აცც – მუკოლიზური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება ბლანტი ნახველის გასათხელებლად და მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნის გასამარტივებლად ბავშვებსა და მოზრდილებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აცეტილცისტეინი (acetylcysteine)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ/მლ 100მლ შიგნით მისაღები ხსნარი ალუბლის გემოთი ბავშვებისათვის ყავისფერი მინის ფლაკონი №1 დოზირებულ შპრიცთან ერთად
- მწარმოებელი
- Salutas Pharma GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pharma Wernigerode GmbH(გერმანია)), გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044714
- რეგისტრირებულია
- 3 თებერვალი 2026, მოქმედებს 3 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sandoz Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიჰელსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აცც — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აცც – მუკოლიზური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება ბლანტი ნახველის გასათხელებლად და მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნის გასამარტივებლად ბავშვებსა და მოზრდილებში.
აცც გამოიყენება სასუნთქი სისტემის ორგანოების ყველა დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს სქელი, წებოვანი, ძნელად გამოსადევნი ნახველის წარმოქმნა, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზი, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, გრიპი, ასევე მუკოვისციდოზის, სინუსიტების დროს.
მიღების წესი და დოზირება
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი დოზებით.
მოზრდილები და მოზარდები 14 წლის ასაკიდან
10 მლ 2-3-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 400-600 მგ აცეტილცისტეინს დღეში).
6-14 წლის ასაკის ბავშვები
10 მლ 2-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 400 მგ აცეტილცისტეინს დღეში).
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები
5 მლ 2-3-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 200-300 მგ აცეტილცისტეინს დღეში).
მუკოვისციდოზი
ბავშვები 6 წლის ასაკიდან
10 მლ 3-ჯერ დღეში (600 მგ აცეტილცისტეინი დღეში).
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები
5 მლ 4-ჯერ დღეში (400 მგ აცეტილცისტეინი დღეში).
30 კგ მეტი სხეულის მასის მქონე მუკოვისციდოზიან პაციენტებში, საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე აცეტილცისტეინი დღეში.
გამოყენების წესი
პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ.
ზუსტი დოზირების მიზნით გამოიყენეთ თანდართული გრადუირებული შპრიცი - 2,5 და 5 მლ და (ან) გრადუირებული დოზირებული ჭიქა - 2,5, 5 და 10 მლ.
დოზირება შპრიცის საშუალებით
- გახსენით ფლაკონი ბავშვებისაგან დამცავი ხუფით, მასზე ხელის დაჭერითა და მარცხნივ შემოტრიალებით.
- დააწექით პერფორირებულ საფენს ფლაკონის ყელზე. თუ საფენი სრულად არ შედის, დაახურეთ ხუფი და დაატრიალეთ. საფენი აკავშირებს შპრიცს ფლაკონთან და რჩება ფლაკონის ყელში.
- მჭიდროდ მოარგეთ შპრიცი საფენის ხვრელში. შპრიცის დგუში ბოლომდე უნდა იყოს დაშვებული.
- ფრთხილად გადააბრუნეთ შპრიციანი ფლაკონი ძირით ზემოთ, მოზიდეთ დგუში სასურველ დოზამდე მლ-ში. ხსნარში ჰაერის ბუშტუკების არსებობის შემთხვევაში თავიდან ნელა შეავსეთ შპრიცი. თუ საჭირო დოზა აღემატება 5 მლ-ს, შპრიცი უნდა შეივსოს რამდენჯერმე.
- გადააბრუნეთ ფლაკონი ძირით ქვემოთ, ამოიღეთ შპრიცი პერფორირებული საფენიდან.
- შეგიძლიათ ხსნარი პირდაპირ შპრიციდან მისცეთ ბავშვს, ან გადაიტანოთ შიგთავსი კოვზზე. შპრიცით წამლის მიღების დროს ბავშვი სწორად უნდა იჯდეს. შპრიცი ნელა დაცალეთ, მიმართეთ ლოყის შიდა ზედაპირისკენ, რომ ბავშვს არ გადაცდეს.
გამოყენების შემდეგ გარეცხეთ დოზირებული შპრიცი, რამდენჯერმე წყლით ავსების გზით.
სითხის დამატებით მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს.
მიღების ხანგრძლივობა
ხანმოკლე გაციების დროს მიიღეთ 5-7 დღის განმავლობაში.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე კურსი 4-5 დღეს შეადგენს.
ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის დროს მკურნალობის კურსი უფრო ხანგრძლივია. მაქსიმალური ხანგრძლივობა 3-6 თვეს შეადგენს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- აქტიური პეპტიური წყლული.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილის ზომები
ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში, აცც-ს მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე მოქმედი პრეპარატების ერთდროული მიღების დროს.
ACC-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის გათხევადება, რაც გამოიწვევს მისი მოცულობის ზრდას (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). თუ შეუძლებელია ამოხველება (არასაკმარისი ამოხველების უნარი) უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები (როგორიცაა დრენაჟი და ასპირაცია).
ძალიან იშვიათად აღინიშნა მძიმე კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, რომელთა განვითარება ემთხვეოდა აცეტილცისტეინის მიღებას. კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივი ცვლილებების განვითარებისთანავე აცეტილცისტეინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს (იხ. ასევე “გვერდითი ეფექტები”).
ჰისტამინის აუტანლობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო და თავიდან უნდა იქნას აცილებული აცც-ს ხანგრძლივი მიღება, რადგან აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შესაძლოა გამოიწვიოს მისი აუტანლობის სიმპტომების განვითარება (მაგ.: თავის ტკივილი, სურდო, ქავილი).
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სასუნთქი გზების ასაკობრივი თავისებურებისა და ამოხველების შეზღუდული უნარის გამო, მუკოლიტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა. შესაბამისად, მუკოლიტიკების, მათ შორის აცც-ს გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული (იხ. უკუჩვენებები).
3 წლამდე ასაკის ბავშვებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (დაყოვნებულის ჩათვლით).
პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი) 1,78 მმოლ/მლ (41,02 მგ/მლ) ოდენობით, რაც შეესაბამება ზრდასრული ადამიანის ნატრიუმის სადღეღამისო მოთხოვნილების 2,1%-ს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ გესაჭიროებათ 9 მლ ან მეტი პრეპარატის მიღება დღეში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებთ, თუ თქვენ (ან თქვენი ბავშვი) იმყოფებით მარილის (ნატრიუმის) დაბალკალორიულ დიეტაზე.
პრეპარატი ასევე შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (1,95 მგ/მლ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლის გაძლიერება (კანისა და თვალის ლორწოვანი გარსის სიყვითლე) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის ბავშვებში). პრეპარატი არ გამოიყენება აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცც-ს კომბინირების დროს ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ხველების რეფლექსის დათრგუნვის გამო, შესაძლოა მოხდეს სეკრეტის სახიფათო შეგუბება. ამიტომ, ამგვარი კომბინაციის დასანიშნად, საჭიროა დიაგნოზის ზედმიწევნით ზუსტი დასმა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაცია აცეტილცისტეინის მიერ ანტიბიოტიკების ინაქტივაციის შესახებ ეფუძნება ინ ვიტრო მონაცემებს, რომლებშიც შესაბამისი ნივთიერებები უშუალოდ ერეოდა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ორალური ანტიბიოტიკები მიღებულ უნდა იქნას აცც-გან დამოუკიდებლად, მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალის დაცვით. აღნიშნული არ ეხება ცეფიქსიმსა და ლორაკარბეფს.
აცც-სა და გლიცერინტრინიტრატის (ნიტროგლიცერინი) ერთდროული მიღება აძლიერებს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამაფართოებელ და ანტიაგრეგაციულ ეფექტებს. შედეგად შესაძლოა აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (არტერიული ჰიპოტენზია), სერიოზულის ჩათვლით და თავის ტკივილები. არტერიული ჰიპოტენზიისა და თავის ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
აქტივირებული ნახშირის (ანტიდოტის სახით) მაღალი დოზები ამცირებს აცეტილცისტეინის ეფექტურობას.
აცეტილცისტეინს შეუძლია გავლენა იქონიოს სალიცილატების აღმოჩენაზე კოლორიმეტრული მეთოდით.
შარდის ანალიზის დროს აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს კეტოსხეულების განსაზღვრაზე.
შეფუთვა
ყავისფერი მინის ფლაკონი ხუფითა და დალუქვის რგოლით.
შეფუთვაში მოთავსებულია გრადუირებული შპრიცი 2,5 და 5 მლ ან საზომი ჭიქა გრადუირებით 2,5, 5 და 10 მლ.
1 ფლაკონი 100 ან 200 მლ ხსნარით გამოყენების ინსტრუქციასთან და საზომ მოწყობილობებთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აცეტილცისტეინის ორსულებში გამოყენების მონაცემები მწირია. არ არსებობს მონაცემები აცეტილცისტეინის დედის რძეში გადასვლის თაობაზე. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ რისკისა და სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.
არ არსებობს მონაცემები აცეტილცისტეინის ადამიანის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000) ან სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი: თავის ტკივილი.
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
არახშირი: ტინიტუსი.
დარღვევები გულის მხრივ
არახშირი: ტაქიკარდია.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი: სისხლდენა.
სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ დარღვევები
იშვიათი: ქოშინი, ბრონქოსპაზმი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
არახშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სტომატიტი.
იშვიათი: დისპეფსია.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეგზანთემა.
ზოგადი და შეყვანის ადგილის მხრივ დარღვევები
არახშირი: ცხელება.
სიხშირე უცნობია: სახის შეშუპება.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
არახშირი: არტერიული ჰიპოტენზია.
აღწერილია კანის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომელთა განვითარება ემთხვეოდა აცეტილცისტეინის მიღებას. ამ შემთხვევათა უმეტესობაში დაფიქსირდა მინიმუმ 1 დამატებითი პრეპარატის მიღება, რომელიც აძლიერებდა კანისა და ლორწოვანი გარსების აღწერილ სიმპტომებს.
კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივი ცვლილებების განვითარებისთანავე აცც-ს მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.
სხვადასხვა კვლევამ აჩვენა თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება აცეტილცისტეინის თანაობისას. ამ ფენომენის კლინიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
ჭარბი დოზა
დღეისათვის, პერორალური აცეტილცისტეინით გამოწვეული ტოქსიკური დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მოხალისეებს, რომლებიც სამი თვის განმავლობაში იღებდნენ აცეტილცისტეინს 11.6 გ/დღეში დოზით, არ აღენიშნებოდათ მძიმე გვერდითი მოვლენები. აცეტილცისტეინის 500 მგ/კგ სხეულის წონამდე პერორალური დოზები გადაიტანებოდა ინტოქსიკაციის რაიმე სიმპტომების გარეშე.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა. ბავშვებში, სიცოცხლის პირველ წელს არსებობს ჰიპერსეკრეციის რისკი.
საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: აცეტილცისტეინი (20 მგ/მლ).
შიგნით მისაღები ხსნარის 1 მლ შეიცავს 20 მგ აცეტილცისტეინს.
დახმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ნატრიუმის ბენზოატი (E211), დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის კარმელოზა (E466), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (10% წყალხსნარი), გასუფთავებული წყალი, ალუბლის არომატიზატორი.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25OC ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა გახსნის შემდეგ: 11 დღე (არაუმეტეს 25 OC ტემპერატურის პირობებში).
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
მუკოლიზური საშუალებები. ათქ კოდი: R05CB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აცეტილცისტეინი წარმოადგენს ამინომჟავა ცისტეინის წარმოებულს. სასუნთქ გზებში ის ავლენს სეკრეტოლიზურ და სეკრეტომოტორულ მოქმედებას, ამცირებს ლორწოს სიბლანტეს. პრეპარატი აუვნებელყოფს ქიმიურ რადიკალებს, ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზის გაძლიერებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციაში. ამ ფაქტით აიხსნება აცეტილცისტეინის გამოყენება ანტიდოტის სახით პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის დროს.
ქრონიკული ბრონქიტის/მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში აცეტილცისტეინის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება ამცირებს ბაქტერიული გამწვავებების სიხშირესა და სიმძიმეს.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას აცეტილცისტეინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცისტეინი (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი), ასევე დიაცეტილცისტეინი, ცისტინი და სხვა შერეული დისულფიდები. შიგნით მიღებული აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალია (დაახლოებთ 10%). პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 1-3 საათში მიიღწევა. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 50% შეადგენს.
ორგანიზმიდან არააქტიური მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 საათია და ძირითადად განისაზღვრება ღვიძლში მიდინარე მეტაბოლიზმის სისწრაფით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა განაპირობებს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას 8 საათამდეც კი.
აცეტილცისტეინი კვეთს პლაცენტას და გვხვდება ჭიპლარის სისხლში.
არ არსებობს მონაცემები აცეტილცისტეინის ადამიანებში ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევის უნარის შესახებ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
აცც®
სამკურნალო საშუალების დასახელება:
აცც®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
აცეტილცისტეინი
გამოშვების ფორმა:
შიგნით მისაღები ხსნარი.
აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო, ოდნავ ბლანტი ხსნარი ალუბლის გემოთი.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: აცეტილცისტეინი (20 მგ/მლ).
შიგნით მისაღები ხსნარის 1 მლ შეიცავს 20 მგ აცეტილცისტეინს.
დახმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ნატრიუმის ბენზოატი (E211), დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის საქარინატი, ნატრიუმის კარმელოზა (E466), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (10% წყალხსნარი), გასუფთავებული წყალი, ალუბლის არომატიზატორი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მუკოლიზური საშუალებები. ათქ კოდი: R05CB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აცეტილცისტეინი წარმოადგენს ამინომჟავა ცისტეინის წარმოებულს. სასუნთქ გზებში ის ავლენს სეკრეტოლიზურ და სეკრეტომოტორულ მოქმედებას, ამცირებს ლორწოს სიბლანტეს. პრეპარატი აუვნებელყოფს ქიმიურ რადიკალებს, ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზის გაძლიერებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციაში. ამ ფაქტით აიხსნება აცეტილცისტეინის გამოყენება ანტიდოტის სახით პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის დროს.
ქრონიკული ბრონქიტის/მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში აცეტილცისტეინის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება ამცირებს ბაქტერიული გამწვავებების სიხშირესა და სიმძიმეს.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას აცეტილცისტეინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცისტეინი (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი), ასევე დიაცეტილცისტეინი, ცისტინი და სხვა შერეული დისულფიდები. შიგნით მიღებული აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალია (დაახლოებთ 10%). პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 1-3 საათში მიიღწევა. პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 50% შეადგენს.
ორგანიზმიდან არააქტიური მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 საათია და ძირითადად განისაზღვრება ღვიძლში მიდინარე მეტაბოლიზმის სისწრაფით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა განაპირობებს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას 8 საათამდეც კი.
აცეტილცისტეინი კვეთს პლაცენტას და გვხვდება ჭიპლარის სისხლში.
არ არსებობს მონაცემები აცეტილცისტეინის ადამიანებში ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევის უნარის შესახებ.
გამოყენების ჩვენებები
აცც – მუკოლიზური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება ბლანტი ნახველის გასათხელებლად და მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნის გასამარტივებლად ბავშვებსა და მოზრდილებში.
აცც გამოიყენება სასუნთქი სისტემის ორგანოების ყველა დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს სქელი, წებოვანი, ძნელად გამოსადევნი ნახველის წარმოქმნა, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზი, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, გრიპი, ასევე მუკოვისციდოზის, სინუსიტების დროს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- აქტიური პეპტიური წყლული.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში, აცც-ს მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე მოქმედი პრეპარატების ერთდროული მიღების დროს.
ACC-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის გათხევადება, რაც გამოიწვევს მისი მოცულობის ზრდას (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). თუ შეუძლებელია ამოხველება (არასაკმარისი ამოხველების უნარი) უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები (როგორიცაა დრენაჟი და ასპირაცია).
ძალიან იშვიათად აღინიშნა მძიმე კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, რომელთა განვითარება ემთხვეოდა აცეტილცისტეინის მიღებას. კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივი ცვლილებების განვითარებისთანავე აცეტილცისტეინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს (იხ. ასევე “გვერდითი ეფექტები”).
ჰისტამინის აუტანლობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო და თავიდან უნდა იქნას აცილებული აცც-ს ხანგრძლივი მიღება, რადგან აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შესაძლოა გამოიწვიოს მისი აუტანლობის სიმპტომების განვითარება (მაგ.: თავის ტკივილი, სურდო, ქავილი).
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სასუნთქი გზების ასაკობრივი თავისებურებისა და ამოხველების შეზღუდული უნარის გამო, მუკოლიტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა. შესაბამისად, მუკოლიტიკების, მათ შორის აცც-ს გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული (იხ. უკუჩვენებები).
3 წლამდე ასაკის ბავშვებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (დაყოვნებულის ჩათვლით).
პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი) 1,78 მმოლ/მლ (41,02 მგ/მლ) ოდენობით, რაც შეესაბამება ზრდასრული ადამიანის ნატრიუმის სადღეღამისო მოთხოვნილების 2,1%-ს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ გესაჭიროებათ 9 მლ ან მეტი პრეპარატის მიღება დღეში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებთ, თუ თქვენ (ან თქვენი ბავშვი) იმყოფებით მარილის (ნატრიუმის) დაბალკალორიულ დიეტაზე.
პრეპარატი ასევე შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (1,95 მგ/მლ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლის გაძლიერება (კანისა და თვალის ლორწოვანი გარსის სიყვითლე) ახალშობილებში (4 კვირამდე ასაკის ბავშვებში). პრეპარატი არ გამოიყენება აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
აცეტილცისტეინის ორსულებში გამოყენების მონაცემები მწირია. არ არსებობს მონაცემები აცეტილცისტეინის დედის რძეში გადასვლის თაობაზე. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ რისკისა და სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.
არ არსებობს მონაცემები აცეტილცისტეინის ადამიანის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
დოზირება და გამოყენების წესი
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი დოზებით.
მოზრდილები და მოზარდები 14 წლის ასაკიდან
10 მლ 2-3-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 400-600 მგ აცეტილცისტეინს დღეში).
6-14 წლის ასაკის ბავშვები
10 მლ 2-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 400 მგ აცეტილცისტეინს დღეში).
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები
5 მლ 2-3-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 200-300 მგ აცეტილცისტეინს დღეში).
მუკოვისციდოზი
ბავშვები 6 წლის ასაკიდან
10 მლ 3-ჯერ დღეში (600 მგ აცეტილცისტეინი დღეში).
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები
5 მლ 4-ჯერ დღეში (400 მგ აცეტილცისტეინი დღეში).
30 კგ მეტი სხეულის მასის მქონე მუკოვისციდოზიან პაციენტებში, საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე აცეტილცისტეინი დღეში.
გამოყენების წესი
პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ.
ზუსტი დოზირების მიზნით გამოიყენეთ თანდართული გრადუირებული შპრიცი - 2,5 და 5 მლ და (ან) გრადუირებული დოზირებული ჭიქა - 2,5, 5 და 10 მლ.
დოზირება შპრიცის საშუალებით
- გახსენით ფლაკონი ბავშვებისაგან დამცავი ხუფით, მასზე ხელის დაჭერითა და მარცხნივ შემოტრიალებით.
- დააწექით პერფორირებულ საფენს ფლაკონის ყელზე. თუ საფენი სრულად არ შედის, დაახურეთ ხუფი და დაატრიალეთ. საფენი აკავშირებს შპრიცს ფლაკონთან და რჩება ფლაკონის ყელში.
- მჭიდროდ მოარგეთ შპრიცი საფენის ხვრელში. შპრიცის დგუში ბოლომდე უნდა იყოს დაშვებული.
- ფრთხილად გადააბრუნეთ შპრიციანი ფლაკონი ძირით ზემოთ, მოზიდეთ დგუში სასურველ დოზამდე მლ-ში. ხსნარში ჰაერის ბუშტუკების არსებობის შემთხვევაში თავიდან ნელა შეავსეთ შპრიცი. თუ საჭირო დოზა აღემატება 5 მლ-ს, შპრიცი უნდა შეივსოს რამდენჯერმე.
- გადააბრუნეთ ფლაკონი ძირით ქვემოთ, ამოიღეთ შპრიცი პერფორირებული საფენიდან.
- შეგიძლიათ ხსნარი პირდაპირ შპრიციდან მისცეთ ბავშვს, ან გადაიტანოთ შიგთავსი კოვზზე. შპრიცით წამლის მიღების დროს ბავშვი სწორად უნდა იჯდეს. შპრიცი ნელა დაცალეთ, მიმართეთ ლოყის შიდა ზედაპირისკენ, რომ ბავშვს არ გადაცდეს.
გამოყენების შემდეგ გარეცხეთ დოზირებული შპრიცი, რამდენჯერმე წყლით ავსების გზით.
სითხის დამატებით მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს.
მიღების ხანგრძლივობა
ხანმოკლე გაციების დროს მიიღეთ 5-7 დღის განმავლობაში.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე კურსი 4-5 დღეს შეადგენს.
ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის დროს მკურნალობის კურსი უფრო ხანგრძლივია. მაქსიმალური ხანგრძლივობა 3-6 თვეს შეადგენს.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი მოვლენების შეფასება ეფუძნება მათი გამოვლენის სიხშირის შესახებ შემდეგ მონაცემებს:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000) ან სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი: თავის ტკივილი.
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
არახშირი: ტინიტუსი.
დარღვევები გულის მხრივ
არახშირი: ტაქიკარდია.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი: სისხლდენა.
სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ დარღვევები
იშვიათი: ქოშინი, ბრონქოსპაზმი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
არახშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სტომატიტი.
იშვიათი: დისპეფსია.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეგზანთემა.
ზოგადი და შეყვანის ადგილის მხრივ დარღვევები
არახშირი: ცხელება.
სიხშირე უცნობია: სახის შეშუპება.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
არახშირი: არტერიული ჰიპოტენზია.
აღწერილია კანის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომელთა განვითარება ემთხვეოდა აცეტილცისტეინის მიღებას. ამ შემთხვევათა უმეტესობაში დაფიქსირდა მინიმუმ 1 დამატებითი პრეპარატის მიღება, რომელიც აძლიერებდა კანისა და ლორწოვანი გარსების აღწერილ სიმპტომებს.
კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივი ცვლილებების განვითარებისთანავე აცც-ს მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.
სხვადასხვა კვლევამ აჩვენა თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება აცეტილცისტეინის თანაობისას. ამ ფენომენის კლინიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
ჭარბი დოზირება
დღეისათვის, პერორალური აცეტილცისტეინით გამოწვეული ტოქსიკური დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მოხალისეებს, რომლებიც სამი თვის განმავლობაში იღებდნენ აცეტილცისტეინს 11.6 გ/დღეში დოზით, არ აღენიშნებოდათ მძიმე გვერდითი მოვლენები. აცეტილცისტეინის 500 მგ/კგ სხეულის წონამდე პერორალური დოზები გადაიტანებოდა ინტოქსიკაციის რაიმე სიმპტომების გარეშე.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა. ბავშვებში, სიცოცხლის პირველ წელს არსებობს ჰიპერსეკრეციის რისკი.
საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეები
აცც-ს კომბინირების დროს ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ხველების რეფლექსის დათრგუნვის გამო, შესაძლოა მოხდეს სეკრეტის სახიფათო შეგუბება. ამიტომ, ამგვარი კომბინაციის დასანიშნად, საჭიროა დიაგნოზის ზედმიწევნით ზუსტი დასმა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაცია აცეტილცისტეინის მიერ ანტიბიოტიკების ინაქტივაციის შესახებ ეფუძნება ინ ვიტრო მონაცემებს, რომლებშიც შესაბამისი ნივთიერებები უშუალოდ ერეოდა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ორალური ანტიბიოტიკები მიღებულ უნდა იქნას აცც-გან დამოუკიდებლად, მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალის დაცვით. აღნიშნული არ ეხება ცეფიქსიმსა და ლორაკარბეფს.
აცც-სა და გლიცერინტრინიტრატის (ნიტროგლიცერინი) ერთდროული მიღება აძლიერებს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამაფართოებელ და ანტიაგრეგაციულ ეფექტებს. შედეგად შესაძლოა აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება (არტერიული ჰიპოტენზია), სერიოზულის ჩათვლით და თავის ტკივილები. არტერიული ჰიპოტენზიისა და თავის ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
აქტივირებული ნახშირის (ანტიდოტის სახით) მაღალი დოზები ამცირებს აცეტილცისტეინის ეფექტურობას.
აცეტილცისტეინს შეუძლია გავლენა იქონიოს სალიცილატების აღმოჩენაზე კოლორიმეტრული მეთოდით.
შარდის ანალიზის დროს აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს კეტოსხეულების განსაზღვრაზე.
შეფუთვა
ყავისფერი მინის ფლაკონი ხუფითა და დალუქვის რგოლით.
შეფუთვაში მოთავსებულია გრადუირებული შპრიცი 2,5 და 5 მლ ან საზომი ჭიქა გრადუირებით 2,5, 5 და 10 მლ.
1 ფლაკონი 100 ან 200 მლ ხსნარით გამოყენების ინსტრუქციასთან და საზომ მოწყობილობებთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25OC ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა გახსნის შემდეგ: 11 დღე (არაუმეტეს 25 OC ტემპერატურის პირობებში).
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სანდოზ ფარმაცევტიკალს დ. დ., ვეროვშკოვას 57, ლუბლიანა, სლოვენია
მწარმოებელი
სალუტას ფარმა გმბხ, ოტო-ფონ-გერიკეს ხეივანი 1, ბარლებენი, გერმანია – “სანდოზის” ჯგუფის კომპანია.
ტექსტის გადახედვის თარიღი
2019 წლის დეკემბერი.
მომხმარებელთა პრეტენზიების იგზავნება კომპანია “სანდოზის” ადგილობრივ წარმომადგენლობაში ან ელ-ფოსტაზე: [email protected].
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


