პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

სეპანოლი

Sepanol

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

სეპანოლი გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ. სეპანოლი გამოიყენება ცისპლატინთან და კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ავთვისებიანი პლევრალური მეზოთელიომის და ფილტის კიბოს მკურნალობისას, პაციენტებში რომელთაც არ ჩაუტარებიათ ქიმიოთერაპია. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პემეტრექსედი (pemetrexed)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
GE Pharmaceuticals Ltd. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Oncomed manufacturing a.s.(ჩეხეთი)), ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოლის მჟავას ანალოგები
ATC კოდი
L01BA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-036964
რეგისტრირებულია
6 დეკემბერი 2022, მოქმედებს 6 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
“AVERSI-PHARMA” LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასეპანოლი და სხვა წამალი ერთად

სეპანოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სეპანოლი გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.

სეპანოლი გამოიყენება ცისპლატინთან და კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ავთვისებიანი პლევრალური მეზოთელიომის და ფილტის კიბოს მკურნალობისას, პაციენტებში რომელთაც არ ჩაუტარებიათ ქიმიოთერაპია.

პემეტრექსედი ასევე მიიღება ცისპლატინთან კომბიანციაში პაციენტებში განვითრებული ფილტვის კიბოს საწყის თერაპიაში.

პემეტრექსედი ინიშნება ფილტვის კიბოს დროს იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ექვემდებარება მკურნალობას ან უცვლელია ქიმიოთერაპიის შემდეგ.

პრეპარატი, ასევე, ინიშნება ფილტვის კიბოს სამკურნალოდ, იმ შემთვევაშიც, როდესაც დაავადება პროგრესირებს საწყისი ქიმიოთერაპიის ჩატარების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სეპანოლის რეკომენდებული დოზაა 500 მგ სხეულის ფართობის ყოველ კვ.მ.-ზე. სიმაღლე და წონა იზომება სხეულის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად. ექიმი იყენებს სხეულის ზედაპირის ფართობს შესაფერისი დოზის გამოსათვლელად. მკურნალობის კურსის დაწყება ან დოზის კორექცია შესაძლებელია სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. საავადმყოფოს ფარმაცევტმა, ექიმმა ან ექთანმა უნდა შეურიოს სეპანოლის ფხვნილი 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს.

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინფუზიის სახით. ინფუზია უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 10 წთ.

სეპანოლის გამოყენება შეიძლება ცისპლატინთან კომბინაციაში. ექიმი ან საავადმყოფოს ფარმაცევტი გამოითვლის საჭირო დოზას სხეულის სიმაღლის და წონის მიხედვით.

ცისპლატინის ინფუზია კეთდება სეპანოლის ინფუზიის დასრულებიდან 30 წუთში და გრძელდება 2 საათის განმავლობაში.

ინფუზია უნდა გაკეთდეს ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

დამატებითი პრეპარატები:

კორტიკოსტეროიდები

ექიმი დანიშნავს სტეროიდებს (ექვივალენტური 4 მგ დექსამეთაზონი დღეში ორჯერ), რომელიც უნდა მიიღოთ მკურნალობის წინა დღეს, სეპანოლის მიღების დღეს და მიღებიდან ერთი დღის შემდეგ. მოცემული პრეპარატი მიიღება კანის რეაქციების სიმძიმის და სიხშირის შესამცირებლად, რომლის განვითარებაც შესაძლებელია კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის დროს.

ვიტამინების დანამატები

ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი) ან მულტივიტამინი, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას (350 – 1000 მკგ). იგი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ მკურნალობის დროს. სასურველია მინიმუმ 5 დოზის მიღება სეპანოლის პირველი დოზის მიღებამდე შვიდი დღის განმავლობაში.

ფოლიუმის მჟავას მიღება უნდა განაგრძოთ სეპანოლის ბოლო დოზის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში. ასევე სასურველია ვიტამინ B12-ის ინექცია (1000 მკგ) პრეპარატის მიღებამდე ერთი კვირით ადრე და შემდეგ ყოველ 9 კვირაში ერთხელ (შეესაბამება პრეპარატით მკურნალობის 3 კურსს). ვიტამინი B12 და ფოლის მჟავა მიიღება შესაძლო ტოქსიკური ეფექტების შესამცირებლად.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული პემეტრექსედის ან მისი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში; აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ლაქტაცია მკურნალობის დროს.

თუ ბოლო დროს მიგიღიათ ან აპირებთ მიიღოთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე:

თუ გაქვთ ან გქონიათ თირკმლის პრობლემები. ყოველი ინფუზიის წინ საჭიროა თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შემოწმება და სისხლის საერთო ანალიზი, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების შესამოწმებლად და იმის განსაზღვრისთვის გაქვთ თუ არა სისხლის საკმარისი უჯრედები მის მისაღებად. მათი ცვლილების შემთხვევაში ექიმს შეუძლია შეცვალოს პრეპარატის დოზა ან მკურნალობის დაწყების დრო პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ ასევე იღებთ ცისპლატინს, ექიმი უნდა დარწმუნდეს რომ სათანადოდ ჰიდრატირებული ხართ და იღებთ სათანადო მკურნალობას ღებინების პრევენციისთვის ცისპლატინის თერაპიამდე ან თერაპიის შემდეგ.

გაიარეთ ან აპირებთ გაიაროთ სხივური თერაპია, ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს სეპანოლით ადრეული ან გვიანი სხივური რეაქცია.

თუ ბოლო დროს ჩაგიტარდათ ვაქცინაცია, ვინაიდან ამ დროს სეპანოლის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები.

თუ გქონდათ ან გაქვთ გულის დაავადება.

თუ პლევრის ღრუში გაქვთ სითხე, ვინაიდან ექიმმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს სითხის ამოღების საჭიროება.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვთა ასაკში სეპანოლი არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბოლო დროს მიგიღიათ, იღებთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატებიც.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ტკივილგამაყუჩებლებს ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის იბუპროფენი. არსებობს აასს-ების სხვადასხვა სახეობა მოქმედების განსხვავებული ხანგრძლივობით. ინფუზიის დაგეგმილი თარიღის და/ან თირკმლის ფუნქციის საფუძველზე, ექიმმა უნდა გირჩიოთ რა სახის პრეპარატი უნდა მიიღოთ და როდის. თუ არ ხართ დარწმუნებული იღებთ თუ არა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევსთვის. პროდუქტის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს. ექიმი გაცნობებთ ორსულობის დროს სეპანოლის მიღების რისკის შესახებ. ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია პრეტარატის გამოყენებისას.

დაუშვებელია ძუძუთი კვება პრეპარატის გამოყენებისას. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის როდისაა უსაფრთხო ძუძუთი კვების განახლება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

თუ მამაკაცი იტარებს მკურნალობის კურსს, დაუშვებელია ჩასახვა მკრუანლობის დროს და დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. ამიტომ უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და შემდეგ 6 თვის განმავლობაში. თუ მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდგ 6 თვის განმავლობაში გეგმავთ ჩასახვას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლებელია საჭირო გახდეს სპერმის კონსერვაცია მკურნალობის დაწყებამდე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

სეპანოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტოტრასნპორტის და მექანიზმების მართვის დროს.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს

სეპანოლი 500 მგ თითოეულ ფლაკონი შეიცავს დაახლოებით 54 მგ (2.35 მმოლ) ნატრიუმს. უნდა გაითვალისწინონ ნატრიუმის დიეტაზე მყოფმა პაციენტებმა.

სეპანოლი 100 მგ თითოეულ ფლაკონი შეიცავს დაახლოებით 11 მგ (<1 მმოლ) ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად არ შეიცავს ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, სეპანოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

ცხელება ან ინფექცია (ხშირი): თუ გაქვთ 38°C ან მეტი ტემპერატურა, ოფლიანობა ან ინფექციური დაავადების სხვა ნიშნები (ვინაიდან შემცირდება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა რაც ძალიან ხშირია). ინფექცია (სეფსისი) შეიძლება იყოს მწვავე და გამოიწვიოს სიკვდილი;

თუ გაქვთ გულმკერდის ტკივილი (ხშირი) ან გულისცემის აჩქარება (არახშირი);

თუ გაქვთ ტკივილი პირის ღრუში, სიწითლე, შეშუპება ან დაწყლულება

( ძალიან ხშირი);

ალერგიული რეაქცია: თუ გაქვთ კანზე გამონაყარი (ძალიან ხშირი)/წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება (ხშირი), ან ცხელება (ხშირი). იშვიათად კანის რეაქციები შეიძლება გართულდეს და გამოიწვიოს სიკვდილი.

მიმართეთ ექიმს ინტენსიური გამონაყარის, ქავილის ან წყლულების განვითარების შემთხვევაში (სტივენს ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

თუ გაწუხებთ დაღლილობა, გულის წასვლა, სუნთქვის გაძნელება ან სიფერმკრთალე (ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში სეპანოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია);

თუ გაქვთ სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან შენიშნეთ სისხლი შარდში, თუ კანზე უმიზეზოდ ჩნდება სისხლჩაქცევები (ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში სეპანოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების რაოდენობის შემცირება);

თუ გაქვთ სუნთქვის უეცარი გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ან ხველა სისხლიანი ნახველით (არახშირი) (რაც შეიძლება მიუთითებდეს თრომბების განვითარებაზე ფილტვების სისხლძარღვებში).

პემეტრექსედის მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (>1/10)

ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის შემცირება, ანემია (ჰემოგლობინის დონის დაწევა), თრომბიციტების დაბალი დონე, დიარეა, ღებინება, ტკივილი, სიწითლე ან წყლულები პირში, გულისრევა, უმადობა, დაღლილობა, კანზე გამონაყარი, თმის ცვენა, ყაბზობა, მგრძნობელობის დაკარგვა, თირკმელი: ცვლილებები სისხლის ანალიზში.

ხშირი გვერდითი ეფექტები (1/10)

ალერგიული რეაქცია: კანზე გამონაყარი/წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;

სეფსისი, ცხელება, დეჰიდრატაცია, თირკმლის უკმარისობა, კანის გაღიზიანება და ქავილი, ტკივილი გულმკერდის არეში, კუნთების სისუსტე; კონიუნქტივიტი, კუჭის მხრივ პრობლემები, მუცლის ტკივილი, გემოს ცვლილება, ღვიძლი: სისხლის ანალიზის ცვლილება, წყლიანი თვალები.

არახშირი გვერდითი ეექტები (1/100)

თირკმლის მწვავე უკამრისობა, გულისცემის გახშირება; ეზოფაგიტი შეინიშნებოდა სეპანოლით/სხივური თერაპიის შედეგად, კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება, რასაც შეიძლება თან ახლდეს ნაწლავიდან ან რექტალური სისხლდენა); ინტერსტიციული პნევმონია (ფილტვის ალვეოლების შემაერთებელი ქსოვილის ანთება), ედემა (ჭარბი სითხე სხეულის ქსოვილებში, რაც იწვევს შეშუპებას), ზოგიერთ პაციენტში ვითარდება გულის შეტევა, ინსულტი ან მიკრო ინსულტი სეპანოლის მიღებისას, როგორც წესი, სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში. პანციტოპენია - სისხლის თეთრი, წითელი უჯრედების და თრომბოციტების კომბინირებული დაბალი რაოდენობა.

სხივური პნევმონია (ფილტვის ალვეოლების შემაერთებელი ქსოვილის ანთება, რაც ასოცირდება სხივურ თერაპიასთან) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც, ასევე, მკურნალობენ სხივური თერაპიით როგორც სეპანოლის თერაპიამდე, თერაპიის დროს ან შემდეგ.

კიდურების ტკივილი, დაბალი ტემპერატურა და სიფერმკრთალე, თრომბები ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია).

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1/1000-ში)

სხივურ თერაპიასთან კომბინაციასში კანზე შეიძლება განვითარდეს მზის ძლიერი დამწვრობის მსგავსი გამონაყარი დღეებიდან წლების განმავლობაში სხივური თერაპიის შემდეგ.

ბულოზური მდგომარეობა (კანის დაწყლულება) - სტივენს ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჰემოლიზური ანემია (ანემია სისხლის წითელი უჯრედების დესტრუქციის გამო), ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ანაფილაქსიური შოკი (მწვავე ალერგიული რეაქცია).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ [ივსება ადგილობრივად]. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ პრეპარატის შესახებ უსაფრთხოებაზე მეტი ინფრომაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების ცნობილი სიმპტომებია ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, მუკოზიტი, სენსორული პოლინეიტროპათია და გამონაყარი. დოზის გადაჭარბების სავარაუდო გართულებები მოიცავს ძვლის ტვინის ფუქნციის დათრგუნვას, რომელიც გამოიხატება ნეიტროპენიით, თრომბოციტოპენიით და ანემიით. ამას გარდა, სიცხიანი ან უსიცხო ინფექცია, დიარეა და/ან მუკოზიტი. დამატებით, ინფექციები სიცხის, დიარეის, და/ან მუკოზიტის თანხლებით ან თანხლების გარეშე შესაძლოა იყოს შემჩნეული. სავარაუდო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტების სისხლის საერთო ანალიზის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს და მათ უნდა მიიღონ დამხმარე თერაპია საჭიროების შემთხვევაში. პემეტრექსედის დოზის გადაჭარბებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული კალციუმის ფოლიანტის/ ფოლიუმის მჟავის გამოყენებით დაბალანსება.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა პემეტრექსედი,

სეპანოლი 100 მგ: თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ პემეტრექსედს (პემეტრექსედის დინატრიუმის ჰემიპენტაჰიდრატის სახით).

სეპანოლი 500 მგ: თითოეული ფლაკონი შეიცავს 500 მგ პემეტრექსედს (პემეტრექსედის დინატრიუმის ჰემიპენტაჰიდრატის სახით).

გახსნის შემდეგ, ხსნარი შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედს. შემდგომი განზავება სამედიცინო პერსონალის მიერ საჭიროა მიღების წინ.

დამხმარე ნივთიერებაა მანიტოლი, ჰიდროქლორიდის მჟავა (pH კორექციისთვის) და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის).

სეპანოლის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

სეპანოლი წარმოადგენს ლიოფილიზირებულ ფხვნილს საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონში.

ფხვნილი შეიძლება იყოს თეთრიდან ღია ყვითელ შეფერილობამდე. შესაძლებელია ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

გახსნილი და საინფუზიო ხნსარები: პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. მითითებების მიხედვით მომზადებისას, პემეტრექსედის გახსნილი საინფუზიო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 24 საათის განმავლობაში მაცივარში შენახვისას (2-8°C) .

მოცემული პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად; გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფოლიუმის მჟავის ანალოგი

ათქ კოდი: L01BA04

სეპანოლი (პემეტრექსედი) არის მრავალმიზნობრივი სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიფოლიანტური საშუალება, რომელიც იწვევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფოლატ-დამოკიდებული უჯრედის რეპლიკაციისთვის საჭირო მეტაბოლური პროცესების დეზორგანიზებას.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პემეტრექსედი იქცევა ისე, როგორც მრავალმიზნობრივი ანტიფოლიანტი თიმიდილატის სინთაზას (TS) ინჰიბიტორი, დიჰიდროფოლიანტის რედუქტაზა (DHFR), და გლიცინამიდ რიბონუკლეოტიდი, რომლებიც არიან მთვარი ფოლინტ-დამოკიდებული ფერმენტების თიმიდინის და პურინის ნუკლეოტიდების ბიოსინთეზისათვის. პემეტრექსედი უჯრედებში ტრანსპორტირდება შემცირებული ფოლიანტის გადამტანით და მემბრანასთან ფოლიანტ დაკავშირებული ცილის სატრანსპორტო სისტემით. როდესაც ის უჯრედში აღმოჩნდება, პემეტრექსედი სწრაფად და ეფექტურად გადაიქცევა პოლიგლუტამატურ ფორმებად ფოლიპოლიგლუტამატ სინთეტაზა ფერმენტით. პოლიგლუტამატური ფორმები არიან შეკავებულები უჯრედში და არიან TS და GARFT-ის უფრო ძლიერი ინჰიბიტორები. პოლიგლუტამაცია არის დროსა და კონცენტრაციაზე დამოკიდებული პროცესი, რომელიც ჩნდება სიმსივნურ უჯრედებსა და, უფრო მცირე სიხშირით, ნორმალურ ქსოვილებში.

ევროპული მედიცინის სააგენტომ გამოსცა პემეტრექსედის კვლევების პასუხების წარმოდგენის ვალდებულება პედიატრული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფისთვის მიცემულ მითითებში (იხილეთ სექცია 4.2).

კლინიკური ეფექტურობა

მეზოთელიომა

აქცენტი, მულტიცენტრული, რანდომიზებული ცალმხრივი ბრმა მე-3 ფაზის კვლევამ პემეტრედექს დამატებული ცისპლატინი მხოლოდ ცისპლატინის წინააღმდეგ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ავთვისებიანი პლევრალური მეზოთელიომა, აჩვენა, რომ პაციენტები რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედითა და ცისპლატინით ჰქონდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი საშუალოდ 2.8-თვიანი გადარჩენის უპირატესობა, ცისპლატინით ნამკურნალევ პაციენტებთან შედარებით.

კვლევის დროს, ფოლიუმის მჟავის და ვიტამინ B12 მცირე დოზა იქნა გამოყენებული პაციენტების თერაპიაში ტოქსიკურობის შესამცირებლად. ამ კვლევის წინასწარი ანალიზი ჩატარდა პაციენტების საერთო პოპულაციის მხარეზე, რომლებსაც რანდომიზებულად ჩაუტარდათ საკვლევი პრეპარატით მკურნალობა (რანდომიზებული და ნამკურნალები). სუბჯგუფური ანალიზი ჩაუტარდათ პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს ფოლიუმის მჟავა და ვიტამინ B12 დანამატი სრული საკვლევი თერაპიის კურსის განმავლობაში (სრულად მომარაგებული). ამ ანალიზების ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

პემეტრექსედს პლუს ცისპლატინი ცისპლატინის ეფექტურობის წინააღმდეგ ავთვისებიანი პლევრალური მეზოთელიომის მკურნალობისას

რენდომიზებული და ნამკურნალევი პაციენტები

დამატებული

პაციენტები

ეფექტურობის პარამეტრი

პემეტრექსედი

/ცისპლატინი

(N=226)

ცისპლატინი

(N=222)

პემეტრექსედი

/ცისპლატინი

(N=168)

ცისპლატინი

(N=163)

საერთო არსებობის ხანგრძლივობა (თვეები) (95% CI)

12,1

(10,0-14,4)

9,3

(7,08-10,7)

13,3

(11,4-14,9)

10,0

(8,4-11,9)

Long Rank p-value*

0,020

0,051

კიბოს პროგრესირების საშუალო დრო

(თვეები) (95% CI)

5,7

(4,9-6,5)

3,9

(2,8-4,4)

6,1

(53,-7,0)

3,9

(2,8-4,5)

Long Rank p-value*

0,001

0,008

წარუმატებელი მკურნალობის

დრო (თვეები) (95% CI)

4,5

(3,9-4,9)

2,7

(2,1-2,9)

4,47

(4,3-5,6)

2,7

(2,2-3,1)

Long Rank p-value*

0,001

0,001

საერთო რეაქციის დონე**

41,3%

(34,8-48,1)

16,7%

(12,0-22,2)

45,5%

(37,8-53,4)

19,6%

(13,8-26,6)

ფიშერის ზუსტი p-value*

<0,001

<0,001

აბრევიაციები: CI= კონფიდენციალობის ინტერვალი

  • P-მაჩვენებელი მიუთითებს მხარეებს შორის შედარებას
  • * ALIMTA/ცისპლატინი, რენდომირებული და ნამკურნალები (N = 225) და სრულიად მომარაგებული (N = 167)

სტატისტიკურად მნიშნელოვანი გაუმჯობესება იქნა დემონსტრირებული ფილტვის კიბოს სიმპტომების სკალაზე კლინიკურად რელევანტურ სიმპტომებში (ტკივილი და ქოშინი), რომლებიც ავთვისებიან პლევრალური მეზოთელიომას მკურნალობდნენ პემეტრედექსი/ცისპლატინით ( 212 პაციენტი), ცისპლატინით მკურნალობის (218 პაციენტი) წინააღმდეგ. ფილტვის ფუნქციის შემამოწმებელ ტესტებში ასევე შეინიშნებოდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები. სამკურნალო მხარეთა გაყოფა მოხდა ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესებით პემეტრექსედი/ცისპლატინი და ფილტვის ფუნქციის გაუარესებით დროის განმავლობაში კონტროლირებულ მხარეზე.

ავთვისებიანი პლევრალური მეონთელიომის მქონე პაციენტების მხოლოდ პემეტრექსედით მკურნალობაზე მცირე მონაცემები არსებობს. შეისწავლეს პემეტრექსედი, როგორც ცალკეული საშუალება დოზით 500 მგ/მ2 65 ავთვისებიანი პლევრალური მეზოთელიომას მქონე პაციენტში, საერთო რეაქციის დონე იყო 14.1%.

NSCLC მეორე რიგის მკურნალობა

მულტიცენტრული, რენდომჯიზებული, ცალმხრივი ბრმა 3-ე ფაზის კვლევამ პემეტრედექსის დოცეტაქსელის წინააღმდეგ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური NSCLC ქიომიოთერაპიამდე აჩვენა საშუალოდ 8.3-თვიანი გადარჩენის უპირატესობა პემეტრექსედის მომხმარებელი პაციენტებთან შედარებით (პოპულაციის მკურნალობის განსაზღვრა n = 283) და 7.9 თვე დოცეტაქსელის მომხმარებელი პაციენტისთვის (პოპულაციის მკურნალობის განსაზღვრა n=288). ქიმიოთერაპიის წინაპირობა არ მოიცავდა პემეტრექსედს. NSCLC ჰისტოლოგიური ანალიზი მკურნალობის ეფექტზე საერთო გადარჩენის დონით იყო პემეტრექსედის მხარეს დოცეტაქსელის საწინააღმდეგოდ გარდა სკვამოზური (ბრტყელუჯრედოვანი ეპითელური ქსოვილის კიბო) უჯრედის ჰისტოლოგიისა (n = 399, 9.3 წინააღმდეგ 8.0 თვისა, დარეგულირებული HR = 0.78; 95% CI = 0 .61-1.00, p = 0.047) და იყო დოცეტაქსელის მხარეს სკვამოზური უჯრედის კარცინომული ჰისტოლოგიის (n = 172, 6.2 წინააღმდეგ 7.4 თვე, დარეგულირებული HR=1.56; 95% CI = 1.08-2.26, p = 0.018). არ შემჩნეულა კლინიკურად რელევანტური განსხვავებები პემეტრედექსის უსაფრთხოების პროფილისთვის ჰისტოლოგიურ ქვეჯგუფებში.

კლინიკური კვლევების ლიმიტირებული მონაცემები ცალკე რანდომიზებული, მე-3 ფაზის, კონტროლირებად კვლევისას, ეფექტურობის მონცემები (საერთო გადარჩენა, თავისუფალი გადარჩენის პროგრესირება) პემეტრექსედისთვის არის მსგავსი ადრე დოცეტაქსელით (n = 41) ნამკურნალებ პაციენტებში და პაციენტებში, რომელთაც არ მიიღეს დოცეტაქსელით წინასწარი მკურნალობა (n = 540).

პემეტრექსედი დოცეტაქსელის ეფექტურობის წინააღმდეგ NSCLC – ITT პოპულაციაში

პემეტრექსედი

დოცეტაქსელი

არსებობის ხანგრძლივობის დრო (თვეები)

საშუალო (m)

95% CI საშუალოსთვის

HR

95% CI HR-თვის

NON-inferiority p-value (HR)

(n=283) (n=288)

  • 3 7.9

(7.0-9.4) (6.3-9.2)

  • 99

(.82-1.20)

.0226

თავისუფალი არსებობის პროგრესი (თვეები)

საშუალო

HR (95% CI)

(n=283) (n=288)

  • 9 2.9
  • 97(0.82-1.16)

წარუმატებელი მკურნალობის დრო (TTTF-თვეები)

საშუალო

HR (95% CI)

(n=283) (n=288)

  • 3 2.1
  • 84(.71-.997)

რეაქცია (n: რეაქციის კვალიფიკაციის მქონე)

რეაქციის ხარისხი (%) (95% CI)

სტაბილური დაავადება (%)

(n=264) (n=274)

  • 1 (5.9-13.2) 8.8 (5.7-12.8)
  • 8 46.4

აბრევიაციები: CI= კონფიდენციალობის ინტერვალი HR = საშიშროების ფარდობა; ITT = მკურნალობის განზარხვა; n= საერთო პოპულაციის ზომა.

NSCLC, პირველი რიგის მკურნალობა

მულტიცენტრული, რანდომიზებული, ღია 3-ე ფაზის კვლევამ პემეტრექსედით და ცისპლატინით გემციტაბინის წინააღმდეგ, პაციენტებში რომელთაც ჰქონდათ ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური (სტადია IIIბ ან IV) ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC) აჩვენა, რომ პემეტრექსედს დამატებული ცისპლატინი (მკურნალობის განზრახვა = [ITT] პოპულაციაში n = 862) მიაღწია ბოლო წერტილს და აჩვენა იგივენაირი კლინიკური ეფექტურობა, როგორც გემციტაბინს დამატებული ცისპლატინით (ITT n = 863) მკურნალობამ (დარეგულირებული საშიშროების ფარდობით 0.94; 95% CI = 0.84-1.05). კვლევაში ჩართულ ყველა პაციენტს ჰქონდა ECOG სტატუსი 0 ან 1.

თავდაპირველი ეფექტურობის ანალიზი დამყარებული იყო ITT პოპულაციაზე. ანალიზმა მთავარ ეფექტურობას მიაღწია იქ, სადაც შეფასებულია ოქმის კვალიფიცირებული (PQ) პოპულაცია. ეფექტურობის ანალიზი, რომელიც იყენებს PQ პოპულაციას შეთავსებულია ITT პოპულაციასთან და მხარს უჭერს AC-ს GC-ს წინააღმდეგ.

თავისუფალი გადარჩენის პროგრესი (PFS) და საერთო შედეგობრივი დონე მსგავსი იყო მკურნალობის მხარეებს შორის: საშუალო PFS იყო 4.8 თვე პემეტრექსედს დამატებული ცისპლატინი წინააღმდეგ 5.1 თვე გემციტაბინს დამატებული ცისპლატინი (დარეგულირებულიფარდობა 1.04; 95% CI = 0.94-1.15), და საერთო რეაქციის დონე იყო 30.6% (95% CI = 27.3-33.9) პემეტრექსედს დამატებული ცისპლატინის წინააღმდეგ 28.2% (95% CI = 25.0-31.4) გემციტაბინს დამატებული ცისპლატინი. PFS მონაცემები ნაწილობრივ დადასტურებული იქნა დამოუკიდებელი შეფასების მიერ (400/1725 პაციენტი რანდომიზებულად იყო არჩეული შეფასებისთვის).

NSCLC ანალიზი ჰისტოლოგიაზე საერთო გადარჩენის კლინიკურად რელევანტური დემონსტრირებული განსხვავება ჰისტოლოგიის მიხედვით იხილეთ ქვემოთ.

პემეტრექსედი + ცისპლატინის ეფექტურობის წინააღმდეგ გემციტაბინი + ცისპლატინი პირველი რიგის ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს -ITT პოპულაციასა და ჰისტოლოგიურ ქვეჯგუფებში.

ITT პოპულაცია და ჰისტოლოგიური ქვეჯგუფები

საშუალო სრული სიცოცხლის ხანგრძლივობა თვეებში (95% CI)

დარეგულირებული სასიშროების დონე (HR) (95% CI)

უპურატესობა

p-value

პემეტრექსედი + ცისპლატინი

გემციტაბინი + ცისპლატინი

ITT პოპულაცია

(N=1725)

10,3

(9,8-11,2)

N=862

  • 3

(9.6-109)

N=863

  • 94a

(0.84-1.05)

  • 259

ადენოკარცინომა

(N=847)

12,6

(10,7-13,6)

N=436

  • 9

(10.2-119)

N=411

  • 84

(0.71-0.99)

  • 033

დიდი უჯრედი

(N=153)

10,4

(8,6-14,1)

N=76

  • 7

(5.5-9.0)

N=77

  • 67

(0.48-0.96)

  • 027

სხვა

(N=252)

8,6

(6,8-10,2)

N=106

  • 2

(8.1-10.6)

N=146

  • 08

(0.81-1.45)

  • 586

სკვამოზური უჯრედი

(N=473)

9,4

(8,4-10,2)

N=244

  • 8

(9.5-12.1)

N=229

  • 23

(1.00-1.51)

  • 050

აბრევიაციები: CI= კონფიდენციალობის ინტერვალი ITT = მკურნალობის განსაზღვრა; n= საერთო პოპულაციის ზომა.

ასტატისტიკურად მნიშვნელოვანი არათანაბარი საერთო კონფიდენციალურობის ინტერვალი HR –ისთვის მნიშვნელოვნად დაბალი 1.17645 არათანაბარ ზღვრამდე (P<0.001).

კაპლან მეიერის სქემა ჰისტოლოგიის არსებობაზე

კლინიკურად რელევანტური განსვავებები არ შეიმჩნევა პემეტრედექსს დამატებული ცისპლატინის ჰისტოლოგიურ ქვეჯგუფებს შორის.

პემეტრედექსს დამატებული ცისპლატინის მომხმარებელ პაციენტებს მოეთხოვებათ უფრო ნაკლები ტრანსფუზია (16.4% შედარებით 28.9% p<0.001), ერითტოციტების ტრანსფუზია (16.1% შედარებით 27.3% p<0.001) და თრომბოციტების ტრანსფუზია (1.8% შედარებით 4.5%, p=0.002). პაციენტებს ასევე მოეთხოებათ უფრო დაბალი რაოდენობის ერითროპოეტინი/დარბოპოეტინის მიღება (10.4% შედარებით 18.1%, p<0.001), G-CSF/GM-CSF (3.1% შედარებით 6.1%, p=0.004), და რკინის პრეპარატი (4.3% შედარებით 7.0%, p=0.021).

NSCLC, მკურნალობა

JMEN

მულტიცენტრული, რენდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებად მე-3 ფაზის კვლევა (JMEN), სადაც შეადარებულია პემეტრექსედით შემანარჩუნებელი თერაპიას დამატებული დამხმარე თერაპია (BSC) (n=441) და პლაცებოს დამატებულ BSCМ, ეფექტურობისა და უსაფრთხოების მიხედვით, პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ლოკალურად განვითარებული (სტადია IIIB) ან მეტასტაზური (სტადია IV) ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC), რომელიც არ განვითარებულა ციკლი 4-ის შემდეგ პირველი ხაზის დუპლეტური თერაპიით, რომელიც შეიცავდა ცისპლატინს ან კარბოპლატინს კომბინაციაში გემციტაბინთან, პაკლიტაქსელთან ან დოცეტაქსელთან. პემეტრექსედით პირველი ხაზის დუპლეტურმა თერაპიამ არ მიიღო მონაწილეობა. კვლევაში მოაწილე ყველა პაციენტს ჰქონდა ECOG სტატუსი 0 ან 1. პაციენტები იღებდნენ დახმარებით მკურნალობას დაავადების პროგრესირერებამდე. ეფექტურობა და უსაფრთხოება მოწმდებოდა რენდომიზაციის დროიდან პირველი ხაზის (ინდუქცია) თერაპიის დამთავრებამდე. პაციენტებმა მიიღეს საშუალოდ დახმარებითი მკურნალობის 5 ციკლი პემეტრექსედთან ერთად და პლაცებოს 3.5 ციკლი. მთლიანად 213 პაციენტმა (48.3%) დაამთავრა ≥ 6 ციკლი და მთლიანად 103 პაციენტმა (23.4%) დაასრულა ≥ 10 ციკლი პემეტრექსედით მკურნალობისა.

კვლევამ მიაღწია თავდაპირველ ბოლო წერტილს და აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება PFS-ში პემეტრექსედის მხარეს პლაცებოს მხარესთან შედარებით (n = 581, დამოუკიდებლად შემფასებელი პოპულაცია; საშუალოდ 4.0 თვე და 2.0 თვე, შესაბამისად) (საშიშროების დონე = 0.60, 95%, CI = 0.49-0.73, p < 0.00001). პაციენტის დამოუკედებლი შეფასება სკანდირებს და ამტკიცებს PFS-ს გამოძიებითი შეფასების დასკვნებს. საშუალო OS საერთო პოპულაციის (n = 663) იყო 13.4 თვე პემეტრექსედის მხარისთვის და 10.6 თვე პლაცებოს მხარისთვის, საშიშროების დონე = 0.79 (95% CI = 0.65-0.95, p = 0.01192).

სხვა პემეტრექსედის კვლევებთან ერთად, ეფექტურობის განსხვავებაში NSCLC ჰისტოლოგიის მიხედვით შეიმჩნა JMEN-ში. NSCLC-ის პაციენტებში გარდა სკვამოზური უჯრედის ჰისტოლოგიისა (n = 430, დამოუკიდებლად შემფასებელი პოპულაცია) საშუალო PFS იყო 4.4 თვე მეპეტრექსედის მხარეს და 18 თვე პლაცებოს მხარეს, საშიშროების დონე = 0.47 (95% CI =0.37-0.60, p = 0.00001). საშუალო OS NSCLC პაციენტებში განსაკუთრებით სკვამოზური უჯრედის ჰისტოლოგიის გარდა (n = 481) იყო 15.5 თვე პემეტრექსედის მხარეს და 10.3 თვე პლაცებოს მხარეს, საშიშროების დონე = 0.70(95% CI = 0.56-0.88, p = 0.002). დასაწყისი ფაზის ჩათვლით საშუალო OS NSCLC პაციენტებში განსაკუთრებით სკვამოზური უჯრედის ჰისტოლოგიის გარდა იყო 18.6 თვე პემეტრექსედის მხარეს და 13.6 თვე პლაცებოს მხარეს, საშიშროების დონე = 0.70(95% CI = 0.56-0.88, p = 0.002).

PFS და OS შედეგებმა სკვამოზური უჯრედის ჰისტოლოგიის პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით პემეტრექსედის უპირატესობა არ აჩვენა.

ჰისტოლოგიურ ქვეჯგუფებში არ შემჩნეულა პემეტრექსედის უსაფრთხოების პროფილის კლინიკურად რელევანტური განსხვავებები.

JMEN: კაპლან მეიერის სქემა დაავადების პროგრესირების გარეშე ცხოვრების ხანგრძლივობასა (PFS) და საერთო ცხოვრების გადარჩენაზე პემეტრექსედის წინააღმდეგ პლაცებო NSCLC-ის პაციენტებში გარდა განსაკუთრებით სკვამოზური უჯრედის ჰისტოლოგიისა.

პროგრესირების გარეშე გადარჩენა საერთო გადარჩენა

PARAMOUNT

მულტიცენტრული, რენდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი, მე-3 ფაზის კვლევამ (PARAMOUNT), შეადარა პემეტრექსედს დამატებული BSC (n = 359) და პლაცებოს დამატებულ BSC, (n = 180) ეფექტურობისა და უსაფრთხოების მიხედვით, პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ლოკალურად განვითარებული (სტადია IIIB) ან მეტასტაზური (სტადია IV) NSCLC გარდა განსაკუთრებით სკვამოზური უჯრედის ჰისტოლოგიისა, რომელიც არ განვითარებულა ციკლი 4-ის შემდეგ პირველი ხაზის დუპლეტური თერაპიით რომელიც შეიცავდა პემეტრექსედს ცისპლატინთან კომბინაციაში. პემეტრექსედს დამატებული ცისპლატინის ინდუქციით მკურნალი 939 პაციენტიდან 539 იყო რენდომირებული დახმარებითი მკურნალობისთვის პემეტრექსედით ან პლაცებოთი. ამ რენდომირებული პაციენტებიდან 44.9% ჰქონდა სრული/ნაწილობრივი რეაქცია და 51.9% ჰქონდათ დაავადების დასტაბილების რეაქცია პემეტრექსედს დამატებული ცისპლატინის შეყვანაზე. კვლევაში მოაწილე ყველა პაციენტს მოეთხოვებოდა ECOG სტატუსი 0 ან 1. საშუალო დრო პემეტრექსედს დამატებული ცისპლატინის შეყვანის თერაპიის დაწყებიდან დახმარებითი თერაპიის დაწყებამდე იყო 2.96 თვე ორივე, პემეტრექსედის და პლაცებოს მხარესაც. ეფექტურობა და უსაფრთხოება მოწმდებოდა რენდომიზაციის დროიდან პირველი ხაზის (ინდუქცია) თერაპიის დამთავრებამდე. პაციენტებმა მიიღეს საშუალოდ პემეტრექსედის დახმარებითი მკურნალობის 4 ციკლი და პლაცებოს 4 ციკლი. მთლიანად 169 პაციენტმა (47.1%) დაასრულა პემეტრექსედის დახმარებითი მკურნალობის ≥ 6 ციკლი, რაც მთლიანად წარმოადგენს პემეტრექსედის ყველაზე მცირე 10 ციკლს.

კვლევამ მიაღწია თავდაპირველ ბოლო წერტილს და აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება PFS-ში პემეტრექსედის მხარეს პლაცებოს მხარესთან შედარებით (n = 472, დამოუკიდებლად შემფასებელი პოპულაცია; საშუალოდ 3.9 თვე და 2.6 თვე, შესაბამისად) (საშიშროების დონე = 0.64, 95%, CI = 0.51-0.81, p < 0.0002). პაციენტის დამოუკედებლი შეფასება სკანდირებს და ამტკიცებს PFS-ს გამოძიებითი შეფასების დასკვნებს. რენდომირებული პაციენტებისთვის პემეტრექსედს დამატებული ცისპლატინის პირველი ხაზის ინდუქციური მკურნალობის დაწყებიდან საშუალო გამოძიებითი შეფასების PFS იყო 6.9 თვე პემეტრექსედის მხარეს და 5.6 თვე პლაცებოს მხარეს (საშიშროების დონე = 0.59 95% CI = 0.47-0.74).

პემეტრექსედს დამატებული ცისპლატინის ინდუქციის (4 ციკლი) შემდეგ პემეტრექსედით მკურნალობა იყო სტატისტიკურად შედარებით უკეთესი პლაცებოსთან OS-სთვის (საშუალოდ 13.9 თვე 11.0 თვის წინააღმდეგ, საშიშროების დონე = 0.78, 95% CI = 0.64-0.96, p=0.0195). საბოლოო გადარჩენითი ანალიზის დროს პაციენტების 28.7% იყვნენ ცოცხლები ან გარდაიცვალნენ მომავალში პემეტრექსედის მხარეს შედარებით 21.7% პლაცებოს მხარესთან. პემეტრექსედით მკურნალობასთან დაკავშირებული მკურნალობის ეფექტი იყო შიგნით შემდგარი ჯვარედინი ქვეჯგუფებით (დაავადების სტადიის, ინდუქციის რეაქციის, ECOG PS, მწეველობის სტატუსის, სქესის, ჰისტოლოგიის და ასაკის ჩათვლით) და იყო დაურეგულირებელი OS და PFS ანალიზების მსგავსი. წელი 1 და წელი 2 გადარჩენის დონე პემეტრექსედზე იყო შესაბამისად 58% და 32%, შედარებით პლაცებოს პაციენტების 45% და 21%-თან. პემეტრექსედს დამატებული ცისპლატინის პირველი ხაზის ინდუქციის მკურნალობის დაწყებიდან, პაციენტების საშუალო OS იყო 16.9 თვე პემეტრექსედის მხარეს და 14.0 თვე პლაცებოს მხარეს (საშიშროების დონე = 0.78, 95% CI = 0.64-0.96). პოსტ კვლევური მკურნალობა მიიღო პაციენტების 64.3%-მა პემეტრექსედისთვის და 71.7%-მა პლაცებოსთვის.

PARAMOUNT: კაპლან მეიერის სქემა დაავადების პროგრესირების გარეშე ცხოვრების ხანგრძლივობასა (PFS) და საერთო ცხოვრების გადარჩენაზე (OS) გაგრძელებული პემეტრექსედის დახმარებით წინააღმდეგ პლაცებო NSCLC-ის პაციენტებში გარდა განსაკუთრებით სკვამოზური უჯრედის ჰისტოლოგიისა (შეფასებული რენდომიზაციისგან).

პრეგრესირების გარეშე ცხოვრების ხანგრძლივობა საერთო ცხოვრების ხანგრძლივობა

პემეტრექსედის დახმარების უსაფრთხოების პროფილის ორმა კვლევამ JMEN და PARAMOUNT-მა ერთნაირი შედეგები აჩვენა.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პემეტრექსედს მოყოლებული ცალკეული საშუალების მიღების ფარმაკოკინეტიკური თვისებები შეფასდა სხვადასხვანაირ მყარი სიმსივნის მქონე 426 პაციენტში დოზებით რომელიც მონაცვლეობდა 0.2-იდან 838 მგ/მ2-მდე ინფუზირებული 10 წუთზე მეტი ხნის განვალობაში. პემეტრექსედს აქვს ინფუზიის დისტრიბუციის თანაბარი მოცულობა 9 ლ/მ2-ზე. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პემეტრექსედი არის დაახლოებით 81%-ით დაკავშირებული პლაზმის ცილებთან. დაკავშირებას დაზიანება არ განუცდია თირკმლის უკმარისობის ხვადასხვა დონეებზე. პემეტრექსედი გადის ლიმიტირებულ ღვიძლის მეტაბოლიზმს. პემეტრექსედი ძირითადად გამოიყოფა შარდში, მიღებული დოზის 70%-იდან 90%-მდე გამოიყოფა შეუცვლელად მიღებიდან 24 საათში. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პემეტრექსედი აქტიურად სეკრეტირდება OAT3-ის მიერ (ორგანული ანიონური ტრანსპორტერი). პემეტრექსედის სრული სისტემური კლირენსი არის 91.8 მლ/წთ და პლაზმიდან half-life-ის გამოთავისუფლება არის 3.5 საათი პაციენტში ნორმალური თირკმლის ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი 90 მლ/წთ). პაციენტთა კლირენსის ცვალებადობას შორის ნორმა არის 19.3%. პემეტრექსედის სრული სისტემური გამომჟღავნება (AUC) და მაქსიმალური პლაზმის კონცენტრაცია იზრდება დოზის პროპორციულად. პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკა არის კონსისტენტური მრავალი მკურნალობის ციკლის განმავლობაში.

პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკური თვისებებზე გავლენა არ მოუხდენია თანმდევად მიღებულ ცისპლატინს. ორალური ფოლიუმის მჟვა და ინტრამუსკულარული ვიტამინ B12 დანამატები არ ახდენენ გავლენას პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკაზე.

  • 3 პრეკილინიკური უსაფრთხოების მონაცემები

პემეტრექსედის მიღებამ ორსულ თაგვებში გამოიწვია ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება, ნაყოფის წონის კლება, ზოგიერთი ჩონჩხის სტრუქტურის არასაკმარისი გაძვალება და სასის ნაპრალი.

პემეტრექსედის მიღებამ მამრ თაგვებში გამოიწვი რეპროდუქციული ტოქსიკურობა, რომელიც გამომჟღავნდა შემცირებულ ნაყოფიერებასა და ტესტიკულარულ ატროფიაში. მაძებარ ძაღლზე ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც შეჰყავდათ დიდი ოდენობის ინექცია 9 თვის განმავლობაში, ტესტიკულარული კვლევის შედეგები (თესლის გამომყვანი ეპითელიუმის დეგენერაცია/ნეკროზი) იყო დაფიქსირებული. ეს ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ პემეტრექსედმა შეიძლება დააზიანოს მამაკაცის ნაყოფიერება. ქალთა ნაყოფიერება არ გამოძიებულა.

პემეტრექსედი იყო არა მუტაგენური ჩინური ზაზუნის ინ ვიტრო ქრომოსომების აბერაციის ტესტში და ამესის ტესტში. პემეტრექსედმა აჩვენა კლასტოგენურობა თაგვის ინ ვიტრო მიკრონუკლეოზურ ტესტში.

პემეტრექსედის კარცინოგენული პოტენციალის განსაზღვრისთვის კვლევები არ ჩატარებულა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლებისათვის

სეპანოლი

Sepanol

სეპანოლი <100 მგ> ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად

სეპანოლი <500 მგ> ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომლიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

რა არის მოცემული ფურცელ-ჩანართში

რა არის სეპანოლი და რისთვის გამოიყენება;

რა უნდა იცოდეთ სეპანოლის გამოყენებამდე;

სეპანოლის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი ეფექტები;

სეპანოლის შენახვის პირობები;

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

რა არის სეპანოლი და რისთვის გამოიყენება

სეპანოლი გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ.

სეპანოლი გამოიყენება ცისპლატინთან და კიბოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ავთვისებიანი პლევრალური მეზოთელიომის და ფილტის კიბოს მკურნალობისას, პაციენტებში რომელთაც არ ჩაუტარებიათ ქიმიოთერაპია.

პემეტრექსედი ასევე მიიღება ცისპლატინთან კომბიანციაში პაციენტებში განვითრებული ფილტვის კიბოს საწყის თერაპიაში.

პემეტრექსედი ინიშნება ფილტვის კიბოს დროს იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ექვემდებარება მკურნალობას ან უცვლელია ქიმიოთერაპიის შემდეგ.

პრეპარატი, ასევე, ინიშნება ფილტვის კიბოს სამკურნალოდ, იმ შემთვევაშიც, როდესაც დაავადება პროგრესირებს საწყისი ქიმიოთერაპიის ჩატარების შემდეგ.

რა უნდა იცოდეთ სეპანოლის გამოყენებამდე:

არ გამოიყენოთ სეპანოლი

თუ ხართ ალერგიული პემეტრექსედის ან მისი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).

თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში; აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ლაქტაცია მკურნალობის დროს.

თუ ბოლო დროს მიგიღიათ ან აპირებთ მიიღოთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე:

თუ გაქვთ ან გქონიათ თირკმლის პრობლემები. ყოველი ინფუზიის წინ საჭიროა თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შემოწმება და სისხლის საერთო ანალიზი, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების შესამოწმებლად და იმის განსაზღვრისთვის გაქვთ თუ არა სისხლის საკმარისი უჯრედები მის მისაღებად. მათი ცვლილების შემთხვევაში ექიმს შეუძლია შეცვალოს პრეპარატის დოზა ან მკურნალობის დაწყების დრო პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ ასევე იღებთ ცისპლატინს, ექიმი უნდა დარწმუნდეს რომ სათანადოდ ჰიდრატირებული ხართ და იღებთ სათანადო მკურნალობას ღებინების პრევენციისთვის ცისპლატინის თერაპიამდე ან თერაპიის შემდეგ.

გაიარეთ ან აპირებთ გაიაროთ სხივური თერაპია, ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს სეპანოლით ადრეული ან გვიანი სხივური რეაქცია.

თუ ბოლო დროს ჩაგიტარდათ ვაქცინაცია, ვინაიდან ამ დროს სეპანოლის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები.

თუ გქონდათ ან გაქვთ გულის დაავადება.

თუ პლევრის ღრუში გაქვთ სითხე, ვინაიდან ექიმმა მკურნალობის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს სითხის ამოღების საჭიროება.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვთა ასაკში სეპანოლი არ გამოიყენება.

სხვა პრეპარატები და სეპანოლი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბოლო დროს მიგიღიათ, იღებთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატებიც.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ტკივილგამაყუჩებლებს ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის იბუპროფენი. არსებობს აასს-ების სხვადასხვა სახეობა მოქმედების განსხვავებული ხანგრძლივობით. ინფუზიის დაგეგმილი თარიღის და/ან თირკმლის ფუნქციის საფუძველზე, ექიმმა უნდა გირჩიოთ რა სახის პრეპარატი უნდა მიიღოთ და როდის. თუ არ ხართ დარწმუნებული იღებთ თუ არა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა:

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევსთვის. პროდუქტის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს. ექიმი გაცნობებთ ორსულობის დროს სეპანოლის მიღების რისკის შესახებ. ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია პრეტარატის გამოყენებისას.

დაუშვებელია ძუძუთი კვება პრეპარატის გამოყენებისას. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის როდისაა უსაფრთხო ძუძუთი კვების განახლება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

თუ მამაკაცი იტარებს მკურნალობის კურსს, დაუშვებელია ჩასახვა მკრუანლობის დროს და დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. ამიტომ უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის დროს და შემდეგ 6 თვის განმავლობაში. თუ მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდგ 6 თვის განმავლობაში გეგმავთ ჩასახვას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლებელია საჭირო გახდეს სპერმის კონსერვაცია მკურნალობის დაწყებამდე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

სეპანოლმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტოტრასნპორტის და მექანიზმების მართვის დროს.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს

სეპანოლი 500 მგ თითოეულ ფლაკონი შეიცავს დაახლოებით 54 მგ (2.35 მმოლ) ნატრიუმს. უნდა გაითვალისწინონ ნატრიუმის დიეტაზე მყოფმა პაციენტებმა.

სეპანოლი 100 მგ თითოეულ ფლაკონი შეიცავს დაახლოებით 11 მგ (<1 მმოლ) ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად არ შეიცავს ნატრიუმს.

სეპანოლის მიღების წესი

პრეპარატი გამოიყენეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სეპანოლის რეკომენდებული დოზაა 500 მგ სხეულის ფართობის ყოველ კვ.მ.-ზე. სიმაღლე და წონა იზომება სხეულის ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად. ექიმი იყენებს სხეულის ზედაპირის ფართობს შესაფერისი დოზის გამოსათვლელად. მკურნალობის კურსის დაწყება ან დოზის კორექცია შესაძლებელია სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. საავადმყოფოს ფარმაცევტმა, ექიმმა ან ექთანმა უნდა შეურიოს სეპანოლის ფხვნილი 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს.

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინფუზიის სახით. ინფუზია უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 10 წთ.

სეპანოლის გამოყენება შეიძლება ცისპლატინთან კომბინაციაში. ექიმი ან საავადმყოფოს ფარმაცევტი გამოითვლის საჭირო დოზას სხეულის სიმაღლის და წონის მიხედვით.

ცისპლატინის ინფუზია კეთდება სეპანოლის ინფუზიის დასრულებიდან 30 წუთში და გრძელდება 2 საათის განმავლობაში.

ინფუზია უნდა გაკეთდეს ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

დამატებითი პრეპარატები:

კორტიკოსტეროიდები

ექიმი დანიშნავს სტეროიდებს (ექვივალენტური 4 მგ დექსამეთაზონი დღეში ორჯერ), რომელიც უნდა მიიღოთ მკურნალობის წინა დღეს, სეპანოლის მიღების დღეს და მიღებიდან ერთი დღის შემდეგ. მოცემული პრეპარატი მიიღება კანის რეაქციების სიმძიმის და სიხშირის შესამცირებლად, რომლის განვითარებაც შესაძლებელია კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის დროს.

ვიტამინების დანამატები

ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი) ან მულტივიტამინი, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას (350 – 1000 მკგ). იგი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ მკურნალობის დროს. სასურველია მინიმუმ 5 დოზის მიღება სეპანოლის პირველი დოზის მიღებამდე შვიდი დღის განმავლობაში.

ფოლიუმის მჟავას მიღება უნდა განაგრძოთ სეპანოლის ბოლო დოზის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში. ასევე სასურველია ვიტამინ B12-ის ინექცია (1000 მკგ) პრეპარატის მიღებამდე ერთი კვირით ადრე და შემდეგ ყოველ 9 კვირაში ერთხელ (შეესაბამება პრეპარატით მკურნალობის 3 კურსს). ვიტამინი B12 და ფოლის მჟავა მიიღება შესაძლო ტოქსიკური ეფექტების შესამცირებლად.

პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, სეპანოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს:

ცხელება ან ინფექცია (ხშირი): თუ გაქვთ 38°C ან მეტი ტემპერატურა, ოფლიანობა ან ინფექციური დაავადების სხვა ნიშნები (ვინაიდან შემცირდება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა რაც ძალიან ხშირია). ინფექცია (სეფსისი) შეიძლება იყოს მწვავე და გამოიწვიოს სიკვდილი;

თუ გაქვთ გულმკერდის ტკივილი (ხშირი) ან გულისცემის აჩქარება (არახშირი);

თუ გაქვთ ტკივილი პირის ღრუში, სიწითლე, შეშუპება ან დაწყლულება

( ძალიან ხშირი);

ალერგიული რეაქცია: თუ გაქვთ კანზე გამონაყარი (ძალიან ხშირი)/წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება (ხშირი), ან ცხელება (ხშირი). იშვიათად კანის რეაქციები შეიძლება გართულდეს და გამოიწვიოს სიკვდილი.

მიმართეთ ექიმს ინტენსიური გამონაყარის, ქავილის ან წყლულების განვითარების შემთხვევაში (სტივენს ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

თუ გაწუხებთ დაღლილობა, გულის წასვლა, სუნთქვის გაძნელება ან სიფერმკრთალე (ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში სეპანოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია);

თუ გაქვთ სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან შენიშნეთ სისხლი შარდში, თუ კანზე უმიზეზოდ ჩნდება სისხლჩაქცევები (ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში სეპანოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების რაოდენობის შემცირება);

თუ გაქვთ სუნთქვის უეცარი გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ან ხველა სისხლიანი ნახველით (არახშირი) (რაც შეიძლება მიუთითებდეს თრომბების განვითარებაზე ფილტვების სისხლძარღვებში).

პემეტრექსედის მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (>1/10)

ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობის შემცირება, ანემია (ჰემოგლობინის დონის დაწევა), თრომბიციტების დაბალი დონე, დიარეა, ღებინება, ტკივილი, სიწითლე ან წყლულები პირში, გულისრევა, უმადობა, დაღლილობა, კანზე გამონაყარი, თმის ცვენა, ყაბზობა, მგრძნობელობის დაკარგვა, თირკმელი: ცვლილებები სისხლის ანალიზში.

ხშირი გვერდითი ეფექტები (1/10)

ალერგიული რეაქცია: კანზე გამონაყარი/წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;

სეფსისი, ცხელება, დეჰიდრატაცია, თირკმლის უკმარისობა, კანის გაღიზიანება და ქავილი, ტკივილი გულმკერდის არეში, კუნთების სისუსტე; კონიუნქტივიტი, კუჭის მხრივ პრობლემები, მუცლის ტკივილი, გემოს ცვლილება, ღვიძლი: სისხლის ანალიზის ცვლილება, წყლიანი თვალები.

არახშირი გვერდითი ეექტები (1/100)

თირკმლის მწვავე უკამრისობა, გულისცემის გახშირება; ეზოფაგიტი შეინიშნებოდა სეპანოლით/სხივური თერაპიის შედეგად, კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება, რასაც შეიძლება თან ახლდეს ნაწლავიდან ან რექტალური სისხლდენა); ინტერსტიციული პნევმონია (ფილტვის ალვეოლების შემაერთებელი ქსოვილის ანთება), ედემა (ჭარბი სითხე სხეულის ქსოვილებში, რაც იწვევს შეშუპებას), ზოგიერთ პაციენტში ვითარდება გულის შეტევა, ინსულტი ან მიკრო ინსულტი სეპანოლის მიღებისას, როგორც წესი, სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში. პანციტოპენია - სისხლის თეთრი, წითელი უჯრედების და თრომბოციტების კომბინირებული დაბალი რაოდენობა.

სხივური პნევმონია (ფილტვის ალვეოლების შემაერთებელი ქსოვილის ანთება, რაც ასოცირდება სხივურ თერაპიასთან) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც, ასევე, მკურნალობენ სხივური თერაპიით როგორც სეპანოლის თერაპიამდე, თერაპიის დროს ან შემდეგ.

კიდურების ტკივილი, დაბალი ტემპერატურა და სიფერმკრთალე, თრომბები ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია).

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1/1000-ში)

სხივურ თერაპიასთან კომბინაციასში კანზე შეიძლება განვითარდეს მზის ძლიერი დამწვრობის მსგავსი გამონაყარი დღეებიდან წლების განმავლობაში სხივური თერაპიის შემდეგ.

ბულოზური მდგომარეობა (კანის დაწყლულება) - სტივენს ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჰემოლიზური ანემია (ანემია სისხლის წითელი უჯრედების დესტრუქციის გამო), ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ანაფილაქსიური შოკი (მწვავე ალერგიული რეაქცია).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ [ივსება ადგილობრივად]. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ პრეპარატის შესახებ უსაფრთხოებაზე მეტი ინფრომაციის მოპოვებას.

პროდუქტის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

გახსნილი და საინფუზიო ხნსარები: პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. მითითებების მიხედვით მომზადებისას, პემეტრექსედის გახსნილი საინფუზიო ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლინდა 24 საათის განმავლობაში მაცივარში შენახვისას (2-8°C) .

მოცემული პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად; გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს სეპანოლი

აქტიური ნივთიერებაა პემეტრექსედი,

სეპანოლი 100 მგ: თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ პემეტრექსედს (პემეტრექსედის დინატრიუმის ჰემიპენტაჰიდრატის სახით).

სეპანოლი 500 მგ: თითოეული ფლაკონი შეიცავს 500 მგ პემეტრექსედს (პემეტრექსედის დინატრიუმის ჰემიპენტაჰიდრატის სახით).

გახსნის შემდეგ, ხსნარი შეიცავს 25 მგ/მლ პემეტრექსედს. შემდგომი განზავება სამედიცინო პერსონალის მიერ საჭიროა მიღების წინ.

დამხმარე ნივთიერებაა მანიტოლი, ჰიდროქლორიდის მჟავა (pH კორექციისთვის) და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექციისთვის).

სეპანოლის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

სეპანოლი წარმოადგენს ლიოფილიზირებულ ფხვნილს საინფუზიო ხსნარის კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონში.

ფხვნილი შეიძლება იყოს თეთრიდან ღია ყვითელ შეფერილობამდე. შესაძლებელია ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მწარმოებელი:

GE Pharmaceuticals Ltd.

Industria Zone, Chekanitza South Area

2140 Botevgrad

Bulgaria

ლიცენზიის მფლობელი:

Synthon BV

Microweg 22

6545 CM Nijmegen

The Netherlands

ინსტრუქციის გადახედვის ბოლო ვადაა 03.2017

შემდეგი სახის ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:

გამოყენების, მოხმარების და განადგურების ინსტრუქციები.

გამოიყენეთ ასეპტიური მეთოდი პემეტრექსედის გახსნის და შემდგომი განზავებისთვის ინტრავენური ინფუზიისთვის.

გამოითვალეთ პროდუქტის დოზა და ფლაკონების საჭირო რაოდენობა . თითოეული ფლაკონი შეიცავს პემეტრექსედის ჭარბ რაოდენობას მარკირებული რაოდენობის მიღების გასაადვილებლად.

სეპანოლი <100 მგ>:

ინექციისთვის ყოველი 100 მგ ფლაკონი გახსენით 4.2 მლ 9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, კონსერვანტების გარეშე, რის შედეგადაც მიიღება 25 მგ/მლ პემეტრექსედის შემცველი ხსნარი.

სეპანოლი <500 მგ>:

ინექციისთვის ყოველი 500 მგ ფლაკონი გახსენით 20 მლ 9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, კონსერვანტების გარეშე, რის შედეგადაც მიიღება 25 მგ/მლ პემეტრექსედის შემცველი ხსნარი.

ფრთხილად ატრიალეთ ფლაკონები, ვიდრე ფხვნილი სრულად არ განზავდება. მიღებული ხსნარი არის სუფთა და ფერი მერყეობს უფეროდან მოყვითალო ან მომწვანო-მოყვითალო დიაპაზონში. გახსნილი ხნსარის pH არის 6.6 -7.8. საჭიროა შემდგომი განზავება.

გახსნილი პემეტრექსედის ხნსარის სათანადო მოცულობა უნდა შემდგომ განზავდეს 100 მლ 9 მგ/მლ (0,9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით, და მიიღება ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში.

პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარი თუ მომზადებულია დირექტივების მიხედვით შეთავსებადია პოლივინილის ქლორიდთან და პოლიოლეფინიან შეყვანის ნაკრებთან და საინფუზიო ჩანთებთან. პემეტრექსედი შეუთავსებადია გამხსნელებთან, რომლებიც შეიცავენ კალციუმს, ასევე საინექციო რინგერის ლაქტატთან და რინგერთან.

პარენტერალური სამედიცინო პროდუქტების ინსპექტირება უნდა მოხდეს ვიზუალურად ნაწილაკების არსებობაზე და გაუფერულებაზე. ნაწილაკების არსებობისას არ გამოიყენოთ.

პემეტრექსედის ხსნარი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად. გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური საშუალებებისთვის განკუთვნილი ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

სიფრთხილის ზომები მომზადების და მიღების შესახებ:

სხვა პოტენციურად ტოქსიკური კიბოს საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პემეტრექსედის საინფუზიო ხნსარების მომზადებისას. რეკომენდებულია ხელთათმანების ტარება. კანთან კონტაქტის დროს დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით. ლორწოვან გარსთან კონტაქტისას ჩამოიბანეთ წყლით. პემეტრექსედი არ აზიანებს კანს. პემეტრექსედის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. შეინიშნებოდა პემეტრექსედის ექსტრავაზაციის რამოდენიმე შემთხვევა, რაც არ შეფასებულა როგორც სერიოზული. ექსტრავაზაციის მართვა უნდა მოხდეს ადგილობრივი პრაქტიკის მიხედვით ისე, როგორც სხვა საშუალებების შემთხვევაში, რომლებიც არ იწვევენ კანის დაზიანებას.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა