პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რისთვის გამოიყენება

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შემდეგი დაავადებების და სიმპტომების დროს: დეგენერაციული ართრიტი (ოსტეოართრიტი) მყესისა და სინოვიური გარსის ანთებითი პროცესები - ტენდინიტი და სინოვიტი მყესისა და მისი სინოვიური გარსის ანთება (მყესის სინოვიტი) პერიტენდინიტი ლატერალურ ეპიკონდილიტი (ჩოგბურთელის იდაყვი და …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიკლოფენაკი (diclofenac)
ფორმა და შეფუთვა
15 მგ/(10სმ x 7სმ) ტრანსდერმალური პლასტირი 15 წლიდან მოზრდილებისა და მოზარდებისთვის №40 (4X10)
მწარმოებელი
Sinsin Pharmaceutical Co., LTD, კორეა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
M02AA15
რეგისტრაციის ნომერი
რ-045095
რეგისტრირებულია
26 მარტი 2026, მოქმედებს 26 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltdს (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიკლარენი და სხვა წამალი ერთად

დიკლარენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შემდეგი დაავადებების და სიმპტომების დროს:

დეგენერაციული ართრიტი (ოსტეოართრიტი)

მყესისა და სინოვიური გარსის ანთებითი პროცესები - ტენდინიტი და სინოვიტი

მყესისა და მისი სინოვიური გარსის ანთება (მყესის სინოვიტი)

პერიტენდინიტი

ლატერალურ ეპიკონდილიტი (ჩოგბურთელის იდაყვი და ა.შ.)

კუნთების ტკივილი (კუნთების, ფასციის/ზურგის ტკივილი და ა.შ.)

ტრავმის შემდგომ ტკივილით მიმდინარე შეშუპება და ტკივილი

მიღების წესი და დოზირება

15 წლიდან მოზარდებისა და მოზრდილებში: 1 პლასტირი დღეში ერთხელ პრობლემურ ადგილას დასაკრავად. არ გამოიყენება 15 წლამდე ასაკის პირებისთვის.

გამოყენების მეთოდი:

გარეგანი გამოყენება (კანის მეშვეობით).

უკუჩვენებები

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და მათი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი დიკლოფენაკის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) მიმართ

ასპირინის ან NSAID-ით გამოწვეული ასთმა ან ამ ტიპის ასთმის ანამნეზი (შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქული ასთმის მძიმე გამწვავება)

ჰიპერმგრძნობელობა ასპირინისა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ

15 წლამდე ასაკის ბავშვები (უსაფრთხოება არ არის დადასტურებული)

არ გამოიყენოთ ერთდროულად შემდეგ პრეპარატებთან:

არ გამოიყენოთ სხვა დიკლოფენაკის ან NSAID ჯგუფის პრეპარატები პერორალურად ან ადგილობრივად

რეკომენდებულიან კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან შემდეგ შემთხვევებში:

ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტები (ბრონქული ასთმა ასევე მოიცავს ასპირინით გამოწვეული ასთმის მქონე პაციენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასთმის მძიმე გამწვავება)

ინფექციასთან დაკავშირებული ანთებითი პროცესისას (მიუხედავად იმისა, რომ კანის ინფექციების სიმპტომები შესაძლოა არ აღინიშნებოდეს) – გამოიყენეთ შესაბამისი ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები კომბინირებულად და სიფრთხილით

ქრონიკული დაავადებების (მაგ.: დეგენერაციული ართრიტი / ოსტეოართროზი) მკურნალობისას – განიხილეთ ფარმაკოთერაპიის ალტერნატივები; დააკვირდით პაციენტის მდგომარეობას და მიაქციეთ ყურადღება შესაძლო არასასურველი რეაქციების გამოვლენას.

სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

  • 7 გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

  • 8 სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD,

საქართველო

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედება შესაძლოა მოხდეს დიკლოფენაკის კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტების და/ან დიკლოფენაკის სხვა ფარმაცევტული ფორმების ერთდროული გამოყენებისას

შემდეგი ურთიერთქმედებები მოიცავს დიკლოფენაკის კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტების და/ან დიკლოფენაკის სხვა ფარმაცევტული ფორმების გამოყენებისას დაფიქსირებულ ურთიერთქმედებებს.

ლითიუმი: ერთდროული გამოყენების შემთხვევაში დიკლოფენაკმა შესაძლოა გაზარდოს ლითიუმის პლაზმური კონცენტრაცია. რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის მონიტორინგი.

დიგოქსინი: ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, დიკლოფენაკმა შეიძლება გაზარდოს დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაცია. რეკომენდებულია შრატში დიგოქსინის დონის მონიტორინგი.

შარდმდენები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, დიკლოფენაკის კომბინირებულმა გამოყენებამ შარდმდენებთან და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან (მაგალითად: ბეტა-ბლოკერები, ანგიოტენზინ-გადამქმნელი ფერმენტის (ACE ინჰიბიტორები) შესაძლოა შეამციროს მათი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვაზოდილატატორული პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გზით. ამიტომ, კომბინირებული მკურნალობა საჭიროა სიფრთხილით დაინიშნოს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, და რეგულარულად უნდა მოხდეს არტერიული წნევის მონიტორინგი. პაციენტები უნდა იყვნენ სათანადოდ ჰიდრატირებული და გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი როგორც მკურნალობის დასაწყისში, ისე პერიოდულად შემდგომ, განსაკუთრებით შარდმდენებისა და ACE ინჰიბიტორების გამოყენებისას, თირკმლის ტოქსიკურობის (ნეფროტოქსიურობის) მომატებული რისკის გამო.

ჰიპერკალიემიის გამომწვევი პრეპარატები:

კალიუმის დამზოგავ შარდმდენებთან, ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან ან ტრიმეთოპრიმთან ერთდროული გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს შრატში კალიუმის დონის მომატებასთან. ამდენად, რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი.

ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოციტული საშუალებები:

რეკომენდებულია სიფრთხილე, რადგან ერთდროული გამოყენება შესაძლოა გაზრდიდეს სისხლდენის რისკს (იხ.: სექცია 4.4 -- სპეციალური გაფრთხილებები და წინასწარი ზომები). მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა დიკლოფენაკის ზეგავლენა ანტიკოაგულანტების ეფექტზე, აღწერილია შემთხვევები, სადაც დიკლოფენაკისა და ანტიკოაგულანტის ერთდროულად მიღებამ სისხლდენის რისკი გაზარდა. ამიტომ, აუცილებელია ასეთი პაციენტების მონიტორინგი, რათა დარწმუნდნენ, რომ არ არის საჭირო ანტიკოაგულანტის დოზის შეცვლა. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დიკლოფენაკიც მაღალი დოზით შესაძლოა შექცევადად თრგუნავდეს თრომბოციტების აგრეგაციას.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორები და კორტიკოსტეროიდები:

დიკლოფენაკის ერთდროული გამოყენება სისტემურ NSAID-ებთან ან კორტიკოსტეროიდებთან შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან წყლულოვანი დაზიანების რისკი. თავიდან აიცილეთ ორი ან მეტი NSAID-ის ერთდროული გამოყენება

სეროტონინის სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRI-ები):

SSRI პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი

ანტიდიაბეტური პრეპარატები:

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიკლოფენაკის გამოყენება პერორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად შესაძლებელია, კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე.თუმცა ცალკეული შემთხვევები აღწერს ჰიპოგლიკემიურ და ჰიპერგლიკემიურ ეფექტებს, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია დიკლოფენაკის გამოყენების პერიოდში. ამიტომ რეკომენდებულია გლუკოზის დონის მონიტორინგი ერთდროული თერაპიის დროს, როგორც პრევენციული ზომა

მეტოტრექსატი:

დიკლოფენაკმა შესაძლოა შეამციროს მეთოტრექსატის თირკმლისმიერ მილაკოვანი კლირენსი, რის შედეგადაც იზრდება მეთოტრექსატის კონცენტრაცია ორგანიზმში.

რეკომენდებულია სიფრთხილე, როდესაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAID), მათ შორის დიკლოფენაკი, ინიშნება მეთოტრექსატის მიღებამდე 24 საათზე ნაკლებ დროში, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა და შესაბამისად მისი ტოქსიურობის გაძლიერება.

ცნობილია სერიოზული ტოქსიკურობის შემთხვევები, როდესაც მეთოტრექსატი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მათ შორის დიკლოფენაკი) მიღებულია ერთმანეთთან 24 საათის ინტერვალში.

აღნიშნული ურთიერთქმედება განპირობებულია მეთოტრექსატის დაგროვებით, რაც თირკმლის ექსკრეციის დაქვეითებით არის გამოწვეული NSAID-ის ზემოქმედების ფონზე.

ციკლოსპორინი: დიკლოფენაკმა, როგორც სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა (NSAID), შესაძლოა გაზარდოს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობა თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზემოქმედების გზით. ამიტომ დიკლოფენაკი ციკლოსპორინის მიმღებ პაციენტებში უნდა დაინიშნოს უფრო მცირე დოზებით, ვიდრე იმ პაციენტებში, ვინც ციკლოსპორინს არ იღებს.

ტაკროლიმუსი:

NSAID-ებთან ერთად ტაკროლიმუსის გამოყენებისას არსებობს ნეფროტოქსიურობის გაზრდილი რისკი. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც NSAID-ის, ისე კალცინეურინის ინჰიბიტორის (ტაკროლიმუსის) თირკმელზე ანტიპროსტაგლანდინური ზემოქმედებით.

ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატები:

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებსა (NSAID) და ქინოლონებს შორის ურთიერთქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩხვები. აღნიშნული შეიძლება მოხდეს პაციენტებში როგორც ეპილეფსიის ან კრუნჩხვების ანამნეზით, ასევე მის გარეშე. ამიტომ, სიფრთხილე აუცილებელია იმ პაციენტებში, რომელთაც უკვე მიეწოდებათ NSAID და განიხილება ქინოლონის დანიშვნა.

ფენიტოინი:

დიკლოფენაკისა და ფენიტოინის ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი, რადგან მოსალოდნელია ფენიტოინზე ზემოქმედების ზრდა.

კოლესტიპოლი და ქოლესტირამინი:

ამ საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ დიკლოფენაკის შეწოვის შეფერხება ან შემცირება. ამიტომ, რეკომენდებულია დიკლოფენაკის მიღება კოლესტიპოლის/ქოლესტირამინის მიღებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან მიღებიდან 4 საათის შემდეგ.

საგულე გლიკოზიდები: პაციენტებში საგულე გლიკოზიდებისა და NSAID-ების ერთდროული გამოყენება შესაძლოა გაამწვავოს გულის უკმარისობა, შეამციროს ორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (GFR) და გაზარდოს გლიკოზიდების პლაზმური კონცენტრაცია.

მიფეპრისტონი: NSAID-ები არ უნდა გამოიყენოს 8–12 დღის განმავლობაში მიფეპრისტონის მიღების შემდეგ, რადგან ისინი ამცირებენ მიფეპრისტონის ეფექტს.

CYP2C9 ძლიერი ინჰიბიტორები:

რეკომენდებულია სიფრთხილე დიკლოფენაკის და ძლიერი CYP2C9 ინჰიბიტორების (მაგალითად ვორიკონაზოლი) ერთდროული დანიშვნისას, რადგან დიკლოფენაკის მეტაბოლიზმის შეფერხების გამო შესაძლებელია მისი პლაზმური კონცენტრაციის და ექსპოზიციის მნიშვნელოვან ზრდა.

ზიდოვუდინი: NSAID-ებთან ერთდროული გამოყენებისას არსებობს ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაზრდილი რისკი. არსებობს მტკიცებულება, რომ HIV-პოზიტიურ ჰემოფილიის მქონე პაციენტებში ზიდოვუდინისა და იბუპროფენის ერთდროული მიღებისას იზრდება ჰემართროზებისა და ჰემატომების რისკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი:

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გამო, შესაძლებელია ორსულობის გახანგრძლივება, მშობიარობის დროს სისხლის დაკარგვა, ახალშობილთა სისხლდენა და ნაყოფის კარდიოპულმონური ტოქსიკურობა (ფილტვის ჰიპერტენზია არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვით).

ორსულებმა ორსულობის მე-3 ტრიმესტრში არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

1-ლი და მე-2 ტრიმესტრი:

ცხოველებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში რეპროდუქციული ტოქსიკურობა არ გამოვლენილა, თუმცა ორსულ ქალებში შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.

ლაქტაცია: ძუძუთი კვების პერიოდში ახალშობილისათვის შესაძლო რისკი ჯერ კიდევ დაუდგენელია, შესაბამისად, პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმული ასაკი: გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს – აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები. შესაძლებლობის შემთხვევაში თან იქონიეთ საინფორმაციო ფურცელი.

კანი: შეიძლება გამოვლინდეს კანის გაღიზიანება, შეშუპება, ეგზემა, სიმშრალე, დროდადრო დერმატიტი, ქავილი, სიწითლე, გაუხეშება, გაღიზიანება, იშვიათად – ბუშტუკები და პიგმენტაცია.

განსაკუთრებით, სერიოზული არასასურველი რეაქციების ფონზე კონტაქტურმა დერმატიტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიწითლე, წითელი ლაქები, გამონაყარი, ქავილი და მტკივნეული კანის ცვლილებები – მათ შორის შეშუპება (ედემა), ბუშტუკები და ეროზია (ერითემატოზული დაზიანებები).

ამგვარი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა გატარდეს შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

სხვა: ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ვაზონევროზული შეშუპება (ძარღვებისა და ნერვების სფეროში) და ასთმა.

სიფრთხილის დამატებითი ზომები:

გაითვალისწინეთ, რომ ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი მკურნალობა არ მოქმედებს დაავადების გამომწვევ მიზეზზე და წარმოადგენს მხოლოდ სიმპტომურ თერაპიას (შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება).

პრეპარატის გამოყენებიდან ორი კვირის შემდეგ საჭიროა მკურნალობის ეფექტურობის გადახედვა.

მოარიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.

არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე, ეკზემის ან გამონაყარის მქონე ადგილებზე.

  • 5 არ გამოიყენოთ ოკლუზიური (შეკრული) სახვევის პირობებში.
  • 6 არ გამოიყენოთ გაღიზიანებულ, დაზიანებულ ან გამონაყარით დაფარულ კანზე – შესაძლებელია დროებითი გაბუჟების განვითარება. გამოიყენეთ სიფრთხილით.
  • 7 ახალი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან (მაგალითად: ენოქსაცინი) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები. კრუნჩხვების შემთხვევაში აუცილებელია სასუნთქი გზების გათავისუფლება და დიაზეპამის ინტრავენური ინექცია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით დადასტურებულია, რომ ქინოლონებს შეუძლიათ ტვინში დამთრგუნველი ნეირომედიატორის – GABA-ს – რეცეპტორზე ბმის ინჰიბირება კონცენტრაციაზე დამოკიდებული გზით, და ეს ეფექტი ძლიერდება ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის ერთდროული გამოყენებით.
  • 8 არასწორმა გამოყენებამ ან მოულოდნელად მიღებულმა დიდმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია), თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის მიდამოში დისკომფორტი და სუნთქვის გაძნელება (ჰიპოვენტილაცია). ასეთ შემთხვევებში გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისათვის დამახასიათებელი ზოგადი დეტოქსიკაციის მეთოდები. მკურნალობა სიმპტომურია (ალტერნატიული საშუალება სიმპტომების მართვისთვის).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტებმა, რომლებსაც NSAID-ების გამოყენების ფონზე აღენიშნებათ მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ძილიანობა, ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლა ან დაღლილობა, უნდა თავი შეიკავონ ავტომობილის მართვისგან ან მექანიზმების გამოყენებისგან.

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი გამოყენების საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.

ნატრიუმის დიკლოფენაკის ადგილობრივი ფორმების გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები

გამოიყენება MedDRA სისტემის სიხშირის კლასიფიკაცია:

ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10 000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10 000); უცნობი (ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია)

შემდეგი გვერდითი მოვლენები მოიცავს სხვა ხანმოკლე ან ხანგრძლივი გამოყენებისას გამოვლენილ გვერდით მოვლენებს.

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი

თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (მათ შორის ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია), აგრანულოციტოზი.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი

ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის ჰიპოტენზია და შოკი).

ძალიან იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის სახის შეშუპება).

ფსიქიკის დარღვევები

ძალიან იშვიათი

დეზორიენტაცია, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანება, ფსიქოზური აშლილობა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

იშვიათი

ძილიანობა, დაღლილობა.

ძალიან იშვიათი

პარესთეზია, მეხსიერების დარღვევა, კრუნჩხვები, შფოთვა, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი, გემოვნების დარღვევა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

უცნობი

დაბნეულობა, ჰალუცინაციები, მგრძნობელობის დარღვევა, სისუსტე.

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

ძალიან იშვიათი

მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია.

უცნობი

ოპტიკური ნევრიტი.

დარღვევების სმენის ორგანოების მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

ხშირი

ვერტიგო

ძალიან იშვიათი

ტინიტუსი, სმენის დაქვეითება.

დარღვევები გულის მხრივ

არახშირი*

მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, პალპიტაცია, ტკივილი გულმკერდის არეში.

უცნობი

კოუნისის სინდრომი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ძალიან იშვიათი

ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ვასკულიტი.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

იშვიათი

ასთმა (მათ შორის დისპნოე)

ძალიან იშვიათი

პნევმონიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირი

გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ანორექსია.

იშვიათი

გასტრიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჰემატემეზისი, ჰემორაგიული დიარეა, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული სისხლდენით ან მის გარეშე ან პერფორაციით (ზოგჯერ ლეტალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში).

ძალიან იშვიათი

კოლიტი (მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება), ყაბზობა, სტომატიტი (მათ შორის წყლულოვანი სტომატიტი), გლოსიტი, საყლაპავის დაავადება, დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავის სტრიქტურები, პანკრეატიტი.

უცნობი

იშემიური კოლიტი

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ხშირი

ტრანსამინაზების მომატება.

იშვიათი

ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის დაავადება.

ძალიან იშვიათი

ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირი

გამონაყარი.

იშვიათი

ჭინჭრის ციება.

ძალიან იშვიათი

ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიაციური დერმატიტი, თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობის რეაქცია, პურპურა, ალერგიული პურპურა, ქავილი.

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

ძალიან იშვიათი

თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ძალიან იშვიათი

იმპოტენცია

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

იშვიათი

შეშუპება

ჭარბი დოზა

თუმცა, თუ გამოვლინდა დოზის გადაჭარბება კლინიკური სიმპტომებით, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა სიმპტომური თერაპიის დაწყება და შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების ჩატარება.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

თითოეული სამკურნალო პლასტირი შეიცავს 15 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.

შენახვის პირობები

  • 1 შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • 2 მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.
  • 3 პრეპარატის ამოღება ორიგინალური შეფუთვიდან და სხვა კონტეინერში გადატანა შეიძლება გახდეს არასწორი გამოყენების ან პრეპარატის ხარისხის გაუარესების მიზეზი. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში მჭიდროდ დახურული მდგომარეობები

დამხმარე ნივთიერებები:

აკრილის წებოვანი ხსნარი, სორბიტანის ოლეატი, L-მენთოლი, ბამბის ბოჭკოვანი ქსოვილი, დამცავი/ასაძრობი ფენა

შენახვის სპეციალური პირობები:

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში. მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივებს. შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. ყოველ ჯერზე, როცა ამოიღებთ პლასტირს შეფუთვიდან, მუყაოს პაკეტის ღია მხარე ფრთხილად დახურეთ, რათა დარჩენილი პლასტირები დაცული იყოს პირდაპირი სინათლის ზემოქმედებისგან.

შეფუთვის ფორმა:

N40 პლასტირი (კოლოფში N4 შეფუთვა, 1 შეფუთვაში N10 ცალი)

დიკლარენი პლასტირი შეფუთულია პოლიეთილენ-ალუმინის პირდაპირი კონტაქტის შესაფუთი მასალით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD,

საქართველო

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ათქ კოდი: M02AA15

მოქმედების მექანიზმი

დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (NSAID).

მისი მოქმედება ეფუძნება იმ ჰორმონების (პროსტაგლანდინების) შემცირებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმში ანთებისა და ტკივილის განვითარებაზე.

როდესაც დიკლოფენაკის გელის, პლასტირის ან ლენტის გამოყენება ხდება ლოკალურად, კანზე, ის მოქმედებს ანალოგიურად, როგორც ტაბლეტების ან კაფსულების მიღებისას, თუმცა მხოლოდ იმ ლოკალურ ადგილას, სადაც იგი გამოიყენება.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მსგავსად, დიკლოფენაკ ნატრიუმის ფარმაკოდინამიკური ეფექტები გამოხატულია ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით. ეს ეფექტები განპირობებულია არაქიდონის მჟავიდან პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითებით, რაც თავის მხრივ ციკლოოქსიგენაზის აქტივობის ინჰიბირებას უკავშირდება.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

ნატრიუმის დიკლოფენაკი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლოკალურად თერაპიულად ეფექტურ კონცენტრაციებში, თუმცა პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია ამ დროს ძალიან დაბალია.

თერაპიული დონეები დაზიანებულ ქსოვილებში უზრუნველყოფს ტკივილისა და ანთების შემსუბუქებას.

განაწილება

ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მსგავსად, ნატრიუმის დიკლოფენაკი ფარმაკოდინამიკური ეფექტები არის ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი, რაც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითებით არაქიდონის მჟავიდან, ციკლოოქსიგენაზის აქტივობის ინჰიბირების გზით.

გამოყოფა

მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, ხოლო უცვლელი ნივთიერების სახით – 1%-ზე ნაკლები. დოზის დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა ნაღველში მეტაბოლიტების სახით და ექსკრეცირდება ფეკალიებთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

სამკურნალო საშუალების დასახელება:

დიკლარენი

მოქმედი ნივთიერება:

თითოეული სამკურნალო პლასტირი შეიცავს 15 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

გამოშვების ფორმა:

  • 0 × 7.0 სმ2 ზომის სამკურნალო პლასტირი ადგილობრივი გამოყენებისთვის, რომელიც შედგება ატმისფერი ბამბის ქსოვილისგან, დაფარულია ღია-მოყვითალო წებოვანი ნივთიერებით და წებოვანი მხარე დაცულია დამცავი/ასაძრობი ფენით.

ჩვენებები:

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შემდეგი დაავადებების და სიმპტომების დროს:

დეგენერაციული ართრიტი (ოსტეოართრიტი)

მყესისა და სინოვიური გარსის ანთებითი პროცესები - ტენდინიტი და სინოვიტი

მყესისა და მისი სინოვიური გარსის ანთება (მყესის სინოვიტი)

პერიტენდინიტი

ლატერალურ ეპიკონდილიტი (ჩოგბურთელის იდაყვი და ა.შ.)

კუნთების ტკივილი (კუნთების, ფასციის/ზურგის ტკივილი და ა.შ.)

ტრავმის შემდგომ ტკივილით მიმდინარე შეშუპება და ტკივილი

დოზირება და გამოყენების წესი:

15 წლიდან მოზარდებისა და მოზრდილებში: 1 პლასტირი დღეში ერთხელ პრობლემურ ადგილას დასაკრავად. არ გამოიყენება 15 წლამდე ასაკის პირებისთვის.

გამოყენების მეთოდი:

გარეგანი გამოყენება (კანის მეშვეობით).

სიფრთხილის ზომები:

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ არსებობს შემდეგი მდგომარეობები:

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და მათი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის ანამნეზი დიკლოფენაკის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) მიმართ

ასპირინის ან NSAID-ით გამოწვეული ასთმა ან ამ ტიპის ასთმის ანამნეზი (შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქული ასთმის მძიმე გამწვავება)

ჰიპერმგრძნობელობა ასპირინისა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ

15 წლამდე ასაკის ბავშვები (უსაფრთხოება არ არის დადასტურებული)

არ გამოიყენოთ ერთდროულად შემდეგ პრეპარატებთან:

არ გამოიყენოთ სხვა დიკლოფენაკის ან NSAID ჯგუფის პრეპარატები პერორალურად ან ადგილობრივად

რეკომენდებულიან კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან შემდეგ შემთხვევებში:

ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტები (ბრონქული ასთმა ასევე მოიცავს ასპირინით გამოწვეული ასთმის მქონე პაციენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასთმის მძიმე გამწვავება)

ინფექციასთან დაკავშირებული ანთებითი პროცესისას (მიუხედავად იმისა, რომ კანის ინფექციების სიმპტომები შესაძლოა არ აღინიშნებოდეს) – გამოიყენეთ შესაბამისი ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები კომბინირებულად და სიფრთხილით

ქრონიკული დაავადებების (მაგ.: დეგენერაციული ართრიტი / ოსტეოართროზი) მკურნალობისას – განიხილეთ ფარმაკოთერაპიის ალტერნატივები; დააკვირდით პაციენტის მდგომარეობას და მიაქციეთ ყურადღება შესაძლო არასასურველი რეაქციების გამოვლენას.

ორსულობა:

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი:

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გამო, შესაძლებელია ორსულობის გახანგრძლივება, მშობიარობის დროს სისხლის დაკარგვა, ახალშობილთა სისხლდენა და ნაყოფის კარდიოპულმონური ტოქსიკურობა (ფილტვის ჰიპერტენზია არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვით).

ორსულებმა ორსულობის მე-3 ტრიმესტრში არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

1-ლი და მე-2 ტრიმესტრი:

ცხოველებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში რეპროდუქციული ტოქსიკურობა არ გამოვლენილა, თუმცა ორსულ ქალებში შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.

ლაქტაცია: ძუძუთი კვების პერიოდში ახალშობილისათვის შესაძლო რისკი ჯერ კიდევ დაუდგენელია, შესაბამისად, პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმული ასაკი: გამოყენება საჭიროებს სიფრთხილეს – აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები. შესაძლებლობის შემთხვევაში თან იქონიეთ საინფორმაციო ფურცელი.

კანი: შეიძლება გამოვლინდეს კანის გაღიზიანება, შეშუპება, ეგზემა, სიმშრალე, დროდადრო დერმატიტი, ქავილი, სიწითლე, გაუხეშება, გაღიზიანება, იშვიათად – ბუშტუკები და პიგმენტაცია.

განსაკუთრებით, სერიოზული არასასურველი რეაქციების ფონზე კონტაქტურმა დერმატიტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიწითლე, წითელი ლაქები, გამონაყარი, ქავილი და მტკივნეული კანის ცვლილებები – მათ შორის შეშუპება (ედემა), ბუშტუკები და ეროზია (ერითემატოზული დაზიანებები).

ამგვარი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა გატარდეს შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.

სხვა: ძალიან იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ვაზონევროზული შეშუპება (ძარღვებისა და ნერვების სფეროში) და ასთმა.

სიფრთხილის დამატებითი ზომები:

გაითვალისწინეთ, რომ ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი მკურნალობა არ მოქმედებს დაავადების გამომწვევ მიზეზზე და წარმოადგენს მხოლოდ სიმპტომურ თერაპიას (შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება).

პრეპარატის გამოყენებიდან ორი კვირის შემდეგ საჭიროა მკურნალობის ეფექტურობის გადახედვა.

მოარიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.

არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე, ეკზემის ან გამონაყარის მქონე ადგილებზე.

  • 5 არ გამოიყენოთ ოკლუზიური (შეკრული) სახვევის პირობებში.
  • 6 არ გამოიყენოთ გაღიზიანებულ, დაზიანებულ ან გამონაყარით დაფარულ კანზე – შესაძლებელია დროებითი გაბუჟების განვითარება. გამოიყენეთ სიფრთხილით.
  • 7 ახალი ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან (მაგალითად: ენოქსაცინი) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები. კრუნჩხვების შემთხვევაში აუცილებელია სასუნთქი გზების გათავისუფლება და დიაზეპამის ინტრავენური ინექცია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით დადასტურებულია, რომ ქინოლონებს შეუძლიათ ტვინში დამთრგუნველი ნეირომედიატორის – GABA-ს – რეცეპტორზე ბმის ინჰიბირება კონცენტრაციაზე დამოკიდებული გზით, და ეს ეფექტი ძლიერდება ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის ერთდროული გამოყენებით.
  • 8 არასწორმა გამოყენებამ ან მოულოდნელად მიღებულმა დიდმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია), თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის მიდამოში დისკომფორტი და სუნთქვის გაძნელება (ჰიპოვენტილაცია). ასეთ შემთხვევებში გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისათვის დამახასიათებელი ზოგადი დეტოქსიკაციის მეთოდები. მკურნალობა სიმპტომურია (ალტერნატიული საშუალება სიმპტომების მართვისთვის).

შენახვის უსაფრთხოების ზომები:

  • 1 შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • 2 მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.
  • 3 პრეპარატის ამოღება ორიგინალური შეფუთვიდან და სხვა კონტეინერში გადატანა შეიძლება გახდეს არასწორი გამოყენების ან პრეპარატის ხარისხის გაუარესების მიზეზი. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში მჭიდროდ დახურული მდგომარეობები

დამხმარე ნივთიერებები:

აკრილის წებოვანი ხსნარი, სორბიტანის ოლეატი, L-მენთოლი, ბამბის ბოჭკოვანი ქსოვილი, დამცავი/ასაძრობი ფენა

შენახვის სპეციალური პირობები:

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში. მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივებს. შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. ყოველ ჯერზე, როცა ამოიღებთ პლასტირს შეფუთვიდან, მუყაოს პაკეტის ღია მხარე ფრთხილად დახურეთ, რათა დარჩენილი პლასტირები დაცული იყოს პირდაპირი სინათლის ზემოქმედებისგან.

შეფუთვის ფორმა:

N40 პლასტირი (კოლოფში N4 შეფუთვა, 1 შეფუთვაში N10 ცალი)

დიკლარენი პლასტირი შეფუთულია პოლიეთილენ-ალუმინის პირდაპირი კონტაქტის შესაფუთი მასალით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD,

საქართველო

მწარმოებელი:

SINSIN PHARMACEUTICAL CO., LTD

კორეა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა