პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ვანცეფი

ONECEF

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადეგვიპტე
რისთვის გამოიყენება

1,0 – 2,0 გ ერთხელ დღე-ღამეში არაჰოსპიტალური პნევმონია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავებები ინტრააბდომინალური ინფექციები შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით) 2,0 გ ერთხელ დღე-ღამეში ჰოსპიტალური პნევმონია კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები ძვლებისა და …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №10 (2X5)
მწარმოებელი
E.I.P.I.Co, ეგვიპტე
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044153
რეგისტრირებულია
17 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „WORLD MEDICINE”
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავანცეფი და სხვა წამალი ერთად

ვანცეფი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

1,0 – 2,0 გ

ერთხელ დღე-ღამეში

არაჰოსპიტალური პნევმონია

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავებები

ინტრააბდომინალური ინფექციები

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)

2,0 გ

ერთხელ დღე-ღამეში

ჰოსპიტალური პნევმონია

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

ძვლებისა და სახსრების ინფექციები

2,0 – 4,0 გ

ერთხელ დღე-ღამეში

ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მკურნალობა, ბაქტერიულ ეტიოლოგიაზე ეჭვის არსებობისას

ბაქტერიული ენდოკარდიტი

ბაქტერიული მენინგიტი

  • დადგენილი ბაქტერიემიის დროს განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
  • * 2 გრამზე მეტი დოზების გამოყენებისას განიხილება პრეპარატის დღე-ღამეში ორჯერ (12 საათში ერთხელ) გამოყენების შესაძლებლობა.

ვანცეფის გამოყენების თავისებურებები, მოზრდილთათვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (≥ 50 კგ):

მწვავე შუა ოტიტი

როგორც წესი, საკმარისია პრეპარატ ვანცეფის ერთჯერადი ინტრამუსკულარული დოზის, 1-2 გ გამოყენება. არსებული მონაცემების მიხედვით, მძიმე დაავადების ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება ეფექტური იყოს ინტრამუსკულარული გამოყენებისას დოზით 1,0 – 2,0 გ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში.

პოსტოპერაციული ინფექციების გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკა

ოპერაციამდე ერთჯერადი შეყვანა დოზით 2,0 გ.

გონორეა

ერთჯერადი ინტრამუსკულურული შეყვანა დოზით 0,5 გ.

ათაშანგი

ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,5გ - 1,0 გ-ს ერთხელ დღე-ღამეში, მომატების შესაძლებლობით 2,0 გრამამდე ერთხელ დღე-ღამეში ნეიროსიფილისის დროს; მკურნალობის ხანგრძლივობა – 10-14 დღე. დოზის რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები.

  • დისემინირებული ლაიმ-ბორელიოზი (ადრეული (სტადია II) და მოგვიანებითი (სტადია

III)) 2,0 გ ერთხელ დღე-ღამეში 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა ვარირებს; გასათვალისწინებელია ნაციონალური ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები ანტიბიოტიკების სათანადო გამოყენესასთან დაკავშირებით.

ბავშვები

ახალშობილები, ჩვილები და ბავშვები 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის (< 50 კგ)

ბავშვებში 50 კგ და მეტი წონით გამოიყენება მოზრდილთათვის გათვალისწინებული ჩვეული დოზები.

ლიდოკაინის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა ბავშვებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ სხეულის მასაზე. ჭარბი მასის მქონე ბავშვებისთვის დოზა უნდა გამოითვალოს მათი სქესისა და ასაკისთვის ნორმალური სხეულის წონის საფუძველზე.

ცეფტრიაქსონის დოზა*

მიღების სიხშირე **

ჩვენებები

50-80 მგ/კგ

50-100 მგ/კგ

(მაქს. 4,0 გ)

80-100 მგ/კგ

(მაქს. 4,0 გ)

ერთხელ დღე-ღამეში

ბაქტერიული მენინგიტი

100 მგ/კგ

ვანცეფის გამოყენების თავისებურებები ცალკეული ჩვენებებისთვის, ახალშობილების, ჩვილების და ბავშვებისათვის 15 დღიდან 12 წლამდე (სხეულის მასა < 50 კგ):

მწვავე შუა ოტიტი

მწვავე შუა ოტიტის საწყისი მკურნალობისათვის შესაძლებელია პრეპარატ ვანცეფის ერთჯერადი ინტრამუსკულარული გამოყენება დოზით 50 მგ/კგ. არსებული მონაცემებიs მიხედვით, მძიმე დაავადების ან საწყისი მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში ვანცეფი შეიძლება გამოყენებული იყოს ინტრამუსკულარულად დოზით 50 მგ/კგ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში.

Pპოსტოპერაციული ინფექციების გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკა

ოპერაციამდე ერთჯერადი შეყვანა დოზით 50-80 მგ/კგ.

ათაშანგი

ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 75-100 მგ/კგ (მაქს. 4,0 გ) ერთხელ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში. დოზის რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ნაციონალური ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით.

დისემინირებული ლაიმ-ბორელიოზი (ადრეული (სტადია II) და მოგვიანებითი (სტადია III))

50-80 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ვარირებს; გასათვალისწინებელია ნაციონალური ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით.

0-14 დღის ასაკის ახალშობილები

ვანცეფი უკუნაჩვენებია დღენაკლულ ბავშვებში პოსტმენსტრუალურ ასაკამდე 41 კვირა (გესტაციური + ქრონოლოგიური ასაკი).

ცეფტრიაქსონის დოზა*

მიღების სიხშირე **

ჩვენებები

20-50 მგ/კგ

50 მგ/კგ

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს.

ვანცეფის გამოყენების თავისებურებები ცალკეული ჩვენებებისას, 0-14 დღემდე ასაკის ახალშობილებისათვის:

მწვავე შუა ოტიტი

მწვავე შუა ოტიტის საწყისი მკურნალობისათვის შესაძლებელია პრეპარატის ერთჯერადი ინტრამუსკულარული გამოყენება დოზით 50 მგ/კგ.

ოპერაციამდე ერთჯერადი შეყვანა დოზით 20-50 მგ/კგ.

ათაშანგი

ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ/კგ-ს ერთხელ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში. დოზის რეკომენდაციები ათაშანგის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ცეფტრიაქსონის გამოყენება უნდა გაგრძელდეს პაციენტის სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაციიდან ან გამომწვევის ერადიკაციის დადასტურებიდან 48-72 საათის განმავლობაში.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში

თირკმელების და ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება პაციენტებში ღვიძლის დარღვეული ფუნქციით

არსებული მონაცემები არ მიუთითებენ ცეფტრიაქსონის დოზის კორექციის აუცილებლობაზე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის დროს თირკმლის ნორმალური ფუნქციის პირობებში. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა.

გამოყენება პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით

ცეფტრიაქსონის დოზის კორექცია არ არის საჭირო, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის პირობებში. თირკმლის პრეტერმინალური უკმარისობის შემთხვევებში (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ) ცეფტრიაქსონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,0 გრამს დრე-ღამეში. დიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის დამატებითი შეყვანა პროცედურის დასრულების შემდეგ საჭირო არ არის. ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა პერიტონეული დიალიზის ან ჰემოდიალიზის გზით. პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისათვის აუცილებელია კლინიკური კონტროლი.

გამოყენება პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობით

ცეფტრიაქსონის გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის მძიმე დარღვევებით საჭიროა პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კლინიკური კონტროლი.

მიღების წესი და დოზირება

ვანცეფი შეჰყავთ ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად ნაკადით ან წვეთოვანი გზით.

ინტრამუსკულარული შეყვანა

ვანცეფის ხსნარი შეჰყავთ ღრმად დიდ კუნთში დოზით, რომელიც არ აღემატება 1,0 გ-ს ინექციის ერთ ადგილას.

თუ ლიდოკაინი გამოიყენება გამხსნელად, მიღებული ხსნარი არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად. პრეპარატის შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ნემსის შემთხვევითი მოხვედრა სისხლძარღვში შპრიცის დგუშის გამოწევით.

ინტრავენური შეყვანა

ინტრავენური ინექციისთვის გამხსნელად გამოიყენება სტერილური საინექციო წყალი.

ვანცეფის ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელიც გრძელდება მინიმუმ 30 წუთი (სასურველი გზა) ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით, რომელიც გრძელდება მინიმუმ 5 წუთი. წყვეტილი ინტრავენური ინექცია უნდა გაკეთდეს 5 წუთის განმავლობაში, სასურველია მსხვილ ვენებში. ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 50 მგ/კგ ან მეტი ინტრავენური დოზები შეყვანილი უნდა იქნას ინფუზიის სახით. ახალშობილებში ინტრავენური დოზები შეყვანილი უნდა იქნას 60 წუთის განმავლობაში, რათა შემცირდეს ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების პოტენციური რისკი. თუ ინტრავენური შეყვანა შეუძლებელია ან მიუღებელია, განხილული უნდა იქნას ინტრამუსკულარული გზა. 2.0 გ-ზე მეტი დოზები შეჰყავთ ინტრავენურად.

ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია ახალშობილებში (≤ 28 დღის ასაკის), რომლებსაც სჭირდებათ (ან მოსალოდნელია, რომ დასჭირდებათ) კალციუმის შემცველი ხსნარების ინტრავენური შეყვანა, კალციუმის შემცველი ხსნარების ჩათვლით პარენტერალური კვებისთვის, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების დალექვის წარმოქმნის რისკის გამო.

ნალექის წარმოქმნის რისკის გათვალისწინებით, კალციუმის შემცველი გამხსნელები (მაგ., რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი) არ უნდა იქნას გამოყენებული ცეფტრიაქსონის გასახსნელად ფლაკონებში ან ინტრავენური შეყვანისთვის მომზადებული ხსნარის შემდგომი განზავებისთვის.

ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების დალექვის წარმოქმნა ასევე შეიძლება მოხდეს პრეპარატის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ერთ საინფუზიო სისტემაში.

ამგვარად ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარები არ უნდა იქნას შერეული ან გამოყენებული ერთდროულად.

ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის, ცეფტრიაქსონი უნდა იქნას გამოყენებული ოპერაციის დაწყებამდე 30-90 წუთით ადრე.

პრეპარატის მომზადების წესები

ინტრამუსკულარული ინექციისთვის:

0,5 გ ვანცეფი იხსნება 2 მლ 1%-იან ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში,

1,0 გ ვანცეფი იხსნება 3.5 მლ 1%-იან ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.

ინტრავენური ინექციისთვის:

0,5 გ ვანცეფი იხსნება 5 მლ საინექციო წყალში,

1,0 გ ვანცეფი იხსნება 10 მლ საინექციო წყალში.

ინტრავენური ინფუზიისთვის:

აღდგენილი ხსნარი გადატანილი უნდა იქნას 10 მლ ერთ-ერთ შემდეგ კალციუმისგან თავისუფალ საინფუზიო სითხეში: ნატრიუმის ქლორიდი 0,9%, ნატრიუმის ქლორიდი 0,45% + დექსტროზა 2,5%, დექსტროზა 5%, დექსტროზა 10%, 6%-ანი დექსტრანი 5%-იან დექსტროზაში, საინექციო წყალი.

ფლაკონი ფრთხილად უნდა გადაატრიალოთ ხელისგულებს შორის და ვიზუალურად დაათვალიეროთ, რათა დარწმუნდეთ, რომ გახსნა სრულია და პრეპარატში მყარი ნაწილაკები არარსებობს.

ფხვნილის გამხსნელში განზავებისას მიიღება:

  • გამჭვირვალე ყვითელიდან მოყავისფრო-ყვითელ ფერამდე ხსნარი (1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი გამხსნელში);
  • გამჭვირვალე მოყვითალოდან ყვითელ ფერამდე ხსნარი (გამხსნელში საინექციო წყალი).

რეკომენდირებულია საინექციო ხსნარის გამოყენება განზავებისთანავე. მომზადებული ხსნარი (გამხსნელით 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ან საინექციო წყალი) სტაბილურია 24 საათის განმავლობაში, თუ ინახება 2°С - 8°С ტემპერატურაზე ან 6 საათის განმავლობაში, თუ ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ ხსნარი ფერის შეცვლის შემთხვევაში. თუ ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადებსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მითითებულ დროს, რათა უზრუნველყოფილი იქნა ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა, ასევე მიკრობიოლოგიური სისუფთავე გამოყენებისას.

ვანცეფი არ უნდა იქნას შერეული ერთ შპრიცში რაიმე სხვა პრეპარატებთან, გარდა 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარისა (მხოლოდ კუნთშიდა ინექციებისთვის).

ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია საინფუზიო სისტემის გამორეცხვა.

უკუჩვენებები

ცეფტრიაქსონი

ცეფტრიაქსონის, სხვა ცეფალოსპორინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობა (მაგ., ანაფილაქსიური რეაქცია) ნებისმიერი სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები);

ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია:L

დღენაკლულ ბავშვებში პოსტკონცეპტუალური ასაკის (გესტაციული + პოსტნატალური ასაკი) 41 კვირამდე*.

დროულ ახალშობილებში (28 დღემდე):

ჰიპერბილირუბინემიით, სიყვითლით, ჰიპოალბუმინემიით ან აციდოზით, ვინაიდან მსგავს მდგომარეობაში შესაძლებელია ბილირუბინის შეკავშირების დარღვევა*;

კალციუმის ინტრავენური გამოყენების ან კალციუმის შემცველი ინფუზიების წარმოების საჭიროების შემთხვევაში (ან მოსალოდნელი საჭიროებისას), ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის დალექვის რისკის გამო.

  • In vitro კვლევებმა გამოავლინა, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია გამოდევნოს ბილირუბინი სისხლის შრატის ალბუმინთან შეკავშირების ადგილიდან, რაც ასეთ პაციენტებში ბილირუბინული ენცეფალოპათიის პოტენციურ რისკს განაპირობებს.

ლიდოკაინი

ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულარული შეყვანის წინ, გამხსნელის სახით ლიდოკაინის გამოყენებისას, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, ლიდოკაინის გამოყენების უკუჩვენებების გამორიცხვა.

ცნობილი მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის ან სხვა ამიდური საანესთეზიო

საშუალებების მიმართ;

გულის სრული ბლოკადა;

ჰიპოვოლემია.

არ შეიძლება ლიდოკაინის შემცველი ცეფტრიაქსონის ხსნარების ინტრავენურად გამოყენება.

სიფრთხილის ზომები

ცეფტრიაქსონი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ისევე, როგორც ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენებისას, არსებობს მონაცემები ჰიპერმგრძნობელობის მძიმე, ზოგჯერ კი ლეტალური, რეაქციების შემთხვევების შესახებ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება პროგრესირებდეს კოუნისის სინდრომამდე – სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მოიკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში ცეფტრიაქსონით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაწყებული იქნას სათანადო სამკურნალო ღონისძიებები.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა პაციენტს ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები ცეფტრიაქსონზე, სხვა ცეფალოსპორინებზე ან ნებისმიერ სხვა ბეტა-ლაქტამურ საშუალებაზე. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმ შემთხვევაში, თუ ცეფტრიაქსონი ინიშნება პაციენტებში, რომელთა ანამნეზში აღინიშნებოდა სხვა ბეტა-ლაქტამური ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ნაკლებად მძიმე შემთხვევები.

ცეფტრიაქსონის გამოყენებისას იყო ცნობები კანის მხრივ სერიოზული არასასურველი რეაქციების შესახებ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი/ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო; თუმცა ამ მოვლენების სიხშირე უცნობია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აღწერილი იყო ისეთი რეაქციების გამოვლენის შემთხვევები, რომლებიც დღენაკლულ და დროულად დაბადებულ 1 თვემდე ასაკის ახალშობილებში იწვევდნენ სიკვდილს, ფილტვებში და თირკმელებში ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების ნალექის წარმოქმნის გამო. სულ მცირე ერთ მათგანში გამოყენებული იქნა ცეფტრიაქსონი და კალციუმი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტრავენური საინფუზიო სისტემის საშუალებით. სამეცნიერო ლიტერატურაში არ არის რეგისტრირებული პაციენტებში ინტრავასკულური ნალექების დადასტურებული შემთხვევები, გარდა იმ ახალშობილებთან დაკავშირებული შემთხვევებისა, რომლებშიც გამოიყენებოდა ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარები, აგრეთვე კალციუმის შემცველი სხვა პროდუქტები. In vitro კვლევებმა ცხადყო, რომ ახალშობილებში ცეფტრიაქსონის დალექვის რისკი უფრო მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით.

ნებისმიერი ასაკის პაციენტებში გამოყენებისას არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შერევა ან გამოყენება კალციუმის შემცველ ინტრავენურ ხსნარებთან ერთად სხვადასხვა საინფუზიო სისტემების გამოყენების ან სხვადასხვა ადგილას შეყვანის შემთხვევაშიც კი. თუმცა, 28 დღეზე მეტი ასაკის პაციენტებში ცეფტრიაქსონის და კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენება შესაძლებელია თანმიმდვრულად, ერთი მეორეს შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როდესაც საინფუზიო სისტემები გამოიყენება სხვადასხვა ადგილას, ან ხდება მათი შეცვლა, ან ინფუზიებს შორის პერიოდში ხდება გულმოდგინედ გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით, რათა თავიდან იქნას აცილებული ნალექის წარმოქმნა. პაციენტებში, რომელთაც სრული პარენტერალური კვებისათვის ესაჭიროებათ კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზია, აუცილებელია განხილულ იქნას ალტერნატიული ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებსაც არ გააჩნიათ ნალექის წარმოქმნის მსგავსი რისკი. თუ პაციენტისათვის, რომელსაც უტარდება სრული პარენტერალური კვება, აუცილებელია ცეფტრიაქსონის მიღება, პარენტერალური კვების ხსნარების და ცეფტრიაქსონის გამოყენება შეიძლება ერთდროულად, მაგრამ სხვადასხვა საინფუზიო სისტემების გამოყენებით და სხვადასხვა ადგილებში. ალტერნატიულ ვარიანტს წარმოადგენს სრული პარენტერალური კვების ხსნარის ინფუზიის შეწყვეტა ცეპტრიაქსონის ინფუზიის დროს და ხსნარების შეყვანებს შორის პერიოდში საინფუზიო სისტემების გამორეცხვა.

გამოყენება ბავშვებში

პუნქტში `დოზირება და გამოყენების წესი~ განსაზღვრული იყო პრეპარატ ვანცეფის უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილთათვის, ჩვილებისა და ბავშვებისათვის. კვლევებმა ცხადყო, რომ ცეფტრიაქსონს, როგორც ზოგიერთ სხვა ცეფალოსპორინს, შეუძლია ბილირუბინის განდევნა შრატის ალბუმინიდან. ვანცეფი წინააღმდეგნაჩვენებია ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკის მქონე დღენაკლულ და დროულად დაბადებულ ახალშობილებში.

იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემია

იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემია აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბაქტერიულ პრეპარატებს. ცეფტრიაქსონით მკურნალობის პერიოდში ზრდასრულებსა და ბავშვებში აღინიშნებოდა ჰემოლიზური ანემიის მძიმე შემთხვევები, ლეტალური გამოსავლის ჩათვლით.

ცეფტრიაქსონის გამოყენების პერიოდში ანემიის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკის გამოყენებასთან დაკავშირებული დიაგნოზის ნამდვილობა, ხოლო ანტიბიოტიკის მიღება უნდა შეწყდეს ეტიოლოგიის დადგენამდე.

ხანგრძლივი მკურნალობა

ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება.

კოლიტი/არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა

იყო ცნობები ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ცეფტრიაქსონის გამოყენებასთან დაკავშირებული კოლიტისა და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შემთხვევების შესახებ, რომელთა სიმძიმეც მერყეობდა მსუბუქიდან სიცოცხლისათვის სახიფათომდე. ამიტომ, საჭიროა მოცემული დიაგნოზის გათვალისწინება იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც გამოუვლინდათ დიარეა ცეფტრიაქსონის გამოყენების დროს ან მისი გამოყენების შემდეგ. Clostridium difficile-სთან ასოცირებული დიარეზე ეჭვის არსებობისას ან დადასტურებისას აუცილებელია ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა და Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტის სპეციფიკური მკურნალობა. არ შეიძლება ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც აინჰიბირებენ პერისტალტიკას.

როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიღებისას, ცეფტრიაქსონით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით განპირობებული სუპერინფექციები.

თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობა

თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს რეკომენდებულია უსაფრთხოებისა და კლინიკური ეფექტურობის კონტროლის ჩატარება.

გავლენა სეროლოგიური კვლევების შედეგებზე

შეიძლება გამოვლინდეს კუმბსის ტესტის და გალაქტოზემიის კვლევის ცრუდადებითი შედეგები.

შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტულმა მეთოდებმა შეიძლება მოგვცეს ცრუდადებითი შედეგები. შარდში გლუკოზის განსაზღვრა პრეპარატ ვანცეფით მკურნალობის დროს უნდა მოხდეს ფერმენტული მეთოდებით.

ცეფტრიაქსონის გამოყენებამ შეიძლება დაამახინჯოს (შეამციროს) სისხლში გლუკოზის შემცველობის ანალიზის მაჩვენებელი. აუცილებელია ტესტ-სისტემის გამოყენების ინსტრუქციის მითითებების დაცვა. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება კვლევის ალტერნატიული მეთოდები.

ნატრიუმი

ვანცეფის 1,0 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი შეიცავს 80 მგ ნატრიუმს ერთ ფლაკონში, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 4%-ის ექვივალენტურია (ნატრიუმის 2,0 გ ზრდასრული ადამიანისთვის).

ვანცეფის 0,5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი შეიცავს 40 მგ ნატრიუმს ერთ ფლაკონში, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 2%-ის ექვივალენტურია (ნატრიუმის 2,0 გ ზრდასრული ადამიანისთვის).

ანტიბაქტერიული სპექტრი

ცეფტრიაქსონს გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობის შეზღუდული სპექტრი და არ შეიძლება მისი გამოყენება მონოთერაპიის სახით ზოგიერთი ტიპის ინფექციის სამკურნალოდ, გარდა შემთხვევებისა, როდესაც დაავადების გამომწვევი დადგენილია. პოლიმიკრობული ინფექციების დროს, როდესაც დაავადების სავარაუდო გამომწვევები შეიძლება იყოს ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტულ მიკროორგანიზმები, განხილულ უნდა იქნას დამატებითი ანტიბიოტიკების გამოყენება.

ბილიარული ლითიაზი

ულტრაბგერითი კვლევის დროს ჩრდილების გამოვლენისას გასათვალისწინებელია ცეფტრიაქსონის კალციუმის ნალექის არსებობა. ჩრდილები, რომლებიც შეცდომით მიჩნეულია ნაღვლის ბუშტის კენჭებად, ნაღვლის ბუშტის ექოგრამებზე ყველაზე ხშირად გვხვდება ცეფტრიაქსონის გამოყენებისას სადღეღამისო დოზებით 1 გ და მეტი. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ბავშვებში ცეფტრიაქსონით მკურნალობისას. ამგვარი ნალექები ქრება ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში ცეფტრიაქსონის კალციუმის არსებობა ნალექის სახით დაკავშირებული იყო სიმპტომების გამოვლენასთან. სიმპტომების არსებობის შემთხვევებში რეკომენდებულია კონსერვატიული არაქირურგიული მკურნალობა, ხოლო ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა ექიმმა უნდა განიხილოს კონკრეტული პაციენტისათვის რისკისა და სარგებლის შეფასების საფუძველზე.

ბილიარული სტაზი

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცეფტრიაქსონით, აღინიშნა პანკრეატიტის

შემთხვევები, შესაძლოა სანაღვლე გზების ობსტრუქციის გამო. პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა ქოლესტაზისა და ნაღვლის ბუშტში ნალექის წარმოქმნის რისკ-ფაქტორები, მაგალითად წინა ძირითადი თერაპია, მძიმე დაავადება და სრული პარენტერალური კვება. ამასთან, არ უნდა გამოირიცხოს ცეფტრიაქსონის გამომწვევი როლის ან მისი გავლენის გამორიცხვა, როგორც კოფაქტორისა, სანაღვლე გზებში პრეციპიტატების წარმოქმნაში.

თირკმელკენჭოვანი დაავადება

ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნა შექცევადი ხასიათის ნეფროლითიაზის განვითარების შემთხვევები. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ცეფტრიაქსონის დანიშვნის გადაწყვეტილება პაციენტებში თირკმელკენჭოვანი დაავადებით ან ანამნეზში ჰიპერკალციურიით, მიღებულ უნდა იქნას კონკრეტული პაციენტისათვის რისკისა და სარგებლის შეფასების საფუძველზე.

იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია

სპიროქეტოზით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია ცეფტრიაქსონით მკურნალობის დაწყებიდან მოკლე ხანში. მოცემული რეაქციის გამოვლინებები, როგორც წესი, ქრება სპონტანურად ან სიმპტომური მკურნალობის შემდეგ. ამგვარი რეაქციების გამოვლენისას ანტიბიოტიკებით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს.

ენცეფალოპათია

არის ცნობები ცეფტრიაქსონის გამოყენებისას ენცეფალოპათიის განვითარების შემთხვევების შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თირკლის მძიმე დარღვევებით ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით. ცეფტრიაქსონთან ასოცირებული ენცეფალოპათიაზე ეჭვის არსებობისას, მაგალითად ცნობიერების დარღვევისას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცვლილებისას, მიოკლონუსი, კრუნჩხვები) განხილული უნდა იქნას ცეფტრიაქსონის შეწყვეტის შესაძლებლობა.

ლიდოკაინი

ლიდოკაინი (რომლესაც შეიცავს გამხსნელი ინტრამუსკულარული ინექციისთვის) სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მძიმე მიასთენიის, ეპილეფსიის, გულის გამტარობის დარღვევის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, ბრადიკარდიის ან სუნთქვის დაქვეითების მქონე პაციენტებში. აგრეთვე, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ისეთ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევბისას, რომლებიც ურთიერთქმედებენ ლიდოკაინთან, ზრდიან მის შეღწევადობას ან იწვევენ ადიტიურ ეფექტებს (მაგალითად, ფენიტიონი) ან ისეთი მდგომარეობებისას, როდესაც იზრდება მისი გამოყოფის დრო, მაგალითად ღვიძლის ან თირკმლების უკმარისობისას, რომლის დროსაც შესაძლებელია ლიდოკაინის მეტაბოლიტების დაგროვება.

ლიდოკაინის ინტრამუსკულარული გამოყენებისას შესაძებელია კრეატინფოსფოკინაზას კონცენტრაციის მომატება, რამაც შეიძლება გაართულოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოსტიკა.

ცხოველებზე კვლევებისას დადგენილი იქნა ლიდოკაინის პორფირინოგენობა, ამიტომ პორფირიის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება თავიდან უნდა იქნას არიდებული.

ლიდოკაინის ოპტიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია, რომელიც ახალშობილებში თავიდან აგვაცილებს ისეთ ტოქსიურობას, როგორიცაა კრუნჩხვები და არითმიები, დადგენილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცეფტრიაქსონი

ორსულობა

ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტარულ ბარიერს. ორსულ ქალებში ცეფტრიაქსონის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ცეფტრიაქსონი არ ახდენდა პირდაპირ ან ირიბ არასასურველ გავლენას ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. პრეპარატი ვანცეფი ორსულობის პერიოდში (კერძოდ ორსულობის I ტრიმესტრში) გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ლაქტაცია

ცეფტრიაქსონი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა დედის რძით და თერაპიული დოზებით მიღებისას ნაკლებ სავარაუდოა ახალშობილზე ან ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე გავლენის მოხდენა. თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადების რისკი და სენსიბილიზაციის რეაქციების განვითარება. Aაუცილებელია, შეწყდეს ძუძუთი კვება ან შეწყდეს/მოხდეს თავის შეკავება ცეფტრიაქსონით მკურნალობისაგან დედისათვის თერაპიის სარგებელის და ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებელის გათვალისწინებით.

ფერტილობა

რეპროდუქციულმა კვლევებმა არ გამოვლინა უარყოფითი გავლენა ქალისა და მამაკაცის ფერტილობაზე.

ლიდოკაინი

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ლიდოკაინის უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფზე, თუმცა მისი გამოყენება ორსულობის ადრეულ ვადებზე რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევბში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია

ლიდოკაინი უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს დედის რძეში. მეძუძურ დედებში ლიდოკაინის გამოყენებისას არსებობს ბავშვებში ალერგიული რეაქციების განვითარების შესაძლებლობა მათ შორის დაყოვნებული ტიპის.

ფერტილობა

ადამიანებში ფერტილობაზე ლიდოკაინის გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ცეფტრიაქსონით მკურნალობისას შეიძლება წარმოიქმნას არასასურველი რეაქციები (მაგალითად, თავბრუსხვევა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარზე. პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ტარების ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოვლენები

ცეფტრიაქსონი

ცეფტრიაქსონის გამოყენებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქციებია: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ფერმენტების მომატება.

ცეფტრიაქსონის არასასურველი რეაქციების წარმოქმნის სიხშირე განისაზღვრა კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით.

არასასურველი რეაქციების გამოვლინების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000,

< 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე არ არის ცნობილიa (შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირი - გენიტალური სოკოვანი ინფექცია; იშვიათი - ფსევდომემბრანული კოლიტი; სიხშირე არ არის ცნობილი - სუპერინფექცია.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირი - ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; არახშირი - გრანულოციტოპენია, ანემია, კოაგულოპათია; სიხშირე არ არის ცნობილი - ჰემოლიზური ანემიაb, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე არ არის ცნობილი - ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია, მომატებული მგრძნობელობაb, იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქციაb.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათი – ენცეფალოპათია, სიხშირე არ არის ცნობილი - კრუნჩხვები.

სმენის და ლაბირინთული დარღვევები: სიხშირე არ არის ცნობილი - ვერტიგო.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია – კოუნისის სინდრომი.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის მხრივ: იშვიათი - ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – დიარეაb, თხელი განავალი; არახშირი - გულისრევა, ღებინება; სიხშირე არ არის ცნობილი – პანკრეატიტიb, სტომატიტი, გლოსიტი.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირი - ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; სიხშირე არ არის ცნობილი - ნაღვლის ბუშტში ნალექის წარმოქმნაb, ახალშობილთა სიყვითლე, ჰეპატიტიc, ქოლესტაზური ჰეპატიტი.

კანის და კაქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირი - გამონაყარი; არახშირი - ქავილი; იშვიათი – ჭინჭრის ციება; სიხშირე არ არის ცნობილი - სტივენს-ჯონსონის სინდრომიb, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზიb, მულტიფორმული ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)b.

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: იშვიათი - ჰემატურია, გლუკოზურია;

სიხშირე არ არის ცნობილი - ოლიგურია, თირკმელებში ნალექის წარმოქმნა (შექცევადი).

ზოგადი სახის დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირი - ფლებიტი, რეაქციები ინექციის ადგილას, ცხელება; იშვიათი - შეშუპება, ციება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: არახშირი - სისხლში კრეატინინის დონის მომატება; სიხშირე არ არის ცნობილი - კუმბსის რეაქციის ცრუ დადებითი შედეგიb, გალაქტოზემიის განსაზღვრის ტესტის ცრუ დადებითი შედეგიb, გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტული ანალიზების ცრუ დადებითი შედეგები.

aპოსტმარკეტინგული კვლევების შედეგების საფუძველზე. ვინაიდან არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებების მოწოდება ნებაყოფლობითია და ეხება განუსაზღვერელი ზომის პოპულაციას, შეუძლებელია მათი გამოვლენის სიხშირის ზუსტად განსაზღვრა, ამიტომ ისინი კლასიფიცირდება, როგორც უცნობი სიხშირის

bიხილეთ პუნქტი “განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას”.

Cჩვეულებრივ წარმოადგენს შექცევადს ცეფტრიაქსონის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ინფექციები და პარაზიტული ინვაზიები

ცეფტრიაქსონით მკურნალობის შემდეგ დიარეის შესახებ ცნობები შეიძლება დაკავშირებული იყოს Clostridium difficile-ს გადაჭარბებული ზრდით. მკურნალობის ტაქტიკა უნდა იყოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის შესაბამისი კორექცია.

ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის ნალექის წარმოქმნა

აღინიშნა იშვიათი, მძიმე და ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური არასასურველი რეაქციები ნაადრევად დაბადებულ და დროულად დაბადებულ (<28 დღის ასაკი) ახალშობილებში, რომლებიც ინტრავენურად იღებდნენ ცეფტრიაქსონს და კალციუმს. ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის ნალექები დაფიქსირდა აუტოფსიის დროს ფილტვებსა და თირკმელებში. ახალშობილებში ნალექის წარმოქმნის მაღალი რისკი წარმოადგენს სისხლის მცირე მოცულობის და ზრდასრულებთან მიმართებაში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შედეგს.

იყო ცნობები ცეფტრიაქსონის საშარდე გზებში დალექვის შესახებ, უპირატესად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ მაღალ დოზებს (მაგ., ≥80მგ/კგ/დღე-ღამეში, ან საერთო დოზები 10გ-ზე მეტი) და ჰქონდათ სხვა რისკ-ფაქტორები (მაგ., გაუწყლოება, წოლითი რეჟიმი). ამ მოვლენას შეიძლება თან ახლდეს სიმპტომები, ან მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ და შეიძლება გამოიწვიოს ურეთრის ობსტრუქცია და თირკმლის პოსტრენალური მწვავე უკმარისობა, თუმცა ცეფტრიაქსონის მოხნის შემდეგ ჩვეულებრივ შექცევადია.

ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების დალექვა აღინიშნა ნაღვლის ბუშტში, პირველ რიგში იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სტანდარტულ რეკომენდებულზე მაღალი დოზებით.

ბავშვებში პროსპექტული კვლევები ინტრავენული შეყვანისას მიუთითებენ ნალექის წარმოქმნის გარდამავალ სიხშირეზე - ზოგიერთ კვლევაში 30%-ზე მეტი. სიხშირე შედარებით დაბალია ნელი ინფუზიის დროს (20-30 წუთი). ეს ეფექტი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, ნალექის წარმოქმნას იშვიათად ახლავს თან კლინიკური სიმპტომები,

როგორებიცაა ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. ნალექის წარმოქმნა ჩვეულებრივ შექცევადია ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

რეაქციები შეყვანის ადგილას

ინტრამუსკულარული ინექცია კლინიკურად მტკივნეულია. შეყვანის ადგილას სხვა რეაქციები მოიცავს ერითემას, ექსტრავაზაციას, შეშუპებას, გამონაყარს, ქავილს, ანთებას, გამაგრებას და ჰემატომას. გართულებების შესახებ, ინექციის ადგილას ინფექციის და აბსცესის ჩათვლით, შეტყობინებები იშვიათია.

ლიდოკაინი

ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემები აღწერენ იმ არასასურველ რეაქციებს, რომლებიც დაფიქსირდა ლიდოკაინის გამოყენებისას. არ არსებობს სპეციფიკური მონაცემები ცეფტრიაქსონისა და ლიდოკაინის კომბინირებული გამოყენების შესახებ.

ლიდოკაინზე არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, არის სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების, გადაჭარბებული მაღალი დოზების გამოყენების ან ადგილებიდან დიდი რაოდენობით სისხლძარღვებით სწრაფი აბსორბციის შედეგი, ასევე შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის, იდიოსინკრაზიის და პაციენტის ამტანობის შემცირების შედეგად. სისტემური ტოქსიკურობა ჩვეულებრივ მოიცავს ეფექტებს ცენტრალური ნერვული სისტემის და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მიმართ.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი).

ფსიქიკის მხრივ: სიხშირე უცნობია - ნერვოზულობა.

ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თავბრუსხვევა ან სიმსუბუქის შეგრძნება თავში, ტრემორი, პერიორალური პარესთეზია, ენის დაბუჟება, ძილიანობა, კრუნჩხვები, კომა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, დიპლოპია, გარდამავალი ამავროზი.

სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: სიხშირე უცნობია - ტინიტუსი, ჰიპერაკუზია.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - ბრადიკარდია, მიოკარდიუმის დათრგუნვა, გულის არითმია, გულის გაჩერება.

სისხლძარღვთა მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპოტენზია, სისხლძარღვთა კოლაფსი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ქოშინი, ბრონქოსპაზმი, სუნთქვის დათრგუნვა.

კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - გულისრევა, ღებინება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება (მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და სახის შეშუპება).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ. თუ პაციენტს გამოუვლინდა საეჭვო არასასურველი რეაქცია სამკურნალწამლო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ცეფტრიაქსონი

სიმპტომები

პრეპარატ ვანცეფის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მკურნალობა

ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით ან პერიტონეული დიალიზით. არ არსებობს კონკრეტული ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.

ლიდოკაინი

სიმპტომები

ლიდოკაინის ჭარბი დოზირება შეიძლება გამოვლინდეს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის გარდამავალი სტიმულაცია. თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს მთქნარება, შფოთვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიზართრია, ატაქსია, სმენის და მხედველობის დარღვევები. ზომიერი ინტოქსიკაციის დროს ასევე შეიძლება აღინიშნოს კუნთების კრთომა და კრუნჩხვები. ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს გონების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა. ძალიან მძიმე ინტოქსიკაციის დროს, მიოკარდიუმის კუმშვადობითი უნარის დაქვეითებისა და იმპულსების გამტარობის შეფერხების გამო, ჰიპოტენზიის და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსის განვითარების შემდეგ, შესაძლებელია გულის სრული ბლოკირება და გულის გაჩერება.

მკურნალობა

კრუნჩხვები, ჰიპოტენზია და სუნთქვის დათრგუნვა, აგრეთვე გულის მხრიდან გამოვლინებები საჭიროებენ სამედიცინო ჩარევას. თერაპიის მთავარი ამოცანა მდგომარეობს ოქსიგენაციის შენარჩუნებაში, კრუნჩხვების შეჩერების, სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებასა და აციდოზის კუპირებაში (მისი განვითარების შემთხვევაში).

შემადგენლობა

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #1 გამხსნელთან კომპლექტში

1 ფლაკონი შეიცავს 0,5 გ 1,0 გ

აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონი (ნატრიუმის ცეფტრიაქსონის ფორმით) 0,5 გ 1,0 გ. გამხსნელი: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარი 2 მლ 3,5მლ.

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #10

1 ფლაკონი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონი (ნატრიუმის ცეფტრიაქსონის ფორმით) 0,5 გ 1,0 გ.

წამლის ფორმა

ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსაზადებლად, გამხსნელთან კომპლექტში ან მის გარეშე.

აღწერილობა: თითქმის თეთრი ან მოყვითალო ფერის კრისტალური ფხვნილი, ოდნავ ჰიგროსკოპიული.

გამხსნელი: გამჭვირვალე, უფერი ხსნარი.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #1 გამხსნელთან ერთად კომპლექტში (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი)

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მომზადებული ხსნარი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 2°C - 8°C ტემპერატურაზე ან 6 საათის განმავლობაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #10

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #1 გამხსნელთან ერთად კომპლექტში ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 0,5 გ ან 1,0 გ ფლაკონში გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლაკონი საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით და 1 ამპულა გამხსნელით

(ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი 2 მლ ან 3,5 მლ ხსნარი შესაბამისად) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში მუყაოს გამყოფით.

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #10 ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 0,5 გ ან 1,0 გ ფლაკონში. 5 ფლაკონი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზები”.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული პრეპარატები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ათქ კოდი: J01DD04.

მოქმედების მექანიზმი

ცეფტრიაქსონი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან შეკავშირების შემდეგ (РВР). ეს წყვეტს უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზს, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის ლიზისს და მის სიკვდილს.

რეზისტენტობა

ცეფტრიაქსონის მიმართ ბაქტერიების მდგრადობა შეიძლება წარმოიშვას ერთი ან მეტი მექანიზმით:

  • ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზებით, გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების (ESBL), კარბაპენემაზების და Amp C ფერმენტების ჩათვლით, რომელთა ინდუცირება ან სტაბილურად გააქტიურება შესაძლებელია ზოგიერთი აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების ზოგიერთ სახეობაში;
  • პენიცილინშემაკავშირებელი ცილების შემცირებული აფინურობა ცეფტრიაქსონის მიმართ;
  • გრამუარყოფითი ბაქტერიების გარეთა კედლის შეუღწევადობა;
  • ბაქტერიული ეფლუქსური “ტუმბო”.

ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობელობის ტესტებში

მგრძნობელობის ტესტირებისთვის MIC (მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის) ინტერპრეტაციის კრიტერიუმები დადგენილია ცეფტრიაქსონისთვის ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ და ჩამოთვლილია ქვემოთ (https://www.ema.europa.eu/documents/other/minimum-inhibitory-concentration-mic-breakpoints_en.xlsx):

მიკროორგანიზმები

მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მნიშვნელობები (მგ/ლ)

მგრძნობიარე (S ≤)

რეზისტენტული (R >)

Brucella melitensis (მენინგიტი)

(2)1

(2)1

Cutibacterium acnes

0,062

0,062

Enterobacterales (ჩვენებები მენინგიტის გარდა)

1

2

Enterobacterales (მენინგიტი)

1

1

Haemophilus influenzae

(ჩვენებები მენინგიტის გარდა)

0,125

0,125

Haemophilus influenzae (მენინგიტი)

0,125

0,125

Kingella kingae

0,06

0,06

Moraxella catarrhalis

1

2

Neisseria gonorrhoeae

0,125

0,125

Neisseria meningitidis

(ყველა ჩვენება, პროფილაქტიკის ჩათვლით)

0,125

0,125

Staphylococcus spp.

შენიშვნა3

შენიშვნა3

Streptococcus A, B, C და G ჯგუფები

შენიშვნა4

შენიშვნა4

Streptococcus pneumoniae

(ჩვენებები მენინგიტის გარდა)

0,5

2

Streptococcus pneumoniae (მენინგიტი)

0,5

0,5

Viridans ჯგუფის Streptococci

0,5

0,5

ფრჩხილებში მოცემული ზრვრული მნიშვნელობების გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: https://www.eucast.org/eucastguidancedocuments/.

ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატები შეიძლება მითითებული იქნას როგორც მგრძნობიარე ყველა ბეტა-ლაქტამის მიმართ ზღვრული მნიშვნელობებით (მათ შორის მითითებით „შენიშვნა“) შემდგომი ტესტირების გარეშე. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული იზოლატები უნდა შემოწმდეს ცალკეული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობაზე.

სტაფილოკოკების მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ დგინდება ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე, ცეფიქსიმის, ცეფტაზიდიმის, ცეფტაზიდიმ-ავიბაქტამის, ცეფტიბუტენის და ცეფტოლოზან-ტაზობაქტამის გამოკლებით, რომლებსაც არ აქვთ ზღვრული მნიშვნელობები და არ უნდა იქნან გამოყენებული სტაფილოკოკური ინფექციების დროს. პერორალური პრეპარატების შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ინფექციის ადგილზე საკმარისი ხარისხის ზემოქმედების მისაღწევად. თუ ცეფოტაქსიმი და ცეფტრიაქსონი ნაჩვენებია მეთიცილინ-მგრძნობიარე სტაფილოკოკებისთვის, ისინი უნდა იქნას მითითებული, როგორც „მგრძნობიარე, გაზრდილი ექსპოზიცია“ (I). ზოგიერთი მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus მგრძნობიარეა ცეფტაროლინისა და ცეფტობიპროლის მიმართ, იხილეთ შენიშვნები 6/D და 8/F.

А, B, C და G ჯგუფების სტრეპტოკოკების მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ დგინდება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული მიკროორგანიზმების მიმართ

ცალკეული სახეობებისთვის შეძენილი რეზისტენტობის გავრცელებადობა შეიძლება ვერირებდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში, ამიტომ სასურველია იქონიოთ ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექსპერტს კონსულტაციისათვის, თუ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელებადობა ისეთია, რომ ცეფტრიაქსონის სარგებელი საეჭვოა, სულ მცირე, ზოგიერთი სახეობის ინფექციის დროს.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები:

  • გრამდადებითი აერობები: Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე)£, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (მეთიცილინ-მგრძნობიარე)£, Streptococcus pyogenes (ჯგუფი A), Streptococcus agalactiae (ჯგუფი B), Streptococcus pneumoniae, Viridans ჯგუფის Streptococci;
  • გრამუარყოფითი აერობები: Borrelia burgdorferi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Proteus mirabilis, Providencia spp., Treponema pallidum.

სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ რეზისტენტობის განვითარება:

  • გრამდადებითი აერობები: Staphylococcus epidermidis+, Staphylococcus haemolyticus+, Staphylococcus hominis+;
  • გრამუარყოფითი აერობები: Citrobacter freundii, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli%, Klebsiella pneumoniae%, Klebsiella oxytoca%, Morganella morganii, Proteus vulgaris, Serratia marcescens;
  • ანაერობები: Bacteroides spp., Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp., Clostridium perfringens.

ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმები:

  • გრამდადებითი აერობები: Enterococcus spp., Listeria monocytogenes;
  • გრამუარყოფითი აერობები: Acinetobacter baumannii, Pseudomonas aeruginosa, Stenotrophomonas maltophilia;
  • ანაერობები: Clostridium difficile;
  • სხვა: Chlamydia spp., Chlamydophila spp., Mycoplasma spp., Legionella spp., Ureaplasma urealyticum.

££ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები რეზისტენტულია ცეფტრიაქსონის მიმართ.

+ რეზისტენტობის მაჩვენებელი > 50% სულ მცირე ერთ რეგიონში.

%EESBL-ის წარმომქმნელი შტამები ყოველთვის რეზისტენტულია.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ქვემოთ წარმოდგენილი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ეფუძნება კვლევებს ცალკეული ნივთიერების გამოყენებით, რომლებშიც ცეფტრიაქსონი ან ლიდოკაინი ცალკე გამოიყენებოდა. ლიდოკაინი არ მოქმედებს ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკაზე ვანცეფის კუნთში შეყვანის შემდეგ.

ცეფტრიაქსონი

შეწოვა

კუნთშიდა შეყვანა

კუნთშიდა შეყვანის შემდეგ, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის დონე პლაზმაში დაახლოებით ორჯერ დაბალია, ვიდრე ექვივალენტური დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ დაფიქსირებულის. 1.0 გ ერთჯერადი დოზის ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ და მიიღწევა შეყვანიდან 2-3 საათის შემდეგ.

კუნთშიდა შეყვანის შემდეგ ფართობი “კონცენტრაცია პლაზმაში-დრო” მრუდის ქვეშ ექვივალენტურია ფართობისა მრუდის ქვეშ ექვივალენტური დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

ინტრავენური შეყვანა

  • 5 გ და 1.0 გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ბოლუსური ინექციის შემდეგ, ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის საშუალო დონემ პლაზმაში შეადგინა დაახლოებით 120 მგ/ლ და 200 მგ/ლ შესაბამისად. 0.5 გ, 1.0 გ და 2.0 გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, ცეფტრიაქსონის დონემ პლაზმაში შეადგინა დაახლოებით 80 მგ/ლ, 150 მგ/ლ და 250 მგ/ლ შესაბამისად.

განაწილება

ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12 ლიტრს. ქსოვილებში, მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში/ღვიძლში, ნუშურა ჯირკვლებში, შუა ყურსა და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლოვან ქსოვილში, ასევე ცერებროსპინალურ, პლევრულ, პროსტატის და სინოვიალურ სითხეებში, გვხვდება კონცენტრაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება უმეტესი მგრძნობიარე პათოგენების MIC. განმეორებითი შეყვანისას, საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაციები (Cmax) იზრდება 8-15%-ით, ხოლო სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა უმეტეს შემთხვევაში 48-72 საათის განმავლობაში, შეყვანის გზის მიხედვით.

ცალკეულ ქსოვილებში შეღწევა

ცეფტრიაქსონი აღწევს ტვინის გარსებში. შეღწევადობა აღწევს მაქსიმალურ ხარისხს ტვინის გარსების ანთების დროს. არსებობს შეტყობინებები, რომ ცეფტრიაქსონის საშუალო პიკური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში პაციენტებში ბაქტერიული მენინგიტით პლაზმაში დონის 25%-მდე შეადგენს, პლაზმური დონის 2%-თან შედარებით პაციენტებში დაუზიანებელი ტვინის გარსებით. ცეფტრიაქსონის პიკური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში მიიღწევა ინტრავენური შეყვანიდან დაახლოებით 4-6 საათის შემდეგ. ცეფტრიაქსონი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძით დაბალი კონცენტრაციით.

ცილებთან შეკავშირება

ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 95%-ს 100 მგ/ლ-ზე ნაკლები პლაზმური კონცენტრაციის დროს. შეკავშირებას გააჩნია გაჯერების ხარისხი და შეკავშირებული ცეფტრიაქსონის წილი მცირდება კონცენტრაციის ზრდასთან ერთად (85%-მდე 300 მგ/ლ პლაზმური კონცენტრაციის დროს).

ბიოტრანსფორმაცია

ცეფტრიაქსონი არ ექვემდებარება სისტემურ მეტაბოლიზმს, არამედ გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად ნაწლავური მიკროფლორის ზემოქმედებით.

გამოყოფა

საერთო ცეფტრიაქსონის (შეკავშირებულის და შეუკავშირებელის) პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22 მლ/წთ. თირკმლის კლირენსი შეადგენს 5-12 მლ/წთ. ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ძირითადად გორგლოვანი ფილტრაციის მეშვეობით, ხოლო 40-50% გამოიყოფა უცვლელი სახით ნაღველით. საერთო ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 8 საათს.

პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა უმნიშვნელოდ იცვლება მხოლოდ ნახევარგამოყოფის პერიოდის მცირე ზრდით (ორ ჯერზე ნაკლებად), მათ შორის თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს ნახევარგამოყოფის პერიოდის შედარებით მცირე ზრდა აიხსნება ექსტრარენალური კლირენსის კომპენსატორული ზრდით, რაც გამოწვეულია სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების შემცირებით და საერთო ცეფტრიაქსონის ექსტრარენალური კლირენსის შესაბამისი ზრდით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება თირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდის გამო. ეს ასევე განპირობებულია პლაზმაში ცეფტრიაქსონის თავისუფალი ფრაქციის ზრდით, რაც ხელს უწყობს პრეპარატის საერთო კლირენსის პარადოქსულ ზრდას განაწილების მოცულობის ზრდის ფონზე, საერთო კლირენსის ზრდის პარალელურად.

ხანდაზმული პაციენტები

75 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი, როგორც წესი, ორ-სამჯერ მეტია, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში.

ბავშვები

ჩვილებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია. დაბადებიდან 14 დღემდე ასაკამდე, თავისუფალი ცეფტრიაქსონის დონე შეიძლება მომატებული იყოს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დაქვეითებული გორგლოვანი ფილტრაცია და ცილებთან შეცვლილი შეკავშირება. ნახევარგამოყოფის პერიოდი ბავშვებში უფრო მოკლეა, ვიდრე ახალშობილებში ან მოზრდილებში.

პლაზმური კლირენსი და საერთო ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა ატარებს არახაზოვან ხასიათს. პრეპარატის საერთო კონცენტრაციებზე დაფუძნებული ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი, ნახევარგამოყოფის პერიოდის გარდა, დოზადამოკიდებულია და დოზის გაზრდის პროპორციულად ნაკლებად იზრდება. არახაზოვნება დამახასიათებელია ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებისთვის, რომლებიც დამოკიდებულია ცეფტრიაქსონის საერთო კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში (და არა მხოლოდ თავისუფალი ცეფტრიაქსონის) და აიხსნება სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების გაჯერებით.

ფარმაკოკინეტიკის/ფარმაკოდინამიკის ურთიერთკავშირი

ისევე, როგორც სხვა ბეტა-ლაქტამებთან მიმართებაში, ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური მაჩვენებელი, რომელიც ახდენს საუკეთესო კორელაციის დემონსტრირებას ეფექტურობისთვის in vivo, წარმოადგენს პროცენტულ შეფარდებას დოზების მიღებებს შორის დროის ინტერვალისა, რომლის დროსაც შეუკავშირებელი კონცენტრაცია რჩება ცეფტრიაქსონის MIC-ზე მაღალი, მიკროორგანიზმების ცალკეულ სამიზნე სახეობებთან მიმართებაში (ანუ %Т > MIC).

ლიდოკაინი

შეწოვა

ლიდოკაინი სწრაფად შეიწოვება, შეწოვის სიჩქარე დამოკიდებულია ინექციის ადგილის ვასკულარიზაციის ხარისხზე.

განაწილება

ლიდოკაინის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 91 ლიტრს.

გარკვეულ ქსოვილებში შეღწევა

ლიდოკაინი ადვილად აღწევს პლაცენტაში და შეუკავშირებელი პრეპარატის წონასწორული მდგომარეობა სწრაფად მიიღწევა. ნაყოფში სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი უფრო დაბალია, დედასთან შედარებით, რაც იწვევს ნაყოფის პლაზმაში საერთო პლაზმური კონცენტრაციის დაბალ დონეს. ცილებთან შეკავშირება

ლიდოკაინის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და მცირდება კონცენტრაციის მატებასთან ერთად. 1-დან 5 მკგ/მლ-მდე კონცენტრაციისას, ლიდოკაინის 60-80% უკავშირდება ცილებს. შეკავშირება ასევე დამოკიდებულია α1-მჟავა გლიკოპროტეინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.

ლიდოკაინი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ბიოტრანსფორმაცია

ლიდოკაინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადი მეტაბოლიტებია მონოეთილგლიცინქსილიდიდი, გლიცინქსილიდიდი, 2,6-დიმეთილანილინი და 4-ჰიდროქსი-2,6-დიმეთილანილინი. ლიდოკაინის N-დეალკილირება მონოეთილგლიცინქსილიდიდამდე, სავარაუდოდ, განპირობებულია CYP1A2 და CYP3A4-ით. მეტაბოლიტი 2,6-დიმეთილანილინი გარდაიქმნება 4-ჰიდროქსი-2,6-დიმეთილანილად CYP2A6 და CYP2Е1 მეშვეობით.

გამოყოფა

ლიდოკაინის პლაზმური კლირენსი ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემდეგ მერყეობს 9-დან 10 მლ/წთ/კგ-მდე. ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ინტრავენური ბოლუსური ინექციის შემდეგ, როგორც წესი, 1.5-დან 2 საათამდეა.

მონოეთილგლიცინქსილიდიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2.3 საათია, ხოლო გლიცინქსილიდიდის - დაახლოებით 10 საათი და შეიძლება დაგროვდეს ხანგრძლივი გამოყენებისას.

ლიდოკაინის მხოლოდ 3% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით. ლიდოკაინის დაახლოებით 73% შარდში გვხვდება 4-ჰიდროქსი-2,6-დიმეთილანილინის მეტაბოლიტის სახით.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით

ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3-ჯერ იზრდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევეის მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევა (CLCR 30-60 მლ/წთ) არ მოქმედებს ლიდოკაინის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგრამ შეიძლება გაზარდოს გლიცინქსილიდიდის მეტაბოლიტის დაგროვება ინტრავენური შეყვანის შემდეგ. თუმცა, ლიდოკაინის კლირენსი დაახლოებით ნახევრდება და ნახევარგამოყოფის პერიოდი კი დაახლოებით ორჯერ იზრდება გლიცინქსილიდიდის მეტაბოლიტის დაგროვების გაძლიერებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (CLCR < 30 მლ/წთ).

ლიდოკაინის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის მონოეთილგლიცინქსილიდიდის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლიდოკაინის ინტრავენურ დოზას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ვანცეფი ED

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ვანცეფი, Onecef

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ცეფტრიაქსონი, Ceftriaxone

შემადგენლობა

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #1 გამხსნელთან კომპლექტში

1 ფლაკონი შეიცავს 0,5 გ 1,0 გ

აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონი (ნატრიუმის ცეფტრიაქსონის ფორმით) 0,5 გ 1,0 გ. გამხსნელი: ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარი 2 მლ 3,5მლ.

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #10

1 ფლაკონი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ცეფტრიაქსონი (ნატრიუმის ცეფტრიაქსონის ფორმით) 0,5 გ 1,0 გ.

წამლის ფორმა

ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსაზადებლად, გამხსნელთან კომპლექტში ან მის გარეშე.

აღწერილობა: თითქმის თეთრი ან მოყვითალო ფერის კრისტალური ფხვნილი, ოდნავ ჰიგროსკოპიული.

გამხსნელი: გამჭვირვალე, უფერი ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

ვანცეფი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ ბავშვებსა და უფროსებში, დღენაკლული ბავშვების ჩათვლით (დაბადებიდან):

ბაქტერიული მენინგიტი;

არაჰოსპიტალური პნევმონია;

ჰოსპიტალური პნევმონია;

მწვავე შუა ოტიტი;

მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები;

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით);

ძვლებისა და სახსრების ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;

გონორეა;

ათაშანგი;

ბაქტერიული ენდოკარდიტი.

ვანცეფი შეიძლება გამოვიყენოთ:

მოზრდილებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების სამკურნალოდ;

მოზრდილებსა და ბავშვებში, ახალშობილების ჩათვლით 15 დღის ასაკიდან, დისემინირებული ლაიმ/ბორელიოზის (ადრეულის (II სტადია) და მოგვიანებითის (III სტადია)) სამკურნალოდ;

პოსტოპერაციული ინფექციების გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკისათვის;

ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ბაქტერიულ

ეტიოლოგიაზე ეჭვის არსებობისას;

რომელიმე ზემოთ აღნიშნული ინფექციებით გამოწვეული ან სავარაუდოდ გამოწვეული ბაქტერიემიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

პოლიმიკრობული ინფექციების შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო გამომწვევები შეიძლება ცეფტრიქსონის მიმართ მდგრადი იყოს, განხილული უნდა იქნას დამატებითი ანტიბიოტიკების გამოყენება.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ოფიციალური სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.

დოზირება და გამოყენების წესი

დოზირება

დოზა დამოკიდებულია სიმძიმის ხარისხზე, ინფექციის ადგილსა და ტიპზე, გამომწვევის მგრძნობელობაზე, ასევე პაციენტის ასაკზე და თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციაზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილებში არსებული მონაცემები არის ზოგადი სარეკომენდაციო დოზები მოცემული ჩვენებებისათვის.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ)

ცეფტრიაქსონის დოზა*

მიღების სიხშირე **

ჩვენებები

1,0 – 2,0 გ

ერთხელ დღე-ღამეში

არაჰოსპიტალური პნევმონია

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავებები

ინტრააბდომინალური ინფექციები

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)

2,0 გ

ერთხელ დღე-ღამეში

ჰოსპიტალური პნევმონია

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

ძვლებისა და სახსრების ინფექციები

2,0 – 4,0 გ

ერთხელ დღე-ღამეში

ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მკურნალობა, ბაქტერიულ ეტიოლოგიაზე ეჭვის არსებობისას

ბაქტერიული ენდოკარდიტი

ბაქტერიული მენინგიტი

  • დადგენილი ბაქტერიემიის დროს განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
  • * 2 გრამზე მეტი დოზების გამოყენებისას განიხილება პრეპარატის დღე-ღამეში ორჯერ (12 საათში ერთხელ) გამოყენების შესაძლებლობა.

ვანცეფის გამოყენების თავისებურებები, მოზრდილთათვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (≥ 50 კგ):

მწვავე შუა ოტიტი

როგორც წესი, საკმარისია პრეპარატ ვანცეფის ერთჯერადი ინტრამუსკულარული დოზის, 1-2 გ გამოყენება. არსებული მონაცემების მიხედვით, მძიმე დაავადების ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება ეფექტური იყოს ინტრამუსკულარული გამოყენებისას დოზით 1,0 – 2,0 გ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში.

პოსტოპერაციული ინფექციების გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკა

ოპერაციამდე ერთჯერადი შეყვანა დოზით 2,0 გ.

გონორეა

ერთჯერადი ინტრამუსკულურული შეყვანა დოზით 0,5 გ.

ათაშანგი

ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 0,5გ - 1,0 გ-ს ერთხელ დღე-ღამეში, მომატების შესაძლებლობით 2,0 გრამამდე ერთხელ დღე-ღამეში ნეიროსიფილისის დროს; მკურნალობის ხანგრძლივობა – 10-14 დღე. დოზის რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები.

  • დისემინირებული ლაიმ-ბორელიოზი (ადრეული (სტადია II) და მოგვიანებითი (სტადია

III)) 2,0 გ ერთხელ დღე-ღამეში 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა ვარირებს; გასათვალისწინებელია ნაციონალური ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები ანტიბიოტიკების სათანადო გამოყენესასთან დაკავშირებით.

ბავშვები

ახალშობილები, ჩვილები და ბავშვები 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის (< 50 კგ)

ბავშვებში 50 კგ და მეტი წონით გამოიყენება მოზრდილთათვის გათვალისწინებული ჩვეული დოზები.

ლიდოკაინის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა ბავშვებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/კგ სხეულის მასაზე. ჭარბი მასის მქონე ბავშვებისთვის დოზა უნდა გამოითვალოს მათი სქესისა და ასაკისთვის ნორმალური სხეულის წონის საფუძველზე.

ცეფტრიაქსონის დოზა*

მიღების სიხშირე **

ჩვენებები

50-80 მგ/კგ

ერთხელ დღე-ღამეში

ინტრააბდომინალური ინფექციები

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)

არაჰოსპიტალური პნევმონია

ჰოსპიტალური პნევმონია

50-100 მგ/კგ

(მაქს. 4,0 გ)

ერთხელ დღე-ღამეში

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

ძვლებისა და სახსრების ინფექციები

ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მკურნალობა, ბაქტერიულ ეტიოლოგიაზე ეჭვის არსებობისას

80-100 მგ/კგ

(მაქს. 4,0 გ)

ერთხელ დღე-ღამეში

ბაქტერიული მენინგიტი

100 მგ/კგ

(მაქს. 4,0 გ)

ერთხელ დღე-ღამეში

ბაქტერიული ენდოკარდიტი

  • დადგენილი ბაქტერიემიის დროს განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
  • * 2 გრამზე მეტი დოზების გამოყენებისას განიხილება პრეპარატის დღე-ღამეში ორჯერ (12 საათში ერთხელ) გამოყენების შესაძლებლობა.

ვანცეფის გამოყენების თავისებურებები ცალკეული ჩვენებებისთვის, ახალშობილების, ჩვილების და ბავშვებისათვის 15 დღიდან 12 წლამდე (სხეულის მასა < 50 კგ):

მწვავე შუა ოტიტი

მწვავე შუა ოტიტის საწყისი მკურნალობისათვის შესაძლებელია პრეპარატ ვანცეფის ერთჯერადი ინტრამუსკულარული გამოყენება დოზით 50 მგ/კგ. არსებული მონაცემებიs მიხედვით, მძიმე დაავადების ან საწყისი მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში ვანცეფი შეიძლება გამოყენებული იყოს ინტრამუსკულარულად დოზით 50 მგ/კგ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში.

Pპოსტოპერაციული ინფექციების გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკა

ოპერაციამდე ერთჯერადი შეყვანა დოზით 50-80 მგ/კგ.

ათაშანგი

ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 75-100 მგ/კგ (მაქს. 4,0 გ) ერთხელ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში. დოზის რეკომენდაციები სიფილისის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ნაციონალური ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით.

დისემინირებული ლაიმ-ბორელიოზი (ადრეული (სტადია II) და მოგვიანებითი (სტადია III))

50-80 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ვარირებს; გასათვალისწინებელია ნაციონალური ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით.

0-14 დღის ასაკის ახალშობილები

ვანცეფი უკუნაჩვენებია დღენაკლულ ბავშვებში პოსტმენსტრუალურ ასაკამდე 41 კვირა (გესტაციური + ქრონოლოგიური ასაკი).

ცეფტრიაქსონის დოზა*

მიღების სიხშირე **

ჩვენებები

20-50 მგ/კგ

ერთხელ დღე-ღამეში

ინტრააბდომინალური ინფექციები

კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები

შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით)

არაჰოსპიტალური პნევმონია

ჰოსპიტალური პნევმონია

ძვლებისა და სახსრების ინფექციები

ცხელებით მიმდინარე ნეიტროპენიის მქონე პაციენტების მკურნალობა, ბაქტერიულ ეტიოლოგიაზე ეჭვის არსებობისას

50 მგ/კგ

ერთხელ დღე-ღამეში

ბაქტერიული მენინგიტი

ბაქტერიული ენდოკარდიტი

  • დადგენილი ბაქტერიემიის დროს განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს.

ვანცეფის გამოყენების თავისებურებები ცალკეული ჩვენებებისას, 0-14 დღემდე ასაკის ახალშობილებისათვის:

მწვავე შუა ოტიტი

მწვავე შუა ოტიტის საწყისი მკურნალობისათვის შესაძლებელია პრეპარატის ერთჯერადი ინტრამუსკულარული გამოყენება დოზით 50 მგ/კგ.

პოსტოპერაციული ინფექციების გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკა

ოპერაციამდე ერთჯერადი შეყვანა დოზით 20-50 მგ/კგ.

ათაშანგი

ჩვეული რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ/კგ-ს ერთხელ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში. დოზის რეკომენდაციები ათაშანგის დროს, ნეიროსიფილისის ჩათვლით, დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი გაიდლაინების რეკომენდაციები ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. ცეფტრიაქსონის გამოყენება უნდა გაგრძელდეს პაციენტის სხეულის ტემპერატურის ნორმალიზაციიდან ან გამომწვევის ერადიკაციის დადასტურებიდან 48-72 საათის განმავლობაში.

გამოყენება ხანდაზმული ასაკის პირებში

თირკმელების და ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება პაციენტებში ღვიძლის დარღვეული ფუნქციით

არსებული მონაცემები არ მიუთითებენ ცეფტრიაქსონის დოზის კორექციის აუცილებლობაზე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის დროს თირკმლის ნორმალური ფუნქციის პირობებში. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა.

გამოყენება პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით

ცეფტრიაქსონის დოზის კორექცია არ არის საჭირო, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის პირობებში. თირკმლის პრეტერმინალური უკმარისობის შემთხვევებში (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ) ცეფტრიაქსონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,0 გრამს დრე-ღამეში. დიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის დამატებითი შეყვანა პროცედურის დასრულების შემდეგ საჭირო არ არის. ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა პერიტონეული დიალიზის ან ჰემოდიალიზის გზით. პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისათვის აუცილებელია კლინიკური კონტროლი.

გამოყენება პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობით

ცეფტრიაქსონის გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის მძიმე დარღვევებით საჭიროა პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კლინიკური კონტროლი.

გამოყენების წესი

ვანცეფი შეჰყავთ ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად ნაკადით ან წვეთოვანი გზით.

ინტრამუსკულარული შეყვანა

ვანცეფის ხსნარი შეჰყავთ ღრმად დიდ კუნთში დოზით, რომელიც არ აღემატება 1,0 გ-ს ინექციის ერთ ადგილას.

თუ ლიდოკაინი გამოიყენება გამხსნელად, მიღებული ხსნარი არ უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად. პრეპარატის შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ნემსის შემთხვევითი მოხვედრა სისხლძარღვში შპრიცის დგუშის გამოწევით.

ინტრავენური შეყვანა

ინტრავენური ინექციისთვის გამხსნელად გამოიყენება სტერილური საინექციო წყალი.

ვანცეფის ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ინტრავენური ინფუზიის სახით, რომელიც გრძელდება მინიმუმ 30 წუთი (სასურველი გზა) ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით, რომელიც გრძელდება მინიმუმ 5 წუთი. წყვეტილი ინტრავენური ინექცია უნდა გაკეთდეს 5 წუთის განმავლობაში, სასურველია მსხვილ ვენებში. ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 50 მგ/კგ ან მეტი ინტრავენური დოზები შეყვანილი უნდა იქნას ინფუზიის სახით. ახალშობილებში ინტრავენური დოზები შეყვანილი უნდა იქნას 60 წუთის განმავლობაში, რათა შემცირდეს ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების პოტენციური რისკი. თუ ინტრავენური შეყვანა შეუძლებელია ან მიუღებელია, განხილული უნდა იქნას ინტრამუსკულარული გზა. 2.0 გ-ზე მეტი დოზები შეჰყავთ ინტრავენურად.

ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია ახალშობილებში (≤ 28 დღის ასაკის), რომლებსაც სჭირდებათ (ან მოსალოდნელია, რომ დასჭირდებათ) კალციუმის შემცველი ხსნარების ინტრავენური შეყვანა, კალციუმის შემცველი ხსნარების ჩათვლით პარენტერალური კვებისთვის, ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების დალექვის წარმოქმნის რისკის გამო.

ნალექის წარმოქმნის რისკის გათვალისწინებით, კალციუმის შემცველი გამხსნელები (მაგ., რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი) არ უნდა იქნას გამოყენებული ცეფტრიაქსონის გასახსნელად ფლაკონებში ან ინტრავენური შეყვანისთვის მომზადებული ხსნარის შემდგომი განზავებისთვის.

ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების დალექვის წარმოქმნა ასევე შეიძლება მოხდეს პრეპარატის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ერთ საინფუზიო სისტემაში.

ამგვარად ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარები არ უნდა იქნას შერეული ან გამოყენებული ერთდროულად.

ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის, ცეფტრიაქსონი უნდა იქნას გამოყენებული ოპერაციის დაწყებამდე 30-90 წუთით ადრე.

პრეპარატის მომზადების წესები

ინტრამუსკულარული ინექციისთვის:

0,5 გ ვანცეფი იხსნება 2 მლ 1%-იან ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში,

1,0 გ ვანცეფი იხსნება 3.5 მლ 1%-იან ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.

ინტრავენური ინექციისთვის:

0,5 გ ვანცეფი იხსნება 5 მლ საინექციო წყალში,

1,0 გ ვანცეფი იხსნება 10 მლ საინექციო წყალში.

ინტრავენური ინფუზიისთვის:

აღდგენილი ხსნარი გადატანილი უნდა იქნას 10 მლ ერთ-ერთ შემდეგ კალციუმისგან თავისუფალ საინფუზიო სითხეში: ნატრიუმის ქლორიდი 0,9%, ნატრიუმის ქლორიდი 0,45% + დექსტროზა 2,5%, დექსტროზა 5%, დექსტროზა 10%, 6%-ანი დექსტრანი 5%-იან დექსტროზაში, საინექციო წყალი.

ფლაკონი ფრთხილად უნდა გადაატრიალოთ ხელისგულებს შორის და ვიზუალურად დაათვალიეროთ, რათა დარწმუნდეთ, რომ გახსნა სრულია და პრეპარატში მყარი ნაწილაკები არარსებობს.

ფხვნილის გამხსნელში განზავებისას მიიღება:

  • გამჭვირვალე ყვითელიდან მოყავისფრო-ყვითელ ფერამდე ხსნარი (1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი გამხსნელში);
  • გამჭვირვალე მოყვითალოდან ყვითელ ფერამდე ხსნარი (გამხსნელში საინექციო წყალი).

რეკომენდირებულია საინექციო ხსნარის გამოყენება განზავებისთანავე. მომზადებული ხსნარი (გამხსნელით 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ან საინექციო წყალი) სტაბილურია 24 საათის განმავლობაში, თუ ინახება 2°С - 8°С ტემპერატურაზე ან 6 საათის განმავლობაში, თუ ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ ხსნარი ფერის შეცვლის შემთხვევაში. თუ ხსნარი დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებამდე შენახვის ვადებსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მითითებულ დროს, რათა უზრუნველყოფილი იქნა ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა, ასევე მიკრობიოლოგიური სისუფთავე გამოყენებისას.

ვანცეფი არ უნდა იქნას შერეული ერთ შპრიცში რაიმე სხვა პრეპარატებთან, გარდა 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარისა (მხოლოდ კუნთშიდა ინექციებისთვის).

ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია საინფუზიო სისტემის გამორეცხვა.

უკუჩვენებები

ცეფტრიაქსონი

ცეფტრიაქსონის, სხვა ცეფალოსპორინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობა (მაგ., ანაფილაქსიური რეაქცია) ნებისმიერი სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ (პენიცილინები, მონობაქტამები და კარბაპენემები);

ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია:L

დღენაკლულ ბავშვებში პოსტკონცეპტუალური ასაკის (გესტაციული + პოსტნატალური ასაკი) 41 კვირამდე*.

დროულ ახალშობილებში (28 დღემდე):

ჰიპერბილირუბინემიით, სიყვითლით, ჰიპოალბუმინემიით ან აციდოზით, ვინაიდან მსგავს მდგომარეობაში შესაძლებელია ბილირუბინის შეკავშირების დარღვევა*;

კალციუმის ინტრავენური გამოყენების ან კალციუმის შემცველი ინფუზიების წარმოების საჭიროების შემთხვევაში (ან მოსალოდნელი საჭიროებისას), ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის დალექვის რისკის გამო.

  • In vitro კვლევებმა გამოავლინა, რომ ცეფტრიაქსონს შეუძლია გამოდევნოს ბილირუბინი სისხლის შრატის ალბუმინთან შეკავშირების ადგილიდან, რაც ასეთ პაციენტებში ბილირუბინული ენცეფალოპათიის პოტენციურ რისკს განაპირობებს.

ლიდოკაინი

ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულარული შეყვანის წინ, გამხსნელის სახით ლიდოკაინის გამოყენებისას, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, ლიდოკაინის გამოყენების უკუჩვენებების გამორიცხვა.

ცნობილი მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის ან სხვა ამიდური საანესთეზიო

საშუალებების მიმართ;

გულის სრული ბლოკადა;

ჰიპოვოლემია.

არ შეიძლება ლიდოკაინის შემცველი ცეფტრიაქსონის ხსნარების ინტრავენურად გამოყენება.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ცეფტრიაქსონი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ისევე, როგორც ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენებისას, არსებობს მონაცემები ჰიპერმგრძნობელობის მძიმე, ზოგჯერ კი ლეტალური, რეაქციების შემთხვევების შესახებ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება პროგრესირებდეს კოუნისის სინდრომამდე – სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მოიკარდიუმის ინფარქტი. ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში ცეფტრიაქსონით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაწყებული იქნას სათანადო სამკურნალო ღონისძიებები.

მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა პაციენტს ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები ცეფტრიაქსონზე, სხვა ცეფალოსპორინებზე ან ნებისმიერ სხვა ბეტა-ლაქტამურ საშუალებაზე. აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმ შემთხვევაში, თუ ცეფტრიაქსონი ინიშნება პაციენტებში, რომელთა ანამნეზში აღინიშნებოდა სხვა ბეტა-ლაქტამური ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის ნაკლებად მძიმე შემთხვევები.

ცეფტრიაქსონის გამოყენებისას იყო ცნობები კანის მხრივ სერიოზული არასასურველი რეაქციების შესახებ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი/ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო; თუმცა ამ მოვლენების სიხშირე უცნობია.

ურთიერთქმედება კალციუმის შემცველ პრეპარატებთან

აღწერილი იყო ისეთი რეაქციების გამოვლენის შემთხვევები, რომლებიც დღენაკლულ და დროულად დაბადებულ 1 თვემდე ასაკის ახალშობილებში იწვევდნენ სიკვდილს, ფილტვებში და თირკმელებში ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების ნალექის წარმოქმნის გამო. სულ მცირე ერთ მათგანში გამოყენებული იქნა ცეფტრიაქსონი და კალციუმი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტრავენური საინფუზიო სისტემის საშუალებით. სამეცნიერო ლიტერატურაში არ არის რეგისტრირებული პაციენტებში ინტრავასკულური ნალექების დადასტურებული შემთხვევები, გარდა იმ ახალშობილებთან დაკავშირებული შემთხვევებისა, რომლებშიც გამოიყენებოდა ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარები, აგრეთვე კალციუმის შემცველი სხვა პროდუქტები. In vitro კვლევებმა ცხადყო, რომ ახალშობილებში ცეფტრიაქსონის დალექვის რისკი უფრო მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით.

ნებისმიერი ასაკის პაციენტებში გამოყენებისას არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შერევა ან გამოყენება კალციუმის შემცველ ინტრავენურ ხსნარებთან ერთად სხვადასხვა საინფუზიო სისტემების გამოყენების ან სხვადასხვა ადგილას შეყვანის შემთხვევაშიც კი. თუმცა, 28 დღეზე მეტი ასაკის პაციენტებში ცეფტრიაქსონის და კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენება შესაძლებელია თანმიმდვრულად, ერთი მეორეს შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როდესაც საინფუზიო სისტემები გამოიყენება სხვადასხვა ადგილას, ან ხდება მათი შეცვლა, ან ინფუზიებს შორის პერიოდში ხდება გულმოდგინედ გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით, რათა თავიდან იქნას აცილებული ნალექის წარმოქმნა. პაციენტებში, რომელთაც სრული პარენტერალური კვებისათვის ესაჭიროებათ კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზია, აუცილებელია განხილულ იქნას ალტერნატიული ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებსაც არ გააჩნიათ ნალექის წარმოქმნის მსგავსი რისკი. თუ პაციენტისათვის, რომელსაც უტარდება სრული პარენტერალური კვება, აუცილებელია ცეფტრიაქსონის მიღება, პარენტერალური კვების ხსნარების და ცეფტრიაქსონის გამოყენება შეიძლება ერთდროულად, მაგრამ სხვადასხვა საინფუზიო სისტემების გამოყენებით და სხვადასხვა ადგილებში. ალტერნატიულ ვარიანტს წარმოადგენს სრული პარენტერალური კვების ხსნარის ინფუზიის შეწყვეტა ცეპტრიაქსონის ინფუზიის დროს და ხსნარების შეყვანებს შორის პერიოდში საინფუზიო სისტემების გამორეცხვა.

გამოყენება ბავშვებში

პუნქტში `დოზირება და გამოყენების წესი~ განსაზღვრული იყო პრეპარატ ვანცეფის უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილთათვის, ჩვილებისა და ბავშვებისათვის. კვლევებმა ცხადყო, რომ ცეფტრიაქსონს, როგორც ზოგიერთ სხვა ცეფალოსპორინს, შეუძლია ბილირუბინის განდევნა შრატის ალბუმინიდან. ვანცეფი წინააღმდეგნაჩვენებია ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკის მქონე დღენაკლულ და დროულად დაბადებულ ახალშობილებში.

იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემია

იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემია აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბაქტერიულ პრეპარატებს. ცეფტრიაქსონით მკურნალობის პერიოდში ზრდასრულებსა და ბავშვებში აღინიშნებოდა ჰემოლიზური ანემიის მძიმე შემთხვევები, ლეტალური გამოსავლის ჩათვლით.

ცეფტრიაქსონის გამოყენების პერიოდში ანემიის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკის გამოყენებასთან დაკავშირებული დიაგნოზის ნამდვილობა, ხოლო ანტიბიოტიკის მიღება უნდა შეწყდეს ეტიოლოგიის დადგენამდე.

ხანგრძლივი მკურნალობა

ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება.

კოლიტი/არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა

იყო ცნობები ანტიბაქტერიული საშუალებების, მათ შორის ცეფტრიაქსონის გამოყენებასთან დაკავშირებული კოლიტისა და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შემთხვევების შესახებ, რომელთა სიმძიმეც მერყეობდა მსუბუქიდან სიცოცხლისათვის სახიფათომდე. ამიტომ, საჭიროა მოცემული დიაგნოზის გათვალისწინება იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც გამოუვლინდათ დიარეა ცეფტრიაქსონის გამოყენების დროს ან მისი გამოყენების შემდეგ. Clostridium difficile-სთან ასოცირებული დიარეზე ეჭვის არსებობისას ან დადასტურებისას აუცილებელია ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა და Clostridium difficile-თი გამოწვეული კოლიტის სპეციფიკური მკურნალობა. არ შეიძლება ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რომლებიც აინჰიბირებენ პერისტალტიკას.

როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიღებისას, ცეფტრიაქსონით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით განპირობებული სუპერინფექციები.

თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობა

თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს რეკომენდებულია უსაფრთხოებისა და კლინიკური ეფექტურობის კონტროლის ჩატარება.

გავლენა სეროლოგიური კვლევების შედეგებზე

შეიძლება გამოვლინდეს კუმბსის ტესტის და გალაქტოზემიის კვლევის ცრუდადებითი შედეგები.

შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტულმა მეთოდებმა შეიძლება მოგვცეს ცრუდადებითი შედეგები. შარდში გლუკოზის განსაზღვრა პრეპარატ ვანცეფით მკურნალობის დროს უნდა მოხდეს ფერმენტული მეთოდებით.

ცეფტრიაქსონის გამოყენებამ შეიძლება დაამახინჯოს (შეამციროს) სისხლში გლუკოზის შემცველობის ანალიზის მაჩვენებელი. აუცილებელია ტესტ-სისტემის გამოყენების ინსტრუქციის მითითებების დაცვა. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება კვლევის ალტერნატიული მეთოდები.

ნატრიუმი

ვანცეფის 1,0 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი შეიცავს 80 მგ ნატრიუმს ერთ ფლაკონში, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 4%-ის ექვივალენტურია (ნატრიუმის 2,0 გ ზრდასრული ადამიანისთვის).

ვანცეფის 0,5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი შეიცავს 40 მგ ნატრიუმს ერთ ფლაკონში, რაც ჯანმო-ს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის 2%-ის ექვივალენტურია (ნატრიუმის 2,0 გ ზრდასრული ადამიანისთვის).

ანტიბაქტერიული სპექტრი

ცეფტრიაქსონს გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობის შეზღუდული სპექტრი და არ შეიძლება მისი გამოყენება მონოთერაპიის სახით ზოგიერთი ტიპის ინფექციის სამკურნალოდ, გარდა შემთხვევებისა, როდესაც დაავადების გამომწვევი დადგენილია. პოლიმიკრობული ინფექციების დროს, როდესაც დაავადების სავარაუდო გამომწვევები შეიძლება იყოს ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტულ მიკროორგანიზმები, განხილულ უნდა იქნას დამატებითი ანტიბიოტიკების გამოყენება.

ბილიარული ლითიაზი

ულტრაბგერითი კვლევის დროს ჩრდილების გამოვლენისას გასათვალისწინებელია ცეფტრიაქსონის კალციუმის ნალექის არსებობა. ჩრდილები, რომლებიც შეცდომით მიჩნეულია ნაღვლის ბუშტის კენჭებად, ნაღვლის ბუშტის ექოგრამებზე ყველაზე ხშირად გვხვდება ცეფტრიაქსონის გამოყენებისას სადღეღამისო დოზებით 1 გ და მეტი. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ბავშვებში ცეფტრიაქსონით მკურნალობისას. ამგვარი ნალექები ქრება ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში ცეფტრიაქსონის კალციუმის არსებობა ნალექის სახით დაკავშირებული იყო სიმპტომების გამოვლენასთან. სიმპტომების არსებობის შემთხვევებში რეკომენდებულია კონსერვატიული არაქირურგიული მკურნალობა, ხოლო ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა ექიმმა უნდა განიხილოს კონკრეტული პაციენტისათვის რისკისა და სარგებლის შეფასების საფუძველზე.

ბილიარული სტაზი

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცეფტრიაქსონით, აღინიშნა პანკრეატიტის

შემთხვევები, შესაძლოა სანაღვლე გზების ობსტრუქციის გამო. პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა ქოლესტაზისა და ნაღვლის ბუშტში ნალექის წარმოქმნის რისკ-ფაქტორები, მაგალითად წინა ძირითადი თერაპია, მძიმე დაავადება და სრული პარენტერალური კვება. ამასთან, არ უნდა გამოირიცხოს ცეფტრიაქსონის გამომწვევი როლის ან მისი გავლენის გამორიცხვა, როგორც კოფაქტორისა, სანაღვლე გზებში პრეციპიტატების წარმოქმნაში.

თირკმელკენჭოვანი დაავადება

ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნა შექცევადი ხასიათის ნეფროლითიაზის განვითარების შემთხვევები. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ცეფტრიაქსონის დანიშვნის გადაწყვეტილება პაციენტებში თირკმელკენჭოვანი დაავადებით ან ანამნეზში ჰიპერკალციურიით, მიღებულ უნდა იქნას კონკრეტული პაციენტისათვის რისკისა და სარგებლის შეფასების საფუძველზე.

იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია

სპიროქეტოზით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია ცეფტრიაქსონით მკურნალობის დაწყებიდან მოკლე ხანში. მოცემული რეაქციის გამოვლინებები, როგორც წესი, ქრება სპონტანურად ან სიმპტომური მკურნალობის შემდეგ. ამგვარი რეაქციების გამოვლენისას ანტიბიოტიკებით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს.

ენცეფალოპათია

არის ცნობები ცეფტრიაქსონის გამოყენებისას ენცეფალოპათიის განვითარების შემთხვევების შესახებ, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თირკლის მძიმე დარღვევებით ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით. ცეფტრიაქსონთან ასოცირებული ენცეფალოპათიაზე ეჭვის არსებობისას, მაგალითად ცნობიერების დარღვევისას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცვლილებისას, მიოკლონუსი, კრუნჩხვები) განხილული უნდა იქნას ცეფტრიაქსონის შეწყვეტის შესაძლებლობა.

ლიდოკაინი

ლიდოკაინი (რომლესაც შეიცავს გამხსნელი ინტრამუსკულარული ინექციისთვის) სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მძიმე მიასთენიის, ეპილეფსიის, გულის გამტარობის დარღვევის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, ბრადიკარდიის ან სუნთქვის დაქვეითების მქონე პაციენტებში. აგრეთვე, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ისეთ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევბისას, რომლებიც ურთიერთქმედებენ ლიდოკაინთან, ზრდიან მის შეღწევადობას ან იწვევენ ადიტიურ ეფექტებს (მაგალითად, ფენიტიონი) ან ისეთი მდგომარეობებისას, როდესაც იზრდება მისი გამოყოფის დრო, მაგალითად ღვიძლის ან თირკმლების უკმარისობისას, რომლის დროსაც შესაძლებელია ლიდოკაინის მეტაბოლიტების დაგროვება.

ლიდოკაინის ინტრამუსკულარული გამოყენებისას შესაძებელია კრეატინფოსფოკინაზას კონცენტრაციის მომატება, რამაც შეიძლება გაართულოს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოსტიკა.

ცხოველებზე კვლევებისას დადგენილი იქნა ლიდოკაინის პორფირინოგენობა, ამიტომ პორფირიის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება თავიდან უნდა იქნას არიდებული.

ლიდოკაინის ოპტიმალური შრატისმიერი კონცენტრაცია, რომელიც ახალშობილებში თავიდან აგვაცილებს ისეთ ტოქსიურობას, როგორიცაა კრუნჩხვები და არითმიები, დადგენილი არ არის.

შეუთავსებლობა

ცეფტრიაქსონი შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.

ცეფტრიაქსონის შემცველი ხსნარები, არ უნდა შეერიოს ან დაემატოს მათ, გარდა იმ ნივთიერებებისა, რომლებიც მითითებულია განყოფილებაში “გამოყენების წესი და დოზები”. ნალექის წარმოქმნის რისკის გათვალისწინებით, კალციუმის შემცველი გამხსნელები (მაგალითად რინგერის ხსნარი, ხარტმანის ხსნარი) არ უნდა გამოვიყენოთ ცეფტრიაქსონის გასახსნელად ფლაკონებში და შემდგომი განზავებისთვის ინტრავენური ინექციისას. არ უნდა შეერიოს ან გამოვიყენოთ ცეფტრიაქსონი ერთდროულად კალციუმის შემცველ ხსნარებს, პარენტერალური კვების ხსნარების ჩათვლით.

ვანცეფთან ერთდროულად სხვა ანტიბიოტიკის გამოყენებისას არ უნდა მოხდეს კონტაქტი ერთსა და იმავე შპრიცში ან ერთსა და იმავე საინფუზიო ხსნარში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ცეფტრიაქსონი

ნალექის წარმოქმნის შესაძლებლობის გამო, კალციუმის შემცველი ხსნარები, როგორებიცაა რინგერი ან ჰარტმანის ხსნარი, არ უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატ ვანცეფის განსაზავებლად ან ინტრავენური შეყვანისათვის მიღებული ხნარის შემდგომი განზავებისათვის. ცეფტრიაქსონის კალციუმის ნალექი შეიძლება წარმოიქმნას ცეფტრიაქსონის და კალციუმის შემცველი ხსნარების ინტრავენურად შეყვანისათვის ერთი და იმავე სისტემის გამოყენებისას. ცეფტრიაქსონი არ გამოიყენება კალციუმის შემცველ ინტრავენურ ხსნარებთან კომბინაციაში, მათ შორის კალციუმის შემცველ ინტრავენური ინფუზიებთან, როგორიცაა პარენტერალური კვების ხსნარები. თუმცა, პაციენტებში, ახალშობილების გარდა, ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარები შესაძლებელია შეყვანილ იქნას თანმიმდევრულად, ერთი მეორეს შემდეგ, ინფუზიებს შორის შუალედში თავსებადი ხსნარით საინფუზიო სისტემების გულმოდგინედ გამორეცხვის შემდეგ. In vitro კვლევებმა, სადაც გამოყენებული იყო ზრდასრულების სისხლის პლაზმა და ახალშობილების ჭიპლარის სისხლი, ცხადყო, რომ ახალშობილებს აქვთ ცეფტრიაქსონის კალციუმის ნალექის წარმოქმნის მომატებული რისკი.

პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია К ვიტამინის ანტაგონისტების ეფექტის გაძლიერება და სისხლდენის რისკის გაზრდა. აუცილებელია ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) ხშირი მონიტორინგი და ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ К ვიტამინის ანტაგონისტების დოზის შესაბამისი კორექცია.

არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიკურობის შესაძლო მატების შესახებ ცეფალოსპორინებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში. ასეთი შემთხვევების დროს რეკომენდებულია ამინოგლიკოზიდების დონის და თირკმლის ფუნქციების კონტროლი.

In vitro კვლევებში აღინიშნებოდა ანტაგონისტური ეფექტები ქლორამფენიკოლისა და ცეფტრიაქსონის კომბინირებული გამოყენებისას. აღნიშნული კვლევის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

მონაცემები ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი შიგნით მისაღები პროდუქტების ურთიერთქმედების, ან ინტრამუსკულარულად შესაყვანი ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი ინტრავენური ან შიგნით მისაღები პროდუქტების ურთიერთქმედების შესახებ არ არის.

პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას ცეფტრიაქსონით, კუმბსის ტესტმა შეიძლება აჩვენოს ცრუდადებითი შედეგები.

ცეფტრიაქსონმა, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს გალაქტოზემიის არსებობაზე ტესტების ცრუდადებითი შედეგები.

გარდა ამისა, შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტული მეთოდები იძლევიან ცრუდადებით შედეგებს, ამიტომ შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრა ცეფტრიაქსონის მკურნალობის ფონზე უნდა მოხდეს ფერმენტული მეთოდების გამოყენებით.

ცეფტრიაქსონის დიდი დოზების და ძლიერმოქმედი დიურეზულების (მაგ., ფუროსემიდი) ერთდროული გამოყენებისას არ აღინიშნა თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

პრობენეციდთან ერთად გამოყენება არ ამცირებს ცეფტრიაქსონის გამოყოფას.

ლიდოკაინი

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები: ლიდოკაინი არის სუბსტრატი CYP450 ფერმენტებისთვის: CYP1A2 და CYP3A4. ამ მიზეზით, ლიდოკაინის მეტაბოლიზმი შეიძლება შეფერხდეს CYP ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად, კლარითრომიცინის, ერითრომიცინის, ციმეტიდინის) და გაძლიერდეს ფერმენტების ინდუქტორების ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად, ბარბიტურატების, კარბამაზეპინის, ფენიტოინის, პრიმიდონის, რიფამპიცინის).

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები: სისტემური ტოქსიკური ეფექტები შეიძლება იყოს ადიტიური აქტიური ნივთიერებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივი ამიდური საანესთეზიო საშუალებების სტრუქტურულ ანალოგებს (მაგალითად, ანტიარითმიული საშუალებების, როგორიცაა მექსილეტინი ან ტოკაინიდი). ამ მიზეზით, როტაცეფის ინტრამუსკულარული ინექციები (ლიდოკაინის შემცველი გამხსნელით) უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას ასეთი სამკურნალო საშუალებებით.

მიორელაქსანტების ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს ლიდოკაინის ზემოქმედებით. აუცილებელია სამკურნალო პრეპარატის მოკლე დახასიათების გათვალისწინება თანმხლები სამკურნალო საშუალებებისთვის.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ცეფტრიაქსონი

ორსულობა

ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტარულ ბარიერს. ორსულ ქალებში ცეფტრიაქსონის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ცეფტრიაქსონი არ ახდენდა პირდაპირ ან ირიბ არასასურველ გავლენას ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. პრეპარატი ვანცეფი ორსულობის პერიოდში (კერძოდ ორსულობის I ტრიმესტრში) გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ლაქტაცია

ცეფტრიაქსონი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა დედის რძით და თერაპიული დოზებით მიღებისას ნაკლებ სავარაუდოა ახალშობილზე ან ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე გავლენის მოხდენა. თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადების რისკი და სენსიბილიზაციის რეაქციების განვითარება. Aაუცილებელია, შეწყდეს ძუძუთი კვება ან შეწყდეს/მოხდეს თავის შეკავება ცეფტრიაქსონით მკურნალობისაგან დედისათვის თერაპიის სარგებელის და ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებელის გათვალისწინებით.

ფერტილობა

რეპროდუქციულმა კვლევებმა არ გამოვლინა უარყოფითი გავლენა ქალისა და მამაკაცის ფერტილობაზე.

ლიდოკაინი

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ლიდოკაინის უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფზე, თუმცა მისი გამოყენება ორსულობის ადრეულ ვადებზე რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევბში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია

ლიდოკაინი უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს დედის რძეში. მეძუძურ დედებში ლიდოკაინის გამოყენებისას არსებობს ბავშვებში ალერგიული რეაქციების განვითარების შესაძლებლობა მათ შორის დაყოვნებული ტიპის.

ფერტილობა

ადამიანებში ფერტილობაზე ლიდოკაინის გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ცეფტრიაქსონით მკურნალობისას შეიძლება წარმოიქმნას არასასურველი რეაქციები (მაგალითად, თავბრუსხვევა), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარზე. პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ტარების ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

არასასურველი რეაქციები

ცეფტრიაქსონი

ცეფტრიაქსონის გამოყენებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქციებია: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ფერმენტების მომატება.

ცეფტრიაქსონის არასასურველი რეაქციების წარმოქმნის სიხშირე განისაზღვრა კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით.

არასასურველი რეაქციების გამოვლინების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000,

< 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე არ არის ცნობილიa (შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირი - გენიტალური სოკოვანი ინფექცია; იშვიათი - ფსევდომემბრანული კოლიტი; სიხშირე არ არის ცნობილი - სუპერინფექცია.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირი - ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია; არახშირი - გრანულოციტოპენია, ანემია, კოაგულოპათია; სიხშირე არ არის ცნობილი - ჰემოლიზური ანემიაb, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე არ არის ცნობილი - ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია, მომატებული მგრძნობელობაb, იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქციაb.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათი – ენცეფალოპათია, სიხშირე არ არის ცნობილი - კრუნჩხვები.

სმენის და ლაბირინთული დარღვევები: სიხშირე არ არის ცნობილი - ვერტიგო.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია – კოუნისის სინდრომი.

სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყრის მხრივ: იშვიათი - ბრონქოსპაზმი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – დიარეაb, თხელი განავალი; არახშირი - გულისრევა, ღებინება; სიხშირე არ არის ცნობილი – პანკრეატიტიb, სტომატიტი, გლოსიტი.

ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირი - ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; სიხშირე არ არის ცნობილი - ნაღვლის ბუშტში ნალექის წარმოქმნაb, ახალშობილთა სიყვითლე, ჰეპატიტიc, ქოლესტაზური ჰეპატიტი.

კანის და კაქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირი - გამონაყარი; არახშირი - ქავილი; იშვიათი – ჭინჭრის ციება; სიხშირე არ არის ცნობილი - სტივენს-ჯონსონის სინდრომიb, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზიb, მულტიფორმული ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)b.

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: იშვიათი - ჰემატურია, გლუკოზურია;

სიხშირე არ არის ცნობილი - ოლიგურია, თირკმელებში ნალექის წარმოქმნა (შექცევადი).

ზოგადი სახის დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირი - ფლებიტი, რეაქციები ინექციის ადგილას, ცხელება; იშვიათი - შეშუპება, ციება.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები: არახშირი - სისხლში კრეატინინის დონის მომატება; სიხშირე არ არის ცნობილი - კუმბსის რეაქციის ცრუ დადებითი შედეგიb, გალაქტოზემიის განსაზღვრის ტესტის ცრუ დადებითი შედეგიb, გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტული ანალიზების ცრუ დადებითი შედეგები.

aპოსტმარკეტინგული კვლევების შედეგების საფუძველზე. ვინაიდან არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებების მოწოდება ნებაყოფლობითია და ეხება განუსაზღვერელი ზომის პოპულაციას, შეუძლებელია მათი გამოვლენის სიხშირის ზუსტად განსაზღვრა, ამიტომ ისინი კლასიფიცირდება, როგორც უცნობი სიხშირის

bიხილეთ პუნქტი “განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას”.

Cჩვეულებრივ წარმოადგენს შექცევადს ცეფტრიაქსონის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა

ინფექციები და პარაზიტული ინვაზიები

ცეფტრიაქსონით მკურნალობის შემდეგ დიარეის შესახებ ცნობები შეიძლება დაკავშირებული იყოს Clostridium difficile-ს გადაჭარბებული ზრდით. მკურნალობის ტაქტიკა უნდა იყოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის შესაბამისი კორექცია.

ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის ნალექის წარმოქმნა

აღინიშნა იშვიათი, მძიმე და ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური არასასურველი რეაქციები ნაადრევად დაბადებულ და დროულად დაბადებულ (<28 დღის ასაკი) ახალშობილებში, რომლებიც ინტრავენურად იღებდნენ ცეფტრიაქსონს და კალციუმს. ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის ნალექები დაფიქსირდა აუტოფსიის დროს ფილტვებსა და თირკმელებში. ახალშობილებში ნალექის წარმოქმნის მაღალი რისკი წარმოადგენს სისხლის მცირე მოცულობის და ზრდასრულებთან მიმართებაში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შედეგს.

იყო ცნობები ცეფტრიაქსონის საშარდე გზებში დალექვის შესახებ, უპირატესად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ მაღალ დოზებს (მაგ., ≥80მგ/კგ/დღე-ღამეში, ან საერთო დოზები 10გ-ზე მეტი) და ჰქონდათ სხვა რისკ-ფაქტორები (მაგ., გაუწყლოება, წოლითი რეჟიმი). ამ მოვლენას შეიძლება თან ახლდეს სიმპტომები, ან მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ და შეიძლება გამოიწვიოს ურეთრის ობსტრუქცია და თირკმლის პოსტრენალური მწვავე უკმარისობა, თუმცა ცეფტრიაქსონის მოხნის შემდეგ ჩვეულებრივ შექცევადია.

ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების დალექვა აღინიშნა ნაღვლის ბუშტში, პირველ რიგში იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სტანდარტულ რეკომენდებულზე მაღალი დოზებით.

ბავშვებში პროსპექტული კვლევები ინტრავენული შეყვანისას მიუთითებენ ნალექის წარმოქმნის გარდამავალ სიხშირეზე - ზოგიერთ კვლევაში 30%-ზე მეტი. სიხშირე შედარებით დაბალია ნელი ინფუზიის დროს (20-30 წუთი). ეს ეფექტი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, ნალექის წარმოქმნას იშვიათად ახლავს თან კლინიკური სიმპტომები,

როგორებიცაა ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. ნალექის წარმოქმნა ჩვეულებრივ შექცევადია ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

რეაქციები შეყვანის ადგილას

ინტრამუსკულარული ინექცია კლინიკურად მტკივნეულია. შეყვანის ადგილას სხვა რეაქციები მოიცავს ერითემას, ექსტრავაზაციას, შეშუპებას, გამონაყარს, ქავილს, ანთებას, გამაგრებას და ჰემატომას. გართულებების შესახებ, ინექციის ადგილას ინფექციის და აბსცესის ჩათვლით, შეტყობინებები იშვიათია.

ლიდოკაინი

ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემები აღწერენ იმ არასასურველ რეაქციებს, რომლებიც დაფიქსირდა ლიდოკაინის გამოყენებისას. არ არსებობს სპეციფიკური მონაცემები ცეფტრიაქსონისა და ლიდოკაინის კომბინირებული გამოყენების შესახებ.

ლიდოკაინზე არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, არის სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების, გადაჭარბებული მაღალი დოზების გამოყენების ან ადგილებიდან დიდი რაოდენობით სისხლძარღვებით სწრაფი აბსორბციის შედეგი, ასევე შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის, იდიოსინკრაზიის და პაციენტის ამტანობის შემცირების შედეგად. სისტემური ტოქსიკურობა ჩვეულებრივ მოიცავს ეფექტებს ცენტრალური ნერვული სისტემის და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მიმართ.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი).

ფსიქიკის მხრივ: სიხშირე უცნობია - ნერვოზულობა.

ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - თავბრუსხვევა ან სიმსუბუქის შეგრძნება თავში, ტრემორი, პერიორალური პარესთეზია, ენის დაბუჟება, ძილიანობა, კრუნჩხვები, კომა.

მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - მხედველობის მკაფიოობის დარღვევა, დიპლოპია, გარდამავალი ამავროზი.

სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ: სიხშირე უცნობია - ტინიტუსი, ჰიპერაკუზია.

გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - ბრადიკარდია, მიოკარდიუმის დათრგუნვა, გულის არითმია, გულის გაჩერება.

სისხლძარღვთა მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპოტენზია, სისხლძარღვთა კოლაფსი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ქოშინი, ბრონქოსპაზმი, სუნთქვის დათრგუნვა.

კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - გულისრევა, ღებინება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: სიხშირე უცნობია - გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება (მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და სახის შეშუპება).

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალწამლო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ. თუ პაციენტს გამოუვლინდა საეჭვო არასასურველი რეაქცია სამკურნალწამლო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

დოზის გადაჭარბება

ცეფტრიაქსონი

სიმპტომები

პრეპარატ ვანცეფის დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება და დიარეა.

მკურნალობა

ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით ან პერიტონეული დიალიზით. არ არსებობს კონკრეტული ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.

ლიდოკაინი

სიმპტომები

ლიდოკაინის ჭარბი დოზირება შეიძლება გამოვლინდეს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის გარდამავალი სტიმულაცია. თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს მთქნარება, შფოთვა, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიზართრია, ატაქსია, სმენის და მხედველობის დარღვევები. ზომიერი ინტოქსიკაციის დროს ასევე შეიძლება აღინიშნოს კუნთების კრთომა და კრუნჩხვები. ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს გონების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა. ძალიან მძიმე ინტოქსიკაციის დროს, მიოკარდიუმის კუმშვადობითი უნარის დაქვეითებისა და იმპულსების გამტარობის შეფერხების გამო, ჰიპოტენზიის და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსის განვითარების შემდეგ, შესაძლებელია გულის სრული ბლოკირება და გულის გაჩერება.

მკურნალობა

კრუნჩხვები, ჰიპოტენზია და სუნთქვის დათრგუნვა, აგრეთვე გულის მხრიდან გამოვლინებები საჭიროებენ სამედიცინო ჩარევას. თერაპიის მთავარი ამოცანა მდგომარეობს ოქსიგენაციის შენარჩუნებაში, კრუნჩხვების შეჩერების, სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებასა და აციდოზის კუპირებაში (მისი განვითარების შემთხვევაში).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული პრეპარატები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ათქ კოდი: J01DD04.

მოქმედების მექანიზმი

ცეფტრიაქსონი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან შეკავშირების შემდეგ (РВР). ეს წყვეტს უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზს, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის ლიზისს და მის სიკვდილს.

რეზისტენტობა

ცეფტრიაქსონის მიმართ ბაქტერიების მდგრადობა შეიძლება წარმოიშვას ერთი ან მეტი მექანიზმით:

  • ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზებით, გაფართოებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების (ESBL), კარბაპენემაზების და Amp C ფერმენტების ჩათვლით, რომელთა ინდუცირება ან სტაბილურად გააქტიურება შესაძლებელია ზოგიერთი აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების ზოგიერთ სახეობაში;
  • პენიცილინშემაკავშირებელი ცილების შემცირებული აფინურობა ცეფტრიაქსონის მიმართ;
  • გრამუარყოფითი ბაქტერიების გარეთა კედლის შეუღწევადობა;
  • ბაქტერიული ეფლუქსური “ტუმბო”.

ზღვრული მნიშვნელობები მგრძნობელობის ტესტებში

მგრძნობელობის ტესტირებისთვის MIC (მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის) ინტერპრეტაციის კრიტერიუმები დადგენილია ცეფტრიაქსონისთვის ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის (EUCAST) მიერ და ჩამოთვლილია ქვემოთ (https://www.ema.europa.eu/documents/other/minimum-inhibitory-concentration-mic-breakpoints_en.xlsx):

მიკროორგანიზმები

მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მნიშვნელობები (მგ/ლ)

მგრძნობიარე (S ≤)

რეზისტენტული (R >)

Brucella melitensis (მენინგიტი)

(2)1

(2)1

Cutibacterium acnes

0,062

0,062

Enterobacterales (ჩვენებები მენინგიტის გარდა)

1

2

Enterobacterales (მენინგიტი)

1

1

Haemophilus influenzae

(ჩვენებები მენინგიტის გარდა)

0,125

0,125

Haemophilus influenzae (მენინგიტი)

0,125

0,125

Kingella kingae

0,06

0,06

Moraxella catarrhalis

1

2

Neisseria gonorrhoeae

0,125

0,125

Neisseria meningitidis

(ყველა ჩვენება, პროფილაქტიკის ჩათვლით)

0,125

0,125

Staphylococcus spp.

შენიშვნა3

შენიშვნა3

Streptococcus A, B, C და G ჯგუფები

შენიშვნა4

შენიშვნა4

Streptococcus pneumoniae

(ჩვენებები მენინგიტის გარდა)

0,5

2

Streptococcus pneumoniae (მენინგიტი)

0,5

0,5

Viridans ჯგუფის Streptococci

0,5

0,5

ფრჩხილებში მოცემული ზრვრული მნიშვნელობების გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: https://www.eucast.org/eucastguidancedocuments/.

ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე იზოლატები შეიძლება მითითებული იქნას როგორც მგრძნობიარე ყველა ბეტა-ლაქტამის მიმართ ზღვრული მნიშვნელობებით (მათ შორის მითითებით „შენიშვნა“) შემდგომი ტესტირების გარეშე. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული იზოლატები უნდა შემოწმდეს ცალკეული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობაზე.

სტაფილოკოკების მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ დგინდება ცეფოქსიტინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე, ცეფიქსიმის, ცეფტაზიდიმის, ცეფტაზიდიმ-ავიბაქტამის, ცეფტიბუტენის და ცეფტოლოზან-ტაზობაქტამის გამოკლებით, რომლებსაც არ აქვთ ზღვრული მნიშვნელობები და არ უნდა იქნან გამოყენებული სტაფილოკოკური ინფექციების დროს. პერორალური პრეპარატების შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ინფექციის ადგილზე საკმარისი ხარისხის ზემოქმედების მისაღწევად. თუ ცეფოტაქსიმი და ცეფტრიაქსონი ნაჩვენებია მეთიცილინ-მგრძნობიარე სტაფილოკოკებისთვის, ისინი უნდა იქნას მითითებული, როგორც „მგრძნობიარე, გაზრდილი ექსპოზიცია“ (I). ზოგიერთი მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus მგრძნობიარეა ცეფტაროლინისა და ცეფტობიპროლის მიმართ, იხილეთ შენიშვნები 6/D და 8/F.

А, B, C და G ჯგუფების სტრეპტოკოკების მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ დგინდება ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

კლინიკური ეფექტურობა კონკრეტული მიკროორგანიზმების მიმართ

ცალკეული სახეობებისთვის შეძენილი რეზისტენტობის გავრცელებადობა შეიძლება ვერირებდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში, ამიტომ სასურველია იქონიოთ ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექსპერტს კონსულტაციისათვის, თუ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელებადობა ისეთია, რომ ცეფტრიაქსონის სარგებელი საეჭვოა, სულ მცირე, ზოგიერთი სახეობის ინფექციის დროს.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები:

  • გრამდადებითი აერობები: Staphylococcus aureus (მეთიცილინ-მგრძნობიარე)£, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (მეთიცილინ-მგრძნობიარე)£, Streptococcus pyogenes (ჯგუფი A), Streptococcus agalactiae (ჯგუფი B), Streptococcus pneumoniae, Viridans ჯგუფის Streptococci;
  • გრამუარყოფითი აერობები: Borrelia burgdorferi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Proteus mirabilis, Providencia spp., Treponema pallidum.

სახეობები, რომლებსაც შეუძლიათ რეზისტენტობის განვითარება:

  • გრამდადებითი აერობები: Staphylococcus epidermidis+, Staphylococcus haemolyticus+, Staphylococcus hominis+;
  • გრამუარყოფითი აერობები: Citrobacter freundii, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli%, Klebsiella pneumoniae%, Klebsiella oxytoca%, Morganella morganii, Proteus vulgaris, Serratia marcescens;
  • ანაერობები: Bacteroides spp., Fusobacterium spp., Peptostreptococcus spp., Clostridium perfringens.

ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე მიკროორგანიზმები:

  • გრამდადებითი აერობები: Enterococcus spp., Listeria monocytogenes;
  • გრამუარყოფითი აერობები: Acinetobacter baumannii, Pseudomonas aeruginosa, Stenotrophomonas maltophilia;
  • ანაერობები: Clostridium difficile;
  • სხვა: Chlamydia spp., Chlamydophila spp., Mycoplasma spp., Legionella spp., Ureaplasma urealyticum.

££ყველა მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები რეზისტენტულია ცეფტრიაქსონის მიმართ.

+ რეზისტენტობის მაჩვენებელი > 50% სულ მცირე ერთ რეგიონში.

%EESBL-ის წარმომქმნელი შტამები ყოველთვის რეზისტენტულია.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ქვემოთ წარმოდგენილი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ეფუძნება კვლევებს ცალკეული ნივთიერების გამოყენებით, რომლებშიც ცეფტრიაქსონი ან ლიდოკაინი ცალკე გამოიყენებოდა. ლიდოკაინი არ მოქმედებს ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკაზე ვანცეფის კუნთში შეყვანის შემდეგ.

ცეფტრიაქსონი

შეწოვა

კუნთშიდა შეყვანა

კუნთშიდა შეყვანის შემდეგ, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის დონე პლაზმაში დაახლოებით ორჯერ დაბალია, ვიდრე ექვივალენტური დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ დაფიქსირებულის. 1.0 გ ერთჯერადი დოზის ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ და მიიღწევა შეყვანიდან 2-3 საათის შემდეგ.

კუნთშიდა შეყვანის შემდეგ ფართობი “კონცენტრაცია პლაზმაში-დრო” მრუდის ქვეშ ექვივალენტურია ფართობისა მრუდის ქვეშ ექვივალენტური დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

ინტრავენური შეყვანა

  • 5 გ და 1.0 გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ბოლუსური ინექციის შემდეგ, ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის საშუალო დონემ პლაზმაში შეადგინა დაახლოებით 120 მგ/ლ და 200 მგ/ლ შესაბამისად. 0.5 გ, 1.0 გ და 2.0 გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ, ცეფტრიაქსონის დონემ პლაზმაში შეადგინა დაახლოებით 80 მგ/ლ, 150 მგ/ლ და 250 მგ/ლ შესაბამისად.

განაწილება

ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12 ლიტრს. ქსოვილებში, მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში/ღვიძლში, ნუშურა ჯირკვლებში, შუა ყურსა და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლოვან ქსოვილში, ასევე ცერებროსპინალურ, პლევრულ, პროსტატის და სინოვიალურ სითხეებში, გვხვდება კონცენტრაციები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება უმეტესი მგრძნობიარე პათოგენების MIC. განმეორებითი შეყვანისას, საშუალო პიკური პლაზმური კონცენტრაციები (Cmax) იზრდება 8-15%-ით, ხოლო სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა უმეტეს შემთხვევაში 48-72 საათის განმავლობაში, შეყვანის გზის მიხედვით.

ცალკეულ ქსოვილებში შეღწევა

ცეფტრიაქსონი აღწევს ტვინის გარსებში. შეღწევადობა აღწევს მაქსიმალურ ხარისხს ტვინის გარსების ანთების დროს. არსებობს შეტყობინებები, რომ ცეფტრიაქსონის საშუალო პიკური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში პაციენტებში ბაქტერიული მენინგიტით პლაზმაში დონის 25%-მდე შეადგენს, პლაზმური დონის 2%-თან შედარებით პაციენტებში დაუზიანებელი ტვინის გარსებით. ცეფტრიაქსონის პიკური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში მიიღწევა ინტრავენური შეყვანიდან დაახლოებით 4-6 საათის შემდეგ. ცეფტრიაქსონი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და გამოიყოფა დედის რძით დაბალი კონცენტრაციით.

ცილებთან შეკავშირება

ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 95%-ს 100 მგ/ლ-ზე ნაკლები პლაზმური კონცენტრაციის დროს. შეკავშირებას გააჩნია გაჯერების ხარისხი და შეკავშირებული ცეფტრიაქსონის წილი მცირდება კონცენტრაციის ზრდასთან ერთად (85%-მდე 300 მგ/ლ პლაზმური კონცენტრაციის დროს).

ბიოტრანსფორმაცია

ცეფტრიაქსონი არ ექვემდებარება სისტემურ მეტაბოლიზმს, არამედ გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად ნაწლავური მიკროფლორის ზემოქმედებით.

გამოყოფა

საერთო ცეფტრიაქსონის (შეკავშირებულის და შეუკავშირებელის) პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22 მლ/წთ. თირკმლის კლირენსი შეადგენს 5-12 მლ/წთ. ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ძირითადად გორგლოვანი ფილტრაციის მეშვეობით, ხოლო 40-50% გამოიყოფა უცვლელი სახით ნაღველით. საერთო ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 8 საათს.

პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა უმნიშვნელოდ იცვლება მხოლოდ ნახევარგამოყოფის პერიოდის მცირე ზრდით (ორ ჯერზე ნაკლებად), მათ შორის თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს ნახევარგამოყოფის პერიოდის შედარებით მცირე ზრდა აიხსნება ექსტრარენალური კლირენსის კომპენსატორული ზრდით, რაც გამოწვეულია სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების შემცირებით და საერთო ცეფტრიაქსონის ექსტრარენალური კლირენსის შესაბამისი ზრდით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება თირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდის გამო. ეს ასევე განპირობებულია პლაზმაში ცეფტრიაქსონის თავისუფალი ფრაქციის ზრდით, რაც ხელს უწყობს პრეპარატის საერთო კლირენსის პარადოქსულ ზრდას განაწილების მოცულობის ზრდის ფონზე, საერთო კლირენსის ზრდის პარალელურად.

ხანდაზმული პაციენტები

75 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი, როგორც წესი, ორ-სამჯერ მეტია, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში.

ბავშვები

ჩვილებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია. დაბადებიდან 14 დღემდე ასაკამდე, თავისუფალი ცეფტრიაქსონის დონე შეიძლება მომატებული იყოს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დაქვეითებული გორგლოვანი ფილტრაცია და ცილებთან შეცვლილი შეკავშირება. ნახევარგამოყოფის პერიოდი ბავშვებში უფრო მოკლეა, ვიდრე ახალშობილებში ან მოზრდილებში.

პლაზმური კლირენსი და საერთო ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა ატარებს არახაზოვან ხასიათს. პრეპარატის საერთო კონცენტრაციებზე დაფუძნებული ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი, ნახევარგამოყოფის პერიოდის გარდა, დოზადამოკიდებულია და დოზის გაზრდის პროპორციულად ნაკლებად იზრდება. არახაზოვნება დამახასიათებელია ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებისთვის, რომლებიც დამოკიდებულია ცეფტრიაქსონის საერთო კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში (და არა მხოლოდ თავისუფალი ცეფტრიაქსონის) და აიხსნება სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების გაჯერებით.

ფარმაკოკინეტიკის/ფარმაკოდინამიკის ურთიერთკავშირი

ისევე, როგორც სხვა ბეტა-ლაქტამებთან მიმართებაში, ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური მაჩვენებელი, რომელიც ახდენს საუკეთესო კორელაციის დემონსტრირებას ეფექტურობისთვის in vivo, წარმოადგენს პროცენტულ შეფარდებას დოზების მიღებებს შორის დროის ინტერვალისა, რომლის დროსაც შეუკავშირებელი კონცენტრაცია რჩება ცეფტრიაქსონის MIC-ზე მაღალი, მიკროორგანიზმების ცალკეულ სამიზნე სახეობებთან მიმართებაში (ანუ %Т > MIC).

ლიდოკაინი

შეწოვა

ლიდოკაინი სწრაფად შეიწოვება, შეწოვის სიჩქარე დამოკიდებულია ინექციის ადგილის ვასკულარიზაციის ხარისხზე.

განაწილება

ლიდოკაინის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს 91 ლიტრს.

გარკვეულ ქსოვილებში შეღწევა

ლიდოკაინი ადვილად აღწევს პლაცენტაში და შეუკავშირებელი პრეპარატის წონასწორული მდგომარეობა სწრაფად მიიღწევა. ნაყოფში სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი უფრო დაბალია, დედასთან შედარებით, რაც იწვევს ნაყოფის პლაზმაში საერთო პლაზმური კონცენტრაციის დაბალ დონეს. ცილებთან შეკავშირება

ლიდოკაინის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და მცირდება კონცენტრაციის მატებასთან ერთად. 1-დან 5 მკგ/მლ-მდე კონცენტრაციისას, ლიდოკაინის 60-80% უკავშირდება ცილებს. შეკავშირება ასევე დამოკიდებულია α1-მჟავა გლიკოპროტეინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.

ლიდოკაინი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ბიოტრანსფორმაცია

ლიდოკაინი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადი მეტაბოლიტებია მონოეთილგლიცინქსილიდიდი, გლიცინქსილიდიდი, 2,6-დიმეთილანილინი და 4-ჰიდროქსი-2,6-დიმეთილანილინი. ლიდოკაინის N-დეალკილირება მონოეთილგლიცინქსილიდიდამდე, სავარაუდოდ, განპირობებულია CYP1A2 და CYP3A4-ით. მეტაბოლიტი 2,6-დიმეთილანილინი გარდაიქმნება 4-ჰიდროქსი-2,6-დიმეთილანილად CYP2A6 და CYP2Е1 მეშვეობით.

გამოყოფა

ლიდოკაინის პლაზმური კლირენსი ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემდეგ მერყეობს 9-დან 10 მლ/წთ/კგ-მდე. ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ინტრავენური ბოლუსური ინექციის შემდეგ, როგორც წესი, 1.5-დან 2 საათამდეა.

მონოეთილგლიცინქსილიდიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2.3 საათია, ხოლო გლიცინქსილიდიდის - დაახლოებით 10 საათი და შეიძლება დაგროვდეს ხანგრძლივი გამოყენებისას.

ლიდოკაინის მხოლოდ 3% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით. ლიდოკაინის დაახლოებით 73% შარდში გვხვდება 4-ჰიდროქსი-2,6-დიმეთილანილინის მეტაბოლიტის სახით.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით

ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3-ჯერ იზრდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევეის მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დარღვევა (CLCR 30-60 მლ/წთ) არ მოქმედებს ლიდოკაინის ფარმაკოკინეტიკაზე, მაგრამ შეიძლება გაზარდოს გლიცინქსილიდიდის მეტაბოლიტის დაგროვება ინტრავენური შეყვანის შემდეგ. თუმცა, ლიდოკაინის კლირენსი დაახლოებით ნახევრდება და ნახევარგამოყოფის პერიოდი კი დაახლოებით ორჯერ იზრდება გლიცინქსილიდიდის მეტაბოლიტის დაგროვების გაძლიერებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (CLCR < 30 მლ/წთ).

ლიდოკაინის და მისი ძირითადი მეტაბოლიტის მონოეთილგლიცინქსილიდიდის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლიდოკაინის ინტრავენურ დოზას.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #1 გამხსნელთან ერთად კომპლექტში (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი)

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მომზადებული ხსნარი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 2°C - 8°C ტემპერატურაზე ან 6 საათის განმავლობაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #10

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #1 გამხსნელთან ერთად კომპლექტში ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 0,5 გ ან 1,0 გ ფლაკონში გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლაკონი საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით და 1 ამპულა გამხსნელით

(ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი 2 მლ ან 3,5 მლ ხსნარი შესაბამისად) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში მუყაოს გამყოფით.

ვანცეფი 0,5 გ ან 1,0 გ #10 ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 0,5 გ ან 1,0 გ ფლაკონში. 5 ფლაკონი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას

იხ. ნაწილი “გამოყენების წესი და დოზები”.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი

რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელია კომპანია

“ვორდლ მედიცინ ლტდ”, საქართველო

“WORLD MEDICINE LTD”, GEORGIA

წარმოებულია

“ე.ი.პ.ი.კო”-ს მიერ, ეგვიპტე

(თენს ოვ რამადან სითი, პირველი საწარმოო ზონა ბ1, ს.ყ. 149 თენსი)

“E.I.P.I.Co”, Egypt

(Tenth of Ramadan City, First Industrial Area B1, P.O. box: 149 Tenth)

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა