ნანა დიხამინჯია: ვეკუას სკოლას ასახლებენ სხვა სკოლაში... სამინისტრო, რომელიც სწავლის დაწყების შემდეგ მოულოდნელად აღმოაჩენს სკოლის შენობის უმძიმეს ავარიულობას, არის არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო
ნანა დიხამინჯია: ვეკუას სკოლას ასახლებენ სხვა სკოლაში, მეორე-მესამე ცვლებში. სამინისტრო, რომელიც სწავლის დაწყების შემდეგ მოულოდნელად აღმოაჩენს სკოლის შენობის უმძიმეს ავარიულობას, არის არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო. ხოლო თუ ასეთი შემთხვევა უკვე მეთხუთმეტე სკოლაში ხდება, თანაც საუკეთესო საჯარო სკოლაში და თანაც სწავლის დაწყებიდან 2 თვეში, მაშინ ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ სისტემას ყველა საფეხურზე მოშლილი აქვს ფუნქციონირება.

„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით, ნანა დიხამინჯია:
ვეკუას სკოლას ასახლებენ სხვა სკოლაში, მეორე-მესამე ცვლებში.
1. სამინისტრო, რომელიც სწავლის დაწყების შემდეგ მოულოდნელად აღმოაჩენს სკოლის შენობის უმძიმეს ავარიულობას, არის არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო. ხოლო თუ ასეთი შემთხვევა უკვე მეთხუთმეტე სკოლაში ხდება, თანაც საუკეთესო საჯარო სკოლაში და თანაც სწავლის დაწყებიდან 2 თვეში, მაშინ ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ სისტემას ყველა საფეხურზე მოშლილი აქვს ფუნქციონირება.
2. მეორე და მესამე ცვლაში სწავლა ძალიან რთულია მოსწავლეებისთვის და ხელს უშლის სწავლის და თვითორგანიზების ჩვევების სწორად ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით მავნეა ეს უმცროსკლასელებისთვის.
3. ვეკუას სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან უამრავ აქტივობაში სკოლის გარეთ, რომელთაც უნდა დააკლდნენ მეორე და მესამე ცვლაში ყოფნის გამო;
4. ვეკუას სკოლას აქვს ლაბორატორიები და სივრცეები, რომლებიც მნიშვნელოვანია მეცნიერების გაძლიერებული სწავლებისთვის. ეს ყველაფერი სხვა სკოლაში არ იქნება;
5. ვეკუას სკოლას აქვს შიდა სასკოლო კლუბები, რომელთაც სხვა სკოლას შეკედლებული ვერ განახორციელებს.
6. ნოემბერში მოსწავლის ოჯახის ცხოვრება უკვე დაგეგმილია და გაწერილია საათებად - ვინ როდის გადის სახლიდან, ვის მიყავს და მოყავს ბავშვი, ვინ ხვდება სახლში, რომელ წრეებზე დადის და სად. ამ დროს სხვა ტერიტორიაზე, მეორე და მესამე ცვლაში გადასვლა ყირაზე აყენებს როგორც ბავშვის, ისე ოჯახის განრიგს.
7. სხვა სკოლის შემოსვლა მასპინძელ სკოლას სრულად ურევს როგორც სივრცეებს, ისე კლასგარეშე აქტივობებს.
როდემდე უნდა ითმინოთ ამათი უვიცობა, თავხედობა და ბოროტება? ჩვენ თვალწინ, ბოლო ორ თვეში ათიათასზე მეტ ბავშვს და მათ ოჯახებს აურ-დაურიეს ცხოვრება და გაუუარესეს ისედაც უბადრუკი განათლების ხარისხი. სახელმძღვანელოები გამოუშვეს და ნახევარი ისეთია, სწავლის სურვილს რომ უკარგავს ბავშვს. და ამ კვირაში აღმოვაჩინე, რომ ბევრი მშობელი სკოლის დროს საპირფარეშოს გამოყენებას უკრძალავს შვილს, ანტისანიტარიის და გავრცელებული ბულინგის გამო. როგორ ითმენთ ასეთ დამოკიდებულებას?
სად ხართ ასიათასობით მშობელი? არადა, წინა პოსტზე ვიღაცა შემომივარდა, ჯვალოს როგორ უწოდებ სკოლის ფორმასო. სხვა რამეს ამ უხარისხო და უფორმო ტანსაცმელს ვერ ვუწოდებ და სანამ მე შემომივარდებით, საკუთარი შვილების უკეთესი განათლების მოთხოვნით შეუვარდით სამინისტროს. მე რას ვიტყვი, ამით არ იცვლება თქვენი შვილის ცხოვრება და სამინისტროს უაზრო მოქმედებებით პირდაპირ მისი მომავალი ინგრევა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…