დიკლაკი ID 75
DICLAC® ID 75
- მოქმედი ნივთიერება
- დიკლოფენაკი (diclofenac)
- ფორმა და შეფუთვა
- 75მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- Salutas Pharma GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
- ATC კოდი
- M01AB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043764
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Sandoz Pharmaceuticals d.d. (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიჰელსი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიკლაკი ID 75 — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
შიგნით მისაღებად. მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე და სითხის საკმარისი რაოდენობის თანხლებით. ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნეს ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ, მაგრამ არა უზმოზე.
გამოყენების ხანგრძლივობა
ყურადღებით მიჰყევით ექიმის მითითებებს.
დიკლაკ ID 75 განკუთვნილია მოკლევადიანი თერაპიისთვის (გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2 კვირა).
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა დიკლაკ ID 75-ის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დიკლაკ ID 75
თუ შემთხვევით გადააჭარბეთ პრეპარატის დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ღებინებას, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, ფაღარათს, თავბრუსხვევას, ყურებში შუილს ან კრუნჩხვებს, ხოლო მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
თუ თქვენ გამოტოვეთ დიკლაკ ID 75-ის მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ თქვენი დოზა, როდესაც ამის შესახებ გაიხსენებთ. თუ თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, მიიღეთ ის დანიშნულ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ გააორმაგოთ დოზა.
უკუჩვენებები
თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნატრიუმის დიკლოფენაკზე ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომელსაც შეიცავს პრეპარატი დიკლაკ ID 75 (იხ. ნაწილი 6);
თქვენ გაქვთ ალერგია სხვა პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად, ანთების საწინააღმდეგოდ ან სხეულის მაღალი ტემპერატურის დასაწევად. მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავასა და იბუპროფენზე.
ალერგიის სიმპტომები შეიძლება იყოს სუნთქვის გაძნელება (ბრონქული ასთმა), სურდო, გამონაყარი კანზე ბუშტუკებითა და ქავილით (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის, ყელის შეშუპება და /ან კიდურების (ანგიონევროზული შეშუპება), ტკივილი მკერდის არეში. ალერგიაზე ეჭვის მიტანისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს;
თქვენ გაწუხებთ კუჭის ან ნაწლავის წყლული.
თქვენ გაქვთ სისხლდენა ან კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია, რომელთა სიმპტომები, სხვა სიმპტომებთან ერთად, შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, სისხლს განავალში ან შავ განავალს;
თქვენ გაქვთ ნაწლავების ანთებითი დაავადებები (მაგალითად კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი);
თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
თქვენ გაქვთ მწვავე პორფირია;
თქვენ დადგენილი გაქვთ გულის დაავადება და/ ან თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადება. მაგალითად, გაქვთ საშუალო ან მძიმე გულის უკმარისობა, გქონდათ გულის შეტევა, ინსულტი, მინი-ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა) ან სისხლძარღვების ბლოკირება გულში ან თავის ტვინში ან ახალი ჩატარებული გაქვთ აორტოკორონალური შუნტირების ოპერაცია;
თქვენ გაქვთ ან წარსულში გქონდათ პერიფერიული არტერიების დაავადება (სისხლის ცუდი მიმოქცევა შევიწროებული ან დაბლოკილი არტერიების გამო);
ხართ ექვს თვეზე მეტის ორსული.
მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო პრეპარატი დიკლაკ ID 75 არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სიფრთხილის ზომები
თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს:
მიმდინარე ან წარსულში არსებული კუჭ-ნაწლავური დაავადებები, განსაკუთრებით წყლული, სისხლდენა ან კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება;
სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მაგალითად წარსულში ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების გამოყენებისას გქონდათ დისკომფორტი კუჭში ან გულძმარვა.
ხანდაზმული ასაკი;
ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება (პოლიპები ცხვირში), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომებით), ალერგია სხვა ნივთიერებებზე;
ღვიძლის დაავადებები;
ღვიძლის პორფირია;
თირკმელების დაავადება;
გულ-სისხძარღვთა დაავადებები, თრომბები, სტენოკარდია, მაღალი არტერიული წნევა, გადატანილი ინსულტი;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა (მაღალი ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები სისხლში, მაღალი არტერიალური წნევა, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება);
სისხლის შედედების დარღვევა;
გაუწყლოება (მაგ. დიარეის შედეგად, ფართომასშტაბიანი ქირურგიული ოპერაციის წინ ან შემდეგ და სხვა);
ახლახან ჩატარებული ან დაგეგმილი კუჭის ან ნაწლავების ქირურგიული ოპერაცია;
თუ იღებთ დიურეტიკებს (შარდმდენებს) ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელების ფუნქციაზე;
თუ იღებთ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას), კორტიკოსტეროიდებს, ანტიკოაგულანტებს, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს;
თქვენ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ცდილობთ დაორსულებას;
თქვენ ხართ მეძუძური დედა.
პრეპარატი შეიძლება გამოიყენოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულებს (და კიდევ უფრო მეტად, დასუსტებულ ან სხეულის მცირე მასის მქონე ხანდაზმულებს).
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისხლდენა, წყლული და პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მათი განვითარების რისკი იზრდება პრეპარატის დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდით. განსაკუთრებით გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით და ხანდაზმულებში. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ კუჭის დამცავი თანმხლები მედიკამენტები, განსაკუთრებით თუ ადრე გქონდათ კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები, თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი, ან თუ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდის თქვენს კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის დაავადებების გართულებების განვითარების რისკს.
თუ გამოგივლინდათ რაიმე სიმპტომი კუჭის ან ნაწლავის მხრივ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი ან წარსულში გქონდათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გამოწვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.
ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა დიკლაკ ID 75, შეიძლება ასოცირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გაზრდილ რისკთან. ეს რისკი იზრდება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდით. გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორების (მაგ. მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე, შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა) არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის დანიშვნაზე ფრთხილად შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. ყოველთვის დაიცავით ექიმის მითითებები დოზირებისა და გამოყენების ხანგრძლივობის შესახებ.
თუ პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენების პროცესში გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში ქოშინი, სისუსტე ან გაურკვეველი მეტყველება, სასწრაფოდ აცნობეთ მკურნალ ექიმს ამის თაობაზე.
ისეთი სამკურნალო საშუალების მიღებისას, როგორიცაა დიკლაკ ID 75 შესაძლოა თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკვე გაქვთ ამ ორგანოების დაავადებები ან ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ ორგანოების ფუნქციებზე. არის ცნობები ღვიძლის მხრივ მძიმე რეაქციების განვითარებისა, ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც. დიკლაკ ID 75-ის გამოყენებისას ჰეპატიტი შეიძლება განვითარდეს წინასწარი სიმპტომების გარეშე.
ღვიძლის, თირკმელების დაავადებების ან სისხლის შედედების დარღვევის შემთხვევაში ექიმი ნიშნავს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციისა და სისხლის სურათის ანალიზებს. ამ ანალიზების შედეგებს ითვალისწინებს გადწყვეტილების მიღებისას, შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება თუ შეცვალოს დოზა.
პრეპარატ დიკლაკ ID 75-მა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები (მაგალითად შეამციროს თავის ტკივილი, დაწიოს სხეულის მაღალი ტემპერატურა) და ამით გაართულოს ინფექციის დიაგნოსტირება. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ გაქვთ ინფექცია, თავს ცუდად გრძნობთ და მიმართავთ ექიმს, არ დაგავიწყდეთ უთხრათ მას, რომ თქვენ იღებთ დიკლაკ 75-ს.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული კანის რეაქციები ისეთი, როგორიცაა სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი და გენერალიზებული ბულოზური ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ალერგიული რეაქციების სხვა სიმპტომების პირველი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დიკლაკ ID 75-ის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
დამატებითი არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამოსარიცხად, აუცილებელია დიკლაკ ID 75-ის გამოყენებისგან თავის არიდება ნებისმიერ სხვა აასს-თან კომბინაციაში.
თუ პრეპაატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენებისას თქვენ გამოგივლინდათ მხედველობის დარღვევა, მაგალითად დაბინდული ან გაორებული მხედველობა, სასწრაფოდ მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის.
პრეპარატ დიკლაკ ID 75--ის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
აცნობეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ თქვენ იღებთ/იყენებთ, ადრე იღებდით/ იყენებდით, შეიძლება დაიწყოთ მიღება/გამოყენება სხვა პრეპარატების, ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჩათვლით.
განაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ/ გამოიყენეთ:
დიკლოფენაკი სხვა სამკურნალწამლო ფორმებში;
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით. მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა და იბუპროფენი;
კორტიკოსტეროიდები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სხეულის ანთებით ნაწილებში ტკივილის შესამსუბუქებლად);
ლითიუმი და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებისა და დეპრესიის სამკურნალოდ);
დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები);
წამლები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. მაგალითად დიგოქსინი, ბეტა ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები;
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, ანტიკოაგულანტები (თრომბოზის აცილების მიზნით გამოსაყენებელი საშუალებები);
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (მაგ. მეტფორმინი);
მეტოტრექსატი (ზოგიერთი სახის ასთვისებიანი წარმონაქმნის, ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალო საშუალება);
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი (ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ გამოყენებული სამკურნალო საშუალებები);
ტრიმეტოპრიმი (საშარდე გზების ინფექციის საპროფილაქტიკო ან სამკურნალო საშუალება);
ქინოლონური ანტიბიოტიკები, რიფამპიცინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბაქტერიალური საშუალებები);
ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება);
ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალება);
კოლესტიპოლი, ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დასაწევი სამურნალო საშუალება). მათი ერთდროულად გამოყენება ანელებს დიკლოფენაკის შეწოვას, ამიტომ დიკლაკ ID 75-ის მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 1 სთ-ით ადრე ან 4-6 სთ-ის შემდეგ, კოლესტიპოლისა და ქოლესტირამინის გამოყენებისას.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
პრეპარატს შეუძლია ზიანი მიაყენოს მუცლადმყოფ ბავშვს, ასევე გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სარგებელი დედისთვის აღემატება რისკს ნაყოფისთვის. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. თუ პრეპარატი მიიღება 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ტესტები მცირეწყლიანობის გამოსავლენად.
დიკლოფენაკი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების დროს.
ექიმმა უნდა განიხილოს თქვენთან ერთად დიკლაკ ID 75-ის გამოყენების პოტენციური რისკი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატი ართულებს დაორსულებას. თუ გეგმავთ ორსულობას, გიჭირთ დაორსულება ან გიტარდებათ უნაყოფობის ტესტები, მიიღეთ რჩევა ექიმისგან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ მართოთ სატრანსორტო საშუალება და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ პრეპარატის მიღების დროს თქვენს აღგენიშნებათ მხედველობის დარღვევა, თავბრუხვევა, ძილიანობა და ცენრტალური ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები.
დიკლაკ ID 75 შეიცავს ლაქტოზას.
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს.
- პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენება
მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაცია. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, გაიარეთ კონსულტაცია მასთან.
დოზას ნიშნავს ექიმი. არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზას.
მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა სიმპტომების გასაკონტროლებლად და არ მიიღოთ დიკლაკ ID 75 საჭიროზე მეტ ხანს.
რეკომენდებული დოზების დიაპაზონი მოზრდილებისთვის არის 50-დან 150 მგ-მდე ნატრუმის დიკლოფენაკი დღე-ღამეში. მკურნალობაზე საპასუხო რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს დოზა.
მოზრდილები იღებენ 1 ტაბლეტ დიკლაკ ID 75-ს დღეში (შეესაბამება 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს). დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი დიკლაკ ID 75-ის 2-მდე ტაბლეტი (შეესაბამება 150 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს).
ნატრიუმის დიკლოფენაკის მაქსიმალური დოზა დღეში არის 150 მგ (2 ტაბლეტი დიკლაკ ID 75).
მაქსიმალური დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.
ხანდაზმული ადამიანები, პაციენტები თირკმელების ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით
საჭიროა სიფრთხილე.
გვერდითი მოვლენები
ამ პრეპარატმა, ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს წამლის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით და რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღებამ, რომელიც აუცილებელია სიმპტომების გასაკონტროლებლად.
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს სერიოზული.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოგივლინდათ:
არახშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
უეცარი და მკვეთრი (ზეწოლითი) ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის შეტევის ნიშნები);
ქოშინი, სუნთქვის გაძნელება წოლის დროს, ფეხების ან ტერფების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები);
იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
კუჭში ან ნაწლავებში წყლულის ან სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი, როგორიცაა კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, სისხლი ნაწლავთა მოქმედების დროს, სისხლიანი დიარეა, შავი ფისოვანი განავალი ან სისხლიანი ღებინება;
ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, გამონაყარს, ქავილს, ჭინჭრის ციებას, არტერიული წნევის დაქვეითებას (გაბრუება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში შოკი;
ქოშინი, გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა ხიხინით ან ხველით (ბრონქული ასთმა);
კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლის ნიშნები), გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი შარდი (ჰეპატიტის ნიშნები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა);
ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
სახის, ტუჩების, ენის, ყელის, ხორხის, ხელების ან თითების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);
სახის, ხელების ან ფეხების კუნთების უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს; მხედველობის უეცარი დაკარგვა ან დაქვეითება; მეტყველების ან საუბრის გაგების უეცარი პრობლემები; უეცარი, შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი მხედველობის დარღვევით ან მის გარეშე. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ინსულტის ადრეული ნიშნები.
მუცლის მსუბუქი სპაზმები და ტკივილები, რომლებიც იწყება წამლით მკურნალობის დაწყებიდან მალევე და თან ახლავს სისხლდენა ანუსიდან ან სისხლიანი ფაღარათი, ჩვეულებრივ, მუცლის ტკივილის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში (კოლიტის ნიშნები (ნაწლავის ანთება), მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი, იშემიური კოლიტი, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება);
კანის სერიოზული ალერგიული რეაქციები, მათ შორის სტივენს - ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ბულოზური დერმატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი.
ამ რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს, ქავილს, მტკივნეულ სიწითლეს, წვის შეგრძნებას, აქერცვლას, კანის აქერცვლას ან ბუშტუკებს პირში, კანზე, ტუჩებზე, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე, სხეულის ტემპერატურის მომატებას;
მუდმივი ყელის ტკივილი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ინფექციებისადმი მიდრეკილება (აგრანულოციტოზის ნიშნები - ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ნორმაზე დაბლა);
სისხლდენის ან სისხლჩაქცევების გაჩენა აშკარა მიზეზის გარეშე (თრომბოციტოპენიის ნიშნები - თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ნორმაზე დაბლა);
გამოყოფილი შარდის რაოდენობის და/ან მისი გარეგნობის მოულოდნელი ცვლილება, სითხის შეკავება, შეშუპება, სისუსტე, ძილიანობა, მაღალი წნევა, გულისრევა, სისხლი შარდში, შარდში ცილის დონის მომატება (თირკმელების დაზიანების ნიშნები, როგორიცაა მწვავე თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის პაპილების ნეკროზი);
კისრის გაშეშება, ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სინათლის შიში (ასეპტიკური მენინგიტის ნიშნები-ტვინის გარსების ანთება);
გრიპის მსგავსი სიმპტომები, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, ღვიძლის ფერმენტების მომატება სისხლის ანალიზში (ღვიძლის დაზიანების ნიშნები, როგორიცაა ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა);
გვერდითი რეაქციები, გამოვლენის უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოვლენის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
გულმკერდის არეში ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, რომელსაც ეწოდება კოუნისის სინდრომი. ამ რეაქციის შედეგად, გულის კორონარული არტერია სპაზმურია და შესაძლებელია განვითარდეს სტენოკარდიული შეტევა ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
გამონაყარი, მათ შორის ბუშტუკები მთელ სხეულზე (ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა და გენერალიზებული ბულოზური ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა).
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები
ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მათ შორის ვესტიბულური;
- გულისრევა, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება;
- ტრანსამინაზების (ღვიძლის ფერმენტების) დონის მატება;
- გამონაყარი;
- სითხის შეკავება, შეშუპება;
არახშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
- ძლიერი ან არარეგულარული გულისცემა (პალპიტაცია), ტკივილი გულმკერდის არეში.

- ძილიანობა;
- კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან შეშუპება (გასტრიტი).

- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ნორმაზე ქვემოთ (ლეიკოპენია), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია, მათ შორის ჰემოლიზური და აპლასტიკური);
- ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, უძილობა, კოშმარები, გაღიზიანებადობა, ფსიქოზური აშლილობა;
- ჩხვლეტა ან დაბუჟება (პარესთეზია), მეხსიერების დარღვევა, კრუნჩხვები, შფოთვა, კანკალი (ტრემორი), გემოს აღქმის დარღვევა;
- მხედველობის დაქვეითება, მხედველობის დაბინდვა, გაორებული მხედველობა;
- ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება;
- არტერიული წნევის მომატება, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
- ფილტვების ალვეოლის სისხლძარღვთა კედლის ანთება (პნევმონიტი);
- ყაბზობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), ენის ანთება (გლოსიტი), საყლაპავის დაავადებები, რგოლისებური წარმონაქმნები, რომლებიც ავიწროებენ ნაწლავის სანათურს (დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავის სტრიქტურები), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი);
- ეგზემა, კანის სიწითლე (ერითემა), გამონაყარი, შესაძლოა სამიზნე დაზიანებების წარმოქმნით (მულტიფორმული ერითემა), წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები (იმუნოგლობულინ-A-თან ასოცირებული ვასკულიტის გამო), თმის ცვენა (ალოპეცია), კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობის რეაქცია), გამონაყარი მრავლობითი კანქვეშა სისხლჩაქცევებით (პურპურა), ქავილი.
თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე არასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ პოტენციურ არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ პირდაპირ ევრაზიის თანამეგობრობის წევრი ქვეყნის გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
- პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის შენახვა
შემადგენლობა
სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი.
ტაბლეტი შეიცავს 12,5 მგ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ნატრიუმის დიკლოფენაკს და 62,5 მგ ნელი გამოთავისუფლების ნატრიუმის დიკლოფენაკს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი წითელი (E172).
გარეგნული იერსახის აღწერა
ორშრიანი ტაბლეტები, თეთრი და ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი, დახრილი და გლუვი ზედაპირით.
შეფუთვის შემადგენლობა
10 ტაბლეტი ბლისტერში; 2 ან 10 ბლისტერი (2x10 ან 10x10) ფურცელ-ჩანართითთან ერთად შეფუთვაში.
აფთიაქებიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ ეს პროდუქტი კანალიზაციაში ან ნაგავში. გადაამოწმეთ ფარმაცევტთან, როგორ გაანადგუროთ წამალი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები. ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნაერთები.
ათქ კოდი: M01AB05.
პრეპარატ დიკლაკ ID 75-ში მოქმედი ნივთიერება არის ნატრიუმის დიკლოფენაკი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს). აასს-ები გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამცირებლად.
პრეპარატი ამცირებს ტკივილსა და ანთებას პროსტანგლანდინების სინთეზის ბლოკირების გზით, რომლებიც იწვევენ ანთებას, ტკივილსა და ცხელებას. ის არ ზემოქმედებს ანთების ან ცხელების გამომწვევ მიზეზებზე.
თუ თქვენ გაგიჩნდათ კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი დიკლაკ ID 75 ან რატომ დაგინიშნეს თქვენ, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
რისთვის იყენებენ პრეპარატ დიკლაკ ID 75-ს
პრეპარატი განკუთვნილია ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგი მდგომარეობის დროს:
მწვავე ართრიტი (სახსრების ანთება), პოდაგრის შეტევების ჩათვლით;
ქრონიკული ართრიტი, განსაკუთრებით ქრონიკული პოლიართრიტი;
მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები;
ართროზი და სპონდილართროზი (სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები);
რბილი ქსოვილების ანთებითი რევმატიული დაავადებები;
ტკივილი, შეშუპება და ანთება ამოვარდნილობის, დაჭიმვისა და სხვა დაზიანებების ან ქირურგიული ოპერაციების შედეგად.
- რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენების წინ
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
დიკლაკი® ID 75, მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიკლოფენაკი
პრეპარატის გამოყენების წინ სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს.
შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია თქვენ დაგჭირდეთ მისი კიდევ ერთხელ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების გაჩენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს, აფთიაქის თანამშრომელს ან მედდას.
პრეპარატი დანიშნული გაქვთ კონკრეტულად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ავნოს სხვას, მაშინაც კი, როცა მისი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.
თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს, აფთიაქის მუშაკს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათთზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს დიკლაკი ID 75 და რისთვის იყენებენ მას
- რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენების წინ
- პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენება
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის შენახვა
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი დიკლაკი ID 75 და რისთვის იყენებენ მას
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები. ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნაერთები.
ათქ კოდი: M01AB05.
პრეპარატ დიკლაკ ID 75-ში მოქმედი ნივთიერება არის ნატრიუმის დიკლოფენაკი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს). აასს-ები გამოიყენება ტკივილის და ანთების შესამცირებლად.
პრეპარატი ამცირებს ტკივილსა და ანთებას პროსტანგლანდინების სინთეზის ბლოკირების გზით, რომლებიც იწვევენ ანთებას, ტკივილსა და ცხელებას. ის არ ზემოქმედებს ანთების ან ცხელების გამომწვევ მიზეზებზე.
თუ თქვენ გაგიჩნდათ კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი დიკლაკ ID 75 ან რატომ დაგინიშნეს თქვენ, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
რისთვის იყენებენ პრეპარატ დიკლაკ ID 75-ს
პრეპარატი განკუთვნილია ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგი მდგომარეობის დროს:
მწვავე ართრიტი (სახსრების ანთება), პოდაგრის შეტევების ჩათვლით;
ქრონიკული ართრიტი, განსაკუთრებით ქრონიკული პოლიართრიტი;
მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები;
ართროზი და სპონდილართროზი (სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები);
რბილი ქსოვილების ანთებითი რევმატიული დაავადებები;
ტკივილი, შეშუპება და ანთება ამოვარდნილობის, დაჭიმვისა და სხვა დაზიანებების ან ქირურგიული ოპერაციების შედეგად.
- რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენების წინ
არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი, თუ:
თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნატრიუმის დიკლოფენაკზე ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომელსაც შეიცავს პრეპარატი დიკლაკ ID 75 (იხ. ნაწილი 6);
თქვენ გაქვთ ალერგია სხვა პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად, ანთების საწინააღმდეგოდ ან სხეულის მაღალი ტემპერატურის დასაწევად. მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავასა და იბუპროფენზე.
ალერგიის სიმპტომები შეიძლება იყოს სუნთქვის გაძნელება (ბრონქული ასთმა), სურდო, გამონაყარი კანზე ბუშტუკებითა და ქავილით (ჭინჭრის ციება), სახის, ტუჩების, ენის, ყელის შეშუპება და /ან კიდურების (ანგიონევროზული შეშუპება), ტკივილი მკერდის არეში. ალერგიაზე ეჭვის მიტანისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს;
თქვენ გაწუხებთ კუჭის ან ნაწლავის წყლული.
თქვენ გაქვთ სისხლდენა ან კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია, რომელთა სიმპტომები, სხვა სიმპტომებთან ერთად, შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, სისხლს განავალში ან შავ განავალს;
თქვენ გაქვთ ნაწლავების ანთებითი დაავადებები (მაგალითად კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი);
თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
თქვენ გაქვთ მწვავე პორფირია;
თქვენ დადგენილი გაქვთ გულის დაავადება და/ ან თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადება. მაგალითად, გაქვთ საშუალო ან მძიმე გულის უკმარისობა, გქონდათ გულის შეტევა, ინსულტი, მინი-ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა) ან სისხლძარღვების ბლოკირება გულში ან თავის ტვინში ან ახალი ჩატარებული გაქვთ აორტოკორონალური შუნტირების ოპერაცია;
თქვენ გაქვთ ან წარსულში გქონდათ პერიფერიული არტერიების დაავადება (სისხლის ცუდი მიმოქცევა შევიწროებული ან დაბლოკილი არტერიების გამო);
ხართ ექვს თვეზე მეტის ორსული.
მოქმედი ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო პრეპარატი დიკლაკ ID 75 არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს:
მიმდინარე ან წარსულში არსებული კუჭ-ნაწლავური დაავადებები, განსაკუთრებით წყლული, სისხლდენა ან კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება;
სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მაგალითად წარსულში ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების გამოყენებისას გქონდათ დისკომფორტი კუჭში ან გულძმარვა.
ხანდაზმული ასაკი;
ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება (პოლიპები ცხვირში), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომებით), ალერგია სხვა ნივთიერებებზე;
ღვიძლის დაავადებები;
ღვიძლის პორფირია;
თირკმელების დაავადება;
გულ-სისხძარღვთა დაავადებები, თრომბები, სტენოკარდია, მაღალი არტერიული წნევა, გადატანილი ინსულტი;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა (მაღალი ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები სისხლში, მაღალი არტერიალური წნევა, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება);
სისხლის შედედების დარღვევა;
გაუწყლოება (მაგ. დიარეის შედეგად, ფართომასშტაბიანი ქირურგიული ოპერაციის წინ ან შემდეგ და სხვა);
ახლახან ჩატარებული ან დაგეგმილი კუჭის ან ნაწლავების ქირურგიული ოპერაცია;
თუ იღებთ დიურეტიკებს (შარდმდენებს) ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელების ფუნქციაზე;
თუ იღებთ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას), კორტიკოსტეროიდებს, ანტიკოაგულანტებს, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს;
თქვენ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ცდილობთ დაორსულებას;
თქვენ ხართ მეძუძური დედა.
პრეპარატი შეიძლება გამოიყენოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულებს (და კიდევ უფრო მეტად, დასუსტებულ ან სხეულის მცირე მასის მქონე ხანდაზმულებს).
პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისხლდენა, წყლული და პერფორაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მათი განვითარების რისკი იზრდება პრეპარატის დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდით. განსაკუთრებით გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით და ხანდაზმულებში. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ კუჭის დამცავი თანმხლები მედიკამენტები, განსაკუთრებით თუ ადრე გქონდათ კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები, თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი, ან თუ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდის თქვენს კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის დაავადებების გართულებების განვითარების რისკს.
თუ გამოგივლინდათ რაიმე სიმპტომი კუჭის ან ნაწლავის მხრივ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი ან წარსულში გქონდათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გამოწვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.
ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა დიკლაკ ID 75, შეიძლება ასოცირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გაზრდილ რისკთან. ეს რისკი იზრდება დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდით. გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორების (მაგ. მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მაღალი დონე, შაქრიანი დიაბეტი, მწეველობა) არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის დანიშვნაზე ფრთხილად შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. ყოველთვის დაიცავით ექიმის მითითებები დოზირებისა და გამოყენების ხანგრძლივობის შესახებ.
თუ პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენების პროცესში გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში ქოშინი, სისუსტე ან გაურკვეველი მეტყველება, სასწრაფოდ აცნობეთ მკურნალ ექიმს ამის თაობაზე.
ისეთი სამკურნალო საშუალების მიღებისას, როგორიცაა დიკლაკ ID 75 შესაძლოა თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკვე გაქვთ ამ ორგანოების დაავადებები ან ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ ორგანოების ფუნქციებზე. არის ცნობები ღვიძლის მხრივ მძიმე რეაქციების განვითარებისა, ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც. დიკლაკ ID 75-ის გამოყენებისას ჰეპატიტი შეიძლება განვითარდეს წინასწარი სიმპტომების გარეშე.
ღვიძლის, თირკმელების დაავადებების ან სისხლის შედედების დარღვევის შემთხვევაში ექიმი ნიშნავს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციისა და სისხლის სურათის ანალიზებს. ამ ანალიზების შედეგებს ითვალისწინებს გადწყვეტილების მიღებისას, შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება თუ შეცვალოს დოზა.
პრეპარატ დიკლაკ ID 75-მა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები (მაგალითად შეამციროს თავის ტკივილი, დაწიოს სხეულის მაღალი ტემპერატურა) და ამით გაართულოს ინფექციის დიაგნოსტირება. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ გაქვთ ინფექცია, თავს ცუდად გრძნობთ და მიმართავთ ექიმს, არ დაგავიწყდეთ უთხრათ მას, რომ თქვენ იღებთ დიკლაკ 75-ს.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული კანის რეაქციები ისეთი, როგორიცაა სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ექსფოლიაციური დერმატიტი და გენერალიზებული ბულოზური ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ალერგიული რეაქციების სხვა სიმპტომების პირველი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დიკლაკ ID 75-ის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
დამატებითი არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამოსარიცხად, აუცილებელია დიკლაკ ID 75-ის გამოყენებისგან თავის არიდება ნებისმიერ სხვა აასს-თან კომბინაციაში.
თუ პრეპაატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენებისას თქვენ გამოგივლინდათ მხედველობის დარღვევა, მაგალითად დაბინდული ან გაორებული მხედველობა, სასწრაფოდ მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის.
პრეპარატ დიკლაკ ID 75--ის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
აცნობეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ თქვენ იღებთ/იყენებთ, ადრე იღებდით/ იყენებდით, შეიძლება დაიწყოთ მიღება/გამოყენება სხვა პრეპარატების, ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჩათვლით.
განაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ/ გამოიყენეთ:
დიკლოფენაკი სხვა სამკურნალწამლო ფორმებში;
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით. მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა და იბუპროფენი;
კორტიკოსტეროიდები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სხეულის ანთებით ნაწილებში ტკივილის შესამსუბუქებლად);
ლითიუმი და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებისა და დეპრესიის სამკურნალოდ);
დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები);
წამლები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. მაგალითად დიგოქსინი, ბეტა ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები;
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, ანტიკოაგულანტები (თრომბოზის აცილების მიზნით გამოსაყენებელი საშუალებები);
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (მაგ. მეტფორმინი);
მეტოტრექსატი (ზოგიერთი სახის ასთვისებიანი წარმონაქმნის, ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალო საშუალება);
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი (ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ გამოყენებული სამკურნალო საშუალებები);
ტრიმეტოპრიმი (საშარდე გზების ინფექციის საპროფილაქტიკო ან სამკურნალო საშუალება);
ქინოლონური ანტიბიოტიკები, რიფამპიცინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბაქტერიალური საშუალებები);
ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება);
ვორიკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალება);
კოლესტიპოლი, ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დასაწევი სამურნალო საშუალება). მათი ერთდროულად გამოყენება ანელებს დიკლოფენაკის შეწოვას, ამიტომ დიკლაკ ID 75-ის მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 1 სთ-ით ადრე ან 4-6 სთ-ის შემდეგ, კოლესტიპოლისა და ქოლესტირამინის გამოყენებისას.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
პრეპარატს შეუძლია ზიანი მიაყენოს მუცლადმყოფ ბავშვს, ასევე გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სარგებელი დედისთვის აღემატება რისკს ნაყოფისთვის. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. თუ პრეპარატი მიიღება 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ტესტები მცირეწყლიანობის გამოსავლენად.
დიკლოფენაკი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების დროს.
ექიმმა უნდა განიხილოს თქვენთან ერთად დიკლაკ ID 75-ის გამოყენების პოტენციური რისკი ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატი ართულებს დაორსულებას. თუ გეგმავთ ორსულობას, გიჭირთ დაორსულება ან გიტარდებათ უნაყოფობის ტესტები, მიიღეთ რჩევა ექიმისგან.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ მართოთ სატრანსორტო საშუალება და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ პრეპარატის მიღების დროს თქვენს აღგენიშნებათ მხედველობის დარღვევა, თავბრუხვევა, ძილიანობა და ცენრტალური ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები.
დიკლაკ ID 75 შეიცავს ლაქტოზას.
თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს.
- პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის გამოყენება
მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაცია. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, გაიარეთ კონსულტაცია მასთან.
დოზას ნიშნავს ექიმი. არ გადააჭარბოთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზას.
მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა სიმპტომების გასაკონტროლებლად და არ მიიღოთ დიკლაკ ID 75 საჭიროზე მეტ ხანს.
რეკომენდებული დოზების დიაპაზონი მოზრდილებისთვის არის 50-დან 150 მგ-მდე ნატრუმის დიკლოფენაკი დღე-ღამეში. მკურნალობაზე საპასუხო რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს დოზა.
მოზრდილები იღებენ 1 ტაბლეტ დიკლაკ ID 75-ს დღეში (შეესაბამება 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს). დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატი დიკლაკ ID 75-ის 2-მდე ტაბლეტი (შეესაბამება 150 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს).
ნატრიუმის დიკლოფენაკის მაქსიმალური დოზა დღეში არის 150 მგ (2 ტაბლეტი დიკლაკ ID 75).
მაქსიმალური დოზის გადაჭარბება დაუშვებელია.
ხანდაზმული ადამიანები, პაციენტები თირკმელების ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით
საჭიროა სიფრთხილე.
გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად. მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე და სითხის საკმარისი რაოდენობის თანხლებით. ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნეს ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ, მაგრამ არა უზმოზე.
გამოყენების ხანგრძლივობა
ყურადღებით მიჰყევით ექიმის მითითებებს.
დიკლაკ ID 75 განკუთვნილია მოკლევადიანი თერაპიისთვის (გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2 კვირა).
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა დიკლაკ ID 75-ის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დიკლაკ ID 75
თუ შემთხვევით გადააჭარბეთ პრეპარატის დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ღებინებას, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, ფაღარათს, თავბრუსხვევას, ყურებში შუილს ან კრუნჩხვებს, ხოლო მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
თუ თქვენ გამოტოვეთ დიკლაკ ID 75-ის მიღება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ თქვენი დოზა, როდესაც ამის შესახებ გაიხსენებთ. თუ თქვენი შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, მიიღეთ ის დანიშნულ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ გააორმაგოთ დოზა.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
ამ პრეპარატმა, ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობა შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს წამლის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით და რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღებამ, რომელიც აუცილებელია სიმპტომების გასაკონტროლებლად.
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს სერიოზული.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოგივლინდათ:
არახშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
უეცარი და მკვეთრი (ზეწოლითი) ტკივილი გულმკერდის არეში (მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის შეტევის ნიშნები);
ქოშინი, სუნთქვის გაძნელება წოლის დროს, ფეხების ან ტერფების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები);
იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
კუჭში ან ნაწლავებში წყლულის ან სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი, როგორიცაა კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, სისხლი ნაწლავთა მოქმედების დროს, სისხლიანი დიარეა, შავი ფისოვანი განავალი ან სისხლიანი ღებინება;
ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, გამონაყარს, ქავილს, ჭინჭრის ციებას, არტერიული წნევის დაქვეითებას (გაბრუება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში შოკი;
ქოშინი, გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა ხიხინით ან ხველით (ბრონქული ასთმა);
კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლის ნიშნები), გულისრევა, მადის დაკარგვა, მუქი შარდი (ჰეპატიტის ნიშნები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა);
ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
სახის, ტუჩების, ენის, ყელის, ხორხის, ხელების ან თითების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება);
სახის, ხელების ან ფეხების კუნთების უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს; მხედველობის უეცარი დაკარგვა ან დაქვეითება; მეტყველების ან საუბრის გაგების უეცარი პრობლემები; უეცარი, შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი მხედველობის დარღვევით ან მის გარეშე. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ინსულტის ადრეული ნიშნები.
მუცლის მსუბუქი სპაზმები და ტკივილები, რომლებიც იწყება წამლით მკურნალობის დაწყებიდან მალევე და თან ახლავს სისხლდენა ანუსიდან ან სისხლიანი ფაღარათი, ჩვეულებრივ, მუცლის ტკივილის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში (კოლიტის ნიშნები (ნაწლავის ანთება), მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი, იშემიური კოლიტი, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება);
კანის სერიოზული ალერგიული რეაქციები, მათ შორის სტივენს - ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ბულოზური დერმატიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი.
ამ რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს, ქავილს, მტკივნეულ სიწითლეს, წვის შეგრძნებას, აქერცვლას, კანის აქერცვლას ან ბუშტუკებს პირში, კანზე, ტუჩებზე, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე, სხეულის ტემპერატურის მომატებას;
მუდმივი ყელის ტკივილი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ინფექციებისადმი მიდრეკილება (აგრანულოციტოზის ნიშნები - ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ნორმაზე დაბლა);
სისხლდენის ან სისხლჩაქცევების გაჩენა აშკარა მიზეზის გარეშე (თრომბოციტოპენიის ნიშნები - თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ნორმაზე დაბლა);
გამოყოფილი შარდის რაოდენობის და/ან მისი გარეგნობის მოულოდნელი ცვლილება, სითხის შეკავება, შეშუპება, სისუსტე, ძილიანობა, მაღალი წნევა, გულისრევა, სისხლი შარდში, შარდში ცილის დონის მომატება (თირკმელების დაზიანების ნიშნები, როგორიცაა მწვავე თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის პაპილების ნეკროზი);
კისრის გაშეშება, ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სინათლის შიში (ასეპტიკური მენინგიტის ნიშნები-ტვინის გარსების ანთება);
გრიპის მსგავსი სიმპტომები, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, ღვიძლის ფერმენტების მომატება სისხლის ანალიზში (ღვიძლის დაზიანების ნიშნები, როგორიცაა ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა);
გვერდითი რეაქციები, გამოვლენის უცნობი სიხშირით (ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოვლენის სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
გულმკერდის არეში ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, რომელსაც ეწოდება კოუნისის სინდრომი. ამ რეაქციის შედეგად, გულის კორონარული არტერია სპაზმურია და შესაძლებელია განვითარდეს სტენოკარდიული შეტევა ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
გამონაყარი, მათ შორის ბუშტუკები მთელ სხეულზე (ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა და გენერალიზებული ბულოზური ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა).
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები
ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მათ შორის ვესტიბულური;
- გულისრევა, ღებინება, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება;
- ტრანსამინაზების (ღვიძლის ფერმენტების) დონის მატება;
- გამონაყარი;
- სითხის შეკავება, შეშუპება;
არახშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
- ძლიერი ან არარეგულარული გულისცემა (პალპიტაცია), ტკივილი გულმკერდის არეში.
იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
- ძილიანობა;
- კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან შეშუპება (გასტრიტი).
ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ნორმაზე ქვემოთ (ლეიკოპენია), ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია, მათ შორის ჰემოლიზური და აპლასტიკური);
- ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, უძილობა, კოშმარები, გაღიზიანებადობა, ფსიქოზური აშლილობა;
- ჩხვლეტა ან დაბუჟება (პარესთეზია), მეხსიერების დარღვევა, კრუნჩხვები, შფოთვა, კანკალი (ტრემორი), გემოს აღქმის დარღვევა;
- მხედველობის დაქვეითება, მხედველობის დაბინდვა, გაორებული მხედველობა;
- ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება;
- არტერიული წნევის მომატება, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი);
- ფილტვების ალვეოლის სისხლძარღვთა კედლის ანთება (პნევმონიტი);
- ყაბზობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), ენის ანთება (გლოსიტი), საყლაპავის დაავადებები, რგოლისებური წარმონაქმნები, რომლებიც ავიწროებენ ნაწლავის სანათურს (დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავის სტრიქტურები), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი);
- ეგზემა, კანის სიწითლე (ერითემა), გამონაყარი, შესაძლოა სამიზნე დაზიანებების წარმოქმნით (მულტიფორმული ერითემა), წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები (იმუნოგლობულინ-A-თან ასოცირებული ვასკულიტის გამო), თმის ცვენა (ალოპეცია), კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობის რეაქცია), გამონაყარი მრავლობითი კანქვეშა სისხლჩაქცევებით (პურპურა), ქავილი.
თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე არასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ პოტენციურ არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ პირდაპირ ევრაზიის თანამეგობრობის წევრი ქვეყნის გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
- პრეპარატ დიკლაკ ID 75-ის შენახვა
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ ეს პროდუქტი კანალიზაციაში ან ნაგავში. გადაამოწმეთ ფარმაცევტთან, როგორ გაანადგუროთ წამალი, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი.
ტაბლეტი შეიცავს 12,5 მგ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ნატრიუმის დიკლოფენაკს და 62,5 მგ ნელი გამოთავისუფლების ნატრიუმის დიკლოფენაკს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი წითელი (E172).
გარეგნული იერსახის აღწერა
ორშრიანი ტაბლეტები, თეთრი და ვარდისფერი, მრგვალი, ბრტყელი, დახრილი და გლუვი ზედაპირით.
შეფუთვის შემადგენლობა
10 ტაბლეტი ბლისტერში; 2 ან 10 ბლისტერი (2x10 ან 10x10) ფურცელ-ჩანართითთან ერთად შეფუთვაში.
აფთიაქებიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სანდოზ ფარმაცევტიკალს დ.დ., ვეროვშკოვა 57, 1000 ლუბლიანა, სლოვენია.
მწარმოებელი
სალუტას ფარმა გმბჰ, ოტო-ფონ-გერიკე ალლეე 1, ბარლებენი, გერმანია - კომპანია Sandoz-ის საწარმო.
ტექსტი გადახედვა
2025 წლის დეკემბერი.
მომხმარებელთა პრეტენზიები იგზავნება სანდოზის ადგილობრივ ოფისში ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.