პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დიკლო-დენკი 100 რექტალი

Diclo-Denk 100 Rectal

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პროცესების სიმპტომური მკურნალობის დროს, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა: სახსრების მწვავე ანთება (მათ შორის პოდაგრის გამწვავება) სახსრების ქრონიკული ათება, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიკლოფენაკი (diclofenac)
ფორმა და შეფუთვა
100მგ რექტალური სუპოზიტორია №10 (2X5)
მწარმოებელი
Haupt Pharma Wulfing GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავის წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ-034708
რეგისტრირებულია
21 მარტი 2022, მოქმედებს 21 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Denk Pharma GmbH & Co.KG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“ (საქართველო)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიკლო-დენკი 100 რექტალი და სხვა წამალი ერთად

დიკლო-დენკი 100 რექტალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პროცესების სიმპტომური მკურნალობის დროს, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა:

სახსრების მწვავე ანთება (მათ შორის პოდაგრის გამწვავება)

სახსრების ქრონიკული ათება, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი).

ანკილოზური სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები.

ართროზის და სპონდილოართროზის მწვავე ანთებითი პროცესები.

რბილი ქსოვილების ანთებითი რეუმატიული დაავადებები.

ტრავმის შემდგომი მტკივნეული შეშუპება ან ანთება

  • 2 ფოზოლოგია და გამოყენებისს მეთოდები

ფოზოლოგია

დიკლოფენაკის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მოზრდილებში რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს დიკლოფენაკის ნატრიუმის 50 მგ და 150 მგ-მდე.

ასაკი

ერთჯერადი დოზა

მთლიანი სადღეღამისო დოზა

მოზრდილები

გახანგრძლივებული-გამოთავისუფლების 1 ტაბლეტი (ექვივალენტურია 100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმის)

1 გახანგრძლივებული-გამოთავისუფლების ტაბლეტი (ექვივალენტურია 100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმის)

გამოყენების მეთოდები

დიკლო-დენკ 100 რექტალი გამოიყენება ნაწლავის მოქმედების შემდეგ ღრმად ანუსში შეყვანით.

არ შეიძლება პერორალურად მიღება, მიიღება მხოლოდ სწორი ნაწლავის მეშვეობით.

მიღების ხანგრძლივობა

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.

რევმატული დაავადებების მქონე პაციენტებს შეიძლება დაენიშნოთ დიკლო-დენკ 100 რექტალის ხანგრძლივი დროით მკურნალობა.

არასასურველი ეფექტები მინიმუმამდე შეიძლება იქნას დაყვანილი ხანმოკლე პერიოდში ყველაზე დაბალეფექტური დოზის გამოყენებით რათა მოხდეს სიმპტომების კონტროლი (იხ. პუნქტი 4.4)

სპეციალური ჯგუფების პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და მეტის)

დოზის განსაკუთრებული კორექტირება არ არის საჭირო (იხ. პუნქტი 4.4). წამლის შესაძლო არასასურველი რეაქციების გამო განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში რომლებიც არიან სუსტი ჯანმრთელობის მქონე ან სხეულის დაბალი წონით საჭიროა სიფრთხილით მონიტორინგი.

დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია

დიკლო-დენკ 100 რექტალი უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა რაიმე კონკრეტული გამოკვლევები, ამიტომ არ შეიძლება გაკეთდეს დოზის კორექციის სპეციალური რეკომენდაციები. სიფრთხილეა საჭირო დიკლო-დენკ 100 რექტალის გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4).

დაქვეითებული ღვიძლის ფუნქცია

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება არ არის აუცილებელი. (ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტები, იხ. პუნქტი 4.3).

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის)

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დიკლო-დენკ 100 რექტალის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან აქტიური ნივთიერების შემცველობა არის ძალიან მაღალი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პუნქტში.

პაციენტებს, რომელთა აცეტილსალიცილის მჟავა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs) ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც გააჩნიათ პროსტაგლანდინების სინთეზზე ინჰიბიტორული მოქმედება, შეიძლება გამოიწვიოს ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება, კანის მხრივ რეაქციები ან რინიტი, ანუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებით გამოწვეული ჯვარედინი რეაქციები

უცნობი მიზეზით გამოწვეული სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა.

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა პეპტიკური წყლული ან ჰემორაგიები (წყლულის ან სისხლდენის 2 ან მეტი შემთხვევა).

ანამნეზში გასტროინტესტინალური ტრაქტიდან სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებული იყო არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან (NSAIDs).

ცეერებროვასკულარული ან სხვა აქტიური სისხლდენა.

ღვიძლის მწვავე უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4)

თირკმლის მწვავე უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4)

პროქტიტის დროს

თუ დადგინდა გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II-IV), გულის იშემიური დაავადება, პერიფერული არტერიული დაავადება და / ან ცერებროვასკულური დაავადება.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (იხ. პუნქტი 4.6)

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დიკლო-დენკ 100 რექტალის გამოყენება არ არის მისაღები.

სიფრთხილის ზომები

დიკლოფენაკით და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით კომბინირებული თერაპია თავიდან უნდა იქნას აცილებული, მათ შორის სელექციური ციკლოოქსიგენაზა -2 ინჰიბიტორების ჩათვლით, რადგან არ არსებობს სინერგიული სარგებელის მტკიცებულება და შესაძლებელია მოხდეს უარყოფითი რეაქციების გაუარესება.

გვერდითი ეფექტები მინიმუმამდე შეიძლება იქნას დაყვანილი თუ მიიღება ყველაზე დაბალეფექტური დოზა ხანმოკლე პერიოდისთვის, რათა მოხდეს სიმპტომების კონტროლი (იხ.პუნქტი 4.2 და გასტროინტესტინალური ტრაქტის და კარდიოვასკულური ეფექტები).

ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ უფრო ხშირი უკუჩვენებები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ, დიკლოფენაკის ჩათვლით, განსაკუთრებით გამოხატული გასტროინტესტინალური ტრაქტიდან სისხლდენით და პერფორაციით, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს (იხ. პუნქტი 4.2). რეკომენდებულია, რომ სუსტი ჯანმრთელობის ან სხეულის დაბალი წონის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში მიიღება ყველაზე დაბალეფექტური დოზა.

გასტროინტესტინური სისხლდენა, წყლული და პერფორაცია

გასტროინტესტინური სისხლდენა, წყლული და პერფორაცია რომელიც შეიძლება ფატალურიც კი იყოს, გამოვლინდა ყველა სახის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, მათ შორის დიკლოფენაკის ჩათვლით. იგი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე ანამნეზში გასტროინტესტინალური ტრაქტის სერიოზული პრობლემებით.

გასტროინტესტინური სისხლდენის, წყლულის და პერფორაციის რისკი უფრო მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გაზრდით, ანამნეზში წყლულოვანი დაავადებით, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით და პერფორაციით, ისევე როგორც ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3). ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ ყველაზე დაბალი დოზით.

ისეთ პაციენტებში, ისევე როგორც იმათში, რომლებიც თანმხლები თერაპიის სახით ღებულობენ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზით ან სხვა მედიკამენტებს რომელიც ზრდის გასტროინტესტინალური ტრაქტის დაზიანებების რისკს (იხ. პუნქტი 4.5) კომბინირებული თერაპიის სახით ისეთ მედიკამენტებთან ერთად (როგორიც არის მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) განიხილება როგორც კუჭის დამცავი (იხ.პუნქტი 4.5).

პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ტოქსიკურობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, უნდა აღინიშნოს ყველა არატიპიური აბდომინური სიმპტომები განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენა მკურნალობის საწყის ეტაპზე.

სიფრთხილეა საჭირო ისეთ პაციენტებში, რომლებიც თანმხლები თერაპიის სახით ღებულობენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთაც შეუძლიათ სისხლდენისა და წყლულის რისკის გაზრდა, როგორებიცაა ორალურად მისაღები კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. პუნქტი 4.5).

მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს აღენიშნება გასტროინტესტინური სისხლდენა ან წყლული დიკლოფენაკით მკურნალობის დროს.

სიფრთხილეა საჭირო, როდესაც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს იღებს პაციენტი, დიკლოფენაკის ჩათვლით, გასტროინტესტინალური ტრაქტის დაავადების მქონე პაციენტებისთვის, როგორიც არის წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება, რადგან შესაძლებელია დაავადების გამწვავება (იხ. პუნქტი 4.8).

კარდიოვასკულური ეფექტები

ჰიპერტენზიის და/ან მსუბუქად გამოხატული გულის უკმარისობის (NYHAI) მქონე პაციენტებისთვის აუცილებელია სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა და პაციენტის მართვა, ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს გამოვლინდა სითხის შეკავება და შეშუპება, მათ შორის დიკლოფენაკი.

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები თანმიმდევრულად მიუთითებენ არტერიული თრომბოციტური მოვლენების (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) გაზრდილ რისკზე, რომლებიც დაკავშირებულია დიკლოფენაკის გამოყენებასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის დროს (150 მგ დღეში) (იხ. პუნქტი 4.3).

პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორების განვითარების ქვეშ (მაგ. მაღალი არტერიული წნევა, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, ან არის მწეველი) დიკლოფენაკით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ დაკვირვებით განხილვის შემდეგ. ვინაიდან დიკლოფენაკის ხანგრძლივი ექსპოზიციის და დოზის გამოყენებით შეიძლება გაიზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ამიტომ მისი გამოყენება უნდა იქნას დაყვანილი მინიმუმამდე და მოხდეს ყველაზე დაბალეფექტური სადღეღამისო დოზის გამოყენება. პერიოდულად უნდა შეფასდეს პაციენტის საჭიროება სიმპტომური გამაყუჩებლების და შესაბამისი მკურნალობის მიმართ.

პაციენტები უნდა გაფრთხილდნენ არტერიული თრომბოციტული მოვლენების ნიშნების და სიმპტომების გამოვლინებისას (მაგ. გულმკერდის ტკივილი, ქოშინი, სისუსტე ან მეტყველების დარღვევები). შესაძლოა გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობდეს. ასეთ შემთხვევებში პაციენტებმა რჩევისთვის დაუყონებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

კანის მხრივ რეაქციები

სერიოზული რეაქციები კანის მხრივ, რომელთაგან რამოდენიმე ფატალურია, მათ შორის აქერცლილი დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), რომელიც ვლინდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენების შემდეგ, დიკლოფენაკის ჩათვლით (იხ. პუნქტი

  • 8). თერაპიის საწყის ეტაპზე, პაციენტები იმყოფებიან ამ რეაქციების გამოვლენის მაღალი რისკის ქვეშ, რადგან უმრავლეს შემთხვეევაში რეაქცია ვლინდება მკურნალობის პირველ თვეში. კანზე გამონაყრის, დაზიანებული ადგილების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების პირველივე გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს დიკლოფენაკის მიღება.

ღვიძლის მხრივ

ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებისათვის აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობა, რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

ისევე როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, დიკლოფენაკის ჩათვლით, მიღების დროს შეიძლება გაუარესდეს ღვიძლის ფერმენტის ფუნქცია. დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობის დროს აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება. დიკლოფენაკით მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ გახანგრძლივდა ღვიძლის უკმარისობა ან გაუარესდა ან გამოვლინდა ღვიძლის დაავადების ნიშნები ან სხვა გამოვლინებები (მაგ. ეოზინოფილია, გამონაყარი კანზე). წინა სიმპტომების გარეშე შესაძლოა გამოვლინდეს ჰეპატიტის ნიშნები.

ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში, სიფრთხილეა საჭირო დიკლოფენაკის გამოყენებისას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.

თირკმლის მხრივ დარღვევები

რადგანაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს აღინიშნა სითხის შეკავება ან შეშუპება, დიკლოფენაკის ჩათვლით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გულის ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში, მომატებული წნევის დროს, ხანდაზმულებში და იმ პაიენტებში რომლებიც ერთდროულად იღებენ შარდმდენებს და სამკურნალო საშუალებებს, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს თირკმლის ფუნქციონირებაზე, და პაციენტები რომლებიც განიცდიან რაიმე მიზეზით უჯრედული მოცულობის დაქვეითებას, ძირითადად ოპერაციის დაწყებამდე ან მას შემდეგ (იხ. პუნქტი 4.3). ასეთ შემთხვევებში დიკლოფენაკის გამოყენებისას რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

შეწყვეტილი თერაპიის შემდეგ მკურნალობა ყოველთვის იწყება თავიდან.

ჰემატოლოგიური ეფექტები

ხანგრძლივი დროით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას, დიკლოფენაკის ჩათვლით, რეკომენდებულია სისხლის მაჩვენებლის კონტროლი. დიკლოფენაკმა ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლოა შეამცირონ თრომბოციტების აგრეგაცია. ჰემოსტაზის დეფექტების მქონე პაციენტებში საჭიროა ყურადღებით მონიტორინგი.

სხვა ინფორმაცია

დიკლოფენაკი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პოტენციური სარგებელი-რისკის განხილვის შემდეგ.

თანდაყოლილი პორფირინოპათიის შემთხვევაში (მაგ. ხანგამოშვებითი პორფირია).

სისტემური მგლურას ერითომატოზი (SLE) და შერეული შემაერთებელი ქსოვილების დაავადება (იხ. პუნქტი 4.8)

ექიმის მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია

ღვიძლის დაქვეითებული ფუნქცია

ძირითადი ოპერაციის შემდეგ დაუყონებლივ (სიფრთხილე: სისხლდენისადმი მიდრეკილი ან გაუარესებული თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებისათვის).

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგიული რეაქციები სხვა ნივთიერებებზე, მათ ასევე აქვთ ჰიპერმგრძნობელობის გაზრდილი რისკი დიკლოფენაკის მიღებისას.

რესპირატორული დარღვევები

ასთმის, სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება (მაგ. ცხვირის პოლიპები), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით, თუ ისინი დაკავშირებულია ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომების მიმართ), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების რეაქციები, როგორიცაა ასთმის გამწვავება (ე.წ. ანალგეტიკების/ ანალგეტიკებისადმი აუტანლობა), კვინკეს შეშუპება ან ჭინჭრის ციება უფრო ხშირია, ვიდრე სხვა პაციენტებში. ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე (სასწრაფო დახმარების მზადყოფნა). ეს ასევე ეხებათ იმ პაციენტებს რომლებიც ალერგიულები არიან სხვა ნივთიერებების მიმართ, მაგ. კანის რეაქციები, ქავილი ან ჭინჭრის ციება.

დიკლოფენაკის გამოყენებისას ძალიან იშვიათად აღინიშნება მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსიური შოკი). აღნიშნულის განვითარება ასევე შესაძლებელია ამ მედიკამენტის წინასწარ ზემოქმედების გარეშეც. დიკლოფენაკით მკურნალობა უნდა შეწყდეს ჰიპერმგრძნობელობის პირველი რეაქციების გამოვლენისთანავე. საჭიროა სიმპტომური სამედიცინო მკურნალობის ჩატრება ჯანდაცვის სპეციალსტის მიერ.

ისევე როგორც სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა, დიკლოფენაკმაც, მისი ფარმაკოდინამიკური თვისებების გამო შესაძლოა შენიღბოს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.

დიკლოფენაკით მკურნალობის დროს თუ გამოვლინდება ან გაუარესდა ინფექციის ნიშნები, პაციენტმა რჩევისთვის დაუყონებლივ უნდა მიმართოს ექიმს. უნდა შემოწმდეს რომელი ანტი ინფექციური თუ ანტიბიოტიკური თერაპიაა მისაღები.

დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობისას უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.

ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომლის მკურნალობაც არ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების გაზრდილი დოზებით.

ზოგადად, ტკივილგამაყუჩებლების მიღებამ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც რამდენიმე სახის ტკივილგამაყუჩებელია გაერთიანებული შესაძლოა განვითარდეს თირკმლის მუდმივი დაზიანება თირკმლის უკმარისობით (ტკივილგამაუჩებელი ნეფროპათია).

ალკოჰოლთან ერთად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, მათ შორის დიკლოფენაკმა შეიძლება გააძლიეროს არასასურველი რეაქციები, განსაკუთრებით გავლენას ახდენს გასტროინტესტინალურ ტრაქტზე ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

გთხოვთ იხ. პუნქტი 4.6 ფერტილობის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სალიცილატის ჩათვლით

სინერგიული ეფექტის გამო, ზოგიერთი არასტეროიდული ანთების სააწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებული გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინალური ტრაქტის წყლულოვანი დაავადება და სისხლდენის განვითარების რისკი. შესაბამისად, დიკლოფენაკის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.4).

დიგოქსინი, ფენიტოინი, ლითიუმი

დიკლოფენაკისა და დიგოქსინის, ფენიტოინის ან ლითიუმის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია. აუცილებელია სისხლში ლითიუმის მონიტორინგი. რეკომენებულია დიგოქსინისა და ფენიტოინის დონის მონიტორინგი სისხლში.

შარდმდენები, აგფ-ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ- II ანტაგონისტები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა შეამცირონ შარდმდენებისა და ანტიჰიპერტენზიების მოქმედება. აგფ ინჰიბიტორიის ან სხვა ანგიოტენზინ-II-ის ანტაგონისტის ერთდროულად გამოყენების დროს, რომელიც აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას, თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში (მაგ. დაავადებული ან დაქვეითებული თირკმელების ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში) შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ფუნქციის გაუარესება. ამიტომ ამ კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე განსაკუთებით ხანდაზმულ პაციენტებში და პერიოდულად უნდა მოხდეს არტერიული წნევის კონტროლი. პაციენტებს ევალებათ საკმარისი სითხის მიღება და თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ.

ჰიპერკალემიის გამომწვევი მედიკამენტები

დიკლოფენაკით ერთდროულად მკურნალობამ კალიუმის შემანარჩუნებელ შარდმდენებთან, ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან ან ტრიმეტოპრიმთან შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალემია. ამიტომ რეკომენდებულია სისხში კალიუმის ხშირი მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).

გლუკოკორტიკოიდები

არსებობს გასტროინტესტინალური რეაქციების გაზრდილი რისკი, როგორიც არის წყლული ან ჰემორაგიები (იხ. პუნქტი 4.4).

მეთოტრექსატი

თუ დიკლოფენაკი მიიღება მეთოტრექსატის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში, იზრდება სისხლში კონცენტრაცია და მისი ტოქსიკური ეფექტი.

ციკლოსპორინი და ტაკრომილუსი

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (მაგ. დიკლოფენაკის ნატრიუმი) შესაძლებელია გაზარდოს ციკლოსპორინით ან ტაკრომილუსით გამოწვეული თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზემოქმედების გამო

ანტიკოაგულანტები, ანტი-თრომბოციტების საწინააღმდეეგო სშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs).

სიფრთხილეა საჭირო, რადგან კომბინირებული თერაპიის დროს დიდია სისხლდენის განვითარების რისკი. რადგან კლინიკური კვლევებიდან არ ვლინდება დიკლოფენაკის გავლენა ანტიკოაგულანტების მოქმედებაზე, არსებობს ცნობები, რომ პაციენტები რომლებიც მოიხმარენ დიკლოფენაკს და ანტიკოაგულანტებს ერთდროულად, გაზრდილია სისლდენის რისკი. ამიტომ ასეთ პაციენტებზე რეკომენდებულია ყურადღებით დაკვირვება.

არასტეროიდებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი (იხ. პუნქტი 4.4)

გასტროინტესტინალური ტრაქტიდან სისხლდენისა და გასტროინტესტინალური ტრაქტის გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის განვითარება (იხ. პუნქტი 4.4)

ანტიდიაბეტური საშუალებები

კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დიკლოფენაკის მიღება შესაძლებელია პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, მათ კლინიკურ ეფექტზე ზემოქმედების გარეშე. ამასთან, არსებობს ცალკეული ცნობები ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური ეფექტების შესახებ, რაც საჭიროებს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის ცვლილებას დიკლოფენაკით მკურნალობის დროს. აქედან გამომდინარე, კომბინირებული თერაპიის დროს რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი.

პრობენეციდი

პრობენეციდის შემცველმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ დიკლოფენაკის გამოყოფა.

ძლიერი CYP2C9 ინჰიბიტორები

დიკლოფენაკის და CYP2C9 ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე, (როგორიც არის სულფინპირაზონი და ვორიკონაზოლი), აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის პიკური კონცენტრაციების ზრდა და დიკლოფენაკის ზემოქმედება დიკლოფენაკის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო.

CYP2C9 წარმოებულები

დიკლოფენაკის და CYP2C9 წარმოებულების როგორიცაა რიფამპიცინი, ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე. შეიძლება შემცირდეს დიკლოფენაკის პლაზმური კონცენტრაციები და ექსპოზიცია.

ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებები

ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს ცერებრალური კრუნჩხვები, ქინოლონებსა და არასტეროიდული მედიკამენტების ურთიერთქმედების გამო.

კოლესტიპოლი და ქოლესტირამინი

ამ საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ დიკლოფენაკის შეწოვის შეფერხება ან შემცირება. ამიტომ, რეკომენდებულია დიკლოფენაკის მიღება კოლესტიპოლის / ქოლესტირამინის მიღებიდან მინიმუმ ერთი საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობის ან/და ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან ჩანს, რომ ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების მათ შორის დიკლოფენაკის ჩათვლით, გამოიწვიოს ორსულობისა და მუცლის მოშლის, ასევე გულის დეფექტებისა და გასტროფიზიების გაზრდილი რისკი. შეიძლება ჩაითვალოს რომ დოზის მომატბით და თერაპიის ხანგრძლივობით რისკი უფრო მაღალია.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებიდან დამტკიცდა, რომ პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებამ, დიკლოფენაკის ჩათვლით გამოიწვია პრე და პოსტ იმპლანტაციის დაკარგვა და ემბრიონის და ნაყოფის ლეტალურობა. გარდა ამისა, ცხოველებში დაფიქსირდა სხვადასხვა დეფორმაციის, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დეფორმაციის შემთხვევები, რომლებმაც მიიღეს პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორი, დიკლოფენაკის ჩათვლით ორგანიზოგენეზის ფაზაში.

ამიტომ, აუცილებლობის შემთხვევაში დიკლოფენაკი ინიშნება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში. თუ დიკლოფენაკს მოიხმარს ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულებას ან არის ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორებმა, დიკლოფენაკის ჩათვლით, შეიძლება:

ნაყოფზე გამოვლენილი შემდეგი რისკები:

კარდიოპულმონარული ტოქსიკურობა (სადინრის არტერიოზისა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის ნაადრევი დახურვით);

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის უკმარისობით რომელიც დაკავშირებულია ოლიგოჰიდრამნიოსთან.

ორსულობის ბოლოს გამოვლენილი რისკები დედასა და ბავშვის მხრივ:

სისხლდენის პოტენციური გახანგრძლივება, შემაფერხებელი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან დაბალი დოზირებისას.

საშვილოსნოს შეკუმშვის შეფერხებას რაც იწვევს მშობიარობის გახანგრძლივებას.

ამიტომ დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

ლაქტაცია

დიკლოფენაკის აქტიური ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით გადადიან დედის რძეში. ვინაიდან დღემდე არ არის ცნობილი ახალშობილებზე მავნე ზემოქმედება, სამკურნალო პროდუქტის მოკლევადიანი გამოყენება არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას. ამასთან თუ რევმატიული დაავადების სამკურნალოდ ინიშნება მაღალი დოზა ან ხანგრძლივი დროით მკურნალობა გასათვალისწინებელია კვების ადრეული შეწყვეტა.

ფერტილობა

ქალები რომლებიც აპირებენ დაორსულებას არ არის რეკომენდებული დიკლოფენაკის გამოყენება, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება რომელიც ცნობილია ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფიერების შეფერხება. ქალებს, რომლებსაც აქვთ ფეხმძიმობასთან დაკავშირებული პრობლემები ან იკვლევენ უნაყოფობას უნდა მოხდეს დიკლოფენაკით მკურნალობის შეჩერება.

გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

დიკლოფენაკის მიღებამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მკურნალობის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა დაღლილობა, მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, რეაგირების უნარი, შესაძლებელია იმოქმედოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ეს განსაკუთრებით ეხება პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებას.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (>1/10)

ხშირი (>1/100 დან <1/10)

არახშირი(>1/1,000 დან <1/100)

იშვიათი (>1/10,000 დან <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც რომელიც გამოვლინდა დიკლოფენაკის სუპოზიტორიის და/ან დიკლოფენაკის სხვა დოზის მიღების შემდეგ, როგორც ხანგრძლივი ისე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

გასათვალისწინებელია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ძირითადად დოზა-დამოკიდებულია და სხვადასხვა პაციენტებში სხვადასხვაგვარად ვლინდება.

ყველაზე გავრცელებული წამლისმიერი გვერდითი რეაქციები გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე. პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა, ზოგ შემთხვევაში ფატალურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, უმეტესად ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4). გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გარიზიანება და კრონის დაავადება (იხ. ნაწილი 4.4) გამოვლინდა გამოყენების შემდეგ. ნაკლებად ხშირად ვლინდება გასტრიტი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, დიკლოფენაკის ჩათვლით, მკურნალობის დროს დაფიქსირდა შეშუპება, მაღალი არტერიული წნნევა და გულის უკმარისობის შემთხვევები.

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები თანმიმდევრულად მიუთითებს არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგ. მიოკარდიალური ინფაქტი ან ინსულტი) გაზრდილ რისკზე რომლებიც დაკავშირებულია დიკლოფენაკის გამოყენებასთან განსაკუთრებით დიდი დოზით (დღეში 150 მგ) და ხანგრძლივი პერიოდით (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).

გულის დაავადებები

იშვიათი*: გულის შეტევა, გულის უკმარისობა, პალპიტაცია, ტკივილი გულმკერდის არეში.

ძალიაან იშვიათი: შეშუპება

უცნობი სიხშირით: კუნის სინდრომი

  • სიხშირე ასახავს მაღალლი დოზით (150 მგ/დღეში) გრძელვადიანი მკურნალობის მონაცემებს.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰემატოპოეზის დაქვეითება (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი) ჰემოლიზური ანემია, აპლასტიკური ანემია.

საწყისი სიმპტომები შეიძლება იყოს: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ზედაპირული დაზიანება, გრიპის მსგავსი გამოვლინებები, ძლიერი სისუსტე, ცხვირიდან სისხლდენა და დერმატოგრაფია.

გრძელვადიანი თერაპიის დროს რეგულარულად უნდა მოხდეს სისხლის მახვენებლების რაოდენობის განსაზღვრა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: ცენტრალური ნერვული სიმპტომები როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმსუბუქე, აღგზნების, გაღიზიანების ან დაღლილობის მდგომარეობა.

ძალიან იშვიათი: სმენის მხრივ დარღვევები, გემოვნების ცვლილება, მეხსიერების დაქვეითება, ორიენტაციის დაკარგვა, კრუნჩხვები, ტრემორი, ინსულტი.

დარღვევები მხედველობის მხრივ

ძალიან იშვიათი: მხედველობის დაქვეითება ( ბუნდოვანი და გაორებული ხედვა)

ყურისა და სმენის ორგანოების მხრივ დარღვევები

ხშირი: ვერტიგო

ძალიან იშვიათი: ტინიტუსი, სმენის დროებითი დაკარგვა

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ დარღვევები

ძალიან ხშირი: დარღვევები გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, ღებინება და დიარეა და გასტროინტესტინალური ტრაქტიდან მცირე სისხლდენები, რაც თავის მხრივ ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გახდეს ანემიის მიზეზი.

ხშირი: დისპეფსია, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, მუცლის სპაზმი, მადის დაქვეითება აგრეთვე კუჭის ან ნაწლავის წყლულები (ზოგჯერ სისხლდენით ან პერფორაციით).

არახშირი: სისხლიანი ღებინება, მელაენა ან სისხლიანი დიარეა.

იშვიათი: გასტრიტი, პროქტიტი

ძალიან იშვიათი: პირის ღრუს ლორწოვანის ანთება (მათ შორის წყლულოვანი სტომატიტი), გლოსიტი, საყლაპავის დაზიანებები, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილში (მაგ. კოლიტი, მსხვილი ნაწლავის ჰემორაგიული ანთება ან წყლულლოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება), ყაბზობა, პანკრეასის ანთება, დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავის ანთება

არ არის ცნობილი: იშემიური კოლიტი

პაციენტმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება და დაუყონებლივ მიმართოს ექიმს სამკურნალოდ თუ გამოუვლინდა ტკივილი მუცლის ღრუში, მელენა ან სისხლიანი ღებინება.

ზოგადი დარღვევები და ადმინისტრირების ადგილიობრივი პირობები

სანთლებმა შეიძლება ხშირად გამოიწვიონ გაღიზიანების ადგილობრივი ნიშნები, სისხლიანი ლორწოვანი სეკრეცია ან მტკივნეული დეფეკაცია

თირკმელის და საშარდე გზების მხრივ დარღვევები

არახშირი: შეშუპების განვითარება ზირითადად ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა და დქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია.

ძალიან ხშირი: თირკმლის ქსოვილის დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი) რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის მწვავე დისფუნქციასთან, შარდში ცილების დონის გაზრდასთან (პროტეუნერია) და/ან სისხლიანი შარდი (ჰაემატურია), ნეფროზული სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

რეგულარულად უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციების გადამოწმება

კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ხშირი: გამონაყარი

არახშირი: ალოპეცია

ძალიან იშვიათი: ეგზანთემა, ეგზემა, ერითემა, ფოტოსენსიტიურობა, პურპურა (ალერგიული პურპურის ჩათვლით) და ბულუსის კანის რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიატური დერმატიტი, ერითროდერმა.

ინფექციები და პარაზიტული დაავადებები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში სპეციფიკური არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენებისას გამოვლინდა ინფექციით გამოწვეული ანთებითი პროცესების გუარესება (მაგ. ნეკროზირებადი ფაშიტიტის განვითარება). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებების მექანიზმით.

დიკლოფენაკით მკურნალობის დროს გამოვლენილი ინფექციის ნიშნების ან გაუარესების შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის. უნდა შემოწმდეს რომელი თერაპიაა მითითებული ანტიინფექციური თუ ანტიბიოტიკური.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, დიკლოფენაკის გამოყენება დაკავშირებული იყო ასეპტური მენინგიტის ნიშნების გამოვლენასთან, როგორიცაა, კეფის კუნთის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სიცხე, ცნობიერების დაბინდვა. აუტოიმუნური დარღვევების მქონე პაციენტები, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან შერეული შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები, იმყოფებიან გაზრდილი რისკის ქვეშ.

ვასკულარული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: მაღალი არტერიული წნევა, ვასკულიტი

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი: ჰიპერმგრძნობელური რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე და ქავილი.

არახშირი: ჭინჭრის ციება

ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს დიკლოფენაკის მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდეს ექიმს.

იშვიათი: ანაფილაქსური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ჰიპოტენზიის და შოკის ჩათვლით).

ძალიან იშვიათი: გამწვავებული ზოგადი ჰიპერსენსიტიური რეაქციები, როგორიცაა ანგიოდემა (სახის შეშუპების ჩათვლით), ენის შეშუპება, ხორხის შესიება რესპირატორული ტრაქტის დავიწროვებით, გართულებული სუნთქვა, თრთოლვა, წნევის დაცემა და სიცოცხლისათვის საშიში შოკი.

წამლის პირველად მიღების დროს თუ გამოვლინდა რომელიმე ამ სიმპტომებიდან, სასწრაფოდ საჭიროა სამედიცინო ყურადღება და მოხდეს დიკლოფენაკის მიღების შეწყვეტა.

ძალიან იშვიათი: ალერგიული ვასკულიტი და პნევმონიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი: სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება

არახშირი: ღვიზლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს, ჰეპატიტის გართულებული შემთხვევები სიყვითლით ან მის გარეშე (იშვიათ შემთხვევებში ძალიან მწვავე ფულმინანტური მიმდინარეობის ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე).

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა

აუცილებელია ღვიძლის მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს.

ფსიქიატრიული დარღვევები

ძალიან იშვიათი: ფსიქიკური რეაქციები, დეპრესია, შიშის გრძნობა, კოშმარები, უძილობა

რესპირატორული, თორაკიული და მედიასტინალური დარღვევები

იშვიათი: ასთმა (მათ შორის გართულებული სუნთქვა)

ძალიან იშვიათი: პნევმონიტი

მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამედიცინო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაკეთება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამედიცინო პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივ მონიტორინგს. ჯანდაცვის თანამშრომლებს სთხოვენ აცნობონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.

ჭარბი დოზა

გადაჭარბებული დოზის სიმპტომები მოიცავს სიმპტომებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ტინიტუსი, კრუნჩხვა, გახშირებული სუნთქვა და ცნობიერების დარღვევა და ცნობიერების დაკარგვა ( ბავშვებში შესაძლებელია მიოკლონური კრუნჩხვების განვითარება), გარდა ამისა შესაძლებელია გამოვლინდეს კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა. აგრეთვე შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლდენა გასტროინტესტინალური ტრაქტიდან და ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება. შემდგომი სიმპტომებია წნევის დაცემა, სუნთქვის შესუსტება და კანისა და ლორწოვანი გარსის გაუფერულება. მნიშვნელოვანი მოწამვლისას შესაძლებელია განვითარდეს თირკმლების მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

თერაპიული ზომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მწვავე მოწამვლისას, დიკლოფენაკის, ჩთვლით ძირითადად მოიცავს დამხმარე და სიმპტომურ მკურნალობას.

სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. დამხმარე ზომების და სიმპტომური მკურნალობის დანიშვნაა საჭირო ისეთი გართულებების შემთხვევაში როგორიცაა, ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, გასტროინტესტინალური დარღვევები და რესპირატორული დეპრესია.

სპეციალური ზომები როგორიცაა შარდმდენების მიღება, დიალიზი ან ჰემო-პერფუზია შესაძლოა ვერ დაეხმაროს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებების აღმოფხვრაში, დიკლოფენაკის ჩათვლით, ცილების მაღალი შემკვრელის და ფართო მეტაბოლიზმის გამო.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: დიკლოფენაკის ნატრიუმი

თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხილეთ პუნქტში 6.1.

შენახვის პირობები

3 წელი

  • 4 შენახვის სპეციალური ზომები

ინახება მშრალ ადგილას 250C დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცულად.

  • 5 შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

PVC/PVDC/ ალუმინის ბლისტერები

შეფუთვის ზომა: 10 სუპოზიტორია

  • 6 განადგურების სპეციალური მოთხოვნები

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

  • მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ

პრინცრეგენტენშტრასე. 79

81675 მიუნხენი

გერმანია

  • მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი გერმანიაში

5999.00.00

  • გერმანიაში პირველი აუტორიზაციის თარიღი
  • 03.1985
  • ტექსტის მიმოხილვს თარიღი

03/2020

  • მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

სამკურნალო პრეპარატი ექვემდებარება სამედიცინო დანიშნულებას

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანტიფლოგიური და ანტირევმატული საშუალება; ძმარმჟავას წარმოებული და დაკავშირებული ნივთიერებები

ათქ კოდი: M01AB05

მოქმედების მექანიზმი

დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანტიფლოგისტური/ანტირევმატული საშუალება, რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია ცხოველებში ჩატარებული ცდებით, იგი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზსს. ადამიანებში დიკლოფენაკი ამცირებს ანთებით ტკივილს, შეშუპებას, ცხელებას. დიკლოფენაკი ასევე ზღუდავს ადენოზინდიფოსფატით და კოლაგენით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას.

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

კლინიკური გამოკვლევებიდან არსებობს შეზღუდული გამოცდილება, დიკლოფენაკის გამოყენება არასრულწლოვანთა რევმატოიდული ართრიტის დროს (JRA) / არასრულწლოვანი იდიოპათიური ართრიტი (JIA) ბავშვებსა და მოზარდებში. 3 – დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში JRA / JIA– ით ჩატარებული რანდომიზებულ, ორმაგად- ბრმა, 2 – კვირიანი პარალელური ჯგუფის კვლევის დროს, დიკლოფენაკის ეფექტურობა და უსაფრთხოება შედარებულია დოზით 2–3 მგ / კგ სხეულის წონაზე დღეში აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად (ASA, დღეში 50-დან 100 მგ / კგ წონაზე) და პლაცებო (თითოეულ ჯგუფში იყო 15 პაციენტი). კვლევებმა აჩვენა, რომ დიკლოფენაკით ნამკურნალევ 15 პაციენტიდან 11-ში, ASA- ით ნამკურნალევ 12 პაციენტიდან 6-ში და პლაცებოთი ნამკურნალევ 15 პაციენტიდან 4-ში აღინიშნა გაუმჯობესებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p <0,05) სხვაობებით. დიკლოფენაკთან და ASA– სთან ერთად მგრძნობიარე სახსრების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ პლაცებოთი გაიზარდა. მეორე რანდომიზებული, ორმაგად- ბრმა, 6-კვირიანი პარალელური ჯგუფის კვლევაში 4-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად JRA / JIA, დიკლოფენაკის ეფექტურობა (ყოველდღიური დოზა 2-დან 3 მგ / კგ წონაზე, n = 22) ინდომეტაცინის დოზასთან შედარებით (დღიური დოზა 2-დან 3 მგ / კგ წონაზე, n = 23).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია და განაწილება

სტანდარტული, ნაწლავში ხსნადი მედიკამენტის ორალურად მიღების შემდეგ, დიკლოფენაკი მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისტალური ნაწილიდან. მაქსიმალური პლაზმის დონე მიიღწევა 1-16 სთ-ის განმავლობაში, დამოკიდებულია თუ რამდენ ხანს ანდომებს წამალი კუჭიდან შეწოვას და მიიღწევა საშუალოდ 2-3 საათის განმავლობაში. საშუალოდ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 10-20 წთ-ში IM მიღების შემთხვევაში, ხოლო რექტალური გამოყენებისას კი დაახლოებით 30 წთ-ში.

პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 99%-ს.

მეტაბოლიზმი და ელიმინაცია

ორალურად მიღებისას დიკლოფენაკი აშკარად განიცდის პირველი გადალახვის ეფექტს, რადგან შეწოვილი აქტიური ნივთიერებების მხოლოდ 35-70% აღწევს პოსტ-ჰეპატურ ცირკულაციას უცვლელი სახით.

აქტიური ნივთიერების დაახლოებით 30 % მეტაბოლიზირდება და გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად.

ღვიძლის მეტაბოლიზმის შემდეგ (ჰიდროქსილირება და კონიუგაცია) დაახლოებით 70 % ელიმინირდება თირკმლების მეშვეობით ფარმაკოლოგიურად არაქტიური ნივთიერებების სახით. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებისგან დამოუკიდებლად ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს.

დიკლოფენაკის დაბალი კონცენტრაცია გამოვლინდა დედის რძეში (100 ნგ/ მლ) ლაქტაციის პერიოდში მყოფ 1 დედაზე. ჩვილი რომელიც იკვებება დედის რძით, შეადგენდა 0,03 მგ/კგ დღიურ დოზას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

პროდუქტის მახასიათებლების დახასიათება

სამკურნალო საშუალების დასახელება

დიკლო-დენკ 100 რექტალი

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: დიკლოფენაკის ნატრიუმი

თითოეული სუპოზიტორია შეიცავს 100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხილეთ პუნქტში 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

სუპოზიტორია

სპილოს ძვლის ფერი, ჰომოგენური სანთელი.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენება

გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პროცესების სიმპტომური მკურნალობის დროს, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა:

სახსრების მწვავე ანთება (მათ შორის პოდაგრის გამწვავება)

სახსრების ქრონიკული ათება, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი).

ანკილოზური სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები.

ართროზის და სპონდილოართროზის მწვავე ანთებითი პროცესები.

რბილი ქსოვილების ანთებითი რეუმატიული დაავადებები.

ტრავმის შემდგომი მტკივნეული შეშუპება ან ანთება

  • 2 ფოზოლოგია და გამოყენებისს მეთოდები

ფოზოლოგია

დიკლოფენაკის დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მოზრდილებში რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს დიკლოფენაკის ნატრიუმის 50 მგ და 150 მგ-მდე.

ასაკი

ერთჯერადი დოზა

მთლიანი სადღეღამისო დოზა

მოზრდილები

გახანგრძლივებული-გამოთავისუფლების 1 ტაბლეტი (ექვივალენტურია 100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმის)

1 გახანგრძლივებული-გამოთავისუფლების ტაბლეტი (ექვივალენტურია 100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმის)

გამოყენების მეთოდები

დიკლო-დენკ 100 რექტალი გამოიყენება ნაწლავის მოქმედების შემდეგ ღრმად ანუსში შეყვანით.

არ შეიძლება პერორალურად მიღება, მიიღება მხოლოდ სწორი ნაწლავის მეშვეობით.

მიღების ხანგრძლივობა

მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.

რევმატული დაავადებების მქონე პაციენტებს შეიძლება დაენიშნოთ დიკლო-დენკ 100 რექტალის ხანგრძლივი დროით მკურნალობა.

არასასურველი ეფექტები მინიმუმამდე შეიძლება იქნას დაყვანილი ხანმოკლე პერიოდში ყველაზე დაბალეფექტური დოზის გამოყენებით რათა მოხდეს სიმპტომების კონტროლი (იხ. პუნქტი 4.4)

სპეციალური ჯგუფების პაციენტები

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და მეტის)

დოზის განსაკუთრებული კორექტირება არ არის საჭირო (იხ. პუნქტი 4.4). წამლის შესაძლო არასასურველი რეაქციების გამო განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში რომლებიც არიან სუსტი ჯანმრთელობის მქონე ან სხეულის დაბალი წონით საჭიროა სიფრთხილით მონიტორინგი.

დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია

დიკლო-დენკ 100 რექტალი უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა რაიმე კონკრეტული გამოკვლევები, ამიტომ არ შეიძლება გაკეთდეს დოზის კორექციის სპეციალური რეკომენდაციები. სიფრთხილეა საჭირო დიკლო-დენკ 100 რექტალის გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4).

დაქვეითებული ღვიძლის ფუნქცია

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება არ არის აუცილებელი. (ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტები, იხ. პუნქტი 4.3).

ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის)

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დიკლო-დენკ 100 რექტალის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან აქტიური ნივთიერების შემცველობა არის ძალიან მაღალი.

უკუჩვენებები

დიკლოფენაკი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პუნქტში.

პაციენტებს, რომელთა აცეტილსალიცილის მჟავა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs) ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც გააჩნიათ პროსტაგლანდინების სინთეზზე ინჰიბიტორული მოქმედება, შეიძლება გამოიწვიოს ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება, კანის მხრივ რეაქციები ან რინიტი, ანუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებით გამოწვეული ჯვარედინი რეაქციები

უცნობი მიზეზით გამოწვეული სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა.

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა პეპტიკური წყლული ან ჰემორაგიები (წყლულის ან სისხლდენის 2 ან მეტი შემთხვევა).

ანამნეზში გასტროინტესტინალური ტრაქტიდან სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებული იყო არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან (NSAIDs).

ცეერებროვასკულარული ან სხვა აქტიური სისხლდენა.

ღვიძლის მწვავე უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4)

თირკმლის მწვავე უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4)

პროქტიტის დროს

თუ დადგინდა გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II-IV), გულის იშემიური დაავადება, პერიფერული არტერიული დაავადება და / ან ცერებროვასკულური დაავადება.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრი (იხ. პუნქტი 4.6)

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დიკლო-დენკ 100 რექტალის გამოყენება არ არის მისაღები.

  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

დიკლოფენაკით და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით კომბინირებული თერაპია თავიდან უნდა იქნას აცილებული, მათ შორის სელექციური ციკლოოქსიგენაზა -2 ინჰიბიტორების ჩათვლით, რადგან არ არსებობს სინერგიული სარგებელის მტკიცებულება და შესაძლებელია მოხდეს უარყოფითი რეაქციების გაუარესება.

გვერდითი ეფექტები მინიმუმამდე შეიძლება იქნას დაყვანილი თუ მიიღება ყველაზე დაბალეფექტური დოზა ხანმოკლე პერიოდისთვის, რათა მოხდეს სიმპტომების კონტროლი (იხ.პუნქტი 4.2 და გასტროინტესტინალური ტრაქტის და კარდიოვასკულური ეფექტები).

ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ უფრო ხშირი უკუჩვენებები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ, დიკლოფენაკის ჩათვლით, განსაკუთრებით გამოხატული გასტროინტესტინალური ტრაქტიდან სისხლდენით და პერფორაციით, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს (იხ. პუნქტი 4.2). რეკომენდებულია, რომ სუსტი ჯანმრთელობის ან სხეულის დაბალი წონის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში მიიღება ყველაზე დაბალეფექტური დოზა.

გასტროინტესტინური სისხლდენა, წყლული და პერფორაცია

გასტროინტესტინური სისხლდენა, წყლული და პერფორაცია რომელიც შეიძლება ფატალურიც კი იყოს, გამოვლინდა ყველა სახის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, მათ შორის დიკლოფენაკის ჩათვლით. იგი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე ანამნეზში გასტროინტესტინალური ტრაქტის სერიოზული პრობლემებით.

გასტროინტესტინური სისხლდენის, წყლულის და პერფორაციის რისკი უფრო მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გაზრდით, ანამნეზში წყლულოვანი დაავადებით, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით და პერფორაციით, ისევე როგორც ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3). ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ ყველაზე დაბალი დოზით.

ისეთ პაციენტებში, ისევე როგორც იმათში, რომლებიც თანმხლები თერაპიის სახით ღებულობენ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზით ან სხვა მედიკამენტებს რომელიც ზრდის გასტროინტესტინალური ტრაქტის დაზიანებების რისკს (იხ. პუნქტი 4.5) კომბინირებული თერაპიის სახით ისეთ მედიკამენტებთან ერთად (როგორიც არის მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) განიხილება როგორც კუჭის დამცავი (იხ.პუნქტი 4.5).

პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ტოქსიკურობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, უნდა აღინიშნოს ყველა არატიპიური აბდომინური სიმპტომები განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენა მკურნალობის საწყის ეტაპზე.

სიფრთხილეა საჭირო ისეთ პაციენტებში, რომლებიც თანმხლები თერაპიის სახით ღებულობენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთაც შეუძლიათ სისხლდენისა და წყლულის რისკის გაზრდა, როგორებიცაა ორალურად მისაღები კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. პუნქტი 4.5).

მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს აღენიშნება გასტროინტესტინური სისხლდენა ან წყლული დიკლოფენაკით მკურნალობის დროს.

სიფრთხილეა საჭირო, როდესაც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს იღებს პაციენტი, დიკლოფენაკის ჩათვლით, გასტროინტესტინალური ტრაქტის დაავადების მქონე პაციენტებისთვის, როგორიც არის წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება, რადგან შესაძლებელია დაავადების გამწვავება (იხ. პუნქტი 4.8).

კარდიოვასკულური ეფექტები

ჰიპერტენზიის და/ან მსუბუქად გამოხატული გულის უკმარისობის (NYHAI) მქონე პაციენტებისთვის აუცილებელია სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა და პაციენტის მართვა, ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დროს გამოვლინდა სითხის შეკავება და შეშუპება, მათ შორის დიკლოფენაკი.

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები თანმიმდევრულად მიუთითებენ არტერიული თრომბოციტური მოვლენების (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) გაზრდილ რისკზე, რომლებიც დაკავშირებულია დიკლოფენაკის გამოყენებასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობის დროს (150 მგ დღეში) (იხ. პუნქტი 4.3).

პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორების განვითარების ქვეშ (მაგ. მაღალი არტერიული წნევა, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, ან არის მწეველი) დიკლოფენაკით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ დაკვირვებით განხილვის შემდეგ. ვინაიდან დიკლოფენაკის ხანგრძლივი ექსპოზიციის და დოზის გამოყენებით შეიძლება გაიზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ამიტომ მისი გამოყენება უნდა იქნას დაყვანილი მინიმუმამდე და მოხდეს ყველაზე დაბალეფექტური სადღეღამისო დოზის გამოყენება. პერიოდულად უნდა შეფასდეს პაციენტის საჭიროება სიმპტომური გამაყუჩებლების და შესაბამისი მკურნალობის მიმართ.

პაციენტები უნდა გაფრთხილდნენ არტერიული თრომბოციტული მოვლენების ნიშნების და სიმპტომების გამოვლინებისას (მაგ. გულმკერდის ტკივილი, ქოშინი, სისუსტე ან მეტყველების დარღვევები). შესაძლოა გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობდეს. ასეთ შემთხვევებში პაციენტებმა რჩევისთვის დაუყონებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

კანის მხრივ რეაქციები

სერიოზული რეაქციები კანის მხრივ, რომელთაგან რამოდენიმე ფატალურია, მათ შორის აქერცლილი დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), რომელიც ვლინდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენების შემდეგ, დიკლოფენაკის ჩათვლით (იხ. პუნქტი

  • 8). თერაპიის საწყის ეტაპზე, პაციენტები იმყოფებიან ამ რეაქციების გამოვლენის მაღალი რისკის ქვეშ, რადგან უმრავლეს შემთხვეევაში რეაქცია ვლინდება მკურნალობის პირველ თვეში. კანზე გამონაყრის, დაზიანებული ადგილების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების პირველივე გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს დიკლოფენაკის მიღება.

ღვიძლის მხრივ

ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებისათვის აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობა, რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

ისევე როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, დიკლოფენაკის ჩათვლით, მიღების დროს შეიძლება გაუარესდეს ღვიძლის ფერმენტის ფუნქცია. დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობის დროს აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება. დიკლოფენაკით მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ გახანგრძლივდა ღვიძლის უკმარისობა ან გაუარესდა ან გამოვლინდა ღვიძლის დაავადების ნიშნები ან სხვა გამოვლინებები (მაგ. ეოზინოფილია, გამონაყარი კანზე). წინა სიმპტომების გარეშე შესაძლოა გამოვლინდეს ჰეპატიტის ნიშნები.

ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში, სიფრთხილეა საჭირო დიკლოფენაკის გამოყენებისას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.

თირკმლის მხრივ დარღვევები

რადგანაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს აღინიშნა სითხის შეკავება ან შეშუპება, დიკლოფენაკის ჩათვლით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გულის ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში, მომატებული წნევის დროს, ხანდაზმულებში და იმ პაიენტებში რომლებიც ერთდროულად იღებენ შარდმდენებს და სამკურნალო საშუალებებს, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს თირკმლის ფუნქციონირებაზე, და პაციენტები რომლებიც განიცდიან რაიმე მიზეზით უჯრედული მოცულობის დაქვეითებას, ძირითადად ოპერაციის დაწყებამდე ან მას შემდეგ (იხ. პუნქტი 4.3). ასეთ შემთხვევებში დიკლოფენაკის გამოყენებისას რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

შეწყვეტილი თერაპიის შემდეგ მკურნალობა ყოველთვის იწყება თავიდან.

ჰემატოლოგიური ეფექტები

ხანგრძლივი დროით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას, დიკლოფენაკის ჩათვლით, რეკომენდებულია სისხლის მაჩვენებლის კონტროლი. დიკლოფენაკმა ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლოა შეამცირონ თრომბოციტების აგრეგაცია. ჰემოსტაზის დეფექტების მქონე პაციენტებში საჭიროა ყურადღებით მონიტორინგი.

სხვა ინფორმაცია

დიკლოფენაკი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პოტენციური სარგებელი-რისკის განხილვის შემდეგ.

თანდაყოლილი პორფირინოპათიის შემთხვევაში (მაგ. ხანგამოშვებითი პორფირია).

სისტემური მგლურას ერითომატოზი (SLE) და შერეული შემაერთებელი ქსოვილების დაავადება (იხ. პუნქტი 4.8)

ექიმის მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია

ღვიძლის დაქვეითებული ფუნქცია

ძირითადი ოპერაციის შემდეგ დაუყონებლივ (სიფრთხილე: სისხლდენისადმი მიდრეკილი ან გაუარესებული თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებისათვის).

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგიული რეაქციები სხვა ნივთიერებებზე, მათ ასევე აქვთ ჰიპერმგრძნობელობის გაზრდილი რისკი დიკლოფენაკის მიღებისას.

რესპირატორული დარღვევები

ასთმის, სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება (მაგ. ცხვირის პოლიპები), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით, თუ ისინი დაკავშირებულია ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომების მიმართ), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების რეაქციები, როგორიცაა ასთმის გამწვავება (ე.წ. ანალგეტიკების/ ანალგეტიკებისადმი აუტანლობა), კვინკეს შეშუპება ან ჭინჭრის ციება უფრო ხშირია, ვიდრე სხვა პაციენტებში. ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე (სასწრაფო დახმარების მზადყოფნა). ეს ასევე ეხებათ იმ პაციენტებს რომლებიც ალერგიულები არიან სხვა ნივთიერებების მიმართ, მაგ. კანის რეაქციები, ქავილი ან ჭინჭრის ციება.

დიკლოფენაკის გამოყენებისას ძალიან იშვიათად აღინიშნება მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსიური შოკი). აღნიშნულის განვითარება ასევე შესაძლებელია ამ მედიკამენტის წინასწარ ზემოქმედების გარეშეც. დიკლოფენაკით მკურნალობა უნდა შეწყდეს ჰიპერმგრძნობელობის პირველი რეაქციების გამოვლენისთანავე. საჭიროა სიმპტომური სამედიცინო მკურნალობის ჩატრება ჯანდაცვის სპეციალსტის მიერ.

ისევე როგორც სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა, დიკლოფენაკმაც, მისი ფარმაკოდინამიკური თვისებების გამო შესაძლოა შენიღბოს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.

დიკლოფენაკით მკურნალობის დროს თუ გამოვლინდება ან გაუარესდა ინფექციის ნიშნები, პაციენტმა რჩევისთვის დაუყონებლივ უნდა მიმართოს ექიმს. უნდა შემოწმდეს რომელი ანტი ინფექციური თუ ანტიბიოტიკური თერაპიაა მისაღები.

დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობისას უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.

ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომლის მკურნალობაც არ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების გაზრდილი დოზებით.

ზოგადად, ტკივილგამაყუჩებლების მიღებამ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც რამდენიმე სახის ტკივილგამაყუჩებელია გაერთიანებული შესაძლოა განვითარდეს თირკმლის მუდმივი დაზიანება თირკმლის უკმარისობით (ტკივილგამაუჩებელი ნეფროპათია).

ალკოჰოლთან ერთად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, მათ შორის დიკლოფენაკმა შეიძლება გააძლიეროს არასასურველი რეაქციები, განსაკუთრებით გავლენას ახდენს გასტროინტესტინალურ ტრაქტზე ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

გთხოვთ იხ. პუნქტი 4.6 ფერტილობის შესახებ.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება და ზემოქმედბის სხვა ფორმები

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სალიცილატის ჩათვლით

სინერგიული ეფექტის გამო, ზოგიერთი არასტეროიდული ანთების სააწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებული გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინალური ტრაქტის წყლულოვანი დაავადება და სისხლდენის განვითარების რისკი. შესაბამისად, დიკლოფენაკის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი 4.4).

დიგოქსინი, ფენიტოინი, ლითიუმი

დიკლოფენაკისა და დიგოქსინის, ფენიტოინის ან ლითიუმის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია. აუცილებელია სისხლში ლითიუმის მონიტორინგი. რეკომენებულია დიგოქსინისა და ფენიტოინის დონის მონიტორინგი სისხლში.

შარდმდენები, აგფ-ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ- II ანტაგონისტები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა შეამცირონ შარდმდენებისა და ანტიჰიპერტენზიების მოქმედება. აგფ ინჰიბიტორიის ან სხვა ანგიოტენზინ-II-ის ანტაგონისტის ერთდროულად გამოყენების დროს, რომელიც აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას, თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში (მაგ. დაავადებული ან დაქვეითებული თირკმელების ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში) შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ფუნქციის გაუარესება. ამიტომ ამ კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე განსაკუთებით ხანდაზმულ პაციენტებში და პერიოდულად უნდა მოხდეს არტერიული წნევის კონტროლი. პაციენტებს ევალებათ საკმარისი სითხის მიღება და თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ.

ჰიპერკალემიის გამომწვევი მედიკამენტები

დიკლოფენაკით ერთდროულად მკურნალობამ კალიუმის შემანარჩუნებელ შარდმდენებთან, ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან ან ტრიმეტოპრიმთან შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალემია. ამიტომ რეკომენდებულია სისხში კალიუმის ხშირი მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).

გლუკოკორტიკოიდები

არსებობს გასტროინტესტინალური რეაქციების გაზრდილი რისკი, როგორიც არის წყლული ან ჰემორაგიები (იხ. პუნქტი 4.4).

მეთოტრექსატი

თუ დიკლოფენაკი მიიღება მეთოტრექსატის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში, იზრდება სისხლში კონცენტრაცია და მისი ტოქსიკური ეფექტი.

ციკლოსპორინი და ტაკრომილუსი

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (მაგ. დიკლოფენაკის ნატრიუმი) შესაძლებელია გაზარდოს ციკლოსპორინით ან ტაკრომილუსით გამოწვეული თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზემოქმედების გამო

ანტიკოაგულანტები, ანტი-თრომბოციტების საწინააღმდეეგო სშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs).

სიფრთხილეა საჭირო, რადგან კომბინირებული თერაპიის დროს დიდია სისხლდენის განვითარების რისკი. რადგან კლინიკური კვლევებიდან არ ვლინდება დიკლოფენაკის გავლენა ანტიკოაგულანტების მოქმედებაზე, არსებობს ცნობები, რომ პაციენტები რომლებიც მოიხმარენ დიკლოფენაკს და ანტიკოაგულანტებს ერთდროულად, გაზრდილია სისლდენის რისკი. ამიტომ ასეთ პაციენტებზე რეკომენდებულია ყურადღებით დაკვირვება.

არასტეროიდებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი (იხ. პუნქტი 4.4)

გასტროინტესტინალური ტრაქტიდან სისხლდენისა და გასტროინტესტინალური ტრაქტის გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის განვითარება (იხ. პუნქტი 4.4)

ანტიდიაბეტური საშუალებები

კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დიკლოფენაკის მიღება შესაძლებელია პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად, მათ კლინიკურ ეფექტზე ზემოქმედების გარეშე. ამასთან, არსებობს ცალკეული ცნობები ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური ეფექტების შესახებ, რაც საჭიროებს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის ცვლილებას დიკლოფენაკით მკურნალობის დროს. აქედან გამომდინარე, კომბინირებული თერაპიის დროს რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი.

პრობენეციდი

პრობენეციდის შემცველმა მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ დიკლოფენაკის გამოყოფა.

ძლიერი CYP2C9 ინჰიბიტორები

დიკლოფენაკის და CYP2C9 ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე, (როგორიც არის სულფინპირაზონი და ვორიკონაზოლი), აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს პლაზმის პიკური კონცენტრაციების ზრდა და დიკლოფენაკის ზემოქმედება დიკლოფენაკის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო.

CYP2C9 წარმოებულები

დიკლოფენაკის და CYP2C9 წარმოებულების როგორიცაა რიფამპიცინი, ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე. შეიძლება შემცირდეს დიკლოფენაკის პლაზმური კონცენტრაციები და ექსპოზიცია.

ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებები

ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს ცერებრალური კრუნჩხვები, ქინოლონებსა და არასტეროიდული მედიკამენტების ურთიერთქმედების გამო.

კოლესტიპოლი და ქოლესტირამინი

ამ საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ დიკლოფენაკის შეწოვის შეფერხება ან შემცირება. ამიტომ, რეკომენდებულია დიკლოფენაკის მიღება კოლესტიპოლის / ქოლესტირამინის მიღებიდან მინიმუმ ერთი საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობის ან/და ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან ჩანს, რომ ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების მათ შორის დიკლოფენაკის ჩათვლით, გამოიწვიოს ორსულობისა და მუცლის მოშლის, ასევე გულის დეფექტებისა და გასტროფიზიების გაზრდილი რისკი. შეიძლება ჩაითვალოს რომ დოზის მომატბით და თერაპიის ხანგრძლივობით რისკი უფრო მაღალია.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებიდან დამტკიცდა, რომ პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებამ, დიკლოფენაკის ჩათვლით გამოიწვია პრე და პოსტ იმპლანტაციის დაკარგვა და ემბრიონის და ნაყოფის ლეტალურობა. გარდა ამისა, ცხოველებში დაფიქსირდა სხვადასხვა დეფორმაციის, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დეფორმაციის შემთხვევები, რომლებმაც მიიღეს პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორი, დიკლოფენაკის ჩათვლით ორგანიზოგენეზის ფაზაში.

ამიტომ, აუცილებლობის შემთხვევაში დიკლოფენაკი ინიშნება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში. თუ დიკლოფენაკს მოიხმარს ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულებას ან არის ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორებმა, დიკლოფენაკის ჩათვლით, შეიძლება:

ნაყოფზე გამოვლენილი შემდეგი რისკები:

კარდიოპულმონარული ტოქსიკურობა (სადინრის არტერიოზისა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის ნაადრევი დახურვით);

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის უკმარისობით რომელიც დაკავშირებულია ოლიგოჰიდრამნიოსთან.

ორსულობის ბოლოს გამოვლენილი რისკები დედასა და ბავშვის მხრივ:

სისხლდენის პოტენციური გახანგრძლივება, შემაფერხებელი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან დაბალი დოზირებისას.

საშვილოსნოს შეკუმშვის შეფერხებას რაც იწვევს მშობიარობის გახანგრძლივებას.

ამიტომ დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

ლაქტაცია

დიკლოფენაკის აქტიური ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით გადადიან დედის რძეში. ვინაიდან დღემდე არ არის ცნობილი ახალშობილებზე მავნე ზემოქმედება, სამკურნალო პროდუქტის მოკლევადიანი გამოყენება არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას. ამასთან თუ რევმატიული დაავადების სამკურნალოდ ინიშნება მაღალი დოზა ან ხანგრძლივი დროით მკურნალობა გასათვალისწინებელია კვების ადრეული შეწყვეტა.

ფერტილობა

ქალები რომლებიც აპირებენ დაორსულებას არ არის რეკომენდებული დიკლოფენაკის გამოყენება, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება რომელიც ცნობილია ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფიერების შეფერხება. ქალებს, რომლებსაც აქვთ ფეხმძიმობასთან დაკავშირებული პრობლემები ან იკვლევენ უნაყოფობას უნდა მოხდეს დიკლოფენაკით მკურნალობის შეჩერება.

გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

დიკლოფენაკის მიღებამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მკურნალობის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა დაღლილობა, მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა, რეაგირების უნარი, შესაძლებელია იმოქმედოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ეს განსაკუთრებით ეხება პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებას.

არასასურველი ეფექტები

გვერდითი ეფექტების რეაქციები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (>1/10)

ხშირი (>1/100 დან <1/10)

არახშირი(>1/1,000 დან <1/100)

იშვიათი (>1/10,000 დან <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები მოიცავს იმ გვერდით ეფექტებსაც რომელიც გამოვლინდა დიკლოფენაკის სუპოზიტორიის და/ან დიკლოფენაკის სხვა დოზის მიღების შემდეგ, როგორც ხანგრძლივი ისე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

გასათვალისწინებელია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ძირითადად დოზა-დამოკიდებულია და სხვადასხვა პაციენტებში სხვადასხვაგვარად ვლინდება.

ყველაზე გავრცელებული წამლისმიერი გვერდითი რეაქციები გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე. პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა, ზოგ შემთხვევაში ფატალურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, უმეტესად ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4). გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გარიზიანება და კრონის დაავადება (იხ. ნაწილი 4.4) გამოვლინდა გამოყენების შემდეგ. ნაკლებად ხშირად ვლინდება გასტრიტი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, დიკლოფენაკის ჩათვლით, მკურნალობის დროს დაფიქსირდა შეშუპება, მაღალი არტერიული წნნევა და გულის უკმარისობის შემთხვევები.

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები თანმიმდევრულად მიუთითებს არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგ. მიოკარდიალური ინფაქტი ან ინსულტი) გაზრდილ რისკზე რომლებიც დაკავშირებულია დიკლოფენაკის გამოყენებასთან განსაკუთრებით დიდი დოზით (დღეში 150 მგ) და ხანგრძლივი პერიოდით (იხ. პუნქტები 4.3 და 4.4).

გულის დაავადებები

იშვიათი*: გულის შეტევა, გულის უკმარისობა, პალპიტაცია, ტკივილი გულმკერდის არეში.

ძალიაან იშვიათი: შეშუპება

უცნობი სიხშირით: კუნის სინდრომი

  • სიხშირე ასახავს მაღალლი დოზით (150 მგ/დღეში) გრძელვადიანი მკურნალობის მონაცემებს.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: ჰემატოპოეზის დაქვეითება (ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი) ჰემოლიზური ანემია, აპლასტიკური ანემია.

საწყისი სიმპტომები შეიძლება იყოს: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ზედაპირული დაზიანება, გრიპის მსგავსი გამოვლინებები, ძლიერი სისუსტე, ცხვირიდან სისხლდენა და დერმატოგრაფია.

გრძელვადიანი თერაპიის დროს რეგულარულად უნდა მოხდეს სისხლის მახვენებლების რაოდენობის განსაზღვრა.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: ცენტრალური ნერვული სიმპტომები როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმსუბუქე, აღგზნების, გაღიზიანების ან დაღლილობის მდგომარეობა.

ძალიან იშვიათი: სმენის მხრივ დარღვევები, გემოვნების ცვლილება, მეხსიერების დაქვეითება, ორიენტაციის დაკარგვა, კრუნჩხვები, ტრემორი, ინსულტი.

დარღვევები მხედველობის მხრივ

ძალიან იშვიათი: მხედველობის დაქვეითება ( ბუნდოვანი და გაორებული ხედვა)

ყურისა და სმენის ორგანოების მხრივ დარღვევები

ხშირი: ვერტიგო

ძალიან იშვიათი: ტინიტუსი, სმენის დროებითი დაკარგვა

გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ დარღვევები

ძალიან ხშირი: დარღვევები გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ, როგორიც არის გულისრევა, ღებინება და დიარეა და გასტროინტესტინალური ტრაქტიდან მცირე სისხლდენები, რაც თავის მხრივ ინდივიდუალურ შემთხვევებში შეიძლება გახდეს ანემიის მიზეზი.

ხშირი: დისპეფსია, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, მუცლის სპაზმი, მადის დაქვეითება აგრეთვე კუჭის ან ნაწლავის წყლულები (ზოგჯერ სისხლდენით ან პერფორაციით).

არახშირი: სისხლიანი ღებინება, მელაენა ან სისხლიანი დიარეა.

იშვიათი: გასტრიტი, პროქტიტი

ძალიან იშვიათი: პირის ღრუს ლორწოვანის ანთება (მათ შორის წყლულოვანი სტომატიტი), გლოსიტი, საყლაპავის დაზიანებები, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილში (მაგ. კოლიტი, მსხვილი ნაწლავის ჰემორაგიული ანთება ან წყლულლოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება), ყაბზობა, პანკრეასის ანთება, დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავის ანთება

არ არის ცნობილი: იშემიური კოლიტი

პაციენტმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება და დაუყონებლივ მიმართოს ექიმს სამკურნალოდ თუ გამოუვლინდა ტკივილი მუცლის ღრუში, მელენა ან სისხლიანი ღებინება.

ზოგადი დარღვევები და ადმინისტრირების ადგილიობრივი პირობები

სანთლებმა შეიძლება ხშირად გამოიწვიონ გაღიზიანების ადგილობრივი ნიშნები, სისხლიანი ლორწოვანი სეკრეცია ან მტკივნეული დეფეკაცია

თირკმელის და საშარდე გზების მხრივ დარღვევები

არახშირი: შეშუპების განვითარება ზირითადად ისეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა და დქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია.

ძალიან ხშირი: თირკმლის ქსოვილის დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი) რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმლის მწვავე დისფუნქციასთან, შარდში ცილების დონის გაზრდასთან (პროტეუნერია) და/ან სისხლიანი შარდი (ჰაემატურია), ნეფროზული სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

რეგულარულად უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციების გადამოწმება

კანის და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ხშირი: გამონაყარი

არახშირი: ალოპეცია

ძალიან იშვიათი: ეგზანთემა, ეგზემა, ერითემა, ფოტოსენსიტიურობა, პურპურა (ალერგიული პურპურის ჩათვლით) და ბულუსის კანის რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიატური დერმატიტი, ერითროდერმა.

ინფექციები და პარაზიტული დაავადებები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში სპეციფიკური არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენებისას გამოვლინდა ინფექციით გამოწვეული ანთებითი პროცესების გუარესება (მაგ. ნეკროზირებადი ფაშიტიტის განვითარება). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებების მექანიზმით.

დიკლოფენაკით მკურნალობის დროს გამოვლენილი ინფექციის ნიშნების ან გაუარესების შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის. უნდა შემოწმდეს რომელი თერაპიაა მითითებული ანტიინფექციური თუ ანტიბიოტიკური.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, დიკლოფენაკის გამოყენება დაკავშირებული იყო ასეპტური მენინგიტის ნიშნების გამოვლენასთან, როგორიცაა, კეფის კუნთის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სიცხე, ცნობიერების დაბინდვა. აუტოიმუნური დარღვევების მქონე პაციენტები, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან შერეული შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები, იმყოფებიან გაზრდილი რისკის ქვეშ.

ვასკულარული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: მაღალი არტერიული წნევა, ვასკულიტი

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი: ჰიპერმგრძნობელური რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე და ქავილი.

არახშირი: ჭინჭრის ციება

ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს დიკლოფენაკის მიღება და დაუყონებლივ დაუკავშირდეს ექიმს.

იშვიათი: ანაფილაქსური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ჰიპოტენზიის და შოკის ჩათვლით).

ძალიან იშვიათი: გამწვავებული ზოგადი ჰიპერსენსიტიური რეაქციები, როგორიცაა ანგიოდემა (სახის შეშუპების ჩათვლით), ენის შეშუპება, ხორხის შესიება რესპირატორული ტრაქტის დავიწროვებით, გართულებული სუნთქვა, თრთოლვა, წნევის დაცემა და სიცოცხლისათვის საშიში შოკი.

წამლის პირველად მიღების დროს თუ გამოვლინდა რომელიმე ამ სიმპტომებიდან, სასწრაფოდ საჭიროა სამედიცინო ყურადღება და მოხდეს დიკლოფენაკის მიღების შეწყვეტა.

ძალიან იშვიათი: ალერგიული ვასკულიტი და პნევმონიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი: სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება

არახშირი: ღვიზლის დაზიანება, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს, ჰეპატიტის გართულებული შემთხვევები სიყვითლით ან მის გარეშე (იშვიათ შემთხვევებში ძალიან მწვავე ფულმინანტური მიმდინარეობის ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე).

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა

აუცილებელია ღვიძლის მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს.

ფსიქიატრიული დარღვევები

ძალიან იშვიათი: ფსიქიკური რეაქციები, დეპრესია, შიშის გრძნობა, კოშმარები, უძილობა

რესპირატორული, თორაკიული და მედიასტინალური დარღვევები

იშვიათი: ასთმა (მათ შორის გართულებული სუნთქვა)

ძალიან იშვიათი: პნევმონიტი

მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამედიცინო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაკეთება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამედიცინო პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივ მონიტორინგს. ჯანდაცვის თანამშრომლებს სთხოვენ აცნობონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.

  • 9 დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების სიმპტომები

გადაჭარბებული დოზის სიმპტომები მოიცავს სიმპტომებს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ტინიტუსი, კრუნჩხვა, გახშირებული სუნთქვა და ცნობიერების დარღვევა და ცნობიერების დაკარგვა ( ბავშვებში შესაძლებელია მიოკლონური კრუნჩხვების განვითარება), გარდა ამისა შესაძლებელია გამოვლინდეს კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა. აგრეთვე შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლდენა გასტროინტესტინალური ტრაქტიდან და ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება. შემდგომი სიმპტომებია წნევის დაცემა, სუნთქვის შესუსტება და კანისა და ლორწოვანი გარსის გაუფერულება. მნიშვნელოვანი მოწამვლისას შესაძლებელია განვითარდეს თირკმლების მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.

თერაპიული ზომები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით მწვავე მოწამვლისას, დიკლოფენაკის, ჩთვლით ძირითადად მოიცავს დამხმარე და სიმპტომურ მკურნალობას.

სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. დამხმარე ზომების და სიმპტომური მკურნალობის დანიშვნაა საჭირო ისეთი გართულებების შემთხვევაში როგორიცაა, ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, გასტროინტესტინალური დარღვევები და რესპირატორული დეპრესია.

სპეციალური ზომები როგორიცაა შარდმდენების მიღება, დიალიზი ან ჰემო-პერფუზია შესაძლოა ვერ დაეხმაროს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებების აღმოფხვრაში, დიკლოფენაკის ჩათვლით, ცილების მაღალი შემკვრელის და ფართო მეტაბოლიზმის გამო.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანტიფლოგიური და ანტირევმატული საშუალება; ძმარმჟავას წარმოებული და დაკავშირებული ნივთიერებები

ათქ კოდი: M01AB05

მოქმედების მექანიზმი

დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანტიფლოგისტური/ანტირევმატული საშუალება, რომლის ეფექტურობაც დამტკიცებულია ცხოველებში ჩატარებული ცდებით, იგი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზსს. ადამიანებში დიკლოფენაკი ამცირებს ანთებით ტკივილს, შეშუპებას, ცხელებას. დიკლოფენაკი ასევე ზღუდავს ადენოზინდიფოსფატით და კოლაგენით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას.

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

კლინიკური გამოკვლევებიდან არსებობს შეზღუდული გამოცდილება, დიკლოფენაკის გამოყენება არასრულწლოვანთა რევმატოიდული ართრიტის დროს (JRA) / არასრულწლოვანი იდიოპათიური ართრიტი (JIA) ბავშვებსა და მოზარდებში. 3 – დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში JRA / JIA– ით ჩატარებული რანდომიზებულ, ორმაგად- ბრმა, 2 – კვირიანი პარალელური ჯგუფის კვლევის დროს, დიკლოფენაკის ეფექტურობა და უსაფრთხოება შედარებულია დოზით 2–3 მგ / კგ სხეულის წონაზე დღეში აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად (ASA, დღეში 50-დან 100 მგ / კგ წონაზე) და პლაცებო (თითოეულ ჯგუფში იყო 15 პაციენტი). კვლევებმა აჩვენა, რომ დიკლოფენაკით ნამკურნალევ 15 პაციენტიდან 11-ში, ASA- ით ნამკურნალევ 12 პაციენტიდან 6-ში და პლაცებოთი ნამკურნალევ 15 პაციენტიდან 4-ში აღინიშნა გაუმჯობესებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p <0,05) სხვაობებით. დიკლოფენაკთან და ASA– სთან ერთად მგრძნობიარე სახსრების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ პლაცებოთი გაიზარდა. მეორე რანდომიზებული, ორმაგად- ბრმა, 6-კვირიანი პარალელური ჯგუფის კვლევაში 4-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად JRA / JIA, დიკლოფენაკის ეფექტურობა (ყოველდღიური დოზა 2-დან 3 მგ / კგ წონაზე, n = 22) ინდომეტაცინის დოზასთან შედარებით (დღიური დოზა 2-დან 3 მგ / კგ წონაზე, n = 23).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია და განაწილება

სტანდარტული, ნაწლავში ხსნადი მედიკამენტის ორალურად მიღების შემდეგ, დიკლოფენაკი მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისტალური ნაწილიდან. მაქსიმალური პლაზმის დონე მიიღწევა 1-16 სთ-ის განმავლობაში, დამოკიდებულია თუ რამდენ ხანს ანდომებს წამალი კუჭიდან შეწოვას და მიიღწევა საშუალოდ 2-3 საათის განმავლობაში. საშუალოდ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 10-20 წთ-ში IM მიღების შემთხვევაში, ხოლო რექტალური გამოყენებისას კი დაახლოებით 30 წთ-ში.

პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 99%-ს.

მეტაბოლიზმი და ელიმინაცია

ორალურად მიღებისას დიკლოფენაკი აშკარად განიცდის პირველი გადალახვის ეფექტს, რადგან შეწოვილი აქტიური ნივთიერებების მხოლოდ 35-70% აღწევს პოსტ-ჰეპატურ ცირკულაციას უცვლელი სახით.

აქტიური ნივთიერების დაახლოებით 30 % მეტაბოლიზირდება და გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად.

ღვიძლის მეტაბოლიზმის შემდეგ (ჰიდროქსილირება და კონიუგაცია) დაახლოებით 70 % ელიმინირდება თირკმლების მეშვეობით ფარმაკოლოგიურად არაქტიური ნივთიერებების სახით. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებისგან დამოუკიდებლად ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს.

დიკლოფენაკის დაბალი კონცენტრაცია გამოვლინდა დედის რძეში (100 ნგ/ მლ) ლაქტაციის პერიოდში მყოფ 1 დედაზე. ჩვილი რომელიც იკვებება დედის რძით, შეადგენდა 0,03 მგ/კგ დღიურ დოზას.

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, გენოტოქსიკურობის და კანცეროგენული პოტენციალის კვლევებზე დაყრდნობით, პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის გარდა სხვა ნაწილებში აღწერილი პრობლემებისა. ცხოველებში ჩატარებული კვლევებიდან დიკლოფენაკი ქრონიკული ტოქსიკურობით ხასიათდებოდა, ძირითადად ვლინდებოდა გასტროინტესტინალური ტრაქტის დაზიანებით და წყლულების სახით. დიკლოფენაკით ნამკურნალევ ვირთხებზე ჩატარებული ორწლიანი ტოქსიკუობის შესწავლისას გაზრდილია დოზა-დამოკიდებულება გულის თრომბოზული სისხლძარღვთა ოკლუზიის დროს.

ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების დროს დიკლოფენაკით დაფიქსირდა ოვულაციის დათრგუნვა კურდღლებში და ჩარევა ემბრიონის ადრეულ განვითარებაში, ვირთხებში. ორსულობისა და მშობიარობის ხანგრძლივობა გახანგრძლივდა დიკლოფენაკის მეშვეობით. დიკლოფენაკის ემბრიოტოქსიკური პოტენციალი გამოკვლეულია სამი სახის ცხოველზე (ვირთხა, თაგვი, კურდღელი). ნაყოფის სიკვდილიანობა და ზრდის შეფერხება განვითარდა დოზებში ტოქსიკური დიაპაზონის დროს. არსებული მონაცემებიდან გამომდინარე დიკლოფენაკი არა-ტერატოგენურად ითვლება. დოზებმა, ზღვარს ქვემოთ მყოფი დედის ტოქსიკურობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მყარი ცხიმი

  • 2 შეუთავსებლობები

არ არის ცნობილი

  • 3 შენახვის ვადა

3 წელი

  • 4 შენახვის სპეციალური ზომები

ინახება მშრალ ადგილას 250C დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცულად.

  • 5 შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

PVC/PVDC/ ალუმინის ბლისტერები

შეფუთვის ზომა: 10 სუპოზიტორია

  • 6 განადგურების სპეციალური მოთხოვნები

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

  • მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ

პრინცრეგენტენშტრასე. 79

81675 მიუნხენი

გერმანია

  • მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი გერმანიაში

5999.00.00

  • გერმანიაში პირველი აუტორიზაციის თარიღი
  • 03.1985
  • ტექსტის მიმოხილვს თარიღი

03/2020

  • მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

სამკურნალო პრეპარატი ექვემდებარება სამედიცინო დანიშნულებას

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა