პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ფლუიმუცილი

FLUIMUCIL®

ურეცეპტოდ200მგინსტრუქცია ქართულადშვეიცარია
რისთვის გამოიყენება

სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ბლანტი, ძნელად გამოყოფადი ბრონქული სეკრეციის წარმოქმნასთან: ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადებები, მუკოვისციდოზი, ფილტვის აბსცესი, ფილტვის ემფიზემა, ლარინგოტრაქეიტი, ფილტვების ინტერსტიციალური დაავადებები, …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აცეტილცისტეინი (acetylcysteine)
ფორმა და შეფუთვა
200მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №20
მწარმოებელი
Zambon Switzerland Ltd, შვეიცარია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036120
რეგისტრირებულია
5 აგვისტო 2022, მოქმედებს 5 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Zambon S.p.A. through the representation of Zambon S.p.A. in Moscow (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „ფარმა სერვისი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფლუიმუცილი და სხვა წამალი ერთად

ფლუიმუცილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ბლანტი, ძნელად გამოყოფადი ბრონქული სეკრეციის წარმოქმნასთან: ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადებები, მუკოვისციდოზი, ფილტვის აბსცესი, ფილტვის ემფიზემა, ლარინგოტრაქეიტი, ფილტვების ინტერსტიციალური დაავადებები, ფილტვის ატელეკტაზი (ბრონქების დაცობით ლორწოვანი საცობით).

კატარარული და ჩირქოვანი ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი(გამონადენის გამოყოფის გაადვილება).

ბლანტი სეკრეტის ამოღება სასუნთქი გზებიდან პოსტტრავმულ და პოსტოპერაციულ მდგომარეობებში.

მიღების წესი და დოზირება

შიგნით. გრანულები იხსნება 1/3 ჭიქა წყალში.

ბავშვები 2-დან 6 წლამდე - 200 მგ 2-ჯერ დღეში.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - 200 მგ 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. მწვავე დაავადებების დროს მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-დან 10 დღემდე; რამდენიმე თვე ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს (ექიმის რეკომენდაციით).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აცეტილცისტეინის მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები გამწვავების სტადიაში, ფენილკეტონურია, ფრუქტოზის აუტანლობა, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, ლაქტაციი პერიოდი.

სიფრთხილით - კუჭისა და 12 თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, საყლაპავის ვენების ვარიკოზური გაგანიერება, სისხლის ამოხველება, ფილტვოვანი სისხლდენა, ბრონქული ასთმა, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

სიფრთხილის ზომები

ავადმყოფებში ბრონქიალური ასთმით და ობსტრუქციული ბრონქიტით აცეტილცისტეინი სიფრთხილით ინიშნება ბრონქების განვლადობის სისტემატური კონტროლით.

პრეპარატი შეიცავს ასპარტამს, მისი გამოყენება ავადმყოფებში ფენილკეტონურიით უკუნაჩვენებია.

პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს, პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, რომლებიც დაკავშირებულია ფრუქტოზას აუტანლობასთან, ეს სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია.

გოგირდის მსუბუქი სუნი მოქმედი ნივთიერების დამახასიათებელი სუნია.

აცეტილცისტეინის განზავებისას უნდა მოხდეს შუშის ჭურჭლის გამოყენება, არ შეიძლება მეტალის და რეზინის ზედაპირებთან კონტაქტი.

აცეტილცისტეინს შეუძლია უმნიშვნელო ზეგავლენა მოახდინოს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე, ამიტომ აუტანლობის სიმპტომების (თავის ტკივილი, ვაზომოტორული რინიტი, ქავილი) გამოვლენის დროს ჰისტამინის აუტანლობის მქონე პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცეტილცისტეინის კომბინირებულმა გამოყენებამ ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან შეიძლება გააძლიეროს ნახველის სტაგნაცია ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.

ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა ტეტრაციკლინები (დოქსიციკლინის გარდა), ამპიცილინი, ამფოტერიცინი B, შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება აცეტილცისტეინის თიოლის ჯგუფთან, რაც იწვევს ორივე პრეპარატის აქტივობის დაქვეითებას. ამიტომ ამ პრეპარატების დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 2 საათი.

აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება და თავის ტკივილი.

აცეტილცისტეინის და კარბამაზეპინის ერთდროული გამოყენება შეიძლება გამოიხატოს კარბამაზეპინის სუბთერაპიულ დონეებში.

აქტივირებულ ნახშირს გააჩნია აცეტილცისტეინის მოქმედების შემცირების უნარი.

აცეტილცისტეინი აღმოფხვრის პარაცეტამოლის ტოქსიკურ ეფექტებს.

აცეტილცისტეინმა შეიძლება იმოქმედოს სალიცილატების კოლორიმეტრიული მეთოდით განსაზღვრის შედეგებზე.

აცეტილცისტეინმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს შარდში კეტონების განსაზღვრის ანალიზზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

შემდეგ ცხრილში, არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სისტემის ორგანოთა კლასისა და გამოვლინების სიხშირის მიხედვით (ძალიან ხშირად (> 1/10), ხშირად (> 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირად (> 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000) და უცნობი (არ ექვემდებარება შეფასებას ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე).

სიხშირის თითოეული ჯგუფისთვის არასასურველი მოვლენები წარმოდგენილია სერიოზულობის კლებადობის მიხედვით.

სისტემურ-ორგანული კლასი

არასასურველი რეაქციები

არახშირი

(≥1/1000 - ˂1/100)

იშვიათი (≤1/10000 - ˂1/1000)

ძალიან იშვიათი (˂1/10000)

უცნობია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა

ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური/

ანაფილაქტოიდური რეაქცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

დარღვევები სმენის ორგანოების და შიდა ყურის მხრივ

ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია

დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

სისხლდენა

დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ბრონქოსპაზმი

დისპნოე

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღებინება, დიარეა, სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა

დისპეფსია

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას

პირექსია

სახის შეშუპება

ანალიზები და კვლევები

დაქვეითებული არტერიული წნევა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, აცეტილცისტეინის გამოყენისგან ქრონოლოგიური დამოკიდებულებით.

უმეტეს შემთხვევაში, სულ მცირე, ერთი კომბინაციაში გამოყენებული პრეპარატი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული ლორწოვანა -კანის ზემოაღნიშნული სინდრომების გამოვლენის დაწყებაში. ამ მიზეზით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს კანზე ან ლორწოვან გარსზე რაიმე ახალი ცვლილების შემთხვევაში და დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ აცეტილცისტეინის მიღება.

აცეტილცისტეინის არსებობისას თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება დადასტურებულია სხვადასხვა კვლევებით. კლინიკური მნიშვნელობა ჯერ დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზა

აცეტილცისტეინი 500 მგ/კგ/დღეში დოზით მიღებისას არ იწვევს დოზის გადაჭარბების ნიშნებსა და სიმპტომებს.

სიმპტომები

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მკურნალობა: კონკრეტული ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია.

შემადგენლობა

ერთი პაკეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: აცეტილცისტეინი - 200 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ასპარტამი 25 მგ, ფორთოხლის არომატიზატორი 100 მგ, სორბიტოლი 675,0 მგ.

აღწერა. თეთრი ფერის გრანულები დამახასიათებელი ფორთოხლისფერით, ოდნავ გოგირდის სუნით.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მუკოლიზური საშუალება.

ათქ კოდი: R05CB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

მუკოლიზური აგენტი, ათხიერებს ნახველს, ზრდის მის მოცულობას, აადვილებს ნახველის გამოყოფას. მოქმედება დაკავშირებულია აცეტილცისტეინის თავისუფალი სულფჰიდრილის ჯგუფების უნართან, დაარღვიონ ნახველის მჟავა მუკოპოლისაქარიდების შიდა და მოლეკულათაშორისი დისულფიდური ბმები, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და ნახველის სიბლანტის დაქვეითებას. გარდა ამისა, ამცირებს მუკოიდური უჯრედების ინდუცირებულ ჰიპერპლაზიას, აძლიერებს ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამომუშავებას II ტიპის პნევმოციტების სტიმულირებით, ასტიმულირებს მუკოცილიარულ აქტივობას, რაც იწვევს მუკოცილიარული კლირენსის გაუმჯობესებას.

ინარჩუნებს აქტივობას ჩირქოვანი ნახველის, ლორწოვან-ჩირქოვანი და ლორწოვანი ნახველი დროს.

ზრდის ნაკლებად ბლანტი სიალომუცინების სეკრეციას ფიალისებრი უჯრედების მიერ, ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებთან. ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვან უჯრედებს, რომელთა სეკრეტის ლიზის ახდენს ფიბრინი. ანალოგიურ გავლენას ახდენს ლორ-ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს წარმოქმნილ სეკრეტზე. მას აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება SH- ჯგუფის არსებობის გამო, რომელსაც შეუძლია ელექტროფილური ჟანგვითი ტოქსინების განეიტრალება. აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედში, დეაცეტილირდება L-ცისტეინამდე, საიდანაც სინთეზირდება უჯრედშიდა გლუტათიონი. გლუტათიონი არის უაღრესად რეაქტიული ტრიპეპტიდი, ძლიერი ანტიოქსიდანტი, ციტოპროტექტორი, რომელიც იჭერს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ხელს უშლის დაქვეითებას და ხელს უწყობს უჯრედშიდა გლუტათიონის სინთეზის ზრდას, რომელიც მონაწილეობს უჯრედების ჯანგვა-აღდგენის პროცესებში, რითაც ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას. ეს ხსნის აცეტილცისტეინის, როგორც ანტიდოტის მოქმედებას პარაცეტამოლით მოწამვლისთვის.

პარაცეტამოლი ავლენს თავის ციტოტოქსიურ ეფექტს გლუტათიონის პროგრესირებადი გამოფიტვის გზით. აცეტილცისტეინის მთავარი როლი არის გლუტათიონის კონცენტრაციის სათანადო დონის შენარჩუნება, რითაც უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას.

იცავს ალფა1-ანტიტრიფსინს (ელასტაზას ინჰიბიტორი) HOCl-ის ინაქტივაციის ეფექტისგან, ჟანგვის აგენტის, რომელიც წარმოიქმნება აქტიური ფაგოციტების მიელოპეროქსიდაზას მიერ. მას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი (თავისუფალი რადიკალების და აქტიური ჟანგბადის შემცველი ნივთიერებების წარმოქმნის დათრგუნვით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფილტვის ქსოვილში ანთების განვითარებაზე).

ფარმაკოკინეტიკა.

ფლუიმუცილი კარგად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. ღვიძლში ის მაშინვე დეაცეტილირდება ცისტეინამდე. სისხლში გვხვდება თავისუფალი და პლაზმის ცილებთან დაკავშირებული აცეტილცისტეინის და მისი მეტაბოლიტების (ცისტეინი, ცისტინი, დიაცეტილცისტეინი) მოძრავი წონასწორობა. ღვიძლში „პირველი გავლის“ მაღალი ეფექტის გამო, აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 10%. აცეტილცისტეინი აღწევს უჯრედშორის სივრცეში, ძირითადად ნაწილდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ბრონქულ სეკრეტში.

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ და შეადგენს 15 მმოლ/ლ, პლაზმის ცილებთან კავშირი არის 50%. T1/2 - დაახლოებით 1 საათი, ღვიძლის ციროზის დროს იზრდება 8 საათამდე, გამოიყოფა თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით (არაორგანული სულფატები, დიაცეტილცისტეინი), მცირე ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავებით. აღწევს პლაცენტურ ბარიერში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ფლიუმუცილი®

(FLUIMUCIL®)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ფლუიმცუილი®

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: აცეტილცისტეინი

სამკურნალო ფორმა: შინაგანად მისაღები ხსნარის მოსამზადებელი გრანულები

შემადგენლობა.

ერთი პაკეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: აცეტილცისტეინი - 200 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ასპარტამი 25 მგ, ფორთოხლის არომატიზატორი 100 მგ, სორბიტოლი 675,0 მგ.

აღწერა. თეთრი ფერის გრანულები დამახასიათებელი ფორთოხლისფერით, ოდნავ გოგირდის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. მუკოლიზური საშუალება.

ათქ კოდი: R05CB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

მუკოლიზური აგენტი, ათხიერებს ნახველს, ზრდის მის მოცულობას, აადვილებს ნახველის გამოყოფას. მოქმედება დაკავშირებულია აცეტილცისტეინის თავისუფალი სულფჰიდრილის ჯგუფების უნართან, დაარღვიონ ნახველის მჟავა მუკოპოლისაქარიდების შიდა და მოლეკულათაშორისი დისულფიდური ბმები, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და ნახველის სიბლანტის დაქვეითებას. გარდა ამისა, ამცირებს მუკოიდური უჯრედების ინდუცირებულ ჰიპერპლაზიას, აძლიერებს ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამომუშავებას II ტიპის პნევმოციტების სტიმულირებით, ასტიმულირებს მუკოცილიარულ აქტივობას, რაც იწვევს მუკოცილიარული კლირენსის გაუმჯობესებას.

ინარჩუნებს აქტივობას ჩირქოვანი ნახველის, ლორწოვან-ჩირქოვანი და ლორწოვანი ნახველი დროს.

ზრდის ნაკლებად ბლანტი სიალომუცინების სეკრეციას ფიალისებრი უჯრედების მიერ, ამცირებს ბაქტერიების ადჰეზიას ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებთან. ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვან უჯრედებს, რომელთა სეკრეტის ლიზის ახდენს ფიბრინი. ანალოგიურ გავლენას ახდენს ლორ-ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს წარმოქმნილ სეკრეტზე. მას აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება SH- ჯგუფის არსებობის გამო, რომელსაც შეუძლია ელექტროფილური ჟანგვითი ტოქსინების განეიტრალება. აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედში, დეაცეტილირდება L-ცისტეინამდე, საიდანაც სინთეზირდება უჯრედშიდა გლუტათიონი. გლუტათიონი არის უაღრესად რეაქტიული ტრიპეპტიდი, ძლიერი ანტიოქსიდანტი, ციტოპროტექტორი, რომელიც იჭერს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ხელს უშლის დაქვეითებას და ხელს უწყობს უჯრედშიდა გლუტათიონის სინთეზის ზრდას, რომელიც მონაწილეობს უჯრედების ჯანგვა-აღდგენის პროცესებში, რითაც ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას. ეს ხსნის აცეტილცისტეინის, როგორც ანტიდოტის მოქმედებას პარაცეტამოლით მოწამვლისთვის.

პარაცეტამოლი ავლენს თავის ციტოტოქსიურ ეფექტს გლუტათიონის პროგრესირებადი გამოფიტვის გზით. აცეტილცისტეინის მთავარი როლი არის გლუტათიონის კონცენტრაციის სათანადო დონის შენარჩუნება, რითაც უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას.

იცავს ალფა1-ანტიტრიფსინს (ელასტაზას ინჰიბიტორი) HOCl-ის ინაქტივაციის ეფექტისგან, ჟანგვის აგენტის, რომელიც წარმოიქმნება აქტიური ფაგოციტების მიელოპეროქსიდაზას მიერ. მას ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი (თავისუფალი რადიკალების და აქტიური ჟანგბადის შემცველი ნივთიერებების წარმოქმნის დათრგუნვით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფილტვის ქსოვილში ანთების განვითარებაზე).

ფარმაკოკინეტიკა.

ფლუიმუცილი კარგად შეიწოვება პერორალურად მიღებისას. ღვიძლში ის მაშინვე დეაცეტილირდება ცისტეინამდე. სისხლში გვხვდება თავისუფალი და პლაზმის ცილებთან დაკავშირებული აცეტილცისტეინის და მისი მეტაბოლიტების (ცისტეინი, ცისტინი, დიაცეტილცისტეინი) მოძრავი წონასწორობა. ღვიძლში „პირველი გავლის“ მაღალი ეფექტის გამო, აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 10%. აცეტილცისტეინი აღწევს უჯრედშორის სივრცეში, ძირითადად ნაწილდება ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებში, ბრონქულ სეკრეტში.

მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ და შეადგენს 15 მმოლ/ლ, პლაზმის ცილებთან კავშირი არის 50%. T1/2 - დაახლოებით 1 საათი, ღვიძლის ციროზის დროს იზრდება 8 საათამდე, გამოიყოფა თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით (არაორგანული სულფატები, დიაცეტილცისტეინი), მცირე ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავებით. აღწევს პლაცენტურ ბარიერში.

გამოყენების ჩვენებები

სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ბლანტი, ძნელად გამოყოფადი ბრონქული სეკრეციის წარმოქმნასთან: ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქიოლიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზიური დაავადებები, მუკოვისციდოზი, ფილტვის აბსცესი, ფილტვის ემფიზემა, ლარინგოტრაქეიტი, ფილტვების ინტერსტიციალური დაავადებები, ფილტვის ატელეკტაზი (ბრონქების დაცობით ლორწოვანი საცობით).

კატარარული და ჩირქოვანი ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი(გამონადენის გამოყოფის გაადვილება).

ბლანტი სეკრეტის ამოღება სასუნთქი გზებიდან პოსტტრავმულ და პოსტოპერაციულ მდგომარეობებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აცეტილცისტეინის მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები გამწვავების სტადიაში, ფენილკეტონურია, ფრუქტოზის აუტანლობა, 2 წლამდე ასაკის ბავშვები, ლაქტაციი პერიოდი.

სიფრთხილით - კუჭისა და 12 თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, საყლაპავის ვენების ვარიკოზური გაგანიერება, სისხლის ამოხველება, ფილტვოვანი სისხლდენა, ბრონქული ასთმა, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

მიღების წესი და დოზები

შიგნით. გრანულები იხსნება 1/3 ჭიქა წყალში.

ბავშვები 2-დან 6 წლამდე - 200 მგ 2-ჯერ დღეში.

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - 200 მგ 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. მწვავე დაავადებების დროს მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-დან 10 დღემდე; რამდენიმე თვე ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს (ექიმის რეკომენდაციით).

გვერდითი მოვლენები

შემდეგ ცხრილში, არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია სისტემის ორგანოთა კლასისა და გამოვლინების სიხშირის მიხედვით (ძალიან ხშირად (> 1/10), ხშირად (> 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირად (> 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000) და უცნობი (არ ექვემდებარება შეფასებას ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე).

სიხშირის თითოეული ჯგუფისთვის არასასურველი მოვლენები წარმოდგენილია სერიოზულობის კლებადობის მიხედვით.

სისტემურ-ორგანული კლასი

არასასურველი რეაქციები

არახშირი

(≥1/1000 - ˂1/100)

იშვიათი (≤1/10000 - ˂1/1000)

ძალიან იშვიათი (˂1/10000)

უცნობია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა

ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური/

ანაფილაქტოიდური რეაქცია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

დარღვევები სმენის ორგანოების და შიდა ყურის მხრივ

ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია

დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

სისხლდენა

დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ბრონქოსპაზმი

დისპნოე

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღებინება, დიარეა, სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა

დისპეფსია

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას

პირექსია

სახის შეშუპება

ანალიზები და კვლევები

დაქვეითებული არტერიული წნევა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, აცეტილცისტეინის გამოყენისგან ქრონოლოგიური დამოკიდებულებით.

უმეტეს შემთხვევაში, სულ მცირე, ერთი კომბინაციაში გამოყენებული პრეპარატი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული ლორწოვანა -კანის ზემოაღნიშნული სინდრომების გამოვლენის დაწყებაში. ამ მიზეზით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს კანზე ან ლორწოვან გარსზე რაიმე ახალი ცვლილების შემთხვევაში და დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ აცეტილცისტეინის მიღება.

აცეტილცისტეინის არსებობისას თრომბოციტების აგრეგაციის დაქვეითება დადასტურებულია სხვადასხვა კვლევებით. კლინიკური მნიშვნელობა ჯერ დადგენილი არ არის.

დოზის გადაჭარბება

აცეტილცისტეინი 500 მგ/კგ/დღეში დოზით მიღებისას არ იწვევს დოზის გადაჭარბების ნიშნებსა და სიმპტომებს.

სიმპტომები

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მკურნალობა: კონკრეტული ანტიდოტი არ არსებობს, მკურნალობა სიმპტომურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცეტილცისტეინის კომბინირებულმა გამოყენებამ ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან შეიძლება გააძლიეროს ნახველის სტაგნაცია ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.

ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა ტეტრაციკლინები (დოქსიციკლინის გარდა), ამპიცილინი, ამფოტერიცინი B, შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება აცეტილცისტეინის თიოლის ჯგუფთან, რაც იწვევს ორივე პრეპარატის აქტივობის დაქვეითებას. ამიტომ ამ პრეპარატების დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 2 საათი.

აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება და თავის ტკივილი.

აცეტილცისტეინის და კარბამაზეპინის ერთდროული გამოყენება შეიძლება გამოიხატოს კარბამაზეპინის სუბთერაპიულ დონეებში.

აქტივირებულ ნახშირს გააჩნია აცეტილცისტეინის მოქმედების შემცირების უნარი.

აცეტილცისტეინი აღმოფხვრის პარაცეტამოლის ტოქსიკურ ეფექტებს.

აცეტილცისტეინმა შეიძლება იმოქმედოს სალიცილატების კოლორიმეტრიული მეთოდით განსაზღვრის შედეგებზე.

აცეტილცისტეინმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს შარდში კეტონების განსაზღვრის ანალიზზე.

განსაკუთრებული მითითებები

ავადმყოფებში ბრონქიალური ასთმით და ობსტრუქციული ბრონქიტით აცეტილცისტეინი სიფრთხილით ინიშნება ბრონქების განვლადობის სისტემატური კონტროლით.

პრეპარატი შეიცავს ასპარტამს, მისი გამოყენება ავადმყოფებში ფენილკეტონურიით უკუნაჩვენებია.

პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს, პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, რომლებიც დაკავშირებულია ფრუქტოზას აუტანლობასთან, ეს სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია.

გოგირდის მსუბუქი სუნი მოქმედი ნივთიერების დამახასიათებელი სუნია.

აცეტილცისტეინის განზავებისას უნდა მოხდეს შუშის ჭურჭლის გამოყენება, არ შეიძლება მეტალის და რეზინის ზედაპირებთან კონტაქტი.

აცეტილცისტეინს შეუძლია უმნიშვნელო ზეგავლენა მოახდინოს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე, ამიტომ აუტანლობის სიმპტომების (თავის ტკივილი, ვაზომოტორული რინიტი, ქავილი) გამოვლენის დროს ჰისტამინის აუტანლობის მქონე პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე

სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.

გამოშვების ფორმა

შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებელი გრანულები 200 მგ.

1,0გ გრანულები მრავალშრიანი მასალის [ქაღალდი/ალუმინი/პოლიეთილენი] კონტურულ არაუჯრედულ შეფუთვაში (პაკეტი).

20 ან 60 პაკეტი (200 მგ გრანულები) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი საწარმო

ზამბონი სვიტცერლანდი ლტდ.,

ვია ინდუსტრია 13, CH-6814 კადემპინო, შვეიცარია.

პრეპარატის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები გაგზავნეთ მისამართზე:

სს “ზამბონ გრუპ S.P.A.” (იტალია) წარმომადგენლობა:

რუსეთი, 121002 მოსკოვი,

გლაზოვსკის შესახვევი, სახლი 7, ოფისი 17.

ტელ.: (495) 933-38-30/32

ფაქსი: (495) 933-38-31

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა