პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

პემექსიდი

PEMEXID™

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

პემექსიდი არის წამალი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. პემექსიდი ინიშნება ცისპლატინთან, კიბოს საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებასთან, ერთად, როგორც ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომის - კიბოს ფორმა, რომელიც აზიანებს ფილტვის ლორწოვან გარსს - სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პემეტრექსედი (pemetrexed)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
PRASFARMA SL, ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოლის მჟავას ანალოგები
ATC კოდი
L01BA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043342
რეგისტრირებულია
3 ივნისი 2025, მოქმედებს 3 ივნისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MERMISI LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპემექსიდი და სხვა წამალი ერთად

პემექსიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პემექსიდი არის წამალი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.

პემექსიდი ინიშნება ცისპლატინთან, კიბოს საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებასთან, ერთად, როგორც ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომის - კიბოს ფორმა, რომელიც აზიანებს ფილტვის ლორწოვან გარსს - სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია.

პემექსიდი ასევე ინიშნება ცისპლატინთან ერთად ფილტვის კიბოს მაღალი სტადიების მქონე პაციენტების საწყისი მკურნალობისთვის.

პემექსიდი შეიძლება დაგენიშნოთ, თუ გაქვთ ფილტვის კიბო მაღალ სტადიაზე, თუ თქვენი დაავადება პასუხობდა მკურნალობას ან თუ იგი ძირითადად უცვლელი რჩება საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ.

პემექსიდი ასევე არის მკურნალობა ფილტვის კიბოს მაღალი სტადიის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება პროგრესირებს სხვა საწყისი ქიმიოთერაპიის გამოყენების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

პემექსიდის დოზა შეადგენს 500 მილიგრამს თქვენი სხეულის ზედაპირის ყოველ კვადრატულ მეტრზე. თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად გაიზომება თქვენი სიმაღლე და წონა. თქვენი ექიმი გამოიყენებს სხეულის ზედაპირის ამ ფართობს, რათა დადგინდეს თქვენთვის სწორი დოზა. ეს დოზა შეიძლება დარეგულირდეს, ან მკურნალობა შეიძლება გადაიდოს თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობისა და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. თქვენთვის გაკეთებამდე, საავადმყოფოს ფარმაცევტი, ექთანი ან ექიმი შეურევს პემექსიდის ფხვნილს 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში.

თქვენ ყოველთვის მიიღებთ პემექსიდს თქვენს ერთ-ერთ ვენაში ინფუზიით. ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 10 წუთი.

პემექსიდის გამოყენებისას ცისპლატინთან ერთად:

ექიმი ან საავადმყოფოს ფარმაცევტი შეიმუშავებს თქვენთვის საჭირო დოზას თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით. ცისპლატინი ასევე შეჰყავთ ინფუზიით ერთ-ერთ ვენაში და მიიღება პემექსიდის ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ. ცისპლატინის ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 2 საათის განმავლობაში.

თქვენ ჩვეულებრივ უნდა მიიღოთ ინფუზია 3 კვირაში ერთხელ.

დამატებითი მედიკამენტები:

კორტიკოსტეროიდები: თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სტეროიდულ ტაბლეტებს (ეკვივალენტურია 4 მილიგრამი დექსამეტაზონი დღეში ორჯერ), რომელთა მიღება დაგჭირდებათ პემეტრექსედით მკურნალობის წინა დღეს, ინფუზიის დღეს და მეორე დღეს. ეს წამალი მოგეცემათ კანის რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად, რომლებიც შეიძლება გაგივითარდეთ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის დროს.

ვიტამინის დამატება: თქვენი ექიმი დაგინიშნავთ პერორალურად ფოლიუმის მჟავას (ვიტამინს) ან ფოლიუმის მჟავას შემცველ მულტივიტამინს (350-დან 1000 მიკროგრამამდე), რომელიც უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ პემექსიდის მიღებისას. თქვენ უნდა მიიღოთ მინიმუმ 5 დოზა პემექსიდის პირველ დოზამდე შვიდი დღის განმავლობაში. თქვენ უნდა გააგრძელოთ ფოლიუმის მჟავას მიღება პემექსიდის ბოლო დოზის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში. თქვენ ასევე მიიღებთ B12 ვიტამინის ინექციას (1000 მიკროგრამი) პემექსიდის მიღებამდე ერთი კვირით ადრე და შემდეგ დაახლოებით ყოველ 9 კვირაში ერთხელ (შეესაბამება პემექსიდის მკურნალობის 3 კურსს). ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა მოგეცემათ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის შესაძლო ტოქსიკური ეფექტების შესამცირებლად.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) პემეტრექსედის ან პემექსიდის შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

თუ ხართ მეძუძური დედა, პემექსიდით მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყვიტოთ ჩვილის ძუძუთი კვება.

თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან ახლო მომავალში აპირებთ მიიღოთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა.

სიფრთხილის ზომები

პემექსიდის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან

თუ ამჟამად გაქვთ ან ადრე გქონდათ თირკმლის პრობლემები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, რადგან შესაძლოა ვერ მიიღოთ პემექსიდი.

ყოველი ინფუზიის წინ მიიღებთ თქვენ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს, რათა შეფასდეს, გაქვთ თუ არა წესრიგში ღვიძლის ფუნქცია და შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედები პემექსიდის მისაღებად. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს დოზის შეცვლა ან მკურნალობის გადადება თქვენი ზოგადი მდგომარეობის გამო, ან თუ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია. თუ თქვენ ასევე იღებთ ცისპლატინს, თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი ორგანიზმი სათანადოდ არის ჰიდრატირებული და რომ მიიღებთ შესაბამის მკურნალობას ცისპლატინის მიღებამდე და მის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ღებინება.

თუ თქვენ ჩაიტარეთ ან აპირებთ სხივური თერაპიის ჩატარებას, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, რადგან პემექსიდის მიღების დროს სხივურ თერაპიაზე რეაქცია შეიძლება გქონდეთ მოსალოდნელზე ადრე ან გვიან.

თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ რაიმე ვაქცინა, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს პემექსიდთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები.

თუ გაქვთ გულის დაავადება ან გაქვთ გულის დაავადების ისტორია, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს.

თუ თქვენ გაქვთ სითხის დაგროვება ფილტვებში, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სითხის ამოღება პემექსიდის მიღებამდე,

ბავშვები და მოზარდები

არ არსებობს რელევანტური მონაცემები პედიატრიულ პოპულაციაში პემექსიდის გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რაიმე წამალს ტკივილის ან ანთების (შეშუპების) სამკურნალოდ, როგორიცაა ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები (როგორიცაა იბუპროფენი). არსებობს მრავალი სახის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, მოქმედების სხვადასხვა ხანგრძლივობით. პემექსიდის ინფუზიის დაგეგმილი თარიღიდან და/ან თირკმლის ფუნქციის სტატუსიდან გამომდინარე, ექიმმა უნდა მოგცეთ რჩევა, თუ რომელი მედიკამენტების მიღება შეგიძლიათ და როდის შეგიძლიათ მათი მიღება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, არის თუ არა თქვენი რომელიმე წამალი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებსაც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს უწოდებენ (ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, და რაბეპრაზოლი), რომლებიც გამოიყენება კუჭის მჟავიანობის და მჟავას რეფლუქსის სამკურნალოდ.

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, აცნობეთ ექიმს. ორსულობის დროს პემექსიდის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ორსულობის დროს პემექსიდის მიღების პოტენციურ რისკს. ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციული საშუალებები პემექსიდით მკურნალობის დროს.

ძუძუთი კვება

თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს, აცნობეთ ექიმს. პემექსიდით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

მამაკაცებს ურჩევენ უარი თქვან ბავშვის ჩასახვისგან პემექსიდით მკურნალობის დროს და 6 თვის შემდეგ და ამიტომ უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია პემექსიდით მკურნალობის დროს და შემდგომ 6 თვემდე. თუ გსურთ მამობა მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თერაპიის დაწყებამდე შეიძლება გაიაროთ კონსულტაცია სპერმის შენახვის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პემექსიდის მიღების შემდეგ შესაძლოა იგრძნოთ დაღლილობა. ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს საჭიროა სიფრთხილე.

პემექსიდი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 54მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ყოველ ფლაკონზე. ეს ეკვივალენტია მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული დღიური დიეტური დოზის 2.7%.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს:

ცხელება ან ინფექცია (ხშირი): თუ გაქვთ 38°C ან უფრო მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმაზე ნაკლები ლეიკოციტები, რაც ძალიან ხშირია). ინფექცია (სეფსისი) შეიძლება იყოს მძიმე და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

თუ გეწყებათ გულმკერდის ტკივილის შეგრძნება (ხშირად) ან გაქვთ სწრაფი გულისცემა (არახშირი).

თუ გაქვთ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (ძალიან ხშირად).

ალერგიული რეაქცია: თუ გაგივითარდათ გამონაყარი კანზე (ძალიან ხშირი), წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება (ხშირად) ან ცხელება (ხშირად). იშვიათად, კანის რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი გამონაყარი, ან ქავილი ან ბუშტუკები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

თუ გაწუხებთ დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება ან ხართ ძალიან ფერმკრთალი (რადგან შეიძლება ნორმაზე ნაკლები ჰემოგლობინი გქონდეთ, რაც ძალიან ხშირია).

თუ გაქვთ ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან რაიმე სხვა სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება, მოწითალო ან მოვარდისფრო ფერის შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევები (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმაზე ნაკლები თრომბოციტები, რაც ძალიან ხშირია).

თუ გაწუხებთ უეცარი ქოშინი, ძლიერი გულმკერდის ტკივილი ან ხველა სისხლიანი ნახველით (არახშირი) (შეიძლება მიუთითებდეს სისხლის შედედებაზე ფილტვების სისხლძარღვებში).

პემექსიდის გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:

ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს ყოველი 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა

დაბალი ჰემოგლობინი (ანემია)

თრომბოციტების დაბალი დონე

დიარეა

ღებინება

ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში

გულისრევა

უმადობა

ენერგიის ნაკლებობა (დაღლილობა)

კანის გამონაყარი

თმის ცვენა

ყაბზობა

მგრძნობელობის დაკარგვა

თირკმელი: გადახრა სისხლის ანალიზის შედეგებში

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტს)

ალერგიული რეაქცია: გამონაყარი კანზე/წვის ან ჩხვლეტას შეგრძნება

ინფექცია სეფსისის ჩათვლით

ცხელება

დეჰიდრატაცია

თირკმლის უკმარისობა

კანის გაღიზიანება და ქავილი

გულმკერდის ტკივილი

კუნთების სისუსტე

კონიუნქტივიტი (თვალის ანთება)

კუჭის აშლილობა

ტკივილი მუცლის არეში

გემოს აღქმის შეცვლა

ღვიძლი: გადახრა სისხლის ანალიზის შედეგებში

ცრემლდენა

კანის პიგმენტაციის მომატება

არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტს)

თირკმლის მწვავე უკმარისობა

სწრაფი გულისცემა

საყლაპავის ლორწოვანი გარსის (ანთება გამოვლინდა პემექსიდი/სხივური თერაპიის დროს.

კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც შეიძლება ახლდეს ნაწლავიდან ან რექტალური სისხლდენა)

ინტერსტიციული პნევმონიტი (ფილტვის საჰაერო ბუშტუკების ნაწიბურები)

შეშუპება (ჭარბი სითხე სხეულის ქსოვილში, რომელიც იწვევს შეშუპებას)

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა გულის შეტევა, ინსულტი ან "მინი ინსულტი" პემექსიდის მიღებისას, როგორც წესი, სხვა კიბოს საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად.

პანციტოპენია: სისხლის თეთრი უჯრედების, წითელი უჯრედების და თრომბოციტების კომბინირებული დაბალი რაოდენობა

რადიაციული პნევმონიტი (ფილტვის საჰაერო ბუშტუკების ნაწიბურები ასოცირებული სხივურ თერაპიასთან) შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე მკურნალობენ სხივური თერაპიით პემექსიდის მიღების დაწყებამდე, მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.

აღწერილია კიდურების ტკივილი, დაბალი ტემპერატურა და სიფერმკრთალე.

სისხლის შედედება ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია)

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1 პაციენტს)

სხივურ თერაპიაზე რეაქცია (კანზე გამონაყარი, როგორიცაა ძლიერი მზის დამწვრობა), რომელიც შეიძლება გაჩნდეს კანზე, რომელიც ადრე ექვემდებარებოდა სხივურ თერაპიას, რადიაციის მიღებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე წლის შუალედში.

ბულოზური პირობები (კანის ბუშტუკოვანი დაავადებები), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

იმუნური შუამავლობით გამოწვეული ჰემოლიზური ანემია (ანტისხეულებით გამოწვეული სისხლის წითელი უჯრედების განადგურება))

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)

ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია)

უცნობი სიხშირით: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

ქვედა კიდურების შეშუპება ტკივილით და სიწითლით

გაზრდილი შარდის გამოყოფა

წყურვილი და გაზრდილი წყლის მოხმარება

ჰიპერნატრიემია: სისხლში ნატრიუმის მომატება.

კანის ანთება, ძირითადად ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე.

თქვენ შეიძლება გქონდეთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი და/ან მდგომარეობა. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს რაც შეიძლება მალე, როდესაც რომელიმე ამ გვერდითი ეფექტის გამოვლენას შეამჩნევთ.

თუ გაწუხებთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ელექტრონული ფოსტით: https://[email protected] . გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბებისას გამოვლენილი სიმპტომების მოიცავს ნეითროპენიას, ანემიას, თრომბოციტოპენიას, მუკოზიტს და გამონაყარს. დოზის გადაჭარბების გართულებები მოიცავს ძვლის ტვინის დათრგუნვას, რომელიც ვლინდება ნეიტროპენიით, თრომბოციტოპენიით და ანემიის სახით. გარდა ამისა, შესაძლებელია გამოვლინდეს ინფექცია ცხელებით ან მის გარეშე, ფაღარათი ან/და მუკოციტი. დოზის სავარაუდო გადაჭარბებისას პაციენტები უნდა შემოწმდნენ სისხლის ანალიზის გზით და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ დამხმარე თერაპია. პემეტრექსედის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს კალციუმის ფოლინატის / ფლორინის მჟავას გამოყენება.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის პემეტრექსედი.

პემექსიდი 500მგ: ყოველეი ფლაკონი შეიცავს 500მგ პემეტრექსედს (პემეტრექსედის დინატრიუმის ჰემიპენტაჰიდრატის სახით).

აღდგენის შემდეგ, ხსნარი შეიცავს 25მგ/მლ პემეტრექსედს. შეყვანამდე საჭიროა შემდგომი განზავება ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ.

სხვა ინგრედიენტი არის მანიტოლი (E-421)

როგორ გამოიყურება პემექსიდი და რა შედის შეფუთვაში

პემექსიდი არის საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ფლაკონში. ის არის თეთრიდან ან ღია ყვითლამდე ან მომწვანო-მოყვითალომდე ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი.

პემექსიდის თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთ ფლაკონს.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

შპს „მერმისი“

ქრისტინე შარაშიძის ქუჩა 12, თბილისი, 0159, საქართველო

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

აღდგენილი და საინფუზიო ხსნარები: სამკურნალო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. ინსტრუქციის მიხედვით მომზადებისას, პემეტრექსედის აღდგენილი და საინფუზიო ხსნარები ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს მაცივრის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.

ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

მედიკამენტები არ გადაყაროთ დამდგარ წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფოლიუმის მჟავას ანალოგები, ათქ კოდი: L01BA04.

პემეტრექსედი არის კიბოს-საწინააღმდეგო მრავალმიზნიანი აგენტი, რომელიც მოქმედებს უჯრედების რეპლიკაციისთვის გადამწყვეტი ფოლატ-დამოკიდებულ მეტაბოლური პროცესების ხელის შეშლის გზით. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პემეტრექსედი იქცევა, როგორც მულტიმიზნობრივი ანტიფოლატი თიმიდილატსინთეზის (TS), დიჰიდროფოლატის რედუქტაზის (DHFR) და გლიცინამიდ-რიბონუკლეოტიდ-ფორმილტრანსფერაზის (GARFT) ინჰიბირებით, რომლებიც მთავარი ფოლატ-დამოკიდებული ფერმენტებია ტიმიდინის და პურინული ნუკლეოტიდების დე ნოვო ბიოსინთეზისთვის. პემეტრექსედის ტრანსპორტირება უჯრედებში ხდება როგორც რედუცირებული ფოლატის გადამზიდავით, ასევე მემბრანის ფოლატის შემაერთებელი ცილის ტრანსპორტირების სისტემებით. უჯრედში მოხვედრისას პემეტრექსედი სწრაფად და ეფექტურად გადაიქცევა პოლიგლუტამატურ ფორმებად ფოლილპოლიგლუტამატ სინთეტაზის ფერმენტით. პოლიგლუტამატის ფორმები რჩება უჯრედებში და ისინი TS და GARFT-ს კიდევ უფრო ძლიერი ინჰიბიტორებია. პოლიგლუტამაცია არის დროსა- და კონცენტრაციაზე დამოკიდებული პროცესი, რომელიც ხდება სიმსივნურ უჯრედებში და, ნაკლები ხარისხით, ნორმალურ ქსოვილებში. პოლიგლუტამატირებულ მეტაბოლიტებს გააჩნიათ მომატებული შიდაუჯრედული ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც შედეგად იძლევა პრეპარატის გახანგრძლივებულ მოქმედებას ავთვისებიან უჯრედებში.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაათავისუფლა მფლობელი ვალდებულებისგან, წარუდგინოს პემეტრექსედთან კვლევების შედეგები პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში მინიჭებულ ჩვენებებში (იხ. თავი 4.2).

კლინიკური ეფექტურობა:

მეზოთელიომა:

EMPHACIS, მულტიცენტრულმა, რანდომიზებულმა, ერთჯერადმა მე-3 ფაზის კვლევამ, რომელშიც გამოიყენებოდა პემეტრექსიდი და ცისპლატინი და რომელშიც დარდებოდა მხოლოდ ცისპლატინთან გამოყენება , პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომით დაავადებულ პირებში, რომლებსაც ჩატარებული არ ქონდათ ქიმიოთერაპია, აჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებიც პემეტრექსედით და ცისპლატინით მკურნალობდნენ აღინიშნებდა კლინიკურად მნიშვნელოვანი, 2.8 თვით უფრო ხანგრძივი საერთო გადარჩენა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ცისპლატინს იღებდნენ.

კვლევის დროს, ფოლიუმის მჟავის და ვიტამინი B12-ის დაბალი დოზა გამოიყენებოდა პაციენტებში ტოქსიკურობის შესამცირებლად. ამ კვლევის პირველადი ანალიზი ჩატარდა ყველა პაციენტში შემთხვევითი შერჩევის გზით, რომელთაც მიეცათ საკვლევი პრეპარატი. შესრულე, რომლებიც შემთხვევით იღებდნენ საკვლევ პრეპარატს. ქვეჯგუფის ანალიზი ჩატარდა პაციენტებში, რომლებიც საკვლევი პრეპარატით მთელი თერაპიის განმავლობაშ დამატებით იღებდნენ ფოლიუმის მჟავას და ვიტამინის B12-ს. ეფექტურობის ამ ანალიზების შედეგები შეჯამებულია ქცემო ცხრილში.

[პემეტრექსედის და ცისპლატინის ეფექტურობის მხოლოდ ცისპლატინთან შედარება ავთვისებიანი პლევრალური მეზოთელიომით დაავადებულ პაციენტებში]

რანდომიზებული ნამკურნალები პაციენტები

დამატების სრულად მიმღები პაციენტები

ეფექტურობის პარამეტრი

[პემეტრექსედ /ცისპლატინი

(N=226)

ცისპლატინი

(N=222)

[პემეტრექსედ /ცისპლატინი

(N=168)

ცისპლატინი

(N=163)

საშუალო საერთო გადარჩენა (თვე) (95% CI)

  • 1

(10.0 - 14.4)

  • 3

(7.8 - 10.7)

  • 3

(11.4 - 14.9)

  • 0

(8.4 - 11.9)

ლოგ რეიტინგი p-მნიშვნელობა *

  • 020
  • 051

საშუალო დრო სიმსივნის პროგრესირებისთვის (თვეები) (95% CI)

  • 7

(4.9- 6.5)

  • 9

(2.8-4.4)

  • 1

(5.3 - 7.0)

  • 9

(2.8 - 4.5)

ლოგ რეიტინგი p-მნიშვნელობა *

  • 001
  • 008

დრო მკურნალობის წარუმატებლობამდე (თვე) (95% CI)

  • 5

(3.9 - 4.9)

  • 7

(2.1 - 2.9)

  • 7

(4.3 - 5.6)

  • 7

(2.2 - 3.1)

ლოგ რეიტინგი p-მნიშვნელობა *

  • 001
  • 001

პასუხის საერთო სიხშირე** (95% CI)

  • 3%

(34.8 - 48.1)

  • 7%

(12.0 - 22.2)

  • 5%

(37.8 - 53.4)

  • 6%

(13.8 - 26.6)

ფიშერის ზუსტი p- მნიშვნელობა *

<0.001

<0.001

CI = სანდოობის ინტერვალი

  • p- მნიშვნელობა შეეხება ხაზებს მიმართულებებს შორის შედარებას. **[პემეტრექსედ/ცისპლატინის ხაზში რანდომიზირებული და ნამკურნალები (N = 225) და სრულად დამატების მიმღები (N = 167)

პლევრის ავთვისებიან მეზოთელიომასთან დაკავშირებული შესაბამისი სიმპტომების კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (ტკივილი და ქოშინი) პემეტრექსედ/ცისპლატინის ხაზში (212 პაციენტი), მხოლოდ ცისპლატინის ხაზთან შედარებით (218 პაციენტი) გამოვლენილი იქნა ფილტვის კიბოს სიმპტომის შკალის გამოყენებით. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ასევე დაფიქსირდა ფილტვის ფუნქციის ტესტებში. მკურნალობის ხაზების გაყოფა მიღწეული იქნა ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესებით პემეტრექსედ/ცისპლატინის ხაზში და ფილტვის ფუნქციის გაუარესებაშით დროთა განმავლობაში საკონტროლო ჯგუფში.

არსებობს შეზღუდული მონაცემები ავთვისებიანი პლევრალური მეზოთელიომას მქონე პაციენტებში, რომლებმაც ჩაიტარეს მხოლოდ პემეტრექსედით მკურნალობა. პემეტრექსედ დოზით 500 მგ/მ2 შესწავლილი იქნა ავთვისებიანი პლევრალური მეზოთელიომას მქონე 64 პაციენტში, რომლებსაც ჩატარებული არ ქონდათ ქიმიოთერაპია პასუხის საერთო სიხშირე იყო 14.1%.

NSCLC, მეორე რიგის მკურნალობა

ადგილობრივი ან მეტასტაზური NSCLC დაავადებულ პაციენტებში (რმლებსაც ადრე ჩატარებული ქონდათ ქიმიოთერაპია) პემეტრექსიდის და დოცეტაქსელის მულტიცენტრულმა, რანდომიზირებულმა, ღია მე3 ფაზის კვლევამ, გამოავლინა რომ საშუალო გადარჩენის პერიოდი 8.3 თვეს შეადგენდა პემეტრექსედით ნამკურნალები პაციენტებისთვის (მკურნალობისთვის განკუთვნილი პოპულაციას n = 283) და 7.9 თვე პაციენტებში, რომლებმაც იღებდნენ დოცეტაქსელს (ITT n = 288). წინა ქიმიოთერაპია არ მოიცავდა პემეტრექსედს. NSCLC ჰისტოლოგიის ზემოქმედების ანალიზი მკურნალობის ეფექტზე მთლიან გადარჩენაზე იყო პემეტრეზირებული დოცეტაქსელის წინააღმდეგ უპირატესად ბრტყელ ჰისტოლოგიაზე (n = 399, 9.3 8.0 თვის წინააღმდეგ, კორექტირებული HR = 0.78; 95% CI 0.61-10. p = 0.047) და იყო დოცეტაქსელის სასარგებლოდ ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ჰისტოლოგიისთვის (n = 172, 6.2 vs 7.4 თვის წინააღმდეგ, მორგებული HR = 1.56; 95% CI = 1.08-2.26, p = 0.018). არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პემეტრექსედის უსაფრთხოების პროფილის ჰისტოლოგიურ ქვეჯგუფებში.

ცალკე რანდომიზებული, III ფაზის, კონტროლირებადი კვლევის შეზღუდული კლინიკური მონაცემები ვარაუდობს, რომ პემეტრექსედის ეფექტურობის მონაცემები (საერთო გადარჩენა, პროგრესირების გარეშე გადარჩენა) მსგავსია პაციენტებს შორის, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ დოცეტაქსელით (n = 41) და პაციენტებს შორის, რომლებიც არ იღებდნენ წინა დოცეტაქსელით მკურნალობას (n = 540).

პემეტრექსედის ეფექტურობა დოცეტაქსელთან შედარებით NSCLC - ITT პოპულაციაში

პემეტრექსედ

დოცეტაქსელი

საერთო გადარჩენის დრო (თვე)

(n=283)

(n=288)

მედიანა

  • 3
  • 9
  • 95% CI მედიანისასთვის

(7.0-9.4)

(6.3-9.2)

HR

  • 99
  • 95% CI HR-სთვის

(0.82-1.20)

არა-ნაკლები P მნიშვნელიობა (HR)

  • 226

გადარჩენა პროგრესირების გარეშე (თვე)

(n=283)

(n=288)

  • მედიანა
  • 9
  • 9

HR (95% CI)

  • 97(0.82-1.16)

დრო მკურნალობის წარუმატებლობამდე

(TTTF-თვეები)

(n=283)

(n=288)

  • მედიანი (მ)
  • 3
  • 1

HR (95% CI)

  • 84(0.71 - 0.997)

პასუხი (n: სუბიექტების რაოდენობა, რომლებშიც აღინიშნება პასუხი)

(n=264)

(n=274)

  • პასუხის სიხშირე (%) (95% CI)
  • 1(5.9-13.2)
  • 8(5.7-12.8)
  • სტაბილური დაავადება (%)
  • 8
  • 4

CI: სანდოობის ინტერვალი, HR: საფრთხის წილი ITT: მკურნალობისთვის განკუთვნილი n: მთლიანი პოპულაციის ზომა.

NSCLC, პირველი რიგის მკურნალობა

მულტიცენტრული რანდომიზებული, ღია ეტიკეტირების III ფაზის კვლევამ პემეტრექსედი პლუს ცისპლატინის შესადარებლად გემციტაბინის პლუს ცისპლატინთან ქიმიონაივურ პაციენტებში ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზური (სტადია IIIb ან IV) არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (NSCLC) აჩვენა, რომ პემეტრექსედი (In plus cisplatin) -სამკურნალო [ITT] პოპულაცია n = 862) დააკმაყოფილა მისი პირველადი საბოლოო წერტილი და აჩვენა მსგავსი კლინიკური ეფექტურობა, როგორც გემციტაბინი პლუს ცისპლატინი (ITT n = 863) საერთო გადარჩენაში (hazard ration 0.94; 95% CI = 0.84 – 1.05). ამ კვლევაში ჩართულ ყველა პაციენტს ჰქონდა ECOG სტატუსი 0 ან 1.

პირველადი ეფექტურობის ანალიზი დაფუძნებული იყო ITT პოპულაციაზე. ძირითადი ეფექტურობის საბოლოო წერტილების მგრძნობელობის ანალიზი ასევე შეფასებული იყო პროტოკოლის კვალიფიცირებულ (PQ) პოპულაციაზე. ეფექტურობის ანალიზები PQ პოპულაციის გამოყენებით შეესაბამება ITT პოპულაციის ანალიზებს და მხარს უჭერს AC-ის არასრულფასოვნებას GC-სთან მიმართებაში.

პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS) და საერთო პასუხის კოეფიციენტი მსგავსი იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის: მედიანური PFS იყო 4.8 თვე პემეტრექსედისთვის პლუს ცისპლატინისთვის vs 5.1 თვე გემციტაბინისთვის პლუს ცისპლატინისთვის (hazard ratio 1.04; 95% CI = 0.95 -1.15 პასუხის მაჩვენებელი) და მთლიანობაში იყო 30.6% (95% CI = 27.3 - 33.9) პემეტრექსედს პლუს ცისპლატინი 28.2% (95% CI = 25.0 - 31.4) გემციტაბინი პლუს ცისპლატინისთვის. PFS მონაცემები ნაწილობრივ დადასტურდა დამოუკიდებელი მიმოხილვით (400/1725 პაციენტი შემთხვევითად შეირჩა განსახილველად). NSCLC ჰისტოლოგიის ზემოქმედების ანალიზმა მთლიან გადარჩენაზე აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები გადარჩენაში ჰისტოლოგიის მიხედვით, იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი.

პემეტრექსედი + ცისპლატინის და გემციტაბინის + ცისპლატინის ეფექტურობის შედარება არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს პირველი რიგის მკურნალობაში - ITT პოპულაცია და ჰისტოლოგიური ქვეჯგუფები.

ITT პოპულაცია და ჰისტოლოგიური ქვეჯგუფები

მედიანური საერთო გადარჩენა თვეებში (95% CI)

HR (95% CI)

უპირატესი p-მნიშვნელობა

პემეტრექსედი + ცისპლატინი

გემციტაბინი + ცისპლატინი

ITT პოპულაცია (N=1725)

  • 3

(9.8-11.2)

N=862

  • 3

(9.6-10.9)

N=863

  • 94a

(0.84-1.05)

  • 259

ადენოკარცინომა

(N=847)

  • 6

(10.7-13.6)

N=436

  • 9

(10.2-11.9)

N=411

  • 84

(0.71-0.99)

  • 033

დიდი უჯრედები

(N=153

  • 4

(8.6-14.1)

N=76

  • 7

(5.5-9.0)

N=77

  • 67

(0.48-0.96)

  • 027

სხვა (N-252

  • 6

(6.8-10.2)

N=106

  • 2

(8.1-10.6)

N=146

  • 08

(0.81-1.45)

  • 586

ბრტყელი უჯრედები (N=473)

  • 4

(8.4-10.2)

N=244

  • 8

(9.5-12.1)

N=229

  • 23

(1.00-1.51)

  • 050

CI: სანდოობის ინტერვალი, HR: საფრთხის წილი ITT: მკურნალობისთვის განკუთვნილი; N: მთლიანი პოპულაციის ზომა.

a - სტატისტიკურად მნიშვნელოვანია არასრულფასოვნებისთვის, მთელი ნდობის ინტერვალით HR-ისთვის 1,17645 არასრულფასოვნების ზღვარზე საკმაოდ დაბალია (p <0,001).

კაპლან მეიერის საერთო გადარჩენის მრუდი ჰისტოლოგიის მიხედვით:

არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პემეტრექსედის პლუს ცისპლატინის უსაფრთხოების პროფილის ჰისტოლოგიურ ქვეჯგუფებში.

პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობდნენ პემეტრექსედით და ცისპლატინით, ესაჭიროებოდათ ნაკლები ტრანსფუზია (16.4% vs 28.9%, p<0.001), სისხლის წითელი უჯრედების ტრანსფუზია (16.1% vs 27.3%, p<0.001) და თრომბოციტების გადასხმა (1.8% vs 4.5, p=0.002) . პაციენტებს ასევე ესაჭიროებოდათ ერითროპოეტინის/დარბოპოეტინის (10.4% vs 18.1%, p<0.001), G-CSF/GM-CSF (3.1% vs 6.1%, p=0.004) და რკინის პრეპარატების (4.3% vs 7.0%, p=0.021).

NSCLC, შემანარჩუნებელი მკურნალობა

JMEN

მულტიცენტრულმა, რანდომიზირებულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებულმა III ფაზამ კვლევამ (JMEN), შეადარა შემანარჩუნებელი მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება პემეტრექსედთან და საუკეთესო დამხმარე მკურნალობასთან (BSC) (n = 441) პლაცებოს პლუს BSC (n = 222) პაციენტებში ადგილობრივად გავრცელებული (სტადია IIIB) ან მეტასტაზური (IV სტადია) ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC), რომლებიც არ პროგრესირებდნენ პირველი რიგის ორმაგი თერაპიის 4 ციკლის შემდეგ, რომელიც შეიცავს ცისპლატინს ან კარბოპლატინს გემციტაბინთან, პაკლიტაქსელთან ან დოცეტაქსელთან ერთად. პემეტრექსედით პირველი რიგის ორმაგი თერაპია არ იყო ჩართული. ამ კვლევაში ჩართულ ყველა პაციენტს ჰქონდა ECOG ეფექტურობის სტატუსი 0 ან 1. პაციენტები იღებდნენ შემანარჩუნებელ მკურნალობას დაავადების პროგრესირებამდე. ეფექტურობა და უსაფრთხოება გაზომილი იყო რანდომიზაციის დროიდან პირველი ხაზის (ინდუქციური) თერაპიის დასრულების შემდეგ. პაციენტები იღებდნენ პემეტრექსედით შემანარჩუნებელი მკურნალობის საშუალო 5 ციკლს და პლაცებოს 3,5 ციკლს. სულ 213 პაციენტმა (48.3%) დაასრულა ≥ 6 ციკლი და სულ 103 პაციენტმა (23.4%) დაასრულა პემეტრექსედით მკურნალობის ≥ 10 ციკლი.

კვლევამ დააკმაყოფილა მისი პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი და აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება PFS-ში პემეტრექსედის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n = 581 დამოუკიდებლად განხილული პოპულაცია; საშუალო 4.0 თვე და 2.0 თვე, შესაბამისად) HR= 0.60, 95% CI = 0.49 - 0.73 p <0.00001) პაციენტის სკანირების დამოუკიდებელმა მიმოხილვამ დაადასტურა PFS-ის მკვლევარის შეფასების დასკვნები. საშუალო OS მთლიანი პოპულაციისთვის (n = 663) იყო 13,4 თვე პემეტრექსედის ჯგუფისთვის და 10,6 თვე პლაცებოს ჯგუფისთვის, HR = 0,79 (95% CI = 0,65 - 0,95 p = 0,01192).

პემეტრექსედის სხვა კვლევებთან შესაბამისობაში, სხვაობა ეფექტურობაში NSCLC ჰისტოლოგიის მიხედვით დაფიქსირდა JMEN კვლევაშიც. პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ NSCLC, გარდა უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგიის (n = 430 დამოუკიდებლად განხილული პოპულაცია) მედიანური PFS იყო 4.4 თვე პემეტრექსედის ჯგუფისთვის და 1.8 თვე პლაცებოს ჯგუფისთვის, HR = 0.47 (95% CI = 0.37 - 0.00 p = 0.37 - 0.00 p. ) მედიანური OS პაციენტებისთვის NSCLC, გარდა ძირითადად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგისა (n = 481) იყო 15,5 თვე პემეტრექსედის ჯგუფისთვის და 10,3 თვე პლაცებოს ჯგუფისთვის, HR = 0,70 (95% CI = 0,56 - 0,808 p = ) . ინდუქციური ფაზის ჩათვლით, მედიანური OS პაციენტებისთვის NSCLC, გარდა უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგისა, იყო 18.6 თვე პემეტრექსედის ჯგუფისთვის და 13.6 თვე პლაცებოს ჯგუფში, HR =0.71 (95% CI = 0.56 - 0.88 p = 0.002). PFS და OS-ის შედეგებმა პაციენტებში ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგიით, პემეტრექსედის უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით არ აჩვენა.

არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები პემეტრექსედის უსაფრთხოების პროფილის ჰისტოლოგიურ ქვეჯგუფებში.

JMEN: კაპლან მეიერის მრუდები პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) და მთლიანი გადარჩენისთვის პემეტრექსედი vs პლაცებო პაციენტებში NSCLC-ით, გარდა ძირითადად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგებისა:

PARAMOUNT

მულტიცენტრულმა, რანდომიზირებულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებულმა მე-3 ფაზის კვლევამ (PARAMOUNT), შეადარა პემეტრექსედს პლუს საუკეთესო დამხმარე თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება (n=359) პლაცებოს პლუს საუკეთესო დამხმარე თერაპიას BSC (n = 180) პაციენტებში ლოკალურად გავრცელებული (სტადია IIIB) ან მეტასტაზური (IV სტადია) NSCLC-ით, გარდა უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგისა, რომლებიც არ პროგრესირებდნენ პემეტრექსედის პირველი რიგის ორმაგი თერაპიის 4 ციკლის შემდეგ ცისპლატინთან ერთად. 939 პაციენტიდან, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედთან და ცისპლატინის ინდუქციური თერაპიით, 539 პაციენტი რანდომიზირებული იყო შემანარჩუნებელ მკურნალობაზე პემეტრექსედით ან პლაცებოთი. რანდომიზებული პაციენტებიდან 44.9%-ს ჰქონდა სრული/ნაწილობრივი პასუხი და 51.9%-ს ჰქონდა სტაბილური დაავადების პასუხი პემეტრექსედთან და ცისპლატინის ინდუქციაზე. შემანარჩუნებელ მკურნალობაზე რანდომიზირებულ პაციენტებს მოეთხოვებოდათ ECOG- სტატუსი 0 ან 1. მედიანური დრო პემეტრექსედით პლუს ცისპლატინის ინდუქციური თერაპიის დაწყებიდან შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყებამდე იყო 2,96 თვე, როგორც პემეტრექსედის, ასევე პლაცებოს ჯგუფზე. რანდომიზებული პაციენტები იღებდნენ შემანარჩუნებელ მკურნალობას დაავადების პროგრესირებამდე. ეფექტურობა და უსაფრთხოება გაზომილი იყო რანდომიზაციის დროიდან პირველი ხაზის (ინდუქციური) თერაპიის დასრულების შემდეგ. პაციენტები იღებდნენ პემეტრექსედით შემანარჩუნებელი მკურნალობის საშუალო 4 ციკლს და პლაცებოს 4 ციკლს. სულ 169 პაციენტმა (47.1%) დაასრულა ≥ 6 ციკლის შემანარჩუნებელი მკურნალობა პემეტრექსედით, რაც წარმოადგენს პემეტრექსედის სულ მცირე 10 ციკლს.

კვლევამ დააკმაყოფილა მისი პირველადი საბოლოო წერტილი და აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება PFS-ში პემეტრექსედის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (n = 472, დამოუკიდებლად განხილული პოპულაცია; საშუალო 3.9 თვე და 2.6 თვე, შესაბამისად) (HR= 0.64, 95% CI = 0,51-0,81, p=0,0002). პაციენტის სკანირების დამოუკიდებელმა მიმოხილვამ დაადასტურა PFS-ის მკვლევარის შეფასების შედეგები. რანდომიზებული პაციენტებისთვის, როგორც გაზომილი იყო პემეტრექსედის პლუს ცისპლატინის პირველი ხაზის ინდუქციური მკურნალობის დაწყებიდან, მკვლევარის მიერ შეფასებული მედიანური PFS იყო 6.9 თვე პემეტრექსედის ჯგუფისთვის და 5.6 თვე პლაცებოსთვის (HR = 0.59, 95% CI = 0.47- 0.74).

პემეტრექსედის პლუს ცისპლატინის ინდუქციის შემდეგ (4 ციკლი), პემეტრექსედით მკურნალობა სტატისტიკურად აღემატებოდა პლაცებოს OS-სთვის (მედიანა 13.9 თვე vs 11.0 თვე, HR = 0.78, 95%CI=0.64-0.96, p=0.0195). ამ საბოლოო გადარჩენის ანალიზის დროს, პაციენტების 28.7% ცოცხალი იყო ან დაკარგეს კონტაქტი პემეტრექსედის ჯგუფში დაკვირვების მიზნით, პლაცებოს 21.7%-თან შედარებით. პემეტრექსედის ფარდობითი მკურნალობის ეფექტი იყო შიდა თანმიმდევრულ ქვეჯგუფებში (მათ შორის დაავადების სტადია, ინდუქციური პასუხი, ECOG PS (Eastern Cooperative Oncology Group Performance status), მოწევის სტატუსი, სქესი, ჰისტოლოგია და ასაკი) და მსგავსი, რაც დაფიქსირდა დაურეგულირებელ OS-სა და PFS-ის ანალიზში. პემეტრექსედზე მყოფი პაციენტებისთვის 1 წლიანი და 2 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი იყო 58% და 32%, შესაბამისად, 45% და 21% პლაცებოს მქონე პაციენტებისთვის. პემეტრექსედის პლუს ცისპლატინის პირველი რიგის ინდუქციური მკურნალობის დაწყებიდან, პაციენტების OS-ის საშუალო მაჩვენებელი იყო 16,9 თვე.

პემეტრექსედის ჯგუფისთვის და 14.0 თვე პლაცებოს ჯგუფისთვის (HR = 0.78, 95% CI 0.64-0.96). პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მიიღეს კვლევის შემდგომი მკურნალობა, იყო 64.3% პემეტრექსედისთვის და 71.7% პლაცებოსთვის.

PARAMOUNT: კაპლან მაიერის დიაგრამა პროგრესირების გარეშე გადარჩენის (PFS) და საერთო გადარჩენისთვის (OS) პემეტრექსედი შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელებისთვის პლაცებოსთან შედარებით პაციენტებში NSCLC-ით, გარდა უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგიისა (გაზომილი რანდომიზაციის მიხედვით)

პემეტრექსედის შემანარჩუნებელი უსაფრთხოების პროფილები მსგავსი იყო ორი კვლევიდან - JMEN და PARAMOUNT.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ერთჯერადი აგენტის მიღების შემდეგ შეფასდა სოლიდური სიმსივნეების მქონე კიბოთი დაავადებულ 426 პაციენტში დოზით, 0.2- 838 მგ/მ 2-მდე 10 წუთის განმავლობაში. მყარ მდგომარეობაში პემეტრექსედის განაწილების მოცულობა შეადგენს 9 ლ/მ2. In vitro კვლევები მიუთითებს, რომ პემეტრექსედის დაახლოებით 81% დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან. კავშირზე გავლენა არ მოახდინა თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხმა. პემეტრექსედი გადის ღვიძლში შეზღუდულ მეტაბოლიზმს. ექვემდებარება ლიმიტირებულ ღვიძლის მეტაბოლიზმს. პემეტრექსედი ძირითადად გამოიყოფა შარდში, მიღებული დოზის 70% - 90% უცვლელად გამოიყოფა შარდის გზით მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. პემეტრექსედის საერთო სისტემური კლირენსი შეადგენს 91.8 მლ/წთ და პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5 საათს თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 90 მლ / წთ). პაციენტებს შორის კლირენსის ცვალებადობა ზომიერია 19,3%. პემეტრექსედის საერთო სისტემური ექსპოზიცია (AUC) და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია იზრდება დოზის პროპორციულად. პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკა შეთავსებადია მკურნალობის მრავალჯერად ციკლებში.

პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე გავლენას არ ახდენს ცისპლატინის მიღება. პერორალური ფოლიუმის მჟავა და ინტრამუსკულარული ვიტამინი B12 დამატება გავლენას არ ახდენს პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკაზე.

  • 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

პემეტრექსედის შეყვანამ მაკე თაგვებში გამოიწვია ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის შემცირება, ნაყოფის წონის შემცირება, ჩონჩხის ზოგიერთი სტრუქტურის არასაკმარისი გაძვალება და სასის ნაპრალი.

რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებში მამრ თაგვებში პემეტრექსედის გამოყენებამ გამოიწვია ფერტილობის სიხშირის შემცირება და სათესლეების ატროფია. ეს მიუთითებს, რომ პემეტრექსედმა შეიძლება დააზიანოს მამრების ფერტილობა. კვლევაში, რომელიც ჩატარდა ბიგლის ძაღლზე ინტრავენური ბოლუსის ინექციით 9 თვის განმავლობაში, დაფიქსირდა სათესლე ჯირკვლის ცვლილებები (თესლისებრი ეპითელიუმის დეგენერაცია/ნეკროზი). მდედრების ფერტილობა შესწავლილი არ არის.

პემეტრექსედი არ აღმოჩნდა მუტაგენური არც in vitro ქრომოსომის აბერაციის ანალიზის დროს ჩინური ზღვის გოჭს საკვერცხის უჯრედებში, და Ames-ის ტესტის დროს. პემეტრექსედი კლასტოგენური იყო in vivo მიკრობირთვულ ტესტში თაგვზე.

პემეტრექსედის კარცინოგენური პოტენციალის შესაფასებელი კვლევები არ ჩატარებულა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი-ფურცელი: ინფორმაცია პაციენტებისთვის

პემექსიდი 500 მგ ფხვნილი საინფუზიო კონცენტრატისთვის EFG

პემეტრექსედი

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 ნაწილი.

რას არის ამ ფურცელზე

  • რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პემექსიდი
  • რა უნდა იცოდეთ პემექსიდის მიღების წინ
  • როგორ მიიღოთ პემექსიდი
  • შესაძლო გვერდითი ეფექები
  • როგორ ინახება პემექსიდი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პემექსიდი

პემექსიდი არის წამალი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.

პემექსიდი ინიშნება ცისპლატინთან, კიბოს საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებასთან, ერთად, როგორც ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომის - კიბოს ფორმა, რომელიც აზიანებს ფილტვის ლორწოვან გარსს - სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია.

პემექსიდი ასევე ინიშნება ცისპლატინთან ერთად ფილტვის კიბოს მაღალი სტადიების მქონე პაციენტების საწყისი მკურნალობისთვის.

პემექსიდი შეიძლება დაგენიშნოთ, თუ გაქვთ ფილტვის კიბო მაღალ სტადიაზე, თუ თქვენი დაავადება პასუხობდა მკურნალობას ან თუ იგი ძირითადად უცვლელი რჩება საწყისი ქიმიოთერაპიის შემდეგ.

პემექსიდი ასევე არის მკურნალობა ფილტვის კიბოს მაღალი სტადიის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება პროგრესირებს სხვა საწყისი ქიმიოთერაპიის გამოყენების შემდეგ.

რა უნდა იცოდეთ პემექსიდის მიღების წინ?

არ მიიღოთ პემექსიდი:

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) პემეტრექსედის ან პემექსიდის შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში).

თუ ხართ მეძუძური დედა, პემექსიდით მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყვიტოთ ჩვილის ძუძუთი კვება.

თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან ახლო მომავალში აპირებთ მიიღოთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პემექსიდის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან

თუ ამჟამად გაქვთ ან ადრე გქონდათ თირკმლის პრობლემები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, რადგან შესაძლოა ვერ მიიღოთ პემექსიდი.

ყოველი ინფუზიის წინ მიიღებთ თქვენ აგიღებენ სისხლის ნიმუშებს, რათა შეფასდეს, გაქვთ თუ არა წესრიგში ღვიძლის ფუნქცია და შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა საკმარისი სისხლის უჯრედები პემექსიდის მისაღებად. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს დოზის შეცვლა ან მკურნალობის გადადება თქვენი ზოგადი მდგომარეობის გამო, ან თუ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია. თუ თქვენ ასევე იღებთ ცისპლატინს, თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი ორგანიზმი სათანადოდ არის ჰიდრატირებული და რომ მიიღებთ შესაბამის მკურნალობას ცისპლატინის მიღებამდე და მის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ ღებინება.

თუ თქვენ ჩაიტარეთ ან აპირებთ სხივური თერაპიის ჩატარებას, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, რადგან პემექსიდის მიღების დროს სხივურ თერაპიაზე რეაქცია შეიძლება გქონდეთ მოსალოდნელზე ადრე ან გვიან.

თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ რაიმე ვაქცინა, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს პემექსიდთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები.

თუ გაქვთ გულის დაავადება ან გაქვთ გულის დაავადების ისტორია, გთხოვთ, აცნობეთ ექიმს.

თუ თქვენ გაქვთ სითხის დაგროვება ფილტვებში, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სითხის ამოღება პემექსიდის მიღებამდე,

ბავშვები და მოზარდები

არ არსებობს რელევანტური მონაცემები პედიატრიულ პოპულაციაში პემექსიდის გამოყენების შესახებ.

სხვა პრეპარატები და პემექსიდი

გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რაიმე წამალს ტკივილის ან ანთების (შეშუპების) სამკურნალოდ, როგორიცაა ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები (როგორიცაა იბუპროფენი). არსებობს მრავალი სახის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, მოქმედების სხვადასხვა ხანგრძლივობით. პემექსიდის ინფუზიის დაგეგმილი თარიღიდან და/ან თირკმლის ფუნქციის სტატუსიდან გამომდინარე, ექიმმა უნდა მოგცეთ რჩევა, თუ რომელი მედიკამენტების მიღება შეგიძლიათ და როდის შეგიძლიათ მათი მიღება. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, არის თუ არა თქვენი რომელიმე წამალი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებსაც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს უწოდებენ (ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, და რაბეპრაზოლი), რომლებიც გამოიყენება კუჭის მჟავიანობის და მჟავას რეფლუქსის სამკურნალოდ.

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორსულობა

თუ ორსულად ხართ, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, აცნობეთ ექიმს. ორსულობის დროს პემექსიდის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენთან ორსულობის დროს პემექსიდის მიღების პოტენციურ რისკს. ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციული საშუალებები პემექსიდით მკურნალობის დროს.

ძუძუთი კვება

თუ ძუძუთი კვებავთ ჩვილს, აცნობეთ ექიმს. პემექსიდით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

მამაკაცებს ურჩევენ უარი თქვან ბავშვის ჩასახვისგან პემექსიდით მკურნალობის დროს და 6 თვის შემდეგ და ამიტომ უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია პემექსიდით მკურნალობის დროს და შემდგომ 6 თვემდე. თუ გსურთ მამობა მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თერაპიის დაწყებამდე შეიძლება გაიაროთ კონსულტაცია სპერმის შენახვის შესახებ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პემექსიდის მიღების შემდეგ შესაძლოა იგრძნოთ დაღლილობა. ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს საჭიროა სიფრთხილე.

პემექსიდი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 54მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ყოველ ფლაკონზე. ეს ეკვივალენტია მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებული დღიური დიეტური დოზის 2.7%.

როგორ მიიღება პემექსიდი?

პემექსიდის დოზა შეადგენს 500 მილიგრამს თქვენი სხეულის ზედაპირის ყოველ კვადრატულ მეტრზე. თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად გაიზომება თქვენი სიმაღლე და წონა. თქვენი ექიმი გამოიყენებს სხეულის ზედაპირის ამ ფართობს, რათა დადგინდეს თქვენთვის სწორი დოზა. ეს დოზა შეიძლება დარეგულირდეს, ან მკურნალობა შეიძლება გადაიდოს თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობისა და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. თქვენთვის გაკეთებამდე, საავადმყოფოს ფარმაცევტი, ექთანი ან ექიმი შეურევს პემექსიდის ფხვნილს 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში.

თქვენ ყოველთვის მიიღებთ პემექსიდს თქვენს ერთ-ერთ ვენაში ინფუზიით. ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 10 წუთი.

პემექსიდის გამოყენებისას ცისპლატინთან ერთად:

ექიმი ან საავადმყოფოს ფარმაცევტი შეიმუშავებს თქვენთვის საჭირო დოზას თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით. ცისპლატინი ასევე შეჰყავთ ინფუზიით ერთ-ერთ ვენაში და მიიღება პემექსიდის ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ. ცისპლატინის ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 2 საათის განმავლობაში.

თქვენ ჩვეულებრივ უნდა მიიღოთ ინფუზია 3 კვირაში ერთხელ.

დამატებითი მედიკამენტები:

კორტიკოსტეროიდები: თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სტეროიდულ ტაბლეტებს (ეკვივალენტურია 4 მილიგრამი დექსამეტაზონი დღეში ორჯერ), რომელთა მიღება დაგჭირდებათ პემეტრექსედით მკურნალობის წინა დღეს, ინფუზიის დღეს და მეორე დღეს. ეს წამალი მოგეცემათ კანის რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად, რომლებიც შეიძლება გაგივითარდეთ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის დროს.

ვიტამინის დამატება: თქვენი ექიმი დაგინიშნავთ პერორალურად ფოლიუმის მჟავას (ვიტამინს) ან ფოლიუმის მჟავას შემცველ მულტივიტამინს (350-დან 1000 მიკროგრამამდე), რომელიც უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ პემექსიდის მიღებისას. თქვენ უნდა მიიღოთ მინიმუმ 5 დოზა პემექსიდის პირველ დოზამდე შვიდი დღის განმავლობაში. თქვენ უნდა გააგრძელოთ ფოლიუმის მჟავას მიღება პემექსიდის ბოლო დოზის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში. თქვენ ასევე მიიღებთ B12 ვიტამინის ინექციას (1000 მიკროგრამი) პემექსიდის მიღებამდე ერთი კვირით ადრე და შემდეგ დაახლოებით ყოველ 9 კვირაში ერთხელ (შეესაბამება პემექსიდის მკურნალობის 3 კურსს). ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა მოგეცემათ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის შესაძლო ტოქსიკური ეფექტების შესამცირებლად.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს:

ცხელება ან ინფექცია (ხშირი): თუ გაქვთ 38°C ან უფრო მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმაზე ნაკლები ლეიკოციტები, რაც ძალიან ხშირია). ინფექცია (სეფსისი) შეიძლება იყოს მძიმე და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

თუ გეწყებათ გულმკერდის ტკივილის შეგრძნება (ხშირად) ან გაქვთ სწრაფი გულისცემა (არახშირი).

თუ გაქვთ ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში (ძალიან ხშირად).

ალერგიული რეაქცია: თუ გაგივითარდათ გამონაყარი კანზე (ძალიან ხშირი), წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება (ხშირად) ან ცხელება (ხშირად). იშვიათად, კანის რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ძლიერი გამონაყარი, ან ქავილი ან ბუშტუკები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

თუ გაწუხებთ დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება ან ხართ ძალიან ფერმკრთალი (რადგან შეიძლება ნორმაზე ნაკლები ჰემოგლობინი გქონდეთ, რაც ძალიან ხშირია).

თუ გაქვთ ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან რაიმე სხვა სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება, მოწითალო ან მოვარდისფრო ფერის შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევები (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმაზე ნაკლები თრომბოციტები, რაც ძალიან ხშირია).

თუ გაწუხებთ უეცარი ქოშინი, ძლიერი გულმკერდის ტკივილი ან ხველა სისხლიანი ნახველით (არახშირი) (შეიძლება მიუთითებდეს სისხლის შედედებაზე ფილტვების სისხლძარღვებში).

პემექსიდის გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:

ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს ყოველი 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა

დაბალი ჰემოგლობინი (ანემია)

თრომბოციტების დაბალი დონე

დიარეა

ღებინება

ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წყლულები პირის ღრუში

გულისრევა

უმადობა

ენერგიის ნაკლებობა (დაღლილობა)

კანის გამონაყარი

თმის ცვენა

ყაბზობა

მგრძნობელობის დაკარგვა

თირკმელი: გადახრა სისხლის ანალიზის შედეგებში

ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტს)

ალერგიული რეაქცია: გამონაყარი კანზე/წვის ან ჩხვლეტას შეგრძნება

ინფექცია სეფსისის ჩათვლით

ცხელება

დეჰიდრატაცია

თირკმლის უკმარისობა

კანის გაღიზიანება და ქავილი

გულმკერდის ტკივილი

კუნთების სისუსტე

კონიუნქტივიტი (თვალის ანთება)

კუჭის აშლილობა

ტკივილი მუცლის არეში

გემოს აღქმის შეცვლა

ღვიძლი: გადახრა სისხლის ანალიზის შედეგებში

ცრემლდენა

კანის პიგმენტაციის მომატება

არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტს)

თირკმლის მწვავე უკმარისობა

სწრაფი გულისცემა

საყლაპავის ლორწოვანი გარსის (ანთება გამოვლინდა პემექსიდი/სხივური თერაპიის დროს.

კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც შეიძლება ახლდეს ნაწლავიდან ან რექტალური სისხლდენა)

ინტერსტიციული პნევმონიტი (ფილტვის საჰაერო ბუშტუკების ნაწიბურები)

შეშუპება (ჭარბი სითხე სხეულის ქსოვილში, რომელიც იწვევს შეშუპებას)

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა გულის შეტევა, ინსულტი ან "მინი ინსულტი" პემექსიდის მიღებისას, როგორც წესი, სხვა კიბოს საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად.

პანციტოპენია: სისხლის თეთრი უჯრედების, წითელი უჯრედების და თრომბოციტების კომბინირებული დაბალი რაოდენობა

რადიაციული პნევმონიტი (ფილტვის საჰაერო ბუშტუკების ნაწიბურები ასოცირებული სხივურ თერაპიასთან) შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე მკურნალობენ სხივური თერაპიით პემექსიდის მიღების დაწყებამდე, მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.

აღწერილია კიდურების ტკივილი, დაბალი ტემპერატურა და სიფერმკრთალე.

სისხლის შედედება ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია)

იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1 პაციენტს)

სხივურ თერაპიაზე რეაქცია (კანზე გამონაყარი, როგორიცაა ძლიერი მზის დამწვრობა), რომელიც შეიძლება გაჩნდეს კანზე, რომელიც ადრე ექვემდებარებოდა სხივურ თერაპიას, რადიაციის მიღებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე წლის შუალედში.

ბულოზური პირობები (კანის ბუშტუკოვანი დაავადებები), მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

იმუნური შუამავლობით გამოწვეული ჰემოლიზური ანემია (ანტისხეულებით გამოწვეული სისხლის წითელი უჯრედების განადგურება))

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)

ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია)

უცნობი სიხშირით: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით

ქვედა კიდურების შეშუპება ტკივილით და სიწითლით

გაზრდილი შარდის გამოყოფა

წყურვილი და გაზრდილი წყლის მოხმარება

ჰიპერნატრიემია: სისხლში ნატრიუმის მომატება.

კანის ანთება, ძირითადად ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე.

თქვენ შეიძლება გქონდეთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი და/ან მდგომარეობა. თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს რაც შეიძლება მალე, როდესაც რომელიმე ამ გვერდითი ეფექტის გამოვლენას შეამჩნევთ.

თუ გაწუხებთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ ელექტრონული ფოსტით: https://[email protected] . გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

როგორ ინახება პემექსიდი?

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

ამ მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

აღდგენილი და საინფუზიო ხსნარები: სამკურნალო პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. ინსტრუქციის მიხედვით მომზადებისას, პემეტრექსედის აღდგენილი და საინფუზიო ხსნარები ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს მაცივრის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.

ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

მედიკამენტები არ გადაყაროთ დამდგარ წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პემექსიდი

აქტიური ნივთიერება არის პემეტრექსედი.

პემექსიდი 500მგ: ყოველეი ფლაკონი შეიცავს 500მგ პემეტრექსედს (პემეტრექსედის დინატრიუმის ჰემიპენტაჰიდრატის სახით).

აღდგენის შემდეგ, ხსნარი შეიცავს 25მგ/მლ პემეტრექსედს. შეყვანამდე საჭიროა შემდგომი განზავება ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ.

სხვა ინგრედიენტი არის მანიტოლი (E-421)

როგორ გამოიყურება პემექსიდი და რა შედის შეფუთვაში

პემექსიდი არის საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ფლაკონში. ის არის თეთრიდან ან ღია ყვითლამდე ან მომწვანო-მოყვითალომდე ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი.

პემექსიდის თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთ ფლაკონს.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

შპს „მერმისი“

ქრისტინე შარაშიძის ქუჩა 12, თბილისი, 0159, საქართველო

მწარმოებელი

PRASFARMA S.L.

C/ Sant Joan 11-15

08560 Manlleu (ბარსელონა) ესპანეთი

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: იანვარი, 2024წ

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური და უახლესი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი სააგენტოს ვებგვერდზე (http://www.pharmacy.moh.gov.ge )

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:

სპეციალური სიფრთხილის ზომები განადგურების ან სხვაგვარი მოპყრობისთვის

  • გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა პემეტრექსედის აღდგენისა და შემდგომი განზავების დროს ინტრავენური ინფუზიისთვის.
  • გამოთვალეთ დოზა და პემექსიდის საჭირო ფლაკონების რაოდენობა. თითოეული ფლაკონი შეიცავს პემეტრექსედის ჭარბ რაოდენობას, რათა უზრუნველყოს ინსტრუქციით გათვალისწინებული რაოდენობის მიწოდება.
  • აღადგინეთ 500 მგ ფლაკონები 20 მლ ნატრიუმ ის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით, კონსერვანტის გარეშე, რის შედეგადაც მიიღება ხსნარი, რომელიც შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედს. ნაზად დაატრიალეთ თითოეული ფლაკონი, სანამ ფხვნილი მთლიანად არ დაიშლება. მიღებული ხსნარი გამჭვირვალეა და მისი ფერი მერყეობს უფეროდან ყვითლამდე ან მომწვანო-ყვითლამდე, პროდუქტის ხარისხზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. აღდგენილი ხსნარის pH არის 6.7-დან 7.8-მდე. საჭიროა შემდგომი განზავება.
  • აღდგენილი პემეტრექსედის ხსნარის შესაბამისი მოცულობა უნდა იყოს შემდგომ 100 მლ-მდე განზავებული ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით, კონსერვანტის გარეშე და შეყვანილ იქნას ინტრავენური ინფუზიის სახით 10 ან მეტი წუთის განმავლობაში.
  • პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარები, მომზადებული ზემოთ მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად, თავსებადია პოლივინილ ქლორიდისა და პოლიოფელინის კომპლექტებთან და საინფუზიო ჩანთებთან. პემეტრექსედი შეუთავსებელია კალციუმის შემცველ გამხსნელებთან, მათ შორის რინგერ ლაქტატის ინექციისა და რინგერის ინექციის ჩათვლით.
  • პარენტერალური მედიკამენტი მიღებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების და ფერის შეცვლის აღმოჩენისთვის. თუ შეინიშნება ნაწილაკები, არ გამოიყენოთ.
  • პემეტრექსედის ხსნარები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური აგენტების ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

სიფრთხილის ზომები მომზადებისა და მიღებისას: ისევე როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური კიბოს საწინააღმდეგო აგენტების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარების მოპყრობასა და მომზადებაში. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. პემეტრექსედის ხსნარის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ კანი საპნითა და წყლით. თუ პემეტრექსედის ხსნარი ლორწოვან გარსს შეეხო, კარგად ჩამოიბანეთ წყლით. პემეტრექსედი არ არის კაუსტიკური ნივთიერება. პემეტრექსედის ექსტრავაზაციის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. კვლევების დროს დაფიქსირდა პემეტრექსედის ექსტრავაზაციის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც მკვლევარის მიერ არ იყო შეფასებული, როგორც სერიოზული გვერდითი მოვლენა. ექსტრავაზაცია უნდა იმართებოდეს ადგილობრივი სტანდარტული პრაქტიკით, როგორც სხვა არაკაუსტიკური ნივთერებების შემთხვევაში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა