ბენეტი ორალური სპრეი
Benet Oral Spray
• ბენეტი არის ანთების ინჰიბიტორი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ის ამსუბუქებს ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ყელის, პირის ღრუს და ღრძილების ანთებასთან. • ბენეტი ხელმისაწვდომია 30 მლ ბოთლით და პლასტმასის გამფრქვევი ადაპტერით. ეს არის უფერო, გამჭვირვალე, სითხე პიტნის სუნით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენზიდამინი (benzydamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,15% (1,5მგ/მლ) 30მლ ორალური სპრეი, ხსნარი მინის ბოთლი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სტომატოლოგიური პრეპარატები, პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- A01AD02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043353
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2025, მოქმედებს 3 ივნისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს ,,აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტი“-ს საქართველოს წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბენეტი ორალური სპრეი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ბენეტი არის ანთების ინჰიბიტორი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ის ამსუბუქებს ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ყელის, პირის ღრუს და ღრძილების ანთებასთან.
- ბენეტი ხელმისაწვდომია 30 მლ ბოთლით და პლასტმასის გამფრქვევი ადაპტერით. ეს არის უფერო, გამჭვირვალე, სითხე პიტნის სუნით.
- ბენეტი გამოიყენება
- გინგივიტის შესამსუბუქებლად, რომელიც დაკავშირებულია პირის ღრუსა და ყელის ტკივილთან და ანთებასთან.
პირის ღრუს, ფარინქსისა და ყელის მიმდებარე ქსოვილი.
- პაციენტის ყლაპვის ფუნქციისა და ღრძილების დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად
- ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად პაროდონტული პროცედურების შემდეგ
- ბენეტის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე
მოზრდილები: გამოიყენება 4-8 შესხურება 2-6-ჯერ დღეში.
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
მკურნალობის ხანგრძლივობაა დაახლოებით 4-5 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში დადებითი გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი მოგცემთ ინსტრუქციას, რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა ბენეტით.
- გამოყენების გზა და მეთოდი:
- პირველ გამოყენებამდე მოიყვანეთ ტუმბო მუშა მდგომარეობაში, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ გასხურებას.
- გააღეთ პირი და ტუმბო მიმართეთ დაზიანებული უბნისკენ.
- გასაფრქვევად დააჭირეთ ღილაკს ძლიერად; გაიმეორეთ ეს რამდენჯერმე, როგორც ზემოთ იყო რეკომენდებული.
- დააბრუნეთ ბოთლი თავის ყუთში და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
- სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში: გამოყენება შეიძლება 6 წლის და უფროს ასაკში.
6-დან 12 წლამდე ბავშვები: გამოიყენება 4 შესხურება 2-6-ჯერ დღეში.
გამოყენება ხანდაზმულებში: გერიატრიული გამოყენების განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.
სპეციალური გამოყენება: არ არსებობს გამოყენების სპეციალური პირობები.
თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ გირჩევს, გთხოვთ, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ბენეტს აქვს ძალიან ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ბენეტს:
შემთხვევით დალევის შემთხვევაშიც კი, დოზის გადაჭარბება გამორიცხულია. თუ ბავშვი შემთხვევით დალევს, შეიძლება გამოვლინდეს ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, გაღიზიანება ან ძილიანობა; სიმპტომების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მკურნალობა.
თუ იყენებდით საჭიროზე მეტ ბენეტს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბენეტის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების დასაბალანსებლად.
თუ შეწყვეტთ ბენეტის გამოყენებას
უცნობია.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენეტის რომელიმე კომპონენტის მიმართ
ბენეტის გამოყენებისას მიიღეთ განსაკუთრებული ზომები ზრუნვა შემდეგ სიტუაციებში
მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.
- ბენეტის რეკომენდებული დოზა (4 შესხურება ზედიზედ: 1,08 მგ; 6-ჯერ დღეში: 6,48 მგ) არის პერორალური დოზის დაახლოებით მეოცედი. ამიტომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არ არსებობს სისტემური დოზის გადაჭარბების და ტოქსიკურობის შემთხვევები.
- თუ მოკლევადიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელება არ ხდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა; ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ მედიკამენტების მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
- პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში პირის ღრუსა და ფარინგეალური ღრუს ჭრილობები შეიძლება იყოს სერიოზული დაავადებების სიმპტომი. ამიტომ, თუ სიმპტომები გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს.
- თუ ხართ ალერგიული ან ჰიპერმგრძნობიარე აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს.
- თუ წარსულში გქონდათ ბრონქული ასთმის შეტევები, იყავით ფრთხილად ბენეტის მიღებისას; რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ობსტრუქცია.
- ბენეტი განსაკუთრებით მისაღებია პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ გამოვლება.
- სპორტსმენებში ეთანოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ ტესტის დადებითი შედეგები ზოგიერთი სპორტული ფედერაციის მიერ მითითებული ალკოჰოლის კონცენტრაციის ლიმიტების მიხედვით.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილება გეხებათ, წარსულში ან ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.
ბენეტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ბენეტს არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.
სიფრთხილის ზომები
- მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.
- ბენეტის რეკომენდებული დოზა (4 შესხურება ზედიზედ 1,08 მგ; 6-ჯერ დღეში: 6,48 მგ) არის პერორალური დოზის დაახლოებით მეოცედი, ამიტომ სისტემური დოზის გადაჭარბება ან ტოქსიკურობა გამორიცხულია.
- ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა; ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ მედიკამენტების მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
- პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში ოროფარინქსის წყლული შეიძლება იყოს უფრო სერიოზული პათოლოგიების სიმპტომი. ამიტომ, თუ სიმპტომები გრძელდება 3 დღეზე მეტხანს, საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან სტომატოლოგს.
- პაციენტებში ალერგიით ან ჰიპერმგრძნობელობით აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-ების მიმართ, ბენზიდამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
- ბენეტი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ბრონქული ასთმის შეტევები, რადგან ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს ბრონქოსპაზმი.
- ბენეტი განსაკუთრებით მიზანშეწონილია პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ გამოვლება.
- ბენეტში შემავალმა მეთილპარაბენმა (E218) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ დაგვიანებული).
- ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიცავს ნატრიუმს.
- ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ამ სამკურნალო პრეპარატის მცირე რაოდენობას - თითოეული დოზა შეიცავს 100 მგ-ზე ნაკლებ ეთანოლს (ალკოჰოლს).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის მოხსენიებული.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალურ პოპულაციებთან დაკავშირებით: არ ჩატარებულა ურთიერთქმედების კვლევა კონკრეტულ პოპულაციაში.
პედიატრიული პოპულაცია: პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე.
იმის გამო, რომ არ არის საკმარისი კვლევები, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

ვინაიდან არ არის საკმარისი კვლევები მეძუძურ ქალებზე, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბენეტის გარეგანი გამოყენება რეკომენდებული დოზით არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბენეტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ბენეტში შემავალმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ დაგვიანებული).
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არ შეიცავს ნატრიუმს.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ამ სამკურნალო პრეპარატის მცირე რაოდენობას - თითოეული დოზა შეიცავს 100 მგ-ზე ნაკლებ ეთანოლს (ალკოჰოლს).
სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება
ბენეტს და სხვა პრეპარატებს შორის არ არის ცნობილი ურთიერთქმედება.
თუ თქვენ უკვე იყენებთ ან ახლახან იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ წამალს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატების შესახებ.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ბენეტის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.
თუ შეინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ ბენეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან გამოვლენილია 1-ზე ნაკლებში) გვერდითი მოვლენები:
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს როგორც სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ზოგჯერ ქოშინი, სასუნთქი გზების გარშემო კუნთების შეკუმშვის გამო).
ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. ორივე შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ „გამოყენების ინსტრუქციებში“ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
შემთხვევით დალევის შემთხვევაშიც კი, დოზის გადაჭარბება გამორიცხულია. მას არ გააჩნია ანტიდოტი. თუ ბავშვები შემთხვევით დალევენ, შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაცია, შეიძლება გამოვლინდეს კრუნჩხვები, აგზნება და ძილიანობა. გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 30 მლ ხსნარი შეიცავს 45 მგ ბენზიდამინის HCl.
დამხმარე ნივთიერება(ები):
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 30 მგ
ეთანოლი 96% 3 მლ
ნატრიუმის ბიკარბონატი 3,3 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბენეტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ ყუთში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ბენეტი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი პერორალური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო,
ათქ კოდი: A01AD02
ბენზიდამინის HCl არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სისტემურად და ადგილობრივად. ის აჩვენებს ამ ეფექტებს უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციით, ვენების გამტარიანობის შემცირებით და დაბალ კონცენტრაციებში, სავარაუდოდ პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გარეშე დაბალ კონცენტრატებში.
ამ ფარმაკოლოგიური ეფექტების გამო, ბენზიდამინის HCl ავლენს ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს მწვავე (პირველად) ანთებაზე, რბილი ქსოვილების დაზიანებებთან შედარებით, რომლებიც ვითარდება სხვადასხვა მიზეზით.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია: პერორალური მიღების შემდეგ ბენზიდამინი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და 2-4 საათის შემდეგ მიიღწევა მაქსიმალური პლაზმური დონე.
განაწილება: ბენზიდამინის ქსოვილებზე განაწილების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია მისი კონცენტრაციის ტენდენცია ანთების მიდამოში.
ბიოტრანსფორმაცია: ბენზიდამინი ძირითადად მეტაბოლიზდება დაჟანგვის, კონიუგაციის და დეალკილირების გზით.
ელიმინაცია: ბენზიდამინი მნიშვნელოვანი ხარისხით გამოიყოფა შარდში, არააქტიური მეტაბოლიტებისა და კონიუგაციის პროდუქტების სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
მომხმარებლის ინფორმაცია
ბენეტი ორალური სპრეი
- 15%, ხსნარი
ორალური გამოყენებისთვის.
აქტიური ინგრედიენტები: 30 მლ ხსნარი შეიცავს 45 მგ ბენზიდამინს HCl. ერთი შესხურება არის 0,18 მლ და შეიცავს 0,27 მგ ბენზიდამინს HCl.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, საქარინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ეთანოლი (96%), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ესენცია, პოლისორბატი 20 და გასუფთავებული წყალი.
ამ მედიკამენტის მიღებამდე გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- გთხოვთ შეინახოთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
- აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს, თუ მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში.
- გთხოვთ, მიჰყვეთ ამ ფურცელში მოცემულ ინსტრუქციას. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენთვის რეკომენდებულია.
ამ ჩანართში მოცემულია თავები:
- რა არის ბენეტი და რისთვის გამოიყენება?
- ბენეტის გამოყენებამდე
- როგორ გამოვიყენოთ ბენეტი?
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ბენეტი?
- რა არის ბენეტი და რისთვის გამოიყენება?
- ბენეტი არის ანთების ინჰიბიტორი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ის ამსუბუქებს ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ყელის, პირის ღრუს და ღრძილების ანთებასთან.
- ბენეტი ხელმისაწვდომია 30 მლ ბოთლით და პლასტმასის გამფრქვევი ადაპტერით. ეს არის უფერო, გამჭვირვალე, სითხე პიტნის სუნით.
- ბენეტი გამოიყენება
- გინგივიტის შესამსუბუქებლად, რომელიც დაკავშირებულია პირის ღრუსა და ყელის ტკივილთან და ანთებასთან.
პირის ღრუს, ფარინქსისა და ყელის მიმდებარე ქსოვილი.
- პაციენტის ყლაპვის ფუნქციისა და ღრძილების დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად
- ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად პაროდონტული პროცედურების შემდეგ
- ბენეტის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბენეტი შემდეგ სიტუაციებში
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენეტის რომელიმე კომპონენტის მიმართ
ბენეტის გამოყენებისას მიიღეთ განსაკუთრებული ზომები ზრუნვა შემდეგ სიტუაციებში
მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.
- ბენეტის რეკომენდებული დოზა (4 შესხურება ზედიზედ: 1,08 მგ; 6-ჯერ დღეში: 6,48 მგ) არის პერორალური დოზის დაახლოებით მეოცედი. ამიტომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არ არსებობს სისტემური დოზის გადაჭარბების და ტოქსიკურობის შემთხვევები.
- თუ მოკლევადიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელება არ ხდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობა; ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ მედიკამენტების მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
- პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში პირის ღრუსა და ფარინგეალური ღრუს ჭრილობები შეიძლება იყოს სერიოზული დაავადებების სიმპტომი. ამიტომ, თუ სიმპტომები გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს.
- თუ ხართ ალერგიული ან ჰიპერმგრძნობიარე აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) მიმართ, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს.
- თუ წარსულში გქონდათ ბრონქული ასთმის შეტევები, იყავით ფრთხილად ბენეტის მიღებისას; რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული ობსტრუქცია.
- ბენეტი განსაკუთრებით მისაღებია პაციენტებისთვის, რომლებსაც უჭირთ გამოვლება.
- სპორტსმენებში ეთანოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგ ტესტის დადებითი შედეგები ზოგიერთი სპორტული ფედერაციის მიერ მითითებული ალკოჰოლის კონცენტრაციის ლიმიტების მიხედვით.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილება გეხებათ, წარსულში ან ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.
ბენეტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ბენეტს არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.
ორსულობა
გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე.
იმის გამო, რომ არ არის საკმარისი კვლევები, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მედიკამენტის მიღებამდე.
ვინაიდან არ არის საკმარისი კვლევები მეძუძურ ქალებზე, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ლაქტაციის პერიოდში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ბენეტის გარეგანი გამოყენება რეკომენდებული დოზით არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბენეტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ბენეტში შემავალმა მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ დაგვიანებული).
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არ შეიცავს ნატრიუმს.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ამ სამკურნალო პრეპარატის მცირე რაოდენობას - თითოეული დოზა შეიცავს 100 მგ-ზე ნაკლებ ეთანოლს (ალკოჰოლს).
სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება
ბენეტს და სხვა პრეპარატებს შორის არ არის ცნობილი ურთიერთქმედება.
თუ თქვენ უკვე იყენებთ ან ახლახან იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ წამალს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატების შესახებ.
- როგორ გამოვიყენოთ ბენეტი?
გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე
მოზრდილები: გამოიყენება 4-8 შესხურება 2-6-ჯერ დღეში.
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
მკურნალობის ხანგრძლივობაა დაახლოებით 4-5 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში დადებითი გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს. თქვენი ექიმი მოგცემთ ინსტრუქციას, რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მკურნალობა ბენეტით.
- გამოყენების გზა და მეთოდი:
- პირველ გამოყენებამდე მოიყვანეთ ტუმბო მუშა მდგომარეობაში, სანამ არ მიიღებთ რეგულარულ გასხურებას.
- გააღეთ პირი და ტუმბო მიმართეთ დაზიანებული უბნისკენ.
- გასაფრქვევად დააჭირეთ ღილაკს ძლიერად; გაიმეორეთ ეს რამდენჯერმე, როგორც ზემოთ იყო რეკომენდებული.
- დააბრუნეთ ბოთლი თავის ყუთში და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
- სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში: გამოყენება შეიძლება 6 წლის და უფროს ასაკში.
6-დან 12 წლამდე ბავშვები: გამოიყენება 4 შესხურება 2-6-ჯერ დღეში.
გამოყენება ხანდაზმულებში: გერიატრიული გამოყენების განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.
სპეციალური გამოყენება: არ არსებობს გამოყენების სპეციალური პირობები.
თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ გირჩევს, გთხოვთ, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ბენეტს აქვს ძალიან ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ბენეტს:
შემთხვევით დალევის შემთხვევაშიც კი, დოზის გადაჭარბება გამორიცხულია. თუ ბავშვი შემთხვევით დალევს, შეიძლება გამოვლინდეს ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, გაღიზიანება ან ძილიანობა; სიმპტომების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მკურნალობა.
თუ იყენებდით საჭიროზე მეტ ბენეტს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბენეტის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების დასაბალანსებლად.
თუ შეწყვეტთ ბენეტის გამოყენებას
უცნობია.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ბენეტის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.
თუ შეინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ ბენეტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ძალიან იშვიათი (10,000 პაციენტიდან გამოვლენილია 1-ზე ნაკლებში) გვერდითი მოვლენები:
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს როგორც სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ზოგჯერ ქოშინი, სასუნთქი გზების გარშემო კუნთების შეკუმშვის გამო).
ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. ორივე შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ „გამოყენების ინსტრუქციებში“ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ შევინახოთ ბენეტი?
შეინახეთ ბენეტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკუთარ ყუთში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ბენეტი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No: 4
34467 Maslak/Sarıyer/İstanbul/Turkey
ტელ: +90 212 – 366 84 00
ფაქსი: +90 212 – 276 20 20
წარმოების ადგილი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3
Esenyurt/İstanbul/Turkey
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 07/12/2015.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.