ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

პანტოქსონი

Pantoxon

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა საინექციო პანტოქსონის გამოყენებამდე

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3,5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) ამპულა №1
მწარმოებელი
Laboratorio Farmaceutico C.T. S.r.l., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-045910
რეგისტრირებულია
15 ივლისი 2026, მოქმედებს 15 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაპანტოქსონი და სხვა წამალი ერთად

პანტოქსონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა საინექციო პანტოქსონის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

პანტოქსონი ჩვეულებრივ კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ. ის კეთდება ინექციის სახით კუნთში. პანტოქსონი მზადდება ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ და ის არ უნდა შეერიოს კალციუმის შემცველ საინექციო ხსნარებს, ან ერთდროულად გაკეთდეს მათთან ერთად.

რეკომენდებული დოზა

ექიმი განსაზღვრავს პაციენტისთვის საჭირო პანტოქსონის დოზას. დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე; იღებს თუ არა პაციენტი სხვა ანტიბიოტიკებს; პაციენტის წონასა და ასაკზე; თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციაზე. პანტოქსონის მისაღები დღეების ან კვირების რაოდენობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე.

ზრდასრულები, ხანდაზმულები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები სხეულის წონით 50 კილოგრამი (კგ) ან მეტი

1-2 გ ერთხელ დღეში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით. თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექცია, ექიმი დანიშნავს უფრო მაღალ დოზას (4 გ-მდე დღეში ერთხელ). თუ პაციენტის დღიური დოზა აღემატება 2 გ-ს, მას შეუძლია პრეპარატი მიიღოს ერთი დოზის სახით, ერთხელ დღეში, ან ორი ცალკეული დოზის სახით.

ახალშობილები, ჩვილები და ბავშვები 15 დღის ასაკიდან 12 წლამდე სხეულის წონით 50კგ-ზე ნაკლები:

50-80 მგ პანტოქსონი ბავშვის სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე, დღეში ერთხელ, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის გათვალისწინებით. თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექცია, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მაღალი დოზა _ 100 მგ-მდე სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე, მაქსიმუმ 4 გ დღეში ერთხელ. თუ პაციენტის დღიური დოზა აღემატება 2 გ-ს, მას შეუძლია პრეპარატი მიიღოს ერთი დოზის სახით, ერთხელ დღეში, ან ორი ცალკეული დოზის სახით.

50კგ ან მეტი წონის ბავშვებმა უნდა მიიღონ ზრდასრულებისათვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა.

ახალშობილები (0-14 დღის ასაკის)

20-50 მგ პანტოქსონი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე, ერთხელ დღეში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.

მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე.

პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებით

პაციენტს შეიძლება დაენიშნოს სტანდარტულისგან განსხვავებული დოზა. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პანტოქსონის საჭირო რაოდენობას და ყურადღებით დააკვირდება პაციენტს ღვიძლის და თირკმლის დაავადების სიმძიმის მიხედვით.

პანტოქსონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტმა შემთხვევით მიიღო ექიმის მიერ დანიშნულზე მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

პანტოქსონის დოზის გამოტოვებისას

ინექციის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა შესაძლებლობისთანავე უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა. თუმცა, თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი ინექციის დრო, გამოტოვებულ უნდა იქნეს დავიწყებული ინექცია. დაუშვებელია დოზის გაორმაგება (ერთდროულად ორი ინექციის მიღება) გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

პანტოქსონის მიღების შეწყვეტისას

დაუშვებელია პანტოქსონის მიღების შეწყვეტა ექიმის რეკომენდაციის გარეშე. პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.

სიფრთხილის ზომები

პანტოქსონის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა, თუ:

პაციენტს აღენიშნება ან წარსულში განუვითარდა შემდეგი სიმპტომების კომბინაცია: გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებზე და პირის ღრუში ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია) და გადიდებული ლიმფური კვანძები (კანის სერიოზული რეაქციის ნიშნები, იხ. ასევე პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”);

პაციენტმა უკანასკნელ პერიოდში მიიღო ან აპირებს, მიიღოს კალციუმის შემცველი პროდუქტი;

პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ აღენიშნებოდა დიარეა. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, კოლიტი (ნაწლავის ანთება);

პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;

პაციენტს აღენიშნება ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის კენჭოვანი დაავადება;

პაციენტს აღენიშნება სხვა დაავადება, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს კანის ღია ყვითელ შეფერილობას, სისუსტეს ან ქოშინს);

პაციენტი იმყოფება ნატიუმის დაბალი შემცველობის მქონე დიეტაზე;

პაციენტს ღვიზლის ან თირკმლის პრობლემები აქვს (იხ. პარაგრაფი 4).

თუ პაციენტს ესაჭიროება სისხლის ან შარდის ანალიზი

თუ პაციენტი პანტოქსონს იღებს ხანგრძლივად, შესაძლოა რეგულარულად დასჭირდეს სისხლის ანალიზების აღება. პანტოქსონმა შეიძლება შეცვალოს შარდში შაქრისა და სისხლის ანალიზის, ე.წ. კუმბსის ტესტის, შედეგები. ანალიზის ჩატარების შემთხვევაში:

პაციენტმა უნდა აცნობოს პირს, რომელიც იღებს მასალას ანალიზისთვის, რომ უკეთდება პანტოქსონი.

ბავშვები

პანტოქსონის გამოყენებამდე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ:

ბავშვს უკანსკნელ პერიოდში უკეთდებოდა ან უნდა გაუკეთდეს კალციუმის შემცველი პროდუქტი ინტრავენურად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანსკნელ პერიოდში იღებდა ან უნდა მიიღოს. კერძოდ, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს:

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის რომელიმე ანტიბიოტიკი;

ანტიბიოტიკი, ე.წ. ქლორამფენიკოლი (გამოიყენება ინფექციების, განსაკუთრებით, თვალის ინფექციების სამკურნალოდ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ექიმი შეაფასებს პანტოქსონით მკურნალობის სარგებელს ბავშვისთვის რისკებთან შედარებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პანტოქსონმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, დაუშვებელია ავტომობილის, სხვა ხელსაწყოების ან მექანიზმების მართვა. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პანტოქსონი შეიცავს ნატრიუმს

პანტოქსონის თითოეული გრამი შეიცავს 3.6 მმოლ (165,6 მგ) ნატრიუმს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ნატრიუმის შემზღუდველ დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

გვერდითი მოვლენები

ცეფტრიაქსონით მკურნალობამ, განსაკუთრებით თირკემლების ან ნერვული სისტემის მძიმე პრობლემების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, პათოლოგიური მოძრაობები, აგზნება და კრუნჩვები.

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

მძიმე ალერგიული რეაქციები (სიხშირე უცნობია, სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარებისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

შესაძლო ნიშნებია:

მკერდში ტკივილი ალერგიული რეაქციის ფონზე, რომელიც შეიძლება ალერგიით გამოწვეული გულის სეტევის სიმპტომი იყოს (კუნისის სინდრომი);

სახის, ხორხის, ტუჩების ან პირის უეცარი შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;

ხელების, ტერფების ან კოჭების უეცარი შეშუპება.

მძიმე სახის გამონაყარი კანზე (სიხშირე უცნობია, სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

თუ პაციენტს აღენიშნება კანზე მძიმე გამონაყარი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

შესაძლო ნიშნებია:

კანზე მძიმე გამონაყარი, რომელიც ვითარდება სწრაფად, ბუშტუკებით ან კანის აქერცვლით და შესაძლოა ბუშტუკები განვითარდეს პირის ღრუში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ე.წ. სჯს და ტენ);

შემდეგი სიმპტომების ნებისმიერი კომბინაცია: ექსტენსიური გამონაყარი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდა, სისხლის ანალიზების ცვლილებები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების მოცვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით, ე.წ. DRESS სინდრომი ან ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის მიმართ);

იარიხ-ჰერქსაიმერის რეაქცია, რომელმა შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და გამონაყარი, რომელიც ძირითადად თავისით გადის. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს სპიროქეტული ინფექციის, როგორიცაა მაგ.: ლაიმის დაავადება, პანტოქსონით მკურნალობის დაწყებიდან მალე.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ლეიკოციტების დარღვევები (როგორიცაა ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ეოზინოფილების რაოდენობის მომატება) და თრომბოციტების დარღვევები (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება);

თხიერი განავალი ან დიარეა;

ღვიძლის ფუნქციების სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილებები;

გამონაყარი.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სოკოვანი ინფექციები (მაგალითად, რძიანა);

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (გრანულოციტოპენია);

ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია);

სისხლის შედედების პრობლემები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლჩაქცევების ადვილად განვითარებას და სახსრების ტკივილსა და შეშუპებას;

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

გულისრევა ან ღებინება;

ქავილი;

პანტოქსონის ინექციის ადგილზე ვენის გასწვრივ ტკივილის ან წვის შეგრძნება; ტკივილი ინექციის ადგილას;

ცხელება;

თირკმლის ფუნქციის ანალიზის ცვლილება (სისხლში კრეატინინის დონის ზრდა).

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ანთება. სიმპტომები მოიცავს დიარეას, ხშირად სისხლით და ლორწოთი, მუცლის ტკივილსა და ცხელებას;

სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი);

კვანძოვანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), შესაძლოა გავრცელდეს სხეულის დიდ ნაწილზე. ქავილის შეგრძნება და შეშუპება;

შარდში სისხლის ან შაქრის არსებობა;

შეშუპება (სითხის შეკავება);

კანკალი.

სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

მეორეული ინფექცია, რომელიც შესაძლოა არ ემორჩილებოდეს ადრე მიღებულ ანტიბიოტიკებს;

ანემიის ტიპი, როცა ხდება ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზური ანემია);

ლეიკოციტების ძლიერი დაქვეითება (აგრანულოციტოზი);

კრუნჩხვები;

ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება);

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). სიმპტომები მოიცავს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც ვრცელდება წელის არეში;

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი);

ენის ანთება (გლოსიტი). სიმპტომები მოიცავს ენის შეშუპებას, სიწითლესა და ტკივილს;

ნაღვლის ბუშტის პრობლემები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, გულისრევა და ღებინება, კანის გაყვითლება, ქავილი, უჩეულოდ მუქი შარდი და თიხისფერი განავალი;

ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილებში, რომელთაც აღენიშნებათ ძლიერად გამოხატული სიყვითლე (კერნიქტერუსი);

თირკმლის პრობლემები, რომელიც გამოწვეულია ცეფტრიაქსონის კალციუმის დეპოზიტებით. შესაძლოა შარდის გამოყოფის დროს აღინიშნებოდეს ტკივილი, ან შარდის რაოდენობის შემცირება;

კუმბსის ტესტის ცრუ დადებითი შედეგი (ანალიზი სისხლის ზოგიერთი დაავადების გამოსავლენად);

გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგი (შაქრის _ გალაქტოზის პათოლოგიური დაგროვება);

პანტოქსონმა შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის განმსაზღვრელი ზოგიერთი ტესტის შედეგი _ პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.'

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემების საშუალებით ვებგვერდზე: http://www.agenziafarmaco.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგროვებას.

შემადგენლობა

პანტოქსონი 500 მგ/2 მლ ფხვნილი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

თითოეული ფლაკონი ფხვნილით შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონის დინატრიუმი * 3,5 H2O 596.5 მგ, რომელიც 500 მგ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია;

თითოეული ამპულა გამხსნელით შეიცავს: ლიდოკაინის წყალხსნარი 1%

პანტოქსონი 1 გ/3.5 მლ ფხვნილი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

თითოეული ფლაკონი ფხვნილით შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონის დინატრიუმი * 3,5 H2O 1,193 გ, რომელიც 1 გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია;

პანტოქსონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

პანტოქსონი 500 მგ/2 მლ ფხვნილი და გამხსნელი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: 1 ფლაკონი ფხვნილი + 1 ამპულა 2 მლ გამხსნელით

პანტოქსონი 1 გ/3,5 მლ ფხვნილი და გამხსნელი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: 1 ფლაკონი ფხვნილი + 1 ამპულა 3,5 მლ გამხსნელით.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Aesculapius Farmaceutici S.r.l. - Via Cefalonia, 70 - 25124 Brescia

ესკულაპიუს ფარმაცეუტიცი ს.რ.ლ. - ვია კეფალონია, 70 - 25124 ბრეშია

მწარმოებელი

პანტოქსონი 500 მგ/2 მლ ფხვნილი და გამხსნელი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

Mitim S.r.l. - Via Cacciamali, 34-36-38 - 25125 Brescia

მიტიმ ს.რ.ლ. - ვია კაჩიამალი, 34-36-39 - 25125 ბრეშია

პანტოქსონი 1 გ/3,5 მლ ფხვნილი და გამხსნელი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

Laboratorio Farmaceutici C.T. S.r.l. – Via Dante Alighieri, 71 – 18038 Sanremo (IM).

ლაბორატორიო ფარმაცეუტიცი კ.ტ. ს.რ.ლ. - ვია დანტე ალიგიერი, 71 – 18038 სანრემო (IM)

ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია 2025 წლის აპრილი.

შენახვის პირობები

შენახვის ვადა იხ. შეფუთვაზე.

ყურადღება: დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა გულისხმობს, რომ პროდუქტი ინახება გაუხსნელი შეფუთვით სათანადო პირობებში.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ განზავების შემდეგ. თუ არ ხდება მაშინათვე გამოყენება, პრეპარატის გამოყენებამდე შენახვის პირობებსა და დროზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. განზავების შემდეგ მედიკამენტის ქიმიური და ფიზიკური სტაბილობა ნაჩვენები იქნა 24 საათის განმავლობაში +2°C - +8°C-ზე შენახვისას და 6 საათის განმავლობაში, თუ პროდუქტი ინახება 25°C ტემპერატურის ქვემოთ.

პრეპარატმა შეიძლება ფერი შეიცვალოს ღია ყვითელიდან ქარვისფრამდე კონცენტრაციისა და შენახვის პერიოდის მიხედვით. ამ მოვლენას არ აქვს გავლენა მედიკამენტის ეფექტიანობაზე ან ამტანობაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

პანტოქსონი 500 მგ/2 მლ ფხვნილი და გამხსნელი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

პანტოქსონი 1 გ/3.5 მლ ფხვნილი და გამხსნელი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ცეფტრიაქსონი (ცეფტრიაქსონის ნატრიუმის სახით)

ექვივალენტური მედიკამენტი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია

რას წარმოადგენს პანტოქსონი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა საინექციო პანტოქსონის გამოყენებამდე

პანტოქსონის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

პანტოქსონის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პანტოქსონი და მისი გამოყენება

პანტოქსონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ცეფტრიაქსონს, რომელიც არის ანტიბიოტიკი და განკუთვნილია ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის (ახალშობილების ჩათვლით). ის ანადგურებს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს და მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის პრეპარატებს.

პანტოქსონი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

თავის ტვინი (მენინგიტი);

ფილტვები;

შუა ყური;

მუცელი და მუცლის კედელი (პერიტონიტი);

საშარდე გზები და თირკმელები;

ძვლები და სახსრები;

კანი ან რბილი ქსოვილები;

სისხლი;

გული.

მისი გამოყენება შეიძლება:

სქესობრივი გზით გადამდები გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ (გონორეა და სიფილისი);

ლეიკოციტების დაქვეითებული რაოდენობის (ნეიტროპენიის) მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ცხელება;

გულმკერდის ინფექციების სამკურნალოდ ქრონიკული ბრონქიტის მქონე მოზრდილებში;

ლაიმის დაავადების სამკურნალოდ (რომელიც გამოწვეულია ტკიპის ნაკბენით) ზრდასრულებსა და ბავშვებში, 15 დღის ასაკიდან ახალშობილების ჩათვლით;

ქირურგიული ოპერაციის დროს ინფექციების პრევენციისთვის.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პანტოქსონის გამოყენებამდე

პანტოქსონი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია ცეფტრიაქსონის ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6);

თუ პაციენტს წარსულში აღენიშნებოდა მოულოდნელი ან ძლიერი ალერგიული რეაქცია პენიცილინის ან მსგავსი ანტიბიოტიკების მიმართ (როგორიცაა ცეფალოსპორინები, პენიცილინები, მონობაქტამები ან კარბაპენემები). ნიშნები მოიცავს უეცრად განვითარებულ ხორხის ან სახის შეშუპებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ხელების, ტერფებისა და კოჭების უეცარ შეშუპებას, ტკივილს მკერდის არეში და სწრაფად განვითარებულ მძიმე გამონაყარს;

თუ პაციენტი ალერგიულია ლიდოკაინის მიმართ და უნდა გაუკეთდეს პანტოქსონის კუნთშიდა ინექცია.

პანტოქსონი არ გამოიყენება პატარა ბავშვებში, თუ:

ახალშობილი დღენაკლულია;

ბავშვი ახალშობილია (28 დღემდე ასაკისაა) და აქვს სისხლის გარკვეული პრობლემები ან სიყვითლე (კანის ან სკლერების გაყვითლება), ან ინტრავენურად იღებს კალციუმის შემცველ პროდუქტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პანტოქსონის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა, თუ:

პაციენტს აღენიშნება ან წარსულში განუვითარდა შემდეგი სიმპტომების კომბინაცია: გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებზე და პირის ღრუში ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა, მაღალი ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია) და გადიდებული ლიმფური კვანძები (კანის სერიოზული რეაქციის ნიშნები, იხ. ასევე პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”);

პაციენტმა უკანასკნელ პერიოდში მიიღო ან აპირებს, მიიღოს კალციუმის შემცველი პროდუქტი;

პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ აღენიშნებოდა დიარეა. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, კოლიტი (ნაწლავის ანთება);

პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;

პაციენტს აღენიშნება ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის კენჭოვანი დაავადება;

პაციენტს აღენიშნება სხვა დაავადება, როგორიცაა ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს კანის ღია ყვითელ შეფერილობას, სისუსტეს ან ქოშინს);

პაციენტი იმყოფება ნატიუმის დაბალი შემცველობის მქონე დიეტაზე;

პაციენტს ღვიზლის ან თირკმლის პრობლემები აქვს (იხ. პარაგრაფი 4).

თუ პაციენტს ესაჭიროება სისხლის ან შარდის ანალიზი

თუ პაციენტი პანტოქსონს იღებს ხანგრძლივად, შესაძლოა რეგულარულად დასჭირდეს სისხლის ანალიზების აღება. პანტოქსონმა შეიძლება შეცვალოს შარდში შაქრისა და სისხლის ანალიზის, ე.წ. კუმბსის ტესტის, შედეგები. ანალიზის ჩატარების შემთხვევაში:

პაციენტმა უნდა აცნობოს პირს, რომელიც იღებს მასალას ანალიზისთვის, რომ უკეთდება პანტოქსონი.

ბავშვები

პანტოქსონის გამოყენებამდე მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ:

ბავშვს უკანსკნელ პერიოდში უკეთდებოდა ან უნდა გაუკეთდეს კალციუმის შემცველი პროდუქტი ინტრავენურად.

სხვა მედიკამენტები და პანტოქსონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანსკნელ პერიოდში იღებდა ან უნდა მიიღოს. კერძოდ, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს:

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის რომელიმე ანტიბიოტიკი;

ანტიბიოტიკი, ე.წ. ქლორამფენიკოლი (გამოიყენება ინფექციების, განსაკუთრებით, თვალის ინფექციების სამკურნალოდ).

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ექიმი შეაფასებს პანტოქსონით მკურნალობის სარგებელს ბავშვისთვის რისკებთან შედარებით.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

პანტოქსონმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, დაუშვებელია ავტომობილის, სხვა ხელსაწყოების ან მექანიზმების მართვა. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პანტოქსონი შეიცავს ნატრიუმს

პანტოქსონის თითოეული გრამი შეიცავს 3.6 მმოლ (165,6 მგ) ნატრიუმს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს ნატრიუმის შემზღუდველ დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

პანტოქსონის გამოყენების წესი

პანტოქსონი ჩვეულებრივ კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ. ის კეთდება ინექციის სახით კუნთში. პანტოქსონი მზადდება ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ და ის არ უნდა შეერიოს კალციუმის შემცველ საინექციო ხსნარებს, ან ერთდროულად გაკეთდეს მათთან ერთად.

რეკომენდებული დოზა

ექიმი განსაზღვრავს პაციენტისთვის საჭირო პანტოქსონის დოზას. დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ტიპზე; იღებს თუ არა პაციენტი სხვა ანტიბიოტიკებს; პაციენტის წონასა და ასაკზე; თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციაზე. პანტოქსონის მისაღები დღეების ან კვირების რაოდენობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე.

ზრდასრულები, ხანდაზმულები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები სხეულის წონით 50 კილოგრამი (კგ) ან მეტი

1-2 გ ერთხელ დღეში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით. თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექცია, ექიმი დანიშნავს უფრო მაღალ დოზას (4 გ-მდე დღეში ერთხელ). თუ პაციენტის დღიური დოზა აღემატება 2 გ-ს, მას შეუძლია პრეპარატი მიიღოს ერთი დოზის სახით, ერთხელ დღეში, ან ორი ცალკეული დოზის სახით.

ახალშობილები, ჩვილები და ბავშვები 15 დღის ასაკიდან 12 წლამდე სხეულის წონით 50კგ-ზე ნაკლები:

50-80 მგ პანტოქსონი ბავშვის სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე, დღეში ერთხელ, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის გათვალისწინებით. თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექცია, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო მაღალი დოზა _ 100 მგ-მდე სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე, მაქსიმუმ 4 გ დღეში ერთხელ. თუ პაციენტის დღიური დოზა აღემატება 2 გ-ს, მას შეუძლია პრეპარატი მიიღოს ერთი დოზის სახით, ერთხელ დღეში, ან ორი ცალკეული დოზის სახით.

50კგ ან მეტი წონის ბავშვებმა უნდა მიიღონ ზრდასრულებისათვის განკუთვნილი ჩვეულებრივი დოზა.

ახალშობილები (0-14 დღის ასაკის)

20-50 მგ პანტოქსონი სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე, ერთხელ დღეში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.

მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ-ს სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე.

პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებით

პაციენტს შეიძლება დაენიშნოს სტანდარტულისგან განსხვავებული დოზა. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პანტოქსონის საჭირო რაოდენობას და ყურადღებით დააკვირდება პაციენტს ღვიძლის და თირკმლის დაავადების სიმძიმის მიხედვით.

პანტოქსონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტმა შემთხვევით მიიღო ექიმის მიერ დანიშნულზე მაღალი დოზა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

პანტოქსონის დოზის გამოტოვებისას

ინექციის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა შესაძლებლობისთანავე უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა. თუმცა, თუ უკვე მოახლოებულია შემდეგი ინექციის დრო, გამოტოვებულ უნდა იქნეს დავიწყებული ინექცია. დაუშვებელია დოზის გაორმაგება (ერთდროულად ორი ინექციის მიღება) გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

პანტოქსონის მიღების შეწყვეტისას

დაუშვებელია პანტოქსონის მიღების შეწყვეტა ექიმის რეკომენდაციის გარეშე. პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ცეფტრიაქსონით მკურნალობამ, განსაკუთრებით თირკემლების ან ნერვული სისტემის მძიმე პრობლემების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაქვეითება, პათოლოგიური მოძრაობები, აგზნება და კრუნჩვები.

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

მძიმე ალერგიული რეაქციები (სიხშირე უცნობია, სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარებისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

შესაძლო ნიშნებია:

მკერდში ტკივილი ალერგიული რეაქციის ფონზე, რომელიც შეიძლება ალერგიით გამოწვეული გულის სეტევის სიმპტომი იყოს (კუნისის სინდრომი);

სახის, ხორხის, ტუჩების ან პირის უეცარი შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;

ხელების, ტერფების ან კოჭების უეცარი შეშუპება.

მძიმე სახის გამონაყარი კანზე (სიხშირე უცნობია, სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

თუ პაციენტს აღენიშნება კანზე მძიმე გამონაყარი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

შესაძლო ნიშნებია:

კანზე მძიმე გამონაყარი, რომელიც ვითარდება სწრაფად, ბუშტუკებით ან კანის აქერცვლით და შესაძლოა ბუშტუკები განვითარდეს პირის ღრუში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ე.წ. სჯს და ტენ);

შემდეგი სიმპტომების ნებისმიერი კომბინაცია: ექსტენსიური გამონაყარი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდა, სისხლის ანალიზების ცვლილებები (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძები და სხვა ორგანოების მოცვა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით, ე.წ. DRESS სინდრომი ან ჰიპერმგრძნობელობა მედიკამენტის მიმართ);

იარიხ-ჰერქსაიმერის რეაქცია, რომელმა შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და გამონაყარი, რომელიც ძირითადად თავისით გადის. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს სპიროქეტული ინფექციის, როგორიცაა მაგ.: ლაიმის დაავადება, პანტოქსონით მკურნალობის დაწყებიდან მალე.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ლეიკოციტების დარღვევები (როგორიცაა ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და ეოზინოფილების რაოდენობის მომატება) და თრომბოციტების დარღვევები (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება);

თხიერი განავალი ან დიარეა;

ღვიძლის ფუნქციების სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილებები;

გამონაყარი.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

სოკოვანი ინფექციები (მაგალითად, რძიანა);

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (გრანულოციტოპენია);

ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია);

სისხლის შედედების პრობლემები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისხლჩაქცევების ადვილად განვითარებას და სახსრების ტკივილსა და შეშუპებას;

თავის ტკივილი;

თავბრუსხვევა;

გულისრევა ან ღებინება;

ქავილი;

პანტოქსონის ინექციის ადგილზე ვენის გასწვრივ ტკივილის ან წვის შეგრძნება; ტკივილი ინექციის ადგილას;

ცხელება;

თირკმლის ფუნქციის ანალიზის ცვლილება (სისხლში კრეატინინის დონის ზრდა).

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ანთება. სიმპტომები მოიცავს დიარეას, ხშირად სისხლით და ლორწოთი, მუცლის ტკივილსა და ცხელებას;

სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი);

კვანძოვანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), შესაძლოა გავრცელდეს სხეულის დიდ ნაწილზე. ქავილის შეგრძნება და შეშუპება;

შარდში სისხლის ან შაქრის არსებობა;

შეშუპება (სითხის შეკავება);

კანკალი.

სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

მეორეული ინფექცია, რომელიც შესაძლოა არ ემორჩილებოდეს ადრე მიღებულ ანტიბიოტიკებს;

ანემიის ტიპი, როცა ხდება ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზური ანემია);

ლეიკოციტების ძლიერი დაქვეითება (აგრანულოციტოზი);

კრუნჩხვები;

ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება);

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). სიმპტომები მოიცავს ძლიერ ტკივილს მუცელში, რომელიც ვრცელდება წელის არეში;

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი);

ენის ანთება (გლოსიტი). სიმპტომები მოიცავს ენის შეშუპებას, სიწითლესა და ტკივილს;

ნაღვლის ბუშტის პრობლემები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, გულისრევა და ღებინება, კანის გაყვითლება, ქავილი, უჩეულოდ მუქი შარდი და თიხისფერი განავალი;

ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილებში, რომელთაც აღენიშნებათ ძლიერად გამოხატული სიყვითლე (კერნიქტერუსი);

თირკმლის პრობლემები, რომელიც გამოწვეულია ცეფტრიაქსონის კალციუმის დეპოზიტებით. შესაძლოა შარდის გამოყოფის დროს აღინიშნებოდეს ტკივილი, ან შარდის რაოდენობის შემცირება;

კუმბსის ტესტის ცრუ დადებითი შედეგი (ანალიზი სისხლის ზოგიერთი დაავადების გამოსავლენად);

გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგი (შაქრის _ გალაქტოზის პათოლოგიური დაგროვება);

პანტოქსონმა შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის განმსაზღვრელი ზოგიერთი ტესტის შედეგი _ პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.'

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემების საშუალებით ვებგვერდზე: http://www.agenziafarmaco.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგროვებას.

პანტოქსონის შენახვის წესი

შენახვის ვადა: შენახვის ვადა იხ. შეფუთვაზე.

ყურადღება: დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა გულისხმობს, რომ პროდუქტი ინახება გაუხსნელი შეფუთვით სათანადო პირობებში.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ განზავების შემდეგ. თუ არ ხდება მაშინათვე გამოყენება, პრეპარატის გამოყენებამდე შენახვის პირობებსა და დროზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. განზავების შემდეგ მედიკამენტის ქიმიური და ფიზიკური სტაბილობა ნაჩვენები იქნა 24 საათის განმავლობაში +2°C - +8°C-ზე შენახვისას და 6 საათის განმავლობაში, თუ პროდუქტი ინახება 25°C ტემპერატურის ქვემოთ.

პრეპარატმა შეიძლება ფერი შეიცვალოს ღია ყვითელიდან ქარვისფრამდე კონცენტრაციისა და შენახვის პერიოდის მიხედვით. ამ მოვლენას არ აქვს გავლენა მედიკამენტის ეფექტიანობაზე ან ამტანობაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პანტოქსონი

პანტოქსონი 500 მგ/2 მლ ფხვნილი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

თითოეული ფლაკონი ფხვნილით შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონის დინატრიუმი * 3,5 H2O 596.5 მგ, რომელიც 500 მგ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია;

თითოეული ამპულა გამხსნელით შეიცავს: ლიდოკაინის წყალხსნარი 1%

პანტოქსონი 1 გ/3.5 მლ ფხვნილი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

თითოეული ფლაკონი ფხვნილით შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონის დინატრიუმი * 3,5 H2O 1,193 გ, რომელიც 1 გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია;

თითოეული ამპულა გამხსნელით შეიცავს: ლიდოკაინის წყალხსნარი 1%

პანტოქსონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

პანტოქსონი 500 მგ/2 მლ ფხვნილი და გამხსნელი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: 1 ფლაკონი ფხვნილი + 1 ამპულა 2 მლ გამხსნელით

პანტოქსონი 1 გ/3,5 მლ ფხვნილი და გამხსნელი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: 1 ფლაკონი ფხვნილი + 1 ამპულა 3,5 მლ გამხსნელით.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Aesculapius Farmaceutici S.r.l. - Via Cefalonia, 70 - 25124 Brescia

ესკულაპიუს ფარმაცეუტიცი ს.რ.ლ. - ვია კეფალონია, 70 - 25124 ბრეშია

მწარმოებელი

პანტოქსონი 500 მგ/2 მლ ფხვნილი და გამხსნელი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

Mitim S.r.l. - Via Cacciamali, 34-36-38 - 25125 Brescia

მიტიმ ს.რ.ლ. - ვია კაჩიამალი, 34-36-39 - 25125 ბრეშია

პანტოქსონი 1 გ/3,5 მლ ფხვნილი და გამხსნელი კუნთშიდა საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

Laboratorio Farmaceutici C.T. S.r.l. – Via Dante Alighieri, 71 – 18038 Sanremo (IM).

ლაბორატორიო ფარმაცეუტიცი კ.ტ. ს.რ.ლ. - ვია დანტე ალიგიერი, 71 – 18038 სანრემო (IM)

ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია 2025 წლის აპრილი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა