პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ბესტფორი

BESTFOR

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ბესტფორი (ცეფტრიაქსონი) ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: გამოწვეული Streptococcus pneumoniae, Streptococcus-ის სახეობების, , Staphylococcus aureus, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella სახეობების (მათ შორის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 4მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №1
მწარმოებელი
PharmaVision Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-041779
რეგისტრირებულია
6 აგვისტო 2024, მოქმედებს 6 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
BILIM ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
საქართველოში INPHA LLP -ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბესტფორი და სხვა წამალი ერთად

ბესტფორი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბესტფორი (ცეფტრიაქსონი) ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ.

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: გამოწვეული Streptococcus pneumoniae, Streptococcus-ის სახეობების, , Staphylococcus aureus, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella სახეობების (მათ შორის Klebsiella pneumoniae), Escherichia coli, Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis ან Serratia marcescens-ის მიერ.

კანისა და კანის სტრუქტურის ინფექციები: გამოწვეული Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus-ის სახეობების, Enterobacter cloacae, Klebsiella-ს სახეობები (მათ შორის Klebsiella pneumoniae), Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa-ს მიერ.

საშარდე გზების ინფექციები: (გართულებული და გაურთულებელი) გამოწვეული Escherichia coli, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Proteus morganii ან Klebsiella-ს სახეობებით (მათ შორის Klebsiella pneumoniae).

გაურთულებელი გონორეა: (საშვილოსნოს ყელის/ურეთრალური და რექტალური) გამოწვეული Neissena gonorrhoeae-ს, მათ შორის პენიცილინაზას და არაპენიცილინაზას წარმომქმნელი შტამების მიერ.

მენჯის ანთებითი დაავადება: გამოწვეული Neisseria gonorrhoeae-ის მიერ.

ბაქტერიული სეპტიცემია: გამოწვეული Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Escherichia coli, Haemophilus influenzae ან Klebsiella pneumoniae-ს მიერ.

ძვლებისა და სახსრების ინფექციები: გამოწვეული Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus species, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae ან Enterobacter სახეობებით.

ინტრააბდომინალური ინფექციები: გამოწვეული Escherichia coli, Klebsiella pneumoniae-ს მიერ.

მენინგიტი: გამოწვეული Haemophilus influenzae, Neisseria meningitis ან Streptococcus pneumoniae-ს მიერ. Staphylococcus epidermidis და Escherichia coli.

მიღების წესი და დოზირება

თუ ექიმი სხვაგვარად არ მიგითითებთ:

მოზრდილები: ბესტფორი 1 გ ი.მ. საინექციო ფლაკონის შიგთავსის შეყვანა ხდება ინტრამუსკულარული ინექციით. სტანდარტული თერაპიული დოზა: 1-2 გ დღეში ერთხელ. საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გრამს.

ბავშვები:

მძიმე ინფექციები მენინგიტის გამოკლებით; 50-75 მგ/კგ/დღეში, ყოველ 12 საათში (საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს).

მენინგიტის სამკურნალოდ; 100 მგ/კგ/დღეში, ყოველ 12 საათში (საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გრამს)

გაურთულებელი გონოკოკური ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებულია ერთჯერადი ინტრამუსკულარული დოზა 250 მგ.

წინასაოპერაციო გამოყენებისთვის (ქირურგიული პროფილაქტიკა), რეკომენდებულია 1 გრამი ერთჯერადი დოზის შეყვანა ინტრამუსკულურად ოპერაციამდე 30-120 წუთით ადრე.

A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკით (Streptococcus pyogenes) გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას თერაპია უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

საინექციო ხსნარების მომზადება:

ინტრამუსკულური ინექცია: 1 გ ი.მ. ბესტფორი უნდა გაიხსნას 4 მლ სტერილურ 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში. ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ღრმა ინტრაგლუტეალური ინექციით.

შეჰყავთ დაუყოვნებლივ აღდგენის შემდეგ.

უკუჩვენებები

ბესტფორი უკუნაჩვენებია პაციენტებში დადასტურებული ალერგიით ცეფალოსპორინის კლასის ანტიბიოტიკების მიმართ. ვინაიდან ეს პროდუქტი გამხსნელის სახით შეიცავს ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, ის არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ადგილობრივი ანესთეტიკების მიმართ და რომლებსაც აქვთ გულის ბლოკადა.

ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებში და დღენაკლულ ახალშობილებში ცეფტრიაქსონი არ გამოიყენება. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონი შეიძლება გამოიყოს შრატში ალბუმინიდან და ამ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ბილირუბინული ენცეფალოპათია.

სიფრთხილის ზომები

ბესტფორით თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს გულდასმითი გამოკითხვა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პაციენტს ადრე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცეფალოსპორინების, პენიცილინების ან სხვა პრეპარატების მიმართ. ეს პროდუქტი სიფრთხილით გამოიყენება პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში. ანტიბიოტიკები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ნებისმიერ პაციენტში, რომელსაც გამოუვლინდა ალერგია, განსაკუთრებით პრეპარატებზე. სერიოზული მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება მოითხოვდეს კანქვეშა ეპინეფრინის და სხვა გადაუდებელი ზომების გამოყენებას.

ფსევდომემბრანული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული აგენტის, მათ შორის ცეფალოსპორინების გამოყენებისას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ანტიბაქტერიული საშუალებების მიღების შემდეგ. ფსევდომემბრანული კოლიტის მსუბუქი შემთხვევები, როგორც წესი, პასუხობს მხოლოდ წამლის შეწყვეტას, ზომიერ და მძიმე შემთხვევებში ცეფტრიაქსონით თერაპია უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა ანტიბაქტერიული საშუალებებით, როგორიცაა პერორალური ვანკომიცინი.

დოზის კორექცია არ უნდა იყოს საჭირო ღვიძლის ფუნქციის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: თუმცა, პაციენტებში როგორც ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ასევე თირკმლის მნიშვნელოვანი დაავადებით, ბესტფორის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს დღეში შრატში კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგის გარეშე.

ბესტფორი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, განსაკუთრებით კოლიტი. ხანგრძლივი მკურნალობის დროს უნდა ჩატარდეს რეგულარული სისხლის ანალიზები.

ცეფტრიაქსონმა არ გამოავლინა მუტაგენური აქტივობის პოტენციალი.

ცეფტრიაქსონის შერევა არ შეიძლება კალციუმის შემცველ პროდუქტებთან ან ხსნარებთან, მაშინაც კი, თუ ის მიიღება ინფუზიით და არ უნდა იქნას მიღებული ერთდროულად. კალციუმის შემცველი ხსნარები ან პროდუქტები არ უნდა იქნას მიღებული ცეფტრიაქსონის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. ნატრიუმის ცეფტრიაქსონი წარმოქმნის ნარჩენებს, რომლებიც ფილტვებში და თირკმელებში ვადაში დაბადებული და დღენაკლული ჩვილებში იწვევს სიკვდილობას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბესტფორის შემცველი ხსნარების შერევა ან დამატება სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების შემცველ ხსნარში არ შეიძლება და ისინი მიღებული უნდა იყოს ცალ-ცალკე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

B

ცეფტრიაქსონი კვეთს პლაცენტას. ორსულობის დროს მისი გამოყენების საიმედოობა ჯერ დადასტურებული არ არის. ის არ უნდა იყოს გამოიყენებული, თუ მისი შესაძლო სარგებელი არ აღემატება შესაძლო რისკებს. ვინაიდან ცეფტრიაქსონი გადადის დედის რძეში, ეს საკითხი გასათვალისწინებელია მეძუძურ დედებში.

არ არსებობს ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებზე. ამიტომ ცეფტრიაქსონი ორსულობის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში.

ნაადრევი და ახალშობილი ბავშვები: 1 თვეზე ნაკლები ასაკის და დღენაკლულ ჩვილებში გამოყენების სანდოობა და ეფექტურობა ჯერ არ არის დადასტურებული.

დადასტურებულია ნარჩენები, რომლებიც ფილტვებში და თირკმელებში ვადაში დაბადებული და დღენაკლული ჩვილებში იწვევს სიკვდილობას.

გვერდითი მოვლენები

ბესტფორი ზოგადად კარგად გადაიტანება. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია ანთება, ტკივილი, სიმაგრე ინტრამუსკულური და ინტრავენური ინექციის ადგილზე შეყვანისთანავე, სისტემური გვერდითი რეაქციები მოიცავს დიარეას, გულისრევას, ღებინებას, ქავილს, გამონაყარს, ეოზინოფილიას, ლეიკოპენიას, თრომბოციტოზს, სხვა იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოიცავს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ღვიძლის ფუნქციის ტესტების შედეგების გარდამავალ მატებას, შრატში კრეატინინის მატებას, მონილიაზს და ვაგინიტს. ეს გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

მოულოდნელი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს:

ცეფტრიაქსონი ნატრიუმი, რაც 1 გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია

თითოეული ამპულა შეიცავს: 4 მლ საინექციო 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი გამხსნელის სახით. სტერილური არაპიროგენული.

შენახვის პირობები

ბესტფორის სტერილური ფხვნილი უნდა ინახებოდეს ოთახის (25°C) ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას. აღდგენის შემდეგ სინათლისგან დაცვა საჭირო არ არის. ხსნარების ფერი მერყეობს ღია ყვითელიდან ქარვისფერამდე, შენახვის ხანგრძლივობის, კონცენტრაციისა და გამოყენებული გამხსნელის მიხედვით.

როგორც წესი, ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს აღდგენისთანავე. ბესტფორის ხსნარი ინარჩუნებს დამაკმაყოფილებელ მოქმედების ძალას 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25°C-ზე ან ქვემოთ), 72 საათის განმავლობაში მაცივარში (4°C).

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავდაპირველ შეფუთვაში.

შეფუთვა:

ფლაკონები, რომლებიც შეიცავს სტერილური მშრალი ფხვნილის სახით ცეფტრიაქსონ ნატრიუმს, რომელიც 1 გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია. 4 მლ სტერილური 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის საინექციო ხსნარის ამპულა.

არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:

რეგისტრაციის მფლობელი: BILIM ILAÇ SAN. ve.Tic.A.Ş.

სტამბოლი/თურქეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეფტრიაქსონი არის ნახევრად სინთეზური, მესამე თაობის ცეფალოსპორინი ფართო სპექტრით.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ცეფტრიაქსონის ბაქტერიციდული აქტივობა გამოწვეულია უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. ცეფტრიაქსონს აქვს სტაბილურობის მაღალი ხარისხი გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების ბეტა-ლაქტამაზების, როგორც პენიცილინაზების, ასევე ცეფალოსპორინაზების არსებობისას. ცეფტრიაქსონი ჩვეულებრივ აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ in vitro და კლინიკურ ინფექციებში.

გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:

Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Haemophilus influenzae (ამპიცილინის მიმართ რეზისტენტული და პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Klebsiella-ს სახეობები (მათ შორის Klebsiella pneumoniae), Neisseria gonorrhoeae (პენიცილინაზას და არაპენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები), Neisseria meningitidis, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Proteus morganii, Serratia marcescens, Chlamydia-ს სახეობები, Acinetobacter-ის სახეობები, Acinetobacter-ის სახეობები, Citrobacter-ის სახეობები, Salmonella-სახეობები, Shigella-ს სახეობები.

შენიშვნა: ზემოაღნიშნული ორგანიზმების მრავალი შტამი, რომლებიც რეზისტენტულია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ; მაგ., პენიცილინები, ცეფალოსპორინები და ამინოგლიკოზიდები მგრძნობიარეა ცეფტრიაქსონის მიმართ. Pseudomonas aureginosa-ს მრავალი შტამი მგრძნობიარეა ცეფტრიაქსონის მიმართ.

გრამდადებითი მიკროორგანიზმები:

Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis, A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (Streptococcus pyogenes), B ჯგუფის სტრეპტოკოკები (Streptococcus agalactiae), Streptococcus pneumoniae

ანაერობები:

Bacteroides-ის სახეობები, Clostridium-ის სახეობები (Clostridium difficile-ის შტამების უმეტესობა რეზისტენტულია)

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ცეფტრიაქსონი სრულად შეიწოვება კუნთში შეყვანის შემდეგ და საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 2-დან 3 საათამდე.

მრავალჯერადი ინტრავენური ან ინტრამუსკულური დოზები 0,5-დან 2 გ-მდე 12-დან 24 საათამდე ინტერვალით იწვევდა ცეფტრიაქსონის ერთჯერადი დოზის მნიშვნელობებზე ზემოთ 15%-36%-ით დაგროვებას.

ცეფტრიაქსონი ვლინდება შარდში მაღალი კონცენტრაციით. ცეფტრიაქსონის დოზის 33 პროცენტიდან 67%-მდე გამოიყოფა შარდში უცვლელი პრეპარატის სახით, ხოლო დარჩენილი ნაწილი ნაღველში და საბოლოოდ განავალში, როგორც მიკრობიოლოგიურად არააქტიური ნაერთები.

1 გ ინტრავენური დოზის შემდეგ, ცეფტრიაქსონის საშუალო კონცენტრაცია, რომელიც განისაზღვრება მიღებიდან 1-დან 3 საათამდე, არის 581 მკგ/მლ ნაღვლის ბუშტში, 788 მკგ/მლ ნაღვლის სადინარში და 62,1 მკგ/მლ პლაზმაში.

როდესაც ცეფტრიაქსონი ინიშნება ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებში 0,15-3 გ დოზის ფარგლებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 5,8-დან 8,7 საათამდე, განაწილების აშკარა მოცულობა - 5,78-დან 13,5 ლ-მდე. პლაზმური კლირენსი - 0,58-დან 1,45 ლ/სთ-მდე და თირკმლის კლირენსი არის 0,32-დან 0, 73 ლ/სთ.

ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდებოდა ადამიანის პლაზმის ცილებს და შეკავშირება შემცირდა 95% მნიშვნელობიდან პლაზმური კონცენტრაციით <25 მკგ/მლ 85% მნიშვნელობამდე 300 მკგ/მლ კონცენტრაციაზე. ცეფტრიაქსონი აღწევს ჩვილებისა და ბავშვების ანთებით მენინგებში. პედიატრიულ პაციენტებში ცეფტრიაქსონის 50 მგ/კგ ან 75 მგ/კგ დოზის ვენაში შეყვანის შემდეგ, შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია 216 და 275 მკგ/მლ, შესაბამისად, CSF კონცენტრაცია (მენინგის ანთების დროს) 5,6 და 6. 4 მკგ/მლ შესაბამისად.

ჯანმრთელ ზრდასრულ სუბიექტებთან შედარებით, ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა მხოლოდ მინიმალურად იცვლება ხანდაზმულ სუბიექტებში და პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და თირკმლის უკმარისობით ცეფტრიაქსონის დოზებით 2 გ-მდე დღეში. ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა მნიშვნელოვნად პლაზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით. დიალიზზე მყოფი 26 პაციენტიდან 6-ში ცეფტრიაქსონის ელიმინაციის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია. დოზის კორექცია აუცილებელია დიალიზზე მყოფ პაციენტებში და პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და თირკმლის უკმარისობით. ამიტომ ამ პაციენტებში ცეფტრიაქსონის პლაზმური კონცენტრაცია უნდა გაკონტროლდეს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ბესტფორი

l გ ი.მ. საინექციო ფლაკონი

სტერილური არაპიროგენული

შემადგენლობა:

თითოეული ფლაკონი შეიცავს:

ცეფტრიაქსონი ნატრიუმი, რაც 1 გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია

თითოეული ამპულა შეიცავს: 4 მლ საინექციო 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი გამხსნელის სახით. სტერილური არაპიროგენული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჩვენებები:

ბესტფორი (ცეფტრიაქსონი) ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ.

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: გამოწვეული Streptococcus pneumoniae, Streptococcus-ის სახეობების, , Staphylococcus aureus, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella სახეობების (მათ შორის Klebsiella pneumoniae), Escherichia coli, Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis ან Serratia marcescens-ის მიერ.

კანისა და კანის სტრუქტურის ინფექციები: გამოწვეული Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus-ის სახეობების, Enterobacter cloacae, Klebsiella-ს სახეობები (მათ შორის Klebsiella pneumoniae), Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa-ს მიერ.

საშარდე გზების ინფექციები: (გართულებული და გაურთულებელი) გამოწვეული Escherichia coli, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Proteus morganii ან Klebsiella-ს სახეობებით (მათ შორის Klebsiella pneumoniae).

გაურთულებელი გონორეა: (საშვილოსნოს ყელის/ურეთრალური და რექტალური) გამოწვეული Neissena gonorrhoeae-ს, მათ შორის პენიცილინაზას და არაპენიცილინაზას წარმომქმნელი შტამების მიერ.

მენჯის ანთებითი დაავადება: გამოწვეული Neisseria gonorrhoeae-ის მიერ.

ბაქტერიული სეპტიცემია: გამოწვეული Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Escherichia coli, Haemophilus influenzae ან Klebsiella pneumoniae-ს მიერ.

ძვლებისა და სახსრების ინფექციები: გამოწვეული Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus species, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae ან Enterobacter სახეობებით.

ინტრააბდომინალური ინფექციები: გამოწვეული Escherichia coli, Klebsiella pneumoniae-ს მიერ.

მენინგიტი: გამოწვეული Haemophilus influenzae, Neisseria meningitis ან Streptococcus pneumoniae-ს მიერ. Staphylococcus epidermidis და Escherichia coli.

უკუჩვენებები:

ბესტფორი უკუნაჩვენებია პაციენტებში დადასტურებული ალერგიით ცეფალოსპორინის კლასის ანტიბიოტიკების მიმართ. ვინაიდან ეს პროდუქტი გამხსნელის სახით შეიცავს ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, ის არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ადგილობრივი ანესთეტიკების მიმართ და რომლებსაც აქვთ გულის ბლოკადა.

ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებში და დღენაკლულ ახალშობილებში ცეფტრიაქსონი არ გამოიყენება. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფტრიაქსონი შეიძლება გამოიყოს შრატში ალბუმინიდან და ამ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ბილირუბინული ენცეფალოპათია.

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

ბესტფორით თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს გულდასმითი გამოკითხვა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პაციენტს ადრე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცეფალოსპორინების, პენიცილინების ან სხვა პრეპარატების მიმართ. ეს პროდუქტი სიფრთხილით გამოიყენება პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში. ანტიბიოტიკები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ნებისმიერ პაციენტში, რომელსაც გამოუვლინდა ალერგია, განსაკუთრებით პრეპარატებზე. სერიოზული მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება მოითხოვდეს კანქვეშა ეპინეფრინის და სხვა გადაუდებელი ზომების გამოყენებას.

ფსევდომემბრანული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული აგენტის, მათ შორის ცეფალოსპორინების გამოყენებისას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ანტიბაქტერიული საშუალებების მიღების შემდეგ. ფსევდომემბრანული კოლიტის მსუბუქი შემთხვევები, როგორც წესი, პასუხობს მხოლოდ წამლის შეწყვეტას, ზომიერ და მძიმე შემთხვევებში ცეფტრიაქსონით თერაპია უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა ანტიბაქტერიული საშუალებებით, როგორიცაა პერორალური ვანკომიცინი.

დოზის კორექცია არ უნდა იყოს საჭირო ღვიძლის ფუნქციის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: თუმცა, პაციენტებში როგორც ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ასევე თირკმლის მნიშვნელოვანი დაავადებით, ბესტფორის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს დღეში შრატში კონცენტრაციის მჭიდრო მონიტორინგის გარეშე.

ბესტფორი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, განსაკუთრებით კოლიტი. ხანგრძლივი მკურნალობის დროს უნდა ჩატარდეს რეგულარული სისხლის ანალიზები.

ცეფტრიაქსონმა არ გამოავლინა მუტაგენური აქტივობის პოტენციალი.

ცეფტრიაქსონის შერევა არ შეიძლება კალციუმის შემცველ პროდუქტებთან ან ხსნარებთან, მაშინაც კი, თუ ის მიიღება ინფუზიით და არ უნდა იქნას მიღებული ერთდროულად. კალციუმის შემცველი ხსნარები ან პროდუქტები არ უნდა იქნას მიღებული ცეფტრიაქსონის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. ნატრიუმის ცეფტრიაქსონი წარმოქმნის ნარჩენებს, რომლებიც ფილტვებში და თირკმელებში ვადაში დაბადებული და დღენაკლული ჩვილებში იწვევს სიკვდილობას.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

ორსულობა კატეგორია: B

ცეფტრიაქსონი კვეთს პლაცენტას. ორსულობის დროს მისი გამოყენების საიმედოობა ჯერ დადასტურებული არ არის. ის არ უნდა იყოს გამოიყენებული, თუ მისი შესაძლო სარგებელი არ აღემატება შესაძლო რისკებს. ვინაიდან ცეფტრიაქსონი გადადის დედის რძეში, ეს საკითხი გასათვალისწინებელია მეძუძურ დედებში.

არ არსებობს ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებზე. ამიტომ ცეფტრიაქსონი ორსულობის დროს გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ აშკარა აუცილებლობის შემთხვევაში.

ნაადრევი და ახალშობილი ბავშვები: 1 თვეზე ნაკლები ასაკის და დღენაკლულ ჩვილებში გამოყენების სანდოობა და ეფექტურობა ჯერ არ არის დადასტურებული.

დადასტურებულია ნარჩენები, რომლებიც ფილტვებში და თირკმელებში ვადაში დაბადებული და დღენაკლული ჩვილებში იწვევს სიკვდილობას.

გვერდითი მოვლენები/გვერდითი რეაქციები:

ბესტფორი ზოგადად კარგად გადაიტანება. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია ანთება, ტკივილი, სიმაგრე ინტრამუსკულური და ინტრავენური ინექციის ადგილზე შეყვანისთანავე, სისტემური გვერდითი რეაქციები მოიცავს დიარეას, გულისრევას, ღებინებას, ქავილს, გამონაყარს, ეოზინოფილიას, ლეიკოპენიას, თრომბოციტოზს, სხვა იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოიცავს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ღვიძლის ფუნქციის ტესტების შედეგების გარდამავალ მატებას, შრატში კრეატინინის მატებას, მონილიაზს და ვაგინიტს. ეს გვერდითი მოვლენები ქრება პრეპარატით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

მოულოდნელი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ბესტფორის შემცველი ხსნარების შერევა ან დამატება სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების შემცველ ხსნარში არ შეიძლება და ისინი მიღებული უნდა იყოს ცალ-ცალკე.

მიღების წესი და დოზირება:

თუ ექიმი სხვაგვარად არ მიგითითებთ:

მოზრდილები: ბესტფორი 1 გ ი.მ. საინექციო ფლაკონის შიგთავსის შეყვანა ხდება ინტრამუსკულარული ინექციით. სტანდარტული თერაპიული დოზა: 1-2 გ დღეში ერთხელ. საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გრამს.

ბავშვები:

მძიმე ინფექციები მენინგიტის გამოკლებით; 50-75 მგ/კგ/დღეში, ყოველ 12 საათში (საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს).

მენინგიტის სამკურნალოდ; 100 მგ/კგ/დღეში, ყოველ 12 საათში (საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გრამს)

გაურთულებელი გონოკოკური ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებულია ერთჯერადი ინტრამუსკულარული დოზა 250 მგ.

წინასაოპერაციო გამოყენებისთვის (ქირურგიული პროფილაქტიკა), რეკომენდებულია 1 გრამი ერთჯერადი დოზის შეყვანა ინტრამუსკულურად ოპერაციამდე 30-120 წუთით ადრე.

A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკით (Streptococcus pyogenes) გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას თერაპია უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

საინექციო ხსნარების მომზადება:

ინტრამუსკულური ინექცია: 1 გ ი.მ. ბესტფორი უნდა გაიხსნას 4 მლ სტერილურ 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში. ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ღრმა ინტრაგლუტეალური ინექციით.

შეჰყავთ დაუყოვნებლივ აღდგენის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ბესტფორის სტერილური ფხვნილი უნდა ინახებოდეს ოთახის (25°C) ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას. აღდგენის შემდეგ სინათლისგან დაცვა საჭირო არ არის. ხსნარების ფერი მერყეობს ღია ყვითელიდან ქარვისფერამდე, შენახვის ხანგრძლივობის, კონცენტრაციისა და გამოყენებული გამხსნელის მიხედვით.

როგორც წესი, ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს აღდგენისთანავე. ბესტფორის ხსნარი ინარჩუნებს დამაკმაყოფილებელ მოქმედების ძალას 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25°C-ზე ან ქვემოთ), 72 საათის განმავლობაში მაცივარში (4°C).

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავდაპირველ შეფუთვაში.

შეფუთვა:

ფლაკონები, რომლებიც შეიცავს სტერილური მშრალი ფხვნილის სახით ცეფტრიაქსონ ნატრიუმს, რომელიც 1 გ ცეფტრიაქსონის ექვივალენტურია. 4 მლ სტერილური 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის საინექციო ხსნარის ამპულა.

არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:

რეგისტრაციის მფლობელი: BILIM ILAÇ SAN. ve.Tic.A.Ş.

სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი: PharmaVision San. ve.Tic.A.Ş.

Davutpaşa Caddesi No: 145

Zeytinbumu-Istanbul/TŰRKIYE

გამხსნელის მწარმოებელი Idol ilac Dolum San. ve.Tic.A.Ş.

maltepe Mah. CebeAli Bey Sokak No:20

Zeytinbumu-Istanbul/TŰRKIYE

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა