“ეს რა შემთხვევითია ? არ მჯერა…” – ეკა ბესელია
ყოფილი პარლამენტარი და იურისტი ეკა ბესელია გარდაცვლილი დედის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის და აღნიშნავს, რომ დედის გარდაცვალებიდან მე-40 დღე ზუსტად მის დაბადების დღეს დაემთხვა.

ყოფილი პარლამენტარი, იურისტი, ეჯა ბესელია:
არ ვიცი როგორ დავიწყო …
მე 40 დღე დედა შენი გარდასვლიდან ზუსტად ჩემს დაბადების დღეს …
ეს რა შემთხვევითია ? არ მჯერა …
შენს გარეშე არც ერთი ჩემი 6 ნოემბერი არ გათენებულა და შენს გარეშე ჩემს ცხოვრებაში არც ერთი მოვლენა არ მომხდარა …
შენ როგორც ამ ფოტოებში სულ გვერდით ხარ , ასე იყავი – ყველა რთული ან ურთულესი მოვლენების დროს ჩემს საყრდენად !
და იყავი სულ როგორც ყველაზე დიდი მხარდამჭერი !
არასოდეს მსაყვედურობდი! არასოდეს მეტყოდი : ასე რატომ გააკეთე ….
არასოდეს გითქვამს – მეშინია და არ გინდა ეს გაუთავებელი ბრძოლა და საფრთხეების წინ დგომა….
არასოდეს გითქვამს – ,, მე ასე მინდა “
და სულ ამბობდი – ,, როგორც შენ გინდა დედა”….
შენ უნიკალური , მართლაც იდეალური დედა იყავი , რომლის მსგავსი არავინ მინახავს….
ჩემი ყველა გადაწყვეტილების დროს იყავი ყველაზე ახლოს და ყველაზე მყარი საყრდენი!
მე არ ვიცოდი რა არის უშენოდ ყოფნა და ამას ვერც დღეს ვეგუები ….
გეძებ ყველგან … გეძახი და გესაუბრები და ….
მეგონა გადავლახეთ თითქმის ორთვიანი უმძიმესი ბრძოლა და უიმედო ვითარებიდან იმედი
გაჩდა … თვალს ახელდი და ხმაც გესმოდა … დავიჯერე მალე ისევ ერთად გავივლიდით და ვემზდებოდით შენს გადასაყვანად და
აქ დაგვეწია ვერაგი ჰოსპიტალური ინფექციები … ამას კი ვერ გაუმკლავდი ….
ვერც კი მოვასწარი დღენახევარში გარკვევა რა ხდებოდა…
ბოლო წუთამდე გიყურე … არ დაგტოვეთ არც ერთმა შვილმა და ალბათ თუ რამე იყო შენი ძალა – ჩვენი შენთან ყოფნა და უსაზღვრო სიყვარული….
ამ ბოლო წუთებს აქ ვეღარ დავწერ , მაგრამ ეს მარდიული კადრი დარჩა ჩემს გონებას …
საოცარი იყო შენი გაცილება და უამრავი მადლიერი ადამიანი… უამრავი ისტორია შენი რაც არ ვიცოდი და ჩუმად აკეთებდი ….
ეს 40 დღე რამდენჯერმე გნახე სიზმრად და სულ
მიმეორებ რომ არ ვინერვიულო ….
ვგრძნობ ამ დროსაც შენ მეხმარები , რომ გაუსაძლისი გასაძლისი გახადო ….
პირველად არ ვიცი ეს როგორი დღეა , როცა შენი გარდასვლის მე 40 დღეს ჩემი 6 ნოემბერი ხვდება ….
მხოლოდ ის ვიცი რომ ყველგან და ყველაფერში ხარ
ალბათ ამ დროს არავინ იცის რომელი სიტყვაა ყველაზე მართებული , მხოლოდ ის ვიცი , რომ შენი ლამაზი სული სულ ნათელში იქნება და ჩემს სულშიც მარადიულად ….
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…