პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სტომატოლოგიური პრეპარატები

გერვეტინი

GERVETIN

ურეცეპტოდ0,15%ინსტრუქცია ქართულადმაკედონია
რისთვის გამოიყენება

პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებები: გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (მათ შორის სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ); ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი; კანდიდოზი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); სანერწყვე ჯირკვლების კალკულოზური ანთება; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბენზიდამინი (benzydamine)
ფორმა და შეფუთვა
0,15% (1,5მგ/მლ) 30მლ (150 დოზა) ადგილობრივი გამოყენების სპრეი პიტნის გემოთი ყელისა და პირის ღრუსათვის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1 მადოზირებელი მოწყობილობით
მწარმოებელი
REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
ATC კოდი
A01AD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042463
რეგისტრირებულია
3 დეკემბერი 2024, მოქმედებს 3 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SPEY MEDICAL Ltd. (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
შპს „ვეგაფარმ-ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგერვეტინი და სხვა წამალი ერთად

გერვეტინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებები:

გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (მათ შორის სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ);

ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი;

კანდიდოზი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);

სანერწყვე ჯირკვლების კალკულოზური ანთება;

ქირურგიული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (მათ შორის ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა);

კბილების მკურნალობის ან ამოღების შემდეგ;

პაროდონტოზი.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებსა და ხანდაზმულებში ინიშნება: 4-8 დოზა ყოველ 1,5-3 საათში;

6-12 წლის ასაკში: 4 დოზამდე ყოველ 1,5-3 საათში;

3-6 წლის ასაკის ბავშვებში: 1-4 დოზა (მაქსიმალური 4 დოზამდე) ყოველ 1,5-3 საათში;

ფლაკონი მოათავსეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, თავის ჩამოსაცმელი მოატრიალეთ ფლაკონისკენ 900-იანი კუთხით.

პირველი გამოყენების წინ აუცილებელია გამფრქვევზე რამდენიმე საცდელი დაჭერა. ჩამოსაცმელი მოათავსეთ პირის ღრუში და მიმარტეთ დაზიანების არეზე. ხელი დააჭირეთ რამდენჯერმე თავსახურს ინსტრუქციაში მითითებული რეკომენდებული დოზის მიხედვით. ორ დაჭერას შორის პერიოდი უნდა იყოს არანაკლებ 5 წამი.

ჩამოსაცმელი დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.

თუ სპრეი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, აუცილებელია ერთჯერადი დაჭერით გამფრქვევის გააქტიურება.

დაიცავით ექიმის ყველა მითითება, არ შეწყვიტოთ თერაპია და არ შეცვალოთ დოზირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გამოტოვეთ პრეპარატის გამოყენება, გამოტოვებული დოზა გამოიყენეთ რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია შემდეგი მიღების დრო, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივის ქემით.

არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დოზას!

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

3 წლამდე ბავშვთა ასაკი;

სიფრთხილის ზომები

გერვეტინით თერაპია არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, გარდა ექიმის მიერ რეკომენდებული შემთხვევებისა.

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვის ან სხვა ისეთი საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. მოერიდეთ სპრეის მოხვედრას თვალებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დადგენილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რომელთაგან ყველაზე ხშირია: კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ქავილი და ურტიკარია. ადგილობრივი რეაქციებიდან შეიძლება აღინიშნოს დაბუჟების ან წვის შეგრძნება, პირის სიმშრალე.

ჭარბი დოზა

დღეისათვის ცნობილი არ არის პრეპარატ გერვეტინის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები. თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მაღალი დოზა, პირის ღრუში მაშინათვე გამოივლეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

შემადგენლობა

თითოეული მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 1,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლისორბატი 60, პიტნის ზეთი 27198/14 (არომატიზატორი), საღებავი ყვითელი ქინოლონი 70 E 104, ინდიგოტინი 85 E 132, გასუფთავებულიწყალი.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ნიშნის და

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში.

ათქკოდი: A01AD02.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

ბენზიდამინი მიეკუთვნება ინდაზოლების ჯგუფს და წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ადგილობრივი მაანესთეზირებელი და ანტიბაქტერიული მოქმედება მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ამცირებს კაპილარების გამტარობას; სტაბილიზაციას უკეთებს უჯრედულ მემბრანებს და აფერხებს ატფ-ის და სხვა მაკროერგიული ნაერთების გამომუშავებას ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებში. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო და მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების, ჰისტამინის, ბრადიკინინის, ციტოკინების, კომპლემენტის ფაქტორებისა და სხვა არასპეციფიური დამაზიანებელი ფაქტორების სინთეზისა და ინაქტივაციის შეფერხებით. ანალგეზიური და ადგილობრი მაანესთეზირებელი მოქმედება განპირობებულია ალგოგენური თვისებების მქონე ბიოგენური ამინების კონცენტრაციების არაპირდაპირი შემცირებით და რეცეპტორული აპარატის ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის მომატებით; ბენზიდამინი აგრეთვე ბლოკავს ბრადიკინინის ურთიერთქმედებას ქსოვილურ რეცეპტორებთან, აღადგენს მიკროცირკულაციას და ამცირებს ტკივილის მგრძნობელობას ანთების კერაში. ბენზიდამინი ავლენს ანტიბაქტერიულ და სპეციფიურ ანტიმიკრობულ მოქმედებას მიკროორგანიზმების მემბრანების გავლით სწრაფად შეღწევის უნარის მეშვეობით და იწვევს უჯრედების ლიზისს, არღვევს რა მასში მეტაბოლურ პროცესებს და აზიანებს უჯრედოვან სტრუქტურებს.

პრეპარატს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება Candida Albicans-ის მიმართ. ხელს უშლის სოკოების რეპროდუქციას, იწვევს რა უჯრედოვანი კედლისა და მიცეტების მეტაბოლური ჯაჭვების სტრუქტურულ დარღვევებს.

ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი კარგად აბსორბირდება ლორწოვანი გარსებიდან და აღწევს ანთებად ქსოვილებში. ბენზიდამინის ჩართვა სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის სქემებში მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტურობას და ამცირებს მკურნალობის ვადებს.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან და სწრაფად აღწევს ანთებად ქსოვილებში. გამოიდევნება თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გერვეტინი

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება: გერვეტინი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ბენზიდამინი.

წამლის ფორმა: სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის, დოზირებული.

შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 1,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლისორბატი 60, პიტნის ზეთი 27198/14 (არომატიზატორი), საღებავი ყვითელი ქინოლონი 70 E 104, ინდიგოტინი 85 E 132, გასუფთავებულიწყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში.

ათქკოდი: A01AD02.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

ბენზიდამინი მიეკუთვნება ინდაზოლების ჯგუფს და წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ადგილობრივი მაანესთეზირებელი და ანტიბაქტერიული მოქმედება მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ამცირებს კაპილარების გამტარობას; სტაბილიზაციას უკეთებს უჯრედულ მემბრანებს და აფერხებს ატფ-ის და სხვა მაკროერგიული ნაერთების გამომუშავებას ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებში. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო და მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების, ჰისტამინის, ბრადიკინინის, ციტოკინების, კომპლემენტის ფაქტორებისა და სხვა არასპეციფიური დამაზიანებელი ფაქტორების სინთეზისა და ინაქტივაციის შეფერხებით. ანალგეზიური და ადგილობრი მაანესთეზირებელი მოქმედება განპირობებულია ალგოგენური თვისებების მქონე ბიოგენური ამინების კონცენტრაციების არაპირდაპირი შემცირებით და რეცეპტორული აპარატის ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის მომატებით; ბენზიდამინი აგრეთვე ბლოკავს ბრადიკინინის ურთიერთქმედებას ქსოვილურ რეცეპტორებთან, აღადგენს მიკროცირკულაციას და ამცირებს ტკივილის მგრძნობელობას ანთების კერაში. ბენზიდამინი ავლენს ანტიბაქტერიულ და სპეციფიურ ანტიმიკრობულ მოქმედებას მიკროორგანიზმების მემბრანების გავლით სწრაფად შეღწევის უნარის მეშვეობით და იწვევს უჯრედების ლიზისს, არღვევს რა მასში მეტაბოლურ პროცესებს და აზიანებს უჯრედოვან სტრუქტურებს.

პრეპარატს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება Candida Albicans-ის მიმართ. ხელს უშლის სოკოების რეპროდუქციას, იწვევს რა უჯრედოვანი კედლისა და მიცეტების მეტაბოლური ჯაჭვების სტრუქტურულ დარღვევებს.

ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი კარგად აბსორბირდება ლორწოვანი გარსებიდან და აღწევს ანთებად ქსოვილებში. ბენზიდამინის ჩართვა სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის სქემებში მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტურობას და ამცირებს მკურნალობის ვადებს.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან და სწრაფად აღწევს ანთებად ქსოვილებში. გამოიდევნება თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.

გამოყენების ჩვენებები:

პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებები:

გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (მათ შორის სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ);

ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი;

კანდიდოზი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);

სანერწყვე ჯირკვლების კალკულოზური ანთება;

ქირურგიული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (მათ შორის ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა);

კბილების მკურნალობის ან ამოღების შემდეგ;

პაროდონტოზი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენებების მიხედვით.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

3 წლამდე ბავშვთა ასაკი;

გამოყენების წესი და დოზები

მოზრდილებსა და ხანდაზმულებში ინიშნება: 4-8 დოზა ყოველ 1,5-3 საათში;

6-12 წლის ასაკში: 4 დოზამდე ყოველ 1,5-3 საათში;

3-6 წლის ასაკის ბავშვებში: 1-4 დოზა (მაქსიმალური 4 დოზამდე) ყოველ 1,5-3 საათში;

ფლაკონი მოათავსეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, თავის ჩამოსაცმელი მოატრიალეთ ფლაკონისკენ 900-იანი კუთხით.

პირველი გამოყენების წინ აუცილებელია გამფრქვევზე რამდენიმე საცდელი დაჭერა. ჩამოსაცმელი მოათავსეთ პირის ღრუში და მიმარტეთ დაზიანების არეზე. ხელი დააჭირეთ რამდენჯერმე თავსახურს ინსტრუქციაში მითითებული რეკომენდებული დოზის მიხედვით. ორ დაჭერას შორის პერიოდი უნდა იყოს არანაკლებ 5 წამი.

ჩამოსაცმელი დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.

თუ სპრეი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, აუცილებელია ერთჯერადი დაჭერით გამფრქვევის გააქტიურება.

დაიცავით ექიმის ყველა მითითება, არ შეწყვიტოთ თერაპია და არ შეცვალოთ დოზირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გამოტოვეთ პრეპარატის გამოყენება, გამოტოვებული დოზა გამოიყენეთ რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია შემდეგი მიღების დრო, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივის ქემით.

არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დოზას!

გვერდითი მოქმედებები:

ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რომელთაგან ყველაზე ხშირია: კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ქავილი და ურტიკარია. ადგილობრივი რეაქციებიდან შეიძლება აღინიშნოს დაბუჟების ან წვის შეგრძნება, პირის სიმშრალე.

ჭარბი დოზირება:

დღეისათვის ცნობილი არ არის პრეპარატ გერვეტინის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები. თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მაღალი დოზა, პირის ღრუში მაშინათვე გამოივლეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

გერვეტინით თერაპია არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, გარდა ექიმის მიერ რეკომენდებული შემთხვევებისა.

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვის ან სხვა ისეთი საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. მოერიდეთ სპრეის მოხვედრას თვალებში.

გამოშვების ფორმა:

30 მლ პლასტმასის, თეთრ, გაუმჭვირვალე კონტეინერში დოზირებელი მოწყობილობით. თითოეული კონტეინერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ნიშნის და

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:

SPEY MEDICAL Ltd.,

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი:

რეპლეკ ფარმ ლტდ. სკოპიე

სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა