პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

დიკლობერლი N 75

Dicloberl® N 75

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ნივთიერება, თერაპიული ჯგუფი ან მოქმედების მექანიზმი დიკლობერლი N75 არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება (აასს), ანტირევმატული საშუალება).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიკლოფენაკი (diclofenac)
ფორმა და შეფუთვა
75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5
მწარმოებელი
A. Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.l., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ-040127
რეგისტრირებულია
1 თებერვალი 2024, მოქმედებს 29 სექტემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
BERLIN-CHEMIE AG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიკლობერლი N 75 და სხვა წამალი ერთად

დიკლობერლი N 75 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნივთიერება, თერაპიული ჯგუფი ან მოქმედების მექანიზმი

დიკლობერლი N75 არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება (აასს), ანტირევმატული საშუალება).

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები:

დიკლობერლი N 75-ით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ერთჯერადი ინექციის სახით. თუ აუცილებელი გახდება შემდგომი თერაპია, ის უნდა გაგრძელდეს პერორალური დოზირების ფორმებით ან სუპოზიტორებით. საერთო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150 მგ-ს, ინექციის დღის ჩათვლით.

გამოყენების წესი

დიკლობერლი N75 განკუთვნილია ღრმა ინტრამუსკულური ინექციისთვის (დუნდულა კუნთებში). ანაფილაქსიური რეაქციების (მძიმე ალერგიული რეაქციები) შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა პაციენტის მეთვალყურეობა სულ მცირე 1 საათის განმავლობაში.

თუ გეჩვენებათ, რომ დიკლობერლი N 75-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატის გამოყენება

მითითება: ამპულების გამოყენება, რომლებსაც აქვთ გადატეხვის წერტილი.

არ საჭიროებს ქლიბის გამოყენებას!

ფერადი წერტილი ზემოთ.

ამპულის წვერში არსებული ხსნარი ჩამოდინდეს ძირში შენჯღრევით ან თითის დაკაკუნებით.

ფერადი წერტილი ზემოთ

ქვემოთ მიმართული მოძრაობით გადატეხეთ ამპულის თავი.

თუ მიიღეთ დიკლობერლი N75-ის საჭიროზე მეტი დოზა

დიკლოფენაკის დოზის გადაჭარბებას არ აქვს ტიპური კლინიკური სურათი. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება გამოიხატოს დარღვევებით ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა და გონების დაკარგვა (ასევე მიოკლონური კრუნჩხვები ბავშვებში), აგრეთვე მუცლის ტკივილით, გულისრევით და ღებინებით. გარდა ამისა, შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. აგრეთვე, შესაძლოა არტერიული წნევის დაცემა, სუნთქვის შესუსტება (სუნთქვის დათრგუნვა) და კანისა და ლორწოვანი გარსების მოლურჯო/მოწითალო შეფერილობა (ციანოზი).

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

დიკლობერლი N75-ის დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს. ის მიიღებს საჭირო ზომებს მოწამვლის სიმძიმის მიხედვით.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული დიკლოფენაკის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ წარსულში, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ, გქონდათ სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი), ასთმის შეტევები, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება ან რეაქციები კანის მხრივ;

გაურკვეველი მიზეზით სისხლის წარმოქმნის დარღვევების დროს;

თუ ამჟამად გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია (აღნიშნულს შეიძლება თან ახლდეს სისხლიანი ღებინება, სისხლდენა დეფეკაციის დროს, ახალი სისხლი განავალში ან შავი კუპრისებრი განავალი);

ამჟამად ან წარშულში კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის (პეპტიური წყლული) ან სისხლდენის (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეპიზოდი) განმეორებითი შემთხვევების დროს;

წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის პერფორაციისას, რომლებიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობასთან;

თავის ტვინში სისხდენის (ცერებროვასკულური სისხლდენა) ან ამჟამად არსებული სხვა სისხლდენის შემთხვევაში;

თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში;

თუ გაქვთ გულის დიაგნოსტირებული დაავადება და/ან თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადება, მაგალითად, თუ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა, ინსულტი, მიკრო ინსულტი (ტრანზიტორული იშემიის შეტევა), გულის ან თავის ტვინის სისხლძარღვების შეგუბება ან ამ შეგუბების აღმოსაფხვრელად ჩატარებული ოპერაცია, ან შეგუბებული სისხლძარღვის შუნტირება;

თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლის მიმოქცევის დარღვევები (პერიფერიული არტერიების დაავადება);

ორსულობის ბოლო სამი თვე;

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, პრეპარატში მოქმედი ნივთიერების ძალიან მაღალი შემცველობის გამო.

სიფრთხილის ზომები

დიკლობერლი N 75-ის გამოყენება, გარკვეულ პირობებში (ანუ უფრო დიდი ინტერვალებით ან შემცირებული დოზით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ), განსაკუთრებული სიფრთხილით შეიძლება. ამის შესახებ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. ეს ასევე ეხება შემთხვევებს, თუ აღნიშნული მდგომარეობებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი.

დიკლობერლი N75-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგადი ინფორმაცია

დიკლობერლი N75-ის გამოყენება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) ერთდროულად, მათ შორის ეგრეთ წოდებულ COX-2 ინჰიბიტორებთან (ციკლოოქსიგენაზა-2-სელექციური ინჰიბიტორები), თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება უკეთესი ეფექტების შესახებ და არსებობს უფრო მეტი ან ძლიერი გვერდითი მოვლენების პოტენციალი.

გვერდითი მოვლენების მინიმიზაცია შესაძლებელია სიმპტომების გასაკონტროლებლად საჭირო უმცირესი ეფექტიანი დოზის უმოკლესი დროის განმავლობაში გამოყენებით (იხილეთ ნაწილი 3 „როგორ გამოვიყენოთ დიკლობერლი N75“).

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, დაფიქსირდა ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (NSAIDs) გამოყენებისას მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, როგორც გამაფრთხილებელი სიმპტომებით, ისე მათ გარეშე და არ არის დამოკიდებული ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენების არსებობაზე.

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულების ან პერფორაციის რისკი იზრდება აასს-ის დოზის გაზრდასთან ერთად წყლულის ისტორიის მქონე პაციენტებში განსაკუთრებით მაშინ, თუ ის გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ და გააგრძელონ ხელმისაწვდომი ყველაზე დაბალი დოზით.

ასეთი პაციენტებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ესაჭიროება თანმხლები თერაპია აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) დაბალი დოზებით ან სხვა პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების რისკი, აუცილებელია განხილული იქნას კუჭის დამცავი საშუალებებით (მაგალითად, მიზოპროსტოლით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით) კომბინირებული თერაპიის დანიშვნის შესაძლებლობა.

თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების ისტორია, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმულ ასაკში, უნდა შეატყობინოთ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ (პირველ რიგში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

სიფრთხილეა საჭირო, თუ ერთდროულად იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს წყლულების ან სისხლდენის რისკი, მაგალითად, სისტემური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად გამოიყენება დეპრესიული განწყობის სამკურნალოდ ან ანტითრომბოციტული საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (იხილეთ ნაწილი 2 - „სხვა მედიკამენტები და დიკლობერლი N75“).

თუ დიკლობერლი N 75-ის მიღებისას განგივითარდებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან წყლულები, მკურნალობა უნდა შეწყდეს. პაციენტს უნდა დაევალოს პრეპარატის მოხსნა და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, თუ გამოვლინდება ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა არეში, მელენა (შავი განავალი) ან ჰემატემეზი (სისხლიანი ღებინება) (იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

აასს-ები სიფრთხილით და მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დარღვევებზე მიმანიშნებელი სიმპტომები, კუჭის ან ნაწლავის წყლულების, სისხლდენის ან პერფორაციის ისტორია ან კუჭ-ნაწლავის დაავადების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) ისტორია, რადგან ეს მდგომარეობები შეიძლება გაუარესდეს (იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

დიკლობერლი N75-ის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბოლო დროს ჩაგიტარდათ ან აპირებთ კუჭის ან ნაწლავის ტრაქტის ოპერაციას, რადგან დიკლობერლი N75-მა ზოგჯერ შეიძლება გააუარესოს ჭრილობის შეხორცება ნაწლავებზე ოპერაციის შემდეგ.

ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა დიკლობერლი N75, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის ("მიოკარდიუმის ინფარქტის") ან ინსულტის გაზრდილ რისკთან.

დიკლობერლი N75-ის მიღების დაწყებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმი ინფორმირებულია შემდეგი გარემოებების შესახებ:

თუ ეწევით

თუ გაქვთ დიაბეტი

თუ გაქვთ სტენოკარდია, თრომბოზი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მომატებული დონე

გვერდითი მოქმედების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით. თუ გაქვთ გულის პრობლემები ან გადატანილი გაქვთ ინსულტი, მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხზე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კანის რეაქციები

ძალიან იშვიათად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები სიწითლით და ბუშტუკებით, რომელთაგან ზოგიერთი ფატალური აღმოჩნდა (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) (იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). როგორც ჩანს, ამ რეაქციების განვითარების უდიდესი რისკი პაციენტებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზეა: შემთხვევათა უმეტესობაში რეაქციის დაწყება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში ხდება.

დარწმუნდით, რომ თქვენმა ექიმმა იცის, თუ ოდესმე გქონიათ კანის ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები დიკლობერლი N 75-ის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენების შემდეგ.

შეწყვიტეთ დიკლობერლი N 75-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კანის გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანებების (მაგ. პირის ღრუ, ცხვირი) ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის პირველი გამოჩენისთანავე.

ზემოქმედება ღვიძლზე

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე სიფრთხილეა საჭირო (ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რადგან დიკლოფენაკით თერაპიის დროს მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAIDs) მსგავსად, დიკლოფენაკის ჩათვლით, შესაძლოა გაიზარდოს ღვიძლის ერთი ან მეტი ფერმენტის დონე. დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობისას ან მისი მრავალჯერადი მიღების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი სიფრთხილის ზომის სახით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დიკლობერლი N75-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დიკლოფენაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატიტი მიმანიშნებელი სიმპტომების გარეშე.

სიფრთხილეა საჭირო დიკლობერლი N 75-ის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის პორფირია (სისხლის წარმოქმნის დარღვევებით მიმდინარე დაავადება), რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს შეტევა.

ზემოქმედება თირკმელებზე

რადგან დაფიქსირებულია სითხის შეკავება და შეშუპება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (აასს) მკურნალობასთან, მათ შორის დიკლოფენაკთან, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მისი დანიშვნისას პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, ჰიპერტენზიის ისტორიით, ხანდაზმულებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ მკურნალობას დიურეზულებით ან თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვნად დამაქვეითებელი პრეპარატებით, აგრეთვე, პაციენტებში ნებისმიერი გენეზის უჯრედგარე სითხის მოცულობის გამოხატული შემცირებით, მაგალითად, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის წინ ან შემდეგ. ასეთ შემთხვევებში, სიფრთხილის ზომის სახით დიკლოფენაკის გამოყენებისას რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, როგორც წესი, მდგომარეობა უბრუნდება მკურნალობამდე არსებულ დონეს.

სხვა მითითებები

დიკლობერლი N75 უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის ყურადღებით შეფასების შემდეგ:

სისხლის წარმოქმნის ზოგიერთი მემკვიდრეობითი დარღვევებისას (მაგალითად, მწვავე გარდამავალი პორფირია);

გარკვეული აუტოიმუნური დაავადებებისას (სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება).

ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

ალერგიის (მაგ., კანის რეაქციები სხვა მედიკამენტებზე, ასთმა, თივის ცხელება), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპების ან სასუნთქი გზების შემავიწროვებელი ქრონიკული დაავადებების, ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციების დროს დიკლობერლი N75 უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის ფრთხილი შეფასების შემდეგ, რადგან ალერგიული რეაქციის რისკი უფრო მაღალია.

განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში დიკლოფენაკის პარენტერალური შეყვანისას, რადგან შესაძლებელია სიმპტომების გაუარესება.

დიკლობერლი N75 არ უნდა იქნას შეყვენილი ანთებით ან ინფიცირებულ ადგილას.

ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი) აღინიშნება იშვიათად. დიკლობერლი N75-ის გამოყენების შემდეგ განვითარებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მკურნალობა უნდა შეწყდეს. საჭირო სამედიცინო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სპეციალისტების მიერ, განვითარებული სიმპტომების შესაბამისად.

დიკლოფენაკს შეუძლია დროებით დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია. ამის გამო აუცილებელია სისხლის შედედების დარღვევების მქონე პაციენტების ყურადღებით მეთვალყურეობა.

სხვა აასს-ის მსგავსად, დიკლოფენაკმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები. დიკლობერლი N75-ით მკურნალობის დროს ინფექციის პირველი ნიშნების (მაგალითად, სიწითლე, შეშუპება, ტემპერატურის მომატება ადგილობრივად, ტკივილი, ცხელება) გამოვლენის ან მათი გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

სისხლის შედედების დამთრგუნველი ან სისხლში შაქრის დონის დამწევი საშუალებების ერთდროულად მიღებისას, სიფრთხილის ზომის სახით საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების ან სისხლში შაქრის დონის კონტროლი.

