დიკლოგენი
Diclogen
ამპულები ინტრამუსკულარული (ი.მ.) გამოყენებისათვის: ამპულები ეფექტურია მწვავე ტკივილის, მათ შორის თირკმლის კოლიკის, ოსტეო- და რევმატოიდული ართრიტის, ზურგის მწვავე ტკივილის, მწვავე პოდაგრის, მწვავე ტრავმის და მოტეხილობების და ოპერაციის შემდგომი ტკივილის დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიკლოფენაკი (diclofenac)
- ფორმა და შეფუთვა
- 75მგ/3მლ 3მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- AGIO PHARMACEUTICALS LTD, ინდოეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
- ATC კოდი
- M01AB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041279
- რეგისტრირებულია
- 13 ივნისი 2024, მოქმედებს 13 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- AGIO PHARMACEUTICALS LTD (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიკლოგენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ამპულები ინტრამუსკულარული (ი.მ.) გამოყენებისათვის: ამპულები ეფექტურია მწვავე ტკივილის, მათ შორის თირკმლის კოლიკის, ოსტეო- და რევმატოიდული ართრიტის, ზურგის მწვავე ტკივილის, მწვავე პოდაგრის, მწვავე ტრავმის და მოტეხილობების და ოპერაციის შემდგომი ტკივილის დროს.
ამპულები ინტრავენური (ი.ვ.) ინფუზიის დროს გამოყენებისთვის: ოპერაციის შემდგომი ტკივილის მკურნალობა ან პროფილაქტიკა სტაციონარულ პირობებში.
მიღების წესი და დოზირება
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია თუ სიმპტომების გასაკონტროლებლად გამოიყენება უმცირესი ეფექტური დოზები, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით.
მოზრდილები: დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექცია (ი.მ. ან ი.ვ.) მიიღება არაუმეტეს ორი დღე.
ინტრამუსკულარული ინექცია: ინტრამუსკულარული ინექციის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს შემდეგი მითითებები იმისათვის, რომ არ მოხდეს ინექციის ადგილას ნერვის ან სხვა ქსოვილის დაზიანება.
ერთი ამპულა დღეში ერთჯერ (ან მწვავე შემთხვევებში ორჯერ) ინტრამუსკულარულად, კეთდება ღრმად დუნდულა კუნთში ზედა, გარე მეოთხედში. თუ საჭიროა დღეში ორი ინექცია, სასურველია მეორე ინექცია გაკეთდეს მეორე დუნდულოზე.
თირკმლის კოლიკა: ერთი 75 მგ ამპულა ინტრამუსკულარულად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე ამპულის შეყვანა 30 წუთის შემდეგ. დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექციის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა არის 150 მგ.
ინტრავენური ინფუზია: უშუალოდ ინტრავენური ინფუზიის დაწყებამდე, იგი უნდა განზავდეს 100-500 მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში (0.9%) ან გლუკოზის ხსნარში (5%). ორივე ხსნარის ბუფერიზება უნდა მოხდეს ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით (0.5 მლ 8.4% ან 1 მლ 4.2%). გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი.
დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექცია არ კეთდება ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით.
რეკომენდებულია ორი ალტერნატიული რეჟიმი:
ოპერაციის შემდგომი ზომიერი-მწვავე ტკივილის დროს 75 მგ-ის ინფუზია უნდა მოხდეს უწყვეტად 30 წუთიდან 2 საათამდე პერიოდში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 4-6 საათში ისე, რომ 24 საათის განმავლობაში დოზამ არ გადააჭარბოს 150 მგ-ს.
ოპერაციის შემდგომი ტკივილის პროფილაქტიკისათვის დამტვირთავი დოზის 25 მგ-50 მგ-ის ინფუზია უნდა მოხდეს ოპერაციის შემდეგ 15 წუთიდან 1 საათამდე პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი უწყვეტი ინფუზიის სახით მიიღება დაახლოებით 5 მგ საათში მაქსიმალურ დღიურ 150 მგ დოზამდე.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმულები
მართალია ხანდაზმულ პაციენტებში არ აღინიშნება დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუარესება, მაგრამ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ასეთ პაციენტებში, რომლებიც ზოგადად უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გვერდითი რეაქციების განვითარების მიმართ. კერძოდ, რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზების მიღება დასუსტებულ ან მცირე წონის ხანდაზმულ პაციენტებში (ასევე იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“) და ასაპ-ით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პაციენტის კონტროლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის თვალსაზრისით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების მქონე პაციენტებში. სპეციფიური კვლევები არ ჩატარებულა თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში; შესაბამისად დოზის კორექციასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები ვერ კეთდება. დიკლოფენაკი სიფრთხილით მიიღება თირკმლის ფუნქციის მსუბუქი-ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების მქონე პაციენტებში. სპეციფიური კვლევები არ ჩატარებულა ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში; შესაბამისად დოზის კორექციასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები ვერ კეთდება. დიკლოფენაკი სიფრთხილით მიიღება ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი-ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში.
ბავშვები
დიკლოფენაკი ნატრიუმის ინექცია არ არის რეკომენდებული ბავშვებში.
რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა არის 150 მგ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის, ნატრიუმის მეტაბისულფიტის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
კუჭის ან ნაწლავის აქტიური წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან პერფორაცია ანამნეზში, რაც გამოწვეული იყო ასაპ-ის მიღებით.
აქტიური ან მორეციდივე პეპტიკური წყლული/სისხლდენა ანამნეზში (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი გამოხატული ეპიზოდი)
ორსულობის ბოლო ტრიმესტრი
ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა
დადგენილი გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II-IV), გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) მსგავსად, დიკლოფენაკი ასევე უკუნაჩვენებია ისეთ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ასთმის შეტევების, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების ან მწვავე რინიტის დაჩქარებას იწვევს იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.
კონკრეტულად ი.ვ. გამოყენების დროს
ასაპ-ის ან ანტიკოაგულანტის (მათ შორის ჰეპარინის დაბალი დოზა) თანმხლები მიღება.
ანამნეზში ჰემორაგიული დიათეზი, ანამნეზში დადასტურებული ან საეჭვო ცერებროვასკულარული სისხლდენა.
ოპერაციები, როდესაც სისხლდენის რისკი მაღალია.
ასთმა ანამნეზში.
თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მწვავე დარღვევები (შრატში კრეატინინი >160 მკმოლი/ლ).
ჰიპოვულემია ან დეჰიდრატაცია ნებისმიერი მიზეზით.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
ზოგადი
დიკლოფენაკის და სისტემური ასაპ-ის, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ერთობლივად მიღება თავიდან უნდა იქნას არიდებული, რადგან არ არსებობს სინერგიული სარგებელის და მოსალოდნელი დამატებითი გვერდითი ეფექტების დამადასტურებელი ფაქტები.
სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში არსებული ჩვენებების გამო. განსაკუთრებით რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზების მიღება დასუსტებულ ან მცირე წონის ხანდაზმულ პაციენტებში.
სხვა ასაპ-ის მსგავსად დიკლოფენაკის მიღებისას იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები თუ მანამდე არ მიიღებოდა პრეპარატი.
სხვა ასაპ-ის მსგავსად ფარმაკოდინამიკური თვისებების გამო დიკლოფენაკმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.
ინტრამუსკულარული ინექციის წესები მკაცრად უნდა იყოს დაცული, რომ ინექციის ადგილას არ განვითარდეს გვერდითი რეაქციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კუნთების დამბლა, ჰიპოესთეზია და ნეკროზი.
ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ასაპ-ით, მათ შორის დიკლოფენაკით მკურნალობისას დაფიქსირდა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ჰემატემეზისი, მელენა), წყლული ან პერფორაცია, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს და განვითარდეს ნებისმიერ დროს მკურნალობის პერიოდში გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სერიოზული მოვლენებით ან მათ გარეშე. ზოგადად აღნიშნულ მოვლენებს უფრო მწვავე შედეგები აქვთ ხანდაზმულ პაციენტებში. პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს თუ დიკლოფენაკის მიღებისას პაციენტს აღენიშნა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წყლული.
ასაპ-ის, მათ შორის დიკლოფენაკის მიღებისას საჭიროა პაციენტზე გულდასმით დაკვირვება, დიკლოფენაკი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ან ანამნეზი, რომელიც მიუთითებს კუჭის ან ნაწლავის წყლულზე, სისხლდენაზე ან პერფორაციაზე. კუჭ-ნალწავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი იზრდება ასაპ-ის, მათ შორის დიკლოფენაკის დოზების მომატებისას და ისეთ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლული, განსაკუთრებით ჰემორაგიით ან პერფორაციით გართულებული.
ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება ასაპ-ით გამოწვეული გვერდითი რეაქციების, განსაკუთერებით კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და პერფორაციის სიხშირე, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩდნეს.
პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლული, განსაკუთრებით ჰემორაგიით ან პერფორაციით გართულებული, ასევე ხანდაზმულებში კუწ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ტოქსიურობის რისკის შემცირების მიზნით მკურნალობა უნდა ჩატარდეს უმცირესი ეფექტური დოზებით.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კომბინირებული მკურნალობა პროტექტორულ საშუალებებთან (მაგ.: მიზოპროსტოლი ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები) ასეთ პაციენტებში და ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ისეთი კომბინაციის მიღება, რომელშიც შედის აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზები (ASA/ასპრინი ან პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ რისკს).
პაციეტებმა, რომელთაც ანამნეზში აღენიშნაბათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ტოქსიურობა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა უნდა დააფიქსირონ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი რომელიც უკავშირდება მუცლის ღრუს (განსაკუთრებით სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან).
რეკომენდებულია სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც ერთობლივად ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ წყლულის ან სისხლენის რისკის ზრდა, როგორიც არის სისტემური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, მაგ.: ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) ან ანტითრომბოციტული საშუალებები, მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა.
საჭიროა გულდასმით დაკვირვება და სიფრთხილე წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან აღნიშნული მდგომარეობები შესაძლოა გართულდეს.
ეფექტები ღვიძლის მხრივ:
საჭიროა ყურადღებით დაკვირვება, როდესაც დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექცია ინიშნება პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, რადგან შესაძლოა გართულდეს მდგომარეობა.
ასაპ-ის, მათ შორის დიკლოფენაკის მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ფერმენტის მაჩვენებლები. დიკლოფენაკის ხანგრძლივად მიღებისას სიფრთხილის მიზნით რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქცია.
დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექციის მიღება უნდა შეწყდეს თუ ღვიძლის ფუნქციური ანალიზების მაჩვენებლების გადახრები ნარჩუნდება ან უარესდება, ვითარდება ღვიძლის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები ან აღინიშნება სხვა სახის გამოლინებები.
დიკლოფენაკის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ჰეპატიტი პროდრომალური სიმპტომების გარეშე.
დიკლოფენაკი სიფრთხილით მიიღება ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს შეტევის პროვოცირება.
ეფექტები თირკმლის მხრივ:
ასაპ-ით, მათ შორის დიკლოფენაკით მკურნალობისას დაფიქსირდა სითხის შეკავება და შეშუპება, შესაბამისად განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ გულის ან თირკმლის ფუნქცია, ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზია, ხანდაზმულებში, პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ დიურეტიკებს ან ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე, ასევე ნებისმიერი მიზეზით უჯრედგარე სითხის მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირების დროს, მაგ.: ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში დიკლოფენაკის მიღებისას სიფრთხილის მიზნით რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ, როგორც წესი მდგომარეობა უბრუნდება მკურნალობის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას.
ეფექტები კანის მხრივ:
ასაპ-ით მკურნალობისას ძალიან იშვიათად აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები, ზოგჯერ ფატალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. მოცემული რეაქციების განვითარების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის საწყის ეტაპზე: რეაქციების უმეტესობა ვლინდება მკურნალობის პირველ თვეს. დიკლოფენაკის ნატრიუმის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სიმპტომის პირველივე გამოვლინებისას.
სისტემური წითელი მგლურა (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება:
სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში იზრდება ასპეტიკური მენინგიტის რისკი.
კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული ეფექტები:
დიკლოფენაკი სიფრთხილით მიიღება გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორების (მაგ.: ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიპდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა) მქონე პაციენტებში. დიკლოფენაკის მიღებისას დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად შესაძლოა გაიზარდოს გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები, შესაბამისად მკურნალობა უნდა ჩატარდეს უმცირესი ეფექტური დოზებით, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით. პერიოდულად უნდა შეფასდეს სიმპტომების მოხსნის საჭიროება და მკურნალობაზე რეაგირება.
საჭიროა სათანადო კონტროლი და კონსულტაცია პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზა და/ან მსუბუქი-ზომიერი ხარისხის გულის შეგუბებითი უკმარისობა, რადგან ასაპ-ით, მათ შორის დიკლოფენაკით მკურნალობისას დაფიქსირდა სითხის შეკავება და შეშუპება.
კლინიკური ცდების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით მუდმივად იზრდება არტერიული თრომბული მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) რისკი, რომელიც უკავშირდება დიკლოფენაკის, განსაკუთრებით კი მაღალი დოზების (150 მგ დღეში) მიღებას და ხანგრძლივ მკურნალობას.
დიკლოფენაკი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დადგენილი გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება.
ჰემატოლოგიური ეფექტები:
სხვა ასაპ-ის მსგავსად დიკლოფენაკის ხანგრძლივად მიღებისას რეკომენდებულია სისხლის ანალიზის გაკონტროლება.
დიკლოფენაკმა შესაძლოა შექცევადად დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია. საჭიროა ყურადღებით კონტროლი ჰემოსტაზის პრობლემების, ჰემორაგიული დიათეზის ან ჰემატოლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებში.
არსებული ასთმა:
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ასთმა, სეზონური ალერგიული რინიტი, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება (ცხვირის პოლიპები), ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით თუ ახასიათებს ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომები), ასაპ-ზე რეაქცია, როგორიც არის ასთმის გართულება (ე.წ. ანალგეტიკების აუტანლობა/ანალგეზიური ასთმა), კვინკეს შეშუპება ან ჭინჭრის ციება უფრო ხშირია ვიდრე სხვა პაციენტებში. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული (მზადყოფნა გადაუდებელი დახმარებისათვის). ასევე სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც ალერგიულნი არიან სხვა სუბსტანციების მიმართ (კანის ალერგიული რეაქციები, ქავილი ან ჭინჭრის ციება).
სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც თრგუნავენ პროსტაგლანდინის სინთეტაზას აქტივობას, დიკლოფენაკის ნატრიუმმა ან სხვა ასაპ-მა შესაძლოა ხელი შეუწყონ ბრონქოსპაზმის განვითარებას ისეთ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ ან ანამნეზში უფიქსირდებათ ბრონქული ასთმა.
ნაყოფიერება ქალებში:
დიკლოფენაკმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფიერებაზე ქალებში, შესაბამისად არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დიკლოფენაკის შეწყვეტის საკითხი, როდესაც ქალებს აქვთ დაორსულების პრობლემა ან უტარდებათ უნაყოფობის კვლევები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შემდეგი ურთიერთქმედებები დაფიქსირდა დიკლოფენაკის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების და/ან დიკლოფენაკის სხვა ფორმების მიღებისას.
ლითიუმი: ერთობლივად მიღებისას დიკლოფენაკმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის ზრდა. რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის კონტროლი.
დიგოქსინი: ერთობლივად მიღებისას დიკლოფენაკმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის ზრდა. რეკომენდებულია შრატში დიგოქსინის დონის კონტროლი.
დიურეტიკები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: სხვა ასაპ-ის მსგავსად, დიკლოფენაკის დიურეტიკებთან და ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან (მაგ.: ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები) ერთად მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება, რაც განპირობებულია ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვით.
შესაბამისად აღნიშნული კომბინაცია სიფრთხილით გამოიყენება, პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. საჭიროა პაციენტების სათანადო ჰიდრატაცია, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პერიოდულად თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება კომბინირებული მკურნალობის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით დიურეტიკების და ACE ინჰიბიტორების თვალსაზრისით, რადგან ნეფროტოქსიურობის რისკი იზრდება.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპერკალიემიას: კალიუმის შემნახველი დიურეტიკების, ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის ან ტრიმეტოპრიმის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მომატება, რაც საჭიროებს კონტროლს.
ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოციტული საშუალებები: სიფრთხილეა საჭირო, რადგან ერთობლივად მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის რისკი. მართალია კლინიკურ კვლევებში არ ვლინდება დიკლოფენაკის ზეგავლენა ანტიკოაგულანტების ეფექტზე, მაგრამ არსებობს ინფორმაცია ჰემორაგიის მომატებული რისკის შესახებ დიკლოფენაკის და ანტიკოაგულანტების ერთად მიღებისას. ამგვარად, ასეთი პაციენტები გულდასმით უნდა გაკონტროლდნენ, რომ გამოირიცხოს ანტიკოაგულანტის დოზის ცვლილების საჭიროება. სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მგავსად დიკლოფენაკის მაღალი დოზები მიღებამ შესაძლოა შექცევადად დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია.
სხვა ასაპ, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორები და კორტიკოსტეროიდები:
დიკლოფენაკის და სხვა სისტემური ასაპ-ის ან კორტიკოსტეროიდების ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარების რისკი. მოერიდეთ ორი ან მეტი ასაპ-ის ერთად მიღებას.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები: კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ვოლტაროლის მიღება შესაძლებელია პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად ისე, რომ არ იცვლება მათი კლინიკური ეფექტი. თუმცა დიკლოფენაკით მკურნალობისას არსებობს ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური ეფექტების ცალკეული შემთხვევები, რაც საჭიროებს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზების კორექციას. აქედან გამომდინარე, კომბინირებული მკურნალობის დროს სიფრთხილის თვალსაზრისით რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.
მეტოტრექსატი: დიკლოფენაკმა შესაძლოა დათრგუნოს მეტოტრექსატის მილაკოვანი თირკმლისმიერი კლირენსი, რაც იწვევს მეტოტრექსატის კონცენტრაციის ზრდას. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ასაპ-ის, მათ შორის დიკლოფენის და მეტოტრექსატის მიღებას შორის ინტერვალი 24 საათზე ნაკლებია, რადგან შესაძლოა გაიზარდოს სისხლში მეტოტრექსატის კონცენტრაცია და ტოქსიურობა. სერიოზული ტოქსიურობის შემთხვევები დაფიქსირდა მეტოტრექსატის და ასაპ-ის, მათ შორის დიკლოფენაკის 24 საათის განმავლობაში მიღებისას. აღნიშნული ურთიერთქმედება განპირობებულია მეტოტრექსატის აკუმულაციით, რასაც იწვევს ასაპ-ის მიღების დროს თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება.
ციკლოსპორინი: სხვა ასაპ-ის მსგავსად დიკლოფენაკმა შესაძლოა გამოიწვიოს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობის ზრდა, რაც განპირობებულია თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზემოქმედებით. შესაბამისად, იგი მიიღება უფრო დაბალი დოზებით ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც არ მკურნალობენ ციკლოსპორინით.
ტაკროლიმუსი: ასაპ-ის და ტაკროლიმუსის ერთობლივად მიღებისას მოსალოდნელია ნეფროტოქსიურობის რისკის ზრდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს თირკმლის პროსტაგლანდინებზე როგორც ასაპ-ის, ასევე კალცინევრინის ინჰიბიტორის ზეგავლენით.
ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები: ქინოლონების და ასაპ-ის ურთიერთქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვულსიები, რაც მოსალოდნელია პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ ან არ აქვთ ეპილეფსია ან კონვულსიები. შესაბამისად სიფრთხილით ინიშნება ქინოლონი პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ასაპ-ს.
ფენიტოინი: ფენიტოინის დიკლოფენაკთან ერთად მიღებისას რეკომენდებულია პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის გაკონტროლება, რადგან არსებობს ფენიტოინის ზემოქმედების ზრდის ალბათობა.
კოლესტიპოლი და ქოლესტირამინი: აღნიშნულმა საშუალებებმა შესაძლოა მოახდინონ დიკლოფენაკის შეწოვის დაყოვნების ან შემცირების სტიმულირება. შესაბამისად დიკლოფენაკის მიღება რეკომენდებულია კოლესტიპოლის/ქოლესტირამინის მიღებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ.
საგულე გლიკოზიდები: საგულე გლიკოზიდების და ასაპ-ის კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობის გართულება, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (GFR) შემცირება და პლაზმაში გლიკოზიდების დონის მომატება.
მიფეპრისტონი: ასაპ არ გამოიყენება მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღე, რადგან ასაპ-მა შესაძლოა შეამციროს მიფეპრისტონის ეფექტი.
CYP2C9-ის ძლიერი ინჰიბიტორები: სიფრთხილეა რეკომენდებული დიკლოფენაკის და CYP2C9-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთობლივად დანიშვნისას, რადგან დიკლოფენაკის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გამო შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დიკლოფენაკის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები და ზემოქმედება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვამ შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და/ან ჩანასახის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების მიხედვით ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის მიღებისას იზრდება მუცლის მოშლის და/ან გულის მანკების და გასტროშიზის განვითარების რისკი. გულსიხლძარღვთა სისტემის მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი გაიზარდა <1%-დან დაახლოებით 1.5%-მდე.
რისკი იზრდება დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. ცხოველებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის მიღებამ გამოიწვია პრე- და პოსტ-იმპლანტაციური დანაკარგის და ემბრიოფეტალური ლეტალურობის ზრდა.
გარდა ამისა, ცხოველებში ორგანოგენეზის პერიოდში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის მიღებისას დაფიქსირდა სხვადასხვა სახის პათოლოგიების, მათ შორის გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული მანკების სიხშირის ზრდა. ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულება ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში დიკლოფენაკის მიღებისას უნდა დაინიშნოს უმცირესი დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთეზის ნებისმიერი ინჰიბიტორის მიღებისას ნაყოფს შესაძლოა განუვითარდეს: კარდიოპულმონარული ტოქსიურობა (არტერიული სადინრის ნაადრევად დახურვა და პულმონარული ჰიპერტენზია), თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რაც შესაძლოა გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში ოლიგო-ჰიდროამნიოზით.
დედა და ახალშობილი, ორსულობის ბოლო პერიოდი:
ძალიან დაბალი დოზების მიღების შემთხვევაშიც კი შესაძლოა აღინიშნოს სისხლდენის დროის, ანტიაგრეგაციული ეფექტის გახანგრძლივება, საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რაც იწვეევს მშობიარობის დაყოვნებას და გახანგრძლივებას. დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ლაქტაცია
სხვა ასაპ-ის მსგავსად დიკლოფენაკი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. შესაბამისად, ჩვილებში გვერდითი ეფექტების თავიდან არიდების მიზნით დიკლოფენაკი არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:
პაციეტებმა თავი უნდა შეიკავონ ტრანსპორტის მართვისგან და მექანიმების გამოყენებისგან თუ ასაპ-ის მიღებისას აღინიშნა მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ძილიანობა, ცენტრალური ნერვულის სისტემის დარღვევები ან დაღლილობა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ეფექტები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით, პირველ რიგში მოცემულია ყველაზე ხშირი მოვლენები, გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000, <1/100); იშვიათი (≥1/10,000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
მოცემული გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა ხანმოკლე ან ხანგრძლივი მკურნალობისას:
ინფექციები და ინვაზიები
უცნობი
ნეკროზი ინექციის ადგილას.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (მათ შორის ლემოლიზური და აპლასტიური ანემია), აგრანულოციტოზი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი
ძალიან იშვიათი
ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის ჰიპოტენზია და შოკი).
ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის სახის შეშუპება).
ფსიქიატრიული დარღვევები
ძალიან იშვიათი
ორიენტაციის დარღვევა, დეპრესია, უძილობა, კოშმარები, გაღიზიანება, ფსიქიკური დარღვევა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ძილიანობა, დაღლილობა.
პარესთეზია, მეხსიერების გაუარესება,
კონვულსიები, შფოთვა, კანკალი, ასეპტიკური მენინგიტი, გემოს დარღვევები, ცერებროვასკულარული შემთხვევა.
გონების არევა, ჰალუცინაციები, შეგრძნების პრობლემები, სისუსტე.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ძალიან იშვიათი
უცნობი
მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია.
თვალის ნევრიტი
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ
ხშირი
ძალიან იშვიათი
ვერტიგო.
ტინიტუსი, სმენის დაქვეითება.
დარღვევები გულის მხრივ
ნაკლებად ხშირი*
მიოკარდიული ინფარქტი, გულის უკმარისობა, გულისცემის აჩქარება, ტკივილი გულმკერდის არეში.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი
ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ვასკულიტი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
იშვიათი
ძალიან იშიათი
ასთმა (მათ შორის დისპნოე).
პნევმონიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი
გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია,
მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ანორექსია.
გასტრიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან,
ჰემატემეზისი, ჰემორაგიული დიარეა,
მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული სისხლდენით ან ან პერფორაციით ან მათ გარეშე (ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში).
კოლიტი (მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გართულება), ყაბზობა, სტომატიტი (მათ შორის წყლულოვანი სტომატიტი), გლოსიტი, საყლაპავთან დაკავშირებული პრობლემები, ნაწლავის მემბრანული სტრიქტურები, პანკრეატიტი.
იშემიური კოლიტი.
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
ტრანსამინაზების მომატება.
ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის პრობლემები.
ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
გამონაყარი.
ჭინჭრის ციება.
ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიაციური დერმატიტი, თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია, პურპურა, ალერგიული პურპურა, ქავილი.
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ
ძალიან იშვიათი
თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ძალიან იშვიათი
იმპოტენცია
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა ინექციის ადგილას
ხშირი
იშვიათი
რეაქცია ინექციის ადგილას, ტკივილი ინექციის ადგილას,
გამკვრივება ინექციის ადგილას
შეშუპება
- სიხშირე ასახავს მაღალი დოზებით (150 მგ/დღეში) ხანგრძლივი მკურნალობის დროს დაფიქსირებულ მონაცემებს.
კლინიკური ცდების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით მუდმივად იზრდება არტერიული თრომბული მოვლენების (მაგ.: მიოკარდიული ინფარქტი ან ინსულტი) რისკი, რომელიც უკავშირდება დიკლოფენაკის, განსაკუთრებით კი მაღალი დოზების (150 მგ დღეში) მიღებას და ხანგრძლივ მკურნალობას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დიკლოფენაკის დოზის გადაჭარბების ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს. დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრული ტკივილი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დიარეა, თავბრუსხვევა, ორიენტაციის დაკარგვა, აღელვება, კომა, ძილიანობა, ტინიტუსი, გულის წასვლა ან კონვულსიები. სერიოზული მოწამვლის დროს შესაძლოა აღინიშნოს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
თერაპიული ზომები
საჭიროების შესაბამისად პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სიმპტომური მკურნალობა. პრეპარატის პოტენციურად ტოქსიური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში ინიშნება აქტივირებული ნახშირი. ასევე, მოზრდილებში პოტენციურად ტოქსიური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში შესაძლოა გაკეთდეს კუჭის ამორეცხვა. ხშირი ამ ხანგრძლივი კონვულსიების შემთხვევაში ინტრავენურად კეთდება დიაზეპამი. პაციენტის კლინიკური მდგომარების მიხედვით შესაძლებელია სხვა ზომების მიღება.
შემადგენლობა
თითო მლ შეიცავს:
დიკლოფენაკის ნატრიუმი BP 25 მგ
ბენზილის სპირტი BP 4% v/v (კონსერვანტის სახით)
საინექციო წყალი BP საჭირო რაოდენობით
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, უწყლო ნატრიუმის სულფიტი, პროპილენ გლიკოლი, მარილმჟავა
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზმი:
დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექცია არის გამოხატული ანალგეზიური/ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე არასტეროიდული საშუალება. იგი არის პროსტაგლანდინის სინთეტაზას (ციკლო-ოქსიგენაზა) ინჰიბიტორი. ინ ვიტრო პირობებში დიკლოფენაკის ნატრიუმი არ თრგუნავს პროტეოგლიკანის ბიოსინთეზს ხრტილებში ისეთი კონცენტრაციები შემთხვევაში, რომლებიც ექვივალენტურია ადამიანებში დაფიქსირებული კონცენტრაციებისა. ოპერაციის შემდგომი ტკივილის მოსახსნელად ოპიოიდებთან ერთად მიღებისას დიკლოფენაკის ნატრიუმი ხშირად ამცირებს ოპიოიდების საჭიროებას.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
75 მგ დიკლოფენაკის ინტრამუსკულარული ინექციის სახით მიღების შემდეგ შეწოვა ხდება მაშინვე და საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 2.558 ± 0.968 მკგ/მლ (2.5 მკგ/მლ ≡ 8 მკმოლი/ლ) მიიღწევა დაახლოებით 20 წუთში. შეწოვილი რაოდენობა სწორხაზოვნად პროპორციულია მიღებული დოზისა.
ინტრავენური ინფუზია: 75 მგ დიკლოფენაკის ინტრავენური ინფუზიის სახით 2 საათის განმავლობაში მიღებისას საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია არის 1.875 ± 0.436 მკგ/მლ (1.9 მკგ/მლ ≡ 5.9 მკმოლი/ლ). უფრო ხანმოკლე ინფუზიის შემთხვევაში იზრდება მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, ხოლო ხანგრძლივი ინფუზიის დროს კონცენტრაცია პროპოციულია ინფუზიის სიხშირისა 3-4 საათის შემდეგ. აღნიშნულის საპირისპიროდ მაქსიმალური დონის მიღწევის შემდეგ პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად იკლებს პერორალურად, რექტალურად ან ი.მ. მიღებისას.
ბიოშეღწევადობა:
ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ მრუდის ქვეშ არსებული სივრცის შეფარდება (AUC) დაახლოებით ორჯერ მეტია ვიდრე პერორალურად ან რექტალურად მიღებისას, რადგან არ ხდება “პირველადი გავლის” მეტაბოლიზმი.
განაწილება:
აქტიური ნივთიერება 99.7%-ით უკავშირდება ცილებს, ძირითადად ალბუმინს (99.4%).
დიკლოფენაკი ხვდება სინოვიალურ სითხეში, სადაც მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრება მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევიდან 2-4 საათში. სინოვიალური სითხიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდი არის 3-6 საათი. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევიდან ორი საათის შემდეგ აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია უფრო მაღალია სინოვიალურ სითხეში ვიდრე პლაზმაში და მაღალი რჩება დაახლოებით 12 საათი.
დიკლოფენაკის მცირე კონცენტრაცია (100 ნგ/მლ) აღმოჩნდა ერთი მეძუძური დედის რძეში. ძუძუზე მყოფი ჩვილის მიერ მიღებული დოზა არის 0.03 მგ/კგ/დღეში.
ბიოტრანსფორმაცია:
დიკლოფენაკის ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ხდება ნაწილობრივ მთლიანი მოლეკულის გლუკურონიდაციით, მაგრამ ძირითადად ერთჯერადი და მრავალჯერადი ჰიდროქსილაციით და მეტოქსილაციით, რომლის შედეგად წარმოიქმნება რამდენიმიმე ფენოლური მეტაბოლიტი, რომელთა უმეტესობა გარდაიქმნება გლუკურონიდის კონიუგატებად. ორი ფენოლური მეტაბოლიტი ბიოლოგიურად აქტიურია, მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე დიკლოფენაკი.
გამოყოფა:
დიკლოფენაკის საერთო სისტემური პლაზმური კლირენსი არის 263 ± 56 მლ/წთ (საშუალო მაჩვენებელი ±SD). პლაზმიდან საბოლოო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. ოთხი მეტაბოლიტის, მათ შორის ორი აქტიურის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი ხანმოკლეა და შეადგენს 1-3 საათს.
მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდში მთლიანი მოლეკულის გლუკურონიდის კონიუგატის და მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმეტესობა ასევე გარდაიქმნება გლუკურონიდის კონიუგატებად. დოზის <1% გამოიყოფა უცვლელი ფორმით. დოზის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღველის გავლით ფეკალიებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია - ფურცელი-ჩანართი
დიკლოგენი საინექციო ხსნარი 75 მგ/3 მლ
დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექცია (ი.მ./ი.ვ.)
შემადგენლობა:
თითო მლ შეიცავს:
დიკლოფენაკის ნატრიუმი BP 25 მგ
ბენზილის სპირტი BP 4% v/v (კონსერვანტის სახით)
საინექციო წყალი BP საჭირო რაოდენობით
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, უწყლო ნატრიუმის სულფიტი, პროპილენ გლიკოლი, მარილმჟავა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფარმაკოთერაპიული კატეგორია: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ)
ათქ კოდი: M01AB05
თერაპიული ჩვენებები:
ამპულები ინტრამუსკულარული (ი.მ.) გამოყენებისათვის: ამპულები ეფექტურია მწვავე ტკივილის, მათ შორის თირკმლის კოლიკის, ოსტეო- და რევმატოიდული ართრიტის, ზურგის მწვავე ტკივილის, მწვავე პოდაგრის, მწვავე ტრავმის და მოტეხილობების და ოპერაციის შემდგომი ტკივილის დროს.
ამპულები ინტრავენური (ი.ვ.) ინფუზიის დროს გამოყენებისთვის: ოპერაციის შემდგომი ტკივილის მკურნალობა ან პროფილაქტიკა სტაციონარულ პირობებში.
დოზები და მიღების წესი:
არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია თუ სიმპტომების გასაკონტროლებლად გამოიყენება უმცირესი ეფექტური დოზები, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით.
მოზრდილები: დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექცია (ი.მ. ან ი.ვ.) მიიღება არაუმეტეს ორი დღე.
ინტრამუსკულარული ინექცია: ინტრამუსკულარული ინექციის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს შემდეგი მითითებები იმისათვის, რომ არ მოხდეს ინექციის ადგილას ნერვის ან სხვა ქსოვილის დაზიანება.
ერთი ამპულა დღეში ერთჯერ (ან მწვავე შემთხვევებში ორჯერ) ინტრამუსკულარულად, კეთდება ღრმად დუნდულა კუნთში ზედა, გარე მეოთხედში. თუ საჭიროა დღეში ორი ინექცია, სასურველია მეორე ინექცია გაკეთდეს მეორე დუნდულოზე.
თირკმლის კოლიკა: ერთი 75 მგ ამპულა ინტრამუსკულარულად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მეორე ამპულის შეყვანა 30 წუთის შემდეგ. დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექციის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა არის 150 მგ.
ინტრავენური ინფუზია: უშუალოდ ინტრავენური ინფუზიის დაწყებამდე, იგი უნდა განზავდეს 100-500 მლ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში (0.9%) ან გლუკოზის ხსნარში (5%). ორივე ხსნარის ბუფერიზება უნდა მოხდეს ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარით (0.5 მლ 8.4% ან 1 მლ 4.2%). გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი.
დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექცია არ კეთდება ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით.
რეკომენდებულია ორი ალტერნატიული რეჟიმი:
ოპერაციის შემდგომი ზომიერი-მწვავე ტკივილის დროს 75 მგ-ის ინფუზია უნდა მოხდეს უწყვეტად 30 წუთიდან 2 საათამდე პერიოდში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს 4-6 საათში ისე, რომ 24 საათის განმავლობაში დოზამ არ გადააჭარბოს 150 მგ-ს.
ოპერაციის შემდგომი ტკივილის პროფილაქტიკისათვის დამტვირთავი დოზის 25 მგ-50 მგ-ის ინფუზია უნდა მოხდეს ოპერაციის შემდეგ 15 წუთიდან 1 საათამდე პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი უწყვეტი ინფუზიის სახით მიიღება დაახლოებით 5 მგ საათში მაქსიმალურ დღიურ 150 მგ დოზამდე.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმულები
მართალია ხანდაზმულ პაციენტებში არ აღინიშნება დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუარესება, მაგრამ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ასეთ პაციენტებში, რომლებიც ზოგადად უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გვერდითი რეაქციების განვითარების მიმართ. კერძოდ, რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზების მიღება დასუსტებულ ან მცირე წონის ხანდაზმულ პაციენტებში (ასევე იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები“) და ასაპ-ით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პაციენტის კონტროლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის თვალსაზრისით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების მქონე პაციენტებში. სპეციფიური კვლევები არ ჩატარებულა თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში; შესაბამისად დოზის კორექციასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები ვერ კეთდება. დიკლოფენაკი სიფრთხილით მიიღება თირკმლის ფუნქციის მსუბუქი-ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების მქონე პაციენტებში. სპეციფიური კვლევები არ ჩატარებულა ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში; შესაბამისად დოზის კორექციასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები ვერ კეთდება. დიკლოფენაკი სიფრთხილით მიიღება ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი-ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში.
ბავშვები
დიკლოფენაკი ნატრიუმის ინექცია არ არის რეკომენდებული ბავშვებში.
რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა არის 150 მგ.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის, ნატრიუმის მეტაბისულფიტის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
კუჭის ან ნაწლავის აქტიური წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან პერფორაცია ანამნეზში, რაც გამოწვეული იყო ასაპ-ის მიღებით.
აქტიური ან მორეციდივე პეპტიკური წყლული/სისხლდენა ანამნეზში (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი გამოხატული ეპიზოდი)
ორსულობის ბოლო ტრიმესტრი
ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა
დადგენილი გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II-IV), გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) მსგავსად, დიკლოფენაკი ასევე უკუნაჩვენებია ისეთ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ასთმის შეტევების, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების ან მწვავე რინიტის დაჩქარებას იწვევს იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.
კონკრეტულად ი.ვ. გამოყენების დროს
ასაპ-ის ან ანტიკოაგულანტის (მათ შორის ჰეპარინის დაბალი დოზა) თანმხლები მიღება.
ანამნეზში ჰემორაგიული დიათეზი, ანამნეზში დადასტურებული ან საეჭვო ცერებროვასკულარული სისხლდენა.
ოპერაციები, როდესაც სისხლდენის რისკი მაღალია.
ასთმა ანამნეზში.
თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მწვავე დარღვევები (შრატში კრეატინინი >160 მკმოლი/ლ).
ჰიპოვულემია ან დეჰიდრატაცია ნებისმიერი მიზეზით.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
ზოგადი
დიკლოფენაკის და სისტემური ასაპ-ის, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ერთობლივად მიღება თავიდან უნდა იქნას არიდებული, რადგან არ არსებობს სინერგიული სარგებელის და მოსალოდნელი დამატებითი გვერდითი ეფექტების დამადასტურებელი ფაქტები.
სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში არსებული ჩვენებების გამო. განსაკუთრებით რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზების მიღება დასუსტებულ ან მცირე წონის ხანდაზმულ პაციენტებში.
სხვა ასაპ-ის მსგავსად დიკლოფენაკის მიღებისას იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები თუ მანამდე არ მიიღებოდა პრეპარატი.
სხვა ასაპ-ის მსგავსად ფარმაკოდინამიკური თვისებების გამო დიკლოფენაკმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები.
ინტრამუსკულარული ინექციის წესები მკაცრად უნდა იყოს დაცული, რომ ინექციის ადგილას არ განვითარდეს გვერდითი რეაქციები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კუნთების დამბლა, ჰიპოესთეზია და ნეკროზი.
ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ასაპ-ით, მათ შორის დიკლოფენაკით მკურნალობისას დაფიქსირდა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ჰემატემეზისი, მელენა), წყლული ან პერფორაცია, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს და განვითარდეს ნებისმიერ დროს მკურნალობის პერიოდში გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული სერიოზული მოვლენებით ან მათ გარეშე. ზოგადად აღნიშნულ მოვლენებს უფრო მწვავე შედეგები აქვთ ხანდაზმულ პაციენტებში. პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს თუ დიკლოფენაკის მიღებისას პაციენტს აღენიშნა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან წყლული.
ასაპ-ის, მათ შორის დიკლოფენაკის მიღებისას საჭიროა პაციენტზე გულდასმით დაკვირვება, დიკლოფენაკი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ან ანამნეზი, რომელიც მიუთითებს კუჭის ან ნაწლავის წყლულზე, სისხლდენაზე ან პერფორაციაზე. კუჭ-ნალწავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი იზრდება ასაპ-ის, მათ შორის დიკლოფენაკის დოზების მომატებისას და ისეთ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლული, განსაკუთრებით ჰემორაგიით ან პერფორაციით გართულებული.
ხანდაზმულ პაციენტებში იზრდება ასაპ-ით გამოწვეული გვერდითი რეაქციების, განსაკუთერებით კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და პერფორაციის სიხშირე, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩდნეს.
პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლული, განსაკუთრებით ჰემორაგიით ან პერფორაციით გართულებული, ასევე ხანდაზმულებში კუწ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ტოქსიურობის რისკის შემცირების მიზნით მკურნალობა უნდა ჩატარდეს უმცირესი ეფექტური დოზებით.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კომბინირებული მკურნალობა პროტექტორულ საშუალებებთან (მაგ.: მიზოპროსტოლი ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები) ასეთ პაციენტებში და ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ისეთი კომბინაციის მიღება, რომელშიც შედის აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზები (ASA/ასპრინი ან პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ რისკს).
პაციეტებმა, რომელთაც ანამნეზში აღენიშნაბათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ტოქსიურობა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა უნდა დააფიქსირონ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი რომელიც უკავშირდება მუცლის ღრუს (განსაკუთრებით სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან).
რეკომენდებულია სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც ერთობლივად ღებულობენ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ წყლულის ან სისხლენის რისკის ზრდა, როგორიც არის სისტემური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, მაგ.: ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) ან ანტითრომბოციტული საშუალებები, მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა.
საჭიროა გულდასმით დაკვირვება და სიფრთხილე წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან აღნიშნული მდგომარეობები შესაძლოა გართულდეს.
ეფექტები ღვიძლის მხრივ:
საჭიროა ყურადღებით დაკვირვება, როდესაც დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექცია ინიშნება პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია, რადგან შესაძლოა გართულდეს მდგომარეობა.
ასაპ-ის, მათ შორის დიკლოფენაკის მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს ღვიძლის ერთი ან რამდენიმე ფერმენტის მაჩვენებლები. დიკლოფენაკის ხანგრძლივად მიღებისას სიფრთხილის მიზნით რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქცია.
დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექციის მიღება უნდა შეწყდეს თუ ღვიძლის ფუნქციური ანალიზების მაჩვენებლების გადახრები ნარჩუნდება ან უარესდება, ვითარდება ღვიძლის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები ან აღინიშნება სხვა სახის გამოლინებები.
დიკლოფენაკის მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ჰეპატიტი პროდრომალური სიმპტომების გარეშე.
დიკლოფენაკი სიფრთხილით მიიღება ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს შეტევის პროვოცირება.
ეფექტები თირკმლის მხრივ:
ასაპ-ით, მათ შორის დიკლოფენაკით მკურნალობისას დაფიქსირდა სითხის შეკავება და შეშუპება, შესაბამისად განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ გულის ან თირკმლის ფუნქცია, ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზია, ხანდაზმულებში, პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ დიურეტიკებს ან ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე, ასევე ნებისმიერი მიზეზით უჯრედგარე სითხის მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირების დროს, მაგ.: ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში დიკლოფენაკის მიღებისას სიფრთხილის მიზნით რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ, როგორც წესი მდგომარეობა უბრუნდება მკურნალობის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას.
ეფექტები კანის მხრივ:
ასაპ-ით მკურნალობისას ძალიან იშვიათად აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები, ზოგჯერ ფატალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. მოცემული რეაქციების განვითარების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის საწყის ეტაპზე: რეაქციების უმეტესობა ვლინდება მკურნალობის პირველ თვეს. დიკლოფენაკის ნატრიუმის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სიმპტომის პირველივე გამოვლინებისას.
სისტემური წითელი მგლურა (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება:
სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში იზრდება ასპეტიკური მენინგიტის რისკი.
კარდიოვასკულარული და ცერებროვასკულარული ეფექტები:
დიკლოფენაკი სიფრთხილით მიიღება გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორების (მაგ.: ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიპდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა) მქონე პაციენტებში. დიკლოფენაკის მიღებისას დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად შესაძლოა გაიზარდოს გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები, შესაბამისად მკურნალობა უნდა ჩატარდეს უმცირესი ეფექტური დოზებით, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით. პერიოდულად უნდა შეფასდეს სიმპტომების მოხსნის საჭიროება და მკურნალობაზე რეაგირება.
საჭიროა სათანადო კონტროლი და კონსულტაცია პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერტენზა და/ან მსუბუქი-ზომიერი ხარისხის გულის შეგუბებითი უკმარისობა, რადგან ასაპ-ით, მათ შორის დიკლოფენაკით მკურნალობისას დაფიქსირდა სითხის შეკავება და შეშუპება.
კლინიკური ცდების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით მუდმივად იზრდება არტერიული თრომბული მოვლენების (მაგ.: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) რისკი, რომელიც უკავშირდება დიკლოფენაკის, განსაკუთრებით კი მაღალი დოზების (150 მგ დღეში) მიღებას და ხანგრძლივ მკურნალობას.
დიკლოფენაკი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დადგენილი გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადება და/ან ცერებროვასკულარული დაავადება.
ჰემატოლოგიური ეფექტები:
სხვა ასაპ-ის მსგავსად დიკლოფენაკის ხანგრძლივად მიღებისას რეკომენდებულია სისხლის ანალიზის გაკონტროლება.
დიკლოფენაკმა შესაძლოა შექცევადად დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია. საჭიროა ყურადღებით კონტროლი ჰემოსტაზის პრობლემების, ჰემორაგიული დიათეზის ან ჰემატოლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებში.
არსებული ასთმა:
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ასთმა, სეზონური ალერგიული რინიტი, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება (ცხვირის პოლიპები), ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით თუ ახასიათებს ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომები), ასაპ-ზე რეაქცია, როგორიც არის ასთმის გართულება (ე.წ. ანალგეტიკების აუტანლობა/ანალგეზიური ასთმა), კვინკეს შეშუპება ან ჭინჭრის ციება უფრო ხშირია ვიდრე სხვა პაციენტებში. შესაბამისად, ასეთ პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული (მზადყოფნა გადაუდებელი დახმარებისათვის). ასევე სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც ალერგიულნი არიან სხვა სუბსტანციების მიმართ (კანის ალერგიული რეაქციები, ქავილი ან ჭინჭრის ციება).
სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც თრგუნავენ პროსტაგლანდინის სინთეტაზას აქტივობას, დიკლოფენაკის ნატრიუმმა ან სხვა ასაპ-მა შესაძლოა ხელი შეუწყონ ბრონქოსპაზმის განვითარებას ისეთ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ ან ანამნეზში უფიქსირდებათ ბრონქული ასთმა.
ნაყოფიერება ქალებში:
დიკლოფენაკმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფიერებაზე ქალებში, შესაბამისად არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დიკლოფენაკის შეწყვეტის საკითხი, როდესაც ქალებს აქვთ დაორსულების პრობლემა ან უტარდებათ უნაყოფობის კვლევები.
პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
შემდეგი ურთიერთქმედებები დაფიქსირდა დიკლოფენაკის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების და/ან დიკლოფენაკის სხვა ფორმების მიღებისას.
ლითიუმი: ერთობლივად მიღებისას დიკლოფენაკმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის ზრდა. რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის კონტროლი.
დიგოქსინი: ერთობლივად მიღებისას დიკლოფენაკმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის ზრდა. რეკომენდებულია შრატში დიგოქსინის დონის კონტროლი.
დიურეტიკები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: სხვა ასაპ-ის მსგავსად, დიკლოფენაკის დიურეტიკებთან და ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან (მაგ.: ბეტა-ბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები) ერთად მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება, რაც განპირობებულია ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვით.
შესაბამისად აღნიშნული კომბინაცია სიფრთხილით გამოიყენება, პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. საჭიროა პაციენტების სათანადო ჰიდრატაცია, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პერიოდულად თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება კომბინირებული მკურნალობის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით დიურეტიკების და ACE ინჰიბიტორების თვალსაზრისით, რადგან ნეფროტოქსიურობის რისკი იზრდება.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპერკალიემიას: კალიუმის შემნახველი დიურეტიკების, ციკლოსპორინის, ტაკროლიმუსის ან ტრიმეტოპრიმის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მომატება, რაც საჭიროებს კონტროლს.
ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოციტული საშუალებები: სიფრთხილეა საჭირო, რადგან ერთობლივად მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის რისკი. მართალია კლინიკურ კვლევებში არ ვლინდება დიკლოფენაკის ზეგავლენა ანტიკოაგულანტების ეფექტზე, მაგრამ არსებობს ინფორმაცია ჰემორაგიის მომატებული რისკის შესახებ დიკლოფენაკის და ანტიკოაგულანტების ერთად მიღებისას. ამგვარად, ასეთი პაციენტები გულდასმით უნდა გაკონტროლდნენ, რომ გამოირიცხოს ანტიკოაგულანტის დოზის ცვლილების საჭიროება. სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მგავსად დიკლოფენაკის მაღალი დოზები მიღებამ შესაძლოა შექცევადად დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია.
სხვა ასაპ, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორები და კორტიკოსტეროიდები:
დიკლოფენაკის და სხვა სისტემური ასაპ-ის ან კორტიკოსტეროიდების ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარების რისკი. მოერიდეთ ორი ან მეტი ასაპ-ის ერთად მიღებას.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები: სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები: კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ვოლტაროლის მიღება შესაძლებელია პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად ისე, რომ არ იცვლება მათი კლინიკური ეფექტი. თუმცა დიკლოფენაკით მკურნალობისას არსებობს ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური ეფექტების ცალკეული შემთხვევები, რაც საჭიროებს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზების კორექციას. აქედან გამომდინარე, კომბინირებული მკურნალობის დროს სიფრთხილის თვალსაზრისით რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი.
მეტოტრექსატი: დიკლოფენაკმა შესაძლოა დათრგუნოს მეტოტრექსატის მილაკოვანი თირკმლისმიერი კლირენსი, რაც იწვევს მეტოტრექსატის კონცენტრაციის ზრდას. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ასაპ-ის, მათ შორის დიკლოფენის და მეტოტრექსატის მიღებას შორის ინტერვალი 24 საათზე ნაკლებია, რადგან შესაძლოა გაიზარდოს სისხლში მეტოტრექსატის კონცენტრაცია და ტოქსიურობა. სერიოზული ტოქსიურობის შემთხვევები დაფიქსირდა მეტოტრექსატის და ასაპ-ის, მათ შორის დიკლოფენაკის 24 საათის განმავლობაში მიღებისას. აღნიშნული ურთიერთქმედება განპირობებულია მეტოტრექსატის აკუმულაციით, რასაც იწვევს ასაპ-ის მიღების დროს თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება.
ციკლოსპორინი: სხვა ასაპ-ის მსგავსად დიკლოფენაკმა შესაძლოა გამოიწვიოს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობის ზრდა, რაც განპირობებულია თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზემოქმედებით. შესაბამისად, იგი მიიღება უფრო დაბალი დოზებით ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც არ მკურნალობენ ციკლოსპორინით.
ტაკროლიმუსი: ასაპ-ის და ტაკროლიმუსის ერთობლივად მიღებისას მოსალოდნელია ნეფროტოქსიურობის რისკის ზრდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს თირკმლის პროსტაგლანდინებზე როგორც ასაპ-ის, ასევე კალცინევრინის ინჰიბიტორის ზეგავლენით.
ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები: ქინოლონების და ასაპ-ის ურთიერთქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვულსიები, რაც მოსალოდნელია პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ ან არ აქვთ ეპილეფსია ან კონვულსიები. შესაბამისად სიფრთხილით ინიშნება ქინოლონი პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ასაპ-ს.
ფენიტოინი: ფენიტოინის დიკლოფენაკთან ერთად მიღებისას რეკომენდებულია პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის გაკონტროლება, რადგან არსებობს ფენიტოინის ზემოქმედების ზრდის ალბათობა.
კოლესტიპოლი და ქოლესტირამინი: აღნიშნულმა საშუალებებმა შესაძლოა მოახდინონ დიკლოფენაკის შეწოვის დაყოვნების ან შემცირების სტიმულირება. შესაბამისად დიკლოფენაკის მიღება რეკომენდებულია კოლესტიპოლის/ქოლესტირამინის მიღებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ.
საგულე გლიკოზიდები: საგულე გლიკოზიდების და ასაპ-ის კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობის გართულება, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (GFR) შემცირება და პლაზმაში გლიკოზიდების დონის მომატება.
მიფეპრისტონი: ასაპ არ გამოიყენება მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღე, რადგან ასაპ-მა შესაძლოა შეამციროს მიფეპრისტონის ეფექტი.
CYP2C9-ის ძლიერი ინჰიბიტორები: სიფრთხილეა რეკომენდებული დიკლოფენაკის და CYP2C9-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთობლივად დანიშვნისას, რადგან დიკლოფენაკის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გამო შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დიკლოფენაკის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები და ზემოქმედება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვამ შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და/ან ჩანასახის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების მიხედვით ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის მიღებისას იზრდება მუცლის მოშლის და/ან გულის მანკების და გასტროშიზის განვითარების რისკი. გულსიხლძარღვთა სისტემის მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი გაიზარდა <1%-დან დაახლოებით 1.5%-მდე.
რისკი იზრდება დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად. ცხოველებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის მიღებამ გამოიწვია პრე- და პოსტ-იმპლანტაციური დანაკარგის და ემბრიოფეტალური ლეტალურობის ზრდა.
გარდა ამისა, ცხოველებში ორგანოგენეზის პერიოდში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორის მიღებისას დაფიქსირდა სხვადასხვა სახის პათოლოგიების, მათ შორის გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული მანკების სიხშირის ზრდა. ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულება ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში დიკლოფენაკის მიღებისას უნდა დაინიშნოს უმცირესი დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდით.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთეზის ნებისმიერი ინჰიბიტორის მიღებისას ნაყოფს შესაძლოა განუვითარდეს: კარდიოპულმონარული ტოქსიურობა (არტერიული სადინრის ნაადრევად დახურვა და პულმონარული ჰიპერტენზია), თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რაც შესაძლოა გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში ოლიგო-ჰიდროამნიოზით.
დედა და ახალშობილი, ორსულობის ბოლო პერიოდი:
ძალიან დაბალი დოზების მიღების შემთხვევაშიც კი შესაძლოა აღინიშნოს სისხლდენის დროის, ანტიაგრეგაციული ეფექტის გახანგრძლივება, საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რაც იწვეევს მშობიარობის დაყოვნებას და გახანგრძლივებას. დიკლოფენაკი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ლაქტაცია
სხვა ასაპ-ის მსგავსად დიკლოფენაკი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. შესაბამისად, ჩვილებში გვერდითი ეფექტების თავიდან არიდების მიზნით დიკლოფენაკი არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:
პაციეტებმა თავი უნდა შეიკავონ ტრანსპორტის მართვისგან და მექანიმების გამოყენებისგან თუ ასაპ-ის მიღებისას აღინიშნა მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ძილიანობა, ცენტრალური ნერვულის სისტემის დარღვევები ან დაღლილობა.
გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტები დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით, პირველ რიგში მოცემულია ყველაზე ხშირი მოვლენები, გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000, <1/100); იშვიათი (≥1/10,000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
მოცემული გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა ხანმოკლე ან ხანგრძლივი მკურნალობისას:
ინფექციები და ინვაზიები
უცნობი
ნეკროზი ინექციის ადგილას.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი
თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (მათ შორის ლემოლიზური და აპლასტიური ანემია), აგრანულოციტოზი.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი
ძალიან იშვიათი
ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (მათ შორის ჰიპოტენზია და შოკი).
ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის სახის შეშუპება).
ფსიქიატრიული დარღვევები
ძალიან იშვიათი
ორიენტაციის დარღვევა, დეპრესია, უძილობა, კოშმარები, გაღიზიანება, ფსიქიკური დარღვევა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ძილიანობა, დაღლილობა.
პარესთეზია, მეხსიერების გაუარესება,
კონვულსიები, შფოთვა, კანკალი, ასეპტიკური მენინგიტი, გემოს დარღვევები, ცერებროვასკულარული შემთხვევა.
გონების არევა, ჰალუცინაციები, შეგრძნების პრობლემები, სისუსტე.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ძალიან იშვიათი
უცნობი
მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია.
თვალის ნევრიტი
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ
ხშირი
ძალიან იშვიათი
ვერტიგო.
ტინიტუსი, სმენის დაქვეითება.
დარღვევები გულის მხრივ
ნაკლებად ხშირი*
მიოკარდიული ინფარქტი, გულის უკმარისობა, გულისცემის აჩქარება, ტკივილი გულმკერდის არეში.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ძალიან იშვიათი
ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ვასკულიტი.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
იშვიათი
ძალიან იშიათი
ასთმა (მათ შორის დისპნოე).
პნევმონიტი.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობი
გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია,
მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ანორექსია.
გასტრიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან,
ჰემატემეზისი, ჰემორაგიული დიარეა,
მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული სისხლდენით ან ან პერფორაციით ან მათ გარეშე (ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში).
კოლიტი (მათ შორის ჰემორაგიული კოლიტი და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გართულება), ყაბზობა, სტომატიტი (მათ შორის წყლულოვანი სტომატიტი), გლოსიტი, საყლაპავთან დაკავშირებული პრობლემები, ნაწლავის მემბრანული სტრიქტურები, პანკრეატიტი.
იშემიური კოლიტი.
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
ტრანსამინაზების მომატება.
ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის პრობლემები.
ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
გამონაყარი.
ჭინჭრის ციება.
ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიაციური დერმატიტი, თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია, პურპურა, ალერგიული პურპურა, ქავილი.
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ
ძალიან იშვიათი
თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი, ინტერსტიციური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ
ძალიან იშვიათი
იმპოტენცია
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა ინექციის ადგილას
ხშირი
იშვიათი
რეაქცია ინექციის ადგილას, ტკივილი ინექციის ადგილას,
გამკვრივება ინექციის ადგილას
შეშუპება
- სიხშირე ასახავს მაღალი დოზებით (150 მგ/დღეში) ხანგრძლივი მკურნალობის დროს დაფიქსირებულ მონაცემებს.
კლინიკური ცდების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით მუდმივად იზრდება არტერიული თრომბული მოვლენების (მაგ.: მიოკარდიული ინფარქტი ან ინსულტი) რისკი, რომელიც უკავშირდება დიკლოფენაკის, განსაკუთრებით კი მაღალი დოზების (150 მგ დღეში) მიღებას და ხანგრძლივ მკურნალობას.
ჭარბი დოზა:
სიმპტომები
დიკლოფენაკის დოზის გადაჭარბების ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს. დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრული ტკივილი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დიარეა, თავბრუსხვევა, ორიენტაციის დაკარგვა, აღელვება, კომა, ძილიანობა, ტინიტუსი, გულის წასვლა ან კონვულსიები. სერიოზული მოწამვლის დროს შესაძლოა აღინიშნოს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება.
თერაპიული ზომები
საჭიროების შესაბამისად პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სიმპტომური მკურნალობა. პრეპარატის პოტენციურად ტოქსიური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში ინიშნება აქტივირებული ნახშირი. ასევე, მოზრდილებში პოტენციურად ტოქსიური დოზის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში შესაძლოა გაკეთდეს კუჭის ამორეცხვა. ხშირი ამ ხანგრძლივი კონვულსიების შემთხვევაში ინტრავენურად კეთდება დიაზეპამი. პაციენტის კლინიკური მდგომარების მიხედვით შესაძლებელია სხვა ზომების მიღება.
ფარმაკოდინამიკა:
მოქმედების მექანიზმი:
დიკლოფენაკის ნატრიუმის ინექცია არის გამოხატული ანალგეზიური/ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე არასტეროიდული საშუალება. იგი არის პროსტაგლანდინის სინთეტაზას (ციკლო-ოქსიგენაზა) ინჰიბიტორი. ინ ვიტრო პირობებში დიკლოფენაკის ნატრიუმი არ თრგუნავს პროტეოგლიკანის ბიოსინთეზს ხრტილებში ისეთი კონცენტრაციები შემთხვევაში, რომლებიც ექვივალენტურია ადამიანებში დაფიქსირებული კონცენტრაციებისა. ოპერაციის შემდგომი ტკივილის მოსახსნელად ოპიოიდებთან ერთად მიღებისას დიკლოფენაკის ნატრიუმი ხშირად ამცირებს ოპიოიდების საჭიროებას.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
75 მგ დიკლოფენაკის ინტრამუსკულარული ინექციის სახით მიღების შემდეგ შეწოვა ხდება მაშინვე და საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 2.558 ± 0.968 მკგ/მლ (2.5 მკგ/მლ ≡ 8 მკმოლი/ლ) მიიღწევა დაახლოებით 20 წუთში. შეწოვილი რაოდენობა სწორხაზოვნად პროპორციულია მიღებული დოზისა.
ინტრავენური ინფუზია: 75 მგ დიკლოფენაკის ინტრავენური ინფუზიის სახით 2 საათის განმავლობაში მიღებისას საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია არის 1.875 ± 0.436 მკგ/მლ (1.9 მკგ/მლ ≡ 5.9 მკმოლი/ლ). უფრო ხანმოკლე ინფუზიის შემთხვევაში იზრდება მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, ხოლო ხანგრძლივი ინფუზიის დროს კონცენტრაცია პროპოციულია ინფუზიის სიხშირისა 3-4 საათის შემდეგ. აღნიშნულის საპირისპიროდ მაქსიმალური დონის მიღწევის შემდეგ პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად იკლებს პერორალურად, რექტალურად ან ი.მ. მიღებისას.
ბიოშეღწევადობა:
ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად მიღების შემდეგ მრუდის ქვეშ არსებული სივრცის შეფარდება (AUC) დაახლოებით ორჯერ მეტია ვიდრე პერორალურად ან რექტალურად მიღებისას, რადგან არ ხდება “პირველადი გავლის” მეტაბოლიზმი.
განაწილება:
აქტიური ნივთიერება 99.7%-ით უკავშირდება ცილებს, ძირითადად ალბუმინს (99.4%).
დიკლოფენაკი ხვდება სინოვიალურ სითხეში, სადაც მაქსიმალური კონცენტრაცია განისაზღვრება მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევიდან 2-4 საათში. სინოვიალური სითხიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდი არის 3-6 საათი. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევიდან ორი საათის შემდეგ აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია უფრო მაღალია სინოვიალურ სითხეში ვიდრე პლაზმაში და მაღალი რჩება დაახლოებით 12 საათი.
დიკლოფენაკის მცირე კონცენტრაცია (100 ნგ/მლ) აღმოჩნდა ერთი მეძუძური დედის რძეში. ძუძუზე მყოფი ჩვილის მიერ მიღებული დოზა არის 0.03 მგ/კგ/დღეში.
ბიოტრანსფორმაცია:
დიკლოფენაკის ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ხდება ნაწილობრივ მთლიანი მოლეკულის გლუკურონიდაციით, მაგრამ ძირითადად ერთჯერადი და მრავალჯერადი ჰიდროქსილაციით და მეტოქსილაციით, რომლის შედეგად წარმოიქმნება რამდენიმიმე ფენოლური მეტაბოლიტი, რომელთა უმეტესობა გარდაიქმნება გლუკურონიდის კონიუგატებად. ორი ფენოლური მეტაბოლიტი ბიოლოგიურად აქტიურია, მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე დიკლოფენაკი.
გამოყოფა:
დიკლოფენაკის საერთო სისტემური პლაზმური კლირენსი არის 263 ± 56 მლ/წთ (საშუალო მაჩვენებელი ±SD). პლაზმიდან საბოლოო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-2 საათს. ოთხი მეტაბოლიტის, მათ შორის ორი აქტიურის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი ხანმოკლეა და შეადგენს 1-3 საათს.
მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდში მთლიანი მოლეკულის გლუკურონიდის კონიუგატის და მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმეტესობა ასევე გარდაიქმნება გლუკურონიდის კონიუგატებად. დოზის <1% გამოიყოფა უცვლელი ფორმით. დოზის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ნაღველის გავლით ფეკალიებში.
გამოშვების ფორმა:
3 მლ შუშის ამპულები, 5 ასეთი ამპულა ბლისტერში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
ნებისმიერი პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
აჯიო ფარმაცეუტიკალს ლტდ (AGIO PHARMACEUTICALS LTD)
A-38, ნანდჯიოტ ინდუსტრიალ ისთეით,
კურლა-ანდჰერი როუდ, სეიფდფული,
მუმბაი-400 072, ინდოეთი
საწარმო: T-81,82, M.I.D.C., ბჰოსარი, პუნა-411026.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


