ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი! - მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა

საქართველოს პროკურატურა

თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის, სულხან თამაზაშვილის დაკითხვას ითხოვს და აცხადებს, რომ მან მკვლელობის შესახებ ყველაფერი იცის.

უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი! - მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა
უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი! - მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედაTV პირველი

თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის დაკითხვას ითხოვს.

იზა ომაძემ სულხან თამაზაშვილის გვარი მის ახალ მიმართვაში ახსენა.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წელს მოკლეს თბილისში. ამ დროს სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის უფროსი იყო.

ქვეყანაში სადაც სამართალს თვალის ჩინივით დავეძებთ ლამის სრულიად ერი , მიჭირს ყოველ ჯერზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, მაგრამ სხვა გზა არ არის…

დღეს იყო სასამართლო პროცესი, ჩვენ აბსურდის თეატრის მონაწილედ არ გამოვდგებით, წერეთ და იკითხეთ და ალაპარაკეთ ადვოკატებს რამდენიც გინდათ…

სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ მათიც მესმის..

არ მესმის შინაგან საქმეთა მინისტრისშინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia რომელმაც მათემატიკური სიზუსტით იცის ყველაფერი, მან უშვალოდ მკვლელი ჭელიძის და კაველაძისგან მოისმინა, მეგონა მას ეყოფოდა გამბედაობა და რაღაცა სახით მაინც სინათლის მხარეს დადგებოდა, მაგრამ ალბათ დამკვეთი ძალიან, ძალიან უძლეველია…

უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი! - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიასმკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.

კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები