პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“რატომ არის სამარხები გაფანტული? რატომ აქვთ ცხოველებს ბირკები დახსნილი? რატომ გამოიღეთ 2017 წელს დასაწყობებული ინგლისური მარილი?” – ტასო ლოსაბერიძის პასუხი თბილისის მერიას

თბილისის მერია

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე თბილისის მერიას ცხოველების დახოცვასა და უკანონო სამარხებში ადანაშაულებს და ცხოველთა სააგენტოს ხელმძღვანელი პირების, მათ შორის დირექტორ ნიკა არაგველის გადაყენებას ითხოვს.

“რატომ არის სამარხები გაფანტული? რატომ აქვთ ცხოველებს ბირკები დახსნილი? რატომ გამოიღეთ 2017 წელს დასაწყობებული ინგლისური მარილი?” – ტასო ლოსაბერიძის პასუხი თბილისის მერიას
ალია

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, თბილისის მერიის მორიგ განცხადებას, რომელიც ისევ მუქარას შეიცავს და ბრალდებებს, პასუხობს და წერა:

სირცხვილია რომ ქალაქის მერი გვაბრალებს ძაღლებს სამარხების გათხრას, გვაყვედრის რომ სახელმწიფოს მიერ, ჭირით დაავადებულ გარდაცვლილ ლეკვებს მონიტორინგის სამსახურს ვატანდით და არ ვარღვევდით კანონს, თვითნებურად დამარხვით.

გვეძახის გიჟებს და ითხოვს ჩვენს დაძინებას.

იმის მაგივრად გადაღებულ კადრებზე გააკეთოს კომენტარი და ის მაინც თქვას, არ ვიცოდი და ყვეალფერს დავალაგებო – აქეთ გვიტევს და გიჟებად წარმოგვაჩენს.

პირადად მე რომ პოლიტიკური არანაირი ინტერესი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ მთელმა საქართველომ იცის. ამიტომ ეს “გიჟია” “ნაცია” და რაღაცეები არ გაგდით, ხომ ხედავთ.

აღარც ცხოველების ხოცვა გამოგივათ – მაგასაც ხედავთ.

გააკეთეთ კომენტარი შემდეგ კითხვებზე:

1. რატომ არის სამარხები სხვადასხვა ტერიტორიაზე გაფანტული.

2. რატომ არის სამარხები გატენილი ძაღლების ლეშებით.

3. რატომ აქვთ ცხოველებს ბირკები დახსნილი.

4. რატომ არ არის სამარხებში კატები, თუ ქუჩაში გარდაცვლილი ცხოველები არიან, კატები არ კვდებიან?

5. რატომ გამოიღეთ 2017 წელს დასაწყობებული ინგლისური მარილი?

კიდევ უამრავი კითხვის დასმა მინდა, მაგრამ აზრი?

კარგი ჩვენ გიჟები ვართ, მაგრამ რას ვუშვებით ფაქტებს? რას ვუშვებთ ძაღლებს, რომლებიც დახოცეთ?

სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, მიიღეთ ზომები:

მოხსენით თანამდებობიდან

1. ნიკა არაგველი (ცხ.სააგენტოს დირექტორი ყველაფრის ავტორი, დამგეგმავი და შემოქმედი)

2. გიორგი კაკაჩია (დირექტორის პირველი

მოადგილე, ნიკა არაგველის ცოლის ნახევარძმა და ცხოველების მკვლელობების მთავარი ფიგურა)

3. თემურ ბარელაძე, იგივე “ჰერმესა” ( დირექტორის მოადგილე, რომელიც საფლავების მისამართების და თხრის ავტორია)

4. ლალი ბერძენიშვილი (თავშესაფრის დირექტორი და ყველა მკვლელობის პირნათლად შემსრულებელი)

კახა კალაძე, დაგვიმტკიცე რომ ადამიანი ხარ, ერთხელ მაინც!

“ვმარხავთ ღამით, რადგან დღისით არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში…” – თბილისის მერია

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვმარხავთ ღამით, რადგან დღისით არაერთი ლეში შემოდის სააგენტოში…“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,თბილისის მერია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და სურსათის სააგენტო აპირებს ჩემს დაშინებას და დაშანტაჟებას“ – ტასო ლოსაბერიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები