პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ბიქსონი

BIXON

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

შერჩევითი და სპეციფიკური მკურნალობა "მძიმე" გრამუარყოფითი ან შერეული ფლორისგან გამოწვეული ან სერიოზულ ბაქტერიულ ინფექციების დროს, როდესაც გრამუარყოფითი ბაქტერია რეზისტენტული ძირითადად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი 1გ/3,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1+3,5მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ხსნარი) ამპულა №1
მწარმოებელი
Laboratorio Farmaceutico C.T. S.r.l., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-033968
რეგისტრირებულია
9 დეკემბერი 2021, მოქმედებს 9 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ლიდერ ფარმა გეო“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბიქსონი და სხვა წამალი ერთად

ბიქსონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

შერჩევითი და სპეციფიკური მკურნალობა "მძიმე" გრამუარყოფითი ან შერეული ფლორისგან გამოწვეული ან სერიოზულ ბაქტერიულ ინფექციების დროს, როდესაც გრამუარყოფითი ბაქტერია რეზისტენტული ძირითადად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ.

კერძოდ, პრეპარატი ნაჩვენებია, ზემოაღნიშნული ინფექციების დროს, დასუსტებულ და/ან იმუნოსუპრესიულ პაციენტებში. ქირურგიული ინფექციების პრევენციის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება

თირკმელის უკმარისობა: 10 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსის მქონე სუბიექტებში დოზირება უცვლელი რჩება. კრეატინინის კლირენსის 10 მლ/წთ-ზე თანაბარ ან ნაკლებ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს მაქსიმუმ 2 გ დღეში ერთხელ.

ღვიძლის უკმარისობა: ჩვეულებრივი დოზა.

თირკმლის და ღვიძლის ასოცირებული უკმარისობა: შეამოწმეთ ცეფტრიაქსონის პლაზმური კონცენტრაცია.

დღენაკლული ჩვილები: მაქსიმალური დოზა 50 მგ/კგ დღეში ერთხელ.

მიღების მეთოდი

მიკრობიოლოგიური სისუფთავის დაცვის მიზნით, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე. თუ არ მოხდა დაუყოვნებლივ გამოყენება, შენახვის პირობებისა და გამოყენებამდე პერიოდზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. პრეპარატის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გახსნის შემდეგ ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში + 2°C–დან + 8°C–მდე და 6 საათის განმავლობაში პრეპარატი ქიმიურად სტაბილურია 25°C ტემპერატურამდე შენახვის პირობებში.

შეიძლება შეიცვალოს ფერი ღია ყვითელიდან ქარვისფერამდე, რაც დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და შენახვის ხანგრძლივობაზე. ეს მახასიათებელი გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე ან ტოლერანტობაზე.

ხსნარი ინტრამუსკულური გამოყენებისთვის

ინტრამუსკულური ინექციისთვის, გახსენით ბიქსონი (BIXON) შესაბამის გამხსნელში (1% ლიდოკაინის ხსნარი) 3.5 მლ 1 გ ბიქსონი (BIXON)-ზე: დაუყოვნებელად გააკეთეთ გამოყენებისთვის მომზადებული ხსნარის ღრმა ინექცია დუნდულაში, შემდგომი ინექციებისას ცვალეთ დუნდულები.

ლიდოკაინის ხსნარის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება.

უკუჩვენებები

ბიქსონი (BIXON) უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ. მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში გასათვალისწინებელია ალერგიული ჯვარედინი რეაქციების შესაძლებლობა. ორსულ ქალებსა და პატარა ბავშვებში პრეპარატი უნდა დაინიშნოს რეალური საჭიროების შემთხვევაში და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

ცეფტრიაქსონი არ უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერბილირუბინემიურ და დღენაკლულ ჩვილებში. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია ცილასთან შეკავშირებული ბილირუბინის გადატანა პლაზმურ ალბუმინზე და შესაძლებელია ამ პაციენტებში განვითარდეს ბილირუბინული ენცეფალოპათია.

კალციუმით მკურნალობა, კალციუმ-ცეფტრიაქსონის მარილების დალექვის რისკის გამო დროულად დაბადებულ ჩვილებში.

ცეფტრიაქსონი ასევე უკუნაჩვენებია:

დღენაკლული ჩვილები 41 კვირის სწორ ასაკამდე (გესტაციის კვირა + სიცოცხლის კვირა);

დროულად დაბადებული ჩვილები (28 დღემდე ასაკის):

  • სიყვითლის ან ჰიპოალბუმინემიის ან აციდოზის არსებობისას, რადგან ამ დროს შესაძლებელია ბილირუბინის ცვლილება.
  • თუ საჭიროა (ან მოსალოდნელია საჭიროება) კალციუმით ან კალციუმის შემცველი ინფუზიებით ინტრავენური მკურნალობა, ცეფტრიაქსონის კალციუმთან დალექვის რისკის გამო (იხ. სიფრთხილის ზომები, გვერდითი მოვლენები და დოზა, მიღების წესი და დრო).

როდესაც ლიდოკაინი გამოიყენება როგორც გამხსნელი, ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულური ინექციის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ლიდოკაინთან დაკავშირებული უკუჩვენებები.

სიფრთხილის ზომები

სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ანაფილაქსიური შოკი არ არის გამორიცხული პაციენტის ზუსტი ანამნეზის არსებობის შემთხვევაშიც კი.

ბიქსონის (BIXON) თითოეული გრამი შეიცავს 3.6 x მმოლ ნატრიუმს. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული იმ პაციენტებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმის დაბალი შემცველობის მქონე დიეტას.

Clostridium difficile–სთან ასოცირებული დიარეა (CDAD) დაფიქსირებულია თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენებისას, მათ შორის ბიქსონის (BIXON) ჩათვლით, რომლის სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დიარეიდან ფატალურ კოლიტამდე. ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას, რაც იწვევს C. difficile-ს ინტენსიურ გამრავლებას. C. difficile გამოიმუშავებს A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ CDAD–ის განვითარებას.

C. difficile-ს ჰიპერტოქსინის წარმომქმნელი შტამები ზრდის ავადობას როსკს და სიკვდილიანობას, რადგანაც ეს ინფექციები რეზისტენტულია ანტიმიკრობული მკურნალობისადმი და შესაძლოა აუცილებელი გახდეს კოლექტომია.

CDAD გათვალისწინებული უნდა იქნას იმ პაციენტებში, რომელთაც ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ უვითარდებათ დიარეა. საჭიროა სრული ანამნეზი, რადგან CDAD–ის შემთხვევები აღინიშნა ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებიდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაშიც კი.

თუ CDAD-ზე არსებობს ეჭვი ან დადასტურებულია, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების გამოყენების შეწყვეტა, რომლებიც პირდაპირ არ ებრძვიან C. difficile-ს. კლინიკური ჩვენებების საფუძველზე უნდა დადგინდეს სითხისა და ელექტროლიტების ადექვატური მართვა, ცილის დანამატი, C. difficile–ს ანტიბიოტიკოთერაპია და ქირურგიული შეფასება.

სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მსგავსად, შეიძლება დადასტურდეს სუპერინფექციები არა მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი სკანირებისას გამოვლინდა ჩრდილები, რომლებიც აერიათ ნაღვლის ბუშტის კენჭებში ჩვეულებრივ სტანდარტულზე მაღალი დოზების მიღების შემდეგ. თუმცა, ეს ჩრდილები კალციუმ-ცეფტრიაქსონის დანალექია, რომლებიც ქრება ბიქსონით (BIXON) მკურნალობის ცოტა ხნით შეჩერების ან შეწყვეტისთანავე. ეს შედეგები იშვიათად ასოცირდება სიმპტომებთან. სიმპტომურ შემთხვევებში რეკომენდებულია კონსერვატიული, არაქირურგიული მკურნალობა. სიმპტომურ შემთხვევებში, ბიქსონით (BIXON) მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს ექიმის შეხედულებისამებრ.

ფილტვებსა და თირკმელებში კალციუმ - ცეფტრიაქსონის დალექვით გამოწვეული ფატალური რეაქციები დაფიქსირდა დღენაკლულ და დროულად დაბადებულ 1 თვემდე ასაკის ბავშვებში. სულ მცირე ერთ მათგანს მაინც ჰქონდა მიღებული ცეფტრიაქსონი და კალციუმი სხვადასხვა დროს და ინტრავენურად სხვადასხვა გზით შეყვანისას. არსებულ სამეცნიერო მონაცემებში, არ არის ცნობები პაციენტებში ინტრავასკულარული დალექვის შესახებ, გარდა ახალშობილებისა, რომლებიც მკურნალობდნენ ცეფტრიაქსონით და კალციუმის შემცველი ხსნარებით ან კალციუმის შემცველი სხვა პრეპარატით. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით ახალშობილებს აქვთ კალციუმ-ცეფტრიაქსონის დალექვის მაღალი რისკი.

ნებისმიერი ასაკის პაციენტებში ბიქსონი (BIXON) არ უნდა იყოს შერეული ან შეყვანილი კალციუმის შემცველი ნებისმიერი ინტრავენური ხსნარის პარალელურად, თუნდაც სხვადასხვა საინფუზიო გზებით ან ინფუზიის სხვადასხვა ადგილას. თუმცა, 28 დღეზე მეტი ასაკის პაციენტებში ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი ხსნარები შეიძლება გამოყენებულ იქნას თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით იმ პირობით, რომ საინფუზიო ხაზები გამოიყენება სხვადასხვა ადგილას ან თუ ერთ ინფუზიასა და მეორეს შორის საინფუზიო ხაზები (სისტმები) შეიცვლება ან საფუძვლიანად გაიწმინდება ფიზიოლოგიური მარილიანი ხსნარით, დალექვის თავიდან ასაცილებლად. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ კალციუმის შემცველი TPN ხსნარების უწყვეტ ინფუზიას, სამედიცინო პერსონალმა შეიძლება განიხილონ ალტერნატიული ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც არ არის ასოცირებული დალექვის მსგავს რისკთან. თუ ცეფტრიაქსონის გამოყენება აუცილებელია პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ უწყვეტ კვებას, TPN და ცეფტრიაქსონის ხსნარები შეიძლება ერთდროულად დაინიშნოს სხვადასხვა საინფუზიო სისტემების საშუალებით და სხვადასხვა ადგილას. ალტერნატიულად, TPN–ს ხსნარის ინფუზია შეიძლება შეწყდეს ცეფტრიაქსონის ინფუზიის პერიოდში, ერთ ადმინისტრირებასა და მეორეს შორის საინფუზიო სისტემის გაწმენდის სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პუნქტები უკუჩვენებები, არასასურველი ეფექტები და დოზა, მიღების მეთოდი და დრო).

ბიქსონით (BIXON) ნამკურნალებ პაციენტებში, პანკრეატიტის განვითარება შესაძლოა ბილიარული ობსტრუქციის გამო, მაგრამ ეს იშვიათია. ასეთ დროს პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნებოდა ბილიარული სტაგნაციისა და ნაღვლის დაბინძურების რისკის ფაქტორები, მაგალითად ძირითადი მკურნალობის, მძიმე ავადმყოფობისა და სრული პარენტერალური კვების დაწყებამდე. არ არის გამორიცხული, ბიქსონის (BIXON) როლი ან მისი, როგორც თანმხლები ფაქტორი ნაღვლის დალექვის დროს.

თირკმლისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ახალშობილებში, ჩვილებში და ბავშვებში ბიქსონის (BIXON) უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილია დოზირებისა და მიღების წესის პუნქტში აღწერილი დოზების შესაბამისად. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონს, ისევე როგორც სხვა ცეფალოსპორინებს, შეუძლია ბილირუბინის მოცილება (მოშორება) ალბუმინის შრატიდან. ბიქსონი (BIXON) არ უნდა იქნას გამოყენებული ახალშობილებში (განსაკუთრებით დღენაკლულ ჩვილებში) ბილირუბინით ენცეფალოპათიის განვითარების რისკის გამო.

ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეგულარული ინტერვალებით უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი.

თუ ლიდოკაინი გამოიყენება როგორც გამხსნელი, ცეფტრიაქსონის ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ კუნთქვეშა ინექციისთვის.

ბიქსონით (BIXON) მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა წარსულში პაციენტს მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების, პენიცილინების და სხვა პრეპარატების მიმართ.

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პენიცილინის მიმართ ალერგიულ პაციენტებში, რადგან აღწერილია პენიცილინებსა და ცეფალოსპორინებს შორის ჯვარედინი მგრძნობელობის შემთხვევები. ორგანული ფუნქციების უმწიფრობის გამო, დღენაკლული ჩვილების მკურნალობა დაუშვებელია დღეში ბიქსონის (BIXON) 50 მგ/კგ-ზე მეტი დოზით.

სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული ბაქტერიების განვითარებას და სუპერინფექციის შემთხვევაში მიღებული უნდა იქნას ყველა შესაბამისი ზომები.

მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ადრენალინის გამოყენება და სხვა გადაუდებელი ზომები. ამ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მიმართ ალეგრიულ პაციენტებში ლიდოკაინის შემცველი პრეპარატები არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად. ინფექციის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებელი მიკორგანიზმი უნდა იყოს იზოლირებული და მგრძნობელობის ტესტებზე დაყრდნობით უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ანალიზი, რათა დადგინდეს აღებულ ნიმუშებში ცეფტრიაქსონის მიმართ მიკროორგანიზმის მგრძნობელობა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ბიქსონით (BIXON) მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ამ ტესტების შედეგების მოლოდინში; და თუ საჭირო გახდება, მკურნალობა შემდგომში უნდა შეიცვალოს ანალიზის შედეგების შესაბამისად. ბიქსონის (BIXON) სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სხვა პრეპარატების გამოყენების ინსტრუქცია უკუჩვენებების, გაფრთხილებების, სიფრთხილის ზომებისა და გვერდითი მოვლენების გასაცნობად.

თირკმლის ფუნქცია უნდა კონტროლდებოდეს ყურადღებით.

ცეფალოსპორინების (ან სხვა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების) გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ფსევდომემბრანული კოლიტი; მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებიც ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ განიცდიან დიარეას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა პრეპარატები, თუნდაც ისეთი, რომლებსაც არ სჭირდება ექიმის რეცეპტი.

ბიქსონის (BIXON) დიდ დოზებს მაღალი აქტივობის მქონე შარდმდენებთან (მაგ. ფუროსემიდი) ერთდროული მიღებას არ გამოუვლენია თირკმლის ფუნქციის დარღვევა. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ბიქსონი (BIXON) ზრდის ამინოგლიკოზიდების თირკმლისმიერ ტოქსიკურობას. ბიქსონის (BIXON) გამოყენების შემდეგ ალკოჰოლის მიღება არ იძლევა დისულფირამის მსგავს ეფექტებს; ცეფტრიაქსონი ფაქტიურად არ შეიცავს N- მეთილთიოტერაზოლის ჯგუფს, რომელიც მიიჩნევა, რომ პასუხისმგებელია როგორც ალკოჰოლის შესაძლო აუტანლობაზე, ასევე ჰემორაგიულ გამოვლინებებზე, რომლებიც წარმოიქმნება სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას. პრობენეციდი გავლენას არ ახდენს ბიქსონის (BIXON) ელიმინაციაზე.

ანტაგონისტური ეფექტები დაფიქსირდა in vitro კვლევაში ქლორამფენიკოლისა და ცეფტრიაქსონის კომბინაციით.

ექსპერიმენტულ პირობებში გამოვლინდა ბიქსონისა (BIXON) და ამინოგლიკოზიდების სინერგიზმი გრამუარყოფითი მიკრობების მიმართ; ამ კომბინაციების აქტივობის ზრდა, თუმცა არა ყოველთვის პროგნოზირებადი, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა იმ სერიოზული ინფექციის მიმართ, რომელიც მდგრადია სხვა სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ისეთი ორგანიზმებით, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa. ფიზიკური შეუთავსებლობის გამო ორივე პრეპარატი ცალკე უნდა იქნას მიღებული რეკომენდებული დოზებით.

ბიქსონი (BIXON) არ უნდა დაემატოს კალციუმის შემცველ ხსნარებს, როგორიცაა ჰარტმანისა და რინგერის ხსნარი.

ბიქსონის (BIXON) ფლაკონების აღსადგენად ან შემდგომი ფლაკონის განსაზავებლად ინტრავენური შეყვანისთვის არ გამოიყენოთ კალციუმის შემცველი გამხსნელები, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი. კალციუმ-ცეფტრიაქსონის დალექვა ასევე შეიძლება გამოვლინდეს როდესაც ბიქსონი (BIXON) შერეულია კალციუმის შემცველ ხსნარებთან იმავე ინტრავენური შეყვანის ადგილში. ბიქსონი (BIXON) არ შეიძლება შეყვანილი იქნას კალციუმის შემცველი ინტრავენური ხსნარების პარალელურად, მათ შორის კალციუმის შემცველი გახანგრძლივებული ინფუზიების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება პარენტერალური კვებისათვის Y ფორმის საინფუზიო სისტემის (მილის) მეშვეობით. თუმცა, სხვა პაციენტებში, გარდა ახალშობილებისა, ბიქსონი (BIXON) და კალციუმის შემცველი ხსნარები შეიძლება შეირჩეს თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით, იმ პირობით, რომ მილები საფუძვლიანად გასუფთავდება თავსებადი სითხით ერთ და მეორე ინფუზიას შორის.

ზრდასრულთა და ახალშობილთა ჭიპლარიდან გამოსული პლაზმის in vitro კვლევით დადგინდა, რომ ახალშობილებს აქვთ კალციუმ-ცეფტრიაქსოის დალექვის მაღალი რისკი.

სამედიცინო ლიტერატურის მიხედვით, ცეფტრიაქსონი შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.

იშვიათ შემთხვევებში, ბიქსონით (BIXON) ნამკურნალებ პაციენტებში კუმბსის ტესტმა შეიძლება მისცეს ცრუ დადებითი შედეგი.

ბიქსონის (BIXON), ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკებს, შეუძლია აჩვენოს ცრუ დადებითი ტესტის შედეგები გალაქტოზემიაზე.

ანალოგიურად, შარდში გლუკოზის განსაზღვრის არა ფერმენტულმა მეთოდებმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები. ამიტომ, ბიქსონით (BIXON) მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ფერმენტულად.

ცეფტრიაქსონს შეუძლია შეამციროს ჰორმონალური პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა. ამიტომ მიზანშეწონილია დამატებითი (არაჰორმონალური) კონტრაცეპტული ღონისძიებების გატარება მკურნალობის დროს და მკურნალობის მომდევნო თვეში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერში. ორსულობის დროს მისი უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ცხოველებში ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებს არ გამოუვლენია ემბრიოტოქსიკურობის, ფეტოტოქსიკურობის ან ტერატოგენურობის მტკიცებულება, არც რაიმე უარყოფითი ზეგავლენა მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე, მშობიარობაზე, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. პრიმატებში ემბრიოტოქსიკურობა და ტერატოგენულობა არ დაფიქსირებულა.

ცეფტრიაქსონის დაბალი კონცენტრაცია გადადის ადამიანის დედის რძეში. ამიტომ, მეძუძურ ქალებში ბიქსონის (BIXON) მიღებისას საჭიროა სიფრთხილე.

ორსულ ქალებში, ლაქტაციის პერიოდში და ძალიან ადრეულ ბავშვობაში, პროდუქტი უნდა დაინიშნოს რეალური საჭიროების შემთხვევაში და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ვინაიდან ბიქსონი (BIXON) ზოგჯერ იწვევს თავბრუსხვევას, შეიძლება დაქვეითდეს ავტომობილისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარი.

დოზა, მიღების წესი და მეთოდი

კალციუმის შემცველი გამხსნელები (მაგალითად, რინგერის ან ჰარტმანის ხსნარი) არ უნდა იქნეს გამოყენებული ცეფტრიაქსონის ფლაკონის შიგთავსის გახსნის ან ი/ვ შეყვანისთვის ფლაკონის შიგთავისის შემდგომი განზავების მიზნით, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი. ცეფტრიაქსონის კალციუმთან ერთად დალექვა შესაძლოა გამოვლინდეს როდესაც ცეფტრიაქსონი შეერევა კალციუმის შემცველ ხსნარებს ერთ ინტრავენურ სისტემაში გადასხმის დროს. ამიტომ ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარები არ უნდა იყოს შერეული ან ერთდროულად შეყვანილი (იხ. უკუჩვენებები, გამოყენების სიფრთხილის ზომები და არასასურველი ეფექტები).

დოზირების ზოგადი სქემა

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დოზაა 1 გ ბიქსონი (BIXON) დღეში ერთხელ (ყოველ 24 საათში). მძიმე შემთხვევებში ან ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს დოზამ შეიძლება მიაღწიოს 4 გ-ს ხსნარის ერთჯერადი შეყვანით.

ჩვილები (2 კვირამდე): დღიური დოზა შეადგენს 20-50 მგ / კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი გამოყენებისას; მათი ფერმენტული სისტემის უმწიფრობის გამო, ის არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ /კგ-ს (იხ. ნაწილი "სპეციალური გაფრთხილებები").

ბავშვები (3 კვირიდან 12 წლამდე): დღიური დოზა შეიძლება შეიცვალოს 20-დან 80 მგ/კგ-მდე.

50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის გამოიყენება მოზრდილთა დოზა.

ხანდაზმულები: მოზრდილთა დოზირების სქემა არ საჭიროებს ცვლილებებს ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში.

თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის მიმდინარეობაზე.

როგორც ყველა ანტიბიოტიკოთრაპიის შემთხვევაში, ბიქსონის (BIXON) მიღება უნდა გაგრძელდეს სიცხის დაწევის ან ბაქტერიული ინფექციის გაქრობიდან კიდევ მინიმუმ 48-72 საათის განმავლობაში.

ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა

პოსტოპერაციული ინფექციის პრევენციისთვის უნდა მიეცეს ერთჯერადი დოზა 1 გ კუნთებში ქირურგიული დაბინძურების ტიპისა და რისკის შესაბამისად, ერთი საათით ადრე ოპერაციამდე.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ბიქსონმაც (BIXON) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში არ ვლინდება.

გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქი და ხანმოკლეა.

სისტემური გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის დარღვევები (შემთხვევების დაახლოებით 2%): რბილი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი, იშვიათად ნაღვლის გასქელება.

ჰემატოლოგიური ცვლილებები (დაახლოებით 2%): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. სიხშირე არ არის ცნობილი: დაფიქსირდა აგრანულოციტოზის შემთხვევები (<500 / მმ 3), უმეტესობა მკურნალობის 10 დღის შემდეგ და 20 გ ან მეტი საერთო დოზის მიღების შემდეგ. კანის რეაქციები (დაახლოებით 1%): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. სიხშირე უცნობია: დაფიქსირებულია კანის მძიმე გვერდითი რეაქციების შემთხვევები (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის სიმპტომური დალექვა ნაღვლის ბუშტში, ღვიძლის ფერმენტების მომატება, გლიკოზურია, ჰემატურია, ოლიგურია, შრატში კრეატინინის მომატება, გენიტალური მიკოზი, ცხელება, შემცივნება და ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, მაგალითად ბრონქოსპაზმი.

ცეფტრიაქსონი არ უნდა იყოს შერეული ან კომბინირებული კალციუმის შემცველ ხსნარებთან ან პროდუქტებთან ერთად, ასევე სხვადასხვა საინფუზიო სისტემების მეშვეობით.

იშვიათად, სერიოზული გვერდითი რეაქციები და ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შემთხვევბი დაფიქსირდა დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში (ასაკი <28 დღე), რომლებიც მკურნალობდნენ ცეფტრიაქსონით და კალციუმით ინტრავენურად.

სიკვდილის შემდგომ ფილტვებსა და თირკმელებში დაფიქსირდა კალციუმ-ცეფტრიაქსონის მარილების ნალექები.

ახალშობილებში დალექვის მაღალი რისკი გამოწვეულია პლაზმური მოცულობის შემცირებით და ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივობით მოზრდილებთან შედარებით (იხ. განყოფილებები უკუჩვენებები და სპეციალური გაფრთხილებები).

შესაძლოა განვითარდეს მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციები, რომლებიც ცეფტრიაქსონის მიმართ არ არიან მგრძნობიარენი (კანდიდოზი, სოკოები ან სხვა რეზისტენტული მიკროორგანიზმები). იშვიათი გვერდითი მოვლენა გამოწვეული Clostridium difficile-ს ინფექციით ბიქსონით (BIXON) მკურნალობის დროს არის ფსევდომემბრანოზული კოლიტი. აქედან გამომდინარე, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენების შემდეგ დიარეის მქონე პაციენტებში აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ პათოლოგიის განვითარების შესაძლებლობა.

დაფიქსირებულია თირკმელებში ნალექი ძალიან იშვიათი შემთხვევები, განსაკუთრებით 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ მაღალი დღიური დოზებით (მაგალითად > 80 მგ/კგ/დღეში) ან 10 გრამზე მეტი საერთო დოზით, და ვისაც ჰქონდა მაღალი რისკის ფაქტორები (მაგ., სითხის შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი და სხვა). დალექვის წარმოქმნის რისკი იზრდება დეჰიდრატირებულ ან იმობილიზებულ პაციენტებში. ეს მოვლენა შეიძლება იყოს სიმპტომური ან ასიმპტომური, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და ანურია და შექცევადია ბიქსონის (BIXON) მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ნაღვლის ბუშტში კალციუმ - ცეფტრიაქსონის მარილის დალექვა დაფიქსირდა ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რეკომენდებულ დოზაზე მაღალს.

ბავშვებში, ინტრავენური გზით შეყვანისას, კვლევებმა აჩვენა დალექვის ცვალებადობა, რაც ზოგიერთ კვლევაში 30%-ზე მეტი იყო. შემთხვევა როგორც ჩანს, უფრო დაბალია ნელი ინფუზიის დროს (20-30 წუთი). ეს ეფექტი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ნალექის წარმოქმნას თან სდევს ისეთი კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. დალექვა ზოგადად შექცევადია ცეფტრიაქსონის შეწყვეტის შემდეგ.

გამოვლინდა პანკრეატიტის იზოლირებული შემთხვევები.

კოაგულაციის დარღვევები დაფიქსირებულია ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებად.

ადგილობრივი გვერდითი ეფექტები

იშვიათ შემთხვევებში, ფლებიტური რეაქციებს ადგილი ჰქონდა ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

მათი შემცირება შესაძლებელია ნელი ინექციით (2-4 წუთი).

ლიდოკაინის ხსნარის გარეშე კუნთში შეყვანა მტკივნეულია.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობიარე პირებში.

გავლენა სადიაქგნოსტიკო მაჩვენებლებზე

კუმბსის ტესტმა იშვიათად შეიძლება გამოავლინოს ცრუ დადებითი შედეგები იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბიქსონით (BIXON).

სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ბიქსონსაც (BIXON) შეუძლია ცრუ დადებითი შედეგების ჩვენება გალაქტოზემიის ტესტებში.

ანალოგიურად, შარდში გლუკოზის განსაზღვრის არა ფერმენტულმა მეთოდებმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები. აქედან გამომდინარე, შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა ბიქსონით (BIXON) თერაპიის დროს უნდა განხორციელდეს ფერმენტულად. ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა შეამცირებს არასასურველი ეფექტების რისკს.

თუ გამწვავდება რომელიმე გვერდითი მოვლენა ან თუ თავს იჩენს ისეთი გვერდით მოვლენა, რომლიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ცეფტრიაქსონის კონცენტრაციას ვერ შეამცირებთ ჰემოდიალიზის ან პერიტონიალური დიალიზის საშუალებით. არ არსებობს კონკრეტული ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.

ბიქსონის (BIXON) გადაჭარბებული დოზის შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ბიქსონის (BIXON) გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

ბიქსონი (BIXON) 1გ/3.5მლ. ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად კუნკუნთქვეშ გამოსაყენებლად.

ერთი ფლაკონი ფხვნილი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: დინატრიუმ ცეფტრიაქსონი 3.5 H2O 1.193 გ ექვივალენტურია 1 გ ცეფტრიაქსონის;

გამხსნელი ფლაკონი შეიცავს: ლიდოკაინის 1% წყალხსნარს

შენახვის პირობები

გარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის თარიღი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბიოტიკი; ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული პრეპარატი სისტემური გამოყენებისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ბიქსონი (BIXON) 1 გ/3.5 მლ

ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის

ცეფტრიაქსონი

ექვივალენტური პრეპარატი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიბიოტიკი; ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული პრეპარატი სისტემური გამოყენებისთვის.

თერაპიული ჩვენებები

ურთიერთქმედება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა პრეპარატები, თუნდაც ისეთი, რომლებსაც არ სჭირდება ექიმის რეცეპტი.

ბიქსონის (BIXON) დიდ დოზებს მაღალი აქტივობის მქონე შარდმდენებთან (მაგ. ფუროსემიდი) ერთდროული მიღებას არ გამოუვლენია თირკმლის ფუნქციის დარღვევა. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ბიქსონი (BIXON) ზრდის ამინოგლიკოზიდების თირკმლისმიერ ტოქსიკურობას. ბიქსონის (BIXON) გამოყენების შემდეგ ალკოჰოლის მიღება არ იძლევა დისულფირამის მსგავს ეფექტებს; ცეფტრიაქსონი ფაქტიურად არ შეიცავს N- მეთილთიოტერაზოლის ჯგუფს, რომელიც მიიჩნევა, რომ პასუხისმგებელია როგორც ალკოჰოლის შესაძლო აუტანლობაზე, ასევე ჰემორაგიულ გამოვლინებებზე, რომლებიც წარმოიქმნება სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას. პრობენეციდი გავლენას არ ახდენს ბიქსონის (BIXON) ელიმინაციაზე.

ანტაგონისტური ეფექტები დაფიქსირდა in vitro კვლევაში ქლორამფენიკოლისა და ცეფტრიაქსონის კომბინაციით.

ექსპერიმენტულ პირობებში გამოვლინდა ბიქსონისა (BIXON) და ამინოგლიკოზიდების სინერგიზმი გრამუარყოფითი მიკრობების მიმართ; ამ კომბინაციების აქტივობის ზრდა, თუმცა არა ყოველთვის პროგნოზირებადი, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა იმ სერიოზული ინფექციის მიმართ, რომელიც მდგრადია სხვა სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ისეთი ორგანიზმებით, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa. ფიზიკური შეუთავსებლობის გამო ორივე პრეპარატი ცალკე უნდა იქნას მიღებული რეკომენდებული დოზებით.

ბიქსონი (BIXON) არ უნდა დაემატოს კალციუმის შემცველ ხსნარებს, როგორიცაა ჰარტმანისა და რინგერის ხსნარი.

ბიქსონის (BIXON) ფლაკონების აღსადგენად ან შემდგომი ფლაკონის განსაზავებლად ინტრავენური შეყვანისთვის არ გამოიყენოთ კალციუმის შემცველი გამხსნელები, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი. კალციუმ-ცეფტრიაქსონის დალექვა ასევე შეიძლება გამოვლინდეს როდესაც ბიქსონი (BIXON) შერეულია კალციუმის შემცველ ხსნარებთან იმავე ინტრავენური შეყვანის ადგილში. ბიქსონი (BIXON) არ შეიძლება შეყვანილი იქნას კალციუმის შემცველი ინტრავენური ხსნარების პარალელურად, მათ შორის კალციუმის შემცველი გახანგრძლივებული ინფუზიების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება პარენტერალური კვებისათვის Y ფორმის საინფუზიო სისტემის (მილის) მეშვეობით. თუმცა, სხვა პაციენტებში, გარდა ახალშობილებისა, ბიქსონი (BIXON) და კალციუმის შემცველი ხსნარები შეიძლება შეირჩეს თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით, იმ პირობით, რომ მილები საფუძვლიანად გასუფთავდება თავსებადი სითხით ერთ და მეორე ინფუზიას შორის.

ზრდასრულთა და ახალშობილთა ჭიპლარიდან გამოსული პლაზმის in vitro კვლევით დადგინდა, რომ ახალშობილებს აქვთ კალციუმ-ცეფტრიაქსოის დალექვის მაღალი რისკი.

სამედიცინო ლიტერატურის მიხედვით, ცეფტრიაქსონი შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.

იშვიათ შემთხვევებში, ბიქსონით (BIXON) ნამკურნალებ პაციენტებში კუმბსის ტესტმა შეიძლება მისცეს ცრუ დადებითი შედეგი.

ბიქსონის (BIXON), ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკებს, შეუძლია აჩვენოს ცრუ დადებითი ტესტის შედეგები გალაქტოზემიაზე.

ანალოგიურად, შარდში გლუკოზის განსაზღვრის არა ფერმენტულმა მეთოდებმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები. ამიტომ, ბიქსონით (BIXON) მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ფერმენტულად.

ცეფტრიაქსონს შეუძლია შეამციროს ჰორმონალური პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა. ამიტომ მიზანშეწონილია დამატებითი (არაჰორმონალური) კონტრაცეპტული ღონისძიებების გატარება მკურნალობის დროს და მკურნალობის მომდევნო თვეში.

სპეციალური გაფრთხილებები

ბიქსონის (BIXON) დაახლოებით 56% გამოიყოფა შარდში, ხოლო დანარჩენი 44% ნაღვლის საშუალებით მიკრობიოლოგიურად აქტიური ფორმით. განავალში ის ძირითადად წარმოდგენილია არააქტიური ფორმით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ის გამოიყოფა უფრო მაღალ დონეზე ნაღვლის სადინარის მეშვეობით, განავლით.

ვინაიდან ამ სიტუაციაში ნახევარგამოყოფის პერიოდი მხოლოდ ოდნავ გაიზარდა, უმეტეს შემთხვევაში არ არის აუცილებელი ბიქსონის (BIXON) დოზის შემცირება იქიდან გამომდინარე, რომ ღვიძლის ფუნქცია ნორმალურია. მხოლოდ თირკმლის ძალიან მწვავე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი <10 მლ / წთ) შემანარჩუნებელი დოზა ყოველ 24 საათში უნდა შემცირდეს ჩვეულებრივი დოზის ნახევარზე.

სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად გამოვლინდა, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია ნაწილობრივ ხელი შეუშალოს ბილირუბინის რეცეპტორების შეკავშირებას პლაზმის ალბუმინებთან. მესამე თაობის ცეფალოსპორინებს, ბეტა-ლაქტამების მსგავსად, შეუძლიათ გამოიწვიონ მიკრობული რეზისტენტობა და აღნიშნული უფრო ძლიერია ოპორტუნისტული ორგანიზმების მიმართ, განსაკუთრებით ენტერობაქტერიებისა და ფსევდომონების მიმართ, იმუნოსუპრესირებულ სუბიექტებში და შესაძლოა უფრო მეტად ბეტა-ლაქტამინის ერთნმანეთთან დაკავშირებით.

ნებისმიერი ანტიბიოტიკოთერაპიის მსგავსად, ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სისხლის რეგულარული შემოწმება.

უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მაღალ დოზებს, ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა ნიშნები, რომლებიც შეიძლება განიმარტოს როგორც ნაღვლის გასქელება. ეს მდგომარეობა დაუყოვნებლივ რეგრესირდება თერაპიის შეწყვეტისას ან მკურნალობის დასრულების შემდეგ. მაშინაც კი, თუ ეს შედეგები სიმპტომურია, რეკომენდებულია მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა. ცეფალოპორინებით მკურნალობის დროს დაფიქსირდა კუმბის დადებითი (ზოგჯერ ცრუ) ტესტები.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერში. ორსულობის დროს მისი უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ცხოველებში ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებს არ გამოუვლენია ემბრიოტოქსიკურობის, ფეტოტოქსიკურობის ან ტერატოგენურობის მტკიცებულება, არც რაიმე უარყოფითი ზეგავლენა მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე, მშობიარობაზე, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. პრიმატებში ემბრიოტოქსიკურობა და ტერატოგენულობა არ დაფიქსირებულა.

ცეფტრიაქსონის დაბალი კონცენტრაცია გადადის ადამიანის დედის რძეში. ამიტომ, მეძუძურ ქალებში ბიქსონის (BIXON) მიღებისას საჭიროა სიფრთხილე.

ორსულ ქალებში, ლაქტაციის პერიოდში და ძალიან ადრეულ ბავშვობაში, პროდუქტი უნდა დაინიშნოს რეალური საჭიროების შემთხვევაში და ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

გავლენა ავტომობილისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების უნარზე

ვინაიდან ბიქსონი (BIXON) ზოგჯერ იწვევს თავბრუსხვევას, შეიძლება დაქვეითდეს ავტომობილისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარი.

დოზა, მიღების წესი და მეთოდი

კალციუმის შემცველი გამხსნელები (მაგალითად, რინგერის ან ჰარტმანის ხსნარი) არ უნდა იქნეს გამოყენებული ცეფტრიაქსონის ფლაკონის შიგთავსის გახსნის ან ი/ვ შეყვანისთვის ფლაკონის შიგთავისის შემდგომი განზავების მიზნით, რადგან შეიძლება წარმოიქმნას ნალექი. ცეფტრიაქსონის კალციუმთან ერთად დალექვა შესაძლოა გამოვლინდეს როდესაც ცეფტრიაქსონი შეერევა კალციუმის შემცველ ხსნარებს ერთ ინტრავენურ სისტემაში გადასხმის დროს. ამიტომ ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარები არ უნდა იყოს შერეული ან ერთდროულად შეყვანილი (იხ. უკუჩვენებები, გამოყენების სიფრთხილის ზომები და არასასურველი ეფექტები).

დოზირების ზოგადი სქემა

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დოზაა 1 გ ბიქსონი (BIXON) დღეში ერთხელ (ყოველ 24 საათში). მძიმე შემთხვევებში ან ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს დოზამ შეიძლება მიაღწიოს 4 გ-ს ხსნარის ერთჯერადი შეყვანით.

ჩვილები (2 კვირამდე): დღიური დოზა შეადგენს 20-50 მგ / კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი გამოყენებისას; მათი ფერმენტული სისტემის უმწიფრობის გამო, ის არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ /კგ-ს (იხ. ნაწილი "სპეციალური გაფრთხილებები").

ბავშვები (3 კვირიდან 12 წლამდე): დღიური დოზა შეიძლება შეიცვალოს 20-დან 80 მგ/კგ-მდე.

50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისთვის გამოიყენება მოზრდილთა დოზა.

ხანდაზმულები: მოზრდილთა დოზირების სქემა არ საჭიროებს ცვლილებებს ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში.

თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის მიმდინარეობაზე.

როგორც ყველა ანტიბიოტიკოთრაპიის შემთხვევაში, ბიქსონის (BIXON) მიღება უნდა გაგრძელდეს სიცხის დაწევის ან ბაქტერიული ინფექციის გაქრობიდან კიდევ მინიმუმ 48-72 საათის განმავლობაში.

ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა

პოსტოპერაციული ინფექციის პრევენციისთვის უნდა მიეცეს ერთჯერადი დოზა 1 გ კუნთებში ქირურგიული დაბინძურების ტიპისა და რისკის შესაბამისად, ერთი საათით ადრე ოპერაციამდე.

დოზირება განსაკუთრებულ პირობებში

თირკმელის უკმარისობა: 10 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსის მქონე სუბიექტებში დოზირება უცვლელი რჩება. კრეატინინის კლირენსის 10 მლ/წთ-ზე თანაბარ ან ნაკლებ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს მაქსიმუმ 2 გ დღეში ერთხელ.

ღვიძლის უკმარისობა: ჩვეულებრივი დოზა.

თირკმლის და ღვიძლის ასოცირებული უკმარისობა: შეამოწმეთ ცეფტრიაქსონის პლაზმური კონცენტრაცია.

დღენაკლული ჩვილები: მაქსიმალური დოზა 50 მგ/კგ დღეში ერთხელ.

მიღების მეთოდი

მიკრობიოლოგიური სისუფთავის დაცვის მიზნით, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე. თუ არ მოხდა დაუყოვნებლივ გამოყენება, შენახვის პირობებისა და გამოყენებამდე პერიოდზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. პრეპარატის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გახსნის შემდეგ ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში + 2°C–დან + 8°C–მდე და 6 საათის განმავლობაში პრეპარატი ქიმიურად სტაბილურია 25°C ტემპერატურამდე შენახვის პირობებში.

შეიძლება შეიცვალოს ფერი ღია ყვითელიდან ქარვისფერამდე, რაც დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და შენახვის ხანგრძლივობაზე. ეს მახასიათებელი გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე ან ტოლერანტობაზე.

ხსნარი ინტრამუსკულური გამოყენებისთვის

ინტრამუსკულური ინექციისთვის, გახსენით ბიქსონი (BIXON) შესაბამის გამხსნელში (1% ლიდოკაინის ხსნარი) 3.5 მლ 1 გ ბიქსონი (BIXON)-ზე: დაუყოვნებელად გააკეთეთ გამოყენებისთვის მომზადებული ხსნარის ღრმა ინექცია დუნდულაში, შემდგომი ინექციებისას ცვალეთ დუნდულები.

ლიდოკაინის ხსნარის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ცეფტრიაქსონის კონცენტრაციას ვერ შეამცირებთ ჰემოდიალიზის ან პერიტონიალური დიალიზის საშუალებით. არ არსებობს კონკრეტული ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.

ბიქსონის (BIXON) გადაჭარბებული დოზის შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ბიქსონის (BIXON) გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ბიქსონმაც (BIXON) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში არ ვლინდება.

გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ მსუბუქი და ხანმოკლეა.

სისტემური გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის დარღვევები (შემთხვევების დაახლოებით 2%): რბილი განავალი ან დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი და გლოსიტი, იშვიათად ნაღვლის გასქელება.

ჰემატოლოგიური ცვლილებები (დაახლოებით 2%): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. სიხშირე არ არის ცნობილი: დაფიქსირდა აგრანულოციტოზის შემთხვევები (<500 / მმ 3), უმეტესობა მკურნალობის 10 დღის შემდეგ და 20 გ ან მეტი საერთო დოზის მიღების შემდეგ. კანის რეაქციები (დაახლოებით 1%): გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. სიხშირე უცნობია: დაფიქსირებულია კანის მძიმე გვერდითი რეაქციების შემთხვევები (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის სიმპტომური დალექვა ნაღვლის ბუშტში, ღვიძლის ფერმენტების მომატება, გლიკოზურია, ჰემატურია, ოლიგურია, შრატში კრეატინინის მომატება, გენიტალური მიკოზი, ცხელება, შემცივნება და ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, მაგალითად ბრონქოსპაზმი.

ცეფტრიაქსონი არ უნდა იყოს შერეული ან კომბინირებული კალციუმის შემცველ ხსნარებთან ან პროდუქტებთან ერთად, ასევე სხვადასხვა საინფუზიო სისტემების მეშვეობით.

იშვიათად, სერიოზული გვერდითი რეაქციები და ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შემთხვევბი დაფიქსირდა დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში (ასაკი <28 დღე), რომლებიც მკურნალობდნენ ცეფტრიაქსონით და კალციუმით ინტრავენურად.

სიკვდილის შემდგომ ფილტვებსა და თირკმელებში დაფიქსირდა კალციუმ-ცეფტრიაქსონის მარილების ნალექები.

ახალშობილებში დალექვის მაღალი რისკი გამოწვეულია პლაზმური მოცულობის შემცირებით და ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივობით მოზრდილებთან შედარებით (იხ. განყოფილებები უკუჩვენებები და სპეციალური გაფრთხილებები).

შესაძლოა განვითარდეს მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციები, რომლებიც ცეფტრიაქსონის მიმართ არ არიან მგრძნობიარენი (კანდიდოზი, სოკოები ან სხვა რეზისტენტული მიკროორგანიზმები). იშვიათი გვერდითი მოვლენა გამოწვეული Clostridium difficile-ს ინფექციით ბიქსონით (BIXON) მკურნალობის დროს არის ფსევდომემბრანოზული კოლიტი. აქედან გამომდინარე, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენების შემდეგ დიარეის მქონე პაციენტებში აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ პათოლოგიის განვითარების შესაძლებლობა.

დაფიქსირებულია თირკმელებში ნალექი ძალიან იშვიათი შემთხვევები, განსაკუთრებით 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ მაღალი დღიური დოზებით (მაგალითად > 80 მგ/კგ/დღეში) ან 10 გრამზე მეტი საერთო დოზით, და ვისაც ჰქონდა მაღალი რისკის ფაქტორები (მაგ., სითხის შეზღუდვა, წოლითი რეჟიმი და სხვა). დალექვის წარმოქმნის რისკი იზრდება დეჰიდრატირებულ ან იმობილიზებულ პაციენტებში. ეს მოვლენა შეიძლება იყოს სიმპტომური ან ასიმპტომური, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და ანურია და შექცევადია ბიქსონის (BIXON) მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ნაღვლის ბუშტში კალციუმ - ცეფტრიაქსონის მარილის დალექვა დაფიქსირდა ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რეკომენდებულ დოზაზე მაღალს.

ბავშვებში, ინტრავენური გზით შეყვანისას, კვლევებმა აჩვენა დალექვის ცვალებადობა, რაც ზოგიერთ კვლევაში 30%-ზე მეტი იყო. შემთხვევა როგორც ჩანს, უფრო დაბალია ნელი ინფუზიის დროს (20-30 წუთი). ეს ეფექტი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში ნალექის წარმოქმნას თან სდევს ისეთი კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. დალექვა ზოგადად შექცევადია ცეფტრიაქსონის შეწყვეტის შემდეგ.

გამოვლინდა პანკრეატიტის იზოლირებული შემთხვევები.

კოაგულაციის დარღვევები დაფიქსირებულია ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებად.

ადგილობრივი გვერდითი ეფექტები

იშვიათ შემთხვევებში, ფლებიტური რეაქციებს ადგილი ჰქონდა ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

მათი შემცირება შესაძლებელია ნელი ინექციით (2-4 წუთი).

ლიდოკაინის ხსნარის გარეშე კუნთში შეყვანა მტკივნეულია.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობიარე პირებში.

გავლენა სადიაქგნოსტიკო მაჩვენებლებზე

კუმბსის ტესტმა იშვიათად შეიძლება გამოავლინოს ცრუ დადებითი შედეგები იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ბიქსონით (BIXON).

სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ბიქსონსაც (BIXON) შეუძლია ცრუ დადებითი შედეგების ჩვენება გალაქტოზემიის ტესტებში.

ანალოგიურად, შარდში გლუკოზის განსაზღვრის არა ფერმენტულმა მეთოდებმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები. აქედან გამომდინარე, შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა ბიქსონით (BIXON) თერაპიის დროს უნდა განხორციელდეს ფერმენტულად. ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა შეამცირებს არასასურველი ეფექტების რისკს.

თუ გამწვავდება რომელიმე გვერდითი მოვლენა ან თუ თავს იჩენს ისეთი გვერდით მოვლენა, რომლიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები

გარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის თარიღი.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი ეხება პროდუქტს გაუხსნელ, სწორად შენახულ შეფუთვას.

გამხსნელი ხსნარისთვის იხილეთ "მიღების მეთოდი".

არ ჩაყაროთ სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ უნდა გაანადგუროთ ვადაგასული პრეპარატი. ასეთი სახის ზომებით ხელს შეუშლით გარემოს დაბინძურებას.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილზე.

შემადგენლობა

ბიქსონი (BIXON) 1გ/3.5მლ. ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად კუნკუნთქვეშ გამოსაყენებლად.

ერთი ფლაკონი ფხვნილი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: დინატრიუმ ცეფტრიაქსონი 3.5 H2O 1.193 გ ექვივალენტურია 1 გ ცეფტრიაქსონის;

გამხსნელი ფლაკონი შეიცავს: ლიდოკაინის 1% წყალხსნარს

ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

ბიქსონი (BIXON) 1გ/3.5მლ. ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად კუნკუნთქვეშ გამოსაყენებლად: 1 ფლაკონი ფხვნილი + 1 ფლაკონი 3.5 მლ გამხსნელით.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი:

ლანოვა ფარმაცეუტიცი ს.რ.ლ. (LANOVA FARMACEUTICI S.r.l.)

კონკა დ’ოროს ქ. 212 – 00141 რომი

მწარმოებელი

ფარმაცევტული ლაბორატორია C.T. ს.რ.ლ. (Laboratoriao Farmaceutico C.T. Srl) - დ. ალიგიერის ქ. 71 - სანრემო (IM)

იტალიური წამლის სააგენტოს მიერ ინსტრუქცია გადახედილი: 12.07.2018 წელი - ოფიციალური შეტყობინება № 80

KNA

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა