარტება არ მაქვს, მივიღე მხოლოდ ფორმალური და არაფრისმთქმელი წერილი. მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არ ვითხოვ ბრალდებულის პერსონალურ ინფორმაციას. ვითხოვ, მივიღო პასუხი, თუ რა მიზეზით იმყოფება 4 თვის განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ. რეზბალნიცაზე - თითი სტკივა“?" - წერს სოციალურ ქსელში მოკლული ბიჭის დედა.
შეგახსენებთ, 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ღუნაშვილი ვერაზე, ხორავასა და შანიძის ქუჩების მიმდებარედ, მიმდინარე წლის 22 ივლისს მოკლეს.სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მისხლობით მიზეზი კაპანაძის დედასა და ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რამაც ბრალდებულის აგრესია გამოიწვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია,, რა მიზეზით იმყოფება 4 თვის!!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ. „რეზბალნიცაზე“ – თითი „სტკივა“?” – მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა
დედა, რომლის შვილიც ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს
ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…