სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მასთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს გიორგი ფეიქრიშვილის ცემის შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ბრალდებული საკანში მარტოა 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც "რუსთავი 2"-ს უწყებაში განუცხადეს, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი იმყოფება საკანში მარტო და მასზე ხორციელდება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა.
პენიტენციურ სამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ ვინაიდან ასეთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მიუხედავად არასამუშაო დღისა, ბრალდებულის ადვოკატს საშუალებას მისცემენ შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულოს ბრალდებული და დარწმუნდეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ - სამსახური მზადაა, არასამუშაო დღის მიუხედავად, ბრალდებულის მოსანახულებლად ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში შეუშვას
ფეიქრიშვილების დედა: წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგისთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა
დედის ცნობით, ციხეში ამჯერად გიორგი ფეიქრიშვილს სცემენ, რასაც პენიტენციური უარყოფს
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს
პენიტენციური: "ტყუილია ინფორმაცია გიორგი ფეიქრიშვილის ცემაზე"
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენსპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულთან საკანში ვატო ყიფიანი და სხვა პატიმრები შევიდნენ
"ძალადობის კვალი არ აქვს" - ადვოკატი, რომელმაც გიორგი ფეიქრიშვილი მოინახულა, ამბობს, რომ ის ციხეში არ უცემიათ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…