პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

აცც

ACC®

ურეცეპტოდ20მგ/მლინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

აცც – მუკოლიზური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება ბლანტი ნახველის გასათხევადებლად და მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნის გასამარტივებლად ბავშვებსა და მოზრდილებში. აცც გამოიყენება სასუნთქი სისტემის ორგანოების ყველა დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს სქელი, წებოვანი, ძნელად გამოსადევნი ნახველის წარმოქმნა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აცეტილცისტეინი (acetylcysteine)
ფორმა და შეფუთვა
20მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები ხსნარი ალუბლის გემოთი მოზრდილებისათვის ყავისფერი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Salutas Pharma GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pharma Wernigerode GmbH(გერმანია)), გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-031806
რეგისტრირებულია
2 მარტი 2021, მოქმედებს 3 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sandoz Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
განმცხადებელი
შპს „ჯიჰელსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააცც და სხვა წამალი ერთად

აცც — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აცც – მუკოლიზური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება ბლანტი ნახველის გასათხევადებლად და მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნის გასამარტივებლად ბავშვებსა და მოზრდილებში.

აცც გამოიყენება სასუნთქი სისტემის ორგანოების ყველა დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს სქელი, წებოვანი, ძნელად გამოსადევნი ნახველის წარმოქმნა. ესენია: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზია, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, გრიპი, ასევე, მუკოვისციდოზი, სინუსიტები.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება შემდეგი დოზირებით (თუ სხვაგვარი მითითება არ გაქვთ):

მოზრდილები და მოზარდები 14 წლის ასაკიდან:

10 მლ 2-3-ჯერ დღეში (შეესაბამება 400-600 მგ აცეტილცისტეინს დღეში).

6-14 წლის ბავშვები:

10 მლ 2-ჯერ დღეში (შეესაბამება 400 მგ აცეტილცისტეინს დღეში).

2-5 წლის ბავშვები:

5 მლ 2-3-ჯერ დღეში (შეესაბამება 200-300 მგ აცეტილცისტეინს დღეში).

მუკოვისციდოზი

ბევშვები 6 წლის ასაკიდან:

10 მლ 3-ჯერ დღეში (600 მგ აცეტილცისტეინი დღეში).

2-6 წლის ბავშვები:

5 მლ 4-ჯერ დღეში (400 მგ აცეტილცისტეინი დღეში).

30 კგ მეტი სხეულის მასის მქონე მუკოვისციდოზიან პაციენტებში, საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე აცეტილცისტეინი დღეში.

მიღების წესი

პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ.

ზუსტი დოზირების მიზნით გამოიყენეთ თანდართული გრადუირებული შპრიცი - 2,5 და 5 მლ ან დოზირებული ჭიქა - 2,5, 5 და 10 მლ.

დოზირება შპრიცის საშუალებით

გახსენით ფლაკონი ბავშვებისაგან დამცავი ხუფით, მასზე ხელის დაჭერითა და მარცხნივ შემოტრიალებით.

ჩააწექით პერფორირებულ საფენს ბოთლის ყელში. თუ საფენი სრულად არ შედის, დაახურეთ ბოთლს ხუფი და დაატრიალეთ. საფენი აკავშირებს შპრიცს ფლაკონთან და რჩება ბოთლის ყელში.

მჭიდროდ მოარგეთ შპრიცი საფენის ხვრელში. შპრიცის დგუში ბოლომდე უნდა იყოს დაშვებული.

ფრთხილად გადააბრუნეთ შპრიციანი ფლაკონი ძირით ზემოთ, მოზიდეთ დგუში სასურველ დოზამდე. ხსნარში ჰაერის ბუშტუკების არსებობის შემთხვევაში თავიდან ნელა შეავსეთ შპრიცი. თუ საჭირო დოზა აღემატება 5 მლ-ს, შპრიცი უნდა შეივსოს რამდენჯერმე.

გადააბრუნეთ ფლაკონი ძირით ქვემოთ, ამოიღეთ შპრიცი პერფორირებული საფენიდან.

შეგიძლიათ ხსნარი პირდაპირ შპრიციდან მისცეთ ბავშვს, ან გადაიტანოთ შიგთავსი კოვზზე. შპრიცით წამლის მიღების დროს ბავშვი სწორად უნდა იჯდეს. შპრიცი ნელა დაცალეთ, მიმართეთ ლოყის შიდა ზედაპირისკენ, რომ ბავშვს არ გადაცდეს.

გამოყენების შემდეგ გარეცხეთ დოზირებული შპრიცი, რამდენჯერმე წყლით ავსების გზით.

სითხის დამატებით მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს.

მიღების ხანგრძლივობა

ხანმოკლე გაციების დროს გამოიყენეთ 5-7 დღის განმავლობაში.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე კურსი 4-5 დღეს შეადგენს.

ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის დროს მკურნალობის კურსი უფრო ხანგრძლივია. მაქსიმალური ხანგრძლივობა 3-6 თვეს შეადგენს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

აქტიური პეპტიური წყლული.

2 წლამდე ასაკის ბავშვები.

სიფრთხილის ზომები

საჭიროა დაკვირვება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებზე. ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში აცც-ს მიღება დაუყოვნებლივ წყდება და იწყება შესაბამისი თერაპია.

ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე მოქმედი პრეპარატების ერთდროული მიღების დროს.

აცც-ს გამოყენება ათხევადებს ბრონქულ სეკრეტს, მაშასადამე ზრდის მის მოცულობას (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). ამოხველების უნარის დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება (როგორიცაა დრენაჟი და ასპირაცია).

ძალიან იშვიათად აღინიშნა მძიმე კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, რომელთა განვითარება ემთხვეოდა აცეტილცისტეინის მიღებას. კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივი ცვლილებების განვითარებისთანავე აცეტილცისტეინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს (იხ. “გვერდითი ეფექტები”).

ჰისტამინის აუტანლობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო და თავიდან უნდა იქნას აცილებული აცც-ს ხანგრძლივი მიღება, რადგან აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შესაძლოა მისი აუტანლობის სიმპტომების განვითარება (მაგ.: თავის ტკივილი, სურდო, ქავილი) გამოიწვიოს.

ბავშვები

2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სასუნთქი გზების ასაკობრივი თავისებურებისა და ამოხველების შეზღუდული უნარის გამო, მუკოლიტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა. ამიტომ, მუკოლიტიკების, მათ შორის აცც-ს გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული (იხ. უკუჩვენებები).

3 წელზე მცირე ასაკის ბავშვებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (დაყოვნებულის ჩათვლით).

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი) 1,78 მმოლ/მლ (41,02 მგ/მლ) ოდენობით, რაც შეესაბამება ნატრიუმის სადღეღამისო მოთხოვნილების 2,1% მოზრდილებში.

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ გესაჭიროებათ 9 მლ ან მეტი პრეპარატის მიღება დღეში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებთ, თუ თქვენ (ან თქვენი შვილი) იმყოფებით ნატრიუმის დაბალკალორიულ დიეტაზე.

პრეპარატი ასევე შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (1,95 მგ/მლ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლის გაძლიერება (კანისა და თვალის ლორწოვანი გარსის სიყვითლე) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის ბავშვებში). პრეპარატი არ გამოიყენება აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცც-ს კომბინირების დროს ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ხველების რეფლექსის დათრგუნვის გამო, შესაძლოა მოხდეს სეკრეტის სახიფათო შეგუბება. ამიტომ, ამგვარი კომბინაციის დასანიშნად, საჭიროა დიაგნოზის ზედმიწევნით ზუსტი დასმა.

ამ დრომდე არსებული ინფორმაცია აცეტილცისტეინის მიერ ანტიბიოტიკების ინაქტივაციის შესახებ ეფუძნება in vitro მონაცემებს, რომლებშიც შესაბამისი ნივთიერებები უშუალოდ ერეოდა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ორალური ანტიბიოტიკები მიღებულ უნდა იქნას აცც-გან დამოუკიდებლად, მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალის დაცვით. აღნიშნული არ ეხება ცეფიქსიმსა და ლორაკარბეფს.

აცც-სა და გლიცერინტრინიტრატის (ნიტროგლიცერინი) ერთდროული მიღება აძლიერებს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამაფართოებელ და ანტიაგრეგაციულ ეფექტებს. შედეგად შესაძლოა აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (არტერიული ჰიპოტენზია), სერიოზულის ჩათვლით და თავის ტკივილები. არტერიული ჰიპოტენზიისა და თავის ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გააქტივებული ნახშირის (ანტიდოტის სახით) მაღალი დოზები ამცირებს აცეტილცისტეინის ეფექტურობას.

აცეტილცისტეინს შეუძლია გავლენა იქონიოს სალიცილატების აღმოჩენაზე კოლორიმეტრული მეთოდით. შარდის ანალიზის დროს აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს კეტოსხეულების განსაზღვრაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცეტილცისტეინის ორსულებში გამოყენების მონაცემები მწირია. არ არსებობს მონაცენები აცეტილცისტეინის დედის რძეში გადასვლის თაობაზე. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ რისკისა და სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.

არ არსებობს მონაცემები აცეტილცისტეინის ადამიანის ფერტილობაზე გავლენის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ზომიერი სიხშირის (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000) ან სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: თავის ტკივილი.

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: ტინიტუსი.

დარღვევები გულის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: ტაქიკარდია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

ძალიან იშვიათი: სისხლდენა.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ღრუსა და შუასაყრის ორგანოების მხრივ:

იშვიათი: ქოშინი, ბრონქოსპაზმი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სტომატიტი.

იშვიათი: დისპეფსია.

დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეგზანთემა.

ზოგადი და შეყვანის ადგილის მხრივი დარღვევები:

ზომიერი სიხშირის: ცხელება.

სიხშირე უცნობია: სახის შეშუპება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:

ზომიერი სიხშირის: არტერიული ჰიპოტენზია.

აღწერილია კანის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომელთა განვითარება ემთხვეოდა აცეტილცისტეინის მიღებას. ამ შემთხვევათა უმეტესობაში დაფიქსირდა მინიმუმ 1 დამატებითი პრეპარატის მიღება, რომელიც აძლიერებდა კანისა და ლორწოვანი გარსების აღწერილ სიმპტომებს.

კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივი ცვლილებების განვითარებისთანავე აცც-ს მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.

სხვადასხვა კვლევაში დამტკიცებულ იქნა თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება სისხლში აცეტილცისტეინის არსებობის დროს. ამჟამად ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზა

აცეტილცისტეინის ორალური ფორმების ტოქსიკური ჭარბი დოზირების შემთხვევები დღეისათვის აღწერილი არ არის. 11,6 გ/დღეში აცეტილცისტეინის მიღების ფონზე 3 თვის განმავლობაში მოხალისეებს არ აღენიშნათ არანაირი გვერდითი ეფექტი. 500 მგ/კგ დოზით ორალურად მიღებული აცეტილცისტეინი ინტოქსიკაციის სიმპტომების გარეშე გადაიტანებოდა.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავისმხრივი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა. ბავშვებში, სიცოცხლის პირველ წელს არსებობს ჰიპერსეკრეციის რისკი.

საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: აცეტილცისტეინი (20 მგ/მლ);

შიგნით მისაღები ხსნარის 1 მლ შეიცავს 20 მგ აცეტილცისტეინს.

დახმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ნატრიუმის ბენზოატი (E211), დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის კარმელოზა (E466), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (10% წყალხსნარი), გასუფთავებული წყალი, ალუბლის არომატიზატორი.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

ვარგისობის ვადა გახსნის შემდეგ: 11 დღე (არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში).

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მუკოლიზური საშუალებები.

ათქ კოდი: R05CB01.

ფარმაკოლოგიური თავისებურებები

ფარმაკოდინამიკა

აცეტილცისტეინი წარმოადგენს ამინომჟავა ცისტეინის წარმოებულს. სასუნთქ გზებში ის ავლენს სეკრეტოლიზურ და სეკრეტომოტორულ მოქმედებას, ამცირებს ლორწოს სიბლანტეს. პრეპარატი აუვნებელყოფს ქიმიურ რადიკალებს, ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზის გაძლიერებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციაში. ამ ფაქტით აიხსნება აცეტილცისტეინის გამოყენება ანტიდოტის სახით პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის დროს.

ქრონიკული ბრონქიტის/მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში აცეტილცისტეინის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება ამცირებს ბაქტერიული გამწვავებების სიხშირესა და სიმძიმეს.

ფარმაკოკინეტიკა

ორალური მიღებისაას აცეტილცისტეინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცისტეინი (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი), დიაცეტილცისტეინი, ცისტინი და სხვა შერეული დისულფიდები. შიგნით მიღებული აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალია (დაახლოებთ 10%). პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 1-3 საათში მიიღწევა. პლაზმის ცილებთან კავშირი დაახლოებით 50% შეადგენს.

ორგანიზმიდან არააქტიური მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 საათია და ძირითადად განისაზღვრება ღვიძლში მიდინარე მეტაბოლიზმის სისწრაფით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა განაპირობებს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას 8 საათამდეც კი.

აცეტილცისტეინი გადის პლაცენტას და აღმოჩნდება ჭიპლარის სისხლში.

მონაცემები ადამიანის ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შესახებ არ მოიპოვება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია

აცც

სავაჭრო დასახელება:

აცც

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

აცეტილცისტეინი

სამკურნალწამლო ფორმა:

შიგნით მისაღები ხსნარი.

აღწერილობა

ალუბლის არომატის მქონე გამჭვირვალე, უფერო, ბლანტი ხსნარი.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: აცეტილცისტეინი (20 მგ/მლ);

შიგნით მისაღები ხსნარის 1 მლ შეიცავს 20 მგ აცეტილცისტეინს.

დახმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ნატრიუმის ბენზოატი (E211), დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის კარმელოზა (E466), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (10% წყალხსნარი), გასუფთავებული წყალი, ალუბლის არომატიზატორი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მუკოლიზური საშუალებები.

ათქ კოდი: R05CB01.

ფარმაკოლოგიური თავისებურებები

ფარმაკოდინამიკა

აცეტილცისტეინი წარმოადგენს ამინომჟავა ცისტეინის წარმოებულს. სასუნთქ გზებში ის ავლენს სეკრეტოლიზურ და სეკრეტომოტორულ მოქმედებას, ამცირებს ლორწოს სიბლანტეს. პრეპარატი აუვნებელყოფს ქიმიურ რადიკალებს, ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზის გაძლიერებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციაში. ამ ფაქტით აიხსნება აცეტილცისტეინის გამოყენება ანტიდოტის სახით პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის დროს.

ქრონიკული ბრონქიტის/მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში აცეტილცისტეინის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება ამცირებს ბაქტერიული გამწვავებების სიხშირესა და სიმძიმეს.

ფარმაკოკინეტიკა

ორალური მიღებისაას აცეტილცისტეინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცისტეინი (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი), დიაცეტილცისტეინი, ცისტინი და სხვა შერეული დისულფიდები. შიგნით მიღებული აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალია (დაახლოებთ 10%). პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 1-3 საათში მიიღწევა. პლაზმის ცილებთან კავშირი დაახლოებით 50% შეადგენს.

ორგანიზმიდან არააქტიური მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 საათია და ძირითადად განისაზღვრება ღვიძლში მიდინარე მეტაბოლიზმის სისწრაფით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა განაპირობებს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას 8 საათამდეც კი.

აცეტილცისტეინი გადის პლაცენტას და აღმოჩნდება ჭიპლარის სისხლში.

მონაცემები ადამიანის ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლის შესახებ არ მოიპოვება.

გამოყენების ჩვენებები

აცც – მუკოლიზური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება ბლანტი ნახველის გასათხევადებლად და მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნის გასამარტივებლად ბავშვებსა და მოზრდილებში.

აცც გამოიყენება სასუნთქი სისტემის ორგანოების ყველა დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს სქელი, წებოვანი, ძნელად გამოსადევნი ნახველის წარმოქმნა. ესენია: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზია, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, გრიპი, ასევე, მუკოვისციდოზი, სინუსიტები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

აქტიური პეპტიური წყლული.

2 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა დაკვირვება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებზე. ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში აცც-ს მიღება დაუყოვნებლივ წყდება და იწყება შესაბამისი თერაპია.

ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე მოქმედი პრეპარატების ერთდროული მიღების დროს.

აცც-ს გამოყენება ათხევადებს ბრონქულ სეკრეტს, მაშასადამე ზრდის მის მოცულობას (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). ამოხველების უნარის დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება (როგორიცაა დრენაჟი და ასპირაცია).

ძალიან იშვიათად აღინიშნა მძიმე კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, რომელთა განვითარება ემთხვეოდა აცეტილცისტეინის მიღებას. კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივი ცვლილებების განვითარებისთანავე აცეტილცისტეინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს (იხ. “გვერდითი ეფექტები”).

ჰისტამინის აუტანლობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო და თავიდან უნდა იქნას აცილებული აცც-ს ხანგრძლივი მიღება, რადგან აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შესაძლოა მისი აუტანლობის სიმპტომების განვითარება (მაგ.: თავის ტკივილი, სურდო, ქავილი) გამოიწვიოს.

ბავშვები

2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სასუნთქი გზების ასაკობრივი თავისებურებისა და ამოხველების შეზღუდული უნარის გამო, მუკოლიტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა. ამიტომ, მუკოლიტიკების, მათ შორის აცც-ს გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული (იხ. უკუჩვენებები).

3 წელზე მცირე ასაკის ბავშვებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (დაყოვნებულის ჩათვლით).

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი) 1,78 მმოლ/მლ (41,02 მგ/მლ) ოდენობით, რაც შეესაბამება ნატრიუმის სადღეღამისო მოთხოვნილების 2,1% მოზრდილებში.

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ გესაჭიროებათ 9 მლ ან მეტი პრეპარატის მიღება დღეში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებთ, თუ თქვენ (ან თქვენი შვილი) იმყოფებით ნატრიუმის დაბალკალორიულ დიეტაზე.

პრეპარატი ასევე შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (1,95 მგ/მლ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლის გაძლიერება (კანისა და თვალის ლორწოვანი გარსის სიყვითლე) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის ბავშვებში). პრეპარატი არ გამოიყენება აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია

აცეტილცისტეინის ორსულებში გამოყენების მონაცემები მწირია. არ არსებობს მონაცენები აცეტილცისტეინის დედის რძეში გადასვლის თაობაზე. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ რისკისა და სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.

არ არსებობს მონაცემები აცეტილცისტეინის ადამიანის ფერტილობაზე გავლენის შესახებ.

გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება შემდეგი დოზირებით (თუ სხვაგვარი მითითება არ გაქვთ):

მოზრდილები და მოზარდები 14 წლის ასაკიდან:

10 მლ 2-3-ჯერ დღეში (შეესაბამება 400-600 მგ აცეტილცისტეინს დღეში).

6-14 წლის ბავშვები:

10 მლ 2-ჯერ დღეში (შეესაბამება 400 მგ აცეტილცისტეინს დღეში).

2-5 წლის ბავშვები:

5 მლ 2-3-ჯერ დღეში (შეესაბამება 200-300 მგ აცეტილცისტეინს დღეში).

მუკოვისციდოზი

ბევშვები 6 წლის ასაკიდან:

10 მლ 3-ჯერ დღეში (600 მგ აცეტილცისტეინი დღეში).

2-6 წლის ბავშვები:

5 მლ 4-ჯერ დღეში (400 მგ აცეტილცისტეინი დღეში).

30 კგ მეტი სხეულის მასის მქონე მუკოვისციდოზიან პაციენტებში, საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე აცეტილცისტეინი დღეში.

მიღების წესი

პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ.

ზუსტი დოზირების მიზნით გამოიყენეთ თანდართული გრადუირებული შპრიცი - 2,5 და 5 მლ ან დოზირებული ჭიქა - 2,5, 5 და 10 მლ.

დოზირება შპრიცის საშუალებით

გახსენით ფლაკონი ბავშვებისაგან დამცავი ხუფით, მასზე ხელის დაჭერითა და მარცხნივ შემოტრიალებით.

ჩააწექით პერფორირებულ საფენს ბოთლის ყელში. თუ საფენი სრულად არ შედის, დაახურეთ ბოთლს ხუფი და დაატრიალეთ. საფენი აკავშირებს შპრიცს ფლაკონთან და რჩება ბოთლის ყელში.

მჭიდროდ მოარგეთ შპრიცი საფენის ხვრელში. შპრიცის დგუში ბოლომდე უნდა იყოს დაშვებული.

ფრთხილად გადააბრუნეთ შპრიციანი ფლაკონი ძირით ზემოთ, მოზიდეთ დგუში სასურველ დოზამდე. ხსნარში ჰაერის ბუშტუკების არსებობის შემთხვევაში თავიდან ნელა შეავსეთ შპრიცი. თუ საჭირო დოზა აღემატება 5 მლ-ს, შპრიცი უნდა შეივსოს რამდენჯერმე.

გადააბრუნეთ ფლაკონი ძირით ქვემოთ, ამოიღეთ შპრიცი პერფორირებული საფენიდან.

შეგიძლიათ ხსნარი პირდაპირ შპრიციდან მისცეთ ბავშვს, ან გადაიტანოთ შიგთავსი კოვზზე. შპრიცით წამლის მიღების დროს ბავშვი სწორად უნდა იჯდეს. შპრიცი ნელა დაცალეთ, მიმართეთ ლოყის შიდა ზედაპირისკენ, რომ ბავშვს არ გადაცდეს.

გამოყენების შემდეგ გარეცხეთ დოზირებული შპრიცი, რამდენჯერმე წყლით ავსების გზით.

სითხის დამატებით მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს.

მიღების ხანგრძლივობა

ხანმოკლე გაციების დროს გამოიყენეთ 5-7 დღის განმავლობაში.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე კურსი 4-5 დღეს შეადგენს.

ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის დროს მკურნალობის კურსი უფრო ხანგრძლივია. მაქსიმალური ხანგრძლივობა 3-6 თვეს შეადგენს.

გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტები შემდეგი სიხშირით იქნა გამოვლენილი:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ზომიერი სიხშირის (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000) ან სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: თავის ტკივილი.

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: ტინიტუსი.

დარღვევები გულის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: ტაქიკარდია.

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:

ძალიან იშვიათი: სისხლდენა.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ღრუსა და შუასაყრის ორგანოების მხრივ:

იშვიათი: ქოშინი, ბრონქოსპაზმი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სტომატიტი.

იშვიათი: დისპეფსია.

დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ:

ზომიერი სიხშირის: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეგზანთემა.

ზოგადი და შეყვანის ადგილის მხრივი დარღვევები:

ზომიერი სიხშირის: ცხელება.

სიხშირე უცნობია: სახის შეშუპება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები:

ზომიერი სიხშირის: არტერიული ჰიპოტენზია.

აღწერილია კანის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომელთა განვითარება ემთხვეოდა აცეტილცისტეინის მიღებას. ამ შემთხვევათა უმეტესობაში დაფიქსირდა მინიმუმ 1 დამატებითი პრეპარატის მიღება, რომელიც აძლიერებდა კანისა და ლორწოვანი გარსების აღწერილ სიმპტომებს.

კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივი ცვლილებების განვითარებისთანავე აცც-ს მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.

სხვადასხვა კვლევაში დამტკიცებულ იქნა თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება სისხლში აცეტილცისტეინის არსებობის დროს. ამჟამად ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება

აცეტილცისტეინის ორალური ფორმების ტოქსიკური ჭარბი დოზირების შემთხვევები დღეისათვის აღწერილი არ არის. 11,6 გ/დღეში აცეტილცისტეინის მიღების ფონზე 3 თვის განმავლობაში მოხალისეებს არ აღენიშნათ არანაირი გვერდითი ეფექტი. 500 მგ/კგ დოზით ორალურად მიღებული აცეტილცისტეინი ინტოქსიკაციის სიმპტომების გარეშე გადაიტანებოდა.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავისმხრივი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა. ბავშვებში, სიცოცხლის პირველ წელს არსებობს ჰიპერსეკრეციის რისკი.

საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეები

აცც-ს კომბინირების დროს ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ხველების რეფლექსის დათრგუნვის გამო, შესაძლოა მოხდეს სეკრეტის სახიფათო შეგუბება. ამიტომ, ამგვარი კომბინაციის დასანიშნად, საჭიროა დიაგნოზის ზედმიწევნით ზუსტი დასმა.

ამ დრომდე არსებული ინფორმაცია აცეტილცისტეინის მიერ ანტიბიოტიკების ინაქტივაციის შესახებ ეფუძნება in vitro მონაცემებს, რომლებშიც შესაბამისი ნივთიერებები უშუალოდ ერეოდა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ორალური ანტიბიოტიკები მიღებულ უნდა იქნას აცც-გან დამოუკიდებლად, მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალის დაცვით. აღნიშნული არ ეხება ცეფიქსიმსა და ლორაკარბეფს.

აცც-სა და გლიცერინტრინიტრატის (ნიტროგლიცერინი) ერთდროული მიღება აძლიერებს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამაფართოებელ და ანტიაგრეგაციულ ეფექტებს. შედეგად შესაძლოა აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (არტერიული ჰიპოტენზია), სერიოზულის ჩათვლით და თავის ტკივილები. არტერიული ჰიპოტენზიისა და თავის ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გააქტივებული ნახშირის (ანტიდოტის სახით) მაღალი დოზები ამცირებს აცეტილცისტეინის ეფექტურობას.

აცეტილცისტეინს შეუძლია გავლენა იქონიოს სალიცილატების აღმოჩენაზე კოლორიმეტრული მეთოდით. შარდის ანალიზის დროს აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს კეტოსხეულების განსაზღვრაზე.

გამოშვების ფორმა

ყავისფერი შუშის ფლაკონი ხუფითა და ლუქის ბეჭდით.

კოლოფში მოთავსებულია გრადუირებული შპრიცი 2,5 და 5 მლ ან საზომი ჭიქა შკალით 2,5, 5 და 10 მლ.

1 ფლაკონი 100 ან 200 მლ ხსნარით გამოყენების ინსტრუქციასთან და საზომ მოწყობილობებთან ერთად კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

ვარგისობის ვადა გახსნის შემდეგ: 11 დღე (არაუმეტეს 25˚C ტემპერატურის პირობებში).

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სანდოზ ფარმაცევტიკალსი დ. დ., ვეროვშკოვის 57, ლუბლიანა, სლოვენია

მწარმოებელი

სალუტას ფარმა გმბხ, ოტო-ფონ-გერიკეს ხეივანი 1, ბარლებენი, გერმანია – “სანდოზის” ჯგუფის კომპანია.

ტექსტის გადახედვის თარიღი

2019 წლის დეკემბერი.

მომხმარებელთა პრეტენზიების იგზავნება კომპანია “სანდოზის” ადგილობრივ წარმომადგენლობაში ან ელ-ფოსტაზე: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა