აცც 200 არის მიკოლიზური საშუალება ბლანტი ნახველის გასათხიერებლად და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის გასაადვილებლად. აცც 200 გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სქელი და ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აცეტილცისტეინი (acetylcysteine)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ შუშხუნა ტაბლეტი №20 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ტუბში
- მწარმოებელი
- Salutas Pharma GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Hermes Pharma Ges m.b.H.(ავსტრია)), გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039773
- რეგისტრირებულია
- 19 დეკემბერი 2023, მოქმედებს 19 დეკემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sandoz Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიჰელსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აცც 200 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აცც 200 არის მიკოლიზური საშუალება ბლანტი ნახველის გასათხიერებლად და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის გასაადვილებლად.
აცც 200 გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სქელი და ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ლარინგოტრაქეიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზები, ბრონქული ასთმა, ბრონქოლიტები.
აცც 200 ასევე გამოიყენება მუკოვისციდოზის, მწვევე და ქრონიკული სინუსიტის, შუა ყურის ანთების (შუა ოტიტი) დროს.
მიღების წესი და დოზირება
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული რეკომენდებულია აცც 200-ის შემდეგი დოზების დაცვა.
იმისთვის, რომ პრეპარატმა იმოქმედოს სათანადოდ, საჭიროა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის ზუსტი დაცვა!
ასაკი
საერო დღიური დოზა
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები
1/2 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-3 ჯერ (დღე-ღამეში 200-300 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
1 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-ჯერ (დღე-ღამეში 400- მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები
1 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-3 ჯერ (დღე-ღამეში 400-600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
მუკოვისციდოზი
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები
1 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 3 ჯერ (დღე-ღამეში 600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები
1/2 ტაბლეტი დღე-ღამეში 4 ჯერ (დღე-ღამეში 400 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად, გახსნის შემდეგ.
მიიღება ჭამის შემდეგ.
შუშხუნა ტაბლეტი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და მთლიანად დალიეთ ჭიქის შიგთავსი.
სითხის დამატებითი მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს.
მიღების ხანგრძლივობა
ხანმოკლე რესპირატორული დაავადებების დროს მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის დროს პრეპარატი მიღებულ უნდა იქნას უფრო ხანგრძლივი კურსებით, ინფექციების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით.
პრეპარატის მიღების გამოტოვება
თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის ერთი მიღება ან მიიღეთ ძალიან მცირე დოზა, დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღების დროს და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ისე, როგორც მითითებულია დოზირების რეკომენდაციებში.
უკუჩვენებები
აცეტილცისტეინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
აქატიური პეპტიკური წყლული.
2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები
სიფრთხილის ზომები
ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ. ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში აცც 200-ს დაუყოვნებლივ ხსნიან და ნიშნავენ შესაბამის მკურნალობას
ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებში რეკომენდბულია სიფრთხილე, განსაკუთრებით ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს.
აცც 200-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის გათხიერება და შესაბამისად, მისი მოცულობის გაზრდა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). ამოხველების შეუძლებლობის (ამოხველება არასაკმარისია) შემთხვევაში, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები (როგორიც არის დრენაჟი და ასპირაცია).
ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის ისეთი მძიმე რეაქციები, როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, რომელთა განვითარება დროში დაემთხვა აცეტილცისტეინის გამოყენებას. კანის და ლორწოვანი გარსის მხრივ ცვლილებების შემთხვევაში საჭიროა აცეტილცისტეინის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება (იხ. ასევე <<გვერდითი მოქმედება>.)
ჰისტამინის აუტანლობისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე და აცც 200-ით ხანგრძლივი მკურნალობისგან თავის შეკავება, რადგან აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს მისი აუტანლობის სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, სურდო, ქავილი).
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სასუნთქი გზების ხასიათისა და ამოხველების შეზღუდული უნარის გამო, მუკოლიზურების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ბლოკირება. შესაბამისად, მუკოლიზურების გამოყენება, მათ შორის აცც 200-ის, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება (იხ. <<უკუჩვენებები>>).
ერთი შუშუხუნა ტაბლეტი შეიცავს 4,3 მოლ (98,8 მგ) ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარ კომპონენტს). რაც შეესაბამება მოზრდილი ადამიანის ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მოთხოვნილების 4,94%-ს. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას იმ პირების მიერ, რომლებიც იცავენ მარილის (ნატრიუმის) დაბალი შემცველობის დიეტას.
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 0,01 პურის ერთეულს. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მიერ.
ლაქტოზის შემცველობის გამო პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგიის მქონე პაციენტების მიერ, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცც 200-ის და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინირებული მიღებისას შეიძლება განვითარდეს სეკრეტის სახიფათო შეგუბება, ხველის რეფლექსის დათრგუნვის შედეგად. ამიტომ საჭიროა დიაგნოზის განსაკუთრებით გულმოდგინედ დასმა მსგავსი თერაპიის დასანიშნად.
აცეტილცისტეინით ანტიბიოტიკების ინაქტივაციის შესახებ დღემდე მიღებული შეტყობინებები დაფუძნებულია მხოლოდ in vitro ექსპერიმენტებზე, რომლებშიც ხდებოდა შესაბამისი ნივთიერებების უშუალოდ ერთმანეთში შერევა. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების მიზნით პერორალური ანტიბიოტიკები მიღებულ უნდა იქნას აცეტილცისტეინისგან ცალკე, როგორც მინიმუმ ორსაათიანი ინტერვალის დაცვით. ეს არ ეხება ცეფიქსიმს და ლორაკარბეფს.
აცც 200-ის ერთდროულ გამოყენებას გლიცერინტრინიტრატთან (ნიტროგლიცერინთან) შეუძლია გააძლიეროს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ანტიაგრეგანტული მოქმედება. ამან შეიძლება განაპირობოს არტერიული წნევის ზედმეტად შემცირება (არტერიული ჰიპოტენზია), მატ შორის სერიოზული, ასევე ტვის ტკივილები. არტერიული ჰიპოტენზიის ან თავის ტკივილების განვთარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
აქტივირებულმა ნახშირის მაღალმა დოზებმა (ანტიდოტის სახით) შეიძლება შეამციროს აცეტილცისტეინის ეფექტურობა.
აცეტილცისტეინს შეუძლია გავლენა იქონიოს სალიცილატების განსაზღვრზე კოლორიმეტრიული მეთოდით.
შარდის ანალიზის დროს აცეტილცისტეინს შეუძლია გავლენა იქონიოს კეტონური სხეულების განსაზღვრის შედეგებზე.
აცც 200-ის გახსნა სხვა პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული.
შეფუთვა
20 შუშხუნა ტაბლეტიანი 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად მუყაოს კოლოფში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები ორსული ქალების მიერ აცეტილცისტეინის გამოყენების შესახებ არასაკმარისია. მონაცემები ლაქტატში აცეტილცისტეინის შეღწევის უნარის შესახებ არ არსებობს. ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფარდების მკაცრი შეფასების შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არახშირი (≥1/1 000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად დადგენა შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი: თავის ტკივილი.
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
არახშირი: ტინიტუსი.
დარღვევები გულის მხრივ
არახშირი: ტაქიკარდია.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი: სისხლდენა.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
იშვიათი: ქოშინი, ბრონქოსპაზმი.
დარღვევები საჭმლის მონელებელი ტრაქტის მხრივ
არახშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სტომატიტი.
იშვიათი: დისპეფსია.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეგზანთემა.
საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
არახშირი: ცხელება
სიხშირე უცნობია: სახის შეშუპება.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
არახშირი: არტერიული ჰიპოტენზია
შემოსულია ძალიან იშვიათი შეტყობინებები კანის რეაქციების შესახებ, როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც დროში დაემთხვა აცეტილცისტეინის გამოყენებას. უმეტეს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მინიმუმ ერთი დამატებითი პრეპარატის ერთდროულ გამოყენებას, რომელსაც შეეძლო გაეზარდა კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ აღწერილი რეაქციები.
თუ ვითარდება კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ დარღვევები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აცც 100-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმარტეტ ექიმს.
სხვადასხვა გამოკვლევებში ნაჩვენებია, სისხლის თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება აცეტილცისტეინის არსებობისას. ამჟამად, ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზა
დღემდე აცეტილცისტეინის პერორალური ფორმების მიღებით გამოწვეული ტოქსიკური ჭარბი დოზირების შემთხვევები აღნიშნული არ ყოფილა. იმ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ აცეტილცისტეინს დოზით 11,6 გ/დღე-ღამეში სამი თვის განმავლობაში, არ ყოფილა აღნიშნული არანაირი მძიმე არასასურველი რეაქციები. შიგნით მისაღები აცეტილცისტეინის დოზები, რომლებიც სხეულის მასაზე 500 მგ/კგ აღწევდნენ, გადატანილ იქნა ინტოქსიკაციის რაიმე სიმპტომების გარეშე.
ჭარბი დოზირების დროს შეიძლება გაჩნდეს სიმპტომები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, ისეთი როგორიცაა, გულისრევა, ღებინება და დიარეა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში არსებობს ჰიპერსეკრეციის რისკი.
საჭიროებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: აცეტილცისტეინი.
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 200 მგ აცეტილცისტეინს.
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, უწყლო ლიმონმჟავა, უწყლო ლაქტოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის უწყლო კარბონატი, ნატრიუმის საქარინატი, მაყვლის არომატიზატორი <<B>>.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე. შეინახეთ ტუბი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში ტაბლეტების ნესტისგან დასაცავად.
ვარგისობის ვადა
იხ. შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
მუკოლიზურები. ათქ-კოდი: R05CB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აცეტილცისტეინი არის ამინომჟავა ცისტეინის წარმოებული. აცეტილცისტეინი სასუნთქ გზებში ახდენს სეკრეტოლიზურ და სეკრეტომოტორულ მოქმედებას, ამცირებს ლორწოს სიბლანტეს. იგი ანეიტრალებს ქიმიურ რადიკალებს, ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზის გაძლიერებას, რომელიც მნიშვნელოვანია მავნე ნივთერებების დეტოქსიკაციისთვის. ეს ხსნის აცეტილცისტეინის ანტიდოტურ ეფექტს პარაცეტამოლით ინტოქსიკაციისას. ქრონიკული ბრონქიტის/მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, აცეტილცისტეინის პროფილქტიკური გამოყენების დროს მცირდება ბაქტერიული გამწვავებების სიხშირე და სიმძიმე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების დროს აცეტილცისტეინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ცისტეინის (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის), ასევე დიაცეტილციტინის, ცისტინის და სხვა შერეული დისულფიდების წარმოქმნით. შიგნით მიღებული აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალია (დაახლოვებით 10%). პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 1-3 საათში. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი - დაახლოებით 50%.
ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლებით, მხოლოდ არაქტიური მეტაბოლიტების ფორმით. ღვიძლის ფუნქციის დარღევა იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის 8 საათამდე გახანგრძლივებას.
აცეტილცისტეინი აღწევს პლაცენტაში და აღმოჩენილია ჭიპლარის სისხლში.
ცნობები ლაქტატში გამოყოფის შესახებ არ არსებობს.
მონაცემები აცეტილცისტეინის ადამიანის ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევის შესახებ არ არსებობს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
აცც® 200 შუშხუნა ტაბლეტი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
აცც® 200
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
აცეტილცისტეინი/acetylcysteine
სამკურნალწამლო ფორმა
შუშხუნა ტაბლეტები
აღწერილობა
თეთრი, მრგვალი, გლუვი ტაბლეტები ცალ მხარეს ნაზოლით, მაყვლის სუნით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: აცეტილცისტეინი.
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 200 მგ აცეტილცისტეინს.
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, უწყლო ლიმონმჟავა, უწყლო ლაქტოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის უწყლო კარბონატი, ნატრიუმის საქარინატი, მაყვლის არომატიზატორი <<B>>.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მუკოლიზურები. ათქ-კოდი: R05CB01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
აცეტილცისტეინი არის ამინომჟავა ცისტეინის წარმოებული. აცეტილცისტეინი სასუნთქ გზებში ახდენს სეკრეტოლიზურ და სეკრეტომოტორულ მოქმედებას, ამცირებს ლორწოს სიბლანტეს. იგი ანეიტრალებს ქიმიურ რადიკალებს, ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზის გაძლიერებას, რომელიც მნიშვნელოვანია მავნე ნივთერებების დეტოქსიკაციისთვის. ეს ხსნის აცეტილცისტეინის ანტიდოტურ ეფექტს პარაცეტამოლით ინტოქსიკაციისას. ქრონიკული ბრონქიტის/მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, აცეტილცისტეინის პროფილქტიკური გამოყენების დროს მცირდება ბაქტერიული გამწვავებების სიხშირე და სიმძიმე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების დროს აცეტილცისტეინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ცისტეინის (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის), ასევე დიაცეტილციტინის, ცისტინის და სხვა შერეული დისულფიდების წარმოქმნით. შიგნით მიღებული აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა ძალიან დაბალია (დაახლოვებით 10%). პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა 1-3 საათში. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი - დაახლოებით 50%.
ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლებით, მხოლოდ არაქტიური მეტაბოლიტების ფორმით. ღვიძლის ფუნქციის დარღევა იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის 8 საათამდე გახანგრძლივებას.
აცეტილცისტეინი აღწევს პლაცენტაში და აღმოჩენილია ჭიპლარის სისხლში.
ცნობები ლაქტატში გამოყოფის შესახებ არ არსებობს.
მონაცემები აცეტილცისტეინის ადამიანის ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეღწევის შესახებ არ არსებობს.
გამოყენების ჩვენებები
აცც 200 არის მიკოლიზური საშუალება ბლანტი ნახველის გასათხიერებლად და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის გასაადვილებლად.
აცც 200 გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სქელი და ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ლარინგოტრაქეიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზები, ბრონქული ასთმა, ბრონქოლიტები.
აცც 200 ასევე გამოიყენება მუკოვისციდოზის, მწვევე და ქრონიკული სინუსიტის, შუა ყურის ანთების (შუა ოტიტი) დროს.
უკუჩვენებები
აცეტილცისტეინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
აქატიური პეპტიკური წყლული.
2 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ. ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში აცც 200-ს დაუყოვნებლივ ხსნიან და ნიშნავენ შესაბამის მკურნალობას
ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებში რეკომენდბულია სიფრთხილე, განსაკუთრებით ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს.
აცც 200-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის გათხიერება და შესაბამისად, მისი მოცულობის გაზრდა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში). ამოხველების შეუძლებლობის (ამოხველება არასაკმარისია) შემთხვევაში, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები (როგორიც არის დრენაჟი და ასპირაცია).
ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა კანის ისეთი მძიმე რეაქციები, როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, რომელთა განვითარება დროში დაემთხვა აცეტილცისტეინის გამოყენებას. კანის და ლორწოვანი გარსის მხრივ ცვლილებების შემთხვევაში საჭიროა აცეტილცისტეინის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება (იხ. ასევე <<გვერდითი მოქმედება>.)
ჰისტამინის აუტანლობისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე და აცც 200-ით ხანგრძლივი მკურნალობისგან თავის შეკავება, რადგან აცეტილცისტეინი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს მისი აუტანლობის სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, სურდო, ქავილი).
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სასუნთქი გზების ხასიათისა და ამოხველების შეზღუდული უნარის გამო, მუკოლიზურების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ბლოკირება. შესაბამისად, მუკოლიზურების გამოყენება, მათ შორის აცც 200-ის, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება (იხ. <<უკუჩვენებები>>).
ერთი შუშუხუნა ტაბლეტი შეიცავს 4,3 მოლ (98,8 მგ) ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარ კომპონენტს). რაც შეესაბამება მოზრდილი ადამიანის ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მოთხოვნილების 4,94%-ს. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას იმ პირების მიერ, რომლებიც იცავენ მარილის (ნატრიუმის) დაბალი შემცველობის დიეტას.
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 0,01 პურის ერთეულს. ეს გათვალისწინებულ უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მიერ.
ლაქტოზის შემცველობის გამო პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგიის მქონე პაციენტების მიერ, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა.
ორსულობა და ლაქტაცია
მონაცემები ორსული ქალების მიერ აცეტილცისტეინის გამოყენების შესახებ არასაკმარისია. მონაცემები ლაქტატში აცეტილცისტეინის შეღწევის უნარის შესახებ არ არსებობს. ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ სარგებლისა და რისკის შეფარდების მკაცრი შეფასების შემდეგ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
დოზები და გამოყენების წესი
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული რეკომენდებულია აცც 200-ის შემდეგი დოზების დაცვა.
იმისთვის, რომ პრეპარატმა იმოქმედოს სათანადოდ, საჭიროა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის ზუსტი დაცვა!
ასაკი
საერო დღიური დოზა
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები
1/2 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-3 ჯერ (დღე-ღამეში 200-300 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
1 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-ჯერ (დღე-ღამეში 400- მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები
1 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 2-3 ჯერ (დღე-ღამეში 400-600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
მუკოვისციდოზი
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები
1 შუშხუნა ტაბლეტი დღე-ღამეში 3 ჯერ (დღე-ღამეში 600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები
1/2 ტაბლეტი დღე-ღამეში 4 ჯერ (დღე-ღამეში 400 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტური).
გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად, გახსნის შემდეგ.
მიიღება ჭამის შემდეგ.
შუშხუნა ტაბლეტი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და მთლიანად დალიეთ ჭიქის შიგთავსი.
სითხის დამატებითი მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლიზურ ეფექტს.
მიღების ხანგრძლივობა
ხანმოკლე რესპირატორული დაავადებების დროს მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის დროს პრეპარატი მიღებულ უნდა იქნას უფრო ხანგრძლივი კურსებით, ინფექციების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით.
პრეპარატის მიღების გამოტოვება
თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის ერთი მიღება ან მიიღეთ ძალიან მცირე დოზა, დაელოდეთ შემდეგი დოზის მიღების დროს და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ისე, როგორც მითითებულია დოზირების რეკომენდაციებში.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტების შეფასება დაფუძნებულია მათი წარმოქმნის სიხშირეზე:
ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არახშირი (≥1/1 000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად დადგენა შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
არახშირი: თავის ტკივილი.
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები
არახშირი: ტინიტუსი.
დარღვევები გულის მხრივ
არახშირი: ტაქიკარდია.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი: სისხლდენა.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ
იშვიათი: ქოშინი, ბრონქოსპაზმი.
დარღვევები საჭმლის მონელებელი ტრაქტის მხრივ
არახშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, სტომატიტი.
იშვიათი: დისპეფსია.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
არახშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ეგზანთემა.
საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე
არახშირი: ცხელება
სიხშირე უცნობია: სახის შეშუპება.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
არახშირი: არტერიული ჰიპოტენზია
შემოსულია ძალიან იშვიათი შეტყობინებები კანის რეაქციების შესახებ, როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც დროში დაემთხვა აცეტილცისტეინის გამოყენებას. უმეტეს შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მინიმუმ ერთი დამატებითი პრეპარატის ერთდროულ გამოყენებას, რომელსაც შეეძლო გაეზარდა კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ აღწერილი რეაქციები.
თუ ვითარდება კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ დარღვევები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აცც 100-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმარტეტ ექიმს.
სხვადასხვა გამოკვლევებში ნაჩვენებია, სისხლის თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება აცეტილცისტეინის არსებობისას. ამჟამად, ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზირება
დღემდე აცეტილცისტეინის პერორალური ფორმების მიღებით გამოწვეული ტოქსიკური ჭარბი დოზირების შემთხვევები აღნიშნული არ ყოფილა. იმ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ აცეტილცისტეინს დოზით 11,6 გ/დღე-ღამეში სამი თვის განმავლობაში, არ ყოფილა აღნიშნული არანაირი მძიმე არასასურველი რეაქციები. შიგნით მისაღები აცეტილცისტეინის დოზები, რომლებიც სხეულის მასაზე 500 მგ/კგ აღწევდნენ, გადატანილ იქნა ინტოქსიკაციის რაიმე სიმპტომების გარეშე.
ჭარბი დოზირების დროს შეიძლება გაჩნდეს სიმპტომები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, ისეთი როგორიცაა, გულისრევა, ღებინება და დიარეა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში არსებობს ჰიპერსეკრეციის რისკი.
საჭიროებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
აცც 200-ის და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინირებული მიღებისას შეიძლება განვითარდეს სეკრეტის სახიფათო შეგუბება, ხველის რეფლექსის დათრგუნვის შედეგად. ამიტომ საჭიროა დიაგნოზის განსაკუთრებით გულმოდგინედ დასმა მსგავსი თერაპიის დასანიშნად.
აცეტილცისტეინით ანტიბიოტიკების ინაქტივაციის შესახებ დღემდე მიღებული შეტყობინებები დაფუძნებულია მხოლოდ in vitro ექსპერიმენტებზე, რომლებშიც ხდებოდა შესაბამისი ნივთიერებების უშუალოდ ერთმანეთში შერევა. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების მიზნით პერორალური ანტიბიოტიკები მიღებულ უნდა იქნას აცეტილცისტეინისგან ცალკე, როგორც მინიმუმ ორსაათიანი ინტერვალის დაცვით. ეს არ ეხება ცეფიქსიმს და ლორაკარბეფს.
აცც 200-ის ერთდროულ გამოყენებას გლიცერინტრინიტრატთან (ნიტროგლიცერინთან) შეუძლია გააძლიეროს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ანტიაგრეგანტული მოქმედება. ამან შეიძლება განაპირობოს არტერიული წნევის ზედმეტად შემცირება (არტერიული ჰიპოტენზია), მატ შორის სერიოზული, ასევე ტვის ტკივილები. არტერიული ჰიპოტენზიის ან თავის ტკივილების განვთარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
აქტივირებულმა ნახშირის მაღალმა დოზებმა (ანტიდოტის სახით) შეიძლება შეამციროს აცეტილცისტეინის ეფექტურობა.
აცეტილცისტეინს შეუძლია გავლენა იქონიოს სალიცილატების განსაზღვრზე კოლორიმეტრიული მეთოდით.
შარდის ანალიზის დროს აცეტილცისტეინს შეუძლია გავლენა იქონიოს კეტონური სხეულების განსაზღვრის შედეგებზე.
აცც 200-ის გახსნა სხვა პრეპარატებთან ერთად არ არის რეკომენდებული.
შეფუთვა
20 შუშხუნა ტაბლეტიანი 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე. შეინახეთ ტუბი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში ტაბლეტების ნესტისგან დასაცავად.
ვარგისობის ვადა
იხ. შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
სალუტას ფარმა გმბჰ, გერმანია – „სანდოზი“ ჯგუფის კომპანია.
(ოტტო-ფონ-გერიკე ალლეე 1, ბარლებენი)
ტექსტის გადახედვის თარიღი
2019 წლის დეკემბერი
მომხმარებელთა პრეტენზიები გაგზავნეთ კომპანიის <<სანდოზი>> ადგილობრივ განყოფილებაში ან ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



