აცც აქტივი 600 მგ
ACC® ACTIVE 600 mg
აცც აქტივი - მუკოლიზური საშუალება ბლანტი ნახველის გასათხიერებლად და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის გასაადვილებლად. აცც აქტივი გამოიყენება ზრდასარულებში სასუნთქი ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, რასაც თან ახლავს გასქელებული და ძნელად გამოსაყოფი ნახველი: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აცეტილცისტეინი (acetylcysteine)
- ფორმა და შეფუთვა
- 600მგ შიგნით მისაღები ფხვნილი პაკეტი №10
- მწარმოებელი
- Salutas Pharma GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Hermes Pharma GmbH(ავსტრია)), გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037658
- რეგისტრირებულია
- 23 მარტი 2023, მოქმედებს 23 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sandoz Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიჰელსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აცც აქტივი 600 მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აცც აქტივი - მუკოლიზური საშუალება ბლანტი ნახველის გასათხიერებლად და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის გასაადვილებლად. აცც აქტივი გამოიყენება ზრდასარულებში სასუნთქი ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, რასაც თან ახლავს გასქელებული და ძნელად გამოსაყოფი ნახველი: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზი, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, და ასევე მუკოვისციდოზი, სინუსიტი, შუაყურის ანთება (შუა ოტიტი).
მიღების წესი და დოზირება
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, ზრდასრულების მიერ პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი დოზით:
1 პაკეტი 1-ჯერ დღეში (600მგ. აცეტილცისტეინი დღეში).
გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად.
ერთი პაკეტის შემცველობა განკუთვნილია ერთჯერადად მისაღებად.
ერთი პაკეტის შემცველობას იყრიან უშუალოდ ენაზე და ყლაპავენ.
შეიგნით მისაღები ფხვნილი იწვევს ნერწყვის გამოყოფას, ამის წყალობით ადვილია მისი გადაყლაპვა და მისი მიღება შესაძლებელია წყლის დაყოლების გარეშე.
არ დაღეჭოთ ფხვნილი მის გადაყლაპვამდე.
შიგნით მისაღები ფხვნილი განკუთვნილია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ ხველის რეფლექსი ( ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტებისათვის).
დამატებით სითხის მიღება აძლიერებს პრეპარატ აცც აქტივის მუკოლიზურ ეფექტს.
ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტები
პაციენტებმა, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ხველის რეფლექსი (ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტები), უმჯობესია პრეპარატი მიიღონ დილით.
მიღების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და ხანგრძლივობაზე.
თუკი 4-5 დღის შემდეგ სიმპტომები არ შესუსტდა ან გაუარესდა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
არ უნდა მიიღოთ 14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის შეთხვევაში მკურნალობის კურსი ბევრად ხანგრძლივია. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 3-6 თვე.
პრეპარატის მიღების გამოტოვება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი მიღება ან მიიღეთ ძალიან მცირე დოზა, დაიცადეთ დოზის მიღების შემდგომ დრომდე და გააგრძელეთ პრაპარატის მიღება, როგორც მითითებულია რეკომენდაციაში დოზირების შესახებ.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- აქტიური პეპტიური წყლული
- აქტიური ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო, აცც აქტივი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას 14 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
სიფრთხილის ზომები
ბრონქიალური ასთმის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. ბრონქოსპაზმის განვითარებისთანავე წყდება აცც აქტივის მიღება და იწყება შესაბამისი მკურნალობა.
ანამნეზში წყლულების ისტორიის მქონე პაციენტებს ურჩევენ იყვნენ ფრთხილად, განსაკუთრებით წამლების ერთდროული მიღებისას, რომლებიც აღიზიანებენ კუჭ -ნაწლავის ლორწოვან გარსს.
აცც აქტივის-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის გათხელება, რაც ნიშნავს მისი მოცულობის ზრდას (განსაკუთრებით მკურანლობის საწყის ეტაპზე). თუ შეუძლებელია ამოხველება (არასაკმარისი ამოხველება) მიღებულ უნდა იქნას შესაბამისი ზომები (ისეთი, როგორიცაა დრენაჟი და ასპირაცია).
ძალიან იშვიათ შემთხვევაში აცეტილცისტეინის მიღებისას გამომჟღავნებულ იქნა კანის მძიმე რეაქციები, ისეთი როგორიცაა, სტივენს- ჯონსონის და ლაიელის სინდრომი. იმ შემთხვევაში თუ, კანზე ან ლორწოვან გარსზე აღინიშნა რაიმე ცვლილება, უნდა შეწყდეს აცც აქტივი-ს მიღება და დაუყონებლივ მიმართავენ ექიმს. (იხ. ასევე «გვერდითი მოვლენები»).
ჰისტამინის აუტანლობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო და თავიდან უნდა იქნას აცილებული აცც აქტივით ხანგრძლივი მკურნალობა, ვინაიდან აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს ჰისტამინის აუტანლობის სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი).
ბავშვები და მოზარდები.
პრეპარატ აცც აქტივში აცეტილისცისტეინის მაღალი შემცველობის გამო, მისი გამოყენება არ ხდება 14 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში სასუნთქი გზების თავისებურებიდან და ამოხველების შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, მუკოლიზური საშუალებების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების ბლოკირება, ამიტომ, მუკოლიზური საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. "უკუჩვენებები").
მოცემული პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 458,85-526,5მგ სორბიტოლს/პაკეტში. პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევით, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღების ეფექტი და სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) საკვებისმიერი მიღება. პერორალურ სამკურნალო საშუალებებში სორბიტოლის შემცველობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა, ამავდროულად მიღებული პერორალური მედიკამენტების ბიოშეღწევადობაზე.
მოცემული პრეპარატის ერთი პაკეტი შეიცავს 0,5 მგ ასპარტამს, რაც ფენილალანინის წყაროს წარმოადგენს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ფენილკეტონურია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცც აქტივისა და სხვა ხველის საწინააღმდეგო პერპარატების კომბინირებული მიღებისას შეიძლება წარმოიქმნას სეკრეტის საშიში შეფერხება, ხველის რეფლექსის დათრგუნვის შედეგად. ამიტომ მსგავსი კომბინირებული თერაპიის დანიშვნამდე საჭიროა, განსაკუთრებულად ფრთხილად დაისვას დიაგნოზი.
დღემდე მიღებული ინფორმაცია აცეტილცისტეინის მიერ ანტიბიოტიკების ინაქტივაციის შესახებ ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ინ ვიტრო ექპერიმენტებს, სადაც შესაბამისი ნივთიერებები უშუალოდ შერეულ იქნა ერთმანეთში. მიუხედავად ყველაფრისა, უსაფრთხოების მიზნით პერორალური ანტიბიოტიკები უმჯობესია მივიღოთ აცც აქტივისგან-სგან განცალკევებით, მინიმუმ ორ საათიანი ინტერვალის დავცით. ეს არ ეხება ცეფიქსიმს და ლორაკარბეფს.
აცც აქტივის ერთდროულმა გამოყენებამ გლიცერინტრინიტრატთან (ნიტროგლიცერინი) შეიძლება გააძლიეროს ამ უკანასკნელის ვაზოდილაციური და ანტითრომბოციტული მოქმედება. ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გადაჭარბებული ვარდნა (არტერიული ჰიპოტენზია), მათ შორის სერიოზული და ასევე, თავის ტკივილი. თუ თქვენ გაქვთ ჰიპოტენზია ან თავის ტკივილი, მიმართეთ ექიმს.
გააქტიურებული ნახშირის მაღალ დოზებს (როგორც ანტიდოტს) შეუძლია შეამციროს აცეტილცისტეინის ეფექტურობა.
აცეტილცისტეინს შეუძლია ხელი შეუშალოს სალიცილატების კოლორიმეტრიული მეთოდით განსაზღვრას.
შარდის ანალიზისას, აცეტილცისტეინმა შეიძლება გავლენა იქონიოს კეტონური კომპონენტების განსაზღვრის შედეგებზე.
შეფუთვა
ალუმინის ფოლგის ჰერმეტული პაკეტები, ლამინირებული ქაღალდით.
10 ან 20 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემების საკმარისი რაოდენობა ორსული ქალების მიერ აცეტილცისტეინის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მონაცემები აცეტილცისტეინის დედის რძეში შეღწევასთან დაკავშირებით არ არსებობს.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როდესაც მკაცრად შეფასდება პრეპარატის სარგებელისა და რისკის თანაფარდობა.
არ არსებობს მონაცემები ადამიანების ფერტილობაზე აცეტილცისტეინის მოქმედების შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის უნარსა და მექანიზმებთან მუშაობაზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი(≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10) არც ისე ხშირი (≥1/1000 და 1<100) იშვიათი (≥1/10 000 და < 1/1000) ძალიან იშვიათი (≥1/10 000), სიხშირე არ არის ცნობილი, (არსებული მონაცემებით შეუძლებელია მათი შეფასება).
დარღვევა იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური /ანაფილაქტოიდური რეაქციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი: თავის ტკივილი
სმენის მხრივ დარღვევები და ლაბირინთული დარღვევები
არახშირი: ხმაური ყურებში.
დარღვევები გულის მხრივ
არა ხშირი: ტაქიკარდია
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი: სისხლდენა
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
იშვიათი: ჰაერის უკმარისობა, ბრონქოსპაზმი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
არახშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელში, სტომატიტი.
იშვიათი: დისპეფსია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეგზანთემა
ძალიან იშვიათ: სტივენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი*.
საერთო აშლილობა და დარღვევები შეყვანის ადგილზე
არახშირი: ცხელება
სიხშირე უცნობია: სახის შეშუპება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
იშვიათად: არტერიული ჰიპოტენზია.
- უმეტეს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სულ მცირე ერთი დამატებითი პრეპარატის ერთდროული გამოყენებას, რომელსაც შეეძლო გაეძლიერებინა ეს რეაქციები კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ.
კანის ან ლორწოვანი გარსების კუთხით დარღვევების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აცც აქტივი-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
აცეტილცისტეინის თანხლებით მცირდება სისხლში თრომბოციტების აგრეგაცია. ამჟამად ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა არ არის დადგენილი.
ჭარბი დოზა
ამ ეტაპამდე, აცეტილცისტეინის პერორალური ფორმის მიღებით გამოწვეული ტოქსიური ჭარბი დოზირების შემთხვევები არ შეინიშნება. აცეტილცისტეინის მიღებისას დოზით 11,6 გრ.-ს დღეღამეში სამი თვის განმავლობაში, არანაირი მძიმე გვერდითი ეფექტები არ აღინიშნებოდა. აცეტილცისტეინის 500მგ/კგ სხეულის მასაზე შიგნით მიღება, გადატანილ იქნა ყოველგვარი ინტოქსიკაციის სიმპტომების გარეშე.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლენილ იქნას სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ისეთი როგორიცაა: გულისრევა, ღებინება და დიარეა. ბავშვებში სიცოცხლის პირველ წლებში, არსებობს ჰიპერსეკრეციის რისკი.
საჭიროებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: აცეტილცისტეინი
ერთი პაკეტი 1,6 გრ ფხვნილით შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი (E420), ქსილიტოლი, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი ერთჩანაცვლებული, მაგნიუმის ციტრატი, ნატრიუმის კარმელოზა, ასპარტამი (E 951), მაგნიუმის სტეარატი, დინასანი® 116 ( გლიცერინის ტრიპალმიტატი), პოლისორბატი 65, მაყვლის არომატიზატორი „B“.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე დატანილი ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები და გაციების სამკურნალო საშუალებები, მუკოლიზური საშუალება.
ათქ კოდი R05CB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აცეტილცისტეინი წარმოადგენს ამინომჟავა ცისტეინის წარმოებულს. სასუნთქ გზებში აცეტილცისტეინი ავლენს სეკრეტოლიზურ და სეკრეტომოტორულ აქტივობას, ამცირებს ნახველის სიბლანტეს. იგი ანეიტრალებს ქიმიურ რადიკალებს და ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზის გაძლიერებას, რომელიც მნიშვნელოვანია მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციისთვის. ამით აიხსნება აცეტილცისტეინის ანტიდოტური ეფექტი პარაცეტამოლით ინტოქსიკაციისას.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ბრონქიტი/მუკოვისციდოზი, აცეტილცისტეინის პროფილქტიკური მიღების შემთხვევაში უმცირდებათ ბაქტერიული გამწვავებების სიხშირე და სიმძიმე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას აცეტილცისტეინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ცისტეინის (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი), ასევე დიაცეტილციტინის, ცისტინის და სხვა შერეული დისულფიდების წარმოქმნით. პერორალურად მიღებული აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალია (დაახლოებით 10%). პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-3 საათში. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება - დაახლოებით 50%.
ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების გზით, მხოლოდ და მხოლოდ არააქტიური მეტაბოლიტის ფორმით. აცეტილცისტეინის სისხლის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს, და უმთავრესად განისაზღვრება ღვიძლში სწრაფი მეტაბოლიზმით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა იწვევს ნახევრადგამოყოფის პერიოდის 8 საათამდე გახანგრძლივებას.
აცეტილცისტეინი შეიღწევა პლაცენტის გზით და თავს იჩენს ჭიპლარის სისხლში.
მონაცემები აცეტილცისტეინის დედის რძეში გამოყოფასთან დაკავშირებით არ არსებობს.
მონაცემები აცეტილცისტეინის ჰემატოენცეფალური ბარიერის შეღწევადობასთან დაკავშირეებით ადამიანს არ გააჩნია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
აცც® აქტივი 600 მგ
შიგნით მისაღები ფხვნილი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
აცც® აქტივი 600 მგ
შიგნით მისაღები ფხვნილი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
აცეტილცისტეინი/acetylcysteine
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები ფხვნილი
აღწერა
ფხვნილი თეთრიდან ოდნავ მოყვითალო შეფერილობამდე, ადვილად დაშლადი კოლტებით, მაყვლის და შესაძლოა მსუბუქი გოგირდისმაგვარი სუნით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: აცეტილცისტეინი
ერთი პაკეტი 1,6 გრ ფხვნილით შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი (E420), ქსილიტოლი, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი ერთჩანაცვლებული, მაგნიუმის ციტრატი, ნატრიუმის კარმელოზა, ასპარტამი (E 951), მაგნიუმის სტეარატი, დინასანი® 116 ( გლიცერინის ტრიპალმიტატი), პოლისორბატი 65, მაყვლის არომატიზატორი „B“.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები და გაციების სამკურნალო საშუალებები, მუკოლიზური საშუალება.
ათქ კოდი R05CB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აცეტილცისტეინი წარმოადგენს ამინომჟავა ცისტეინის წარმოებულს. სასუნთქ გზებში აცეტილცისტეინი ავლენს სეკრეტოლიზურ და სეკრეტომოტორულ აქტივობას, ამცირებს ნახველის სიბლანტეს. იგი ანეიტრალებს ქიმიურ რადიკალებს და ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზის გაძლიერებას, რომელიც მნიშვნელოვანია მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციისთვის. ამით აიხსნება აცეტილცისტეინის ანტიდოტური ეფექტი პარაცეტამოლით ინტოქსიკაციისას.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული ბრონქიტი/მუკოვისციდოზი, აცეტილცისტეინის პროფილქტიკური მიღების შემთხვევაში უმცირდებათ ბაქტერიული გამწვავებების სიხშირე და სიმძიმე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას აცეტილცისტეინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ცისტეინის (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი), ასევე დიაცეტილციტინის, ცისტინის და სხვა შერეული დისულფიდების წარმოქმნით. პერორალურად მიღებული აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალია (დაახლოებით 10%). პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-3 საათში. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება - დაახლოებით 50%.
ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების გზით, მხოლოდ და მხოლოდ არააქტიური მეტაბოლიტის ფორმით. აცეტილცისტეინის სისხლის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს, და უმთავრესად განისაზღვრება ღვიძლში სწრაფი მეტაბოლიზმით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა იწვევს ნახევრადგამოყოფის პერიოდის 8 საათამდე გახანგრძლივებას.
აცეტილცისტეინი შეიღწევა პლაცენტის გზით და თავს იჩენს ჭიპლარის სისხლში.
მონაცემები აცეტილცისტეინის დედის რძეში გამოყოფასთან დაკავშირებით არ არსებობს.
მონაცემები აცეტილცისტეინის ჰემატოენცეფალური ბარიერის შეღწევადობასთან დაკავშირეებით ადამიანს არ გააჩნია.
გამოყენების ჩვენებები
აცც აქტივი - მუკოლიზური საშუალება ბლანტი ნახველის გასათხიერებლად და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის გასაადვილებლად. აცც აქტივი გამოიყენება ზრდასარულებში სასუნთქი ორგანოების მწვავე და ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, რასაც თან ახლავს გასქელებული და ძნელად გამოსაყოფი ნახველი: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზი, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, და ასევე მუკოვისციდოზი, სინუსიტი, შუაყურის ანთება (შუა ოტიტი).
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- აქტიური პეპტიური წყლული
- აქტიური ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო, აცც აქტივი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას 14 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ბრონქიალური ასთმის მქონე პაციენტები უნდა იყვნენ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. ბრონქოსპაზმის განვითარებისთანავე წყდება აცც აქტივის მიღება და იწყება შესაბამისი მკურნალობა.
ანამნეზში წყლულების ისტორიის მქონე პაციენტებს ურჩევენ იყვნენ ფრთხილად, განსაკუთრებით წამლების ერთდროული მიღებისას, რომლებიც აღიზიანებენ კუჭ -ნაწლავის ლორწოვან გარსს.
აცც აქტივის-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის გათხელება, რაც ნიშნავს მისი მოცულობის ზრდას (განსაკუთრებით მკურანლობის საწყის ეტაპზე). თუ შეუძლებელია ამოხველება (არასაკმარისი ამოხველება) მიღებულ უნდა იქნას შესაბამისი ზომები (ისეთი, როგორიცაა დრენაჟი და ასპირაცია).
ძალიან იშვიათ შემთხვევაში აცეტილცისტეინის მიღებისას გამომჟღავნებულ იქნა კანის მძიმე რეაქციები, ისეთი როგორიცაა, სტივენს- ჯონსონის და ლაიელის სინდრომი. იმ შემთხვევაში თუ, კანზე ან ლორწოვან გარსზე აღინიშნა რაიმე ცვლილება, უნდა შეწყდეს აცც აქტივი-ს მიღება და დაუყონებლივ მიმართავენ ექიმს. (იხ. ასევე «გვერდითი მოვლენები»).
ჰისტამინის აუტანლობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო და თავიდან უნდა იქნას აცილებული აცც აქტივით ხანგრძლივი მკურნალობა, ვინაიდან აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს ჰისტამინის აუტანლობის სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი).
ბავშვები და მოზარდები.
პრეპარატ აცც აქტივში აცეტილისცისტეინის მაღალი შემცველობის გამო, მისი გამოყენება არ ხდება 14 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში სასუნთქი გზების თავისებურებიდან და ამოხველების შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, მუკოლიზური საშუალებების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების ბლოკირება, ამიტომ, მუკოლიზური საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. "უკუჩვენებები").
მოცემული პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 458,85-526,5მგ სორბიტოლს/პაკეტში. პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევით, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღების ეფექტი და სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) საკვებისმიერი მიღება. პერორალურ სამკურნალო საშუალებებში სორბიტოლის შემცველობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა, ამავდროულად მიღებული პერორალური მედიკამენტების ბიოშეღწევადობაზე.
მოცემული პრეპარატის ერთი პაკეტი შეიცავს 0,5 მგ ასპარტამს, რაც ფენილალანინის წყაროს წარმოადგენს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ფენილკეტონურია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემების საკმარისი რაოდენობა ორსული ქალების მიერ აცეტილცისტეინის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მონაცემები აცეტილცისტეინის დედის რძეში შეღწევასთან დაკავშირებით არ არსებობს.
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როდესაც მკაცრად შეფასდება პრეპარატის სარგებელისა და რისკის თანაფარდობა.
არ არსებობს მონაცემები ადამიანების ფერტილობაზე აცეტილცისტეინის მოქმედების შესახებ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის უნარსა და მექანიზმებთან მუშაობაზე.
დოზირება და გამოყენების წესი
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, ზრდასრულების მიერ პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი დოზით:
1 პაკეტი 1-ჯერ დღეში (600მგ. აცეტილცისტეინი დღეში).
გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად.
ერთი პაკეტის შემცველობა განკუთვნილია ერთჯერადად მისაღებად.
ერთი პაკეტის შემცველობას იყრიან უშუალოდ ენაზე და ყლაპავენ.
შეიგნით მისაღები ფხვნილი იწვევს ნერწყვის გამოყოფას, ამის წყალობით ადვილია მისი გადაყლაპვა და მისი მიღება შესაძლებელია წყლის დაყოლების გარეშე.
არ დაღეჭოთ ფხვნილი მის გადაყლაპვამდე.
შიგნით მისაღები ფხვნილი განკუთვნილია იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ ხველის რეფლექსი ( ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტებისათვის).
დამატებით სითხის მიღება აძლიერებს პრეპარატ აცც აქტივის მუკოლიზურ ეფექტს.
ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტები
პაციენტებმა, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ხველის რეფლექსი (ხანდაზმული და დასუსტებული პაციენტები), უმჯობესია პრეპარატი მიიღონ დილით.
მიღების ხანგრძლივობა
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და ხანგრძლივობაზე.
თუკი 4-5 დღის შემდეგ სიმპტომები არ შესუსტდა ან გაუარესდა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
არ უნდა მიიღოთ 14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის შეთხვევაში მკურნალობის კურსი ბევრად ხანგრძლივია. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 3-6 თვე.
პრეპარატის მიღების გამოტოვება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი მიღება ან მიიღეთ ძალიან მცირე დოზა, დაიცადეთ დოზის მიღების შემდგომ დრომდე და გააგრძელეთ პრაპარატის მიღება, როგორც მითითებულია რეკომენდაციაში დოზირების შესახებ.
გვერდითი მოქმედება
არასასურველი ეფექტების შეფასება დაფუძნებულია მათი წარმოქმნის სიხშირეზე დაყრდნობით:
ძალიან ხშირი(≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10) არც ისე ხშირი (≥1/1000 და 1<100) იშვიათი (≥1/10 000 და < 1/1000) ძალიან იშვიათი (≥1/10 000), სიხშირე არ არის ცნობილი, (არსებული მონაცემებით შეუძლებელია მათი შეფასება).
დარღვევა იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური /ანაფილაქტოიდური რეაქციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი: თავის ტკივილი
სმენის მხრივ დარღვევები და ლაბირინთული დარღვევები
არახშირი: ხმაური ყურებში.
დარღვევები გულის მხრივ
არა ხშირი: ტაქიკარდია
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი: სისხლდენა
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
იშვიათი: ჰაერის უკმარისობა, ბრონქოსპაზმი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
არახშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელში, სტომატიტი.
იშვიათი: დისპეფსია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეგზანთემა
ძალიან იშვიათ: სტივენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი*.
საერთო აშლილობა და დარღვევები შეყვანის ადგილზე
არახშირი: ცხელება
სიხშირე უცნობია: სახის შეშუპება
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
იშვიათად: არტერიული ჰიპოტენზია.
- უმეტეს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სულ მცირე ერთი დამატებითი პრეპარატის ერთდროული გამოყენებას, რომელსაც შეეძლო გაეძლიერებინა ეს რეაქციები კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ.
კანის ან ლორწოვანი გარსების კუთხით დარღვევების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აცც აქტივი-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
აცეტილცისტეინის თანხლებით მცირდება სისხლში თრომბოციტების აგრეგაცია. ამჟამად ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა არ არის დადგენილი.
დოზის გადაჭარბება
ამ ეტაპამდე, აცეტილცისტეინის პერორალური ფორმის მიღებით გამოწვეული ტოქსიური ჭარბი დოზირების შემთხვევები არ შეინიშნება. აცეტილცისტეინის მიღებისას დოზით 11,6 გრ.-ს დღეღამეში სამი თვის განმავლობაში, არანაირი მძიმე გვერდითი ეფექტები არ აღინიშნებოდა. აცეტილცისტეინის 500მგ/კგ სხეულის მასაზე შიგნით მიღება, გადატანილ იქნა ყოველგვარი ინტოქსიკაციის სიმპტომების გარეშე.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება გამოვლენილ იქნას სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ისეთი როგორიცაა: გულისრევა, ღებინება და დიარეა. ბავშვებში სიცოცხლის პირველ წლებში, არსებობს ჰიპერსეკრეციის რისკი.
საჭიროებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან, და ურთიერთქმედების სხვა სახეები
აცც აქტივისა და სხვა ხველის საწინააღმდეგო პერპარატების კომბინირებული მიღებისას შეიძლება წარმოიქმნას სეკრეტის საშიში შეფერხება, ხველის რეფლექსის დათრგუნვის შედეგად. ამიტომ მსგავსი კომბინირებული თერაპიის დანიშვნამდე საჭიროა, განსაკუთრებულად ფრთხილად დაისვას დიაგნოზი.
დღემდე მიღებული ინფორმაცია აცეტილცისტეინის მიერ ანტიბიოტიკების ინაქტივაციის შესახებ ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ინ ვიტრო ექპერიმენტებს, სადაც შესაბამისი ნივთიერებები უშუალოდ შერეულ იქნა ერთმანეთში. მიუხედავად ყველაფრისა, უსაფრთხოების მიზნით პერორალური ანტიბიოტიკები უმჯობესია მივიღოთ აცც აქტივისგან-სგან განცალკევებით, მინიმუმ ორ საათიანი ინტერვალის დავცით. ეს არ ეხება ცეფიქსიმს და ლორაკარბეფს.
აცც აქტივის ერთდროულმა გამოყენებამ გლიცერინტრინიტრატთან (ნიტროგლიცერინი) შეიძლება გააძლიეროს ამ უკანასკნელის ვაზოდილაციური და ანტითრომბოციტული მოქმედება. ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გადაჭარბებული ვარდნა (არტერიული ჰიპოტენზია), მათ შორის სერიოზული და ასევე, თავის ტკივილი. თუ თქვენ გაქვთ ჰიპოტენზია ან თავის ტკივილი, მიმართეთ ექიმს.
გააქტიურებული ნახშირის მაღალ დოზებს (როგორც ანტიდოტს) შეუძლია შეამციროს აცეტილცისტეინის ეფექტურობა.
აცეტილცისტეინს შეუძლია ხელი შეუშალოს სალიცილატების კოლორიმეტრიული მეთოდით განსაზღვრას.
შარდის ანალიზისას, აცეტილცისტეინმა შეიძლება გავლენა იქონიოს კეტონური კომპონენტების განსაზღვრის შედეგებზე.
შეფუთვა
ალუმინის ფოლგის ჰერმეტული პაკეტები, ლამინირებული ქაღალდით.
10 ან 20 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე დატანილი ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სანდოზ ფარმაციუტიკალს დ.დ.
ვოროვშკოვას 57, ლუბლიანა; სლოვენია.
მწარმოებელი
სალუტას ფარმა გმბხ. ოტო-ფონ-ჰერიკის ხეივანი 1, ბარლებენი გერმანია - „სანდოზი“-ის ჯგუფის კომპანია
ტექსტის გადახედვის თარიღი
2019 წლის დეკემბერი.
მომხმარებელტა პრეტენზიები გადააგზავნეთ კომპანია „სანდოზის“ ადგილობრივ განყოფილებაში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ფოსტა: [email protected].
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


