ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ გიორგის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური უარყოფს

იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

ნინო აბრამიშვილის განცხადებით, მის შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა და შვილის მკვლელობის შიში აქვს. პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილების მიმართ ძალადობას უარყოფს, ხოლო კლინიკა „ვივამედში“ მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი დავით ფეიქრიშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ გიორგის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური უარყოფს
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ გიორგის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური უარყოფსრადიო თავისუფლება

"ჩემს შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა. დამირეკეს და მითხრეს, მიხედეთ გიორგისო. ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწოდა ინფორმაცია. ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო... არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან“ - ნინო აბრამიშვილის ამ განცხადების ფონია წინა კვირაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხეში სასტიკად გაუწროდნენ ვატო ყიფიანი, დავით ბილანიშვილი და მათთან ერთად რამდენიმე პირი, რომლებიც ციხის ადმინისტაციის ნებართვით შევიდნენ იმ საკანში, სადაც დავითი ახალი გადაყვანილი იყო და რომელშიც სათვალთვალო კამერა დამონტაჟებული არ არის.

პენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილზე ძალადობას უარყოფს, გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში სხეულის მძიმე დაზიანებებით (სახის ძვლებისა და ნეკნების მოტეხილობით, ხერხემლის მალების დაზიანებითა და არაერთი ჰემატომით) გადაყვანილი დავით ფეიქრიშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. გამოძიებას ამ დრომდე ამ ფაქტზე იუსტიციის სამსახურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს, მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, რომ მომხდარი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

რადიო თავისუფლებას პენიტენციურ სამსახურში უთხრეს, რომ ფეიქრიშვილის დედა და ადვოკატი უკვე ციხესთან იმყოფებიან, თუმცა ელოდებიან სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რათა მათთან ერთად შევიდეს უფლებადამცველი დავით ფეიქრიშვილის მოსანახულებლად.

სახალხო დამცველის პრესსამსახურში თავის მხრივ ადასტურებენ ჩართულობას ამ საქმეში - "შევლენ", გვითხრეს, როცა ვიკითხეთ, შევიდოდნენ თუ არა დღესვე ომბუსმენის წარმომადგენლები საპატიმროში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემს შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა. დამირეკეს და მითხრეს, მიხედეთ გიორგისო. ზუსტად იმავე წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელმაც წინა შემთხვევაზე მოგვაწოდა ინფორმაცია. ახლაც, გვითხრეს, რომ სასწრაფოდ მიხედეთ გიორგის, შესულები არიან უკვე საკანშიო. ვატო ყიფიანიაო შესული. ასე მითხრეს, „სასტავი“ არის შესულიო... არ მომიკლან, მეორე შვილი არ მომიკლან“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჩემს შვილებს რამე რომ მოუვიდეთ, ეს თქვენი ბოლო იქნება – ფეიქრიშვილების დედა ხელისუფლებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები