პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ფლუიმუცილი

FLUIMUCIL®

ურეცეპტოდ600მგინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

მუკოლიზური საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეტის ჭარბ სეკრეციასთან: ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზია, მუკოვისციდოზი, ფილტვის აბსცესი, ფილტვის ემფიზემა, ლარინგოტრაქეიტი, ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები, ფილტვის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აცეტილცისტეინი (acetylcysteine)
ფორმა და შეფუთვა
600მგ შუშხუნა ტაბლეტი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად №10 (2X5)
მწარმოებელი
Zambon Switzerland Ltd, შვეიცარია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044716
რეგისტრირებულია
3 თებერვალი 2026, მოქმედებს 3 თებერვალი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Zambon S.p.A. through the representation of Zambon S.p.A. in Moscow (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „ფარმა სერვისი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფლუიმუცილი და სხვა წამალი ერთად

ფლუიმუცილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მუკოლიზური საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეტის ჭარბ სეკრეციასთან: ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზია, მუკოვისციდოზი, ფილტვის აბსცესი, ფილტვის ემფიზემა, ლარინგოტრაქეიტი, ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები, ფილტვის ათელექტაზი (ბრონქების ლორწოვანი გარსით ობსტრუქციის გამო).

კატარალური და ჩირქოვანი ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი (ხელს უწყობს სეკრეტის გამოყოფას).

სასუნთქი გზებიდან ბლანტი სეკრეტის მოცილება პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობების დროს.

მიღების წესი და დოზირება

პერორალური. მოზრდილები: 1 შუშხუნა ტაბლეტი 600 მგ უნდა გაიხსნას 1/3 ჭიქა წყალში და მიიღება დღეში ერთხელ.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. მწვავე დაავადებების დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა არის 5-დან 10 დღემდე; ქრონიკული დაავადებების დროს - რამდენიმე თვემდე (ექიმის რეკომენდაციით).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სტადიაში, ფენილკეტონურია, 18 წლამდე ასაკის ბავშვები და ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოების, სისხლის ამოხველების, ფილტვიდან სისხლდენის, ბრონქული ასთმის, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების, ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატი ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

თუ პრეპარატის დანიშვნა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სიფრთხილის ზომები

ბრონქული ასთმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის მქონე პაციენტებში აცეტილცისტეინი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით ბრონქული გამტარობის სისტემატიური კონტროლით.

პრეპარატი შეიცავს ასპარტამს და მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.

არ არსებობს შეზღუდვები მის გამოყენებაზე შაქრიანი დიაბეტის, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის, მეტაბოლური სინდრომის ან სიმსუქნის დროს.

მცირე გოგირდის სუნი აქტიური ნივთიერების დამახასიათებელი სუნია. აცეტილცისტეინის გახსნისას გამოიყენება შუშის ჭურჭელი, მოერიდეთ ლითონის და რეზინის ზედაპირებთან კონტაქტს.

აცეტილცისტეინმა შეიძლება მცირე გავლენა იქონიოს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ჰისტამინის აუტანლობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, აუტანლობის სიმპტომების გამოვლენის დროს (თავის ტკივილი, ვაზომოტორული რინიტი, ქავილი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცეტილცისტეინისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ნახველის შეკავება ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.

ანტიბიოტიკებთან, როგორიცაა ტეტრაციკლინები (დოქსიციკლინის გარდა), ამპიცილინი და ამფოტერიცინ B, ერთდროული გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება აცეტილცისტეინის თიოლურ ჯგუფთან, რაც იწვევს ორივე პრეპარატის აქტივობის შემცირებას. ამიტომ ამ პრეპარატების დოზებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 საათისა.

აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის და თავის ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება.

აცეტილცისტეინისა და კარბამაზეპინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიხატოს კარბამაზეპინის სუბთერაპიულ დონეებში.

გააქტიურებულმა ნახშირმა შეიძლება შეამციროს აცეტილცისტეინის ეფექტი.

აცეტილცისტეინი აღმოფხვრის პარაცეტამოლის ტოქსიკურ ეფექტებს.

აცეტილცისტეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სალიცილატების კოლორიმეტრიული განსაზღვრის შედეგებზე.

აცეტილცისტეინმა შეიძლება იმოქმედოს შარდში კეტონების ანალიზზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა, ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია არასასურველი მოვლენები სისტემურ ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით (ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000) და უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

თითოეულ სიხშირის ჯგუფში არასასურველი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

სისტემურ ორგანოთა კლასი

არასასურველი რეაქციები

არახშირი

(>1/1000-<1/100)

იშვიათი

(<1/10000-<1/1000)

ძალიან იშვიათი

(<1/10000)

უცნობი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა

ანაფილაქსური შოკი, ანაფილაქსური/ანაფილაქტოიდური რეაქცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

დარღვევები სმენის ორგანოებსა და შიდა ყურის მხრივ

ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

სისხლდენა

დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ბრონქოსპაზმი დისპნოე

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღებინება, დიარეა, სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა

დისპეფსია

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილზე

პირექსია

სახის შეშუპება

ანალიზები და გამოკვლევები

არტერიული წნევის დაწევა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, რომლებიც ქრონოლოგიურად დაკავშირებულია აცეტილცისტეინის გამოყენებასთან. შემთხვევათა უმეტესობაში, ერთდროულად მიღებული სულ მცირე ერთი პრეპარატი შეიძლება მონაწილეობდეს ზემოხსენებული ლორწოვან-კანის სინდრომების გამომწვევ მიზეზებში. ამიტომ, თუ კანზე ან ლორწოვან გარსზე რაიმე ახალი ცვლილება განვითარდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აცეტილცისტეინის მიღება.

აცეტილცისტეინის არსებობისას თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება დადასტურებულია სხვადასხვა კვლევებით. მისი კლინიკური მნიშვნელობა ჯერ არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზა

აცეტილცისტეინი, 500 მგ/კგ/დღეში დოზით მიღებისას, არ იწვევს ჭარბი დოზირების ნიშნებსა და სიმპტომებს.

სიმპტომები

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს; მკურნალობა სიმპტომურია.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება - აცეტილცისტეინი 600 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა 680 მგ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 500 მგ, ასპარტამი 20 მგ, ლიმონის არომატიზატორი 100 მგ.

აღწერა. თეთრი, მრგვალი, უხეში ზედაპირის მქონე ტაბლეტები, ლიმონის, ოდნავ გოგირდის სუნით.

ტაბლეტების წყალში გახსნით მიღებული პრეპარატის ხსნარი უნდა იყოს ოდნავ ოპალესცენტური, დამახასიათებელი სუნით და ლიმონის არომატიზატორის გემოთი.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამოსახველებელი საშუალება

ათქ კოდი: R05CB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მუკოლიზური საშუალება, ათხელებს ნახველს, ზრდის მის მოცულობას და ხელს უწყობს ამოხველებას. მისი მოქმედება განპირობებულია აცეტილცისტეინის თავისუფალი სულფჰიდრილური ჯგუფების უნარით, დაარღვიონ ნახველში მჟავე მუკოპოლისაქარიდების მოლეკულაშიდა და მოლეკულაშორისი დისულფიდური ბმები, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და ნახველის სიბლანტის შემცირებას.

გარდა ამისა, პრეპარატი ამცირებს მუკოიდური უჯრედების ინდუცირებულ ჰიპერპლაზიას, აძლიერებს ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამომუშავებას II ტიპის პნევმოციტების სტიმულირებით, ასტიმულირებს მუკოცილიალურ აქტივობას, რაც იწვევს მუკოცილიალური კლირენსის გაუმჯობესებას.

ინარჩუნებს აქტივობას ჩირქოვანი, ლორწოვან-ჩირქოვანი და ლორწოვანი ნახველის დროს.

ზრდის ნაკლებად ბლანტი სიალომუცინების სეკრეციას ფიალისებრი უჯრედების მიერ და ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებთან. ასტიმულირებს ბრონქების მუკოზურ უჯრედებს, რომელთა სეკრეტი ახდენს ფიბრინის ლიზირებას. ანალოგიური ეფექტი აქვს ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს წარმოქმნილ სეკრეტზე. მას აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი SH ჯგუფის არსებობის გამო, რომელსაც შეუძლია ელექტროფილური ჟანგვითი ტოქსინების ნეიტრალიზება. აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედებში და დეაცეტილირდება L-ცისტეინამდე, საიდანაც სინთეზირდება უჯრედშიდა გლუტათიონი.

გლუტათიონი არის მაღალრეაქტიული ტრიპეპტიდი, ძლიერი ანტიოქსიდანტი, ციტოპროტექტორი, რომელიც ანეიტრალებს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ხელს უშლის გამოფიტვას და ხელს უწყობს უჯრედშიდა გლუტათიონის სინთეზის გაზრდას, რომელიც მონაწილეობს უჯრედულ ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, რითაც ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას. ამით აიხსნება აცეტილცისტეინის ანტიდოტის სახით მოქმედება პარაცეტამოლით მოწამვლის დროს. პარაცეტამოლი თავის ციტოტოქსიურ მოქმედებას ახდენს გლუტათიონის პროგრესული გამოფიტვის გზით. აცეტილცისტეინის მთავარი როლი გლუტათიონის კონცენტრაციის სათანადო დონის შენარჩუნებაა, რითაც უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას.

იცავს ალფა-1-ანტიტრიფსინს (ელასტაზას ინჰიბიტორი) აქტიური ფაგოციტების მიელოპეროქსიდაზას მიერ წარმოქმნილი დამჟანგავი აგენტის, HOCI-ის ინაქტივაციის ეფექტებისგან. მას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი (ფილტვის ქსოვილში ანთების განვითარებაზე პასუხისმგებელი თავისუფალი რადიკალების და ჟანგბადის შემცველი აქტიური ნივთიერებების წარმოქმნის დათრგუნვით).

ფარმაკოკინეტიკა

ფლუიმუცილი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. ღვიძლში ის დაუყოვნებლივ დეაცეტილირდება ცისტეინად.

სისხლში შეინიშნება დინამიური წონასწორობა თავისუფალ და პლაზმის ცილებთან შეკავშირებულ აცეტილცისტეინსა და მის მეტაბოლიტებს (ცისტეინი, ცისტინი და დიაცეტილცისტეინი) შორის. ღვიძლში მაღალი „პირველი გავლის“ ეფექტის გამო, აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 10%-ია. აცეტილცისტეინი აღწევს უჯრედშორის სივრცეში, ძირითადად ნაწილდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებსა და ბრონქულ სეკრეტში.

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ და შეადგენს 15 მმოლ/ლ-ს; პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 50%. T1/2 შეადგენს დაახლოებით 1 საათს, ღვიძლის ციროზის დროს იზრდება 8 საათამდე. გამოიყოფა თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით (არაორგანული სულფატები, დიაცეტილცისტეინი). მცირე ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავებიდან. აღწევს პლაცენტურ ბარიერში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ფლუიმუცილი®

(FLUIMUCIL®)

რეგისტრაციის ნომერი: P N012975/01

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:

ფლუიმუცილი®

საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება: აცეტილცისტეინი

სამკურნალო ფორმა: შუშხუნა ტაბლეტები

შემადგენლობა. ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება - აცეტილცისტეინი 600 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა 680 მგ, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 500 მგ, ასპარტამი 20 მგ, ლიმონის არომატიზატორი 100 მგ.

აღწერა. თეთრი, მრგვალი, უხეში ზედაპირის მქონე ტაბლეტები, ლიმონის, ოდნავ გოგირდის სუნით.

ტაბლეტების წყალში გახსნით მიღებული პრეპარატის ხსნარი უნდა იყოს ოდნავ ოპალესცენტური, დამახასიათებელი სუნით და ლიმონის არომატიზატორის გემოთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

ამოსახველებელი საშუალება

ათქ კოდი: R05CB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მუკოლიზური საშუალება, ათხელებს ნახველს, ზრდის მის მოცულობას და ხელს უწყობს ამოხველებას. მისი მოქმედება განპირობებულია აცეტილცისტეინის თავისუფალი სულფჰიდრილური ჯგუფების უნარით, დაარღვიონ ნახველში მჟავე მუკოპოლისაქარიდების მოლეკულაშიდა და მოლეკულაშორისი დისულფიდური ბმები, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და ნახველის სიბლანტის შემცირებას.

გარდა ამისა, პრეპარატი ამცირებს მუკოიდური უჯრედების ინდუცირებულ ჰიპერპლაზიას, აძლიერებს ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამომუშავებას II ტიპის პნევმოციტების სტიმულირებით, ასტიმულირებს მუკოცილიალურ აქტივობას, რაც იწვევს მუკოცილიალური კლირენსის გაუმჯობესებას.

ინარჩუნებს აქტივობას ჩირქოვანი, ლორწოვან-ჩირქოვანი და ლორწოვანი ნახველის დროს.

ზრდის ნაკლებად ბლანტი სიალომუცინების სეკრეციას ფიალისებრი უჯრედების მიერ და ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებთან. ასტიმულირებს ბრონქების მუკოზურ უჯრედებს, რომელთა სეკრეტი ახდენს ფიბრინის ლიზირებას. ანალოგიური ეფექტი აქვს ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს წარმოქმნილ სეკრეტზე. მას აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი SH ჯგუფის არსებობის გამო, რომელსაც შეუძლია ელექტროფილური ჟანგვითი ტოქსინების ნეიტრალიზება. აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედებში და დეაცეტილირდება L-ცისტეინამდე, საიდანაც სინთეზირდება უჯრედშიდა გლუტათიონი.

გლუტათიონი არის მაღალრეაქტიული ტრიპეპტიდი, ძლიერი ანტიოქსიდანტი, ციტოპროტექტორი, რომელიც ანეიტრალებს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ხელს უშლის გამოფიტვას და ხელს უწყობს უჯრედშიდა გლუტათიონის სინთეზის გაზრდას, რომელიც მონაწილეობს უჯრედულ ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, რითაც ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას. ამით აიხსნება აცეტილცისტეინის ანტიდოტის სახით მოქმედება პარაცეტამოლით მოწამვლის დროს. პარაცეტამოლი თავის ციტოტოქსიურ მოქმედებას ახდენს გლუტათიონის პროგრესული გამოფიტვის გზით. აცეტილცისტეინის მთავარი როლი გლუტათიონის კონცენტრაციის სათანადო დონის შენარჩუნებაა, რითაც უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას.

იცავს ალფა-1-ანტიტრიფსინს (ელასტაზას ინჰიბიტორი) აქტიური ფაგოციტების მიელოპეროქსიდაზას მიერ წარმოქმნილი დამჟანგავი აგენტის, HOCI-ის ინაქტივაციის ეფექტებისგან. მას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი (ფილტვის ქსოვილში ანთების განვითარებაზე პასუხისმგებელი თავისუფალი რადიკალების და ჟანგბადის შემცველი აქტიური ნივთიერებების წარმოქმნის დათრგუნვით).

ფარმაკოკინეტიკა

ფლუიმუცილი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. ღვიძლში ის დაუყოვნებლივ დეაცეტილირდება ცისტეინად.

სისხლში შეინიშნება დინამიური წონასწორობა თავისუფალ და პლაზმის ცილებთან შეკავშირებულ აცეტილცისტეინსა და მის მეტაბოლიტებს (ცისტეინი, ცისტინი და დიაცეტილცისტეინი) შორის. ღვიძლში მაღალი „პირველი გავლის“ ეფექტის გამო, აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 10%-ია. აცეტილცისტეინი აღწევს უჯრედშორის სივრცეში, ძირითადად ნაწილდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებსა და ბრონქულ სეკრეტში.

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ და შეადგენს 15 მმოლ/ლ-ს; პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 50%. T1/2 შეადგენს დაახლოებით 1 საათს, ღვიძლის ციროზის დროს იზრდება 8 საათამდე. გამოიყოფა თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით (არაორგანული სულფატები, დიაცეტილცისტეინი). მცირე ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავებიდან. აღწევს პლაცენტურ ბარიერში.

გამოყენების ჩვენებები

მუკოლიზური საშუალება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეტის ჭარბ სეკრეციასთან: ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზია, მუკოვისციდოზი, ფილტვის აბსცესი, ფილტვის ემფიზემა, ლარინგოტრაქეიტი, ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები, ფილტვის ათელექტაზი (ბრონქების ლორწოვანი გარსით ობსტრუქციის გამო).

კატარალური და ჩირქოვანი ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი (ხელს უწყობს სეკრეტის გამოყოფას).

სასუნთქი გზებიდან ბლანტი სეკრეტის მოცილება პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობების დროს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სტადიაში, ფენილკეტონურია, 18 წლამდე ასაკის ბავშვები და ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოების, სისხლის ამოხველების, ფილტვიდან სისხლდენის, ბრონქული ასთმის, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების, ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატი ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

თუ პრეპარატის დანიშვნა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

დოზირება და მიღების წესი

პერორალური. მოზრდილები: 1 შუშხუნა ტაბლეტი 600 მგ უნდა გაიხსნას 1/3 ჭიქა წყალში და მიიღება დღეში ერთხელ.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. მწვავე დაავადებების დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა არის 5-დან 10 დღემდე; ქრონიკული დაავადებების დროს - რამდენიმე თვემდე (ექიმის რეკომენდაციით).

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია არასასურველი მოვლენები სისტემურ ორგანოთა კლასისა და სიხშირის მიხედვით (ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000) და უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

თითოეულ სიხშირის ჯგუფში არასასურველი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

სისტემურ ორგანოთა კლასი

არასასურველი რეაქციები

არახშირი

(>1/1000-<1/100)

იშვიათი

(<1/10000-<1/1000)

ძალიან იშვიათი

(<1/10000)

უცნობი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა

ანაფილაქსური შოკი, ანაფილაქსური/ანაფილაქტოიდური რეაქცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

დარღვევები სმენის ორგანოებსა და შიდა ყურის მხრივ

ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

სისხლდენა

დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ბრონქოსპაზმი დისპნოე

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღებინება, დიარეა, სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა

დისპეფსია

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილზე

პირექსია

სახის შეშუპება

ანალიზები და გამოკვლევები

არტერიული წნევის დაწევა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, რომლებიც ქრონოლოგიურად დაკავშირებულია აცეტილცისტეინის გამოყენებასთან. შემთხვევათა უმეტესობაში, ერთდროულად მიღებული სულ მცირე ერთი პრეპარატი შეიძლება მონაწილეობდეს ზემოხსენებული ლორწოვან-კანის სინდრომების გამომწვევ მიზეზებში. ამიტომ, თუ კანზე ან ლორწოვან გარსზე რაიმე ახალი ცვლილება განვითარდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აცეტილცისტეინის მიღება.

აცეტილცისტეინის არსებობისას თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება დადასტურებულია სხვადასხვა კვლევებით. მისი კლინიკური მნიშვნელობა ჯერ არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება

აცეტილცისტეინი, 500 მგ/კგ/დღეში დოზით მიღებისას, არ იწვევს ჭარბი დოზირების ნიშნებსა და სიმპტომებს.

სიმპტომები

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს; მკურნალობა სიმპტომურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცეტილცისტეინისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ნახველის შეკავება ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.

ანტიბიოტიკებთან, როგორიცაა ტეტრაციკლინები (დოქსიციკლინის გარდა), ამპიცილინი და ამფოტერიცინ B, ერთდროული გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება აცეტილცისტეინის თიოლურ ჯგუფთან, რაც იწვევს ორივე პრეპარატის აქტივობის შემცირებას. ამიტომ ამ პრეპარატების დოზებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 საათისა.

აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის და თავის ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება.

აცეტილცისტეინისა და კარბამაზეპინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიხატოს კარბამაზეპინის სუბთერაპიულ დონეებში.

გააქტიურებულმა ნახშირმა შეიძლება შეამციროს აცეტილცისტეინის ეფექტი.

აცეტილცისტეინი აღმოფხვრის პარაცეტამოლის ტოქსიკურ ეფექტებს.

აცეტილცისტეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სალიცილატების კოლორიმეტრიული განსაზღვრის შედეგებზე.

აცეტილცისტეინმა შეიძლება იმოქმედოს შარდში კეტონების ანალიზზე.

განსაკუთრებული მითითებები

ბრონქული ასთმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის მქონე პაციენტებში აცეტილცისტეინი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით ბრონქული გამტარობის სისტემატიური კონტროლით.

პრეპარატი შეიცავს ასპარტამს და მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.

არ არსებობს შეზღუდვები მის გამოყენებაზე შაქრიანი დიაბეტის, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევის, მეტაბოლური სინდრომის ან სიმსუქნის დროს.

მცირე გოგირდის სუნი აქტიური ნივთიერების დამახასიათებელი სუნია. აცეტილცისტეინის გახსნისას გამოიყენება შუშის ჭურჭელი, მოერიდეთ ლითონის და რეზინის ზედაპირებთან კონტაქტს.

აცეტილცისტეინმა შეიძლება მცირე გავლენა იქონიოს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ჰისტამინის აუტანლობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, აუტანლობის სიმპტომების გამოვლენის დროს (თავის ტკივილი, ვაზომოტორული რინიტი, ქავილი).

ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა, ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

გამოშვების ფორმა

შუშხუნა ტაბლეტები 600 მგ.

2 ან 10 ტაბლეტი ლამინირებული ალუმინის ფოლგისგან (პოლიამიდი-ალუმინი-პოლიეთილენი/პოლიეთილენ-ალუმინი) დამზადებულ კონტურულ-დანაყოფებიან შეფუთვაში (ბლისტერი).

1 ან 2 ბლისტერი (თითოეული 10 ტაბლეტით) ან 5 ან 10 ბლისტერი (თითოეული 2 ტაბლეტით) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი საწარმო

ზამბონ სვიტცერლანდ ლტდ.,

ვია ინდუსტრია 13, CH-6814, კადემპინო,

შვეიცარია.

პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული საჩივრები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

სს „ზამბონ ს.პ.ა.“-ს წარმომადგენლობა (იტალია):

რუსეთი, 121002 მოსკოვი,

გლაზოვსკის შესახვევი, შენობა 7, ოფისი 17.

ტელ.: (495) 933-38-30/32

ფაქსი: (495) 933-38-31

Zambon

H02N001 E10.0317 F1 512 (CP. 8,5/10)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა