პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ავექსონი

AVEXON

რეცეპტით2გინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში, დროული ახალშობილების ჩათვლით (დაბადებიდან): ბაქტერიული მენინგიტი, არაჰოსპიტალური პნევმონია, ჰოსპიტალური პნევმონია, შუა ყურის მწვავე ანთება, ინტრააბდომინური ინფექციები, საშარდე …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
ფორმა და შეფუთვა
2გ სტერილური ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №50
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Reyoung Pharmaceutical Co., Ltd(ჩინეთი)), საქართველო
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-034706
რეგისტრირებულია
21 მარტი 2022, მოქმედებს 21 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაავექსონი და სხვა წამალი ერთად

ავექსონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში, დროული ახალშობილების ჩათვლით (დაბადებიდან):

ბაქტერიული მენინგიტი,

არაჰოსპიტალური პნევმონია,

ჰოსპიტალური პნევმონია,

შუა ყურის მწვავე ანთება,

ინტრააბდომინური ინფექციები,

საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით),

ძვლებისა და სახსრების ინფექციები,

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები,

გონორეა,

სიფილისი,

ბაქტერიული ენდოკარდიტი.

ავექსონის გამოყენება შესაძლებელია:

მოზრდილებში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების სამკურნალოდ;

ლაიმის დისემინირებული ბორელიოზის სამკურნალოდ (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია)) მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში 15 დღის ასაკიდან;

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის;

ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მართვისას ცხელების დროს, რომელიც სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით არის განპირობებული;

ბაქტერიემიის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს, რომელიც ვითარდება ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ ინფექციასთან ასოციაციაში ან შესაძლოა იყოს მათთან დაკავშირებული.

ავექსონი უნდა იქნას გამოყენებული სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად, როდესაც გამომწვევი ბაქტერიების შესაძლო სპექტრი არ ემთხვევა მის ანტიბაქტერიულ სპექტრს.

მიღების წესი და დოზირება

დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მგრძნობელობაზე, ლოკალიზაციაზე და ტიპზე, პაციენტის ასაკსა და ჰეპატო-რენალურ ფუნქციაზე.

ქვემოთ მოცემულია ზოგადად რეკომენდებული დოზები მითითებული ჩვენებების მიხედვით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში გასათვალისწინებელია რეკომენდებული დიაპაზონის ზედა ზღვრის დოზები.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ):

არაჰოსპიტალური პნევმონია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ინტრააბდომინური ინფექციები, საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით) – 1-2 გ დღეში ერთხელ.

ჰოსპიტალური პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები, ძვლებისა და სახსრების ინფექციები - 2 გ დღეში ერთხელ.

პაციენტები ნეიტროპენიით და ცხელებით, რაც სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით არის განპირობებული, ბაქტერიული ენდოკარდიტი, ბაქტერიული მენინგიტი - 2-4 გ დღეში ერთხელ.

შენიშვნა: დადასტურებული ბაქტერიემიის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი. დღეში ორჯერ (12 საათში ერთხელ) შეყვანა შეიძლება განიხილებოდეს დღეში 2 გ-ზე მეტი დოზის დანიშვნისას.

ჩვენებები მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (≥ 50 კგ), რომლებიც საჭიროებენ დოზირების სპეციალურ რეჟიმს:

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა: 2 გ ერთჯერადად ოპერაციის წინ.

სიფილისი: ზოგადად რეკომენდებული დოზაა 500 მგ-1 გ დღეში ერთხელ გაზრდილი 2 გ-მდე დღეში ერთხელ ნეიროსიფილისის დროს, 10-14 დღის განმავლობაში.

ლაიმის დისემინირებული ბორელიოზი (ადრეული (სტადია II) და გვიანი (სტადია III)): 2 გ დღეში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში.

პედიატრიული პოპულაცია.

ახალშობილები, ჩვილები და ბავშვები 15 დღის ასაკიდან 12 წლამდე (<50 კგ).

50 კგ ან მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებისთვის უნდა გამოიყენებოდეს მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზა.

ინტრააბდომინური ინფექციები, საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური პნევმონია, ჰოსპიტალური პნევმონია - 50-80 მგ/კგ დღეში ერთხელ.

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები, ძვლებისა და სახსრების ინფექციები, პაციენტები ნეიტროპენიით და ცხელებით, რაც სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით არის განპირობებული - 50-100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ) დღეში ერთხელ.

ბაქტერიული მენინგიტი - 80-100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ) დღეში ერთხელ.

ბაქტერიული ენდოკარდიტი - 100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ) დღეში ერთხელ.

შენიშვნა: დადასტურებული ბაქტერიემიის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი.

დღეში ორჯერ (12 საათში ერთხელ) მიღება შეიძლება განიხილებოდეს დღეში 2 გ-ზე მეტი დოზის დანიშვნისას.

ჩვენებები ახალშობილებისთვის, ჩვილებისთვის და ბავშვებისთვის 15 დღის ასაკიდან 12 წლამდე (<50 კგ), რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დოზირებას:

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა: 50-80 მგ/კგ ერთჯერადად ოპერაციის წინ.

სიფილისი: ზოგადად რეკომენდებული დოზაა 75-100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ) დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში.

ლაიმის დისემინირებული ბორელიოზი (ადრეული [სტადია II] და გვიანი [სტადია III]): 50–80 მგ/კგ დღეში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში.

ახალშობილები 0-14 დღე.

ავექსონი უკუნაჩვენებია დღენაკლულ ახალშობილებში 41 კვირის პოსტმენსტრუალურ ასაკამდე (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი).

ინტრააბდომინური ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები, საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური პნევმონია, ჰოსპიტალური პნევმონია, ძვლებისა და სახსრების ინფექციები, პაციენტები ნეიტროპენიით და ცხელებით, რაც სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით არის განპირობებული - 20-50 მგ/კგ დღეში ერთხელ.

ბაქტერიული მენინგიტი, ბაქტერიული ენდოკარდიტი - 50 მგ/კგ დღეში ერთხელ. დადასტურებული ბაქტერიემიის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 50 მგ/კგ არ უნდა იყოს გადააჭარბებული.

0-14 დღის ახალშობილთა ჩვენებები, რომლებიც საჭიროებს სპეციალური რეჟიმის დოზირებას:

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა: 20-50 მგ/კგ ერთჯერადად ოპერაციის წინ.

სიფილისი: ზოგადად რეკომენდებული დოზაა 50 მგ/კგ დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა.

თერაპიის ხანგრძლივობა ვარირებს დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად. ზოგადად, როგორც ხდება ანტიბიოტიკოთერაპიისას, ცეფტრიაქსონის მიღება უნდა გაგრძელდეს პაციენტის ტემპერატურის ნორმალიზებიდან ან ბაქტერიული ერადიკაციის დადასტურებიდან 48 - 72 საათის განმავლობაში.

სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დოზირების რეკომენდაციები ემყარება შეზღუდულ მონაცემებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეროვნული ან ადგილობრივი მითითებები. ლაიმის დისემინირებული ბორელიოზის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ვარირებს და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეროვნული ან ადგილობრივი მითითებები. დადასტურებული ბაქტერიემიის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი.

ხანდაზმულები.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზები არ საჭიროებს ცვლილებებს ხანდაზმულ ადამიანებში, იმ პირობით, რომ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციები დამაკმაყოფილებელია.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები.

არსებული მონაცემები არ მიუთითებს დოზის კორექციის საჭიროებაზე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევისას, იმ პირობით, რომ თირკმლის ფუნქცია არ არის დარღვეული.

არ არსებობს კვლევის მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები.

პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დარღვევით არ არის საჭირო ცეფტრიაქსონის დოზის შემცირება, თუ ღვიძლის ფუნქცია არ არის დარღვეული. ხოლო თირკმლის პრეტერმინალური უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ) ცეფტრიაქსონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს დღეში.

დიალიზზე მყოფ პაციენტებში არ არის საჭირო დამატებითი დოზირება დიალიზის შემდეგ. ცეფტრიაქსონი პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით არ გამოიდევნება. რეკომენდებულია უსაფრთხოების და ეფექტურობის გულდასმითი კლინიკური მონიტორინგი.

პაციენტები ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობით.

პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით რეკომენდებულია უსაფრთხოების და ეფექტურობის გულდასმითი კლინიკური კონტროლი.

ხსნარის მომზადების წესი:

ინტრავენური შეყვანა.

ინტრავენური ინფუზიით პრეპარატი შეჰყავთ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ინტრავენური დოზა 50 მგ/კგ და მეტი ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა იქნას შეყვანილი ინფუზიის გზით. ახალშობილებში ინტრავენური დოზა შეჰყავთ 60 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა შემცირდეს ბილირუბინური ენცეფალოპათიის პოტენციური რისკი. 2 გ-ზე მეტი დოზისთვის უნდა იქნას გამოყენებული ინტრავენური შეყვანა.

ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია ახალშობილებში (≤ 28 დღე), თუ მათ ესაჭიროებათ (ან შესაძლოა დასჭირდეთ) მკურნალობა კალციუმის შემცველი ინტრავენური ხსნარებით, კალციუმის შემცველი უწყვეტი ინფუზიების, როგორიცაა პარენტერალური კვება, ჩათვლით, ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტაციის რისკის გამო.

კალციუმის შემცველი გამხსნელები (მაგალითად, რინგერის ან ჰარტმანის ხსნარი) არ უნდა იქნას გამოყენებული ცეფტრიაქსონის ფლაკონების აღსადგენად ან ინტრავენური შეყვანისთვის აღდგენილი ფლაკონის შემდგომი განზავების მიზნით, რადგან შეიძლება პრეციპიტატების წარმოქმნა. ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატები შეიძლება ასევე წარმოიქმნას, როდესაც ხდება ცეფტრიაქსონის შერევა კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური შეყვანის ერთი და იგივე სისტემაში. ამიტომ, ცეფტრიაქსონის და კალციუმის შემცველი ხსნარები არ უნდა იყოს შერეული ან ერთდროულად შეყვანილი.

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის ცეფტრიაქსონი უნდა დაინიშნოს ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე.

კონცენტრაცია ინტრავენური ინფუზიისთვის შეადგენს 50 მგ/მლ.

საინფუზიო ხსნარის მომზადება: რეკომენდებულია ახლად მომზადებული ხსნარების გამოყენება. ავექსონი არ უნდა იქნეს შერეული ერთ შპრიცში სხვა პრეპარატთან.

საინფუზიო სისტემა უნდა გაირეცხოს ყოველი გამოყენების შემდეგ.

ავექსონის 2 გ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად:

ინტრავენური ინფუზიისთვის 2 გ ავექსონი იხსნება 40 მლ კალციუმისგან თავისუფალ ერთ–ერთ შემდეგ საინფუზიო ხსნარში: 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 0.45% ნატრიუმის ქლორიდის + 2.5% დექსტროზას ხსნარი, 5% დექსტროზას ხსნარი, 10% დექსტროზას ხსნარი. ინტრავენური ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 წთ-ს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ცეფტრიაქსონის ან ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის მიმართ. ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობა (მაგ., ანაფილაქსიური რეაქცია) ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალების (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) მიმართ.

ცეფტრიაქსონი ასევე უკუნაჩვენებია:

41 კვირამდე ასაკის დღენაკლულ ახალშობილებში (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი);

დროულ ახალშობილებში (28 დღემდე ასაკის):

  • ჰიპერბილირუბინემიით, სიყვითლით, ასევე ჰიპოალბუმინემიით ან აციდოზით, რადგან ამ მდგომარეობებისას ბილირუბინთან კავშირი, სავარაუდოდ, დაქვეითებულია (in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია ბილირუბინის განდევნა მისი შრატის ალბუმინთან კავშირის ადგილებიდან, რაც ამ პაციენტებში ბილირუბინის ენცეფალოპათიის შესაძლო რისკს იწვევს).
  • თუ ესაჭიროებათ ინტრავენურად კალციუმის შეყვანა ან კალციუმის შემცველი ინფუზიები, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტაციის რისკის გამო.

ცეფტრიაქსონის ხსნარები, რომლებიც შეიცავს ლიდოკაინს, არ უნდა იქნას შეყვანილი ვენაში.

სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

დაფიქსირებულია ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული და ზოგჯერ ფატალური რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების შემთხვევაში, ცეფტრიაქსონით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო გადაუდებელი ზომების მიღება. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს, ჰქონია თუ არა პაციენტს ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები ცეფტრიაქსონის, სხვა ცეფალოსპორინების ან სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ. სიფრთხილეა საჭირო, თუ ცეფტრიაქსონი მიიღება პაციენტებში ანამნეზში არამძიმე ჰიპერმგრძნობელოით სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ.

ცეფტრიაქსონით მკურნალობისას აღწერილია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (სტივენს- ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)), რომლებიც სიცოცხლისათვის შეიძლება საშიში ან ფატალური იყოს; ამასთან, ამ მოვლენების სიხშირე არ არის ცნობილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აღწერილია ფატალური რეაქციების შემთხვევები ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატების არსებობით ფილტვებსა და თირკმლებში 1 თვეზე ნაკლები ასაკის დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში. ერთმა მათგანმა მაინც მიიღო ცეფტრიაქსონი და კალციუმი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საინფუზიო სისტემებით. არსებულ სამეცნიერო მონაცემებში, პაციენტებში, ახალშობილების გარდა, რომლებიც მკურნალობდნენ ცეფტრიაქსონით და კალციუმის შემცველი ხსნარებით ან სხვა კალციუმის შემცველი პრეპარატებით, არ არის დამადასტურებელი ცნობები ინტრავასკულური პრეციპიტატების წარმოქმნის შესახებ. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებს აქვთ ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის მომატებული რისკი სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით.

ნებისმიერი ასაკის პაციენტებში ცეფტრიაქსონი არ უნდა იქნეს შერეული ან ერთდროულად გამოყენებული კალციუმის შემცველ ინტრავენურ ხსნარებთან, თუნდაც სხვადასხვა საინფუზიო სისტემების ან შეყვანის სხვადასხვა ადგილის გამოყენებისას. ამასთან, 28 დღეზე უფროსი ასაკის პაციენტებში ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარები შეიძლება დაინიშნოს ერთმანეთის მიყოლებით, თუკი საინფუზიო სისტემები სხვადასხვა შეყვანის ადგილას გამოიყენება ან თუ საინფუზიო სისტემები შეიცვლება ან საფუძვლიანად გაირეცხება ინფუზიებს შორის ფიზიოლოგიური ხსნარით, პრეციპიტაციის თავიდან ასაცილებლად. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ უწყვეტ ინფუზიას კალციუმის შემცველი სრული პარენტერალური კვების (TPN) ხსნარებით, სამედიცინო პერსონალმა შეიძლება განიხილოს ალტერნატიული ანტიბაქტერიული მკურნალობის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც პრეციპიტატების წარმოქმნის ანალოგიურ რისკს არ წარმოადგენს. თუ ცეფტრიაქსონის გამოყენება საჭიროდ მიიჩნევა იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ უწყვეტ კვებას, TPN ხსნარების და ცეფტრიაქსონის შეყვანა შეიძლება ერთდროულად, თუმცა სხვადასხვა საინფუზიო სისტემის მეშვეობით სხვადასხვა შეყვანის ადგილიდან. გარდა ამისა, TPN ხსნარის ინფუზია შეიძლება შეჩერდეს ცეფტრიაქსონის ინფუზიის პერიოდის განმავლობაში და გაირეცხოს საინფუზიო სისტემები.

პედიატრიული პოპულაცია.

ცეფტრიაქსონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში დადგენილია დოზირებებისთვის, რომლებიც აღწერილია ნაწილში „მიღების წესი და დოზირება“. კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონს, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა ცეფალოსპორინს, შეუძლია განდევნოს შრატის ალბუმინებთან დაკავშირებული ბილირუბინი.

ავექსონი უკუნაჩვენებია დღენაკლული და დროული ახალშობილებისთვის, რომლებსაც აქვთ ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი.

აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია.

აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ცეფალოსპორინის კლასის ანტიბაქტერიულ საშუალებებს. ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს მოზრდილებში და ბავშვებში დაფიქსირდა ჰემოლიზური ანემიის მძიმე შემთხვევები, მათ შორის ფატალური.

თუ ცეფტრიაქსონის მიღებისას პაციენტს განუვითარდა ანემია, განიხილება ცეფალოსპორინთან ასოცირებული ანემიის დიაგნოზი, ხოლო ცეფტრიაქსონით მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტიოლოგიის დადგენამდე.

ხანგრძლივი მკურნალობა.

ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი.

კოლიტი / სუპერინფექცია.

ანტიბაქტერიულ საშუალებასთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი ვლინდება თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისას, ცეფტრიაქსონის ჩათვლით, და მათი სიმძიმის დიაპაზონი არის მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშ ფორმამდე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიარეა ცეფტრიაქსონის მიღების დროს ან მის შემდეგ. განსახილველია ცეფტრიაქსონით თერაპიის შეწყვეტა და Clostridium difficile -ს მიმართ სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა. დაუშვებელია იმ სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც აფერხებენ პერისტალტიკას.

არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციები შეიძლება განვითარდეს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენენის დროსაც.

თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს რეკომენდებულია უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საფუძვლიანი კლინიკური მონიტორინგი.

სეროლოგიური გამოკვლევები.

ავექსონით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს კუმბსის ტესტის, გალაქტოზეემიის ტესტის, ასევე შარდში გლუკოზის განსაზღვრისას ცრუ-დადებითი შედეგები (ცეფტრიაქსონის თერაპიის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრა უნდა გაკეთდეს მხოლოდ ფერმენტული მეთოდით).

ნატრიუმი.

პრეპარატის თითოეული გრამი შეიცავს 3.6 მმოლ ნატრიუმს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ნატრიუმის კონტროლის დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

ანტიბაქტერიული სპექტრი.

ცეფტრიაქსონს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების შეზღუდული სპექტრი და ამ პრეპარატით მონოთერაპია შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს ზოგიერთი ტიპის ბაქტერიების მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პათოგენი უკვე იდენტიფიცირებულია. პოლიმიკრობული ინფექციების დროს, ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტული ორგანიზმების არსებობისას, პრეპარატი უნდა დაინიშნოს დამატებით ანტიბიოტიკთან ერთად.

ლიდოკაინის გამოყენება.

ლიდოკაინის ხსნარი გამოიყენება გამხსნელად მხოლოდ კუნთში ინექციისთვის. ლიდოკაინის უკუჩვენებები, გაფრთხილებები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღწერილია ლიდოკაინის გამოყენების ინსტრუქციაში. ლიდოკაინის ხსნარი არ უნდა იქნას შეყვანილი ვენაში.

ბილიარული ლითიაზი.

სონოგრამებზე (ულტრაბგერითი სკანირება) დაჩრდილვის აღმოჩენისას, გასათვალისწინებელია ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატების არსებობის შესაძლებლობა. დაჩრდილვა, რომელიც შეცდომით აღქმულ იქნა ნაღვლის ბუშტის კენჭებად, აღინიშნა ნაღვლის ბუშტის სონოგრამებზე და უფრო ხშირად ვლინდება ცეფტრიაქსონის 1 გ დღეში და მეტი დოზით გამოყენებისას. სიფრთხილე განსაკუთრებით გასათვალისწინებელია პედიატრიულ პოპულაციაში. ასეთი პრეციპიტატები ქრება ცეფტრიაქსონის შეწყვეტის შემდეგ. ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატები იშვიათად ასოცირდება სიმპტომებთან. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია კონსერვატიული არაქირურგიული მკურნალობა, ხოლო ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა განიხილება ექიმის მიერ სარგებელი/რისკის სპეციფიკური შეფასების საფუძველზე.

ბილიარული სტაზი.

ცეფტრიაქსონის გამოყენებისას პაციენტებში დაფიქსირდა პანკრეატიტის შემთხვევები, შესაძლოა ბილიარული ობსტრუქციის გამო. პაციენტთა უმეტესობას უკვე ჰქონდა ბილიარული სტაზის და ბილიარული ნალექის წარმოქმნის რისკ ფაქტორები, მაგალითად, წინ უძღოდა ძირითადი თერაპია, მძიმე დაავადება და სრული პარენტერალური კვება. არ უნდა გამოირიცხოს ნაღვლის გზებში პრეციპიტატების წარმოქმნის ცეფტრიაქსონთან დაკავშირებული ტრიგერი ან კოფაქტორი.

თირკმლის ლითიაზი.

დაფიქსირებულია თირკმლის ლითიაზის შემთხვევები, რომლებიც შექცევადია ცეფტრიაქსონის შეწყვეტისთანავე. სიმპტომურ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს სონოგრაფია. ანამნეზში თირკმლის ლითიაზის ან ჰიპერკალციურიის მქონე პაციენტებში გამოყენება უნდა განიხილოს ექიმმა სარგებელი/რისკის კონკრეტული შეფასების საფუძველზე.

იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია (JHR).

სპიროქეტას მიერ გამოწვეული ინფექციით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია (JHR) ცეფტრიაქსონით მკურნალობის დაწყებისთანავე. JHR ჩვეულებრივ არის თვითშეზღუდვის მდგომარეობა ან მისი კონტროლირება შესაძლებელია სიმპტომური მკურნალობით. ასეთი რეაქციის განვითერბისას ანტიბიოტიკებით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს.

ენცეფალოპათია.

ცეფტრიაქსონის გამოყენებისას დაფიქსირდა ენცეფალოპათია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით ან ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით. ცეფტრიაქსონთან ასოცირებული ენცეფალოპათიაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში (მაგ., ცნობიერების დონის დაქვეითება, შეცვლილი გონებრივი მდგომარეობა, მიოკლონუსი, კრუნჩხვები), ცეფტრიაქსონის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები (კერძოდ, თავბრუსხვევა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის დროს.

შეფუთვა:

2 გ სტერილური ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 50 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტარულ ბარიერს. ორსულ ქალებში ცეფტრიაქსონის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ორსულობის პერიოდში და განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში ცეფტრიაქსონი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი სჭარბობს პოტენციურ რისკს.

ძუძუთი კვება.

ცეფტრიაქსონი გამოიყოფა დედის რძეში დაბალი კონცენტრაციებით, მაგრამ ცეფტრიაქსონის თერაპიული დოზებით გამოყენებისას ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე გავლენა მეძუძურ ახალშობილებზე. ამასთან, არ შეიძლება გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციის რისკი, ასევე სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ცეფტრიაქსონით თერაპიის შეწყვეტის/თავის არიდების შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვებისა და ქალისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.

ფერტილობა.

რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არ არსებობს მავნე ზემოქმედება მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე.

გვერდითი მოვლენები

ცეფტრიაქსონის ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციებია ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

ცეფტრიაქსონის გვერდითი რეაქციების სიხშირის განმსაზღვრელი მონაცემები მიღებულია კლინიკური კვლევების შედეგად.

გვერდითი რეაქციების სიხშირე კლასიფიკაცირებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000), არ არის ცნობილი (შეუძლებელია არსებული მონაცემებით შეფასება).

ინფექციები და ინვაზიები: არახშირი - გენიტალური სოკოვანი ინფექცია; იშვიათი - ფსევდომემბრანული კოლიტი; არ არის ცნობილი - სუპერინფექცია.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირი - ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; არახშირი - გრანულოციტოპენია, ანემია, კოაგულოპათია; არ არის ცნობილი - ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: არ არის ცნობილი - ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია, ჰიპემგრძნობელობა, იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; იშვიათი - ენცეფალოპათია; არ არის ცნობილი - კრუნჩხვები.

სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ: არ არის ცნობილი - ვერტიგო.

სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: იშვიათად - ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ხშირი - დიარეა, ხშირი თხიერი განავალი; არახშირად - გულისრევა, ღებინება; არ არის ცნობილი - პანკრეატიტი, სტომატიტი, გლოსიტი.

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; არ არის ცნობილი - პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში, კერნიქტერუსი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - გამონაყარი; არახშირი - ქავილი; იშვიათი - ჭინჭრის ციება; არ არის ცნობილი - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა, მწვავე ეგზანთემატოზური პუსტულოზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: იშვიათი - ჰემატურია, გლუკოზურია; არ არის ცნობილი - ოლიგურია, რენალური პრეციპიტაცია (შექცევადი).

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე: არახშირად - ფლებიტი, ტკივილი ინექციის ადგილზე, პირექსია; იშვიათად - შეშუპება, შემცივნება.

გამოკვლევები: არახშირად - სიხლში კრეატინინის მომატება; არ არის ცნობილი - კუმბსის ცრუ-დადებითი ტესტი, გალაქტოზემიის ცრუ-დადებითი ტესტი, ცრუ-დადებითი შედეგები არაენზიმური მეთოდებით გლუკოზის განსაზღვრისას.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა.

ინფექციები და ინვაზიები.

ცეფტრიაქსონის გამოყენების შემდეგ შეტყობინებები დიარეის შესახებ შეიძლება დაკავშირებული იყოს Clostridium difficile-სთან. უნდა განხორციელდეს სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის სათანადო მართვა.

ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია.

იშვიათად აღინიშნა მძიმე და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფატალური გვერდითი რეაქციები დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში (<28 დღის ასაკის), რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენურად ცეფტრიაქსონითა და კალციუმით. ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატები დაფიქსირდა გაკვეთისას ფილტვებსა და თირკმლებში. ახალშობილებში პრეციპიტაციის მაღალი რისკი წარმოადგენს მათი სისხლის დაბალი მოცულობისა და ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის შედეგს მოზრდილებთან შედარებით.

ცეფტრიაქსონის პრეციპიტაციის შემთხვევები დაფიქსირებულია საშარდე გზებში, ძირითადად ბავშვებში, რომლებიც მკურნალობენ მაღალი დოზებით (მაგ., ≥ 80 მგ/კგ/დღეში ან საერთო დოზებით >10 გ) და რომლებსაც აქვთ სხვა რისკ ფაქტორები (მაგ., გაუწყლოება, ლოგინად ჩავარდნა). ეს მოვლენა შეიძლება იყოს ასიმპტომური ან სიმპტომური, შეიძლება გამოიწვიოს შარდსაწვეთის ობსტრუქცია და პოსტრენალური თირკმლის მწვავე უკმარისობა, მაგრამ, როგორც წესი, შექცევადია ცეფტრიაქსონის შეწყვეტისას.

ნაღვლის ბუშტში დაფიქსირდა ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატები, პირველ რიგში, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რეკომენდებულ სტანდარტულ დოზაზე მაღალი დოზებით. ბავშვებში, პროსპექტიულმა გამოკვლევებმა აჩვენა პრეციპიტაციის ცვალებადი სიხშირე ინტრავენური გამოყენებისას - ზოგიერთ კვლევაში 30%-ზე მეტი. როგორც ჩანს, პრეციპიტაციის სიხშირე უფრო დაბალია ნელი ინფუზიით გამოყენებისას (20-30 წუთი). ეს ეფექტი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში პრეციპიტატებს თან ახლავს ისეთი კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, გულისრევა და პირღებინება. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. პრეციპიტაცია ჩვეულებრივ შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისთანავე.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება, შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. სპეციფიკური ანტიდოტი ავექსონის მიმართ არ არსებობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება არაეფექტურია.

შემადგენლობა

1 ფლაკონი შეიცავს:

ცეფტრიაქსონ ნატრიუმს, 2 გ ცეფტრიაქსონის ეკვივალენტურს.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მომზადებული ხსნარი ინახება 6 სთ-ის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე და 24 სთ-ის განმავლობაში 2-8°C ტემპერატურაზე. თუმცა, რეკომენდებულია ხსნარი გამოყენებულ იქნას მომზადებისთანავე.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.

ATC Code: J01DD04.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ავექსონი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისთვის. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით პენიცილინთან შეკავშირებული ცილების (PBP) მიერთების გზით. ეს იწვევს უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზის შეწყვეტას და შედეგად ბაქტერიული უჯრედების ლიზისს და სიკვდილს.

რეზისტენტობა.

ცეფტრიაქსონის მიმართ ბაქტერიული რეზისტენტობა შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი მექანიზმებით:

ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზებით, ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების, კარბაპენემაზების და Amp C ფერმენტების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება ინდუცირდებოდეს ან სტაბილურად ითრგუნებოდეს ბაქტერიების გარკვეულ აერობულ გრამუარყოფით სახეობებში.

ცეფტრიაქსონის მიმართ პენიცილინთან შეკავშირებული ცილების შემცირებული აფინირება.

გრამუარყოფითი ორგანიზმების გარე მემბრანის შეუღწევადობა.

ბაქტერიული ეფლუქსური ტუმბოები.

კლინიკური ეფექტურობა გარკვეული პათოგენების მიმართ.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში ცალკეული სახეობებისთვის, ამიტომ მძიმე ინფექციების მკურნალობისას საჭიროა ცეფტრიაქსონის მიმართ პათოგენების რეზისტენტობაზე ადგილობრივი ინფორმაციის გათვალისწინება.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები. გრამდადებითი აერობები: Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე)£, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (მეთიცილინ-მგრძნობიარე)£, Streptococcus pyogenes (ჯგუფი A), Streptococcus agalactiae (ჯგუფი B), Streptococcus pneumonia, Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები. გრამ-უარყოფითი აერობები: Borrelia burgdorferi, Haemophilus influenza, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhea, Neisseria meningitides, Proteus mirabilis, Providencia spp., Treponema pallidum.

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა. გრამდადებითი აერობები: Staphylococcus epidermidis+, Staphylococcus haemolyticus+, Staphylococcus hominis+. გრამუარყოფითი აერობები: Citrobacter freundii, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli%, Klebsiella pneumoniae%, Klebsiella oxytoca%, Morganella morganii, Proteus vulgaris, Serratia marcescens. ანაერობები: Bacteroides spp., Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp., Clostridium perfringens.

არსებითად რეზისტენტული ორგანიზმები. გრამდადებითი აერობები: Enterococcus spp., Listeria monocytogenes. გრამუარყოფითი აერობები: Acinetobacter baumannii, Pseudomonas aeruginosa, Stenotrophomonas maltophilia. ანაერობები: Clostridium difficile. სხვა: Chlamydia spp., Chlamydophila spp., Mycoplasma spp., Legionella spp., Ureaplasma urealyticum.

£ - ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი რეზისტენტულია ცეფტრიაქსონის მიმართ.

+ - რეზისტენტობის მაჩვენებლები >50% მინიმუმ ერთ რეგიონში.

% - გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების წარმომქნელი შტამები ყოველთვის რეზისტენტულია.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია. ცეფტრიაქსონის 500 მგ და 1 გ ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემდეგ პლაზმაში ცეფტრიაქსონის საშუალო პიკური დონე შეადგენს დაახლოებით 120 და 200 მგ/ლ შესაბამისად. ცეფტრიაქსონის 2 გ ინტრავენური ინფუზიის შემდეგ პლაზმაში ცეფტრიაქსონის დონე შეადგენს დაახლოებით 250 მგ/ლ.

განაწილება. ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12 ლ. კონცენტრაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება უმრავლესი შესაბამისი პათოგენების მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციებს, ვლინდება ქსოვილებში, მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში/ღვიძლში, ტონზილებში, შუა ყურის და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლებში და ცერებროსპინალურ, პლევრულ, წინამდებარე ჯირკვლის და სინოვიურ სითხეებში. განმეორებითი გამოყენებისას პლაზმაში ვლინდება საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) 8-15% ზრდა; წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა უმეტეს შემთხვევაში 48-72 საათის განმავლობაში, შეყვანის გზის შესაბამისად.

ქსოვილებში შეღწევა. ცეფტრიაქსონი აღწევს მენინგეალურ გარსებში. შეღწევა ყველაზე მაღალია, როდესაც მენინგეალურ გარსებში აღინიშნება ანთების პროცესი. ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში შეადგენს პლაზმური დონის 25%-მდე ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებში, ხოლო პაციენტებში მენინგეალური გარსების ანთების გარეშე - პლაზმური დონის 2%-მდე. ცეფტრიაქსონის მაქსიმალური კონცენტრაცია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში მიიღწევა ინტრავენური ინექციიდან დაახლოებით 4-6 საათის შემდეგ. ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში დაბალი კონცენტრაციებით.

ცილებთან კავშირი. ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 95%-ს პლაზმაში 100 მგ/ლ-ზე ნაკლები კონცენტრაციის დროს. შეკავშირება არის გაჯერებადი და დაკავშირებული ნაწილი მცირდება კონცენტრაციის ზრდასთან ერთად (85%-მდე პლაზმური კონცენტრაციისას 300 მგ/ლ).

ბიოტრანსფორმაცია. ცეფტრიაქსონი არ მეტაბოლიზდება სისტემურად; თუმცა ნაწლავის მიკროფლორის მიერ გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად.

ელიმინაცია. ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი (შეკავშირებული და თავისუფალი) არის 10-22 მლ/წთ. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 5-12 მლ/წთ. ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ძირითადად გორგლოვანი ფილტრაციის გზით, ხოლო 40-50% უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველში. მოზრდილებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8 საათს.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით. პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა უმნიშვნელოდ იცვლება ნახევარგამოყოფის პერიოდის მცირედი მომატებით (2-ჯერ-ზე ნაკლები), თუნდაც პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დაქვეითებით.

თირკმლის უკმარისობისას ნახევარგამოყოფის პერიოდის შედარებით უმნიშვნელო ზრდა აიხსნება არათირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდით, რაც გამოწვეულია პლაზმის ცილებთან შეკავშირების შემცირებით და მთლიანი ცეფტრიაქსონის არათირკმლისმიერი კლირენსის შესაბამისი ზრდით.

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება, თირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდის გამო. ეს ასევე განპირობებულია პლაზმაში ცეფტრიაქსონის თავისუფალი ფრაქციის ზრდით, რაც ხელს უწყობს პრეპარატის საერთო კლირენსის პარადოქსულ მომატებას, განაწილების მოცულობის ზრდის ფონზე, საერთო კლირენსის მომატების პარალელურად.

ხანდაზმულები. 75 წლის ასაკის ზევით პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება საშუალოდ 2-3-ჯერ ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით.

პედიატრიული პოპულაცია. ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალშობილებში გახანგრძლივებულია. დაბადებიდან 14 დღის ასაკამდე, თავისუფალი ცეფტრიაქსონის დონე შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს გლომერულური ფილტრაციის შემცირების და პლაზმის ცილებთან კავშირის შეცვლის გამო. ბავშვობის პერიოდში ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო დაბალია, ვიდრე ახალშობილებში ან მოზრდილებში.

ცეფტრიაქსონის სრული პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში უფრო მეტია, ვიდრე მოზრდილებში.

ხაზოვანი/არახაზოვანი. ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკას აქვს არახაზოვანი ხასიათი და ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი, ნახევარგამოყოფის პერიოდის გარდა, დამოკიდებულია დოზაზე, თუ ეფუძნება პრეპარატის საერთო კონცენტრაციებს, და იზრდება ნაკლებად, ვიდრე დოზის პროპორციულად. არახაზოვნობა განპირობებულია პლაზმის ცილებთან შეკავშირების გაჯერებით და, ამიტომ აღინიშნება საერთო პლაზმური ცეფტრიაქსონისთვის, და არა თავისუფალი ცეფტრიაქსონისთვის.

ფარმაკოკინეტიკური / ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა. ისევე, როგორც სხვა ბეტა-ლაქტამების შემთხვევაში, ფარმაკოკინეტიკურ-ფარმაკოდინამიკური ინდექსი, რომელიც აჩვენებს საუკეთესო კორელაციას in vivo ეფექტიანობასთან, არის დოზირების ინტერვალის პროცენტული წილი, როდესაც თავისუფალი კონცენტრაცია რჩება ცეფტრიაქსონის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციაზე (MIC) მაღალი ინდივიდუალური სამიზნე სახეობებისთვის (მაგ.% T > MIC).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ავექსონი

(AVEXON)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ცეფტრიაქსონი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრიდან მოყვითალო-ნარინჯისფერამდე კრისტალური ფხვნილი;

შემადგენლობა:

1 ფლაკონი შეიცავს:

ცეფტრიაქსონ ნატრიუმს, 2 გ ცეფტრიაქსონის ეკვივალენტურს.

გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჩვენება:

პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში, დროული ახალშობილების ჩათვლით (დაბადებიდან):

ბაქტერიული მენინგიტი,

არაჰოსპიტალური პნევმონია,

ჰოსპიტალური პნევმონია,

შუა ყურის მწვავე ანთება,

ინტრააბდომინური ინფექციები,

საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით),

ძვლებისა და სახსრების ინფექციები,

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები,

გონორეა,

სიფილისი,

ბაქტერიული ენდოკარდიტი.

ავექსონის გამოყენება შესაძლებელია:

მოზრდილებში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების სამკურნალოდ;

ლაიმის დისემინირებული ბორელიოზის სამკურნალოდ (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია)) მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში 15 დღის ასაკიდან;

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის;

ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მართვისას ცხელების დროს, რომელიც სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით არის განპირობებული;

ბაქტერიემიის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს, რომელიც ვითარდება ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ ინფექციასთან ასოციაციაში ან შესაძლოა იყოს მათთან დაკავშირებული.

ავექსონი უნდა იქნას გამოყენებული სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად, როდესაც გამომწვევი ბაქტერიების შესაძლო სპექტრი არ ემთხვევა მის ანტიბაქტერიულ სპექტრს.

მიღების წესი და დოზირება:

დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მგრძნობელობაზე, ლოკალიზაციაზე და ტიპზე, პაციენტის ასაკსა და ჰეპატო-რენალურ ფუნქციაზე.

ქვემოთ მოცემულია ზოგადად რეკომენდებული დოზები მითითებული ჩვენებების მიხედვით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში გასათვალისწინებელია რეკომენდებული დიაპაზონის ზედა ზღვრის დოზები.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ):

არაჰოსპიტალური პნევმონია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ინტრააბდომინური ინფექციები, საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით) – 1-2 გ დღეში ერთხელ.

ჰოსპიტალური პნევმონია, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები, ძვლებისა და სახსრების ინფექციები - 2 გ დღეში ერთხელ.

პაციენტები ნეიტროპენიით და ცხელებით, რაც სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით არის განპირობებული, ბაქტერიული ენდოკარდიტი, ბაქტერიული მენინგიტი - 2-4 გ დღეში ერთხელ.

შენიშვნა: დადასტურებული ბაქტერიემიის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი. დღეში ორჯერ (12 საათში ერთხელ) შეყვანა შეიძლება განიხილებოდეს დღეში 2 გ-ზე მეტი დოზის დანიშვნისას.

ჩვენებები მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (≥ 50 კგ), რომლებიც საჭიროებენ დოზირების სპეციალურ რეჟიმს:

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა: 2 გ ერთჯერადად ოპერაციის წინ.

სიფილისი: ზოგადად რეკომენდებული დოზაა 500 მგ-1 გ დღეში ერთხელ გაზრდილი 2 გ-მდე დღეში ერთხელ ნეიროსიფილისის დროს, 10-14 დღის განმავლობაში.

ლაიმის დისემინირებული ბორელიოზი (ადრეული (სტადია II) და გვიანი (სტადია III)): 2 გ დღეში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში.

პედიატრიული პოპულაცია.

ახალშობილები, ჩვილები და ბავშვები 15 დღის ასაკიდან 12 წლამდე (<50 კგ).

50 კგ ან მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებისთვის უნდა გამოიყენებოდეს მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზა.

ინტრააბდომინური ინფექციები, საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური პნევმონია, ჰოსპიტალური პნევმონია - 50-80 მგ/კგ დღეში ერთხელ.

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები, ძვლებისა და სახსრების ინფექციები, პაციენტები ნეიტროპენიით და ცხელებით, რაც სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით არის განპირობებული - 50-100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ) დღეში ერთხელ.

ბაქტერიული მენინგიტი - 80-100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ) დღეში ერთხელ.

ბაქტერიული ენდოკარდიტი - 100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ) დღეში ერთხელ.

შენიშვნა: დადასტურებული ბაქტერიემიის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი.

დღეში ორჯერ (12 საათში ერთხელ) მიღება შეიძლება განიხილებოდეს დღეში 2 გ-ზე მეტი დოზის დანიშვნისას.

ჩვენებები ახალშობილებისთვის, ჩვილებისთვის და ბავშვებისთვის 15 დღის ასაკიდან 12 წლამდე (<50 კგ), რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ დოზირებას:

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა: 50-80 მგ/კგ ერთჯერადად ოპერაციის წინ.

სიფილისი: ზოგადად რეკომენდებული დოზაა 75-100 მგ/კგ (მაქსიმუმ 4 გ) დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში.

ლაიმის დისემინირებული ბორელიოზი (ადრეული [სტადია II] და გვიანი [სტადია III]): 50–80 მგ/კგ დღეში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში.

ახალშობილები 0-14 დღე.

ავექსონი უკუნაჩვენებია დღენაკლულ ახალშობილებში 41 კვირის პოსტმენსტრუალურ ასაკამდე (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი).

ინტრააბდომინური ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები, საშარდე გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით), არაჰოსპიტალური პნევმონია, ჰოსპიტალური პნევმონია, ძვლებისა და სახსრების ინფექციები, პაციენტები ნეიტროპენიით და ცხელებით, რაც სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციით არის განპირობებული - 20-50 მგ/კგ დღეში ერთხელ.

ბაქტერიული მენინგიტი, ბაქტერიული ენდოკარდიტი - 50 მგ/კგ დღეში ერთხელ. დადასტურებული ბაქტერიემიის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 50 მგ/კგ არ უნდა იყოს გადააჭარბებული.

0-14 დღის ახალშობილთა ჩვენებები, რომლებიც საჭიროებს სპეციალური რეჟიმის დოზირებას:

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა: 20-50 მგ/კგ ერთჯერადად ოპერაციის წინ.

სიფილისი: ზოგადად რეკომენდებული დოზაა 50 მგ/კგ დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა.

თერაპიის ხანგრძლივობა ვარირებს დაავადების მიმდინარეობის შესაბამისად. ზოგადად, როგორც ხდება ანტიბიოტიკოთერაპიისას, ცეფტრიაქსონის მიღება უნდა გაგრძელდეს პაციენტის ტემპერატურის ნორმალიზებიდან ან ბაქტერიული ერადიკაციის დადასტურებიდან 48 - 72 საათის განმავლობაში.

სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დოზირების რეკომენდაციები ემყარება შეზღუდულ მონაცემებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეროვნული ან ადგილობრივი მითითებები. ლაიმის დისემინირებული ბორელიოზის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ვარირებს და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ეროვნული ან ადგილობრივი მითითებები. დადასტურებული ბაქტერიემიის დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს რეკომენდებული დოზის დიაპაზონის ზედა ზღვარი.

ხანდაზმულები.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზები არ საჭიროებს ცვლილებებს ხანდაზმულ ადამიანებში, იმ პირობით, რომ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციები დამაკმაყოფილებელია.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები.

არსებული მონაცემები არ მიუთითებს დოზის კორექციის საჭიროებაზე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევისას, იმ პირობით, რომ თირკმლის ფუნქცია არ არის დარღვეული.

არ არსებობს კვლევის მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები.

პაციენტებში თირკმლების ფუნქციის დარღვევით არ არის საჭირო ცეფტრიაქსონის დოზის შემცირება, თუ ღვიძლის ფუნქცია არ არის დარღვეული. ხოლო თირკმლის პრეტერმინალური უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ) ცეფტრიაქსონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს დღეში.

დიალიზზე მყოფ პაციენტებში არ არის საჭირო დამატებითი დოზირება დიალიზის შემდეგ. ცეფტრიაქსონი პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით არ გამოიდევნება. რეკომენდებულია უსაფრთხოების და ეფექტურობის გულდასმითი კლინიკური მონიტორინგი.

პაციენტები ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობით.

პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით რეკომენდებულია უსაფრთხოების და ეფექტურობის გულდასმითი კლინიკური კონტროლი.

ხსნარის მომზადების წესი:

ინტრავენური შეყვანა.

ინტრავენური ინფუზიით პრეპარატი შეჰყავთ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. ინტრავენური დოზა 50 მგ/კგ და მეტი ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა იქნას შეყვანილი ინფუზიის გზით. ახალშობილებში ინტრავენური დოზა შეჰყავთ 60 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა შემცირდეს ბილირუბინური ენცეფალოპათიის პოტენციური რისკი. 2 გ-ზე მეტი დოზისთვის უნდა იქნას გამოყენებული ინტრავენური შეყვანა.

ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია ახალშობილებში (≤ 28 დღე), თუ მათ ესაჭიროებათ (ან შესაძლოა დასჭირდეთ) მკურნალობა კალციუმის შემცველი ინტრავენური ხსნარებით, კალციუმის შემცველი უწყვეტი ინფუზიების, როგორიცაა პარენტერალური კვება, ჩათვლით, ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტაციის რისკის გამო.

კალციუმის შემცველი გამხსნელები (მაგალითად, რინგერის ან ჰარტმანის ხსნარი) არ უნდა იქნას გამოყენებული ცეფტრიაქსონის ფლაკონების აღსადგენად ან ინტრავენური შეყვანისთვის აღდგენილი ფლაკონის შემდგომი განზავების მიზნით, რადგან შეიძლება პრეციპიტატების წარმოქმნა. ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატები შეიძლება ასევე წარმოიქმნას, როდესაც ხდება ცეფტრიაქსონის შერევა კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური შეყვანის ერთი და იგივე სისტემაში. ამიტომ, ცეფტრიაქსონის და კალციუმის შემცველი ხსნარები არ უნდა იყოს შერეული ან ერთდროულად შეყვანილი.

ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის ცეფტრიაქსონი უნდა დაინიშნოს ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე.

კონცენტრაცია ინტრავენური ინფუზიისთვის შეადგენს 50 მგ/მლ.

საინფუზიო ხსნარის მომზადება: რეკომენდებულია ახლად მომზადებული ხსნარების გამოყენება. ავექსონი არ უნდა იქნეს შერეული ერთ შპრიცში სხვა პრეპარატთან.

საინფუზიო სისტემა უნდა გაირეცხოს ყოველი გამოყენების შემდეგ.

ავექსონის 2 გ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად:

ინტრავენური ინფუზიისთვის 2 გ ავექსონი იხსნება 40 მლ კალციუმისგან თავისუფალ ერთ–ერთ შემდეგ საინფუზიო ხსნარში: 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 0.45% ნატრიუმის ქლორიდის + 2.5% დექსტროზას ხსნარი, 5% დექსტროზას ხსნარი, 10% დექსტროზას ხსნარი. ინტრავენური ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 წთ-ს.

გვერდითი მოვლენები:

ცეფტრიაქსონის ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციებია ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.

ცეფტრიაქსონის გვერდითი რეაქციების სიხშირის განმსაზღვრელი მონაცემები მიღებულია კლინიკური კვლევების შედეგად.

გვერდითი რეაქციების სიხშირე კლასიფიკაცირებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000), არ არის ცნობილი (შეუძლებელია არსებული მონაცემებით შეფასება).

ინფექციები და ინვაზიები: არახშირი - გენიტალური სოკოვანი ინფექცია; იშვიათი - ფსევდომემბრანული კოლიტი; არ არის ცნობილი - სუპერინფექცია.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირი - ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; არახშირი - გრანულოციტოპენია, ანემია, კოაგულოპათია; არ არის ცნობილი - ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: არ არის ცნობილი - ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია, ჰიპემგრძნობელობა, იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; იშვიათი - ენცეფალოპათია; არ არის ცნობილი - კრუნჩხვები.

სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ: არ არის ცნობილი - ვერტიგო.

სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: იშვიათად - ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ხშირი - დიარეა, ხშირი თხიერი განავალი; არახშირად - გულისრევა, ღებინება; არ არის ცნობილი - პანკრეატიტი, სტომატიტი, გლოსიტი.

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; არ არის ცნობილი - პრეციპიტაცია ნაღვლის ბუშტში, კერნიქტერუსი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - გამონაყარი; არახშირი - ქავილი; იშვიათი - ჭინჭრის ციება; არ არის ცნობილი - სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა, მწვავე ეგზანთემატოზური პუსტულოზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: იშვიათი - ჰემატურია, გლუკოზურია; არ არის ცნობილი - ოლიგურია, რენალური პრეციპიტაცია (შექცევადი).

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე: არახშირად - ფლებიტი, ტკივილი ინექციის ადგილზე, პირექსია; იშვიათად - შეშუპება, შემცივნება.

გამოკვლევები: არახშირად - სიხლში კრეატინინის მომატება; არ არის ცნობილი - კუმბსის ცრუ-დადებითი ტესტი, გალაქტოზემიის ცრუ-დადებითი ტესტი, ცრუ-დადებითი შედეგები არაენზიმური მეთოდებით გლუკოზის განსაზღვრისას.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა.

ინფექციები და ინვაზიები.

ცეფტრიაქსონის გამოყენების შემდეგ შეტყობინებები დიარეის შესახებ შეიძლება დაკავშირებული იყოს Clostridium difficile-სთან. უნდა განხორციელდეს სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის სათანადო მართვა.

ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაცია.

იშვიათად აღინიშნა მძიმე და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფატალური გვერდითი რეაქციები დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში (<28 დღის ასაკის), რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენურად ცეფტრიაქსონითა და კალციუმით. ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატები დაფიქსირდა გაკვეთისას ფილტვებსა და თირკმლებში. ახალშობილებში პრეციპიტაციის მაღალი რისკი წარმოადგენს მათი სისხლის დაბალი მოცულობისა და ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის შედეგს მოზრდილებთან შედარებით.

ცეფტრიაქსონის პრეციპიტაციის შემთხვევები დაფიქსირებულია საშარდე გზებში, ძირითადად ბავშვებში, რომლებიც მკურნალობენ მაღალი დოზებით (მაგ., ≥ 80 მგ/კგ/დღეში ან საერთო დოზებით >10 გ) და რომლებსაც აქვთ სხვა რისკ ფაქტორები (მაგ., გაუწყლოება, ლოგინად ჩავარდნა). ეს მოვლენა შეიძლება იყოს ასიმპტომური ან სიმპტომური, შეიძლება გამოიწვიოს შარდსაწვეთის ობსტრუქცია და პოსტრენალური თირკმლის მწვავე უკმარისობა, მაგრამ, როგორც წესი, შექცევადია ცეფტრიაქსონის შეწყვეტისას.

ნაღვლის ბუშტში დაფიქსირდა ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატები, პირველ რიგში, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ რეკომენდებულ სტანდარტულ დოზაზე მაღალი დოზებით. ბავშვებში, პროსპექტიულმა გამოკვლევებმა აჩვენა პრეციპიტაციის ცვალებადი სიხშირე ინტრავენური გამოყენებისას - ზოგიერთ კვლევაში 30%-ზე მეტი. როგორც ჩანს, პრეციპიტაციის სიხშირე უფრო დაბალია ნელი ინფუზიით გამოყენებისას (20-30 წუთი). ეს ეფექტი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში პრეციპიტატებს თან ახლავს ისეთი კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, გულისრევა და პირღებინება. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. პრეციპიტაცია ჩვეულებრივ შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისთანავე.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა ცეფტრიაქსონის ან ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის მიმართ. ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობა (მაგ., ანაფილაქსიური რეაქცია) ნებისმიერი სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალების (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები) მიმართ.

ცეფტრიაქსონი ასევე უკუნაჩვენებია:

41 კვირამდე ასაკის დღენაკლულ ახალშობილებში (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი);

დროულ ახალშობილებში (28 დღემდე ასაკის):

  • ჰიპერბილირუბინემიით, სიყვითლით, ასევე ჰიპოალბუმინემიით ან აციდოზით, რადგან ამ მდგომარეობებისას ბილირუბინთან კავშირი, სავარაუდოდ, დაქვეითებულია (in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია ბილირუბინის განდევნა მისი შრატის ალბუმინთან კავშირის ადგილებიდან, რაც ამ პაციენტებში ბილირუბინის ენცეფალოპათიის შესაძლო რისკს იწვევს).
  • თუ ესაჭიროებათ ინტრავენურად კალციუმის შეყვანა ან კალციუმის შემცველი ინფუზიები, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტაციის რისკის გამო.

ცეფტრიაქსონის ხსნარები, რომლებიც შეიცავს ლიდოკაინს, არ უნდა იქნას შეყვანილი ვენაში.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

არ შეიძლება კალციუმის შემცველი გამხსნელების, როგორიცაა რინგერის ან ჰარტმანის ხსნარები, გამოყენება ავექსონის ფლაკონის აღსადგენად ან აღდგენილი ფლაკონის შემდგომი განზავების მიზნით, რადგან შესაძლებელია პრეციპიტატების წარმოქმნა. ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატები შეიძლება ასევე წარმოიქმნას ცეფტრიაქსონის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური შეყვანის ერთ სისტემაში. ცეფტრიაქსონის დანიშვნა არ შეიძლება ერთდროულად კალციუმის შემცველ ინტრავენურ ხსნარებთან, მათ შორის კალციუმის შემცველ ხანგრძლივ ინფუზიებთან, როგორიცაა, პარენტერალური კვება Y-კონექტორის გამოყენებით. ყველა პაციენტებში, ახალშობილების გარდა, ავექსონი და კალციუმის შემცველი ხსნარები შეიძლება იყოს შეყვანილი თანმიმდევრულად, საინფუზიო სისტემების შეთავსებადი სითხით საგულდაგულოდ გარეცხვით ინფუზიებს შორის. In vitro კვლევებმა მოზრდილთა და ახალშობილთა ჭიპლარის სისხლის პლაზმის გამოყენებით აჩვენა, რომ ახალშობილებს აქვთ ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების პრეციპიტაციის მომატებული რისკი.

პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს K ვიტამინის ანტაგონისტების მოქმედება და სისხლდენის რისკი. რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ხშირი კონტროლი და K ვიტამინის საწინააღმდეგო პრეპარატის დოზირების კორექტირება ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები ამინოგლიკოზიდების თირკმლის ტოქსიკურობის პოტენციური ზრდის შესახებ ცეფალოსპორინებთან გამოყენებისას. ასეთ შემთხვევებში მკაცრად უნდა იქნას დაცული ამინოგლიკოზიდების დონის (და თირკმლის ფუნქციის) რეკომენდებული მონიტორინგი კლინიკურ პრაქტიკაში.

In vitro კვლევის დროს დაფიქსირდა ანტაგონისტური მოქმედებები ქლორამფენიკოლისა და ცეფტრიაქსონის კომბინაციაში. ამ აღმოჩენის კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.

არ ყოფილა ცნობები ცეფტრიაქსონსა და კალციუმის შემცველ პერორალურ პრეპარატებს შორის ურთიერთქმედების ან კუნთში შესაყვან ცეფტრიაქსონსა და კალციუმის შემცველ პროდუქტებს (ინტრავენური ან პერორალური) შორის ურთიერთქმედების შესახებ.

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ცეფტრიაქსონით, კუმბსის ტესტმა შეიძლება გამოიწვიოს ტესტის ცრუ-დადებითი შედეგები.

ცეფტრიაქსონმა, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს ცრუდადებითი ტესტები გალაქტოზემიაზე.

ანალოგიურად, შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაენზიმურმა მეთოდებმა შეიძლება ცრუ დადებითი შედეგი გამოიღოს. ამ მიზეზით, ცეფტრიაქსონით თერაპიის დროს შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა უნდა ჩატარდეს ფერმენტულად.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ აღინიშნება ცეფტრიაქსონის მაღალი დოზების და ძლიერი შარდმდენების (მაგ., ფუროსემიდი) ერთდროული მიღების შემდეგ.

პრობენეციდის ერთდროული მიღება არ ამცირებს ცეფტრიაქსონის ელიმინაციას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება, შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. სპეციფიკური ანტიდოტი ავექსონის მიმართ არ არსებობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება არაეფექტურია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა.

ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტარულ ბარიერს. ორსულ ქალებში ცეფტრიაქსონის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ორსულობის პერიოდში და განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში ცეფტრიაქსონი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი სჭარბობს პოტენციურ რისკს.

ძუძუთი კვება.

ცეფტრიაქსონი გამოიყოფა დედის რძეში დაბალი კონცენტრაციებით, მაგრამ ცეფტრიაქსონის თერაპიული დოზებით გამოყენებისას ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე გავლენა მეძუძურ ახალშობილებზე. ამასთან, არ შეიძლება გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციის რისკი, ასევე სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ცეფტრიაქსონით თერაპიის შეწყვეტის/თავის არიდების შესახებ უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვებისა და ქალისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.

ფერტილობა.

რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არ არსებობს მავნე ზემოქმედება მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

დაფიქსირებულია ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული და ზოგჯერ ფატალური რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების შემთხვევაში, ცეფტრიაქსონით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო გადაუდებელი ზომების მიღება. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს, ჰქონია თუ არა პაციენტს ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები ცეფტრიაქსონის, სხვა ცეფალოსპორინების ან სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ. სიფრთხილეა საჭირო, თუ ცეფტრიაქსონი მიიღება პაციენტებში ანამნეზში არამძიმე ჰიპერმგრძნობელოით სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ.

ცეფტრიაქსონით მკურნალობისას აღწერილია კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (სტივენს- ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)), რომლებიც სიცოცხლისათვის შეიძლება საშიში ან ფატალური იყოს; ამასთან, ამ მოვლენების სიხშირე არ არის ცნობილი.

ურთიერთქმედება კალციუმის შემცველ პრეპარატებთან.

აღწერილია ფატალური რეაქციების შემთხვევები ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატების არსებობით ფილტვებსა და თირკმლებში 1 თვეზე ნაკლები ასაკის დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში. ერთმა მათგანმა მაინც მიიღო ცეფტრიაქსონი და კალციუმი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საინფუზიო სისტემებით. არსებულ სამეცნიერო მონაცემებში, პაციენტებში, ახალშობილების გარდა, რომლებიც მკურნალობდნენ ცეფტრიაქსონით და კალციუმის შემცველი ხსნარებით ან სხვა კალციუმის შემცველი პრეპარატებით, არ არის დამადასტურებელი ცნობები ინტრავასკულური პრეციპიტატების წარმოქმნის შესახებ. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებს აქვთ ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის მომატებული რისკი სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით.

ნებისმიერი ასაკის პაციენტებში ცეფტრიაქსონი არ უნდა იქნეს შერეული ან ერთდროულად გამოყენებული კალციუმის შემცველ ინტრავენურ ხსნარებთან, თუნდაც სხვადასხვა საინფუზიო სისტემების ან შეყვანის სხვადასხვა ადგილის გამოყენებისას. ამასთან, 28 დღეზე უფროსი ასაკის პაციენტებში ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარები შეიძლება დაინიშნოს ერთმანეთის მიყოლებით, თუკი საინფუზიო სისტემები სხვადასხვა შეყვანის ადგილას გამოიყენება ან თუ საინფუზიო სისტემები შეიცვლება ან საფუძვლიანად გაირეცხება ინფუზიებს შორის ფიზიოლოგიური ხსნარით, პრეციპიტაციის თავიდან ასაცილებლად. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ უწყვეტ ინფუზიას კალციუმის შემცველი სრული პარენტერალური კვების (TPN) ხსნარებით, სამედიცინო პერსონალმა შეიძლება განიხილოს ალტერნატიული ანტიბაქტერიული მკურნალობის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც პრეციპიტატების წარმოქმნის ანალოგიურ რისკს არ წარმოადგენს. თუ ცეფტრიაქსონის გამოყენება საჭიროდ მიიჩნევა იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ უწყვეტ კვებას, TPN ხსნარების და ცეფტრიაქსონის შეყვანა შეიძლება ერთდროულად, თუმცა სხვადასხვა საინფუზიო სისტემის მეშვეობით სხვადასხვა შეყვანის ადგილიდან. გარდა ამისა, TPN ხსნარის ინფუზია შეიძლება შეჩერდეს ცეფტრიაქსონის ინფუზიის პერიოდის განმავლობაში და გაირეცხოს საინფუზიო სისტემები.

პედიატრიული პოპულაცია.

ცეფტრიაქსონის უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში დადგენილია დოზირებებისთვის, რომლებიც აღწერილია ნაწილში „მიღების წესი და დოზირება“. კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონს, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა ცეფალოსპორინს, შეუძლია განდევნოს შრატის ალბუმინებთან დაკავშირებული ბილირუბინი.

ავექსონი უკუნაჩვენებია დღენაკლული და დროული ახალშობილებისთვის, რომლებსაც აქვთ ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი.

აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია.

აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ცეფალოსპორინის კლასის ანტიბაქტერიულ საშუალებებს. ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს მოზრდილებში და ბავშვებში დაფიქსირდა ჰემოლიზური ანემიის მძიმე შემთხვევები, მათ შორის ფატალური.

თუ ცეფტრიაქსონის მიღებისას პაციენტს განუვითარდა ანემია, განიხილება ცეფალოსპორინთან ასოცირებული ანემიის დიაგნოზი, ხოლო ცეფტრიაქსონით მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტიოლოგიის დადგენამდე.

ხანგრძლივი მკურნალობა.

ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი.

კოლიტი / სუპერინფექცია.

ანტიბაქტერიულ საშუალებასთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი ვლინდება თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებისას, ცეფტრიაქსონის ჩათვლით, და მათი სიმძიმის დიაპაზონი არის მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშ ფორმამდე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიარეა ცეფტრიაქსონის მიღების დროს ან მის შემდეგ. განსახილველია ცეფტრიაქსონით თერაპიის შეწყვეტა და Clostridium difficile -ს მიმართ სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა. დაუშვებელია იმ სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც აფერხებენ პერისტალტიკას.

არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციები შეიძლება განვითარდეს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენენის დროსაც.

თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს რეკომენდებულია უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საფუძვლიანი კლინიკური მონიტორინგი.

სეროლოგიური გამოკვლევები.

ავექსონით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს კუმბსის ტესტის, გალაქტოზეემიის ტესტის, ასევე შარდში გლუკოზის განსაზღვრისას ცრუ-დადებითი შედეგები (ცეფტრიაქსონის თერაპიის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრა უნდა გაკეთდეს მხოლოდ ფერმენტული მეთოდით).

ნატრიუმი.

პრეპარატის თითოეული გრამი შეიცავს 3.6 მმოლ ნატრიუმს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ნატრიუმის კონტროლის დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

ანტიბაქტერიული სპექტრი.

ცეფტრიაქსონს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების შეზღუდული სპექტრი და ამ პრეპარატით მონოთერაპია შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს ზოგიერთი ტიპის ბაქტერიების მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პათოგენი უკვე იდენტიფიცირებულია. პოლიმიკრობული ინფექციების დროს, ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტული ორგანიზმების არსებობისას, პრეპარატი უნდა დაინიშნოს დამატებით ანტიბიოტიკთან ერთად.

ლიდოკაინის გამოყენება.

ლიდოკაინის ხსნარი გამოიყენება გამხსნელად მხოლოდ კუნთში ინექციისთვის. ლიდოკაინის უკუჩვენებები, გაფრთხილებები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღწერილია ლიდოკაინის გამოყენების ინსტრუქციაში. ლიდოკაინის ხსნარი არ უნდა იქნას შეყვანილი ვენაში.

ბილიარული ლითიაზი.

სონოგრამებზე (ულტრაბგერითი სკანირება) დაჩრდილვის აღმოჩენისას, გასათვალისწინებელია ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატების არსებობის შესაძლებლობა. დაჩრდილვა, რომელიც შეცდომით აღქმულ იქნა ნაღვლის ბუშტის კენჭებად, აღინიშნა ნაღვლის ბუშტის სონოგრამებზე და უფრო ხშირად ვლინდება ცეფტრიაქსონის 1 გ დღეში და მეტი დოზით გამოყენებისას. სიფრთხილე განსაკუთრებით გასათვალისწინებელია პედიატრიულ პოპულაციაში. ასეთი პრეციპიტატები ქრება ცეფტრიაქსონის შეწყვეტის შემდეგ. ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატები იშვიათად ასოცირდება სიმპტომებთან. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია კონსერვატიული არაქირურგიული მკურნალობა, ხოლო ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა განიხილება ექიმის მიერ სარგებელი/რისკის სპეციფიკური შეფასების საფუძველზე.

ბილიარული სტაზი.

ცეფტრიაქსონის გამოყენებისას პაციენტებში დაფიქსირდა პანკრეატიტის შემთხვევები, შესაძლოა ბილიარული ობსტრუქციის გამო. პაციენტთა უმეტესობას უკვე ჰქონდა ბილიარული სტაზის და ბილიარული ნალექის წარმოქმნის რისკ ფაქტორები, მაგალითად, წინ უძღოდა ძირითადი თერაპია, მძიმე დაავადება და სრული პარენტერალური კვება. არ უნდა გამოირიცხოს ნაღვლის გზებში პრეციპიტატების წარმოქმნის ცეფტრიაქსონთან დაკავშირებული ტრიგერი ან კოფაქტორი.

თირკმლის ლითიაზი.

დაფიქსირებულია თირკმლის ლითიაზის შემთხვევები, რომლებიც შექცევადია ცეფტრიაქსონის შეწყვეტისთანავე. სიმპტომურ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს სონოგრაფია. ანამნეზში თირკმლის ლითიაზის ან ჰიპერკალციურიის მქონე პაციენტებში გამოყენება უნდა განიხილოს ექიმმა სარგებელი/რისკის კონკრეტული შეფასების საფუძველზე.

იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია (JHR).

სპიროქეტას მიერ გამოწვეული ინფექციით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია (JHR) ცეფტრიაქსონით მკურნალობის დაწყებისთანავე. JHR ჩვეულებრივ არის თვითშეზღუდვის მდგომარეობა ან მისი კონტროლირება შესაძლებელია სიმპტომური მკურნალობით. ასეთი რეაქციის განვითერბისას ანტიბიოტიკებით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს.

ენცეფალოპათია.

ცეფტრიაქსონის გამოყენებისას დაფიქსირდა ენცეფალოპათია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით ან ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებით. ცეფტრიაქსონთან ასოცირებული ენცეფალოპათიაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში (მაგ., ცნობიერების დონის დაქვეითება, შეცვლილი გონებრივი მდგომარეობა, მიოკლონუსი, კრუნჩხვები), ცეფტრიაქსონის გამოყენება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები (კერძოდ, თავბრუსხვევა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის დროს.

შეფუთვა:

2 გ სტერილური ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 50 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მომზადებული ხსნარი ინახება 6 სთ-ის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე და 24 სთ-ის განმავლობაში 2-8°C ტემპერატურაზე. თუმცა, რეკომენდებულია ხსნარი გამოყენებულ იქნას მომზადებისთანავე.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა