პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ექიცეფტი

EQiCEFT®

რეცეპტით1გინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება EQICEFT -ის მოხმარების დაწყებამდე? 3. როგორ უნდა მოიხმაროთ EQICEFT? 4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას? 5. EQICEFT-ის შენახვის წესები. 1. რას წარმოადგენს EQICEFT და რისთვის გამოიყენება? EQICEFT შიცავს აქტიურ ნივთიერება ცეფტრიაქსონს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
ფორმა და შეფუთვა
1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 4მლ გამხსნელი (1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ამპულა №1
მწარმოებელი
TÜM EKİP İLAÇ A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-037243
რეგისტრირებულია
1 თებერვალი 2023, მოქმედებს 1 თებერვალი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მ.კ. ვორდ ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაექიცეფტი და სხვა წამალი ერთად

ექიცეფტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება EQICEFT -ის მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმაროთ EQICEFT?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • EQICEFT-ის შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს EQICEFT და რისთვის გამოიყენება?

EQICEFT შიცავს აქტიურ ნივთიერება ცეფტრიაქსონს. ეს პრეპარატი შესულია ანტიბიოტიკების ჯგუფში. EQICEFT მთლიანად აჩერებს ბაქტერიების წარმოქმნას, რაც იწვევს ბაქტერიების განადგურებას.

EQICEFT წარმოადგენს თითქმის თეთრი ან მოყვითალო ფერის კრისტალურ ფხვნილს. ის მოთავსებულია მინის ფლაკონებში.

ყოველ 1 მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ცალი ფლაკონი და 4 მლ 1 %-იანი ლიდოკაინის 1 ცალი ამპულა. ერთი ამპულა შეიცავს 40 მგ. უწყლო ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტ 42.6 მგ. ლიდოკაინ ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს და სტერილურ საინექციო ხსნარს.

EQICEFT გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული, სხეულის სხვადასხვა ნაწილების ინფექციების სამკურნალოდ.

EQICEFT შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვემოთ აღნიშნული დაავადებებისათვის.

სეფსისი (ბაქტერიების სისხლში შეღწევის შედეგად სიცხის და კანკალის გამომწვევი დაავადებები).

ტვინის გარსის ანთება (მენინგიტი).

ტკიპებით გადაცემული დაავადების - გავრცელებული ლაიმის ბორელიოზის ადრეულ და გვიან სტადიებზე.

მუცლის ღრუს ინფექციები (პერიტონიტი, ნაღვლის და კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციები.

ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილების, კანის და ჭრილობების ინფექციები.

იმუნური სისტემის დარღვევასთან დაკავშირებული ინფექციები.

თირკმელების და საშარდე გზების ინფექციები.

სასუნთქი გზების ინფექციები, განსაკუთრებით, პნევმონია (ფილტვის გარკვეული სახის ინფექცია), ყელ-ყურის და ცხვირის ინფექციები, მწვავე ბაქტერიული გაურთულებელი ოტიტის (შუა ყურის ანთება).

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მათ შორის გონორის (გონორეა) ჩათვლით, გენიტალური ინფექციები.

იგი გამოიყენება ოპერაციების წინ ინფექციების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

  • EQICEFT -ის მოხმარებამდე დასაცავი წესები

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში EQICEFT -ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია EQICEFT -ის აქტიური ნივთიერების - ცეფტრიაქსონის მიმართ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია EQICEFT -ის შემადგენლობაში არსებული „ცეფალოსპორინების“ მიმართ. ამ ჯგუფის პრეპარატებში შედის ცეფალექსინის, ცეფაქლორის და ცეფუროქსიმის მაგვარი აქტიური ნივთიერებები.

თუ წარსულში გქონდათ ძლიერი ალერგია პენიცილინის ან მსგავსი ანტიბიოტიკების მიმართ. ალერგიული რეაქციების ნიშნებს წარმოადგენს ყელის და სახის შეშუპება და ამის გამო სუნთქვის და ყლაპვის გართულება, ხელ-ფეხის და მაჯების შეშუპება და გამონაყარის უცბად წარმოქმნა.

თუ თქვენ გაქვთ ალერგია ლიდოკაინზე (EQICEFT -ის გამოყენებამდე გახსენით პრეპარატი ლიდოკაინის ხსნარში).

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში ჩვილი ბავშვებისათვის EQICEFT-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული:

ვინც იყენებს ან მოსალოდნელია გამოიყენოს კალციუმის შემცველი და ინტრავენურად შესაყვანი პრეპატარები 28 დღეზე ნაკლები ახალშობილებისთვის.

ბავშვის ნაადრევად დაბადების შემთხვევაში (37 კვირამდე დაბადებული ბავშვები).

თუ ახალშობილ ბავშვებს აღენიშნებათ სიყვითლე.

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში EQICEFT-ის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა

თუ,

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ღებულობდით კალციუმის შემცველ პრეპარატებს ან კალციუმს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, განსაკუთრებით, კოლიტი (ნაწლავის ანთება).

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევები.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ნაღვლის ბუშტის დაავადება ან ულტრასონოგრფიული გამოკვლევის შედეგად დადგენილი გაქვთ კენჭი ნაღვლის ბუშტში.

თუ თქვენ გაქვთ ასთმა.

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ.

ბავშვის ძუძუთი კვების შემთხვევაში.

თუ ეს გაფრთხილებები ეხებოდა პაციენტს წარსულშიც, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

EQICEFT-ის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება:

გამოყენების მეთოდის გამო, გავლენას არ ახდენს საკვებთან ერთად მიღების დროს. მისი მოხმარება შეიძლება როგორც უზმოზე, აგრეთვე ჭამის შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

თქვენი მკურნალი ექიმი თქვენი დაავადების სიმძიმის მიხედვით განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას.

EQICEFT-ის სტანდარტული დღიური დოზა შეადგენს 1-2 გრამს. გადატანილი ინფექციის სიმწვავის და ტიპის მიხედვით, თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია თქვენთვის უფრო მაღალი დოზის დანიშვნა (დღიური დოზა გაზარდოს 4 გრამამდე).

თუ თქვენ გეგმავთ ოპერაციას, ინფექციის რისკის მიხედვით ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე რეკომენდირებულია 1-2 გრამიანი EQICEFT-ის ერთჯერადი დოზის მიღება.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეიძლება შეიცვალოს დაავადების სიმძიმის მიხედვით. ისევე, როგორც ყველა ანტიბიოტიკის მიღების დროს, სიცხის დაწევის ან ინფექციის მკურნალობის (ბაქტერიების ერადიკაცია) შემდეგ საჭიროა სულ მცირე 48-72 საათის განმავლობაში EQICEFT-ის გამოყენების გაგრძელება.

მოხმარების წესი და მეთოდი:

EQICEFT შვეულებრივ შეყვანა უნდა მოხდეს ექიმის ან ექთნის მიერ ინტრამუსკულარულად. ერთ ადგილას 1 გრამზე მეტი პრეპარატის შეყვანა არ არის რეკომენდირებული.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

თქვენი მკურნალი ექიმი თქვენი ბავშვის წონის მიხედვით დაადგენს მისთვის საჭირო დოზას.

ახალშობილებისათვის (14 დღემდე ასაკისათვის): დღიური ერთჯერადი დოზა შეადგენს 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს.

ჩვილებისთვის და ბავშვებისთვის (15 დღიდან 12 წლამდე ასაკის): დღიური ერთჯერადი დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე. 50 კგ ან მეტი წონის მქონე ბავშვებისათვის საჭიროა მოზარდებისათვის დადგენილი დოზის გამოყენება.

მწვავე ბაქტერიული ოტიტის (შუა ყურის ანთების) დროს რეკომენდირებულია 50 მგ/კგ.-იანი დოზის მიღება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 გრამს.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

ხანდაზმული პაციენტებში რეკომენდირებულია EQICEFT-ის მოზარდებისათვის დადგენილი დოზის გამოყენება.

განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის არსებობის შემთხვევაში, დასაშვებია უფრო დაბალი დოზის გამოყენება. საჭირო დოზის მიღების შესამოწმებლად, საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ EQICEFT-ის მოქმედების ეფექტი ძლიერი ან სუსტია, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ღებულობთ EQICEFT-ს საჭიროზე მეტი დოზით

EQICEFT-ის საჭიროზე მეტი დოზით გამოყენების შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ EQICEFT-ის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ თქვენ დაგავიწყდათ EQICEFT-ის საჭირო დოზის გამოყენება, ყოველ გახსენებაზე გამოიყენეთ თქვენთვის საჭირო დოზა.

ხოლო, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა.

EQICEFT-ით მკურნალობის შეწყვეტისას მოსალოდნელი ეფეტქი

არ შეწყვიტოთ EQICEFT-ის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან EQICEFT-ში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს ან მიმართოთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სერიოზული ალერგიული რეაქციები (იშვიათი)

სახის, კისრის, ტუჩების და პირის უეცარი შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება.

ხელების, ფეხების და ტერფების უეცარი შეშუპება.

კანზე სერიოზული გამონაყარი (ძალიან იშვიათად)

კანზე სერიოზული გამონაყარის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სიმპტომებში შედის ბუშტუკები ან მძიმე გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება კანის აქერცვლით და პირის ღრუში ბუშტუკების წარმოქმნით.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთ პაციენტში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.

არა ხშირი: შეიძლება გამოვლიდნეს 100-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1.000-დან ერთზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1.000-დან ერთზე ნეკლებ, მაგრამ 10.000-დან ერთზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად დადგენა შეუძლებელია.

გავრცელებული

თხევადი დეფეკაცია ან დიარეა.

ავადმყოფობის შეგრძნება ან ავადმყოფობა.

არა გავრცელებული

კანის სხვა რეაქციები, მათ შორის, მთელ სხეულზე გამონაყარი, ერთგვაროვანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ქავილი და შეშუპება.

იშვიათი

სოკოთი ან საფუარით გამოწვეული ინფექციის სხვა სახეობები (მაგალითად, შაშვი).

სისხლთან დაკავშირებული დარღვევები. აგრეთვე ისეთი ჩვენებები, როგორიცაა დაღლილობა, კანის ადვილად დალურჯება, ქოშინი და ცხვირიდან სისხლდენა.

თავის ტკივილი.

თავბრუსხვევის შეგრძნება.

ჭრილობის წარმოქმნა პირის ღრუში.

ენის ანთება (გლოსიტი), აგრეთვე ენის შეშუპება, სიწითლე და ანთება.

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები (შეიძლება დადგენილი იქნეს სისხლის ანალიზის დროს).

ნაღვლის ბუშტის დარღვევები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, ავადმყოფობის შეგრძნება და ავადმყოფობა.

თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები , რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდის რაოდენობაზე. ზოგიერთ პაციენტებს აღენიშნებათ ნორმაზე მეტი შარდის გამოყოფა. ძალიან იშვიათად შეიძლება წარმოიქმნას შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემები.

შარდში სისხლის და შაქრის არსებობა.

ინექციის არეზე ტკივილი.

მაღალი ტემპერატურა ან კანკალი.

ძალიან იშვიათი

Coombs-ის ტესტის ჩატარების დროს დადებითი შედეგის მიღება (ზოგიერთი სისხლის დაავადებების დროს ჩასატარებელი ტესტი).

სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის, კანის მარტივად სისხლჩაქცევა, სახსრების ტკივილი დაშეშუპება.

სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება, მათ შორის, ტემპერატურის უეცარი მომატება, კანკალი და ყელის ტკივილი.

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი), მათ შორის, მუცლის ძლიერი ტკივილი , რომელიც გადაეცემა ზურგისაკენ.

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), მათ შორის, დიარეა, სისხლიანი და ლორწოვანი ფაღარათი, კუჭის ტკივილი და ცხელება.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ამჟამად ან არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რეცეპტის გარეშე შეძენილი წამლების და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით. ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ EQICEFT-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების ეფექტზე. გარდა მისა, სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს EQICEFT-ის მოქმედების ეფექტურობაზე.

ქვემოთ აღნიშნული პრეპარატების მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

ორალური გზით მისაღები კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) მიღების შემთხვევაში EQICEFT-მა შესაძლოა შეაჩეროს მათი მოქმედება, ამიტომ, პაციენტმა უნდა მიმართოს ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდებს (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენებას.

ქლორამფენიკოლი (გამოიყენება ინფექციების მკურნალობის დროს განსაკუთრებით თვალის ინფექციების).

ანტიკოაგულანტები (სისხლის გასათხიერებლად გამოსაყენებელი პრეპარატები).

პრობენეციდი (გამოიყენება ჩიყვის მკურნალობისათვის).

ამსაკრინი (გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს).

ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი დაავადებების მკურნალობის დროს).

ვანკომიცინი ან სხვა ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების მკურნალობის დროს).

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს EQICEFT-ის მოხმარების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. თუ თქვენ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას ან ხართ მეძუძური დედა, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ მკურნალობის ჩატარების პერიოდში თქვენ დაორსულდებით, რჩევისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება:

პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან EQICEFT-ის აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში, მეძუძური დედებისათვის საჭიროა ამის გათვალისწინება.

თუ თქვენ ხართ მეძუძური დედა ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის მართვა:

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ EQICEFT-ის გამოყენება გავლენას ახდენს სატრანსპორტო მანქანის მართვის მექანიზმზე. თავბრუსხვევის შემთხვევაში, EQICEFT-ის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია EQICEFT-ის შემცველი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

სამკურნალო საშუალების თითოეული ფლაკონი შეიცავს 82,95 მილიგრამ ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის დიეტაზე მყოფი პაციენტებისათვის.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც შედის ან არ შედის გამოყენების ინსტრუქციაში

ესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • EQICEFT-ის შენახვა

შეინახეთ EQICEFT ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

დაიცავით სინათლისგან.

გამოიყენეთ პრეპარატი მისი ვარგისობის ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ EQICEFT-ის მოხმარება დაუშვებელია.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელი:

სს „თუმ ექიფ ილაჩ“

სტამბოლი თუზლას ორგანიზებული სამრეწველო დასახლების უბანი,

არომატიკის გამზირი N 55 – 34956 - თუზლა / სტამბოლი

ტელეფონი: 0216 593 24 25 (Pbx) ფაქსი: 0216 593 31 41

წარმოების ადგილი:

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 30.11.2018 წელს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

მოხმარების ინსტრუქცია

EQICEFT 1 გ ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი

სტერილური გამოიყენება ინტრამუსკულარულად

აქტიური ნივთიერება: ყოველი ერთი ფლაკონი შეიცავს 1 გ ცეფტრიაქსონს, რაც ექვივალენტურია 1,193 გ ცეფტრიაქსონ დინატრიუმის.

დამხმარე ნივთიერებები: არ შეიცავს.

ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია. შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი პირადად თქვენთვის არის გამოწერილი, სხვა პირებისთვის მისი მიცემა დაუშვებელია.

წინამდებარე პრეპარატის მოხმარებისას ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვის დროს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.

დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან შემცირება დაუშვებელია.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები:

  • რას წარმოადგენს EQICEFT და რისთვის გამოიყენება?
  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება EQICEFT -ის მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმაროთ EQICEFT?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • EQICEFT-ის შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს EQICEFT და რისთვის გამოიყენება?

EQICEFT შიცავს აქტიურ ნივთიერება ცეფტრიაქსონს. ეს პრეპარატი შესულია ანტიბიოტიკების ჯგუფში. EQICEFT მთლიანად აჩერებს ბაქტერიების წარმოქმნას, რაც იწვევს ბაქტერიების განადგურებას.

EQICEFT წარმოადგენს თითქმის თეთრი ან მოყვითალო ფერის კრისტალურ ფხვნილს. ის მოთავსებულია მინის ფლაკონებში.

ყოველ 1 მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ცალი ფლაკონი და 4 მლ 1 %-იანი ლიდოკაინის 1 ცალი ამპულა. ერთი ამპულა შეიცავს 40 მგ. უწყლო ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტ 42.6 მგ. ლიდოკაინ ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს და სტერილურ საინექციო ხსნარს.

EQICEFT გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული, სხეულის სხვადასხვა ნაწილების ინფექციების სამკურნალოდ.

EQICEFT შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვემოთ აღნიშნული დაავადებებისათვის.

სეფსისი (ბაქტერიების სისხლში შეღწევის შედეგად სიცხის და კანკალის გამომწვევი დაავადებები).

ტვინის გარსის ანთება (მენინგიტი).

ტკიპებით გადაცემული დაავადების - გავრცელებული ლაიმის ბორელიოზის ადრეულ და გვიან სტადიებზე.

მუცლის ღრუს ინფექციები (პერიტონიტი, ნაღვლის და კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციები.

ძვლების, სახსრების, რბილი ქსოვილების, კანის და ჭრილობების ინფექციები.

იმუნური სისტემის დარღვევასთან დაკავშირებული ინფექციები.

თირკმელების და საშარდე გზების ინფექციები.

სასუნთქი გზების ინფექციები, განსაკუთრებით, პნევმონია (ფილტვის გარკვეული სახის ინფექცია), ყელ-ყურის და ცხვირის ინფექციები, მწვავე ბაქტერიული გაურთულებელი ოტიტის (შუა ყურის ანთება).

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მათ შორის გონორის (გონორეა) ჩათვლით, გენიტალური ინფექციები.

იგი გამოიყენება ოპერაციების წინ ინფექციების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

  • EQICEFT -ის მოხმარებამდე დასაცავი წესები

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში EQICEFT -ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია EQICEFT -ის აქტიური ნივთიერების - ცეფტრიაქსონის მიმართ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია EQICEFT -ის შემადგენლობაში არსებული „ცეფალოსპორინების“ მიმართ. ამ ჯგუფის პრეპარატებში შედის ცეფალექსინის, ცეფაქლორის და ცეფუროქსიმის მაგვარი აქტიური ნივთიერებები.

თუ წარსულში გქონდათ ძლიერი ალერგია პენიცილინის ან მსგავსი ანტიბიოტიკების მიმართ. ალერგიული რეაქციების ნიშნებს წარმოადგენს ყელის და სახის შეშუპება და ამის გამო სუნთქვის და ყლაპვის გართულება, ხელ-ფეხის და მაჯების შეშუპება და გამონაყარის უცბად წარმოქმნა.

თუ თქვენ გაქვთ ალერგია ლიდოკაინზე (EQICEFT -ის გამოყენებამდე გახსენით პრეპარატი ლიდოკაინის ხსნარში).

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში ჩვილი ბავშვებისათვის EQICEFT-ის მოხმარება არ არის რეკომენდირებული:

ვინც იყენებს ან მოსალოდნელია გამოიყენოს კალციუმის შემცველი და ინტრავენურად შესაყვანი პრეპატარები 28 დღეზე ნაკლები ახალშობილებისთვის.

ბავშვის ნაადრევად დაბადების შემთხვევაში (37 კვირამდე დაბადებული ბავშვები).

თუ ახალშობილ ბავშვებს აღენიშნებათ სიყვითლე.

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში EQICEFT-ის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა

თუ,

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ღებულობდით კალციუმის შემცველ პრეპარატებს ან კალციუმს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, განსაკუთრებით, კოლიტი (ნაწლავის ანთება).

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ სისხლის მიმოქცევის დარღვევები.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ნაღვლის ბუშტის დაავადება ან ულტრასონოგრფიული გამოკვლევის შედეგად დადგენილი გაქვთ კენჭი ნაღვლის ბუშტში.

თუ თქვენ გაქვთ ასთმა.

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ.

ბავშვის ძუძუთი კვების შემთხვევაში.

თუ ეს გაფრთხილებები ეხებოდა პაციენტს წარსულშიც, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

EQICEFT-ის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება:

გამოყენების მეთოდის გამო, გავლენას არ ახდენს საკვებთან ერთად მიღების დროს. მისი მოხმარება შეიძლება როგორც უზმოზე, აგრეთვე ჭამის შემდეგ.

ორსულობა:

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს EQICEFT-ის მოხმარების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. თუ თქვენ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას ან ხართ მეძუძური დედა, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ მკურნალობის ჩატარების პერიოდში თქვენ დაორსულდებით, რჩევისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება:

პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან EQICEFT-ის აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში, მეძუძური დედებისათვის საჭიროა ამის გათვალისწინება.

თუ თქვენ ხართ მეძუძური დედა ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის მართვა:

არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ EQICEFT-ის გამოყენება გავლენას ახდენს სატრანსპორტო მანქანის მართვის მექანიზმზე. თავბრუსხვევის შემთხვევაში, EQICEFT-ის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია EQICEFT-ის შემცველი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

სამკურნალო საშუალების თითოეული ფლაკონი შეიცავს 82,95 მილიგრამ ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის დიეტაზე მყოფი პაციენტებისათვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ამჟამად ან არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რეცეპტის გარეშე შეძენილი წამლების და მცენარეული პრეპარატების ჩათვლით. ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ EQICEFT-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების ეფექტზე. გარდა მისა, სხვა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს EQICEFT-ის მოქმედების ეფექტურობაზე.

ქვემოთ აღნიშნული პრეპარატების მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

ორალური გზით მისაღები კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები) მიღების შემთხვევაში EQICEFT-მა შესაძლოა შეაჩეროს მათი მოქმედება, ამიტომ, პაციენტმა უნდა მიმართოს ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა მეთოდებს (მაგალითად, პრეზერვატივის) გამოყენებას.

ქლორამფენიკოლი (გამოიყენება ინფექციების მკურნალობის დროს განსაკუთრებით თვალის ინფექციების).

ანტიკოაგულანტები (სისხლის გასათხიერებლად გამოსაყენებელი პრეპარატები).

პრობენეციდი (გამოიყენება ჩიყვის მკურნალობისათვის).

ამსაკრინი (გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს).

ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი დაავადებების მკურნალობის დროს).

ვანკომიცინი ან სხვა ანტიბიოტიკები (გამოიყენება ინფექციების მკურნალობის დროს).

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოვიყენოთ EQICEFT ?

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

თქვენი მკურნალი ექიმი თქვენი დაავადების სიმძიმის მიხედვით განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას.

EQICEFT-ის სტანდარტული დღიური დოზა შეადგენს 1-2 გრამს. გადატანილი ინფექციის სიმწვავის და ტიპის მიხედვით, თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია თქვენთვის უფრო მაღალი დოზის დანიშვნა (დღიური დოზა გაზარდოს 4 გრამამდე).

თუ თქვენ გეგმავთ ოპერაციას, ინფექციის რისკის მიხედვით ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე რეკომენდირებულია 1-2 გრამიანი EQICEFT-ის ერთჯერადი დოზის მიღება.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეიძლება შეიცვალოს დაავადების სიმძიმის მიხედვით. ისევე, როგორც ყველა ანტიბიოტიკის მიღების დროს, სიცხის დაწევის ან ინფექციის მკურნალობის (ბაქტერიების ერადიკაცია) შემდეგ საჭიროა სულ მცირე 48-72 საათის განმავლობაში EQICEFT-ის გამოყენების გაგრძელება.

მოხმარების წესი და მეთოდი:

EQICEFT შვეულებრივ შეყვანა უნდა მოხდეს ექიმის ან ექთნის მიერ ინტრამუსკულარულად. ერთ ადგილას 1 გრამზე მეტი პრეპარატის შეყვანა არ არის რეკომენდირებული.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

თქვენი მკურნალი ექიმი თქვენი ბავშვის წონის მიხედვით დაადგენს მისთვის საჭირო დოზას.

ახალშობილებისათვის (14 დღემდე ასაკისათვის): დღიური ერთჯერადი დოზა შეადგენს 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს.

ჩვილებისთვის და ბავშვებისთვის (15 დღიდან 12 წლამდე ასაკის): დღიური ერთჯერადი დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე. 50 კგ ან მეტი წონის მქონე ბავშვებისათვის საჭიროა მოზარდებისათვის დადგენილი დოზის გამოყენება.

მწვავე ბაქტერიული ოტიტის (შუა ყურის ანთების) დროს რეკომენდირებულია 50 მგ/კგ.-იანი დოზის მიღება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 გრამს.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

ხანდაზმული პაციენტებში რეკომენდირებულია EQICEFT-ის მოზარდებისათვის დადგენილი დოზის გამოყენება.

განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის არსებობის შემთხვევაში, დასაშვებია უფრო დაბალი დოზის გამოყენება. საჭირო დოზის მიღების შესამოწმებლად, საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ EQICEFT-ის მოქმედების ეფექტი ძლიერი ან სუსტია, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ღებულობთ EQICEFT-ს საჭიროზე მეტი დოზით

EQICEFT-ის საჭიროზე მეტი დოზით გამოყენების შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ EQICEFT-ის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ თქვენ დაგავიწყდათ EQICEFT-ის საჭირო დოზის გამოყენება, ყოველ გახსენებაზე გამოიყენეთ თქვენთვის საჭირო დოზა.

ხოლო, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა.

EQICEFT-ით მკურნალობის შეწყვეტისას მოსალოდნელი ეფეტქი

არ შეწყვიტოთ EQICEFT-ის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

  • რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?

ყველა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან EQICEFT-ში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს ან მიმართოთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სერიოზული ალერგიული რეაქციები (იშვიათი)

სახის, კისრის, ტუჩების და პირის უეცარი შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება.

ხელების, ფეხების და ტერფების უეცარი შეშუპება.

კანზე სერიოზული გამონაყარი (ძალიან იშვიათად)

კანზე სერიოზული გამონაყარის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სიმპტომებში შედის ბუშტუკები ან მძიმე გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვითარდება კანის აქერცვლით და პირის ღრუში ბუშტუკების წარმოქმნით.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთ პაციენტში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.

არა ხშირი: შეიძლება გამოვლიდნეს 100-დან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1.000-დან ერთზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1.000-დან ერთზე ნეკლებ, მაგრამ 10.000-დან ერთზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად დადგენა შეუძლებელია.

გავრცელებული

თხევადი დეფეკაცია ან დიარეა.

ავადმყოფობის შეგრძნება ან ავადმყოფობა.

არა გავრცელებული

კანის სხვა რეაქციები, მათ შორის, მთელ სხეულზე გამონაყარი, ერთგვაროვანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ქავილი და შეშუპება.

იშვიათი

სოკოთი ან საფუარით გამოწვეული ინფექციის სხვა სახეობები (მაგალითად, შაშვი).

სისხლთან დაკავშირებული დარღვევები. აგრეთვე ისეთი ჩვენებები, როგორიცაა დაღლილობა, კანის ადვილად დალურჯება, ქოშინი და ცხვირიდან სისხლდენა.

თავის ტკივილი.

თავბრუსხვევის შეგრძნება.

ჭრილობის წარმოქმნა პირის ღრუში.

ენის ანთება (გლოსიტი), აგრეთვე ენის შეშუპება, სიწითლე და ანთება.

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები (შეიძლება დადგენილი იქნეს სისხლის ანალიზის დროს).

ნაღვლის ბუშტის დარღვევები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, ავადმყოფობის შეგრძნება და ავადმყოფობა.

თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები , რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდის რაოდენობაზე. ზოგიერთ პაციენტებს აღენიშნებათ ნორმაზე მეტი შარდის გამოყოფა. ძალიან იშვიათად შეიძლება წარმოიქმნას შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემები.

შარდში სისხლის და შაქრის არსებობა.

ინექციის არეზე ტკივილი.

მაღალი ტემპერატურა ან კანკალი.

ძალიან იშვიათი

Coombs-ის ტესტის ჩატარების დროს დადებითი შედეგის მიღება (ზოგიერთი სისხლის დაავადებების დროს ჩასატარებელი ტესტი).

სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის, კანის მარტივად სისხლჩაქცევა, სახსრების ტკივილი დაშეშუპება.

სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება, მათ შორის, ტემპერატურის უეცარი მომატება, კანკალი და ყელის ტკივილი.

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი), მათ შორის, მუცლის ძლიერი ტკივილი , რომელიც გადაეცემა ზურგისაკენ.

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), მათ შორის, დიარეა, სისხლიანი და ლორწოვანი ფაღარათი, კუჭის ტკივილი და ცხელება.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც შედის ან არ შედის გამოყენების ინსტრუქციაში

ესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • EQICEFT-ის შენახვა

შეინახეთ EQICEFT ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

დაიცავით სინათლისგან.

გამოიყენეთ პრეპარატი მისი ვარგისობის ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ EQICEFT-ის მოხმარება დაუშვებელია.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელი:

სს „თუმ ექიფ ილაჩ“

სტამბოლი თუზლას ორგანიზებული სამრეწველო დასახლების უბანი,

არომატიკის გამზირი N 55 – 34956 - თუზლა / სტამბოლი

ტელეფონი: 0216 593 24 25 (Pbx) ფაქსი: 0216 593 31 41

წარმოების ადგილი:

სს „თუმ ექიფ ილაჩ“

სტამბოლი თუზლას ორგანიზებული სამრეწველო დასახლების უბანი,

არომატიკის გამზირი N 55 – 34956 - თუზლა / სტამბოლი

ტელეფონი: 0216 593 24 25 (Pbx) ფაქსი: 0216 593 31 41

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 30.11.2018 წელს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა