ჰასკოსეპტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ადგილობრივად გამოყენებისას პრეპარატი ავლენს ანესთეზიურ და მადეზინფიცირებელ ეფექტებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენზიდამინი (benzydamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,5მგ/გ 30გ ადგილობრივი გამოყენების ხსნარი ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- „PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK“ S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
- ATC კოდი
- A01AD02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042665
- რეგისტრირებულია
- 24 იანვარი 2025, მოქმედებს 24 იანვარი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ჰასკოსეპტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ჰასკოსეპტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ადგილობრივად გამოყენებისას პრეპარატი ავლენს ანესთეზიურ და მადეზინფიცირებელ ეფექტებს.
ჰასკოსეპტი გამოიყენება პირის ღრუს და ყელის ანთებით დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომების (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი), ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
- ჰასკოსეპტის გამოყენებამდე
ჰასკოსეპტი არ გამოიყენება
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის აქტიური სუბსტანციის ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი თავში 6).
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენებეთ ჰასკოსეპტი
ჰასკოსეპტის მიღებამდე ესაუბრეთ თქვენ პირად ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ ჰასკოსეპტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის ეს მედიკამენტი გამოიყენეთ, როგორც ეს არის აღწერილი გამმოყენების ინსტრუქციაში ან როგორც დაგარიგათ თქვენმა ექიმმა, ფარმაცევტმა ან მედდამ. თუ რაიმეზე ყოყმანობთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან.
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის.
დაატრიალეთ აპლიკატორის თავი ჰორიზონტალური მიმართულებით. შემდეგ მოათავსეთ აპლიკატორი პირის ღრუში, მიმართეთ ნახვრეტი ანთებითი კერისკენ და კარგად დააჭირეთ დგუშს.
დოზირება:
6 წლამდე ბავშვები: ერთი დოზა პრეპარატი 4კგ სხეულის წონაზე (თითო დოზა შეიცავს 0.14მლ ხსნარს), დღეში 2-6-ჯერ.
წონის მიუხედავად არ გამოიყენოთ ერთ ჯერზე 4 დოზაზე მეტი.
6-12 წლის ბავშვები: პრეპარატის ოთხი დოზა დღეში 2-6-ჯერ.
12 წლიდან ბავშვები და მოზრდილები: პრეპარატის 4-8 დოზა დღეში 2-6-ჯერ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
სანამ პრეპარატს პირველად გამოიყენებთ რამდენჯერმე დააჭირეთ დგუშს, რომ კარგად მოხდეს ხსნარის გაფრქვევა.
თუ მიიღეთ ჭარბი დოზა
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ პრეპარატს პრაქტიკულად არ გააჩნია სისტემური ეფექტი, შესაბამისად ჭარბი დოზის რისკი მინიმალურია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატს.ჰასკოსეპტსა და სხვა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თU ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპორტის მართვა და მექნიზმების გამოყენება
ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
ჰასკოსეპტი შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდელია შენელებული ტიპის რეაქციები).
ჰასკოსეპტი შეიცავს ეთანოლს 96%
პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (სპირტს), 100მგ-ზე ნაკლები თითოეულ დოზაში.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ჰასკოსეპტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ადგილობრივი არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ დროებითი ხასიათისაა, ქრება სპონტანურად და მხოლოდ იშვიათად არის საჭირო დამატებითი მკურნალობა.
ადგილობრივი გამოყენებისას ბენზიდამინი სუსტად შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში, შესაბამისად სისტემური არასასურველი ეფექტები ძალიან იშვიათია.
პრეპარატის განზავების შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება.
არასასურველი ეფექტები ძალიან იშვიათია (პრეპარატის მომხმარებელი 10,000 პაციენტიდან ვლინდება 1 პაციენტზე ნაკლებ შემთხვევაში) ან უცნობია სიხშირე (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით):
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვის შეგრძნება;
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა და პირღებინება;
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაციები (მომატებული მგრძნობელობა), ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები;
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: მგრძნობელობის მოშლა, დაბუჟება, ვერტიგო, თავის ტკივილი;
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი.
Mწვავე ალერგიული რეაციები (ანაფიქლასიური შოკი), რომლიც სიმპტომებია სუნთვის გართულება, მკერდში ტკივილი ან მოთენთილობა, და/ან თავბრუსხვევის/ სისუსტის შეგრძნება, კანის მწვავე ქავილი ან ამობურცული ადგილები კანზე, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, და მდგომარეობა რაც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. Aქ იგულისხება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, თუნდაც ის რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ გერდითი ეფექტების შესახებ აცნობოთ ნაციონალური სისტემის სამედიცინო პროდუქტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების და ბიოლოგიური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამედიცინო პროდუქტების გვერდითი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტს.
Aლ. ჯეროზოლიმსკი 181C , 02-222 ვარშავა,
თელ: + 48 22 49 21 301, ფაქსი: + 48 22 49 21 309,
Eლ-ფოსტა: [email protected]
თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პროდუქტის მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორაციის შეტყობინებით თქვენ ეხმარებით უსაფრტხოების შესახებ ინფომრაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
წამლის აქტიური ნივთიერება არის ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი. ხსნარის 1გ შეიცავს 1.5 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტებია (ექსიპიენტები): პატენტ ლურჯი E131, ქინოლინი ყვითელი E104, პიტნის არომატიზატორი, გლიცერინი, ეთანოლი 96%, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პოლისორბატი 20, გასუფთავებული წყალი.
როგორია ვიზუალურად ჰასკოსეპტი და რა შედის შეფუთვაში
ჰასკოსეპტი არის ინტენსიური მწვანე ფერის მქონე სითხე.
პრეპარატის ერთი შეფუთვა (პოლიეთილენის ფლაკონი პულვერიზატორით და პერორალური აპლიკატორი) შეიცავს 30 გ ხსნარს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
შეინახეთ
შეინახეთ თავისივე დახურულ, ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია პირველად გახსნის შემდეგ 12 თვის განმავლობაში.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ჰასკოსეპტი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეს არის მითითებული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. უტილიზაციის შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ფურცელი-ჩანართი პაციენტისათვის: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ჰასკოსეპტი®
(ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი)
- 5 მგ/გ, ორომუკოზალური ხსნარი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ, ექიმის დახმარების გარეშე დაავადების მსუბუქი ფორმის სამკურნალოდ, თუმცა სასურველი შედეგის მისაღებად სიფრთხილეა საჭირო.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ფურცელ-ჩანართში იხილავთ:
- რა არის ჰასკოსეპტი და რისთვის გამოიყენება
- ჰასკოსეპტის გამოყენებამდე
- ჰასკოსეპტის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ჰასკოსეპტის შენახვის პირობები
- სხვა ინფორმაცია
- რა არის ჰასკოსეპტი და რისთვის გამოიყენება
ჰასკოსეპტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ადგილობრივად გამოყენებისას პრეპარატი ავლენს ანესთეზიურ და მადეზინფიცირებელ ეფექტებს.
ჰასკოსეპტი გამოიყენება პირის ღრუს და ყელის ანთებით დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომების (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი), ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
- ჰასკოსეპტის გამოყენებამდე
ჰასკოსეპტი არ გამოიყენება
თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის აქტიური სუბსტანციის ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი თავში 6).
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენებეთ ჰასკოსეპტი
ჰასკოსეპტის მიღებამდე ესაუბრეთ თქვენ პირად ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ ჰასკოსეპტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატს.ჰასკოსეპტსა და სხვა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
ორსულობა და ლაქტაცია
თU ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ტრანსპორტის მართვა და მექნიზმების გამოყენება
ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
ჰასკოსეპტი შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს
პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდელია შენელებული ტიპის რეაქციები).
ჰასკოსეპტი შეიცავს ეთანოლს 96%
პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (სპირტს), 100მგ-ზე ნაკლები თითოეულ დოზაში.
- ჰასკოსეპტის გამოყენების წესი
ყოველთვის ეს მედიკამენტი გამოიყენეთ, როგორც ეს არის აღწერილი გამმოყენების ინსტრუქციაში ან როგორც დაგარიგათ თქვენმა ექიმმა, ფარმაცევტმა ან მედდამ. თუ რაიმეზე ყოყმანობთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია თქვენ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან.
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის.
დაატრიალეთ აპლიკატორის თავი ჰორიზონტალური მიმართულებით. შემდეგ მოათავსეთ აპლიკატორი პირის ღრუში, მიმართეთ ნახვრეტი ანთებითი კერისკენ და კარგად დააჭირეთ დგუშს.
დოზირება:
6 წლამდე ბავშვები: ერთი დოზა პრეპარატი 4კგ სხეულის წონაზე (თითო დოზა შეიცავს 0.14მლ ხსნარს), დღეში 2-6-ჯერ.
წონის მიუხედავად არ გამოიყენოთ ერთ ჯერზე 4 დოზაზე მეტი.
6-12 წლის ბავშვები: პრეპარატის ოთხი დოზა დღეში 2-6-ჯერ.
12 წლიდან ბავშვები და მოზრდილები: პრეპარატის 4-8 დოზა დღეში 2-6-ჯერ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
სანამ პრეპარატს პირველად გამოიყენებთ რამდენჯერმე დააჭირეთ დგუშს, რომ კარგად მოხდეს ხსნარის გაფრქვევა.
თუ მიიღეთ ჭარბი დოზა
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ პრეპარატს პრაქტიკულად არ გააჩნია სისტემური ეფექტი, შესაბამისად ჭარბი დოზის რისკი მინიმალურია.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ჰასკოსეპტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ადგილობრივი არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ დროებითი ხასიათისაა, ქრება სპონტანურად და მხოლოდ იშვიათად არის საჭირო დამატებითი მკურნალობა.
ადგილობრივი გამოყენებისას ბენზიდამინი სუსტად შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში, შესაბამისად სისტემური არასასურველი ეფექტები ძალიან იშვიათია.
პრეპარატის განზავების შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება.
არასასურველი ეფექტები ძალიან იშვიათია (პრეპარატის მომხმარებელი 10,000 პაციენტიდან ვლინდება 1 პაციენტზე ნაკლებ შემთხვევაში) ან უცნობია სიხშირე (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით):
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვის შეგრძნება;
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა და პირღებინება;
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაციები (მომატებული მგრძნობელობა), ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები;
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: მგრძნობელობის მოშლა, დაბუჟება, ვერტიგო, თავის ტკივილი;
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი.
Mწვავე ალერგიული რეაციები (ანაფიქლასიური შოკი), რომლიც სიმპტომებია სუნთვის გართულება, მკერდში ტკივილი ან მოთენთილობა, და/ან თავბრუსხვევის/ სისუსტის შეგრძნება, კანის მწვავე ქავილი ან ამობურცული ადგილები კანზე, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, და მდგომარეობა რაც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. Aქ იგულისხება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, თუნდაც ის რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ გერდითი ეფექტების შესახებ აცნობოთ ნაციონალური სისტემის სამედიცინო პროდუქტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების და ბიოლოგიური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამედიცინო პროდუქტების გვერდითი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტს.
Aლ. ჯეროზოლიმსკი 181C , 02-222 ვარშავა,
თელ: + 48 22 49 21 301, ფაქსი: + 48 22 49 21 309,
Eლ-ფოსტა: [email protected]
თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პროდუქტის მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორაციის შეტყობინებით თქვენ ეხმარებით უსაფრტხოების შესახებ ინფომრაციის შეგროვებას.
- ჰასკოსეპტის შენახვის პირობები
შეინახეთ
შეინახეთ თავისივე დახურულ, ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია პირველად გახსნის შემდეგ 12 თვის განმავლობაში.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ჰასკოსეპტი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეს არის მითითებული თვის ბოლო დღე.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. უტილიზაციის შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ჰასკოსეპტი
წამლის აქტიური ნივთიერება არის ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი. ხსნარის 1გ შეიცავს 1.5 მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.
სხვა ინგრედიენტებია (ექსიპიენტები): პატენტ ლურჯი E131, ქინოლინი ყვითელი E104, პიტნის არომატიზატორი, გლიცერინი, ეთანოლი 96%, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პოლისორბატი 20, გასუფთავებული წყალი.
როგორია ვიზუალურად ჰასკოსეპტი და რა შედის შეფუთვაში
ჰასკოსეპტი არის ინტენსიური მწვანე ფერის მქონე სითხე.
პრეპარატის ერთი შეფუთვა (პოლიეთილენის ფლაკონი პულვერიზატორით და პერორალური აპლიკატორი) შეიცავს 30 გ ხსნარს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი:
“PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK” S.A.
51-131 ვროცლავი, ზმიგროდსკა 242 E, პოლონეთი
წამლის შესახებ ინფორმაცია
ტელ: +48 22742 0022
ელ-ფოსტა: [email protected]
ფურცელი-ჩანართის დამტკიცების თარიღი: 16.12.2016
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


