პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სტომატოლოგიური პრეპარატები

ტანტუმ ვერდე

TANTUM® VERDE

ურეცეპტოდ1,5მგ/მლინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ანთების სიმპტომური მკურნალობა, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ოროფარინგეალურ ტკივილთან (მაგ.: გინგივიტი, სტომატიტი, ფარინგიტი), მათ შორის კონსერვატიული სტომატოლოგიური პროცედურების ან კბილის ამოღების შემდეგ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბენზიდამინი (benzydamine)
ფორმა და შეფუთვა
1,5მგ/მლ 30მლ ადგილობრივი გამოყენების დოზირებული სპრეი პოლიეთილენის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
მწარმოებელი
Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco A.C.R.A.F. S.p.A., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
ATC კოდი
A01AD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-036874
რეგისტრირებულია
17 ნოემბერი 2022, მოქმედებს 17 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco A.C.R.A.F. S.p.A. (იტალია)
განმცხადებელი
სიტაკო თრეიდინგ დიემსისის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატანტუმ ვერდე და სხვა წამალი ერთად

ტანტუმ ვერდე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ანთების სიმპტომური მკურნალობა, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ოროფარინგეალურ ტკივილთან (მაგ.: გინგივიტი, სტომატიტი, ფარინგიტი), მათ შორის კონსერვატიული სტომატოლოგიური პროცედურების ან კბილის ამოღების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენეთ 2-6 ჯერ დღეში (თითოეული შესხურებით გამოიყოფა ხსნარის 0.17 მლ).

მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან: 4-8 შესხურება 2-6-ჯერ დღეში

ბავშვები (6-12 წლის): პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და დანიშნული დოზებით.

არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და კონსულტაციის გავლა ექიმთან, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

შეზღუდული რაოდენობის პაციენტებში ყელისა და პირის ღრუს წყლულის განვითარება შეასძლოა უფრო სერიოზული პათოლოგიების ნიშანი იყოს. ამგვარად, თუ სიმპტომები ნარჩუნდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან სტომატოლოგთან, საჭიროების შესაბამისად.

ბენზიდამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, რადგან ასეთ პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს ბრონქოსპაზმი.

დამხმარე ნივთიერებები:

ტანტუმ® ვერდე, სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მათ შორის გვიანი რეაქციები).

ტანტუმ® ვერდე, სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის შეიცავს პიტნის არომატიზატორს, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ბენზილის სპირტს, ცინამილის სპირტს, ციტრალს, ციტრონელოლს, გერანიოლს, იზოევგენოლს, ლინალოლს, ევგენოლს და D-ლიმონენს.

ბენზილის სპირტმა, ცინამილის სპირტმა, ციტრალმა, ციტრონელოლმა, გერანიოლმა, იზოევგენოლმა, ლინალოლმა, ევგენოლმა და D-ლიმონენმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სპორტით დაკავებული პაციენტებისათვის: ეთილის სპირტის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა დადებითი შედეგი აჩვენოს დოპინგის ტესტის შემთხვევაში სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე, ზოგიერთი სპორტის ფედერაციის მიერ განსაზღვრული ზღვრის შესაბამისად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის გამოვლენილი სხვა პრეპარატებთან უარყოფითი ურთიერთქმედება, რომლებიც როგორც წესი გამოიყენება მსგავსი თერაპიის შემთხვევაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ტანტუმ® ვერდე, ადგილობრივი გამოყენების სპრეის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების შესახებ. დედის რძეში პრეპარატის გამოყოფა არ არის შესწავლილი.

ლაქტაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ცხოველებში ჩატარებული კვლევები შეზღუდულია, შესაბამისად, შეუძლებელია პოტენციური რისკის შეფასება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში, პროსტაგლანდინსინთეტაზას ინჰიბიტორების სისტემურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-ფილტვის და თირკმლის ტოქსიკურობა ნაყოფში. ორსულობის ბოლოს, როგორც დედაში, ასევე ბავშვში შეიძლება გახანგრძლივდეს სისხლდენის დრო და შეფერხდეს მშობიარობა.

უცნობია, შეიძლება თუ არა ტანტუმ® ვერდე, ადგილობრივი გამოყენების სპრეის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მიღწეული სისტემური ზემოქმედება საზიანო იყოს ემბრიონისთვის/ნაყოფისთვის.

აქედან გამომდინარე, ტანტუმ® ვერდე, ადგილობრივი გამოყენების სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს აშკარად აუცილებელი არ არის. გამოყენების შემთხვევაში, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება მოკლე.

არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენების უნარზე:

რეკომენდებული დოზებით ბენზიდამინის ადგილობრივი გამოყენება არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ქვემოთ მარეგულირებელი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) ორგანოთა სისტემური კლასების მიხედვით. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000- <1/100), იშვიათი (1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემური კლასი

სიხშირე: გვერდითი რეაქციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

უცნობი: ანაფილაქსიური რეაქცია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ძალიან იშვიათი: ლარინგოსპაზმი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათი: წვა პირის ღრუში, პირის სიმშრალე

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი: ფოტომგრძნობელობა

ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი

გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების დაცვა ამცირებს გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს.

თუ გვერდითი ეფექტები ძლიერდება ან ვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

ინტოქსიკაცია მოსალოდნელია მხოლოდ ბენზიდამინის დიდი რაოდენობით (> 300 მგ) შემთხვევით მიღებისას.

ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ბენზიდამინის მიღებით გამოწვეულ დოზის გადაჭარბებას უკავშირდება, ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და საყლაპავის გაღიზიანება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები მოიცავს თავბრუსხვევას, ჰალუცინაციებს, აგზნებას, მოუსვენრობასა და გაღიზიანებას.

დოზის მწვავე გადაჭარბებისას შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და იღებდეს შემანარჩუნებელ თერაპიას. აუცილებელია მიღებული სითხის კონტროლი დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად.

შემადგენლობა

100 მლ სპრეი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი - 0.15 გ ექვივალენტურია 0.134 გ ბენზიდამინისა;

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, გლიცერინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის არომატიზატორი, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლისორბატი 20, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა:

უფერო გამჭვირვალე სითხე პიტნის დამახასიათებელი არომატით.

შენახვის პირობები

4 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა პრეპარატები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისათვის. ბენზიდამინი

ათქ კოდი: A01AD02

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

ბენზიდამინი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სამკურნალო საშუალებას, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტი-ექსუდაციური თვისებები. ადგილობრივად გამოყენებისას ასევე გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება და იძლევა ზედაპირული ანესთეზიის ეფექტს.

აქვს ანალგეზიური მოქმედება ტკივილზე, რომელიც თან ახლავს ანთებით პროცესს.

პრეპარატის ადგილობრივად გამოყენების ეფექტურობა განპირობებულია ბენზიდამინის უნარით სწრაფად შეაღწიოს ეპითელიუმის შრეში და მიაღწიოს ეფექტურ კონცენტრაციას ანთებით ქსოვილებში.

ფარმაკოკინეტიკა

ოროფარინგეალური არის ლორწოვან გარსში შეწოვა დადასტურდა ადამიანის სისხლის პლაზმაში ბენზიდამინის გაზომვადი ოდენობის დადგენით. მოცემული რაოდენობა არასაკმარისია სისტემური ეფექტის მისაღწევად.

პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, უმეტესწილად არააქტიური მეტაბოლიტების ან კონიუგატების სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ტანტუმ® ვერდე

სავაჭრო დასახელება: ტანტუმ® ვერდე

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ბენზიდამინი

ფარმაცევტული ფორმა: სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის 1.5 მგ/მლ

შემადგენლობა

100 მლ სპრეი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი - 0.15 გ ექვივალენტურია 0.134 გ ბენზიდამინისა;

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, გლიცერინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის არომატიზატორი, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, პოლისორბატი 20, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა:

უფერო გამჭვირვალე სითხე პიტნის დამახასიათებელი არომატით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა პრეპარატები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისათვის. ბენზიდამინი

ათქ კოდი: A01AD02

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

ბენზიდამინი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სამკურნალო საშუალებას, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტი-ექსუდაციური თვისებები. ადგილობრივად გამოყენებისას ასევე გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება და იძლევა ზედაპირული ანესთეზიის ეფექტს.

აქვს ანალგეზიური მოქმედება ტკივილზე, რომელიც თან ახლავს ანთებით პროცესს.

პრეპარატის ადგილობრივად გამოყენების ეფექტურობა განპირობებულია ბენზიდამინის უნარით სწრაფად შეაღწიოს ეპითელიუმის შრეში და მიაღწიოს ეფექტურ კონცენტრაციას ანთებით ქსოვილებში.

ფარმაკოკინეტიკა

ოროფარინგეალური არის ლორწოვან გარსში შეწოვა დადასტურდა ადამიანის სისხლის პლაზმაში ბენზიდამინის გაზომვადი ოდენობის დადგენით. მოცემული რაოდენობა არასაკმარისია სისტემური ეფექტის მისაღწევად.

პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, უმეტესწილად არააქტიური მეტაბოლიტების ან კონიუგატების სახით.

გამოყენების ჩვენებები

ანთების სიმპტომური მკურნალობა, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ოროფარინგეალურ ტკივილთან (მაგ.: გინგივიტი, სტომატიტი, ფარინგიტი), მათ შორის კონსერვატიული სტომატოლოგიური პროცედურების ან კბილის ამოღების შემდეგ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

გამოიყენეთ 2-6 ჯერ დღეში (თითოეული შესხურებით გამოიყოფა ხსნარის 0.17 მლ).

მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან: 4-8 შესხურება 2-6-ჯერ დღეში

ბავშვები (6-12 წლის): პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და დანიშნული დოზებით.

არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ქვემოთ მარეგულირებელი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) ორგანოთა სისტემური კლასების მიხედვით. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000- <1/100), იშვიათი (1/10,000 - <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

ორგანოთა სისტემური კლასი

სიხშირე: გვერდითი რეაქციები

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

უცნობი: ანაფილაქსიური რეაქცია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ძალიან იშვიათი: ლარინგოსპაზმი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათი: წვა პირის ღრუში, პირის სიმშრალე

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი: ფოტომგრძნობელობა

ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი

გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების დაცვა ამცირებს გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს.

თუ გვერდითი ეფექტები ძლიერდება ან ვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება

ინტოქსიკაცია მოსალოდნელია მხოლოდ ბენზიდამინის დიდი რაოდენობით (> 300 მგ) შემთხვევით მიღებისას.

ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ბენზიდამინის მიღებით გამოწვეულ დოზის გადაჭარბებას უკავშირდება, ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და საყლაპავის გაღიზიანება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები მოიცავს თავბრუსხვევას, ჰალუცინაციებს, აგზნებას, მოუსვენრობასა და გაღიზიანებას.

დოზის მწვავე გადაჭარბებისას შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და იღებდეს შემანარჩუნებელ თერაპიას. აუცილებელია მიღებული სითხის კონტროლი დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

არ არის გამოვლენილი სხვა პრეპარატებთან უარყოფითი ურთიერთქმედება, რომლებიც როგორც წესი გამოიყენება მსგავსი თერაპიის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და კონსულტაციის გავლა ექიმთან, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

შეზღუდული რაოდენობის პაციენტებში ყელისა და პირის ღრუს წყლულის განვითარება შეასძლოა უფრო სერიოზული პათოლოგიების ნიშანი იყოს. ამგვარად, თუ სიმპტომები ნარჩუნდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან სტომატოლოგთან, საჭიროების შესაბამისად.

ბენზიდამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, რადგან ასეთ პაციენტებში შესაძლოა განვითარდეს ბრონქოსპაზმი.

დამხმარე ნივთიერებები:

ტანტუმ® ვერდე, სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მათ შორის გვიანი რეაქციები).

ტანტუმ® ვერდე, სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის შეიცავს პიტნის არომატიზატორს, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ბენზილის სპირტს, ცინამილის სპირტს, ციტრალს, ციტრონელოლს, გერანიოლს, იზოევგენოლს, ლინალოლს, ევგენოლს და D-ლიმონენს.

ბენზილის სპირტმა, ცინამილის სპირტმა, ციტრალმა, ციტრონელოლმა, გერანიოლმა, იზოევგენოლმა, ლინალოლმა, ევგენოლმა და D-ლიმონენმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

სპორტით დაკავებული პაციენტებისათვის: ეთილის სპირტის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა დადებითი შედეგი აჩვენოს დოპინგის ტესტის შემთხვევაში სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე, ზოგიერთი სპორტის ფედერაციის მიერ განსაზღვრული ზღვრის შესაბამისად.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

არ არსებობს კლინიკური მონაცემები ტანტუმ® ვერდე, ადგილობრივი გამოყენების სპრეის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების შესახებ. დედის რძეში პრეპარატის გამოყოფა არ არის შესწავლილი.

ლაქტაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ცხოველებში ჩატარებული კვლევები შეზღუდულია, შესაბამისად, შეუძლებელია პოტენციური რისკის შეფასება.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში, პროსტაგლანდინსინთეტაზას ინჰიბიტორების სისტემურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულ-ფილტვის და თირკმლის ტოქსიკურობა ნაყოფში. ორსულობის ბოლოს, როგორც დედაში, ასევე ბავშვში შეიძლება გახანგრძლივდეს სისხლდენის დრო და შეფერხდეს მშობიარობა.

უცნობია, შეიძლება თუ არა ტანტუმ® ვერდე, ადგილობრივი გამოყენების სპრეის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მიღწეული სისტემური ზემოქმედება საზიანო იყოს ემბრიონისთვის/ნაყოფისთვის.

აქედან გამომდინარე, ტანტუმ® ვერდე, ადგილობრივი გამოყენების სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ეს აშკარად აუცილებელი არ არის. გამოყენების შემთხვევაში, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება მოკლე.

არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენების უნარზე:

რეკომენდებული დოზებით ბენზიდამინის ადგილობრივი გამოყენება არ ახდენს გავლენას ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

30 მლ პრეპარატი თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონში, ტუმბოთი და გამფრქვევი მექანიზმით, დასაკეც კანულასთან ერთად.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა

4 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

აზიენდე ქიმიკე რიუნაით ანგელინი ფრანჩესკო ა.კ.რ.ა.ფ. ს.პ.ა., იტალია

(Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco A.C.R.A.F. S.p.A.)

მისამართი: ვიალე ამელია 70, 00181, რომი, იტალია

მწარმოებელი

აზიენდე ქიმიკე რიუნაით ანგელინი ფრანჩესკო ა.კ.რ.ა.ფ. ს.პ.ა., იტალია

(Aziende Chimiche Riunite Angelini Francesco A.C.R.A.F. S.p.A.)

მისამართი: ვია ვექია დელ პინოქიო 22, 60131 ანკონა, იტალია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა