ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

სეპანოლი S

Sepanol S

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადჩეხეთი
რისთვის გამოიყენება

პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომა სეპანოლი S ინიშნება კომბინაციაში ცისპლატინთან პლევრის არარეზექციული ავთვისებიანი მეზოთელიომის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული არ აქვთ ქიმიოთერაპია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პემეტრექსედი (pemetrexed)
ფორმა და შეფუთვა
500მგ/20მლ (25მგ/მლ) 20მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
SVUS Pharma a.s. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Oncomed manufacturing a.s.(ჩეხეთი)), ჩეხეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოლის მჟავას ანალოგები
ATC კოდი
L01BA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-046181
რეგისტრირებულია
20 აგვისტო 2026, მოქმედებს 20 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
AVERSI-PHARMA LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასეპანოლი S და სხვა წამალი ერთად

სეპანოლი S — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომა

სეპანოლი S ინიშნება კომბინაციაში ცისპლატინთან პლევრის არარეზექციული ავთვისებიანი მეზოთელიომის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული არ აქვთ ქიმიოთერაპია.

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო

სეპანოლი S ცისპლატინთან კომბინაციაში ინიშნება პირველი რიგის მკურნალობისათვის უპირატესად ადგილობრივად ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების (იხ. ნაწილი 5.1).

მონოთერაპიის სახით სეპანოლი S ნაჩვენებია შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ბრტყელუჯრედული ადგილობრივი ან მეტასტაზური ფილტვის კიბოს პაციენტებში, რომელიც არ ემორჩილებიან პლატინის შემცველ ქიმიოთერაპიას. (იხ. ნაწილი 5.1).

მიღების წესი და დოზირება

სეპანოლი S-ის დოზა არის 500 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის 1 კვ.მ.-ზე. სხეულის ზედაპირის ფართობის მისაღებად უნდა გაიზომოს თქვენი სიმაღლე და წონა. სხეულის ზედაპირის ფართობზე დაყრდნობით ექიმი გამოითვლის თქვენთვის შესაფერის დოზას. შესაძლებელია აღნიშნული დოზის კორექცია ან მკურნალობის გადადება სისხლის უჯრედების რაოდენობისა და თქვენი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. საავადმყოფოს ფარმაცევტი, ექთანი ან ექიმი სეპანოლი S-სს შეურევს 5%-იანი დექსტროზას საინიექციო ხსნართან თქვენთვის მოცემამდე..

სეპანოლი S-ის შეყვანა ყოველთვის ხდება ინფუზიის გზით ინტრავენურად. ინფუზია დაახლოებით 10 წუთი გრძელდება.

სეპანოლი S-ის გამოყენება კომბინაციაში ცისპლატინთან

ექიმი ან საავადმყოფოს ფარმაცევტი დოზას შეარჩევს თქვენი სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით. ცისპლატინიც ასევე შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის გზით, სეპანოლი S-ის ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთში. ცისპლატინით ინფუზია დაახლოებით 2 საათს გრძელდება.

ინფუზია ჩვეულებრივ 3 კვირაში ერთხელ კეთდება.

დამატებითი პრეპარატები

კორტიკოსტეროიდები

ექიმი დაგინიშნავთ სტეროიდის ტაბლეტებს(4 მგ დექსამეტაზონის ექვივალენტი დღეში ორჯერ), რომელიც მიიღება სეპანოლი S-ის მიღებამდე 1 დღით ადრე, მიღების დღეს და მიღებიდან მომდვენო დღეს. აღნიშნული პრეპარატით მცირდება კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის დროს განვითარებული კანის რეაქციების სიხშირე და სიმძიმე.

ვიტამინების დანამატები

ექიმი დაგინიშნავთ პერორალურ ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი) ან ფოლიუმის მჟავას შემცველ მულტივიტამინებს (350-1000 მიკროგრამი), რომელიც მიიღება დღეში ერთხელ სეპანოლი S-ით მკურნალობის დროს. სეპანოლი S-ის პირველი დოზის მიღებამდე შვიდი დღით ადრე უნდა მიიღოთ სულ მცირე 5 დოზა. ფოლიუმის მჟავას მიღება უნდა გააგრძელოთ სეპანოლი S-ის უკანასკნელი დოზიდან 21 დღის განმავლობაში. სეპანოლი S-ის შეყვანამდე ერთი კვირით ადრე ასევე მიიღებთ B12 ვიტამინის (1000 მიკროგრამი) ინიექციას და შემდეგ დაახლოებით 9 კვირაში ერთხელ (რაც სეპანოლი S-ის მკურნალობის 3 კურსის შესაბამისია). B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა ამცირებენ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის შესაძლო ტოქსიკურ ეფექტებს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ მოცემულია ნაწილი 6.1-ში

ძუძუთი კვება (იხ. ნაწილი 4.6. )

ყვითელი ცხელების ვაქცინაცია (იხ. ნაწილი 4.5).

სიფრთხილის ზომები

სეპანოლი S-ის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოში მომუშავე ფარმაცევტს.

თუ ამჟამად გაწუხებთ ან ახლოს წარსულში გქონდათ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოში მომუშავე ფარმაცევტს, ვინაიდან შესაძლოა სეპანოლი S ვერ მიიღოთ.

ყოველი ინფუზიის წინ დაგჭირდებათ სისხლის ანალიზის გაკეთება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების შესაფასებლად და იმის შესამოწმებლად, გაქვთ თუ არა სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობა სეპანოლი S-ის მისაღებად. ექიმმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს დოზის ცვლილებისა თუ მკურნალობის გადადებასთან დაკავშირებით, თქვენი ზოგადი მდგომარეობისა და სისხლის უჯრედების რაოდენობის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ასევე ღებულობთ ცისპლატინს, ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ხართ სათანადოდ ჰიდრატირებული და ცისპლატინის მიღებამდე და მიღების შემდეგ იტარებთ შესაფერის მკურნალობა ღებინების პრევენციისათვის.

თუ გაქვთ ჩატარებული ან უნდა ჩაიტაროთ სხივურია თერაპია, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან სეპანოლი S-ის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ადრეული ან გვიანი სხივური რეაქციები.

თუ ბოლო დროს ჩაიტარეთ ვაქცინაცია, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან ვაქცინაციამ სეპანოლი S-თან ერთად შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

თუ გაქვთ გულის დაავადება ან გულის დაავადების ანამნეზი, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

თუ თქვენს ფილტვებში აღინიშნება სითხის დაგროვება, სეპანოლი S-ის მიცემამდე ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სითხის გამოდევნა ორგანიზმიდან.

ბავშვები და მოზრდილები

პედიატრიულ პოპულაციაში სეპანოლი S არ გამოიყენება.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და სეპანოლი S

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომლებსაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ეწოდება, ექიმის რეცეპტის გარეშე გაცემული სამკურნალო საშუალებების (მაგ. იბუპროფენი) ჩათვლით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება აქტივობის ხანგრძლივობით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. სეპანოლი S-ის ინფუზიის დაგეგმილ თარიღსა და თქვენი თირკმლების ფუნქციის მდგომარეობის საფუძველზე, თქვენი ექიმი გირჩევთ, თუ რა პრეპარატების მიღება შეგიძლიათ და როდის. თუ გაქვთ ეჭვი, შეეკითხეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, არის თუ არა რომელიმე თქვენი პრეპარატები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის დროს თავი მოარიდეთ სეპანოლი S-ის მიღებას. ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს ორსულობის დროს სეპანოლი S-ის მიღების პოტენციურ რისკებს. სეპანოლი S-ის მკურნალობის დროს ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.

ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ მეძუძური დედა.

სეპანოლი S-ით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

მამაკაცებისთვის ს ურჩევენ სეპანოლი S-ით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ გადაწყვეტთ მამობას, მიმართეთ კონსულტაციისათვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება გაიროთ კონსულტაცია სპერმის შენახვასთან დაკავშირებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სეპანოლი S-მა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა. ამიტომ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია სიფრთხილე.

სეპანოლი S შეიცავს პროპილენ გლიკოლს

აღნიშნული პრეპარატის თითოეული 20 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 700 მგ პროპილენ გლიკოლს, რაც 35 მგ/მლ-ს ექვივალენტია.

გვერდითი მოვლენები

სეპანოლი S შენახვის პირობები

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს სეპანოლი S და რისთვის გამოიყენება

სეპანოლი S არის სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.

სეპანოლი S გამოიყენება ცისპლატინთან კიდევ ერთ კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტთან კომბინაციაში ავთვისებიანი პლევრული მეზოთელიომის (ფილტვების ამომფენი გარსის კიბო) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ქიმიოთერაპია ჩატარებული არ აქვთ.

სეპანოლი S ასევე გამოიყენება კომბინაციაში ცისპლატინთან ფილტვის კიბოს მძიმე ფორმის მქონე პაციენტების საწყისი მკურნალობისათვის.

სეპანოლი S შეიძლება დაინიშნოს, თუ აღინიშნება მძიმე ფორმის ფილტვების კიბო, თუ თქვენი დაავადება პასუხობს მკურნალობას ან თუ საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ დარჩა უცვლელი.

სეპანოლი S ასევე გამოიყენება ფილტვების შორსწასული კიბოს სამკურნალოდ, იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოყენებული პირველადი ქიომიოთერაპიის შემდეგ დაავადებამ განიცადა პროგრესირება.

რა უნდა ვიცოდეთ სეპანოლი S-ის გამოყენების დაწყებამდე

სეპანოლი S არ გამოიყენოთ

თუ ხართ ალერგიული პემეტრექსედის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).

თუ ხართ მეძუძური დედა, სეპანოლი S-ით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

თუ ბოლოს დროს ჩაიტარეთ ან უნდა ჩაიტაროთ ვაქცინაცია ყვითელი ცხელების წინააღმდეგ.

ჭარბი დოზა

ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, მუკოზიტი, სენსორული პოლინეიროპათია და გამონაყარი. ჭარბი დოზირების მოსალოდნელი გართულებებია: ძვლის ტვინის დათრგუნვა, რომელიც გამოვლინდება ნეიტროპენიით, თრომბოციტოპენიითა და ანემიით. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნებოდეს ინფექცია ცხელებით ან ცხელების გარეშე, ფაღარათი, და/ან მუკოზიტი. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის არსებობის დროს, აუცილებელი პაციენტის მონიტორინგი სისხლის ანალიზით, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება დამხმარე თერაპია. პემეტრექსედით ჭარბი დოზირების მართვის დროს რეკომენდებულია კალციუმის ფოლინატის/ფოლიუმის მჟავას გამოყენება.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის პემეტრექსედი.

20 მლ-იანი კონცენტრატის ერთი ფლაკონი შეიცავს 500 მგ პემეტრექსედს (პემეტრექსედი დიარგინინის სახით).

ხსნარი შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედს. შეყვანამდე უნდა მოხდეს განზავება მედმუშაკის მიერ.

სხვა ინგრედიენტები; L-არგინინი, C-ცისტეინი, პროპილენ გლიკოლი, ლიმონმჟავა და საინიექციო წყალი.

სეპანოლი S-ის აღწერილობა და შეფუთვა

სეპანოლი S არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი ან ყავისფერი, ყავისფერ-ყვითელი ან მწვანე ყვითელი ხსნარი. ხსნარი მოთავსებულია შუშის ფლაკონებში.

შეფუთვაში შედის:

1 x 20 მლ ფლაკონი (500 მგ/20 მლ)

ფლაკონი დაცობილია რეზინის საცობით (ბრომობუტილი), თავსახურით და flip-flop-ით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

შპს „ავერსი-ფარმა“

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი, საქართველო

მწარმოებელი

SVUS Pharma a.s.

Smetanovo nábřeží 1238/20s

500 02 ჰრადეც-კრალოვე

ჩეხეთის რესპუბლიკა

პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი

Synthon BV

Microweg 22

6545 CM Nijmegen

ნიდერლანდები

ბოლო განახლების თარიღი 08.05.2026

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:

გამოყენების, მოხმარებისა და ლიკვიდაციის ინსტრუქციები

ინტრავენური ინფუზიისათვის პემეტრექსედის განზავების დროს გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკები

გამოითვალეთ დოზა და სეპანოლის ფლაკონების საჭირო რაოდენობა. ყოველი ფლაკონი შეიცავს ზედმეტ პემეტრექსედს დანიშნული რაოდენობის მიწოდების გასამარტივებლად. თითო ფლაკონი შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედის შემცველ ხსნარს.

ხსნარის შესაფერისი რაოდენობა შემდგომ უნდა განზავდეს 100 მლ დექსტროზას 5%-იან საინიექციო ხსნარში, კონსერვანტების გარეშე, და შეყვანილ იქნეს ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში.

პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარები, მომზადებული ზემოთ აღნიშნული წესების შესაბამისად თავსებადია პოლივინილ ქლორიდითა და პოლიოლეფინით ამოფენილ სისტემებთან და საინფუზიო პარკებთან. პემეტრექსედი შეუთავსებელია კალციუმის შემცველ გამხსნელებთან, რინგერის ლაქტატისა და რინგერის ინიექციასთან.

სეპანოლი S შეიცავს L-არგინინს დამხმარე ნივთიერების სახით. L-არგინინი შეუთავსებელია ცისპლატინთან დაიწვევს ცისპლატინის დაშლას. აღნიშნული

სამკურნალო პრეპარატის შერევა არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. შეყვანის შემდეგ აუცილებელია ინტრავენური სისტემების გამორეცხვა.

გამოყენების წინ პარენტერალური სამკურნალო პრეპარატები ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე. მყარი ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება.

პემეტრექსედი ხსნარები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური პრეპარატებისათვის არსებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

მომზადებისა და შეყვანის მითითებანი: როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური კიბოს საწინააღმდეგო აგენტების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარების შენახვის და მომზადებისას. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. პემეტრექსედის კანთან კონტაქტის შემთხვევაში კანი დაუყოვნებლივ საფუძვლიანად დაიბანეთ საპნით და წყლით. პემეტრექსედი არ არის ვეზიკანტი. პემეტრექსედის ექსტრავაზაციისთვის არ არსებობს რაიმე სპეციფიური ანტიდოტი. აღწერილია პემეტრექსედის ექსტრავაზაციის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც სერიოზულად არ შეფასებულა მკვლევარის მიერ. ექსტრავაზაცია უნდა ხდებოდეს ადგილობრივი სტანდარტული პრაქტიკით, მსგავსად სხვა არა-ვეზიკანტებისა.

/ჯეროვნად ვფლობ ინგლისურ ენას და პასუხს ვაგებ თარგმანის სისწორეზე/

შენახვის პირობები

პრეპარატის ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის „EXP“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად აღნიშნულია თვის ბოლო დღე.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობას.

დაუშვებელია გაყინვა.

განზავებული ხსნარები: პრეპარატი გამოიყენება მომზადებისთანავე. ინსტრუქციის შესაბამისად მომზადების შემდეგ, პემეტრექსედის განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური საექსპლუატაციო სტაბილურობა გამოვლინდა 24 საათის განმავლობაში მაცივრის ტემპერატურაზე. ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

აღნიშნული პრეპარატი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა; ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარის ლიკვიდაცია ხორციელდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფოლიუმის მჟავას ანალოგები, კოდი: L01BA04

პემეტრექსედი არის მრავალმიზნობრივი კიბოს საწინააღმდეგო ანტიფოლატური პრეპარატი, რომლის მოქმედება უჯრედის რეპლიკაციისათვის მნიშვნელოვანი ფოლატ-დამოკიდებული მეტაბოლური პროცესების რღვევას განაპირობებს.

In vitro კვლევებმა უჩვენეს, რომ პემეტრქსედი მოქმედებს როგორც მრავალმიზნობრივი ანტიფოლატი, აინჰიბირებს თიმიდილატსინთაზას (TS), დიჰიდროფოლატ რედუქტაზას (DHFT), და გლიცინამიდრიბონუკლეოტიდ ფორმილტრანსფერაზას (GARFT), რომლებიც საკვანძო ფოლატ-დამოკიდებული ფერმეტებია თიმიდინისა და პირინული ნუკლეოტიდების de novo ბიოსინთეზისათვის. პემეტრექსედი უჯრედებში ტრანსპორტირდება აღდგენილი ფოლატის და მემბრანული ფოლატ-შემაკავშირებელი ცილის სატრანსპორტო სისტემებით. უჯრედში შეღწევისას, პემეტრექსედი ფოლილპოლიგლუტამატსინთეტაზას ფერმენტით სწრაფად და ეფეტურად გარდაიქმნება პოლიგლუტამის ფორმებად. პოლიგლუტამური ფორმები რჩება უჯრედებში . TS და GARFT უფრო ძლიერი ინჰიბიტორები არიან. პოლიგლუტამაცია არის დროსა და კონცენტრაციაზე დამოკიდებული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სიმსივნურ უჯრედებში. პოლიგლუტამურ მეტაბოლიტებს აქვთ გაზრდილი უჯრედშორისი ნახევრად დაშლის პერიოდი, რაც იწვევს წამლის გახანგრძლივებულ მოქმედებას ავთვისებიან უჯრედებში.

წამლის ევროპულმა სააგენტომ პემეტრექსედის კვლევების შედეგები არ სცნო ვალიდურად პედიატრიული პოპულაციის ქვეჯგუფებში (იხ. ნაწილი 4.2).

კლინიკური ეფექტურობა

მეზოთელიომა

EMPHACIS, მრავალცენტრული, რანდომიზებული, ერთმაგი ბრმა 3 ფაზიანი - პემეტრექსედი პლიუს ცისპლატინის და ცისპლატინის შედარების კვლევამ ავთვისებიანი პლევრალური მეზოთელიომის მქონე პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული ქიმიოთერაპია, უჩვენა, რომ პემეტრექსედითა და ცისპლატინით მკურნალობისას პაციენტებს ჰქონდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო 2.8-თვიანი უპირატესობა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ცისპლატინს ღებულობდნენ.

კვლევის დროს, ტოქსიურობის შესამცირებლად პაციენტის თერაპიას დაემატა დაბალი-დოზით ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინი. აღნიშნული კვლევის პირველადი ანალიზი ჩატარდა ყველა პაციენტზე, რომლებიც განაწილდნენ მკურნალობის ჯგუფში და მიიღეს საკვლევი პრეპარატი (რანდომიზებული და ნამკურნალევი). ქვეჯგუფის ანალიზი ჩატარდა პაციენტებზე, რომლებმაც საკვლევი თერაპიის მთელი კურსის მანძილზე მიიღეს ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინი (სრულად დამატებული). ეფექტურობის აღნიშნული ანალიზების შედეგები შეჯამებულია ქვემოთ ცხრილში:

პემეტრექსედი პლიუს ცისპლატინის და ცისპლატინის ეფექტურობა პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომის დროს

რანდომიზებული და ნამკურნალევი პაციენტები

სრულად შევსებული პაციენტები

ეფექტურობის პარამეტრი

პემეტრექსედი/ცისპლატინი

(N=226)

ცისპლატინი

(N=222)

პემეტრექსედი/

ცისპლატინი

(N=226)

ცისპლატინი

(N=222)

საშუალო სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობა (თვეები) (95% CI)

  • 1

(10.0 – 14.4)

  • 3

(7.8 – 10.7)

  • 3

(11.4 – 14.9)

  • 0

(8.4 – 11.9)

ლოგრანგული, p-სიდიდე*

  • 020
  • 051

საშუალო დროს სიმსივნის პროგრესირებამდე

(თვეები)(95% CI)

  • 7

(4.9 – 6.5)

  • 9

(2.8 – 4.4)

  • 1

(5.3 – 7.0)

  • 9

(2.8 – 4.5)

ლოგრანგული, p-სიდიდე*

  • 001
  • 008

დრო მკურნალობის წარუმატებლობამდე (თვეები)(95% CI)

  • 5

(3.9 – 4.9)

  • 7

(2.1 – 2.9)

  • 7

(4.3 – 5.6)

  • 7

(2.2 – 3.1)

ლოგრანგული, p-სიდიდე*

  • 001
  • 001

რეაგირების საერთო სიჩქარე** (95% CI)

  • 3%

(34.8 – 48.1)

  • 7%

(12.0 – 22.2)

  • 5%

(37.8 – 53.4)

  • 6%

(13.8 – 26.6)

ფიშერის ზუსტი p-სიდიდე*

< 0.001

შემოკლებები: CI = სანდოობის ინტერვალი

  • p-სიდიდე ნიშნავს შედარებას ჯგუფებს შორის
  • * პემეტრექსედი/ცისპლატინის ჯგუფში, რანდომიზებული და ნამკურნალევი (N=225) და სრულად შევსებული (N=167)

პლევრის ავთვისებიან მეზოთელიომასთან გამოვლინდა კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების (ტკივილის და ქოშინი) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პემეტრექსედი/ცისპლატინის (212 პაციენტი) და მხოლოდ ცისპლატინის ჯგუფებში (218 პაციენტი) ნაჩვენები იყოს ფილტვის კიბოს სიმპტომთა შკალის გამოყენებით. გამოვლინდა ფილტვის ფუნქციური სინჯების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები. მკურნალობის ჯგუფებს შორის დიფერენცირება გაკეთდა პემეტრექსედი/ცისპლატინის ჯგუფში ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესებით და ფილტვის ფუნქციის გაუარესებით დროთა განმავლობაში საკონტროლო ჯგუფში.

პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომას მქონე, მხოლოდ პემეტრექსედით ნამკურნალებ პაციენტებში, მხოლოდ შეზღუდული მონაცემები არსებობს. პემეტრექსედი 500 მგ/მ2 დოზით შეისწავლებოდა მონოთერაპიული პრეპარატის სახით პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომას მქონე 64 პაციენტში, რომლებსაც არ ჰქონდათ ჩატარებული ქიმიოთერაპია. საპასუხო რეაქციის საერთო მაჩვენებელი 14.1% იყო.

NSCLC, მეორე-რიგის მკურნალობა

პემეტრექსედისა და დოცეტაქსელის მრავალცენტრულმა, რანდომიზებულმა, ღია, 2 ფაზიანმა კვლევამ, ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური NSCLC მქონე პაციენტებში წინასწარი ქიმიოთერაპიის შემდეგ უჩვენა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 8,3 თვე პემეტრექსედით მკურნალი პაციენტებისათვის (მკურნალობისათვის განზრახული პოპულაცია, ITT n=283) და 7.9 თვე დოცეტაქსელით მკურნალი პაციენტებისათვის (ITT n=288). წინასწარი ქიმიოთერაპია არ მოიცავდა პემეტრექსედს. NSCLC-ს ჰისტოლოგიის მკურნალობის ეფექტის ზეგავლენის ანალიზი სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობაზე იყო პემეტრექსედის სასარგებლოდ დოცეტაქსელთან შედარებით უპირატესად ბრტყელ-უჯრედული ჰისტოლოგიებისაგან განსხვავებული (n = 399, 9.3 შედარებით 8.0 თვესთან, დაკორექტირებული HR = 0.78; 95% CI = 0 .61-1.00, p = 0.047) და დოცეტაქსელის სასარგებლოდ იყო ბრტყელუჯრედული კიბოს ჰისტოლოგიისათვის (n = 172, 6.2 შედარებით 7.4 თვესთან, დაკორექტირებული HR = 1.56; 95% CI = 1.08-2.26, p = 0.018). ჰისტოლოგიურ ქვეჯგუფებში პემეტრექსედის უსაფრთხოების პროფილისათვის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნებოდა.

ცალკე რანდომიზებული 3 ფაზიანი, კონტროლირებადი კვლევის შეზღუდული კლინიკური მონაცემები ცხადყოფენ, რომ ეფექტურობის მონაცემები (სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობა, პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა) პემეტრექსედისათვის მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებიც ადრე წინასწარ მკურნალობდნენ დოცეტაქსელით (n=41) და პაციენტებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ დოცეტაქსელით წინასწარი მკურნალობა (n=540).

პემეტრექსედისა და დოცეტაქსელის ეფექტურობის შედარება NSCLC – ITT პოპულაციაში

პემეტრექსედი

დოცეტაქსელი

სიცოცლის ხანგრძლივობა (თვეები)

მედიანა (m)

95% CI მედიანასთვის

HR

95% CI HR-სთვის

არასრულფასოვნების p-სიდიდე (HR)

(n=283)

  • 3

(7.0-9.4)

  • 99

(.82-1.20)

.226

(n=288)

  • 9

(6.3-9.2)

პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა (თვეები)

მედიანა

HR (95% CI)

(n=283)

  • 9
  • 97

(.82-1.16)

(n=288)

  • 9

დროის შუალედი მკურნალობის წარუმატებლობამდე (TTTF - თვეები)

მედიანა

HR (95% CI)

(n=283)

  • 3
  • 84

(.71-.997)

(n=288)

  • 1

პასუხი (n = ვარგისი პასუხისათვის)

პასუხის მაჩვენებელი (%) (95% CI)

სტაბილური დაავადება (%)

(n=264)

  • 1 (5.9-13.2)
  • 8

(n=274)

  • 8 (5.7-12.8)
  • 4

შემოკლებები: CI=სანდოობის ინტერვალი; HR = რისკის კოეფიციენტი; ITT = მკურნალობისათვის განზრახული, n= პოპულაციის საერთო რიცხვი.

NSCLC, პირველი-რიგის მკურნალობა

პემეტრექსედი პლიუს ცისპლატინისა და გემციტაბინი პლიუს ცისპლატინის შემსწავლელმა მრავალცენტრულმა, რანდომიზებულმა, ღია, 3 ფაზიანმა კვლევამ ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური (სტადია IIIb ან IV) ფილტვის არაწვრილ-უჯრედოვანი კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული ქიმიოთერაპია, უჩვენა, რომ პემეტრექსედი პლიუს ცისპლატინი (ITT ოპულაცია n = 862) აკმაყოფილებს თავის ძირითად საბოლოო შედეგს და გამოავლინა მსგავსი კლინიკური ეფექტურობა, როგორც გემციტაბინი პლიუს ცისპლატინმა (ITT n = 863) სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობასთან მიმართებაში (კორექტირებული რისკების კოეფიციენტი 0.94; 95% CI = 0.84-1.05). კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტს ჰქონდა ECOG შესრულების სტატუსი 0 ან 1.

პირველადი ეფექტურობის ანალიზი დაეფუძნა ITT პოპულაციას. ეფექტურობის მთავარი ბოლო წერტილების მგრძნობელობის ანალიზები ასევე შეფასდა პროტოკოლით ვარგის პოპულაციაზე (PQ). ეფექტურობის ანალიზი PQ პოპულაციის გამოყენებით თავსებადია ანალიზებთან ITT პოპულაციისათვის და ადასტურებენ AC და GC-ს არასრულფასოვნებას.

პროგრესირების გარეშე სიცოცხლისხანგრძლივობა (PFS) და პასუხის საერთო კოეფიციენტი მკურნალობის ჯგუფებს შორის მსგავსი იყო: საშუალო PFS იყო 4,8 თვე [პრეპარატის დასახელება] პლიუს ცისპლატინისათვისა და 5.1 თვე გემციტაბინი პლიუს ცისპლატინისათვის (კორექტირებული რისკის კოეფიციენტი 1.04; 95% CI = 0.94-1.15), და პასუხის საერთო კოეფიციენტი იყო 30.6% (95% CI = 27.3-33.9) პემეტრქესედი პლიუს ცისპლატინისათვის და 28.2 (95% CI = 25.0-31.4) გემციტაბინი პლიუს ცისპლატინისათვის. PFS მონაცემები ნაწილობრივ დადასტურდა დამოუკიდებელი შემოწმებით (400/1725 პაციენტი რანდომულად შეირჩა შემოწმებისათვის).

სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობაზე NSCLC ჰისტოლოგიის ზეგავლენის ანალიზმა უჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება სიცოცხლის ხანგრძლივობაში ჰისტოლოგიის მიხედვით, იხ. ქვემოთ ცხრილი.

პემეტრექსედი+ცისპლატინისა და გემციტაბინი+ცისპლატინის ეფექტურობა პირველი რიგის ფილტვის არა-წვრილ უჯრედული კიბოს დროს - ITT პოპულაცია და ჰისტოლოგიური ქვეჯგუფები.

ITT პოპულაცია და ჰისტოლოგიური ქვეჯგუფები

სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობის მედიანა (თვეები) (95% CI)

კორექტირებული რისკების კოეფიციენტი (HR) (95% CI)

უპირატესობის p-სიდიდე

პემეტრექსედი+ცისპლატინი

გემციტაბინი+ცისპლატინი

ITT პოპულაცია (n=1725)

  • 3

(9.8 – 11.2)

N = 862

  • 3

(9.6 – 10.9)

N = 863

  • 94a

(0.84 – 1.05)

  • 259

ადენოკარცინომა (n=847)

  • 6

(10.7 – 13.6)

N = 436

  • 3

(10.2 – 11.9)

N = 411

  • 84

(0.71 – 0.99)

  • 033

დიდ უჯრედული (n=153)

  • 4

(8.6 – 14.1)

N = 76

  • 7

(5.5 – 9.0)

N = 77

  • 67

(0.48 – 0.96)

  • 027

სხვა

(n=252)

  • 6

(6.8 – 10.2)

N = 106

  • 3

(9.6 – 10.9)

N = 146

  • 08

(0.81 – 1.45)

  • 586

ბრტყელ-უჯრედული (n=473)

  • 4

(8.4 – 10.2)

N = 244

  • 2

(8.1 – 10.6)

N = 229

  • 23

(1.00 – 1.51)

  • 050

შემოკლებები: CI = სანდოობის ინტერვალი; ITT = მკურნალობის განზრახვა; N = პოპულაციის საერთო რიცხვი

სტატისტიკურად მნიშვნელოვანია სანდოობის საერთო ინტერვალის რისკების კოეფიციენტისათვის < 1.17645 ზღვარს ქვემოთ (p < 0.001).

სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობის კაპლან-მეიერის დიაგრამა ჰისტოლოგიის მიხედვით

ადენოკარცინომა მსხვილ-უჯრედული კარცინომა

ჰისტოლოგიურ ქვეჯგუფებში პემეტრექსედი პლიუს ცისპლატინის უსაფრთხოების პროფილისათვის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნებოდა.

პემეტრექსედი პლიუს ცისპლატინით ნამკურნალები პაციენტები საჭიროებდნენ უფრო ნაკლებ ინფუზიას (16.4% და 28.9%, p<0.001), სისხლის წითელი უჯრედების (16.1% და 27.3%, p<0.001) და თრომბოციტების ტრანსფუზიას (1.8% და 4.5%, p=0.002).

პაციენტები ასევე საჭიროებდნენ ერითროპოიეტინ/დარბოპოიეტინის (10.4% და 18.1%, p<0.001), G-CSF/GM-CSF (3.1% და 6.1%, p=0.004), და რკინის პრეპარატების (4.3% და 7.0%, p=0.021) უფრო ნაკლებ გამოყენებას.

NSCLC, შემანარჩუნებელი მკურნალობა

JMEN

მრავალცენტრულმა, რანდომიზებულმა, ორმაგმა-ბრმა, პლაცებო კონტროლირებულმა 3 ფაზის კვლევამ (JMEN) შეადარა პემეტრექსედი პლიუს საუკეთესო დამხმარე მკურნალობით (BSC) შემანარჩუნებელი თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება პლაცებო პლიუს BSC-თან (n=222) ადგილობრივად შორსწასული (სტადია IIIB) ან მეტასტაზირებული (IV სტადია) ფილტვების არაწვრილუჯრედული კიბოს (NSCLC) მქონე პაციენტებში, რომლებმაც არ განიცადეს პროგრესი პირველი რიგის თერაპიის 4 კურსის შემდეგ, რომელიც შეიცავდა ცისპლატინს ან კარბოპლატინს კომბინაციაში გემციტაბინთან, პაკლიტაქსელთან ან დოცეტაქსელთან.

პირველი რიგის დუბლეტური თერაპია პემეტრექსედის შემცველობით არ იყო ჩართული. კვლევაში ჩართულ ყველა პაციენტს ეფექტურობის მაჩვენებელი ECOG ჰქონდათ 0 ან 1. პაციენტებმა შემანარჩუნებელი მკურნალობა დაავადების პროგრესირებამდე ჩაიტარეს. ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა რანდომირების მომენტიდან პირველი რიგის (ინდუქციის) თერაპიის დასრულების შემდეგ. პაციენტებმა მიიღეს პემეტრექსედის შემცველი შემანარჩუნებელი მკურნალობის საშუალოდ 5 ციკლი და პლაცებოს 3,5 ციკლი. საერთო ჯამში 213 პაციენტმა (48.3%) დაასრულა პემეტრექსედით მკურნალობის ≥6 ციკლი, ხოლო 103 პაციენტმა (23.4%) დაასრულა ≥ 10 ციკლი.

კვლევამ დააკმაყოფილა თავის პირველადი საბოლოო წერტილი და პემეტრექსედის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით გამოავლინა PFS-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (n = 581, დამოუკიდებლად შემოწმებული პოპულაცია; საშუალოდ 4.0 თვე 2.0 თვე, შესაბამისად) (რისკების კოეფიციენტი = 0.60, 95% CI = 0.49-0.73, p < 0.00001). პაციენტების სკანირების მონაცემების დამოუკიდებელმა კვლევამ დაადასტურა მკვლევართა მიერ PFS-ის შეფასების მონაცემები. OS-ის საშუალო მთლიანი პოპულაციისათვის (n = 663) იყო 13.4 თვე პემეტრექსედის ჯგუფისათვის და 10.6 თვე პლაცებოს ჯგუფისათვის, რისკების კოეფიციენტი = 0.79 (95% CI = 0.65-0.95, p = 0.01192).

პემეტრექსედი სხვა კვლევების შესაბამისად, JMEN კვლევაში NSCLC ჰისტოლოოგის მიხედვით აღინიშნებოდა ეფექტურობის განსხვავება. NSCLC მქონე პაციენტებისათვის, გარდა ბრტყელ-უჯრედული ჰისტოლოგიისა (n = 430, დამოუკიდებლად შესწავლილი პოპულაცია) საშუალო PFS იყო 4.4 თვე პემეტრექსედის ჯგუფისათვის და 1.8 თვე პლაცებოს ჯგუფისათვის, რისკების კოეფიციენტი = 0.47 (95% CI = 0.37-0.60, p = 0.00001). საშუალო OS NSCLC მქონე პაციენტებისათვის, გარდა ბრტყელ-უჯრედული ჰისტოლოგიისა (n = 481) იყო 15.5 თვე პემეტრექსედის ჯგუფისათვის და 10.3 თვე პლაცებოს ჯგუფისათვის, რისკების კოეფიციენტი = 0.70 (95% CI = 0.56-0.88, p = 0.002). ინდუქციის ფაზის ჩათვლით, საშუალო OS (სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობა) NSCLC მქონე პაციენტებისათვის გარდა ბრტყელ-უჯრედული ჰისტოლოგიისა იყო 18.6 თვე პემეტრექსედის ჯგუფისათვის და 13.6 თვე პლაცებოს ჯგუფისათვის, რისკების კოეფიციენტი = 0.71 (95% CI = 0.56-0.88, p = 0.002).

PFS და OS შედეგები ბრტყელ-უჯრედული ჰისტოლოოგის მქონე პაციენტებში არ ავლენს არანაირ უპირატესობას პემეტრექსედისათვის პლაცებოსთან შედარებით.

ჰისტოლოგიურ ქვეჯგუფებში პემეტრექსედის უსაფრთხოების პროფილისათვის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნებოდა.

NSCLC მქონე პაციენტებში, გარდა უპირატესად ბრტყელ-უჯრედული ჰისტოლოგიისა, პემეტრექსედისა და პლაცებოს პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობისა (PFS) და სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობის (OS) კაპლან-მეიერის დიაგრამა

პროგრესირების გარეშე სიცოცხლის სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობა

ხანგრძლივობა

18915-1725

PARAMOUNT

მრავალცენტრულმა, რანდომიზებულმა, ორმაგმა-ბრმა, პლაცებო კონტროლირებულმა 3 ფაზიანმა კვლევამ (PARAMOUNT) შეადარა პემეტრექსედი პლიუს BSC-ს (n=359) შემანარჩუნებელი თერაპიის გაგრძელების ეფექტურობა და უსაფრთხოება პლაცებო პლიუს BSC-თან (n=180) ადგილობრივად შორსწასული (სტადია IIIB) ან მეტასტაზირებული (IV სტადია), უპირატესად არა-ბრტყელ უჯრედოვანი კიბოს NSCLC მქონე პაციენტებში, რომლებმაც პემეტრექსედითა და ცისპლატინით კომბინაციის პირველი რიგის დუბლეტური თერაპიის 4 კურსის შემდეგ პროგრესირება არ განიცადეს. პემეტრექსედი პლიუს ცისპლატინით ინდუქციით მკურნალი 939 პაციენტიდან 539 პაციენტი რანდომულად შეირჩა პემეტრექსედით ან პლაცებოთი შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის. რანდომიზებული პაციენტებიდან, 44.9%-ს ჰქონდა სრული/ნაწილობრივი პასუხი, ხოლო 51.9%-ს ჰქონდა სტაბილური დაავადების პასუხი პემეტრექსდი პლიუს ცისპლატინით ინდუქციის მიმართ. შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის შერჩეული პაციენტებს უნდა ჰქონდათ ეფექტურობის ECOG მაჩვენებელი 0 ან 1. საშუალო დრო პემეტრექსედი პლიურ ცისპლატინის ინდუქციური თერაპიის დაწყებიდან შემანარჩუნებელ მკურნალობამდე იყო 2,96 თვე როგორც პემეტრექსედის ჯგუფში, ასევე პლაცებოს ჯგუფში. რანდომიზებულმა პაციენტებმა შემანარჩუნებელი მკურნალობა ჩაიტარეს დაავადების პროგრესირებამდე. ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა რანდომიზაციიდან პირველი რიგის (ინდუქციური) თერაპიის დასრულების შემდეგ. პაციენტებმა ჩაიტარეს პემეტრექსედით შემანარჩუნებელი მკურნალობის საშუალოდ 4 ციკლის და პლაცებოს 4 ცილი. სულ ჯამში 169 პაციენტმა (47.1%) დაასრულა სეპანოლ S -თი შემანარჩუნებელი მკურნალობის ≥ 6 ციკლი, რაც პემეტრექსედის სულ მცირე 10 ციკლს წარმოადგენდა.

კვლევამ დააკმაყოფილა თავისი პირველადი საბოლოო მიზანი და გამოავლინა PFS-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პემეტრექსედი ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n=472, დამოუკიდებლად შესწავლილი პოპულაცია, მედიანა 3,9 თვე და 2,6 თვე შესაბამისად) (რისკების კოეფიციენტი 0.64, 95% CI = 0.51-0.81, p = 0.0002). პაციენტთა სკანირების შედეგების დამოუკიდებელმა შესწავლამ დაადასტურა მკვლევართა მიერ PFS-ის შეფასების შედეგები. რანდომიზებული პაციენტებისათვის, გაზომილი პემეტრექსედი პლიუს ცისპლატინის პირველი რიგის ინდუქციური მკურნალობიდან, მკვლევართა შეფასებული PFS მედიანა იყო 6,9 თვე პემეტრექსედის ჯგუფისათვის და 5.6 თვე პლაცებოს ჯგუფისათვის (რისკების კოეფიციენტი = 0.59 95% CI = 0.47-0.74).

პემეტრექსედი პლიუს ცისპლატინის ინდუქციის შემდეგ (4 ციკლი), პემეტრექსედით მკურნალობა სტატისტიკურად უკეთესი იყო პლაცებოზე OS-თან მიმართებაში (საშუალოდ 13,9 თვე და 11.0 თვემ რისკების კოეფიციენტი = 0.78, 95%CI=0.64-0.96, p=0.0195). სიცოცხლის ხანგრძლივობის საბოლოო ანალიზის მომენტისათვის პაციენტების 28,7% იყო ცოცხლი ან დაკარგული შემდგომი მეთვალყურეობისათვის პემეტრექსედის ჯგუფში და 21,7% პლაცებოს ჯგუფში. პემეტრექსედის მკურნალობის შედარებითი ეფექტი შიგნით თავსებადი იყო ქვეჯგუფებს შორის (დაავადების სტადიის, ინდუქციაზე რეაქციის, ECOG PS, მწეველის სტატუსის, სქესის, ჰისტოლოგიისა და ასაკის ჩათვლით) და მსგავსი იმისა, რაც აღინიშნებოდა OS და PFS-ის არაკორექტირებულ ანალიზებში. პემეტრექსედით მკურნალი პაციენტებისათვის 1- და 2-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაბამისად იყო 58% და 32%, პლაცებო პაციენტებთან შედარებით 45% და 21%. პემეტრექსედი პლიუს ცისპლატინის პირველი-რიგის ინდუქციური მკურნალობის დაწყებისათვის, პაციენტების საშუალო OS იყო 16,9 თვე პემეტრექსედის ჯგუფისათვის და 14,0 თვე პლაცებოს ჯგუფისათვის (რისკების კოეფიციენტი = 0.78, 95% CI= 0.64-0.96). პაციენტების პროცენტულობა, რომლებმაც ჩაიტარეს კვლევის შემდგომი მკურნალობა იყო 64,3% პემეტრექსედისათვის და 71,7% პლაცებოსთვის.

PARAMOUNT: პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობისა (PFS) და სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობის (OS) კაპლან-მეიერის დიაგრამა, არა ბრტყელუჯრედოვანი კიბოს NSCLC მქონე პაციენტებში, პემეტრექსედის შემანარჩუნებელი თერაპიის გაგრძელებისათვის და პლაცებოსთვის

პროგრესირების გარეშე სიცოცხლის სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობ ა

ხანგრძლივობა

104140092710

პემეტრექსედი შემანარჩუნებელი მკურნალობის უსაფრთხოების პროფილი JMEN და PARAMOUNT-ის ორივე კვლევაში მსგავსი იყო.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ შეფასდა სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეების მქონე 426 პაციენტში 0.2 – 838 მგ/მ2 დოზირების ფარგლებში შეყვანილი ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში. პემეტრექსედს გააჩნია განაწილების მოცულობა 9 ლ/მ2. In vitro კვლევები უჩვენებენ, რომ პემეტრექსედის დაახლოებით 81% შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან. სხვადასხვა ხარისხის თირკმლის უკმარისობა შეკავშირებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს. პემეტრექსედი ღვიძლში შეზღუდულ მეტაბოლიზმს განიცდის. პემეტრექსედი ძირითადად შარდით გამოიყოფა, შეყვანილი დოზის 70-90% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდში შეყვანიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. In vitro კვლევები უჩვენებენ, რომ პემეტრექსედი აქტიურად გამოიყოფა OAT3-ის მიერ (ორგანული ანიონური ტრანსპორტერი). პემეტრექსედის საერთო სისტემური კლირენსი არის 91.8 მლ/წთ, ხოლო პლაზმიდან ნახევრად დაშლის პერიოდი არის 3.5 საათი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 90 მლ/წთ). პაციენტებს შორის კლირენსის ვარიაბელობა ზომიერია 19.3%. პემეტრექსედი საერთო სისტემური ექსპოზიცია (AUC) და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია დოზის პროპორციულად იზრდება. პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება მკურნალობის რამდენიმე ციკლის განმავლობაში.

პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე ზეგავლენას არ ახდენს ერთდროულად მიღებული ცისპლატინი. პერორალური ფოლიუმის მჟავა და ინტრამუსკულარული ვიტამინი B12 დანამატი ზეგავლენას არ ახდენს პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკაზე.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

პემეტრექსედის შეყვანამ მამრ თაგვებში გამოიწვია რეპროდუქციული ტოქსიურობა, რომელიც ხასიათდებოდა დაქვეითებული ფერტილობის მაჩვენებლებით და სათესლეების ატროფიით. ბიგლის ჯიშის ძაღლებში ჩატარებულ ძაღლებში, 9 თვის განმავლობაში ინტრავენური ბოლუსური ინექციის შემდეგ აღინიშნებოდა მოვლენები სათესლე ჯირკვლების მხრივ (სპერმატოგენური ეპითელიუმის დეგენერაცია/ნეკროზი). ეს მეტყველებს იმაზე, რომ პემეტრექსედმა შეიძლება დაარღვიოს მამრის ფერტილობა. მდედრის ფერტილობა არ შესწავლილა.

პემეტრესედი არ იყო მუტაგენური in vitro ქრომოსომულ აბერაციის ტესტში ჩინური ზაზუნების საკვერცხეებში, ან ამეს ტესტში. პემეტრექსედი კლასტოგენური იყო მიკრობირთვის in vivo ტესტში თაგვებში.

პემეტრექსედის კანცეროგენული პოტენციალის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.

ფარმაცევტული მახასიათებლები

  • 1 დამხმარე ნივთიერებები

L-არგინინი

L-ცისტეინი

პროპილენგლიკოლი

ლიმონმჟავა

საინიექციო წყალი

  • 2 შეუთავსებლობა

პემეტრექსედი ფიზიკურად შეუთავსებელია კალციუმის შემცველ გამხსნელებთან, რინგერის ლაქტატის საინექციო და რინგერის საინექციო ხსნარის ჩათვლით. თავსებადობის სხვა კვლევების არარსებობის გამო, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის შერევა სხვა პრეპარატებთან არ შეიძლება.

სეპანოლი S შეიცავს L-არგინინს დამხმარე ნივთიერების სახით. L-არგინინი შეუთავსებელია ცისპლატინთან, რაც გამოიხატება ცისპლატინის დაშლით. აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის შერევა სხვა პრეპარატებთან არ შეიძლება.

სეპანოლი S-ის შეყვანის შემდეგ ინტრავენური სისტემა უნდა გაირეცხოს.

  • 3 ვარგისობა

გაუხსნელი ფლაკონი

36 თვე (500 მგ/20 მლ)

განზავებული ხსნარი

პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარების …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

  • 3.1 ფურცელი ჩანართი - მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

სეპანოლი S – 25 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისათვის

პემეტრექსედი

არსებული სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ანოტაციას, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ თანდართული ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული არსებულ ანოტაციაში. იხ. ნაწილი 4.

შინაარსი

რას წარმოადგენს სეპანოლი S და რისთვის გამოიყენება

რა უნდა ვიცოდეთ სეპანოლი S-ის გამოყენების დაწყებამდე

სეპანოლი S-ის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სეპანოლი S შენახვის პირობები

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს სეპანოლი S და რისთვის გამოიყენება

სეპანოლი S არის სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.

სეპანოლი S გამოიყენება ცისპლატინთან კიდევ ერთ კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტთან კომბინაციაში ავთვისებიანი პლევრული მეზოთელიომის (ფილტვების ამომფენი გარსის კიბო) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ქიმიოთერაპია ჩატარებული არ აქვთ.

სეპანოლი S ასევე გამოიყენება კომბინაციაში ცისპლატინთან ფილტვის კიბოს მძიმე ფორმის მქონე პაციენტების საწყისი მკურნალობისათვის.

სეპანოლი S შეიძლება დაინიშნოს, თუ აღინიშნება მძიმე ფორმის ფილტვების კიბო, თუ თქვენი დაავადება პასუხობს მკურნალობას ან თუ საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ დარჩა უცვლელი.

სეპანოლი S ასევე გამოიყენება ფილტვების შორსწასული კიბოს სამკურნალოდ, იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოყენებული პირველადი ქიომიოთერაპიის შემდეგ დაავადებამ განიცადა პროგრესირება.

რა უნდა ვიცოდეთ სეპანოლი S-ის გამოყენების დაწყებამდე

სეპანოლი S არ გამოიყენოთ

თუ ხართ ალერგიული პემეტრექსედის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).

თუ ხართ მეძუძური დედა, სეპანოლი S-ით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

თუ ბოლოს დროს ჩაიტარეთ ან უნდა ჩაიტაროთ ვაქცინაცია ყვითელი ცხელების წინააღმდეგ.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

სეპანოლი S-ის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოში მომუშავე ფარმაცევტს.

თუ ამჟამად გაწუხებთ ან ახლოს წარსულში გქონდათ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან საავადმყოფოში მომუშავე ფარმაცევტს, ვინაიდან შესაძლოა სეპანოლი S ვერ მიიღოთ.

ყოველი ინფუზიის წინ დაგჭირდებათ სისხლის ანალიზის გაკეთება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების შესაფასებლად და იმის შესამოწმებლად, გაქვთ თუ არა სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობა სეპანოლი S-ის მისაღებად. ექიმმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს დოზის ცვლილებისა თუ მკურნალობის გადადებასთან დაკავშირებით, თქვენი ზოგადი მდგომარეობისა და სისხლის უჯრედების რაოდენობის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ ასევე ღებულობთ ცისპლატინს, ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ხართ სათანადოდ ჰიდრატირებული და ცისპლატინის მიღებამდე და მიღების შემდეგ იტარებთ შესაფერის მკურნალობა ღებინების პრევენციისათვის.

თუ გაქვთ ჩატარებული ან უნდა ჩაიტაროთ სხივურია თერაპია, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან სეპანოლი S-ის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ადრეული ან გვიანი სხივური რეაქციები.

თუ ბოლო დროს ჩაიტარეთ ვაქცინაცია, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან ვაქცინაციამ სეპანოლი S-თან ერთად შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

თუ გაქვთ გულის დაავადება ან გულის დაავადების ანამნეზი, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.

თუ თქვენს ფილტვებში აღინიშნება სითხის დაგროვება, სეპანოლი S-ის მიცემამდე ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სითხის გამოდევნა ორგანიზმიდან.

ბავშვები და მოზრდილები

პედიატრიულ პოპულაციაში სეპანოლი S არ გამოიყენება.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და სეპანოლი S

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომლებსაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ეწოდება, ექიმის რეცეპტის გარეშე გაცემული სამკურნალო საშუალებების (მაგ. იბუპროფენი) ჩათვლით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება აქტივობის ხანგრძლივობით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. სეპანოლი S-ის ინფუზიის დაგეგმილ თარიღსა და თქვენი თირკმლების ფუნქციის მდგომარეობის საფუძველზე, თქვენი ექიმი გირჩევთ, თუ რა პრეპარატების მიღება შეგიძლიათ და როდის. თუ გაქვთ ეჭვი, შეეკითხეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, არის თუ არა რომელიმე თქვენი პრეპარატები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, ან მეძუძური დედა, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის დროს თავი მოარიდეთ სეპანოლი S-ის მიღებას. ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს ორსულობის დროს სეპანოლი S-ის მიღების პოტენციურ რისკებს. სეპანოლი S-ის მკურნალობის დროს ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.

ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ მეძუძური დედა.

სეპანოლი S-ით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

მამაკაცებისთვის ს ურჩევენ სეპანოლი S-ით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დროს ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ გადაწყვეტთ მამობას, მიმართეთ კონსულტაციისათვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება გაიროთ კონსულტაცია სპერმის შენახვასთან დაკავშირებით.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სეპანოლი S-მა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა. ამიტომ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია სიფრთხილე.

სეპანოლი S შეიცავს პროპილენ გლიკოლს

აღნიშნული პრეპარატის თითოეული 20 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 700 მგ პროპილენ გლიკოლს, რაც 35 მგ/მლ-ს ექვივალენტია.

სეპანოლი S-ის მიღების წესი

სეპანოლი S-ის დოზა არის 500 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის 1 კვ.მ.-ზე. სხეულის ზედაპირის ფართობის მისაღებად უნდა გაიზომოს თქვენი სიმაღლე და წონა. სხეულის ზედაპირის ფართობზე დაყრდნობით ექიმი გამოითვლის თქვენთვის შესაფერის დოზას. შესაძლებელია აღნიშნული დოზის კორექცია ან მკურნალობის გადადება სისხლის უჯრედების რაოდენობისა და თქვენი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. საავადმყოფოს ფარმაცევტი, ექთანი ან ექიმი სეპანოლი S-სს შეურევს 5%-იანი დექსტროზას საინიექციო ხსნართან თქვენთვის მოცემამდე..

სეპანოლი S-ის შეყვანა ყოველთვის ხდება ინფუზიის გზით ინტრავენურად. ინფუზია დაახლოებით 10 წუთი გრძელდება.

სეპანოლი S-ის გამოყენება კომბინაციაში ცისპლატინთან

ექიმი ან საავადმყოფოს ფარმაცევტი დოზას შეარჩევს თქვენი სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით. ცისპლატინიც ასევე შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის გზით, სეპანოლი S-ის ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთში. ცისპლატინით ინფუზია დაახლოებით 2 საათს გრძელდება.

ინფუზია ჩვეულებრივ 3 კვირაში ერთხელ კეთდება.

დამატებითი პრეპარატები

კორტიკოსტეროიდები

ექიმი დაგინიშნავთ სტეროიდის ტაბლეტებს(4 მგ დექსამეტაზონის ექვივალენტი დღეში ორჯერ), რომელიც მიიღება სეპანოლი S-ის მიღებამდე 1 დღით ადრე, მიღების დღეს და მიღებიდან მომდვენო დღეს. აღნიშნული პრეპარატით მცირდება კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის დროს განვითარებული კანის რეაქციების სიხშირე და სიმძიმე.

ვიტამინების დანამატები

ექიმი დაგინიშნავთ პერორალურ ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი) ან ფოლიუმის მჟავას შემცველ მულტივიტამინებს (350-1000 მიკროგრამი), რომელიც მიიღება დღეში ერთხელ სეპანოლი S-ით მკურნალობის დროს. სეპანოლი S-ის პირველი დოზის მიღებამდე შვიდი დღით ადრე უნდა მიიღოთ სულ მცირე 5 დოზა. ფოლიუმის მჟავას მიღება უნდა გააგრძელოთ სეპანოლი S-ის უკანასკნელი დოზიდან 21 დღის განმავლობაში. სეპანოლი S-ის შეყვანამდე ერთი კვირით ადრე ასევე მიიღებთ B12 ვიტამინის (1000 მიკროგრამი) ინიექციას და შემდეგ დაახლოებით 9 კვირაში ერთხელ (რაც სეპანოლი S-ის მკურნალობის 3 კურსის შესაბამისია). B12 ვიტამინი და ფოლიუმის მჟავა ამცირებენ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის შესაძლო ტოქსიკურ ეფექტებს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველა პაციენტში არ გამოვლინდება.

დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, თუ შენიშნეთ რომელიმე ქვემოთ აღწერილი მოვლენა:

ცხელება ან ინფექცია (ხშირი): თუ გაქვთ ტემპერატურა 380С ან მეტი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (ხშირია სისხლში თეთრი უჯრედების- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება).

ტკივილი გულმკერდის არეში (ხშირი) ან აჩქარებული გულისცემა (არახშირი).

ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (ძალიან ხშირი).

ალერგიული რეაქცია: კანზე გამონაყარი (ძალიან ხშირი), წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება (ხშირი), ან ცხელება (ხშირი). იშვიათად კანის რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი.

ხშირი გამონაყარის, ქავილის ან წყლულების განვითარების შემთხვევაში (სტივენს–ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) დაუკავშირდით მკურნალ ექიმს;

თუ განიცდით დაღლილობას, გულის წასვლის შეგრძნებას, სუნთქვის გაძნელებას ან სიფერმკთლეს (ჰემოგლობინის დონის დაქვეითების გამო, რაც ძალიან ხშირია).

თუ აღინიშნება სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერი შეუჩერებელი სისხლდენა, მოწითალო ან მოვარდისფრო შარდი, მოულოდნელი ჩალურჯებები (თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო, რაც ძალიან ხშირია);

თუ აღინიშნება სუნთქვის მოულოდნელი გაძნელება, ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში ან ხველა სისხლიანი ნახველით (არახშირი) (შეიძლება მიანიშნებდეს თრომბზე ფილტვების სისხლძარღვებში).

სეპანოლი S-ის გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღმოაჩნდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება – ჰემოგლობინის დონის დაქვეითება (ანემია) – თრომბოციტების რაოდენობის შემცირება – ფაღარათი – ღებინება – ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში – გულისრევა – მადის დაკარგვა – სისუსტე (დაღლილობა) – კანზე გამონაყარი – თმის ცვენა – შეკრულობა – მგრძნობელობის დაკარგვა – თირკმლები: სისხლის პათოლოგიური ანალიზები

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღმოაჩნდეს 10-დან 1 ადამიანს))

ალერგიული რეაქცია: კანზე გამონაყარი/წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება – ინფექცია სეფსისის ჩათვლით – ცხელება – დეჰიდრატაცია – თირკმლის უკმარისობა – კანის გაღიზიანება და ქავილი – ტკივილი გულმკერდის არეში – კუნთების სისუსტე – კონიუქტივიტი (თვალის ანთება) –

ფაღარათი – მუცლის ტკივილი – გემოს შეცვლა – ღვიძლი: სისხლის პათოლოგიური ანალიზები – წყლიანი თვალები – კანის მომატებული პიგმენტაცია.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღმოაჩნდეს 100-დან 1 ადამიანს))

თირკმლის მწვავე უკმარისობა – გულის აჩქარება – საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება აღინიშნებოდა სეპანოლით/სხივური თერაპიის დროს – კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, რასაც შეიძლება თან ახლდეს ნაწლავებიდან ან რექტალური სისხლდენა) – ინტერსტიციული პნევმონია (ნაწიბურები ფილტვის ჰაერის პარკებზე)– შეშუპება (ჭარბი სითხის დაგროვება ორგანიზმის ქსოვილებში, რაც იწვევს შეშუპებას).ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა გულის შეტევა, ინსულტი ან „მინი–ინსულტი“. სეპანოლის გამოყენებისას კომბინაციაში სხვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად – პანციტოპენია, სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება – რადიაციული პნევმონია (ნაწიბურები ფილტვის ჰაერის პარკებზე) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ სხივურ თერაპიას, სეპანოლის მიღებამდე, მიღების დროს ან მას შემდეგ. – კიდურების ტკივილი, დაბალი ტემპერატურა და ფერის შეცვლა - ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას (პულმონური ემბოლია).

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღმოაჩნდეს 1000-დან 1 ადამიანს)

რადიაციის განმეორებითი რეაქცია (მძიმე მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი კანზე), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე, რომელმაც ადრე რადიოთერაპიული ზემოქმედება განიცადა, დასხივებიდან რამდენიმე დღეში ან წელიწადში - ბულოზური გამონაყარი (კანზე წყლულების განვითარება) - სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით - იმუნიტეტით განპირობებული ჰემოლიზური ანემია (ანტისხეულებით განპირობებული სისხლის წითელი უჯრედების დარღვევა) - ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) - ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია)

უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება

ქვედა კიდურების შეშუპება ტკივილითა და შეწითლებით - გამოყოფილი შარდის რაოდენობის მომატება - წყურვილი და წყლის გაზრდილი მოხმარება - ჰიპერნატრიემია (სისხლში ნატრიუმის დონის მომატება) - კანის ანთება, ძირითადად ქვედა კიდურებში შეშუპებით, ტკივილით და სიწითლით.

ზემოთ აღწერილი სიმპტომებიდან და/ან მდგომარეობებიდან შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი. ნებისმიერი აღნიშნული გვერდითი მოვლენის განვითარებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს.

თუ ნებისმიერ გვერდით მოვლენასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რაც მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი

წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ პირდაპირ ეროვნული რეპორტინგის სისტემის გამოყენებით, რომელიც მოცემულია დანართ V-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას შეუწყობთ ხელს.

სეპანოლი S-ის შენახვის წესი

პრეპარატის ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის „EXP“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად აღნიშნულია თვის ბოლო დღე.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობას.

დაუშვებელია გაყინვა.

განზავებული ხსნარები: პრეპარატი გამოიყენება მომზადებისთანავე. ინსტრუქციის შესაბამისად მომზადების შემდეგ, პემეტრექსედის განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური საექსპლუატაციო სტაბილურობა გამოვლინდა 24 საათის განმავლობაში მაცივრის ტემპერატურაზე. ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

აღნიშნული პრეპარატი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა; ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარის ლიკვიდაცია ხორციელდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სეპანოლი S

აქტიური ნივთიერება არის პემეტრექსედი.

20 მლ-იანი კონცენტრატის ერთი ფლაკონი შეიცავს 500 მგ პემეტრექსედს (პემეტრექსედი დიარგინინის სახით).

ხსნარი შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედს. შეყვანამდე უნდა მოხდეს განზავება მედმუშაკის მიერ.

სხვა ინგრედიენტები; L-არგინინი, C-ცისტეინი, პროპილენ გლიკოლი, ლიმონმჟავა და საინიექციო წყალი.

სეპანოლი S-ის აღწერილობა და შეფუთვა

სეპანოლი S არის გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ ყვითელი ან ყავისფერი, ყავისფერ-ყვითელი ან მწვანე ყვითელი ხსნარი. ხსნარი მოთავსებულია შუშის ფლაკონებში.

შეფუთვაში შედის:

1 x 20 მლ ფლაკონი (500 მგ/20 მლ)

ფლაკონი დაცობილია რეზინის საცობით (ბრომობუტილი), თავსახურით და flip-flop-ით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

შპს „ავერსი-ფარმა“

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი, საქართველო

მწარმოებელი

SVUS Pharma a.s.

Smetanovo nábřeží 1238/20s

500 02 ჰრადეც-კრალოვე

ჩეხეთის რესპუბლიკა

პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი

Synthon BV

Microweg 22

6545 CM Nijmegen

ნიდერლანდები

ბოლო განახლების თარიღი 08.05.2026

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:

გამოყენების, მოხმარებისა და ლიკვიდაციის ინსტრუქციები

ინტრავენური ინფუზიისათვის პემეტრექსედის განზავების დროს გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკები

გამოითვალეთ დოზა და სეპანოლის ფლაკონების საჭირო რაოდენობა. ყოველი ფლაკონი შეიცავს ზედმეტ პემეტრექსედს დანიშნული რაოდენობის მიწოდების გასამარტივებლად. თითო ფლაკონი შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედის შემცველ ხსნარს.

ხსნარის შესაფერისი რაოდენობა შემდგომ უნდა განზავდეს 100 მლ დექსტროზას 5%-იან საინიექციო ხსნარში, კონსერვანტების გარეშე, და შეყვანილ იქნეს ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში.

პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარები, მომზადებული ზემოთ აღნიშნული წესების შესაბამისად თავსებადია პოლივინილ ქლორიდითა და პოლიოლეფინით ამოფენილ სისტემებთან და საინფუზიო პარკებთან. პემეტრექსედი შეუთავსებელია კალციუმის შემცველ გამხსნელებთან, რინგერის ლაქტატისა და რინგერის ინიექციასთან.

სეპანოლი S შეიცავს L-არგინინს დამხმარე ნივთიერების სახით. L-არგინინი შეუთავსებელია ცისპლატინთან დაიწვევს ცისპლატინის დაშლას. აღნიშნული

სამკურნალო პრეპარატის შერევა არ შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. შეყვანის შემდეგ აუცილებელია ინტრავენური სისტემების გამორეცხვა.

გამოყენების წინ პარენტერალური სამკურნალო პრეპარატები ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე. მყარი ნაწილაკების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება.

პემეტრექსედი ხსნარები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისაა. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური პრეპარატებისათვის არსებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

მომზადებისა და შეყვანის მითითებანი: როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური კიბოს საწინააღმდეგო აგენტების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარების შენახვის და მომზადებისას. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. პემეტრექსედის კანთან კონტაქტის შემთხვევაში კანი დაუყოვნებლივ საფუძვლიანად დაიბანეთ საპნით და წყლით. პემეტრექსედი არ არის ვეზიკანტი. პემეტრექსედის ექსტრავაზაციისთვის არ არსებობს რაიმე სპეციფიური ანტიდოტი. აღწერილია პემეტრექსედის ექსტრავაზაციის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც სერიოზულად არ შეფასებულა მკვლევარის მიერ. ექსტრავაზაცია უნდა ხდებოდეს ადგილობრივი სტანდარტული პრაქტიკით, მსგავსად სხვა არა-ვეზიკანტებისა.

/ჯეროვნად ვფლობ ინგლისურ ენას და პასუხს ვაგებ თარგმანის სისწორეზე/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა