ბლოკიუმ გელი
BLOKIUM® GEL
ბლოკიუმის გელი ნაჩვენებია მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში ტკივილისა და მსუბუქი და ხანგამოშვებითი ანთების ადგილობრივი შემსუბუქების მიზნით: - მცირე სისხლჩაქცევები, შეშუპებები, დაჭიმულობა, - ტორტიკოლისი ან სხვა კონტრაქტურები, - ლუმბაგო (წელის ტკივილი), - მსუბუქი დაჭიმულობა ან ღრძობა, რომელიც გამოწვეულია …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიკლოფენაკი (diclofenac)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,16გ/100გ 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- Laboratorios Casasco S.A.I.C., არგენტინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- M02AA15
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042984
- რეგისტრირებულია
- 20 მარტი 2025, მოქმედებს 20 მარტი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratorios Casasco S.A.I.C. (არგენტინა)
- განმცხადებელი
- შპს „ჰიპოკრატე“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბლოკიუმ გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბლოკიუმის გელი ნაჩვენებია მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში ტკივილისა და მსუბუქი და ხანგამოშვებითი ანთების ადგილობრივი შემსუბუქების მიზნით:
- მცირე სისხლჩაქცევები, შეშუპებები, დაჭიმულობა,
- ტორტიკოლისი ან სხვა კონტრაქტურები,
- ლუმბაგო (წელის ტკივილი),
- მსუბუქი დაჭიმულობა ან ღრძობა, რომელიც გამოწვეულია სახსრის გადაბრუნებით.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:
გელი დაიტანება დაზიანებულ ადგილზე 3-დან 4-ჯერ დღეში, მსუბუქი მასაჟისებრი მოძრაობებით კანზე. გელის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია ტკივილის ხარისხსა და დაზიანებული უბნის ზომაზე: ჩვეულებრივ, 2 გ-დან 4 გ-მდე (დაახლოებით ალუბლისა და კაკლის ზომის) ბლოკიუმის გელი საკმარისია 400-დან 800 სმ2-მდე ფართობის დასამუშავებლად.
გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა თუ დაზიანებული უბანი არ არის ხელების მიდამოში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თუ სიმპტომები გაუარესდება ან გრძელდება მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ, უნდა შეფასდეს კლინიკური მდგომარეობა.
პედიატრიული პოპულაცია:
ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
ხანდაზმული პაციენტები:
შეიძლება გამოყენებულ იქნას ზრდასრულთათვის განკუთვნილი სტანდარტული დოზა.
მიღების მეთოდი:
გამოიყენება კანზე.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
- არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონიათ ასთმის შეტევები, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (NSAID).
- ორსულობის მესამე ტრიმესტრი
- არ გამოიყენება ბავშვებში და 14 წლამდე ასაკის მოზარდებში.
- არ დაიტანება ჭრილობებზე, ეგზემატოზურ დაზიანებებზე, ლორწოვან გარსებზე ან დამწვრობაზე.
სიფრთხილის ზომები
- არ გამოიყენება სხეულის ზედაპირის დიდ ფართობზე. გამოიყენება მხოლოდ დაზიანებულ უბანზე. ბლოკიუმის გელის გამოყენებისას, არ არის გამორიცხული სისტემური გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა, როდესაც პრეპარატი დაიტანება კანის ფართო უბნებზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
- დაიტანება ჯანსაღ, დაუზიანებელ კანზე, ტრავმების და ღია ჭრილობების გარეშე.
- უნდა გამოირიცხოს თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტი.
- არ იყლაპება.
- არ გამოიყენება კანის ერთსა და იმავე უბანზე სხვა ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებთან ერთად,
- არ გამოიყენება ოკლუზიურ სახვევებთან ერთად.
- დაუშვებელია დამუშავებულ ადგილზე მზის მოხვედრა, რადგან არსებობს ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი (კანზე შეიძლება გაჩნდეს დაზიანებები, როგორიცაა ეგზემა და ვეზიკულური ბულოზური გამონაყარი).
- არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სპეციალური გაფრთხილებები დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
გელის თითოეული გრამი შეიცავს 0,15 მლ პროპილენგლიკოლს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
წამალთშორისი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან დიკლოფენაკის სისტემური აბსორბცია ადგილობრივი გამოყენებისას ძალიან დაბალია. თუმცა, ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, უნდა შეფასდეს სხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენების მიზანშეწონილობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ადგილობრივი მოქმედების დიკლოფენაკის გამოყენების შესახებ. თუმცა სისტემური ექსპოზიცია პერორალურ ფორმასთან შედარებით დაბალია, უცნობია შეუძლია თუ არა ადგილობრივი მოქმედების დიკლოფენაკით მიღწეულ სისტემურ ექსპოზიციას მოახდინოს დამაზიანებელი გავლენა ემბრიონზე ან ნაყოფზე. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ბლოკიუმის გელი არ უნდა იქნას გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკაცრად არის აუცილებელი. გამოყენების შემთხვევაში, დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთაზას ინჰიბიტორების სისტემურმა გამოყენებამ, დიკლოფენაკის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში გულ-ფილტვისმიერი და თირკმელებისმიერი ტოქსიკურობა. ორსულობის ბოლოს, დედასა და ნაყოფს შესაძლოა აღენიშნებოდეთ სისხლდენის გახანგრძლივება და, შესაბამისად, მშობიარობის დაყოვნება. ამიტომ ბლოკიუმის გელი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა ადგილობრივი მოქმედების დიკლოფენაკი დედის რძეში, ამიტომ ბლოკიუმი გელი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს, დადგენილი სამედიცინო ჩვენების გარეშე. გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მისი წასმა არ უნდა მოხდეს მკერდზე ან კანის ფართო ზედაპირზე და მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კანზე გამოყენებისას, ბლოკიუმის გელი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები მოიცავს მსუბუქ და გარდამავალ ადგილობრივ რეაქციებს გამოყენების ადგილზე. ზოგიერთ, ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენები (ცხრილი 1) კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემის და სიხშირის მიხედვით. თითოეული სიხშირის გრაფაში, გვერდითი მოვლენები მოყვანილია კლებადი სირთულის პრინციპით, უპირატესად ყველაზე ხშირი, შემდეგი კონვენციის გამოყენებით: ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); ნალებად ხშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10000); უცნობი სიხშირის (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან იშვიათი
პუსტულოზური გამონაყარი
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი
ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი
ასთმა
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირი
დერმატიტი (მათ შორის კონტაქტური დერმატიტი), გამონაყარი, ეკზემა, ერითემა, ქავილი
იშვიაში:
დერმატიტი მტვრის მიმართ
ძალიან იშვიათი:
უცნობი სიხშირის
წვის შეგრძნება პრეპარატის დატანის ადგილას
კანის სიმშრალე
ადგილობრივი მოქმედების დიკლოფენაკის სისტემური აბსორბცია ძალიან დაბალია, დიკლოფენაკის პერორალური მიღების შემდეგ აქტიური ნივთიერების პლაზმაში მიღწეულ კონცენტრაციასთან შედარებით. ამიტომ, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური გვერდითი მოვლენების (როგორიცაა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივი ან თირკმლისმიერი დარღვევები, ბრონქოსპაზმი) წარმოქმნის ალბათობა ძალიან მცირეა, პერორალურ დოკლოფენაკთან ასოცირებულ გვერდითი რეაქციების სიხშირესთან შედარებით. თუმცა, თუ დიკლოფენაკი გამოიყენება ფეხის ზედაპირის დიდ ფართობზე და დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები.
არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, უნდა ეცნობოს ფარმაკოზედამხედველობის სამსახურს და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა ადგილობრივად გამოყენებული დიკლოფენაკის დაბალი სისტემური აბსორბციის გამო.
თუმცა, ბლოკიუმის გელის უნებლიე ჩაყლაპვის შემთხვევაში, მოსალოდნელია დიკლოფენაკის ტაბლეტებით დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების განვითარება (1 100 გ ტუბი შეიცავს 1000 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმის ექვივალენტს).
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა მიემართოს უახლოეს საავადმყოფოს ან ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი რეაქციები, მიიღება აასპ-ებით ჭარბი დოზირების დროს გამოყენებული ჩვეულებრივი თერაპიული ზომები. განხილულ უნდა იქნას კუჭის ამორეცხვის და აქტივირებული ნახშირის გამოყენების საჭიროება, განსაკუთრებით თუ გადაყლაპვიდან გასულია მცირე დრო.
შემადგენლობა
100 გრამი გელის შემადგენლობა:
დიკლოფენაკის დიეთილამინი 1,16%. დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი 15,00 მლ, იზოპროპილის სპირტი 15,00 მლ, ნიპასოლი 0,05 გ, ნიპაგინი 0,10 გ, კარბოპოლი 940 1,20 გ, ლავანდის ესენცია 0,20 მლ, დიეთილამინი q.s. pH 7-8 E.D.T.A. დინატრიუმი, 0,03 გ, დემინერალიზებული წყალი q.s. 100.00 გ
შენახვის პირობები
- ინახება გრილ და მშრალ ადგილას, სასურველია 15-დან 30°C-მდე.
- ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ტექსტის განახლების თარიღი: 2024 წლის სექტემბერი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების პროდუქტები სახსრებისა და კუნთების ტკივილისთვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: M02AA15.
დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი (აასპ), გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებით. დიკლოფენაკის მოქმედების ძირითადი მექანიზმი არის პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა.
ბლოკიუმის გელი არის გარეგანი გამოყენების ფარმაცევტული ფორმა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. ბლოკიუმის გელი ხსნის ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ამცირებს გამოჯანმრთელების დროს ტრავმული ან რევმატული წარმოშობის ანთებისა და ტკივილისას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია
კანში შეწოვილი დიკლოფენაკის რაოდენობა დაზიანებული უბნის ზომის პროპორციულია და დამოკიდებულია როგორც საერთო გამოყენებულ დოზაზე, ასევე კანის დატენიანების ხარისხზე. 2,5 გ დიკლოფენაკის 500 სმ2 ზედაპირის ფართობზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, დიკლოფენაკის აბსორბცია შეიძლება იყოს დოზის 6%-მდეც კი, დიკლოფენაკის ტაბლეტების ფორმის მიღებისას თირკმელების მიერ საერთო ელიმინაციასთან შედარებით. მიდამოს 10 საათის განმავლობაში ოკლუზია იწვევს დიკლოფენაკის აბსორბირებული რაოდენობის 3-ჯერ გაზრდას.
დისტრიბუცია
დიკლოფენაკის კონცენტრაცია გაიზომა პლაზმაში, სინოვიალურ ქსოვილში და სინოვიალურ სითხეში, დიკლოფენაკის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ხელისა და მუხლის სახსრებში. პიკური პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 100-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დიკლოფენაკის იგივე რაოდენობის პერორალური მიღების შემდეგ. დიკლოფენაკის 99.7% უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს (99.4%).
ბიოტრანსფორმაცია
დიკლოფენაკის ბიოტრანსფორმაცია მოიცავს უცვლელი მოლეკულის ნაწილობრივ გლუკურონიდაციას, თუმცა ძირითადად ადგილი აქვს ერთჯერად და მრავალჯერად ჰიდროქსილირებას, რომლებიც წარმოქმნიან რამდენიმე ფენოლურ მეტაბოლიტს. მათი უმეტესობა გარდაიქმნება კონიუგირებულ გლუკურონიდებად. ფენოლური მეტაბოლიტიდან ორი - ბიოლოგიურად აქტიურია, თუმცა დიკლოფენაკზე ბევრად ნაკლები ხარისხით.
ელიმინაცია
დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი პლაზმიდან არის 263 +/- 56 მლ/წთ. პლაზმური ნახევრად დაშლის ტერმინალური პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. ოთხი მეტაბოლიტის, მათ შორის ორი აქტიურის, ნახევრად დაშლის პერიოდი ასევე ხანმოკლეა და შეადგენს 1-დან 3 საათამდე. ერთ მეტაბოლიტს, 3-ჰიდროქსი-4-მეთოქსი-დიკლოფენაკს, აქვს პლაზმური ნახევრად დაშლის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, მაგრამ ის პრაქტიკულად არააქტიურია. დიკლოფენაკი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდში.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ პოპულაციაში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დიკლოფენაკის ან მისი მეტაბოლიტების აკუმულაცია მოსალოდნელი არ არის.
ქრონიკული ჰეპატიტის ან არადეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში დიკლოფენაკის კინეტიკა და მეტაბოლიზმი იგივენაირია, როგორც პაციენტებში ღვიძლის დაავადების გარეშე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
ბლოკიუმის გელი
გელი
დიკლოფენაკის დიეთილამინი
ტექნიკური მახასიათებლები
- პრეპარატის სახელწოდება
ბლოკიუმის გელი (დიკლოფენაკის დიეთილამინი)
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
100 გრამი გელის შემადგენლობა:
დიკლოფენაკის დიეთილამინი 1,16%. დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი 15,00 მლ, იზოპროპილის სპირტი 15,00 მლ, ნიპასოლი 0,05 გ, ნიპაგინი 0,10 გ, კარბოპოლი 940 1,20 გ, ლავანდის ესენცია 0,20 მლ, დიეთილამინი q.s. pH 7-8 E.D.T.A. დინატრიუმი, 0,03 გ, დემინერალიზებული წყალი q.s. 100.00 გ
- ფარმაცევტული ფორმა
გელი
კლინიკური მონაცემები
თერაპიული მოქმედება: გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ადგილობრივი მოქმედების პროდუქტები სახსრებისა და კუნთების ტკივილისთვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველი პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის.
თერაპიული ჩვენებები: ბლოკიუმის გელი ნაჩვენებია მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში ტკივილისა და მსუბუქი და ხანგამოშვებითი ანთების ადგილობრივი შემსუბუქების მიზნით:
- მცირე სისხლჩაქცევები, შეშუპებები, დაჭიმულობა,
- ტორტიკოლისი ან სხვა კონტრაქტურები,
- ლუმბაგო (წელის ტკივილი),
- მსუბუქი დაჭიმულობა ან ღრძობა, რომელიც გამოწვეულია სახსრის გადაბრუნებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი მოქმედების პროდუქტები სახსრებისა და კუნთების ტკივილისთვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: M02AA15.
დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი (აასპ), გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებით. დიკლოფენაკის მოქმედების ძირითადი მექანიზმი არის პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა.
ბლოკიუმის გელი არის გარეგანი გამოყენების ფარმაცევტული ფორმა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. ბლოკიუმის გელი ხსნის ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და ამცირებს გამოჯანმრთელების დროს ტრავმული ან რევმატული წარმოშობის ანთებისა და ტკივილისას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია
კანში შეწოვილი დიკლოფენაკის რაოდენობა დაზიანებული უბნის ზომის პროპორციულია და დამოკიდებულია როგორც საერთო გამოყენებულ დოზაზე, ასევე კანის დატენიანების ხარისხზე. 2,5 გ დიკლოფენაკის 500 სმ2 ზედაპირის ფართობზე ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, დიკლოფენაკის აბსორბცია შეიძლება იყოს დოზის 6%-მდეც კი, დიკლოფენაკის ტაბლეტების ფორმის მიღებისას თირკმელების მიერ საერთო ელიმინაციასთან შედარებით. მიდამოს 10 საათის განმავლობაში ოკლუზია იწვევს დიკლოფენაკის აბსორბირებული რაოდენობის 3-ჯერ გაზრდას.
დისტრიბუცია
დიკლოფენაკის კონცენტრაცია გაიზომა პლაზმაში, სინოვიალურ ქსოვილში და სინოვიალურ სითხეში, დიკლოფენაკის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ხელისა და მუხლის სახსრებში. პიკური პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 100-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დიკლოფენაკის იგივე რაოდენობის პერორალური მიღების შემდეგ. დიკლოფენაკის 99.7% უკავშირდება შრატის ცილებს, ძირითადად ალბუმინს (99.4%).
ბიოტრანსფორმაცია
დიკლოფენაკის ბიოტრანსფორმაცია მოიცავს უცვლელი მოლეკულის ნაწილობრივ გლუკურონიდაციას, თუმცა ძირითადად ადგილი აქვს ერთჯერად და მრავალჯერად ჰიდროქსილირებას, რომლებიც წარმოქმნიან რამდენიმე ფენოლურ მეტაბოლიტს. მათი უმეტესობა გარდაიქმნება კონიუგირებულ გლუკურონიდებად. ფენოლური მეტაბოლიტიდან ორი - ბიოლოგიურად აქტიურია, თუმცა დიკლოფენაკზე ბევრად ნაკლები ხარისხით.
ელიმინაცია
დიკლოფენაკის საერთო სისტემური კლირენსი პლაზმიდან არის 263 +/- 56 მლ/წთ. პლაზმური ნახევრად დაშლის ტერმინალური პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. ოთხი მეტაბოლიტის, მათ შორის ორი აქტიურის, ნახევრად დაშლის პერიოდი ასევე ხანმოკლეა და შეადგენს 1-დან 3 საათამდე. ერთ მეტაბოლიტს, 3-ჰიდროქსი-4-მეთოქსი-დიკლოფენაკს, აქვს პლაზმური ნახევრად დაშლის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, მაგრამ ის პრაქტიკულად არააქტიურია. დიკლოფენაკი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდში.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ პოპულაციაში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დიკლოფენაკის ან მისი მეტაბოლიტების აკუმულაცია მოსალოდნელი არ არის.
ქრონიკული ჰეპატიტის ან არადეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში დიკლოფენაკის კინეტიკა და მეტაბოლიზმი იგივენაირია, როგორც პაციენტებში ღვიძლის დაავადების გარეშე.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მწვავე და განმეორებითი დოზით ტოქსიკურობის შესახებ ჩატარებული კვლევებიდან მიღებული პრეკლინიკური მონაცემები, აგრეთვე დიკლოფენაკის გენოტოქსიურობის, მუტაგენურობისა და კანცეროგენურობის კვლევები არ ავლნს სპეციფიკურ რისკს ადამიანებისთვის განკუთვნილ თერაპიულ დოზებთან მიმართებით. არ არსებობს მტკიცებულება, რომ დიკლოფენაკს აქვს ტერატოგენული პოტენციალი თაგვებში, ვირთაგვებში ან ბოცვრებში. ------------------------------------------------ ----------
დიკლოფენაკი არ ახდენდა გავლენას მშობელი ვირთაგვების ნაყოფიერებაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა, 2 და 4 მგ/კგ/დღეში დოზებით, აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა სისტემური შეყვანის შემდეგ, როგორიცაა ნაყოფის სიკვდილის რისკის ზრდა, ცოცხლად შობადობის შემცირება და ნაყოფის წონის დაქვეითება.
პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიკლოფენაკის დიეთილამინი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ყველაზე დაბალი სენსიბილიზაციის ხარისხის მქონე, კანის გაღიზიანების, ფოტოტოქსიკურობის ან ფოტოსენსიბილიზაციის მინიმალური პოტენციალით.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:
გელი დაიტანება დაზიანებულ ადგილზე 3-დან 4-ჯერ დღეში, მსუბუქი მასაჟისებრი მოძრაობებით კანზე. გელის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია ტკივილის ხარისხსა და დაზიანებული უბნის ზომაზე: ჩვეულებრივ, 2 გ-დან 4 გ-მდე (დაახლოებით ალუბლისა და კაკლის ზომის) ბლოკიუმის გელი საკმარისია 400-დან 800 სმ2-მდე ფართობის დასამუშავებლად.
გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა თუ დაზიანებული უბანი არ არის ხელების მიდამოში.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თუ სიმპტომები გაუარესდება ან გრძელდება მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ, უნდა შეფასდეს კლინიკური მდგომარეობა.
პედიატრიული პოპულაცია:
ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.
ხანდაზმული პაციენტები:
შეიძლება გამოყენებულ იქნას ზრდასრულთათვის განკუთვნილი სტანდარტული დოზა.
მიღების მეთოდი:
გამოიყენება კანზე.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
- არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონიათ ასთმის შეტევები, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით (NSAID).
- ორსულობის მესამე ტრიმესტრი
- არ გამოიყენება ბავშვებში და 14 წლამდე ასაკის მოზარდებში.
- არ დაიტანება ჭრილობებზე, ეგზემატოზურ დაზიანებებზე, ლორწოვან გარსებზე ან დამწვრობაზე.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- არ გამოიყენება სხეულის ზედაპირის დიდ ფართობზე. გამოიყენება მხოლოდ დაზიანებულ უბანზე. ბლოკიუმის გელის გამოყენებისას, არ არის გამორიცხული სისტემური გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა, როდესაც პრეპარატი დაიტანება კანის ფართო უბნებზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
- დაიტანება ჯანსაღ, დაუზიანებელ კანზე, ტრავმების და ღია ჭრილობების გარეშე.
- უნდა გამოირიცხოს თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტი.
- არ იყლაპება.
- არ გამოიყენება კანის ერთსა და იმავე უბანზე სხვა ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებთან ერთად,
- არ გამოიყენება ოკლუზიურ სახვევებთან ერთად.
- დაუშვებელია დამუშავებულ ადგილზე მზის მოხვედრა, რადგან არსებობს ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების რისკი (კანზე შეიძლება გაჩნდეს დაზიანებები, როგორიცაა ეგზემა და ვეზიკულური ბულოზური გამონაყარი).
- არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სპეციალური გაფრთხილებები დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
გელის თითოეული გრამი შეიცავს 0,15 მლ პროპილენგლიკოლს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
წამალთშორისი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან დიკლოფენაკის სისტემური აბსორბცია ადგილობრივი გამოყენებისას ძალიან დაბალია. თუმცა, ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს, უნდა შეფასდეს სხვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გამოყენების მიზანშეწონილობა.
ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ადგილობრივი მოქმედების დიკლოფენაკის გამოყენების შესახებ. თუმცა სისტემური ექსპოზიცია პერორალურ ფორმასთან შედარებით დაბალია, უცნობია შეუძლია თუ არა ადგილობრივი მოქმედების დიკლოფენაკით მიღწეულ სისტემურ ექსპოზიციას მოახდინოს დამაზიანებელი გავლენა ემბრიონზე ან ნაყოფზე. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ბლოკიუმის გელი არ უნდა იქნას გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკაცრად არის აუცილებელი. გამოყენების შემთხვევაში, დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთაზას ინჰიბიტორების სისტემურმა გამოყენებამ, დიკლოფენაკის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში გულ-ფილტვისმიერი და თირკმელებისმიერი ტოქსიკურობა. ორსულობის ბოლოს, დედასა და ნაყოფს შესაძლოა აღენიშნებოდეთ სისხლდენის გახანგრძლივება და, შესაბამისად, მშობიარობის დაყოვნება. ამიტომ ბლოკიუმის გელი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა ადგილობრივი მოქმედების დიკლოფენაკი დედის რძეში, ამიტომ ბლოკიუმი გელი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს, დადგენილი სამედიცინო ჩვენების გარეშე. გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მისი წასმა არ უნდა მოხდეს მკერდზე ან კანის ფართო ზედაპირზე და მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კანზე გამოყენებისას, ბლოკიუმის გელი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები მოიცავს მსუბუქ და გარდამავალ ადგილობრივ რეაქციებს გამოყენების ადგილზე. ზოგიერთ, ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენები (ცხრილი 1) კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემის და სიხშირის მიხედვით. თითოეული სიხშირის გრაფაში, გვერდითი მოვლენები მოყვანილია კლებადი სირთულის პრინციპით, უპირატესად ყველაზე ხშირი, შემდეგი კონვენციის გამოყენებით: ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე); ნალებად ხშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10000); უცნობი სიხშირის (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები
ძალიან იშვიათი
პუსტულოზური გამონაყარი
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი
ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი
ასთმა
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
ხშირი
დერმატიტი (მათ შორის კონტაქტური დერმატიტი), გამონაყარი, ეკზემა, ერითემა, ქავილი
იშვიაში:
დერმატიტი მტვრის მიმართ
ძალიან იშვიათი:
უცნობი სიხშირის
წვის შეგრძნება პრეპარატის დატანის ადგილას
კანის სიმშრალე
ადგილობრივი მოქმედების დიკლოფენაკის სისტემური აბსორბცია ძალიან დაბალია, დიკლოფენაკის პერორალური მიღების შემდეგ აქტიური ნივთიერების პლაზმაში მიღწეულ კონცენტრაციასთან შედარებით. ამიტომ, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური გვერდითი მოვლენების (როგორიცაა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივი ან თირკმლისმიერი დარღვევები, ბრონქოსპაზმი) წარმოქმნის ალბათობა ძალიან მცირეა, პერორალურ დოკლოფენაკთან ასოცირებულ გვერდითი რეაქციების სიხშირესთან შედარებით. თუმცა, თუ დიკლოფენაკი გამოიყენება ფეხის ზედაპირის დიდ ფართობზე და დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები.
არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, უნდა ეცნობოს ფარმაკოზედამხედველობის სამსახურს და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბება
ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა ადგილობრივად გამოყენებული დიკლოფენაკის დაბალი სისტემური აბსორბციის გამო.
თუმცა, ბლოკიუმის გელის უნებლიე ჩაყლაპვის შემთხვევაში, მოსალოდნელია დიკლოფენაკის ტაბლეტებით დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების განვითარება (1 100 გ ტუბი შეიცავს 1000 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმის ექვივალენტს).
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა მიემართოს უახლოეს საავადმყოფოს ან ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი რეაქციები, მიიღება აასპ-ებით ჭარბი დოზირების დროს გამოყენებული ჩვეულებრივი თერაპიული ზომები. განხილულ უნდა იქნას კუჭის ამორეცხვის და აქტივირებული ნახშირის გამოყენების საჭიროება, განსაკუთრებით თუ გადაყლაპვიდან გასულია მცირე დრო.
შენახვის განსაკუთრებული ზომები
- ინახება გრილ და მშრალ ადგილას, სასურველია 15-დან 30°C-მდე.
- ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ტექსტის განახლების თარიღი: 2024 წლის სექტემბერი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


