პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სტომატოლოგიური პრეპარატები

ტანფლექსი

TANFLEX

ურეცეპტოდ0,15%ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

• ტანფლექსი არის ანთების ინჰიბიტორი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ის ამსუბუქებს ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ყელის, პირის ღრუს და ღრძილების ანთებასთან. • ტანფლექსი ხელმისაწვდომია 30 მლ ბოთლით და პლასტმასის გამფრქვევი ადაპტერით. ეს არის უფერო, გამჭვირვალე, სითხე პიტნის სუნით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბენზიდამინი (benzydamine)
ფორმა და შეფუთვა
0,15% 30მლ ორალური სპრეი, მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
ATC კოდი
A01AD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043784
რეგისტრირებულია
7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატანფლექსი და სხვა წამალი ერთად

ტანფლექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ტანფლექსი არის ანთების ინჰიბიტორი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ის ამსუბუქებს ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ყელის, პირის ღრუს და ღრძილების ანთებასთან.
  • ტანფლექსი ხელმისაწვდომია 30 მლ ბოთლით და პლასტმასის გამფრქვევი ადაპტერით. ეს არის უფერო, გამჭვირვალე, სითხე პიტნის სუნით.
  • ტანფლექსი გამოიყენება
  • გინგივიტის შესამსუბუქებლად, რომელიც დაკავშირებულია პირის ღრუსა და ყელის ტკივილთან და ანთებასთან.

პირის ღრუს, ფარინქსისა და ყელის მიმდებარე ქსოვილი.

  • პაციენტის ყლაპვის ფუნქციისა და ღრძილების დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად
  • ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად პაროდონტული პროცედურების შემდეგ
  • ტანფლექსის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე

მოზრდილები: გამოიყენება 4-8 შესხურება 2-6-ჯერ დღეში.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

მკურნალობის ხანგრძლივობაა დაახლოებით 4-5 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში დადებითი გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი მოგცემთ ინსტრუქციას, რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა ტანფლექსით.

  • გამოყენების გზა და მეთოდი:
  • პირველ გამოყენებამდე მოიყვანეთ ტუმბო მუშა მდგომარეობაში, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ გასხურებას.
  • გააღეთ პირი და ტუმბო მიმართეთ დაზიანებული უბნისკენ.
  • გასაფრქვევად დააჭირეთ ღილაკს ძლიერად; გაიმეორეთ ეს რამდენჯერმე, როგორც ზემოთ იყო რეკომენდებული.
  • დააბრუნეთ ბოთლი თავის ყუთში და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში: გამოყენება შეიძლება 6 წლის და უფროს ასაკში.

6-დან 12 წლამდე ბავშვები: გამოიყენება 4 შესხურება 2-6-ჯერ დღეში.

გამოყენება ხანდაზმულებში: გერიატრიული გამოყენების განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.

სპეციალური გამოყენება: არ არსებობს გამოყენების სპეციალური პირობები.

თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ გირჩევს, გთხოვთ, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტანფლექსს აქვს ძალიან ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ტანფლექსს:

შემთხვევით დალევის შემთხვევაშიც კი, დოზის გადაჭარბება გამორიცხულია. თუ ბავშვი შემთხვევით დალევს, შეიძლება გამოვლინდეს ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, გაღიზიანება ან ძილიანობა; სიმპტომების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მკურნალობა.

თუ იყენებდით საჭიროზე მეტ ტანფლექსს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ტანფლექსის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების დასაბალანსებლად.

თუ შეწყვეტთ ტანფლექსის გამოყენებას

უცნობია.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტანფლექსის რომელიმე კომპონენტის მიმართ

ტანფლექსის გამოყენებისას მიიღეთ განსაკუთრებული ზომები შემდეგ სიტუაციებში

მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.

  • ტანფლექსის რეკომენდებული დოზა (4 შესხურება ზედიზედ: 1,08 მგ; 6-ჯერ დღეში: 6,48 მგ) არის პერორალური დოზის დაახლოებით მეოცედი. ამიტომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არ არსებობს სისტემური დოზის გადაჭარბების და ტოქსიკურობის შემთხვევები.
  • თუ მოკლევადიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელება არ ხდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა; ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ მედიკამენტების მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
  • პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში პირის ღრუსა და ფარინგეალური ღრუს ჭრილობები შეიძლება იყოს სერიოზული დაავადებების სიმპტომი. ამიტომ, თუ სიმპტომები გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს.
  • თუ ხართ ალერგიული ან ჰიპერმგრძნობიარე აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს.
  • თუ წარსულში გქონდათ ბრონქული ასთმის შეტევები, იყავით ფრთხილად ტანფლექსის მიღებისას; რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ობსტრუქცია.
  • ტანფლექსი განსაკუთრებით მისაღებია პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ გამოვლება.
  • სპორტსმენებში ეთანოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ ტესტის დადებითი შედეგები ზოგიერთი სპორტული ფედერაციის მიერ მითითებული ალკოჰოლის კონცენტრაციის ლიმიტების მიხედვით.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილება გეხებათ, წარსულში ან ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.

ტანფლექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტანფლექსი არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.

სიფრთხილის ზომები

  • მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.
  • ტანფლექსის რეკომენდებული დოზა (4 შესხურება ზედიზედ 1,08 მგ; 6-ჯერ დღეში: 6,48 მგ) არის პერორალური დოზის დაახლოებით მეოცედი, ამიტომ სისტემური დოზის გადაჭარბება ან ტოქსიკურობა გამორიცხულია.
  • ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა; ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ მედიკამენტების მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
  • პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში ოროფარინქსის წყლული შეიძლება იყოს უფრო სერიოზული პათოლოგიების სიმპტომი. ამიტომ, თუ სიმპტომები გრძელდება 3 დღეზე მეტხანს, საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან სტომატოლოგს.
  • პაციენტებში ალერგიით ან ჰიპერმგრძნობელობით აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-ების მიმართ, ბენზიდამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
  • ტანფლექსი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ბრონქული ასთმის შეტევები, რადგან ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს ბრონქოსპაზმი.
  • ტანფლექსი განსაკუთრებით მიზანშეწონილია პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ გამოვლება.
  • ტანფლექსში შემავალმა მეთილპარაბენმა (E218) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ დაგვიანებული).
  • ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიცავს ნატრიუმს.
  • ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ამ სამკურნალო პრეპარატის მცირე რაოდენობას - თითოეული დოზა შეიცავს 100 მგ-ზე ნაკლებ ეთანოლს (ალკოჰოლს).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის მოხსენიებული.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალურ პოპულაციებთან დაკავშირებით: არ ჩატარებულა ურთიერთქმედების კვლევა კონკრეტულ პოპულაციაში.

პედიატრიული პოპულაცია: პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე.

იმის გამო, რომ არ არის საკმარისი კვლევები, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ვინაიდან არ არის საკმარისი კვლევები მეძუძურ ქალებზე, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ტანფლექსის გარეგანი გამოყენება რეკომენდებული დოზით არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტანფლექსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ტანფლექსში შემავალმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ დაგვიანებული).

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არ შეიცავს ნატრიუმს.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ამ სამკურნალო პრეპარატის მცირე რაოდენობას - თითოეული დოზა შეიცავს 100 მგ-ზე ნაკლებ ეთანოლს (ალკოჰოლს).

სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება

ტანფლექსს და სხვა პრეპარატებს შორის არ არის ცნობილი ურთიერთქმედება.

თუ თქვენ უკვე იყენებთ ან ახლახან იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ წამალს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატების შესახებ.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ტანფლექსის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

თუ შეინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ ტანფლექსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან გამოვლენილია 1-ზე ნაკლებში) გვერდითი მოვლენები:

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს როგორც სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ზოგჯერ ქოშინი, სასუნთქი გზების გარშემო კუნთების შეკუმშვის გამო).

ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. ორივე შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ „გამოყენების ინსტრუქციებში“ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

შემთხვევით დალევის შემთხვევაშიც კი, დოზის გადაჭარბება გამორიცხულია. მას არ გააჩნია ანტიდოტი. თუ ბავშვები შემთხვევით დალევენ, შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაცია, შეიძლება გამოვლინდეს კრუნჩხვები, აგზნება და ძილიანობა. გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 30 მლ ხსნარი შეიცავს 45 მგ ბენზიდამინის HCl.

დამხმარე ნივთიერება(ები):

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 30 მგ

ეთანოლი 96% 3 მლ

ნატრიუმის ბიკარბონატი 3,3 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ ტანფლექსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ ყუთში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ტანფლექსი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი პერორალური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო,

ათქ კოდი: A01AD02

ბენზიდამინის HCl არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სისტემურად და ადგილობრივად. ის აჩვენებს ამ ეფექტებს უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციით, ვენების გამტარიანობის შემცირებით და დაბალ კონცენტრაციებში, სავარაუდოდ პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გარეშე დაბალ კონცენტრატებში.

ამ ფარმაკოლოგიური ეფექტების გამო, ბენზიდამინის HCl ავლენს ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს მწვავე (პირველად) ანთებაზე, რბილი ქსოვილების დაზიანებებთან შედარებით, რომლებიც ვითარდება სხვადასხვა მიზეზით.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია: პერორალური მიღების შემდეგ ბენზიდამინი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და 2-4 საათის შემდეგ მიიღწევა მაქსიმალური პლაზმური დონე.

განაწილება: ბენზიდამინის ქსოვილებზე განაწილების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია მისი კონცენტრაციის ტენდენცია ანთების მიდამოში.

ბიოტრანსფორმაცია: ბენზიდამინი ძირითადად მეტაბოლიზდება დაჟანგვის, კონიუგაციის და დეალკილირების გზით.

ელიმინაცია: ბენზიდამინი მნიშვნელოვანი ხარისხით გამოიყოფა შარდში, არააქტიური მეტაბოლიტებისა და კონიუგაციის პროდუქტების სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

მომხმარებლის ინფორმაცია

ტანფლექსი

ორალური სპრეი 0.15%, ხსნარი

ორალური გამოყენებისთვის.

აქტიური ინგრედიენტები: 30 მლ ხსნარი შეიცავს 45 მგ ბენზიდამინს HCl. ერთი შესხურება არის 0,18 მლ და შეიცავს 0,27 მგ ბენზიდამინს HCl.

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ეთანოლი (96%), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ესენცია, პოლისორბატი 20 და გასუფთავებული წყალი.

ამ მედიკამენტის მიღებამდე გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • გთხოვთ შეინახოთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
  • აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს, თუ მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში.
  • გთხოვთ, მიჰყვეთ ამ ფურცელში მოცემულ ინსტრუქციას. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვის რეკომენდებულია.

ამ ჩანართში მოცემულია თავები:

  • რა არის ტანფლექსი და რისთვის გამოიყენება?
  • ტანფლექსის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ ტანფლექსი?
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ტანფლექსი?
  • რა არის ტანფლექსი და რისთვის გამოიყენება?
  • ტანფლექსი არის ანთების ინჰიბიტორი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ის ამსუბუქებს ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ყელის, პირის ღრუს და ღრძილების ანთებასთან.
  • ტანფლექსი ხელმისაწვდომია 30 მლ ბოთლით და პლასტმასის გამფრქვევი ადაპტერით. ეს არის უფერო, გამჭვირვალე, სითხე პიტნის სუნით.
  • ტანფლექსი გამოიყენება
  • გინგივიტის შესამსუბუქებლად, რომელიც დაკავშირებულია პირის ღრუსა და ყელის ტკივილთან და ანთებასთან.

პირის ღრუს, ფარინქსისა და ყელის მიმდებარე ქსოვილი.

  • პაციენტის ყლაპვის ფუნქციისა და ღრძილების დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად
  • ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად პაროდონტული პროცედურების შემდეგ
  • ტანფლექსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტანფლექსი შემდეგ სიტუაციებში

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ტანფლექსის რომელიმე კომპონენტის მიმართ

ტანფლექსის გამოყენებისას მიიღეთ განსაკუთრებული ზომები შემდეგ სიტუაციებში

მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.

  • ტანფლექსის რეკომენდებული დოზა (4 შესხურება ზედიზედ: 1,08 მგ; 6-ჯერ დღეში: 6,48 მგ) არის პერორალური დოზის დაახლოებით მეოცედი. ამიტომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არ არსებობს სისტემური დოზის გადაჭარბების და ტოქსიკურობის შემთხვევები.
  • თუ მოკლევადიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელება არ ხდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა; ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ მედიკამენტების მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
  • პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში პირის ღრუსა და ფარინგეალური ღრუს ჭრილობები შეიძლება იყოს სერიოზული დაავადებების სიმპტომი. ამიტომ, თუ სიმპტომები გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს.
  • თუ ხართ ალერგიული ან ჰიპერმგრძნობიარე აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს.
  • თუ წარსულში გქონდათ ბრონქული ასთმის შეტევები, იყავით ფრთხილად ტანფლექსის მიღებისას; რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ობსტრუქცია.
  • ტანფლექსი განსაკუთრებით მისაღებია პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ გამოვლება.
  • სპორტსმენებში ეთანოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ ტესტის დადებითი შედეგები ზოგიერთი სპორტული ფედერაციის მიერ მითითებული ალკოჰოლის კონცენტრაციის ლიმიტების მიხედვით.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილება გეხებათ, წარსულში ან ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.

ტანფლექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ტანფლექსი არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.

ორსულობა

გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე.

იმის გამო, რომ არ არის საკმარისი კვლევები, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე.

ვინაიდან არ არის საკმარისი კვლევები მეძუძურ ქალებზე, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტანფლექსის გარეგანი გამოყენება რეკომენდებული დოზით არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტანფლექსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ტანფლექსში შემავალმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ დაგვიანებული).

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არ შეიცავს ნატრიუმს.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ამ სამკურნალო პრეპარატის მცირე რაოდენობას - თითოეული დოზა შეიცავს 100 მგ-ზე ნაკლებ ეთანოლს (ალკოჰოლს).

სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება

ტანფლექსს და სხვა პრეპარატებს შორის არ არის ცნობილი ურთიერთქმედება.

თუ თქვენ უკვე იყენებთ ან ახლახან იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ წამალს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატების შესახებ.

  • როგორ გამოვიყენოთ ტანფლექსი?

გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე

მოზრდილები: გამოიყენება 4-8 შესხურება 2-6-ჯერ დღეში.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

მკურნალობის ხანგრძლივობაა დაახლოებით 4-5 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში დადებითი გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი მოგცემთ ინსტრუქციას, რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა ტანფლექსით.

  • გამოყენების გზა და მეთოდი:
  • პირველ გამოყენებამდე მოიყვანეთ ტუმბო მუშა მდგომარეობაში, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ გასხურებას.
  • გააღეთ პირი და ტუმბო მიმართეთ დაზიანებული უბნისკენ.
  • გასაფრქვევად დააჭირეთ ღილაკს ძლიერად; გაიმეორეთ ეს რამდენჯერმე, როგორც ზემოთ იყო რეკომენდებული.
  • დააბრუნეთ ბოთლი თავის ყუთში და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებში: გამოყენება შეიძლება 6 წლის და უფროს ასაკში.

6-დან 12 წლამდე ბავშვები: გამოიყენება 4 შესხურება 2-6-ჯერ დღეში.

გამოყენება ხანდაზმულებში: გერიატრიული გამოყენების განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.

სპეციალური გამოყენება: არ არსებობს გამოყენების სპეციალური პირობები.

თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ გირჩევს, გთხოვთ, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ტანფლექსს აქვს ძალიან ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ტანფლექსს:

შემთხვევით დალევის შემთხვევაშიც კი, დოზის გადაჭარბება გამორიცხულია. თუ ბავშვი შემთხვევით დალევს, შეიძლება გამოვლინდეს ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, გაღიზიანება ან ძილიანობა; სიმპტომების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მკურნალობა.

თუ იყენებდით საჭიროზე მეტ ტანფლექსს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ტანფლექსის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების დასაბალანსებლად.

თუ შეწყვეტთ ტანფლექსის გამოყენებას

უცნობია.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ტანფლექსის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

თუ შეინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ ტანფლექსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან გამოვლენილია 1-ზე ნაკლებში) გვერდითი მოვლენები:

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს როგორც სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ზოგჯერ ქოშინი, სასუნთქი გზების გარშემო კუნთების შეკუმშვის გამო).

ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. ორივე შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ „გამოყენების ინსტრუქციებში“ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ შევინახოთ ტანფლექსი?

შეინახეთ ტანფლექსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ ყუთში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ტანფლექსი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No: 4

34467 Maslak/Sarıyer/İstanbul/Turkey

ტელ: +90 212 – 366 84 00

ფაქსი: +90 212 – 276 20 20

წარმოების ადგილი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3

Esenyurt/İstanbul/Turkey

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 07/12/2015.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა