ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყელის პრეპარატები

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით

Hascosept® smak cytrynowo-miodowy

ურეცეპტოდ3მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით გამოყენებამდე; ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით გამოყენების წესი;

სრულად
მოქმედი ნივთიერება
benzydamine
ფორმა და შეფუთვა
3მგ საწუწნი პასტილა ლიმონის და თაფლის არომატით შაქრის გარეშე №24
მწარმოებელი
„PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK“ S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის პრეპარატები, ყელის სხვა პრეპარატები
ATC კოდი
R02AX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-042951
რეგისტრირებულია
14 მარტი 2025, მოქმედებს 14 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით და სხვა წამალი ერთად

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით გამოყენებამდე;

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით გამოყენების წესი;

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მოზრდილები და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები

რეკომენდებული დოზაა ერთი საწუწნი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

საწუწნი ტაბლეტის გაწუწვნა უნდა მოხდეს ნელა. არ უნდა მოხდეს დაღეჭვა ან გადაყლაპვა.

არ უნდა იქნას გამოყენებული რეკომენდებულ დოზაზე მეტი. უწყვეტმა მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბის 7 დღეს.

ბავშვებში გამოყენება

ფარმაცევტული ფორმის გამო, ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. 6-11 წლის ასაკის ბავშვებში მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას უფროსების ზედამხედველობის ქვეშ.

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით დოზის გადაჭარბებისას

შემთხვევით დიდ რაოდენობით საწუწნი ტაბლეტების გამოყენებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა და პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა. ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს.

ბავშვებში ძალიან იშვიათად აღწერილ იქნა დოზის გადაჭარბების სიმპტომები (აგზნება, კრუნჩხვები, ოფლიანობა, შესივება, ტრემორი, ღებინება) ბენზიდამინის შემცველი მედიკამენტების მიღებისას დოზებით, რომელიც 100-ჯერ აჭარბებდა ერთ საწუწნ ტაბლეტში არსებულ დოზას.

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

სიფრთხილის ზომები

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

არ არის რეკომენდებული მედიკამენტის მიღება, თუ პაციენტი ალერგიულია აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიმართ.

მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბრონქული ასთმის ანამნეზის მქონე პაციენტებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი.

ზოგიერთ პაციენტში პირ-ხახის წყლულები სხვა დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს. თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ სიმპტომები უარესდება ან 3 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ბავშვები

ფარმაცევტული ფორმის გამო, ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით და სხვა მედიკამენტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბენზიდამინის რეკომენდებულ დოზებში ადგილობრივი გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით შეიცავს იზომალტს

თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით შენახვის წესი;

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი. ერთი მყარი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 3 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: იზომალტი (E953), აცესულფამის კალიუმი (E950), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ლევომენთოლი, ლიმონის არომატი, თაფლის არომატი და ქინოლონის ყვითელი (E104).

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით ფორმა და შეფუთვა

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით წარმოდგენლია ყვითელი მრგვალი აბების სახით ლიმონისა და თაფლის არომატით.

პვქ/პვდქ/ალ ბლისტერები მუყაოს კოლოფში. ერთი შეფუთვა შეიცავს 8, 16, 24 ან 32 საწუწნ ტაბლეტს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

“Przedsiębiorstwo Produkcji Farmaceutycznej HASCO-LEK” S.A.

ul. Żmigrodzka 242E, 51-131 Wrocław

„პრზედსიებიორსტვო პროდუქციი ფარმაცეუტიჟნეი ჰასკო-ლეკ“ ს.ა.

ულ. ზმიგროძკა 242ე, 51-131 ვროცლავი

წამლების შესახებ ინფორმაცია

ტელ.: 22 742 00 22

ელ ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 08/2022.

შენახვის პირობები

არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ ტემპერატურული პირობებს. ინახება ბლისტერით, ორიგინალ მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით

3 მგ, მყარი საწუწნი ტაბლეტები

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის, ან ექთნის მითითებების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება 3 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით გამოყენებამდე;

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით და მისი გამოყენება

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით შეიცავს აქტიურ ნივთიერება ბენზიდამინს, რომელიც მიეკუთვნება ინდოლის ჯგუფის არასტეროიდულ ანტიანთებით პრეპარატებს (NSAID), ადგილობრივი და ზოგადი გამოყენებისათვის.

ბენზიდამინს აქვს ანტიანთებითი და ანალგეზური მოქმედება და აქვს ადგილობრივი საანესთეზიო და მადეზინფიცირებელი ეფექტი. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მედიკამენტი კარგად შეიწოვება, აღწევს მაღალ კონცენტრაციას ანთებად ქსოვილებში. ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით განკუთვნილია პირის ღრუს და ხახის ანთების სიმპტომების ადგილობრივი მკურნალობისათვის. მედიკამენტი ზოგადად კარგად გადაიტანება.

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით გამოიყენება პირ-ხახის ანთებასთან დაკავშირებული სიმპტომების (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება) სამკურნალოდ. ეს მედიკამენტი წარმოადგენს საწუწნ ტაბლეტებს.

თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მდგომარეობა უარესდება 3 დღს შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით გამოყენებამდე

დაუშვებელია ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით გამოყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერებების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

არ არის რეკომენდებული მედიკამენტის მიღება, თუ პაციენტი ალერგიულია აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მიმართ.

მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბრონქული ასთმის ანამნეზის მქონე პაციენტებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი.

ზოგიერთ პაციენტში პირ-ხახის წყლულები სხვა დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს. თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ სიმპტომები უარესდება ან 3 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ბავშვები

ფარმაცევტული ფორმის გამო, ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით და სხვა მედიკამენტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ არის შესწავლილი.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ბენზიდამინის რეკომენდებულ დოზებში ადგილობრივი გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით შეიცავს იზომალტს

თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით გამოყენების წესი

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მოზრდილები და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები

რეკომენდებული დოზაა ერთი საწუწნი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

საწუწნი ტაბლეტის გაწუწვნა უნდა მოხდეს ნელა. არ უნდა მოხდეს დაღეჭვა ან გადაყლაპვა.

არ უნდა იქნას გამოყენებული რეკომენდებულ დოზაზე მეტი. უწყვეტმა მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბის 7 დღეს.

ბავშვებში გამოყენება

ფარმაცევტული ფორმის გამო, ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. 6-11 წლის ასაკის ბავშვებში მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას უფროსების ზედამხედველობის ქვეშ.

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით დოზის გადაჭარბებისას

შემთხვევით დიდ რაოდენობით საწუწნი ტაბლეტების გამოყენებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა და პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა. ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს.

ბავშვებში ძალიან იშვიათად აღწერილ იქნა დოზის გადაჭარბების სიმპტომები (აგზნება, კრუნჩხვები, ოფლიანობა, შესივება, ტრემორი, ღებინება) ბენზიდამინის შემცველი მედიკამენტების მიღებისას დოზებით, რომელიც 100-ჯერ აჭარბებდა ერთ საწუწნ ტაბლეტში არსებულ დოზას.

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე) იყო ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე ხასიათის.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:

პირის ან ხახის უეცარი შესივება;

სუნთქვის გაძნელება;

გამონაყარი ან ქავილი, განსაკუთრებით თუ ის ვრცელდება მთელ სხეულზე.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კანის რეაქციები მზეზე მგრძნობელობის გამო.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): პირის წვა ან სიმშრალე. თუ ვითარდება ეს სიმპტომები, მათი შემსუბუქება შესაძლებელია ჭიქა წლის ნელა დალევით, პატარა ყლუპებით.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ლარინგოსპაზმი

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა;

ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრნობელობა);

ძლიერი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი) სიმპტომებით, როგორიცაა: სუნთქვის გაძნელება, მკერდში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება და/ან თავბრუსხვევის/გულისწასვლის შეგრძნება, ძლიერი კანის ქავილი ან კვანძოვანი გამონაყარი კანზე, სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება. ეს რეაქცია შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს;

ორალური ჰიპოესთეზია (პირის ღრუს ლორწოვანის მგრძნობელობის ადგილობრივი დაკარგვა).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტების არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში:

ალ. იეროზოლიმსკის 181C 02-222 ვარშავა

ტელ.: 22 49 21 301, ფაქსი: 22 49 21 309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელისათვის.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით შენახვის წესი

არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ ტემპერატურული პირობებს. ინახება ბლისტერით, ორიგინალ მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით

აქტიური ნივთიერებაა ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი. ერთი მყარი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 3 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: იზომალტი (E953), აცესულფამის კალიუმი (E950), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ლევომენთოლი, ლიმონის არომატი, თაფლის არომატი და ქინოლონის ყვითელი (E104).

ჰასკოსეპტის ლიმონი-თაფლის არომატით ფორმა და შეფუთვა

ჰასკოსეპტი ლიმონი-თაფლის არომატით წარმოდგენლია ყვითელი მრგვალი აბების სახით ლიმონისა და თაფლის არომატით.

პვქ/პვდქ/ალ ბლისტერები მუყაოს კოლოფში. ერთი შეფუთვა შეიცავს 8, 16, 24 ან 32 საწუწნ ტაბლეტს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

“Przedsiębiorstwo Produkcji Farmaceutycznej HASCO-LEK” S.A.

ul. Żmigrodzka 242E, 51-131 Wrocław

„პრზედსიებიორსტვო პროდუქციი ფარმაცეუტიჟნეი ჰასკო-ლეკ“ ს.ა.

ულ. ზმიგროძკა 242ე, 51-131 ვროცლავი

წამლების შესახებ ინფორმაცია

ტელ.: 22 742 00 22

ელ ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 08/2022.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა