პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დედა, რომლის შვილიც ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს

იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა, თათია ჩირგაძე, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებას ითხოვს, თუ რატომ იმყოფება ბრალდებული ნიკა კაპანაძე უკვე ოთხი თვეა სამკურნალო დაწესებულებაში.

დედა, რომლის შვილიც ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს
TV პირველი

თათია ჩირგაძე, რომლის შვილიც, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს.

ქალი საგამოძიებო უწყებას კონკრეტულ კითხვას უსვამს, რატომ იმყოფება მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე უკვე ოთხი თვეა, პენიტენციურის სამკურნალო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა დასრულებულია.

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედის განცხადებით, მან შესაბამის უწყებას წერილობით მიმართა, თუმცა მიღებულ პასუხში ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის მიზეზი განმარტებული არ არის.

მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს:

მე ვარ დედა, რომელსაც 17 წლის არასრულწლოვანი შვილი სიცილის გამო მომიკლეს! როგორც დაზარალებულ მხარეს, მაქვს თუ არა უფლება, მივიღო ქვემოთ აღნიშნულ საკითხზე განმარტება?!

ჩემი შვილის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე დაკავებიდან დღემდე იმყოფება #18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. “რეზბალნიცაზე”, რაც ჩემთვის მიუღებელი და გაურკვეველია!

ოფიციალური წერილით მივმართე საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვე განმარტება, თუ რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა ექსტეპრტიზის დასრულების შემდეგაც.

სამწუხაროდ, მათგან მიღებულ ოფიციალურ წერილში კონკრეტული ახსნა-განმარტება არ მაქვს, მივიღე მხოლოდ ფორმალური და არაფრისმთქმელი წერილი.

მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არ ვითხოვ ბრალდებულის პერსონალურ ინფორმაციას. ვითხოვ, მივიღო პასუხი , თუ რა მიზეზით იმყოფება 4 თვის!!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ.„რეზბალნიცაზე“ - თითი „სტკივა“?, - წერს ქალი სოციალურ ქსელში.

მკვლელობა მიმდინარე წელს, 22 ივლისს გვიან საღამოს მოხდა ვერაზე, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა, დაიჭრა კიდევ სამი პირი.

მომხდარ მკვლელობასა და პირთა დაჭრაში ბრალდებულად სამართალდამცავებმა ნიკა კაპანაძე დააკავეს, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა მას განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება.

გამოძიების ვერსიით, კაპანაძეს ოთხ ახალგაზრდასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაციის დროს ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართაც სცადა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუმცა პოლიციელებმა მისი განიარაღება შეძლეს.

წარდგენილი ბრალდებები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური,, რა მიზეზით იმყოფება 4 თვის!!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ. „რეზბალნიცაზე“ – თითი „სტკივა“?” – მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,, რა მიზეზით იმყოფება 4 თვის!!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ. „რეზბალნიცაზე“ – თითი „სტკივა“?” – მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები