პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

პემეტრექსედი სიკროსი 500მგ

Pemetrexed Seacross 500mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადჩინეთი
რისთვის გამოიყენება

პემეტრექსედი სიკროსი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. ეს მედიკამენტი ინიშნება ცისპლატინთან - კიდევ ერთ კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტთან - კომბინაციაში ავთვისებიანი პლევრული მეზოთელიომის -კიბოს ფორმის, რომელიც აზიანებს ფილტვის გარსს - სამკურნალოდ, იმ პაციენტებში, რომლებმაც ადრე ქიმიოთერაპია არ …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პემეტრექსედი (pemetrexed)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Sichuan Huiyu Pharmaceutical Co. Ltd., ჩინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოლის მჟავას ანალოგები
ATC კოდი
L01BA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-045212
რეგისტრირებულია
8 აპრილი 2026, მოქმედებს 8 აპრილი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ი/მ ირაკლი კაკუბერი
ურთიერთქმედების შემოწმებაპემეტრექსედი სიკროსი 500მგ და სხვა წამალი ერთად

პემეტრექსედი სიკროსი 500მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პემეტრექსედი სიკროსი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.

ეს მედიკამენტი ინიშნება ცისპლატინთან - კიდევ ერთ კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტთან - კომბინაციაში ავთვისებიანი პლევრული მეზოთელიომის -კიბოს ფორმის, რომელიც აზიანებს ფილტვის გარსს - სამკურნალოდ, იმ პაციენტებში, რომლებმაც ადრე ქიმიოთერაპია არ მიუღიათ.

ის ასევე ინიშნება ცისპლატინთან ერთად ადგილობრივად გავრცელებულ სტადიაზე ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების საწყისი მკურნალობისთვის.

პემეტრექსედი სიკროსი შეიძლება დაინიშნოს, თუ გაქვთ ფილტვის კიბო ადგილობრივად გავრცელებულ სტადიაზე, თუ თქვენი დაავადება რეაგირებს მკურნალობაზე ან ის მნიშვნელოვანი ხარისხით უცვლელი რჩება საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ.

ეს მედიკამენტი ასევე გამოიყენება ფილტვის კიბოს ადგილობრივად გავრცელებული სტადიის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის, რომელთა დაავადება პროგრესირებს სხვა საწყისი ქიმიოთერაპიის გამოყენების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ.

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პემეტრექსედ სიკროსის დოზა შეადგენს 500 მილიგრამს თქვენი სხეულის ზედაპირის ყოველ კვადრატულ მეტრზე. თქვენი სიმაღლე და წონა გაიზომება თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის დასადგენად. თქვენი ექიმი გამოიყენებს ამ სხეულის ზედაპირის ფართობს თქვენთვის შესაფერისი დოზის დასადგენად. ეს დოზა შეიძლება შეიცვალოს, ან მკურნალობა შეიძლება გადაიდოს თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობისა და თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.

შეყვანამდე საავადმყოფოს ფარმაცევტი, ექთანი ან ექიმი შეურევს პემეტრექსედ სიკროსის ფხვნილს 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს.

პემეტრექსედი სიკროსი ყოველთვის იქნება შეყვანილი ინფუზიის სახით თქვენს ერთ-ერთ ვენაში. ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

პემეტრექსედ სიკროსის ცისპლატინთან კომბინაციაში გამოყენებისას:

ექიმი ან საავადმყოფოს ფარმაცევტი გამოთვლის თქვენთვის საჭირო დოზას თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით. ცისპლატინი ასევე შეჰყავთ ერთ-ერთ ვენაში ინფუზიის გზით და შეჰყავთ პემეტრექსედის ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ. ცისპლატინის ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 2 საათს.

ინფუზია, როგორც წესი, 3 კვირაში ერთხელ უნდა ჩაგიტარდეთ.

დამატებითი მედიკამენტები:

კორტიკოსტეროიდები: ექიმი დაგინიშნავთ სტეროიდულ ტაბლეტებს (4 მილიგრამი დექსამეტაზონის ექვივალენტურს დღეში ორჯერ), რომლებიც უნდა მიიღოთ პემეტრექსედით მკურნალობის წინა დღეს, მკურნალობის დღეს და მის შემდეგ მეორე დღეს.

ეს მედიკამენტი გამოიყენება კანის რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის დროს.

ვიტამინების დანამატი: ექიმი დაგინიშნავთ პერორალურ ფოლის მჟავას (ვიტამინი) ან ფოლის მჟავას შემცველ მულტივიტამინს (350-დან 1000 მიკროგრამამდე), რომელიც უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ პემეტრექსედის მიღების დროს. პემეტრექსედის პირველ დოზამდე შვიდი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მინიმუმ 5 დოზა. ფოლის მჟავას მიღება უნდა გააგრძელოთ პემეტრექსედის ბოლო დოზის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში. ასევე, პემეტრექსედის მიღებამდე ერთი კვირით ადრე და შემდეგ დაახლოებით ყოველ 9 კვირაში ერთხელ (რაც შეესაბამება პემეტრექსედით მკურნალობის 3 კურსს) გაგიკეთებენ ვიტამინ B12-ის ინექციას (1000 მიკროგრამი). ვიტამინ B12-ს და ფოლის მჟავას თქვენ მიიღებთ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის შესაძლო ტოქსიკური ეფექტების შესამცირებლად.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პემეტრექსედის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

თუ ძუძუთი კვებავთ; პემეტრექსედით მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ან აპირებთ გაიკეთოთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა.

სიფრთხილის ზომები

პემეტრექსედ სიკროსის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ ამჟამად გაქვთ ან გქონიათ თირკმლების პრობლემები, მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, რადგან შესაძლოა თქვენთვის ამ მედიკამენტის მიღება არ შეიძლება.

თითოეული ინფუზიის წინ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს, რათა შეფასდეს, საკმარისად თუ ფუნქციონირბს თირკმლები და ღვიძლი და შემოწმდეს, გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედები პემეტრექსედის გამოსაყენებლად. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შეცვლა ან მკურნალობის გადადება თქვენი ზოგადი მდგომარეობისა და სისხლის უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობის გათვალისწინებით. თუ თქვენ ასევე იღებთ ცისპლატინს, ექიმი იზრუნებს, რომ თქვენ სათანადოდ იყოთ ჰიდრატირებული და მიიღოთ შესაბამისი მკურნალობა ცისპლატინის მიღებამდე და მის შემდეგ, ღებინების თავიდან ასაცილებლად.

თუ თქვენ ჩაიტარეთ ან აპირებთ სხივური თერაპიის ჩატარებას, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, რადგან შესაძლოა პემეტრექსედის მიღებისას გამოვლინდეს ადრეული ან გვიანი სხივური რეაქცია.

თუ ახლახანს გაიკეთეთ ვაქცინა, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები ამ მედიკამენტის გამოყენებისას.

თუ გაქვთ გულის დაავადება ან გულის დაავადები ანამნეზში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.

თუ ფილტვების გარშემო დაგიგროვდათ სითხე, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს პემეტრექსედის დანიშვნამდე სითხის ამოღება.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან არ არსებობს გამოცდილება ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ტკივილის ან ანთების (შეშუპების) საწინააღმდეგო რაიმე მედიკამენტს, მაგალითად, „არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს“ (აასპ-ს), მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე შეძენილ მედიკამენტებს (მაგალითად, იბუპროფენს). არსებობს აასპ-ების მრავალი სახეობა, რომლებსაც აქვთ მოქმედების სხვადასხვა ხანგრძლივობა.

პემეტრექსედის ინფუზიის დაგეგმილი თარიღის და/ან თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის მიხედვით, თქვენმა ექიმმა უნდა გირჩიოთ, რომელი მედიკამენტების მიღება შეგიძლიათ და როდის შეძლებთ მის მიღებას. თუ არ ხართ დარწმუნებულიმ არის თუ არა თქვენი რომელიმე მედიკამენტი აასპ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე შეძენილი მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს თავი უნდა აარიდოთ პემეტრექსედ სიკროსის გამოყენებას.

ექიმი განიხილავს თქვენთან ამ პრეპარატის ორსულობის დროს მიღების პოტენციურ რისკს. ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია პემეტრექსედით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

პემეტრექსედით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

მამაკაცებს ურჩევენ, რომ არ იყოლიონ შვილი პემეტრექსედით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 თვემდე პერიოდში და ამიტომ მათ უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია პემეტრექსედით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან 3 თვემდე პერიოდში. თუ გსურთ ბავშვის ჩასახვა მკურნალობის დროს ან მკურნალობის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პემეტრექსედმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს უნარზე იყოლიოთ შვილი. თერაპიის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის სპერმის შენახვის თაობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პემეტრექსედ სიკროსმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

პემეტრექსედი სიკროსი შეიცავს ნატრიუმს

პემეტრექსედი სიკროსი 100 მგ შეიცავს 1 მმოლზე (11 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ფლაკონში და შესაბამისად, ითვლება, რომ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

პემეტრექსედი სიკროსი 500 მგ შეიცავს დაახლოებით 2.35 მმოლ (54 მგ) ნატრიუმს (სამზარეულოს/სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თითო ფლაკონში. ეს მოზრდილი ადამიანისთვის ნატრიუმის მოხმარების რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 2,7%-ის ექვივალენტურია.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგიდან რომელიმეს:

ცხელება ან ინფექცია (შესაბამისად, ხშირი ან ძალიან ხშირი): თუ გაქვთ 38ºC ან მეტი ტემპერატურა, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურზე ნაკლები რაოდენობის სისხლის თეთრი უჯრედები, რაც ძალიან ხშირია). ინფექცია (სეფსისი) შეიძლება იყოს მძიმე და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

თუ გაქვთ გულმკერდის ტკივილი (ხშირი) ან გულისცემის აჩქარება (არახშირი).

თუ გაქვთ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (ძალიან ხშირი).

ალერგიული რეაქცია: თუ განვითარდება კანზე გამონაყარი (ძალიან ხშირი) / წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება (ხშირი) ან ცხელება (ხშირი). იშვიათად, კანის რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს სიკვდილი. დაუკავშირდით ექიმს, თუ განგივითარდებათ ძლიერი გამონაყარი ან ქავილი, ან ბუშტუკები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

თუ გრძნობთ დაღლილობას, სისუსტის შეგრძნებას, სუნთქვის უკმარისობას ან გაქვთ სიფერმკრთალე (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურზე ნაკლები ჰემოგლობინი, რაც ძალიან ხშირია).

თუ შენიშნავთ სისხლდენას ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერ სხვა სისხლდენას, რომელიც არ წყდება, მოწითალო ან ვარდისფერ შარდს, მოულოდნელ სისხლჩაქცევებს (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურზე ნაკლები რაოდენობის თრომბოციტები, რაც ხშირია).

თუ შენიშნავთ უეცარ ქოშინს, ძლიერ ტკივილს გულმკერდის არეში ან ხველას სისხლიანი ნახველით (არახშირი) (შეიძლება მიუთითებდეს თრომბზე ფილტვების სისხლძარღვებში).

პემეტრექსედის გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

ინფექცია

ფარინგიტი (ყელის ტკივილი)

ნეიტროფილური გრანულოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) დაბალი რაოდენობა

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე

ჰემოგლობინის დაბალი დონე

დიარეა

ღებინება

ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში

გულისრევა

მადის დაკარგვა

გადაღლილობა (დაღლილობა)

კანის გამონაყარი

კანის აქერცვლა

სისხლის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც აჩვენებს თირკმლების ფუნქციის დაქვეითებას

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

სისხლის ინფექცია

ცხელება ნეიტროფილური გრანულოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) დაბალი რაოდენობით

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა

ალერგიული რეაქცია

ორგანიზმის სითხეების დაკარგვა

გემოს შეცვლა

მამოძრავებელი ნერვების დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და ატროფია (ძირითადად ატროფია ხელებსა და ფეხებში)

სენსორული ნერვების დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობის დაკარგვა, მწველი ტკივილი და არამდგრადი სიარული

თავბრუსხვევა

კონიუნქტივის (ქუთუთოების ამომფენი და თვალის თეთრი ნაწილის დამფარავი მემბრანა) ანთება ან შეშუპება

თვალის სიმშრალე

კონიუნქტივის (ქუთუთოების ამომფენი და თვალის თეთრი ნაწილის დამფარავი მემბრანა) და რქოვანას (ფერად გარსსა და გუგის წინ არსებული გამჭვირვალე ფენა) სიმშრალე

ქუთუთოების შეშუპება

თვალის დაავადება სიმშრალით, ცრემლდენით, გაღიზიანებით და/ან ტკივილით

გულის უკმარისობა (მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს გულის კუნთების ტუმბოს ფუნქციაზე)

გულის არარეგულარული რიტმი

საჭმლის მონელების დარღვევა

ყაბზობა

მუცლის ტკივილი

ღვიძლი: ღვიძლის მიერ გამომუშავებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობის მომატება სისხლში

კანის ქავილი

გამონაყარი სხეულზე, სადაც თითოეული ნიშანი სამიზნეს წააგავს

თმის ცვენა

ჭინჭრის ციება

თირკმლის ფუნქციის გაჩერება

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

ცხელება

ტკივილი

სხეულის ქსოვილებში სითხის სიჭარბე, რაც შეშუპებას იწვევს

ტკივილი გულმკერდის არეში

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსების ანთება და დაწყლულება

თვალების ცრემლდენა

კანის პიგმენტაციის მომატება

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):

სისხლის წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ინსულტი

ინსულტის ტიპი, როდესაც იბლოკება ტვინის არტერია

ქალასშიდა სისხლჩაქცევა

სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში, გამოწვეული გულში სისხლის ნაკადის შემცირებით)

გულის შეტევა

კორონარული არტერიების შევიწროება ან ბლოკირება

გულის რიტმის გახშირება

სისხლის არასაკმარისი განაწილება კიდურებში

ფილტვებში ერთ-ერთი პულმონური არტერიის ბლოკირება

ფილტვების ამომფენი გარსის ანთება და დანაწიბურება სუნთქვის პრობლემებთან ერთად

ალისფერი სისხლის გამოყოფა ანუსიდან

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში

ნაწლავის გახვრეტა

საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება

მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ნაწლავური ან სწორი ნაწლავიდან სისხლდენა (მხოლოდ ცისპლატინთან კომბინაციაში)

საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება, შეშუპება, ერითემა და ეროზია, გამოწვეული სხივური თერაპიით

სხივური თერაპიით გამოწვეული ფილტვის ანთება

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანს):

სისხლის წითელი უჯრედების დაშლა

ღვიძლის ანთებითი მდგომარეობა

კანის სიწითლე

კანის გამონაყარი, რომელიც ვითარდება ადრე დასხივებულ უბანზე

ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია)

ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10,000-დან 1-მდე ადამიანს)

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანისა და ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქციის ტიპი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს)

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (კანის მძიმე რეაქციის ტიპი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს)

აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს კანზე გამონაყარს და ბუშტუკების გაჩენას ფეხებზე, ხელებსა და მუცელზე

კანის ანთება, რომელიც ხასიათდება სითხით სავსე ბუშტუკების არსებობით

კანის სიმყიფე, ბუშტუკები და ეროზიები და კანის ნაწიბურები

სიწითლე, ტკივილი და შეშუპება, ძირითადად ქვედა კიდურების

კანისა და კანქვეშა ცხიმის ანთება (ფსევდოცელულიტი)

კანის ანთება (დერმატიტი)

კანი ხდება ანთებთი, ქავილიანი, წითელი, დახეთქილი და უხეში

ლაქები ინტენსიური ქავილით

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

დიაბეტის ფორმა, გამოწვეული ძირითადად თირკმლის პათოლოგიით

თირკმლის დაავადება, რომელიც გულისხმობს მილაკოვანი ეპიტელური უჯრედების სიკვდილს, რომლებიც ქმნიან თირკმლის მილაკებს

შესაძლოა, თქვენ გქონდეთ რომელიმე ეს სიმპტომი და/ან მდგომარეობა. ნეისმიერი ამ გვერდითი ეფექტის გამოვლენისთანავე, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ შეგაწუხათ რომელიმე გვერდითმა ეფექტმა, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში.

ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ Yellow Card Scheme-ის მეშვეობით:

www.mhra.gov.uk/yellowcard ან

HPRA Pharmakovigilance, ვებგვერდი: www.hpra.ie

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის პემეტრექსედი.

თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მილიგრამ პემეტრექსედს (დინატრიუმის პემეტრექსედის სახით).

თითოეული ფლაკონი შეიცავს 500 მილიგრამ პემეტრექსედს (დინატრიუმის პემეტრექსედის სახით).

სხვა ინგრედიენტებია მანიტოლი, მარილმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

აღდგენის შემდეგ, ხსნარი შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედს.

გამოყენებამდე საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ შემდგომი განზავება.

პემეტრექსედ სიკროსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

პემეტრექსედი სიკროსი არის ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონში. ეს არის თეთრიდან ღია ყვითელ ან მომწვანო-ყვითელ ფერამდე ლიოფილიზებული ფხვნილი; აღდგენის შემდეგ გამჭვირვალე, უფეროდან ყვითელ ან ყვითელ-მწვანე ფერამდე ხსნარი.

პემეტრექსედ სიკროსის თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთ ფლაკონს.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი ირლანდიაში

Seacross Pharma (Europe) Limited

POD 13, The Old Station House

15A Main Street, Blackrock

დუბლინი, A94 T8P8

ირლანდია

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი დიდ ბრიტანეთში

Seacross Pharmaceuticals Limited

Beaumont Business Centres

6 Snow Hill

ლონდონი EC1A 2AY

დიდი ბრიტანეთი

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ფლაკონზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

აღდგენილი და განზავებული საინფუზიო ხსნარები: ინსტრუქციის მიხედვით მომზადებისას, პემეტრექსედის აღდგენილი და შემდგომ განზავებული საინფუზიო ხსნარების ქიმიური და ფიზიკური გახსნის შემდეგ სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე და მაცივრის ტემპერატურაზე (2-8°C). მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის; ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.

ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

პემეტრექსედი სიკროსი 100 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად

პემეტრექსედი სიკროსი 500 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად

პემეტრექსედი

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-დანართი მთლიანად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში

რა არის პემეტრექსედი სიკროსი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ პემეტრექსედ სიკროსის გამოყენებამდე

როგორ გამოვიყენოთ პემეტრექსედი სიკროსი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ შევინახოთ პემეტრექსედი სიკროსი

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის პემეტრექსედი სიკროსი და რისთვის გამოიყენება

პემეტრექსედი სიკროსი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.

ეს მედიკამენტი ინიშნება ცისპლატინთან - კიდევ ერთ კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტთან - კომბინაციაში ავთვისებიანი პლევრული მეზოთელიომის -კიბოს ფორმის, რომელიც აზიანებს ფილტვის გარსს - სამკურნალოდ, იმ პაციენტებში, რომლებმაც ადრე ქიმიოთერაპია არ მიუღიათ.

ის ასევე ინიშნება ცისპლატინთან ერთად ადგილობრივად გავრცელებულ სტადიაზე ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების საწყისი მკურნალობისთვის.

პემეტრექსედი სიკროსი შეიძლება დაინიშნოს, თუ გაქვთ ფილტვის კიბო ადგილობრივად გავრცელებულ სტადიაზე, თუ თქვენი დაავადება რეაგირებს მკურნალობაზე ან ის მნიშვნელოვანი ხარისხით უცვლელი რჩება საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ.

ეს მედიკამენტი ასევე გამოიყენება ფილტვის კიბოს ადგილობრივად გავრცელებული სტადიის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის, რომელთა დაავადება პროგრესირებს სხვა საწყისი ქიმიოთერაპიის გამოყენების შემდეგ.

  • რა უნდა იცოდეთ პემეტრექსედ სიკროსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პემეტრექსედი სიკროსი:

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პემეტრექსედის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

თუ ძუძუთი კვებავთ; პემეტრექსედით მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ან აპირებთ გაიკეთოთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

პემეტრექსედ სიკროსის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ ამჟამად გაქვთ ან გქონიათ თირკმლების პრობლემები, მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, რადგან შესაძლოა თქვენთვის ამ მედიკამენტის მიღება არ შეიძლება.

თითოეული ინფუზიის წინ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს, რათა შეფასდეს, საკმარისად თუ ფუნქციონირბს თირკმლები და ღვიძლი და შემოწმდეს, გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედები პემეტრექსედის გამოსაყენებლად. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შეცვლა ან მკურნალობის გადადება თქვენი ზოგადი მდგომარეობისა და სისხლის უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობის გათვალისწინებით. თუ თქვენ ასევე იღებთ ცისპლატინს, ექიმი იზრუნებს, რომ თქვენ სათანადოდ იყოთ ჰიდრატირებული და მიიღოთ შესაბამისი მკურნალობა ცისპლატინის მიღებამდე და მის შემდეგ, ღებინების თავიდან ასაცილებლად.

თუ თქვენ ჩაიტარეთ ან აპირებთ სხივური თერაპიის ჩატარებას, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, რადგან შესაძლოა პემეტრექსედის მიღებისას გამოვლინდეს ადრეული ან გვიანი სხივური რეაქცია.

თუ ახლახანს გაიკეთეთ ვაქცინა, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები ამ მედიკამენტის გამოყენებისას.

თუ გაქვთ გულის დაავადება ან გულის დაავადები ანამნეზში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს.

თუ ფილტვების გარშემო დაგიგროვდათ სითხე, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს პემეტრექსედის დანიშვნამდე სითხის ამოღება.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან არ არსებობს გამოცდილება ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და პემეტრექსედი სიკროსი

აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ტკივილის ან ანთების (შეშუპების) საწინააღმდეგო რაიმე მედიკამენტს, მაგალითად, „არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს“ (აასპ-ს), მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე შეძენილ მედიკამენტებს (მაგალითად, იბუპროფენს). არსებობს აასპ-ების მრავალი სახეობა, რომლებსაც აქვთ მოქმედების სხვადასხვა ხანგრძლივობა.

პემეტრექსედის ინფუზიის დაგეგმილი თარიღის და/ან თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის მიხედვით, თქვენმა ექიმმა უნდა გირჩიოთ, რომელი მედიკამენტების მიღება შეგიძლიათ და როდის შეძლებთ მის მიღებას. თუ არ ხართ დარწმუნებულიმ არის თუ არა თქვენი რომელიმე მედიკამენტი აასპ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე შეძენილი მედიკამენტები.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულობის დროს თავი უნდა აარიდოთ პემეტრექსედ სიკროსის გამოყენებას.

ექიმი განიხილავს თქვენთან ამ პრეპარატის ორსულობის დროს მიღების პოტენციურ რისკს. ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია პემეტრექსედით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

პემეტრექსედით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

მამაკაცებს ურჩევენ, რომ არ იყოლიონ შვილი პემეტრექსედით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 თვემდე პერიოდში და ამიტომ მათ უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია პემეტრექსედით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის დასრულებიდან 3 თვემდე პერიოდში. თუ გსურთ ბავშვის ჩასახვა მკურნალობის დროს ან მკურნალობის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პემეტრექსედმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს უნარზე იყოლიოთ შვილი. თერაპიის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის სპერმის შენახვის თაობაზე.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პემეტრექსედ სიკროსმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგრძნება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

პემეტრექსედი სიკროსი შეიცავს ნატრიუმს

პემეტრექსედი სიკროსი 100 მგ შეიცავს 1 მმოლზე (11 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ფლაკონში და შესაბამისად, ითვლება, რომ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

პემეტრექსედი სიკროსი 500 მგ შეიცავს დაახლოებით 2.35 მმოლ (54 მგ) ნატრიუმს (სამზარეულოს/სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თითო ფლაკონში. ეს მოზრდილი ადამიანისთვის ნატრიუმის მოხმარების რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 2,7%-ის ექვივალენტურია.

  • როგორ გამოვიყენოთ პემეტრექსედი სიკროსი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ.

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პემეტრექსედ სიკროსის დოზა შეადგენს 500 მილიგრამს თქვენი სხეულის ზედაპირის ყოველ კვადრატულ მეტრზე. თქვენი სიმაღლე და წონა გაიზომება თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის დასადგენად. თქვენი ექიმი გამოიყენებს ამ სხეულის ზედაპირის ფართობს თქვენთვის შესაფერისი დოზის დასადგენად. ეს დოზა შეიძლება შეიცვალოს, ან მკურნალობა შეიძლება გადაიდოს თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობისა და თქვენი ზოგადი მდგომარეობის მიხედვით.

შეყვანამდე საავადმყოფოს ფარმაცევტი, ექთანი ან ექიმი შეურევს პემეტრექსედ სიკროსის ფხვნილს 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს.

პემეტრექსედი სიკროსი ყოველთვის იქნება შეყვანილი ინფუზიის სახით თქვენს ერთ-ერთ ვენაში. ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

პემეტრექსედ სიკროსის ცისპლატინთან კომბინაციაში გამოყენებისას:

ექიმი ან საავადმყოფოს ფარმაცევტი გამოთვლის თქვენთვის საჭირო დოზას თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით. ცისპლატინი ასევე შეჰყავთ ერთ-ერთ ვენაში ინფუზიის გზით და შეჰყავთ პემეტრექსედის ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ. ცისპლატინის ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 2 საათს.

ინფუზია, როგორც წესი, 3 კვირაში ერთხელ უნდა ჩაგიტარდეთ.

დამატებითი მედიკამენტები:

კორტიკოსტეროიდები: ექიმი დაგინიშნავთ სტეროიდულ ტაბლეტებს (4 მილიგრამი დექსამეტაზონის ექვივალენტურს დღეში ორჯერ), რომლებიც უნდა მიიღოთ პემეტრექსედით მკურნალობის წინა დღეს, მკურნალობის დღეს და მის შემდეგ მეორე დღეს.

ეს მედიკამენტი გამოიყენება კანის რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის დროს.

ვიტამინების დანამატი: ექიმი დაგინიშნავთ პერორალურ ფოლის მჟავას (ვიტამინი) ან ფოლის მჟავას შემცველ მულტივიტამინს (350-დან 1000 მიკროგრამამდე), რომელიც უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ პემეტრექსედის მიღების დროს. პემეტრექსედის პირველ დოზამდე შვიდი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მინიმუმ 5 დოზა. ფოლის მჟავას მიღება უნდა გააგრძელოთ პემეტრექსედის ბოლო დოზის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში. ასევე, პემეტრექსედის მიღებამდე ერთი კვირით ადრე და შემდეგ დაახლოებით ყოველ 9 კვირაში ერთხელ (რაც შეესაბამება პემეტრექსედით მკურნალობის 3 კურსს) გაგიკეთებენ ვიტამინ B12-ის ინექციას (1000 მიკროგრამი). ვიტამინ B12-ს და ფოლის მჟავას თქვენ მიიღებთ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის შესაძლო ტოქსიკური ეფექტების შესამცირებლად.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგიდან რომელიმეს:

ცხელება ან ინფექცია (შესაბამისად, ხშირი ან ძალიან ხშირი): თუ გაქვთ 38ºC ან მეტი ტემპერატურა, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურზე ნაკლები რაოდენობის სისხლის თეთრი უჯრედები, რაც ძალიან ხშირია). ინფექცია (სეფსისი) შეიძლება იყოს მძიმე და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

თუ გაქვთ გულმკერდის ტკივილი (ხშირი) ან გულისცემის აჩქარება (არახშირი).

თუ გაქვთ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (ძალიან ხშირი).

ალერგიული რეაქცია: თუ განვითარდება კანზე გამონაყარი (ძალიან ხშირი) / წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება (ხშირი) ან ცხელება (ხშირი). იშვიათად, კანის რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე და გამოიწვიოს სიკვდილი. დაუკავშირდით ექიმს, თუ განგივითარდებათ ძლიერი გამონაყარი ან ქავილი, ან ბუშტუკები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

თუ გრძნობთ დაღლილობას, სისუსტის შეგრძნებას, სუნთქვის უკმარისობას ან გაქვთ სიფერმკრთალე (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურზე ნაკლები ჰემოგლობინი, რაც ძალიან ხშირია).

თუ შენიშნავთ სისხლდენას ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერ სხვა სისხლდენას, რომელიც არ წყდება, მოწითალო ან ვარდისფერ შარდს, მოულოდნელ სისხლჩაქცევებს (რადგან შესაძლოა გქონდეთ ნორმალურზე ნაკლები რაოდენობის თრომბოციტები, რაც ხშირია).

თუ შენიშნავთ უეცარ ქოშინს, ძლიერ ტკივილს გულმკერდის არეში ან ხველას სისხლიანი ნახველით (არახშირი) (შეიძლება მიუთითებდეს თრომბზე ფილტვების სისხლძარღვებში).

პემეტრექსედის გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

ინფექცია

ფარინგიტი (ყელის ტკივილი)

ნეიტროფილური გრანულოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) დაბალი რაოდენობა

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე

ჰემოგლობინის დაბალი დონე

დიარეა

ღებინება

ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში

გულისრევა

მადის დაკარგვა

გადაღლილობა (დაღლილობა)

კანის გამონაყარი

კანის აქერცვლა

სისხლის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც აჩვენებს თირკმლების ფუნქციის დაქვეითებას

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

სისხლის ინფექცია

ცხელება ნეიტროფილური გრანულოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) დაბალი რაოდენობით

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა

ალერგიული რეაქცია

ორგანიზმის სითხეების დაკარგვა

გემოს შეცვლა

მამოძრავებელი ნერვების დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და ატროფია (ძირითადად ატროფია ხელებსა და ფეხებში)

სენსორული ნერვების დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობის დაკარგვა, მწველი ტკივილი და არამდგრადი სიარული

თავბრუსხვევა

კონიუნქტივის (ქუთუთოების ამომფენი და თვალის თეთრი ნაწილის დამფარავი მემბრანა) ანთება ან შეშუპება

თვალის სიმშრალე

კონიუნქტივის (ქუთუთოების ამომფენი და თვალის თეთრი ნაწილის დამფარავი მემბრანა) და რქოვანას (ფერად გარსსა და გუგის წინ არსებული გამჭვირვალე ფენა) სიმშრალე

ქუთუთოების შეშუპება

თვალის დაავადება სიმშრალით, ცრემლდენით, გაღიზიანებით და/ან ტკივილით

გულის უკმარისობა (მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს გულის კუნთების ტუმბოს ფუნქციაზე)

გულის არარეგულარული რიტმი

საჭმლის მონელების დარღვევა

ყაბზობა

მუცლის ტკივილი

ღვიძლი: ღვიძლის მიერ გამომუშავებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობის მომატება სისხლში

კანის ქავილი

გამონაყარი სხეულზე, სადაც თითოეული ნიშანი სამიზნეს წააგავს

თმის ცვენა

ჭინჭრის ციება

თირკმლის ფუნქციის გაჩერება

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

ცხელება

ტკივილი

სხეულის ქსოვილებში სითხის სიჭარბე, რაც შეშუპებას იწვევს

ტკივილი გულმკერდის არეში

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსების ანთება და დაწყლულება

თვალების ცრემლდენა

კანის პიგმენტაციის მომატება

არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანს):

სისხლის წითელი უჯრედების, თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ინსულტი

ინსულტის ტიპი, როდესაც იბლოკება ტვინის არტერია

ქალასშიდა სისხლჩაქცევა

სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში, გამოწვეული გულში სისხლის ნაკადის შემცირებით)

გულის შეტევა

კორონარული არტერიების შევიწროება ან ბლოკირება

გულის რიტმის გახშირება

სისხლის არასაკმარისი განაწილება კიდურებში

ფილტვებში ერთ-ერთი პულმონური არტერიის ბლოკირება

ფილტვების ამომფენი გარსის ანთება და დანაწიბურება სუნთქვის პრობლემებთან ერთად

ალისფერი სისხლის გამოყოფა ანუსიდან

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში

ნაწლავის გახვრეტა

საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება

მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ნაწლავური ან სწორი ნაწლავიდან სისხლდენა (მხოლოდ ცისპლატინთან კომბინაციაში)

საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება, შეშუპება, ერითემა და ეროზია, გამოწვეული სხივური თერაპიით

სხივური თერაპიით გამოწვეული ფილტვის ანთება

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანს):

სისხლის წითელი უჯრედების დაშლა

ღვიძლის ანთებითი მდგომარეობა

კანის სიწითლე

კანის გამონაყარი, რომელიც ვითარდება ადრე დასხივებულ უბანზე

ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია)

ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10,000-დან 1-მდე ადამიანს)

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანისა და ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქციის ტიპი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს)

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (კანის მძიმე რეაქციის ტიპი, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს)

აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს კანზე გამონაყარს და ბუშტუკების გაჩენას ფეხებზე, ხელებსა და მუცელზე

კანის ანთება, რომელიც ხასიათდება სითხით სავსე ბუშტუკების არსებობით

კანის სიმყიფე, ბუშტუკები და ეროზიები და კანის ნაწიბურები

სიწითლე, ტკივილი და შეშუპება, ძირითადად ქვედა კიდურების

კანისა და კანქვეშა ცხიმის ანთება (ფსევდოცელულიტი)

კანის ანთება (დერმატიტი)

კანი ხდება ანთებთი, ქავილიანი, წითელი, დახეთქილი და უხეში

ლაქები ინტენსიური ქავილით

უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

დიაბეტის ფორმა, გამოწვეული ძირითადად თირკმლის პათოლოგიით

თირკმლის დაავადება, რომელიც გულისხმობს მილაკოვანი ეპიტელური უჯრედების სიკვდილს, რომლებიც ქმნიან თირკმლის მილაკებს

შესაძლოა, თქვენ გქონდეთ რომელიმე ეს სიმპტომი და/ან მდგომარეობა. ნეისმიერი ამ გვერდითი ეფექტის გამოვლენისთანავე, რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოთ ექიმს.

თუ შეგაწუხათ რომელიმე გვერდითმა ეფექტმა, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში.

ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ Yellow Card Scheme-ის მეშვეობით:

www.mhra.gov.uk/yellowcard ან

HPRA Pharmakovigilance, ვებგვერდი: www.hpra.ie

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ შევინახოთ პემეტრექსედი სიკროსი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ფლაკონზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

აღდგენილი და განზავებული საინფუზიო ხსნარები: ინსტრუქციის მიხედვით მომზადებისას, პემეტრექსედის აღდგენილი და შემდგომ განზავებული საინფუზიო ხსნარების ქიმიური და ფიზიკური გახსნის შემდეგ სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე და მაცივრის ტემპერატურაზე (2-8°C). მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის; ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.

ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები.

ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პემეტრექსედი სიკროსი

აქტიური ნივთიერება არის პემეტრექსედი.

თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მილიგრამ პემეტრექსედს (დინატრიუმის პემეტრექსედის სახით).

თითოეული ფლაკონი შეიცავს 500 მილიგრამ პემეტრექსედს (დინატრიუმის პემეტრექსედის სახით).

სხვა ინგრედიენტებია მანიტოლი, მარილმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

აღდგენის შემდეგ, ხსნარი შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედს.

გამოყენებამდე საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ შემდგომი განზავება.

პემეტრექსედ სიკროსის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

პემეტრექსედი სიკროსი არის ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონში. ეს არის თეთრიდან ღია ყვითელ ან მომწვანო-ყვითელ ფერამდე ლიოფილიზებული ფხვნილი; აღდგენის შემდეგ გამჭვირვალე, უფეროდან ყვითელ ან ყვითელ-მწვანე ფერამდე ხსნარი.

პემეტრექსედ სიკროსის თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთ ფლაკონს.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი ირლანდიაში

Seacross Pharma (Europe) Limited

POD 13, The Old Station House

15A Main Street, Blackrock

დუბლინი, A94 T8P8

ირლანდია

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი დიდ ბრიტანეთში

Seacross Pharmaceuticals Limited

Beaumont Business Centres

6 Snow Hill

ლონდონი EC1A 2AY

დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი ირლანდიაში

Seacross Pharma (Europe) Ltd.

POD 13, The Old Station House

15A Main Street, Blackrock

დუბლინი, A94 T8P8

ირლანდია

მწარმოებელი დიდ ბრიტანეთში

Seacross Pharmaceuticals Ltd.

Beaumont Business Centres

6 Snow Hill

ლონდონი EC1A 2AY

დიდი ბრიტანეთი

ეს სამკურნალო პროდუქტი ავტორიზებულია EEA-ს წევრ სახელმწიფოებში შემდეგი სახელწოდებებით:

BG

Pemetrexed Novamed 100 mg

Прах за концентрат за инфузионен разтвор

Pemetrexed Novamed 500 mg

Прах за концентрат за инфузионен разтвор

DE

Pemetrexed Seacross 100 mg

Pulver für ein Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

Pemetrexed Seacross 500 mg

IE

Pemetrexed Seacross 100 mg

powder for concentrate for solution for infusion

RO

Pemetrexed Seacross 100 mg

Pulbere pentru concentrat pentru soluţie perfuzabilă

Pemetrexed Seacross 500 mg

Pulbere pentru concentrat pentru soluţie perfuzabilă

CY

Pemetrexed Seacross 100 mg κόνις για πυκνό διάλυμα για

παρασκευή διαλύματος προς έγχυση

Pemetrexed Seacross 500 mg κόνις για πυκνό διάλυμα για

παρασκευή διαλύματος προς έγχυση

ეს ფურცელი-ჩანართი ბოლოს გადაიხედა 11/2024.

  • ----------------------------------------------------------------------------------------------------------

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:

გამოყენების, დამუშავებისა და განადგურების ინსტრუქცია

  • ინტრავენური ინფუზიის შესაყვანად პემეტრექსედის აღდგენისა და შემდგომი განზავების დროს გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა.
  • გამოთვალეთ დოზა და პემეტრექსედის ფლაკონების საჭირო რაოდენობა. თითოეული ფლაკონი შეიცავს პემეტრექსედის ჭარბ რაოდენობას, რათა გაადვილდეს ეტიკეტზე მითითებული რაოდენობის მიწოდება.
  • თითოეული 100 მგ ფლაკონი გახსენით 4.2 მლ 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში, კონსერვანტის გარეშე, რის შედეგადაც მიიღება ხსნარი, რომელიც შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედს.

თითოეული 500 მგ ფლაკონი გახსენით 20 მლ 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში, კონსერვანტის გარეშე, რის შედეგადაც მიიღება ხსნარი, რომელიც შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედს.

ფრთხილად შეანჯღრიეთ თითოეული ფლაკონი ფხვნილის სრულ გახსნამდე. მიღებული ხსნარი გამჭვირვალეა და მისი ფერი მერყეობს უფეროდან ყვითელ ან მომწვანო-ყვითელ ფერამდე, პროდუქტის ხარისხზე უარყოფითი გავლენის გარეშე. აღდგენილი ხსნარის pH 6.6-დან 7.8-მდეა. საჭიროა დამატებითი განზავება.

  • აღდგენილი პემეტრექსედის ხსნარის შესაბამისი მოცულობა უნდა დამატებით განზავდეს 100 მლ-მდე 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით, კონსერვანტის გარეშე, და შეყვანილ იქნას ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში.
  • ზემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით მომზადებული პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარები თავსებადია პოლივინილქლორიდით და პოლიოლეფინით მოპირკეთებულ საინექციო ნაკრებებთან და საინფუზიო პაკეტებთან. პემეტრექსედი შეუთავსებელია კალციუმის შემცველ გამხსნელებთან, მათ შორის რინგერ ლაქტატის საინექციო ხსნართან და რინგერის საინექციო ხსნართან.
  • პარენტერალური სამკურნალო საშუალებები გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობაზე და ფერის შეცვლაზე. თუ შეინიშნება ნაწილაკები, არ გამოიყენოთ.
  • პემეტრექსედის ხსნარები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების მიმართ ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

მომზადებისა და შეყვანის უსაფრთხოების ზომები: როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური კიბოს საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარების დამუშავებისა და მომზადებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ორსული პერსონალის მიერ. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. თუ პემეტრექსედის ხსნარი კანთან კონტაქტში მოხვდება, დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად დაიბანეთ კანი საპნითა და წყლით. თუ პემეტრექსედის ხსნარები ლორწოვან გარსებზე მოხვდება, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.

პემეტრექსედი არ არის ვეზიკანტი. პემეტრექსედის ექსტრავაზაციის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პემეტრექსედის ექსტრავაზაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებიც მკვლევარის მიერ არ შეფასდა როგორც სერიოზული. ექსტრავაზაციის მართვა უნდა მოხდეს ადგილობრივი სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, როგორც სხვა არა-ვეზიკანტების შემთხვევაში.

აღდგენილი ხსნარი არის გამჭვირვალე, უფერო ან ყვითელ-მწვანე ფერის ხსნარი.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს, მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა