თორნიკე რაზმაძე: სანთლები ჩვენი სასტიკად დახოცილი მეგობრებისთვის. ყველას გიპოვით, უკლებლივ (ვიდეო)
მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები უსახლკარო ძაღლებთან მიმართებით შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების აღკვეთას და სავარაუდო სამართალდამრღვევთა დასჯას ითხოვენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, „ტვ პირველმა“ გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ორმოები, ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები. თბილისის მერიამ სიცრუე უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცხოველთა სამარხების შესახებ. უწყების განმარტებით, ფაქტების დამახინჯებაა, ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაშსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შსს-მ გამოძიება დაიწყო ძაღლების შესაძლო უკანონო დახოცვისა და დამარხვის ფაქტზე
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს
"ვითხოვთ პასუხებს" - მთავრობის კანცელარიასთან ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია გაიმართა
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…