პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა

ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა, თათია ჩირგაძე, უწყებებისგან პასუხს ითხოვს, თუ რატომ იმყოფება მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე უკვე 4 თვეა პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში.

ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა
ფორმულა

ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა განცხადებას ავრცელებს.

თათია ჩირგაძე სვამს კითხვას შესაბამისი უწყებების მიმართ, თუ რატომ გრძელდება არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა ექსტეპრტიზის დასრულების შემდეგაც.

"მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს:

მე ვარ დედა, რომელსაც 17 წლის არასრულწლოვანი შვილი სიცილის გამო მომიკლეს! როგორც დაზარალებულ მხარეს, მაქვს თუ არა უფლება, მივიღო ქვემოთ აღნიშნულ საკითხზე განმარტება?!

ჩემი შვილის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე დაკავებიდან დღემდე იმყოფება #18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. “რეზბალნიცაზე”, რაც ჩემთვის მიუღებელი და გაურკვეველია!

ოფიციალური წერილით მივმართე საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვე განმარტება, თუ .

სამწუხაროდ, მათგან მიღებულ ოფიციალურ წერილში კონკრეტული ახსნა-განმარტება არ მაქვს, მივიღე მხოლოდ ფორმალური და არაფრისმთქმელი წერილი.

მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არ ვითხოვ ბრალდებულის პერსონალურ ინფორმაციას. ვითხოვ, მივიღო პასუხი , თუ რა მიზეზით იმყოფება 4 თვის!!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ.„რეზბალნიცაზე“ - თითი სტკივა", - წერს ჩირგაძე.

22 ივლისს, ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

დაჭრილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ნიკა კაპანაძე მომხდარიდან მალევე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა შელაპარაკება ბრალდებულის დედასა და ახალგაზრდებს შორის, რომლებიც მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაიჭრა ტაქსიში მყოფი ერთი პირიც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ალიაოპოზიციური,, რა მიზეზით იმყოფება 4 თვის!!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ. „რეზბალნიცაზე“ – თითი „სტკივა“?” – მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა
  2. TV პირველიოპოზიციურიდედა, რომლის შვილიც ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს
  3. Facebook17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა სამართალდამცავი უწყებებისგან შვილის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებს ითხოვს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დედა, რომლის შვილიც ვერაზე სიცილის გამო მოკლეს, პენიტენციური სამსახურისგან განმარტებებს ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები