ფლუიმუცილი
FLUIMUCIL®
სუნთქვის ორგანოების დაავადებები, რომლებსაც ახლავს წებოვანი ძნელად მოსაშორებელი სეკრეტის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ტრაქეიტი, ლარინგოტრაქეიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქოექტაზური დაავადება, ბრონქული ასთმა, ბრონქიოლიტი, მუკოვისციდოზი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აცეტილცისტეინი (acetylcysteine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/მლ 3მლ ი.ვ. საინექციო და საინჰალაციო ხსნარი ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- ZAMBON S.P.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები ყველა სხვა თერაპიული პროდუქტები, ანტიდოტები
- ATC კოდი
- R05CB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034093
- რეგისტრირებულია
- 29 დეკემბერი 2021, მოქმედებს 29 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Zambon S.p.A. through the representation of Zambon S.p.A. in Moscow (რუსეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ფარმა სერვისი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლუიმუცილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სუნთქვის ორგანოების დაავადებები, რომლებსაც ახლავს წებოვანი ძნელად მოსაშორებელი სეკრეტის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ტრაქეიტი, ლარინგოტრაქეიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქოექტაზური დაავადება, ბრონქული ასთმა, ბრონქიოლიტი, მუკოვისციდოზი.
ინტრავენური თერაპია განკუთვნილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფ პაციენტებში გამოსაყენებლად და მხოლოდ პრეპარატის შიგნით მიღების შეუძლებლობის დროს.
როგორც ანტიდოტი პარაცეტამოლის ჭარბი დოზისას.
მიღების წესი და დოზირება
ამპულის გახსნის თანმიმდევრობა
- ამპულას ხელში იჭერენ ისე, რომ გადატეხვის წერტილი მიმართული იყოს ზევით, იხ. ნახ. 1.
- ცერა თითს ათავსებენ გადატეხვის წერტილზე ან ოდნავ ზევით და საკუთარი თავიდან წინ მოძრაობით ამპულას ატეხავენ თავს, როგორც ნაჩვენებია ნახ. 2.
ნახ. 1 ნახ. 2
ინჰალაციურად
ასხურებენ თითო ამპულას თითოეული ინჰალაციისას 1-2-ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში. ინჰალაციის ხანგრძლივობა - 15-20 წთ.
პრეპარატის კარგი ამტანობის გამო, გამოყენების სიხშირე და გამოყენებული დოზირება შეიძლება ექიმმა შეცვალოს საკმაოდ ფართო საზღვრებში, კლინიკური მდგომარეობისა და თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით, მოზრდილებისა და ბავშვების დოზების დიფერენცირების საჭიროების გარეშე.
ენდობრონქული ინსტალაციები
გამოიყენებენ შერჩეული გამოყენების წესის შესაბამისად (დრენაჟი, ბრონქოსკოპი და ა.შ.) 1 ამპულა 1-2-ჯერ დღეში ან საჭიროების მიხედვით.
ინსტალაცია ან ენდოაურიკულური ამორეცხვა და სხვა ღრუების ამორეცხვა
საშუალო დოზირება შეადგენს 1/2-1 ამპულას პროცედურაზე.
ვენაში გამოყენება
პარაცეტამოლით შემთხვევითი ან განზრახ მოწამვლა
საწყისი დოზა 150 მგ/სხეულის წონის კგ შეიყვანება ვენაში შესაბამისი მოცულობით გლუკოზას 5%-ანი ხსნარი 15 წუთის განმავლობაში.
შემდგომი დოზები: 50 მგ/კგ ვენაში შეიყვანება წვეთოვანი ინფუზიით 4 საათის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ/კგ - ვენაში პერფუზიით შემდეგი 16 საათის განმავლობაში, ორივე შემთხვევაში გლუკოზას 5%-იან ხსნარში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ბავშვთა ასაკი ორ წლამდე (ანტიდოტის სახით გამოყენების გარდა).
სიფრთხილით:
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით პაციენტებში პეფსიური წყლულით (ან რომლებსაც ეს დიაგნოზი აქვთ ანამნეზში), განსაკუთრებით სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ცნობილია, რომ გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენენ კუჭის ლორწოვან გარსზე.
ბრონქული ასთმა (ვენაში შეყვანისას ბრონქოსპაზმის განვითარების რისკი).
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
სიფრთხილის ზომები
აცეტილცისტეინის გამოყენებამ, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში, შეიძლება ხელი შეუწყოს ბრონქული სეკრეტის გათხიერებას და მისი მოცულობის გაზრდას. თუ პაციენტს არ შეუძლია ეფექტურად ამოხველება, უნდა ჩატარდეს პოსტურალური დრენაჟი და ბრონქოასპირაცია.
პაციენტები ბრონქული ასთმით მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ კონტროლის ქვეშ; ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში აცეტილცისტეინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა, თუ სამკურნალო საშუალება გამოიყენება პაციენტების მიერ, რომლებსაც აწუხებთ წყლულოვანი დაავადება ამ მომენტში ან ანამნეზში, განსაკუთრებით სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენენ კუჭის ლორწოვან გარსზე.
ფლუიმუცილის® ამპულას ხსნიან გამოყენების წინ. გახსნილი ამპულის შენახვა შეიძლება მაცივარში 24 საათის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ინჰალაციებისთვის.
ფლუიმუცილის® ხსნარი არ უნდა შეეხოს რეზინის ან მეტალის ზედაპირებს.
მოწამვლის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში პაციენტებში 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, შესაძლებელია სითხით ჭარბი გადატვირთვის რისკი ჰიპონატრიემიის, კრუნჩხვების და ლეტალური დასასრულის შემდგომი განვითარებით. ამიტომ რეკომენდებულია თავში „გამოყენების წესი და დოზები“ აღწერილი მითითებების მკაცრად დაცვა.
აცეტილცისტეინის ვენაში შეყვანა უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო მეთვაყურეობის ქვეშ. აცეტილცისტეინის ვენაში პერფუზიის შემდეგ არასასურველი რეაქციები დიდი ალბათობით ვითარდება იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი შეიყვანება ძალიან სწრაფად ან ჭარბი რაოდენობით.
მოწამვლის სამკურნალოდ მითითებული დოზებით აცეტილცისტეინის გამოყენებამ შეიძლება გაახანგრძლივოს პროთრომბინული დრო (პროთრომბინის ინდექსის შემცირება, მნი-ს გაზრდა).
ფლუიმუცილის® ამპულის გახსნისას წარმოქმნილი გოგირდის სუნი არ მოქმედებს პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობაზე.
პრეპარატის თითოეული ამპულა შეიცავს 43 მგ ნატრიუმს (1,9 მმოლი).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცეტილცისტეინის კომბინირებამ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან შეიძლება გააძლიეროს სეკრეტის შეგუბება ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.
ფლუიმუცილის® გამოყენება შეიძლება ჩვეულებრივ ბრონქოდილატატორებთან, ვაზოკონსტრიქტორებთან და ა.შ. ერთად.
არსებული ინფორმაცია ანტიბიოტიკი-აცეტილცისტეინის ურთიერთქმედების შესახებ განეკუთვნება in vitro კვლევებს, ეს კვლევები მოწმობს ანტიბიოტიკების აქტივობის შემცირებას ორი ნივთიერების შერევის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით ანტიბიოტიკების და აცეტილცისტეინის ხსნარის შერევა რეკომენდებული არ არის.
აცეტილცისტეინის და ნიტროგლიცერინის ერთად გამოყენება იწვევს ძლიერ ჰიპოტენზიას და საფეთქლის არტერიის გაფართოვებას. ერთად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, რომელმაც შეიძლება მძიმე ფორმები მიიღოს, და უნდა გაფრთხილდეს თავის ტკივილის შესაძლო განვითარების შესახებ.
აცეტილცისტეინს შეუძლია გააძნელოს სალიცილატების დონის გაზომვა კოლორიმეტრული მეთოდით.
აცეტილცისტეინს შეუძლია გააძნელოს შარდში კეტონების არსებობის კვლევა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიუხედავად იმისა, რომ ფლუიმუცილით ცხოველებზე ჩატარებულ ტერატოლოგიის კვლევებში ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ მკაცრად აუცილებლობის შემთხვევაში და ყოველთვის ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.
ეფექტები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არ არსებობს დაშვება და არც მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ყურადღების კონცენტრაციის უნარზე და რეაქციის დროზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მექანიმების მართვის უნარზე ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების პროცესში აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები; მათი სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე შეფასება შეუძლებელია).
ინჰალაციური გამოყენება:
სისტემურ-ორგანული კლასი
არასასურველი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები სუნთქვის სისტემის, მკერდის უჯრედის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ბრონქოსპაზმი, რინორეა, ბრონქული ობსტრუქცია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
სტომატიტი, ღებინება, გულისრევა
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი
პარენტერალური გამოყენება:
სისტემურ-ორგანული კლასი
არასასურველი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები გულის მხრივ
ტაქიკარდია

ბრონქოსპაზმი, დისპნოე
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ღებინება, გულისრევა

ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, სიწითლე, გამონაყარი, კანის ქავილი
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
სახის შეშუპება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
არტერიული წნევის დაწევა, პროთრომბინული დროის გაზრდა
აცეტილცისტეინის გამოყენებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის მძიმე რეაქციები, როგორებიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი.
უმეტეს შემთხვევაში არსებობდა ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული კანი-ლორწოს სინდრომები შეიძლება გამოწვეული იყოს კომბინაციით, სულ მცირე, კიდევ ერთ სამკურნალო საშუალებასთან, კანი-ლორწოს ცვლილებების განვითარებისას აუცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმთან, ასევე აცეტილცისტეინის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
აცეტილცისტეინის გამოყენებისას თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება დამტკიცდა ზოგიერთი კვლევით. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა ამ მომენტისთვის განსაზღვრული არ არის.
ჭარბი დოზა
პარენტერალური გამოყენება
სიმპტომები
ჭარბი დოზის სიმპტომები ანალოგიურია, მაგრამ უფრო სერიოზულია თავში „გვერდითი მოქმედება“ ჩამოთვლილ სიმპტომებთან შედარებით.
მკურნალობა
ჭარბი დოზის მკურნალობა დაფუძნებულია ინფუზიის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, სიმპტომური თერაპიის დანიშვნაზე და რეანიმაციაზე. სპეციფიკური ანტიდოტური მკურნალობა არ არსებობს: აცეტილცისტეინი ემორჩილება დიალიზს.
ინჰალაციური ან ენდოტრაქეობრონქული გამოყენება
ინჰალაციური ან ენდოტრაქეობრონქული გამოყენებისას ჭარბი დოზის შემთხვევები დარეგისტრირებული არ არის.
ინჰალაციური ან ენდოტრაქეობრონქული გამოყენებისას დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის ზომაზე მეტად ან ძლიერი გათხიერება, რაც საჭიროებს, განსაკუთრებით პაციენტებში ხველის და ამოხველების არასაკმარისი და დათრგუნვილი რეფლექსით, ბრონქოასპირაციის ინსტრუმენტული პროცედურის გამოყენებას.
შემადგენლობა
1 ამპულა ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: აცეტილცისტეინი - 300 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH 6,5-მდე (~ 74 მგ), დინატრიუმის ედეტატი 3 მგ, საინექციო წყალი 3 მლ-მდე.
აღწერილობა. გამჭვირვალე თეთრი სითხე სუსტი გოგირდის სუნით. ამპულის გახსნის შემდეგ ჰაერთან ხანგრძლივი კონტაქტისას შეიძლება შეიძინოს სუსტი ვარდისფერ-იისფერი შეფერილობა.
შენახვის პირობები
150C-დან 250C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა 5 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ხველისა და გაციების პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები. ათქ კოდი: R05CB01.
ყველა სხვა თერაპიული პრეპარატი, ანტიდოტები. ათქ კოდი: V03AB23.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
მუკოლიზური საშუალება, ათხიერებს სეკრეტს, ზრდის მის მოცულობას, აადვილებს სეკრეტის გამოყოფას. მოქმედება დაკავშირებულია აცეტილცისტეინის თავისუფალი სულფჰიდრული ჯგუფების მიერ სეკრეტის მჟავე მუკოპოლისაქარიდების მოლეკულებშიდა და მოლეკულებშუა დისულფიდური კავშირების დაშლის უნართან, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და სეკრეტის წებოვნების შემცირებას. ინარჩუნებს აქტივობას ჩირქიანი სეკრეტის დროს.
ზრდის ნაკლებად წებოვანი სიალომუცინების სეკრეციას თასისებრი უჯრედებით, ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის უჯრედებზე. ასტიმულირებს ბრონქების მუკოზურ უჯრედებს, რომელთა სეკრეტი ალიზირებს ფიბრინს. ანალოგიურ მოქმედებას ახდენს ლორ-ორგანოების ანთებითი დაავადებებისას წარმოქმნილ სეკრეტზე. ახდენს SH-ჯგუფის არსებობით განპირობებულ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, რომელსაც შეუძლია ელექტროფილური დამჟანგავი ტოქსინების ნეიტრალიზება. აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედში, დეაცეტილირდება L-ცისტეინამდე, რომლიდანაც უჯრედშიდა გლუტატიონი სინთეზირდება. გლუტატიონი - მაღალრეაქციული ტრიპეპტიდი, ძლიერი ანტიოქსიდანტი, ციტოპროტექტორი, რომელიც იჭერს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ახდენს გამოფიტვის პრევენციას და ხელს უწყობს უჯრედების ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილე უჯრედშიდა გლუტატიონის სინთეზის გაზრდას, ამით განაპირობებს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას. ამით აიხსნება აცეტილცისტეინის მოქმედება ანტიდოტის სახით პარაცეტამოლით მოწამვლისას.
ალფა1-ანტიტრიპსინს (ელასტაზას ინჰიბიტორი) იცავს აქტიური ფაგოციტების მიელოპეროქსიდაზას მიერ გამომუშავებული HOCl-მჟანგავის ინაქტივირებული ზემოქმედებისგან. ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (ფილტვის ქსოვილში ანთების განვითარებაზე პასუხისმგებელი თავისუფალი რადიკალებისა და აქტიური ჟანგბადშემცველი ნივთიერებების წარმოქმნის დათრგუნვის ხარჯზე).
ფარმაკოკინეტიკა.
600 მგ აცეტილცისტეინის ვენაში შეყვანისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 300 მმოლი/ლ, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი - 2 საათი. საერთო კლირენსი უდრის 0,21 ლ/სთ/კგ, ხოლო განაწილების მოცულობა პლატოს დროს უდრის 0,34 ლ/კგ.
ღვიძლში დეაცეტილირდება ცისტეინამდე. სისხლში აღინიშენბა თავისუფალი და პლაზმის ცილებთან შეერთებული აცეტილცისტეინის და მისი მეტაბოლიტების (ცისტეინის, ცისტინის, დიაცეტილცისტეინის) მოძრავი წონასწორობა. აცეტილცისტეინი აღწევს უჯრედშუა სივრცეში, უპირატესად ნაწილდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ბრონქულ სეკრეტში.
გამოიყოფა თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტების (არაორგანული სულფატები, დიაცეტილცისტეინი) სახით, უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა ნაწლავიდან უცვლელი სახით.
აღწევს პლაცენტურ ბარიერში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
`სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ფლუიმუცილი®
(FLUIMUCIL®)
სარეგისტრაციო ნომერი:
სავაჭრო დასახელება: ფლუიმუცილი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: აცეტილცისტეინი
წამლის ფორმა: ვენაში შესაყვანი და საინჰალაციო ხსნარი
შემადგენლობა: 1 ამპულა ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: აცეტილცისტეინი - 300 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH 6,5-მდე (~ 74 მგ), დინატრიუმის ედეტატი 3 მგ, საინექციო წყალი 3 მლ-მდე.
აღწერილობა. გამჭვირვალე თეთრი სითხე სუსტი გოგირდის სუნით. ამპულის გახსნის შემდეგ ჰაერთან ხანგრძლივი კონტაქტისას შეიძლება შეიძინოს სუსტი ვარდისფერ-იისფერი შეფერილობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ხველისა და გაციების პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები. ათქ კოდი: R05CB01.
ყველა სხვა თერაპიული პრეპარატი, ანტიდოტები. ათქ კოდი: V03AB23.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
მუკოლიზური საშუალება, ათხიერებს სეკრეტს, ზრდის მის მოცულობას, აადვილებს სეკრეტის გამოყოფას. მოქმედება დაკავშირებულია აცეტილცისტეინის თავისუფალი სულფჰიდრული ჯგუფების მიერ სეკრეტის მჟავე მუკოპოლისაქარიდების მოლეკულებშიდა და მოლეკულებშუა დისულფიდური კავშირების დაშლის უნართან, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და სეკრეტის წებოვნების შემცირებას. ინარჩუნებს აქტივობას ჩირქიანი სეკრეტის დროს.
ზრდის ნაკლებად წებოვანი სიალომუცინების სეკრეციას თასისებრი უჯრედებით, ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის უჯრედებზე. ასტიმულირებს ბრონქების მუკოზურ უჯრედებს, რომელთა სეკრეტი ალიზირებს ფიბრინს. ანალოგიურ მოქმედებას ახდენს ლორ-ორგანოების ანთებითი დაავადებებისას წარმოქმნილ სეკრეტზე. ახდენს SH-ჯგუფის არსებობით განპირობებულ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, რომელსაც შეუძლია ელექტროფილური დამჟანგავი ტოქსინების ნეიტრალიზება. აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედში, დეაცეტილირდება L-ცისტეინამდე, რომლიდანაც უჯრედშიდა გლუტატიონი სინთეზირდება. გლუტატიონი - მაღალრეაქციული ტრიპეპტიდი, ძლიერი ანტიოქსიდანტი, ციტოპროტექტორი, რომელიც იჭერს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ახდენს გამოფიტვის პრევენციას და ხელს უწყობს უჯრედების ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილე უჯრედშიდა გლუტატიონის სინთეზის გაზრდას, ამით განაპირობებს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას. ამით აიხსნება აცეტილცისტეინის მოქმედება ანტიდოტის სახით პარაცეტამოლით მოწამვლისას.
ალფა1-ანტიტრიპსინს (ელასტაზას ინჰიბიტორი) იცავს აქტიური ფაგოციტების მიელოპეროქსიდაზას მიერ გამომუშავებული HOCl-მჟანგავის ინაქტივირებული ზემოქმედებისგან. ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (ფილტვის ქსოვილში ანთების განვითარებაზე პასუხისმგებელი თავისუფალი რადიკალებისა და აქტიური ჟანგბადშემცველი ნივთიერებების წარმოქმნის დათრგუნვის ხარჯზე).
ფარმაკოკინეტიკა.
600 მგ აცეტილცისტეინის ვენაში შეყვანისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 300 მმოლი/ლ, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი - 2 საათი. საერთო კლირენსი უდრის 0,21 ლ/სთ/კგ, ხოლო განაწილების მოცულობა პლატოს დროს უდრის 0,34 ლ/კგ.
ღვიძლში დეაცეტილირდება ცისტეინამდე. სისხლში აღინიშენბა თავისუფალი და პლაზმის ცილებთან შეერთებული აცეტილცისტეინის და მისი მეტაბოლიტების (ცისტეინის, ცისტინის, დიაცეტილცისტეინის) მოძრავი წონასწორობა. აცეტილცისტეინი აღწევს უჯრედშუა სივრცეში, უპირატესად ნაწილდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ბრონქულ სეკრეტში.
გამოიყოფა თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტების (არაორგანული სულფატები, დიაცეტილცისტეინი) სახით, უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა ნაწლავიდან უცვლელი სახით.
აღწევს პლაცენტურ ბარიერში.
გამოყენების ჩვენებები
სუნთქვის ორგანოების დაავადებები, რომლებსაც ახლავს წებოვანი ძნელად მოსაშორებელი სეკრეტის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ტრაქეიტი, ლარინგოტრაქეიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქოექტაზური დაავადება, ბრონქული ასთმა, ბრონქიოლიტი, მუკოვისციდოზი.
ინტრავენური თერაპია განკუთვნილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფ პაციენტებში გამოსაყენებლად და მხოლოდ პრეპარატის შიგნით მიღების შეუძლებლობის დროს.
როგორც ანტიდოტი პარაცეტამოლის ჭარბი დოზისას.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ბავშვთა ასაკი ორ წლამდე (ანტიდოტის სახით გამოყენების გარდა).
სიფრთხილით:
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით პაციენტებში პეფსიური წყლულით (ან რომლებსაც ეს დიაგნოზი აქვთ ანამნეზში), განსაკუთრებით სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ცნობილია, რომ გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენენ კუჭის ლორწოვან გარსზე.
ბრონქული ასთმა (ვენაში შეყვანისას ბრონქოსპაზმის განვითარების რისკი).
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გამოყენების წესი და დოზები
ამპულის გახსნის თანმიმდევრობა
- ამპულას ხელში იჭერენ ისე, რომ გადატეხვის წერტილი მიმართული იყოს ზევით, იხ. ნახ. 1.
- ცერა თითს ათავსებენ გადატეხვის წერტილზე ან ოდნავ ზევით და საკუთარი თავიდან წინ მოძრაობით ამპულას ატეხავენ თავს, როგორც ნაჩვენებია ნახ. 2.
ნახ. 1 ნახ. 2
ინჰალაციურად
ასხურებენ თითო ამპულას თითოეული ინჰალაციისას 1-2-ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში. ინჰალაციის ხანგრძლივობა - 15-20 წთ.
პრეპარატის კარგი ამტანობის გამო, გამოყენების სიხშირე და გამოყენებული დოზირება შეიძლება ექიმმა შეცვალოს საკმაოდ ფართო საზღვრებში, კლინიკური მდგომარეობისა და თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით, მოზრდილებისა და ბავშვების დოზების დიფერენცირების საჭიროების გარეშე.
ენდობრონქული ინსტალაციები
გამოიყენებენ შერჩეული გამოყენების წესის შესაბამისად (დრენაჟი, ბრონქოსკოპი და ა.შ.) 1 ამპულა 1-2-ჯერ დღეში ან საჭიროების მიხედვით.
ინსტალაცია ან ენდოაურიკულური ამორეცხვა და სხვა ღრუების ამორეცხვა
საშუალო დოზირება შეადგენს 1/2-1 ამპულას პროცედურაზე.
ვენაში გამოყენება
პარაცეტამოლით შემთხვევითი ან განზრახ მოწამვლა
საწყისი დოზა 150 მგ/სხეულის წონის კგ შეიყვანება ვენაში შესაბამისი მოცულობით გლუკოზას 5%-ანი ხსნარი 15 წუთის განმავლობაში.
შემდგომი დოზები: 50 მგ/კგ ვენაში შეიყვანება წვეთოვანი ინფუზიით 4 საათის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ/კგ - ვენაში პერფუზიით შემდეგი 16 საათის განმავლობაში, ორივე შემთხვევაში გლუკოზას 5%-იან ხსნარში.
გვერდითი მოქმედება
რეგისტრაციის შემდგომი გამოყენების პროცესში აღინიშნა შემდეგი არასასურველი რეაქციები; მათი სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე შეფასება შეუძლებელია).
ინჰალაციური გამოყენება:
სისტემურ-ორგანული კლასი
არასასურველი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები სუნთქვის სისტემის, მკერდის უჯრედის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ბრონქოსპაზმი, რინორეა, ბრონქული ობსტრუქცია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
სტომატიტი, ღებინება, გულისრევა
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი
პარენტერალური გამოყენება:
სისტემურ-ორგანული კლასი
არასასურველი რეაქციები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა
დარღვევები გულის მხრივ
ტაქიკარდია
დარღვევები სუნთქვის სისტემის, მკერდის უჯრედის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
ბრონქოსპაზმი, დისპნოე
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ღებინება, გულისრევა
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, სიწითლე, გამონაყარი, კანის ქავილი
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
სახის შეშუპება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
არტერიული წნევის დაწევა, პროთრომბინული დროის გაზრდა
აცეტილცისტეინის გამოყენებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის მძიმე რეაქციები, როგორებიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი.
უმეტეს შემთხვევაში არსებობდა ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული კანი-ლორწოს სინდრომები შეიძლება გამოწვეული იყოს კომბინაციით, სულ მცირე, კიდევ ერთ სამკურნალო საშუალებასთან, კანი-ლორწოს ცვლილებების განვითარებისას აუცილებელია კონსულტაციის გავლა ექიმთან, ასევე აცეტილცისტეინის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
აცეტილცისტეინის გამოყენებისას თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება დამტკიცდა ზოგიერთი კვლევით. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა ამ მომენტისთვის განსაზღვრული არ არის.
ჭარბი დოზა
პარენტერალური გამოყენება
სიმპტომები
ჭარბი დოზის სიმპტომები ანალოგიურია, მაგრამ უფრო სერიოზულია თავში „გვერდითი მოქმედება“ ჩამოთვლილ სიმპტომებთან შედარებით.
მკურნალობა
ჭარბი დოზის მკურნალობა დაფუძნებულია ინფუზიის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, სიმპტომური თერაპიის დანიშვნაზე და რეანიმაციაზე. სპეციფიკური ანტიდოტური მკურნალობა არ არსებობს: აცეტილცისტეინი ემორჩილება დიალიზს.
ინჰალაციური ან ენდოტრაქეობრონქული გამოყენება
ინჰალაციური ან ენდოტრაქეობრონქული გამოყენებისას ჭარბი დოზის შემთხვევები დარეგისტრირებული არ არის.
ინჰალაციური ან ენდოტრაქეობრონქული გამოყენებისას დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის ზომაზე მეტად ან ძლიერი გათხიერება, რაც საჭიროებს, განსაკუთრებით პაციენტებში ხველის და ამოხველების არასაკმარისი და დათრგუნვილი რეფლექსით, ბრონქოასპირაციის ინსტრუმენტული პროცედურის გამოყენებას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აცეტილცისტეინის კომბინირებამ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან შეიძლება გააძლიეროს სეკრეტის შეგუბება ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.
ფლუიმუცილის® გამოყენება შეიძლება ჩვეულებრივ ბრონქოდილატატორებთან, ვაზოკონსტრიქტორებთან და ა.შ. ერთად.
არსებული ინფორმაცია ანტიბიოტიკი-აცეტილცისტეინის ურთიერთქმედების შესახებ განეკუთვნება in vitro კვლევებს, ეს კვლევები მოწმობს ანტიბიოტიკების აქტივობის შემცირებას ორი ნივთიერების შერევის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით ანტიბიოტიკების და აცეტილცისტეინის ხსნარის შერევა რეკომენდებული არ არის.
აცეტილცისტეინის და ნიტროგლიცერინის ერთად გამოყენება იწვევს ძლიერ ჰიპოტენზიას და საფეთქლის არტერიის გაფართოვებას. ერთად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, რომელმაც შეიძლება მძიმე ფორმები მიიღოს, და უნდა გაფრთხილდეს თავის ტკივილის შესაძლო განვითარების შესახებ.
აცეტილცისტეინს შეუძლია გააძნელოს სალიცილატების დონის გაზომვა კოლორიმეტრული მეთოდით.
აცეტილცისტეინს შეუძლია გააძნელოს შარდში კეტონების არსებობის კვლევა.
განსაკუთრებული მითითებები
აცეტილცისტეინის გამოყენებამ, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში, შეიძლება ხელი შეუწყოს ბრონქული სეკრეტის გათხიერებას და მისი მოცულობის გაზრდას. თუ პაციენტს არ შეუძლია ეფექტურად ამოხველება, უნდა ჩატარდეს პოსტურალური დრენაჟი და ბრონქოასპირაცია.
პაციენტები ბრონქული ასთმით მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ კონტროლის ქვეშ; ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში აცეტილცისტეინის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა, თუ სამკურნალო საშუალება გამოიყენება პაციენტების მიერ, რომლებსაც აწუხებთ წყლულოვანი დაავადება ამ მომენტში ან ანამნეზში, განსაკუთრებით სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენენ კუჭის ლორწოვან გარსზე.
ფლუიმუცილის® ამპულას ხსნიან გამოყენების წინ. გახსნილი ამპულის შენახვა შეიძლება მაცივარში 24 საათის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ინჰალაციებისთვის.
ფლუიმუცილის® ხსნარი არ უნდა შეეხოს რეზინის ან მეტალის ზედაპირებს.
მოწამვლის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში პაციენტებში 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, შესაძლებელია სითხით ჭარბი გადატვირთვის რისკი ჰიპონატრიემიის, კრუნჩხვების და ლეტალური დასასრულის შემდგომი განვითარებით. ამიტომ რეკომენდებულია თავში „გამოყენების წესი და დოზები“ აღწერილი მითითებების მკაცრად დაცვა.
აცეტილცისტეინის ვენაში შეყვანა უნდა მოხდეს მკაცრი სამედიცინო მეთვაყურეობის ქვეშ. აცეტილცისტეინის ვენაში პერფუზიის შემდეგ არასასურველი რეაქციები დიდი ალბათობით ვითარდება იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი შეიყვანება ძალიან სწრაფად ან ჭარბი რაოდენობით.
მოწამვლის სამკურნალოდ მითითებული დოზებით აცეტილცისტეინის გამოყენებამ შეიძლება გაახანგრძლივოს პროთრომბინული დრო (პროთრომბინის ინდექსის შემცირება, მნი-ს გაზრდა).
ფლუიმუცილის® ამპულის გახსნისას წარმოქმნილი გოგირდის სუნი არ მოქმედებს პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობაზე.
პრეპარატის თითოეული ამპულა შეიცავს 43 მგ ნატრიუმს (1,9 მმოლი).
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მექანიმების მართვის უნარზე ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.
გამოშვების ფორმა
ვენაში შესაყვანი და საინჰალაციო ხსნარი 100 მგ/მლ.
3 მლ ხსნარი მუქი ჰიდროლიზური შუშის ამპულებში (ტიპი I, ევრ. ფ.) გადატეხვის შეღებილი წერტილით. 5 ამპულა პლასტიკურ სადებში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
150C-დან 250C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა 5 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი საწარმო
ზამბონ ს.პ.ა.,
ვია დელა კიმიკა, 9, ვიჩენცა, იტალია
პრეპარატის ხარისხის შესახებ პრეტენზიები გაიგზავნება მისამართზე:
სს „ზამბონ ს.პ.ა.“-ს (იტალია) წარმომადგენლობა:
რუსეთი, 121002 მოსკოვი,
გლაზოვსკის ჩიხი, სახლი 7, ოფისი 17.
ტელ.: (495) 933-38-30/32, ფაქსი: (495) 933-38-31
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.