დიკლობერლი N75-ის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი, აგრეთვე სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება.

აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს დიკლობერლი N75-ის გამოყენების შესახებ ქირურგიული პროცედურის ჩატარების წინ.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, რომლის მკურნალობა არ შეიძლება მათი დოზის გაზრდით. თუ დიკლობერლი N75-ის მიღების მიუხედავად, ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ზოგადად, ტკივილგამაყუჩებლების, განსაკუთრებით რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელი აქტიური ნივთიერების კომბინაციის ხანგრძლივად მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების შეუქცევადი დაზიანება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკით (ანალგეზიური ნეფროპათია).

ბავშვები და მოზარდები

დიკლობერლი N75 არ არის შესაფერისი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის (იხ. ნაწილი 2 „არ გამოიყენოთ დიკლობერლი N75).

ხანდაზმული პირები

შესაძლო გვერდითი მოქმედების პროფილის გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებში განსაკუთრებით ფრთხილი დაკვირვებაა საჭირო. ხანდაზმულებში, თანმხლები დაავადებების გამო, სიფრთხილეა საჭირო. კერძოდ, რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება დასუსტებულ და/ან დაბალი წონის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში. ხანდაზმულებს აღენიშნებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ გვერდითი რეაქციების გაზრდილი სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია. ხანდაზმულებში ამ კუჭ-ნაწლავის რეაქციებს, როგორც წესი, უფრო სერიოზული შედეგები აქვს და შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

სხვა აასს (მათ შორის ასპირინი) და კორტიკოსტეროიდები

დიკლობერლი N75-ის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფის სხვა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ან გლუკოკორტიკოიდების (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის სახით) ერთდროულად გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი. დოკლოფენაკის მიღება რეკომენდებული არ არის სხვა აასს-თან ერთად.

დიგოქსინი, ფენიტოინი, ლითიუმი

დიკლობერლი N75-ის და დიგოქსინის (გულის მუშაობის გამაძლიერებელი საშუალება), ფენიტოინის (საშუალება კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალოდ) ან ლითიუმის (ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო საშუალება) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში მათი კონცენტრაცია. აუცილებელია შრატში ლითიუმის დონის შემოწმება. რეკომენდებულია სისხლის შრატში დიგოქსინის და ფენიტოინის დონის კონტროლი.

დიურეზულები, ბეტა-ბლოკერები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტები

დიკლობერლი N75-ს შეუძლია შეასუსტოს შარდმდენი საშუალებების და არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატების (დიურეზულების და ჰიპოტენზიური პრეპარატების, მაგალითად ბეტა-ბლოკერების, აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტების) მოქმედება. ამიტომ, რეკომენდებულია არტერიული წნევის პერიოდული შემოწმება.

დიკლობერლი N 75-მა შესაძლოა შეასუსტოს აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტების (საშუალებები სუსტი გულისა და მაღალი წნევის სამკურნალოდ) მოქმედება. ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს თირკმლის პრობლემების გაუარესების რისკი. დარწმუნდით, რომ საკმარისი რაოდენობის სითხეს იღებთ და რეგულარულად იმოწმებთ თირკმლის მაჩვენებლებს.

დიკლობერლი N 75-ის და კალიუმის შემნახველი შარდმდენების (გარკვეული დიურეტიკები) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის მატება. ამიტომ, რეკომენდებულია კალიუმის დონის ხშირი შემოწმება.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი)

გარკვეულმა ანტიდეპრესანტებმა (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები [სუსი]) შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების რისკი.

მეტოტრექსატი

დიკლობერლ N 75-ის მიღებამ მეტოტრექსატის (გამოიყენება ზოგიერთი ანთებითი დაავადებისა და კიბოს ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ) მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, როგორც მის მიღებამდე, ისე მის შემდეგ, შესაძლოა გამოიწვიოს მეტოტრექსატის კონცენტრაციის მატება სისხლში და გაზარდოს მისი არასასურველი ეფექტები.

ციკლოსპორინი

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (როგორიცაა, დიკლოფენაკი) შეიძლება გააძლიეროს თირკმელებზე ციკლოსპორინის (საშუალება, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად, ასევე რევმატიზმის სამკურნალოდ) დამაზიანებელი მოქმედება. შესაძლოა, დაგენიშნოთ დიკლოფენაკის უფრო დაბალი დოზა.

ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ზემოქმედებით შეიძლება გაძლიერდეს თრომბოციტების აგრეგაციის დამთრგუნველი საშუალებების და ისეთი ანტიკოაგულანტების (გამოიყენება სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის) მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი. თქვენს ექიმს შესაძლოა თქვენი უფრო ხშირად ნახვა დასჭირდეს.

პრობენეციდი

პრობენეციდის (პოდაგრის სამკურნალო საშუალება) შემცველ პრეპარატებს შეუძლია შეანელოს დიკლოფენაკის გამოყოფა. აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს დიკლოფენაკის გვერდითი ეფექტები.

დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები

სისხლში შაქრის დონის დამწევ (დიაბეტის საწინააღმდეგო) საშუალებებთან ერთად დიკლოფენაკის მიღებისას დაფიქსირდა სისხლში შაქრის დონის ცვლილების ცალკეული შემთხვევები, რამაც ანტიდიაბეტური მედიკამენტის დოზის კორექტირება მოითხოვა. ამიტომ, სიფრთხილის მიზნით, ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის შემოწმება.

კვინოლონის რიგის ანტიბაქტერიული საშუალებები

კვინოლონებმა (ანტიბიოტიკების გარკვეული ტიპები), არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან აასს) ერთად მიღებისას შეიძლება კრუნჩხვები გამოიწვიოს.

კოლესტიპოლი და ქოლესტირამინი

ეს საშუალებები (სისხლის ლიპიდების დონის დამაქვეითებელი პრეპარატები) შესაძლოა ანელებდეს ან აქვეითებდეს დიკლოფენაკის შეწოვას ორგანიზმში. ამიტომ, დიკლობერლი N 75 უნდა მიიღოთ სულ მცირე 1 საათით ადრე ან 4-6 საათით გვიან კოლესტიპოლის ან ქოლესტირამინის მიღებიდან.

CYP2C9-ის ძლიერმოქმედი ინჰიბიტორები

ვორიკონაზოლმა (მძიმე სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალება) და სულფინპირაზონმა (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი) ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაზარდონ დიკლოფენაკის დონე სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს დიკლოფენაკის დაგროვება ორგანიზმში და მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

ტენოფოვირი:

ტენოფოვირის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება B ჰეპატიტის სამკურნალოდ და აივ/შიდსის პროფილაქტიკისა თუ სამკურნალოდ) არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (როგორიცაა დიკლოფენაკი) ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონე (თირკმლის მაჩვენებლები) სისხლში. ამიტომ, თირკმლის ფუნქცია უნდა იყოს გაკონტროლებული შესაძლო გაზრდილი ეფექტის შესაფასებლად.

დეფერასიროქსი

დეფერასიროქსის (მედიკამენტი, რომელიც ენიშნებათ პაციენტებს სისხლის ხანგრძლივი გადასხმის დროს გარკვეული ტიპის ანემიის სამკურნალოდ) და აასს-ის (როგორიცაა დიკლოფენაკი) ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი კუჭისა და ნაწლავების მხრივ. ამიტომ, დეფერასიროქსის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებისას საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.

მიფეპრისტონი

გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისთვის.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) არ უნდა იქნას გამოყენებული მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, იმ თეორიული რისკის გათვალისწინებით, რომ პროსტაგლანდინსინთეტაზას ინჰიბიტორებმა შესაძლოა შეცვალოს მიფეპრისტონის ეფექტურობა.

პემეტრექსედი:

პემეტრექსედის აასს-თან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს პემეტრექსედის მოქმედება. ამიტომ, აასს-ის მაღალი დოზების დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

დიკლობერლი N75-ის მიღება ალკოჰოლთან ერთად

არ მიიღოთ ალკოჰოლი პრეპარატ დიკლობერლი N75-ით მკურნალობის დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

დიკლობერლი N75-ით მკურნალობის დროს ორსულობის დადგენის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს. ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის განმავლობაში დიკლობერლი N75-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დიკლობერლი N75 ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, რადგან აღნიშნულმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები თირკმელებისა და გულის მხრივ თქვენს მომავალ ბავშვში. ასევე, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს და თქვენი ბავშვის სისხლდენის ტენდენციაზე და გამოიწვიოს მშობიარობის მოსალოდნელზე გვიან დაწყება ან გახანგრძლივება. დიკლობერლი N75-ის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია და რეკომენდებულია თქვენი ექიმის მიერ. თუ ამ პერიოდში ან დაორსულების მცდელობისას დაგჭირდათ მკურნალობა, უნდა გამოიყენოთ პრეპარატის ყველაზე დაბალი დოზა მინიმალური დროის განმავლობაში.

ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნით დიკლობერლი N75-ის მიღებამ თქვენს მომავალ ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები, რამაც შეიძლება შეამციროს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის დონე (მცირეწყლიანობა) ან გამოიწვიოს ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინარის) შევიწროება. თუ საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტი ხნით მკურნალობა, თქვენმა ექიმმა უნდა გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი.

ძუძუთი კვება

დიკლოფენაკი, სხვა აასს-ის მსგავსად, უმნიშვნელო რაოდენობით გადადის დედის რძეში. ამიტომ, ჩვილზე გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით, დიკლოფენაკი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

შვილოსნობის ფუნქცია

პროსტაგლანდინების სინთეზის დამთრგუნველი სხვა პრეპარატების მსგავსად, დიკლობერლი N75-ს შეუძლია გაართულოს დაორსულება. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას ან გაქვთ დაორსულების პრობლემები.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დიკლობერლი N75-ის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა. ამან შეიძლება შეცვალოს რეაქციები და ცალკეულ შემთხვევებში დააქვეითოს საგზაო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და მექანიზმების მართვის უნარი. ეს მოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება ალკოჰოლთან ერთად მიღებისას. ასეთ დროს თქვენ ვეღარ შეძლებთ საკმარისად სწრაფად და მიზანმიმართულად რეაგირებას მოულოდნელ და უეცარ მოვლენებზე. ამ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება! არ იმუშაოთ ხელსაწყოებთან ან მექანიზმებთან! არ იმუშაოთ უსაფრთხო დასაყრდენის გარეშე!

მითითება:

დიკლობერლი N75-ის შემადგენლობაში შემავალ პროპილენგლიკოლს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

დიკლობერლი N75 შეიცავს ბენზილის სპირტს, პროპილენგლიკოლს და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 105 მგ ბენზილის სპირტს თითოეულ ინექციაში. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ეს მედიკამენტი შეიცავს 200 მგ პროპილენგლიკოლს ყოველ მლ-ში, რაც ეკვივალენტურია 600 მგ-ის თითოეულ ინექციაში.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ ინექციაში, ანუ, არსებითად, არის „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული. თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტებს, გთხოვთ, გაესაუბროთ ექიმს, რომელიც რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების შესახებ.

გასათვალისწინებელია, რომ არასასურველი წამლისმიერი რეაქციები უმეტესად დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და ინდივიდუალურია.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის სისტემას უკავშირდება. შეიძლება განვითარდეს კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები (პეპტიური წყლულები), პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ზოგჯერ ფატალურიც, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, (იხ. ნაწილი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაფიქსირებულია შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ჩივილები საჭმლის მონელების დარღვევაზე, ტკივილი მუცლის არეში, კუპრისებრი განავალი, სისხლიანი ღებინება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულობანი ანთება (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დამძიმება (იხ. ნაწილი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”). კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და გამოყენების ხანგრძლივობაზე.

შეწყვიტეთ დიკლობერლი N75-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ, რომ:

გაქვთ მსუბუქი სპაზმი და მუცლის ტკივილი, რომელიც იწყება დიკლობერლი N75-ით მკურნალობის დაწყებიდან მცირე ხანში, რასაც მოსდევს სისხლდენა სწორი ნაწლავიდან ან სისხლიანი ფაღარათი მუცლის ტკივილის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში (სიხშირე უცნობია, არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

სერიოზული ალერგიული რეაქცია კანზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფართო უბანზე გავრცელებულ წითელ და/ან მუქ ლაქებს, კანის შეშუპებას, ბუშტუკებს და ქავილს (გენერალიზებული ბულოზური ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:

რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამაგრება, წყლულები და სისხლჩაქცევები. ეს შეიძლება გადაიზარდოს ინექციის მიმდებარე კანისა და კანქვეშა ქსოვილების გაშავებასა და ნეკროზში, რომელიც ნაწიბურების სახით ხორცდება, ასევე ცნობილია როგორც ნიკოლაუს სინდრომი.

ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, სახელწოდებით კოუნისის სინდრომი.

აასს-ით მკურნალობასთან დაკავშირებით ფიქსირდება: სითხის დაგროვება ორგანიზმში (შეშუპება), მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობა.

მედიკამენტები, როგორიცაა დიკლობერლი N75, შესაძლოა დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების გაზრდილ რისკთან, მაგალითად, გულის შეტევასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტთან (იხ. ნაწილი 2 „არ გამოიყენოთ დიკლობერლი N75” და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა, აგრეთვე, კუჭ-ნაწლავიდან უმნიშვნელო სისხლდენა, რომელმაც, ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი და კანის ქავილი

დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის წინა მდგომარეობა, მოუსვენრობა (აგზნება), გაღიზიანებადობა ან დაღლილობა

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), სპაზმები კუჭის არეში (მუცლის ტკივილი), მადის დაქვეითება, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის წყლულები (შესაძლოა, სისხლდენით და პერფორაციით)

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლში

თავბრუსხვევა

რეაქციები ინექციის ადგილზე, ტკივილი შეყვანის ადგილას, ინექციის ადგილის გამაგრება.

ზოგჯერ: შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზი), სისხლი განავალში ან სისხლიანი ფაღარათი

ღვიძლის დაზიანება (განსაკუთრებით, ხანგრძლივი მკურნალობისას), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) სიყვითლით ან მის გარეშე, ცალკეულ შემთხვევაში ძალიან მძიმედ პროგრესირებადი [ელვისებური] მიმდინარეობით წინასწარი ნიშნების გარეშეც).

თმის ცვენა

შეშუპება (ორგანიზმში სითხის დაგროვება), განსაკუთრებით მაღალი წნევის ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში.

იშვიათად: შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სასუნთქი გზების შევიწროების, ჰაერის უკმარისობის (რესპირატორული დისტრესი), გულისცემის აჩქარების, არტერიული წნევის დაცემის (ჰიპოტენზია) და შოკის სახით)

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან (ჰემორაგია)

დარღვევები ღვიძლის მხრივ

ასთმა სუნთქვის გაძნელებით (ქოშინი)

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ბენზილის სპირტზე

ძალიან იშვიათად: შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

გარკვეული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, რომლებსაც აგრეთვე მიეკუთვნება დიკლობერლი N75) აღწერილია ინფექციური ანთებითი პროცესების გამწვავების შემთხვევები (მაგალითად, მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება).

დიკლობერლი N75-ის გამოყენების დროს ინფექციის პირველი ნიშნების გამოვლენისას (მაგალითად, გაწითლება, შეშუპება, ტემპერატურის ადგილობრივი მომატება, ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება) ან მათი გაღრმავების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ის განსაზღვრავს ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის ან ანტიბიოტიკებით მკურნალობის აუცილებლობას.

დიკლოფენაკის გამოყენების დროს აღინიშნა მენინგიტის (ასეპტიური მენინგიტი) ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, კისრის დაჭიმულობა ან ცნობიერების დაბინდვა. როგორც ჩანს, გარკვეული აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტები (სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის კომბინირებული დაავადება) წარმოადგენენ რისკის ჯგუფს.

სისხლის წარმოქმნის დარღვევები [ანემია, ლეიკოპენია (სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), პანციტოპენია (ერითროციტების და ლეიკოციტების, ასევე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის კრიტიკული შემცირებით გამოწვეული მძიმე მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის), ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა სისხლის წითელი უჯრედების დაჩქარებული დაშლის გამო)].

პირველი ნიშნები შეიძლება იყოს სხეულის ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, ეროზია პირის ღრუში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამოხატული დაღლილობა, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევა კანში.

ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის შეყვანა და მიმართეთ ექიმს. ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი პრეპარატებით თვითმკურნალობა უკუნაჩვენებია.

პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის რეგულარულად განსაზღვრა.

ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ენის ან ხმის აპარატის შესიება)

აღნიშნული რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის პირველივე გამოყენებისას, შეწყვიტეთ დიკლოფენაკის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ საექიმო დახმარებისთვის.

აღინიშნა სისხლძარღვების (ვასკულიტი) და ფილტვების (პნევმონიტი) ალერგიული ხასიათის ანთების შემთხვევები

ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია, შფოთვის შეგრძნება, ძილის დარღვევა (უძილობა), კოშმარული სიზმრები

მგრძნობელობის დარღვევები, გემოს აღქმის დარღვევები, მეხსიერების დარღვევები, დეზორიენტაცია, კრუნჩხვა, კანკალი, ინსულტი (ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა)

მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა და მხედველობის გაორება)

ხმაური ყურებში, სმენის დარღვევა

გახშირებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა), გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი)

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), მათ შორის წყლულებით (წყლულოვანი სტომატიტი), ენის ანთება, საყლაპავის დაზიანება, შეკრულობა, აგრეთვე დარღვევები მუცლის ქვედა მიდამოების მხრივ, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), მათ შორის, მსხვილი ნაწლავის ანთება სისხლდენით ან კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის გაღრმავება (მსხვილი ნაწლავის გარკვეული ანთებითი დაავადებები წყლულების თანხლებით), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), ნაწლავის სანათურის შევიწროება

მუცლის ზედა არეში ძლიერი ტკივილის, სისხლიანი ღებინების, შავი განავლის ან განავალში სისხლის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ დიკლობერლი N75-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა

ამიტომ, ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებულია ღვიძლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

ისეთი მძიმე რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა კანზე გამონაყარი გაწითლებით (ეგზანთემა, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა) და ბუშტუკების წარმოქმნით (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) ან აქერცვლა (ექსფოლიაციური დერმატიტი); მგრძნობელობა სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობის რეაქცია), ლოკალური სისხლჩაქცევები კანში (პურპურა), რაც ასევე შეიძლება იყოს ალერგიის ნიშანი

თირკმლის ქსოვილის დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), რომელსაც შეიძლება თან ახლდეს თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევება (თირკმელების უკმარისობა), შარდში ცილების (პროტეინურია) გამოვლენა ან/და სისხლი შარდში (ჰემატურია); ნეფროზული სინდრომი (შეშუპება და შარდით ცილების მნიშვნელოვანი გამოყოფა).

აუცილებელია თირკმელების ფუნქციის რეგულარულად შემოწმება.

შარდის გამოყოფის შემცირება, ორგანიზმში სითხის დაგროვება (შეშუპება) და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა შეიძლება იყოს თირკმელების მხრივ დარღვევების ნიშნები თირკმელების უკმარისობამდე. ამ სიმპტომების გამოვლენის ან გაღრმავების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ დიკლობერლი N75-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ მკურნალ ექიმს.

აბსცესი ინექციის ადგილზე.

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება

კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მრგვალ ან ოვალურ წითელ ლაქებს და კანის შეშუპებას, ბუშტუკების განვითარებას და ქავილს (ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი). ასევე, შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ უბნებში კანის გამუქება, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს შეხორცების შემდეგ. პრეპარატის ხელახლა გამოყენების შემთხვევაში ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი ხშირად განმეორებით ვითარდება იგივე ადგილზე.

ქსოვილის დაზიანება ინექციის ადგილზე

იშემიური კოლიტი

გარკვეული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში დაიცავით ზემოთ აღნიშნული მითითებები!

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტის შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

ა) დოზის გადაჭარბების სიმპტომები

  • -----------------------------

დიკლოფენაკის დოზის გადაჭარბების ტიპიური კლინიკური სურათი არ არსებობს.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის წინა მდგომარეობა და გონების დაკარგვა (ბავშვებში, ასევე მიოკლონური კრუნჩხვა), ასევე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და ღებინება. გარდა ამისა, შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევები. ასევე, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზნია, სუნთქვის დათრგუნვა და ციანოზი.

ბ) თერაპიული ღონისძიებები დოზის გადაჭარბების დროს

  • -----------------------------

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

აასს-ით, მათ შორის დიკლოფენაკით, მწვავე მოწამვლის მკურნალობას, ძირითადად, წარმოადგენს შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპია. შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპია ინიშნება ისეთი გართულებების შემთხვევაში, როგორიცაა ჰიპოტენზნია, თირკმელების უკმარისობა, კრუნჩხვა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და სუნთქვის დათრგუნვა.

მკურნალობის ისეთი სპეციალური მეთოდები, როგორიცაა ფორსირებული დიურეზი, დიალიზი ან ჰემოპერფუზია, როგორც ჩანს, არ ახდენს გავლენას აასს-ის, მათ შორის დიკლოფენაკის გამოყოფაზე, ცილებთან მათი მაღალი ხარისხით შეკავშირებისა და ფართო მეტაბოლიზმის გამო.

შემადგენლობა

დიკლობერლი N75-ის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა არის ნატრიუმის დიკლოფენაკი.

ერთი ამპულა 3 მლ საინექციო ხსნარით შეიცავს 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 25 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

სხვა კომპონენტები:

პროპილენგლიკოლი (600 მგ/3 მლ), ბენზილის სპირტი (105 მგ/3 მლ), აცეტილცისტეინი, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1 ნ. ხსნარი, საინექციო წყალი

დიკლობერლი N75-ის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი, პრაქტიკულად თავისუფალი ხილვადი ნაწილაკებისგან 3 მლ-იან ქარვისფერი მინის ამპულაში, რომელსაც აქვს გადატეხვის წერტილი.

შეფუთვის ზომები:

ორიგინალი შეფუთვა, რომელიც შეიცავს 1 ამპულას 3 მლ საინექციო ხსნარით.

ორიგინალი შეფუთვა, რომელიც შეიცავს 3 ამპულას თითოში 3 მლ საინექციო ხსნარით.

ორიგინალი შეფუთვა, რომელიც შეიცავს 5 ამპულას თითოში 3 მლ საინექციო ხსნარით.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება მოცემული პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია დასაკეც კოლოფსა და ამპულაზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

შენახვის პირობები

პრეპარატი არ შეინახოთ 30˚C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

სინათლის ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით ამპულები შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

პრეპარატების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, არასტეროიდები

ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები

ათქ კოდი: M01AB05

დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც გააჩნია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვაზე დაფუძნებული ეფექტიანი მოქმედება, რასაც ადასტურებს ცხოველებში ანთების მოდელებზე ჩატარებული სტანდარტული კვლევების შედეგები. ადამიანში გამოყენებისას დიკლოფენაკი ამცირებს ანთებით გამოწვეულ ტკივილს, შეშუპებას და ტემპერატურის მომატებას. გარდა ამისა, დიკლოფენაკი თრგუნავს ადფ-ით და კოლაგენით ინდუცირებულ თრომბოციტების აგრეგაციას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნაწლავში ხსნადი დოზირებული სამკურნალწამლო ფორმით პერორალური მიღების შემდეგ, დიკლოფენაკი სრულად შეიწოვება დისტალურად ნაწლავში. კუჭში გადაადგილების ხანგრძლივობაზე დამოკიდებულებით, პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-16 საათში, საშუალოდ – მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. კუნთში შეყვანის შემდეგ, პლაზმაში კონცენტრაციის მაქსიმალური მაჩვენებლები მიიღწევა 10-20 წუთში, ხოლო რექტალური შეყვანის შემდეგ – დაახლოებით 30 წუთში. პერორალურად მიღებისას დიკლოფენაკი განიცდის ღვიძლში პირველი გავლის გამოხატულ ეფექტს, რის შემდეგაც შეწოვილი მოქმედი ნივთიერების მხოლოდ 35-70% ხვდება ღვიძლის შემდგომ ცირკულაციაში უცვლელი სახით. მოქმედი ნივთიერების დაახლოებით 30% გამოიყოფა განავალთან ერთად მეტაბოლიტების სახით.

ღვიძლში მეტაბოლიზმის შემდეგ (ჰიდროქსილირება და კონიუგაცია) დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციაზე და შეადგენს დაახლოებით 2 საათს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 99%-ს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

დიკლობერლი N 75

75 მგ/3 მლ, საინექციო ხსნარი

ნატრიუმის დიკლოფენაკი

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

მოცემული ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს დიკლობერლი N75 და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ დიკლობერლი N75-ის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ დიკლობერლი N75
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • დიკლობერლი N75-ის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს დიკლობერლი N75 და რისთვის გამოიყენება

ნივთიერება, თერაპიული ჯგუფი ან მოქმედების მექანიზმი

დიკლობერლი N75 არის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება (აასს), ანტირევმატული საშუალება).

გამოყენება

მწვავე ძლიერი ტკივილის სიმპტომური მკურნალობა, შემდეგი მდგომარეობებისას:

სახსრების მწვავე ანთება (მწვავე ართრიტი), პოდაგრის შეტევების ჩათვლით

სახსრების ქრონიკული ანთება (ქრონიკული ართრიტი), განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი)

ბეხტერევის დაავადება (მაანკილოზებელი სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატული დაავადებები

გაღიზიანებები სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების დროს (ართროზი და სპონდილოართროზი)

რბილი ქსოვილების ანთებითი რევმატული დაავადებები

მტკივნეული შეშუპება ან ანთება ტრავმების შემდეგ

დიკლობერლი N 75 ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად.

მითითება: საინექციო ხსნარი ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მოქმედების განსაკუთრებით სწრაფი დაწყება ან როდესაც პერორალური სამკურნალწამლო ფორმის მიღება ან სუპოზიტორიის გამოყენება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს ერთჯერადი ინექცია მკურნალობის დაწყების მიზნით.

უნდა მიმართოთ ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გრძნობთ გაუარესებას.

  • რა უნდა იცოდეთ დიკლობერლი N75-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ დიკლობერლი N75

თუ ხართ ალერგიული დიკლოფენაკის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

თუ წარსულში, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ, გქონდათ სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი), ასთმის შეტევები, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება ან რეაქციები კანის მხრივ;

გაურკვეველი მიზეზით სისხლის წარმოქმნის დარღვევების დროს;

თუ ამჟამად გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია (აღნიშნულს შეიძლება თან ახლდეს სისხლიანი ღებინება, სისხლდენა დეფეკაციის დროს, ახალი სისხლი განავალში ან შავი კუპრისებრი განავალი);

ამჟამად ან წარშულში კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის (პეპტიური წყლული) ან სისხლდენის (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეპიზოდი) განმეორებითი შემთხვევების დროს;

წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის პერფორაციისას, რომლებიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობასთან;

თავის ტვინში სისხდენის (ცერებროვასკულური სისხლდენა) ან ამჟამად არსებული სხვა სისხლდენის შემთხვევაში;

თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში;

თუ გაქვთ გულის დიაგნოსტირებული დაავადება და/ან თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადება, მაგალითად, თუ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა, ინსულტი, მიკრო ინსულტი (ტრანზიტორული იშემიის შეტევა), გულის ან თავის ტვინის სისხლძარღვების შეგუბება ან ამ შეგუბების აღმოსაფხვრელად ჩატარებული ოპერაცია, ან შეგუბებული სისხლძარღვის შუნტირება;

თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლის მიმოქცევის დარღვევები (პერიფერიული არტერიების დაავადება);

ორსულობის ბოლო სამი თვე;

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, პრეპარატში მოქმედი ნივთიერების ძალიან მაღალი შემცველობის გამო.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

დიკლობერლი N 75-ის გამოყენება, გარკვეულ პირობებში (ანუ უფრო დიდი ინტერვალებით ან შემცირებული დოზით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ), განსაკუთრებული სიფრთხილით შეიძლება. ამის შესახებ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. ეს ასევე ეხება შემთხვევებს, თუ აღნიშნული მდგომარეობებს წარსულშიც ჰქონდა ადგილი.

დიკლობერლი N75-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზოგადი ინფორმაცია

დიკლობერლი N75-ის გამოყენება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) ერთდროულად, მათ შორის ეგრეთ წოდებულ COX-2 ინჰიბიტორებთან (ციკლოოქსიგენაზა-2-სელექციური ინჰიბიტორები), თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან არ არსებობს არანაირი მტკიცებულება უკეთესი ეფექტების შესახებ და არსებობს უფრო მეტი ან ძლიერი გვერდითი მოვლენების პოტენციალი.

გვერდითი მოვლენების მინიმიზაცია შესაძლებელია სიმპტომების გასაკონტროლებლად საჭირო უმცირესი ეფექტიანი დოზის უმოკლესი დროის განმავლობაში გამოყენებით (იხილეთ ნაწილი 3 „როგორ გამოვიყენოთ დიკლობერლი N75“).

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს, დაფიქსირდა ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (NSAIDs) გამოყენებისას მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, როგორც გამაფრთხილებელი სიმპტომებით, ისე მათ გარეშე და არ არის დამოკიდებული ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენების არსებობაზე.

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულების ან პერფორაციის რისკი იზრდება აასს-ის დოზის გაზრდასთან ერთად წყლულის ისტორიის მქონე პაციენტებში განსაკუთრებით მაშინ, თუ ის გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ და გააგრძელონ ხელმისაწვდომი ყველაზე დაბალი დოზით.

ასეთი პაციენტებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ესაჭიროება თანმხლები თერაპია აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) დაბალი დოზებით ან სხვა პრეპარატებით, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების რისკი, აუცილებელია განხილული იქნას კუჭის დამცავი საშუალებებით (მაგალითად, მიზოპროსტოლით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით) კომბინირებული თერაპიის დანიშვნის შესაძლებლობა.

თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების ისტორია, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმულ ასაკში, უნდა შეატყობინოთ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ (პირველ რიგში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

სიფრთხილეა საჭირო, თუ ერთდროულად იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს წყლულების ან სისხლდენის რისკი, მაგალითად, სისტემური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად გამოიყენება დეპრესიული განწყობის სამკურნალოდ ან ანტითრომბოციტული საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (იხილეთ ნაწილი 2 - „სხვა მედიკამენტები და დიკლობერლი N75“).

თუ დიკლობერლი N 75-ის მიღებისას განგივითარდებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან წყლულები, მკურნალობა უნდა შეწყდეს. პაციენტს უნდა დაევალოს პრეპარატის მოხსნა და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, თუ გამოვლინდება ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა არეში, მელენა (შავი განავალი) ან ჰემატემეზი (სისხლიანი ღებინება) (იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

აასს-ები სიფრთხილით და მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დარღვევებზე მიმანიშნებელი სიმპტომები, კუჭის ან ნაწლავის წყლულების, სისხლდენის ან პერფორაციის ისტორია ან კუჭ-ნაწლავის დაავადების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) ისტორია, რადგან ეს მდგომარეობები შეიძლება გაუარესდეს (იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).

დიკლობერლი N75-ის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბოლო დროს ჩაგიტარდათ ან აპირებთ კუჭის ან ნაწლავის ტრაქტის ოპერაციას, რადგან დიკლობერლი N75-მა ზოგჯერ შეიძლება გააუარესოს ჭრილობის შეხორცება ნაწლავებზე ოპერაციის შემდეგ.

ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

ისეთი მედიკამენტების გამოყენება, როგორიცაა დიკლობერლი N75, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის ("მიოკარდიუმის ინფარქტის") ან ინსულტის გაზრდილ რისკთან.

დიკლობერლი N75-ის მიღების დაწყებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმი ინფორმირებულია შემდეგი გარემოებების შესახებ:

თუ ეწევით

თუ გაქვთ დიაბეტი

თუ გაქვთ სტენოკარდია, თრომბოზი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მომატებული დონე

გვერდითი მოქმედების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტიანი დოზის რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით. თუ გაქვთ გულის პრობლემები ან გადატანილი გაქვთ ინსულტი, მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხზე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კანის რეაქციები

ძალიან იშვიათად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები სიწითლით და ბუშტუკებით, რომელთაგან ზოგიერთი ფატალური აღმოჩნდა (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) (იხილეთ ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). როგორც ჩანს, ამ რეაქციების განვითარების უდიდესი რისკი პაციენტებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზეა: შემთხვევათა უმეტესობაში რეაქციის დაწყება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში ხდება.

დარწმუნდით, რომ თქვენმა ექიმმა იცის, თუ ოდესმე გქონიათ კანის ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები დიკლობერლი N 75-ის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენების შემდეგ.

შეწყვიტეთ დიკლობერლი N 75-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კანის გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანებების (მაგ. პირის ღრუ, ცხვირი) ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის პირველი გამოჩენისთანავე.

ზემოქმედება ღვიძლზე

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე სიფრთხილეა საჭირო (ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რადგან დიკლოფენაკით თერაპიის დროს მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAIDs) მსგავსად, დიკლოფენაკის ჩათვლით, შესაძლოა გაიზარდოს ღვიძლის ერთი ან მეტი ფერმენტის დონე. დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობისას ან მისი მრავალჯერადი მიღების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი სიფრთხილის ზომის სახით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დიკლობერლი N75-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

დიკლოფენაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰეპატიტი მიმანიშნებელი სიმპტომების გარეშე.

სიფრთხილეა საჭირო დიკლობერლი N 75-ის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის პორფირია (სისხლის წარმოქმნის დარღვევებით მიმდინარე დაავადება), რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს შეტევა.

ზემოქმედება თირკმელებზე

რადგან დაფიქსირებულია სითხის შეკავება და შეშუპება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (აასს) მკურნალობასთან, მათ შორის დიკლოფენაკთან, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მისი დანიშვნისას პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით, ჰიპერტენზიის ისტორიით, ხანდაზმულებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ მკურნალობას დიურეზულებით ან თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვნად დამაქვეითებელი პრეპარატებით, აგრეთვე, პაციენტებში ნებისმიერი გენეზის უჯრედგარე სითხის მოცულობის გამოხატული შემცირებით, მაგალითად, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის წინ ან შემდეგ. ასეთ შემთხვევებში, სიფრთხილის ზომის სახით დიკლოფენაკის გამოყენებისას რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, როგორც წესი, მდგომარეობა უბრუნდება მკურნალობამდე არსებულ დონეს.

სხვა მითითებები

დიკლობერლი N75 უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის ყურადღებით შეფასების შემდეგ:

სისხლის წარმოქმნის ზოგიერთი მემკვიდრეობითი დარღვევებისას (მაგალითად, მწვავე გარდამავალი პორფირია);

გარკვეული აუტოიმუნური დაავადებებისას (სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება).

ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:

ალერგიის (მაგ., კანის რეაქციები სხვა მედიკამენტებზე, ასთმა, თივის ცხელება), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპების ან სასუნთქი გზების შემავიწროვებელი ქრონიკული დაავადებების, ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციების დროს დიკლობერლი N75 უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის ფრთხილი შეფასების შემდეგ, რადგან ალერგიული რეაქციის რისკი უფრო მაღალია.

განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში დიკლოფენაკის პარენტერალური შეყვანისას, რადგან შესაძლებელია სიმპტომების გაუარესება.

დიკლობერლი N75 არ უნდა იქნას შეყვენილი ანთებით ან ინფიცირებულ ადგილას.

ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი) აღინიშნება იშვიათად. დიკლობერლი N75-ის გამოყენების შემდეგ განვითარებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მკურნალობა უნდა შეწყდეს. საჭირო სამედიცინო ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სპეციალისტების მიერ, განვითარებული სიმპტომების შესაბამისად.

დიკლოფენაკს შეუძლია დროებით დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია. ამის გამო აუცილებელია სისხლის შედედების დარღვევების მქონე პაციენტების ყურადღებით მეთვალყურეობა.

სხვა აასს-ის მსგავსად, დიკლოფენაკმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები. დიკლობერლი N75-ით მკურნალობის დროს ინფექციის პირველი ნიშნების (მაგალითად, სიწითლე, შეშუპება, ტემპერატურის მომატება ადგილობრივად, ტკივილი, ცხელება) გამოვლენის ან მათი გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

სისხლის შედედების დამთრგუნველი ან სისხლში შაქრის დონის დამწევი საშუალებების ერთდროულად მიღებისას, სიფრთხილის ზომის სახით საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების ან სისხლში შაქრის დონის კონტროლი.

დიკლობერლი N75-ის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი, აგრეთვე სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება.

აცნობეთ ექიმს ან სტომატოლოგს დიკლობერლი N75-ის გამოყენების შესახებ ქირურგიული პროცედურის ჩატარების წინ.

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, რომლის მკურნალობა არ შეიძლება მათი დოზის გაზრდით. თუ დიკლობერლი N75-ის მიღების მიუხედავად, ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ზოგადად, ტკივილგამაყუჩებლების, განსაკუთრებით რამდენიმე ტკივილგამაყუჩებელი აქტიური ნივთიერების კომბინაციის ხანგრძლივად მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების შეუქცევადი დაზიანება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკით (ანალგეზიური ნეფროპათია).

ბავშვები და მოზარდები

დიკლობერლი N75 არ არის შესაფერისი ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის (იხ. ნაწილი 2 „არ გამოიყენოთ დიკლობერლი N75).

ხანდაზმული პირები

შესაძლო გვერდითი მოქმედების პროფილის გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებში განსაკუთრებით ფრთხილი დაკვირვებაა საჭირო. ხანდაზმულებში, თანმხლები დაავადებების გამო, სიფრთხილეა საჭირო. კერძოდ, რეკომენდებულია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება დასუსტებულ და/ან დაბალი წონის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში. ხანდაზმულებს აღენიშნებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ გვერდითი რეაქციების გაზრდილი სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლულები და პერფორაცია. ხანდაზმულებში ამ კუჭ-ნაწლავის რეაქციებს, როგორც წესი, უფრო სერიოზული შედეგები აქვს და შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს.

სხვა პრეპარატები და დიკლობერლი N75

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

სხვა აასს (მათ შორის ასპირინი) და კორტიკოსტეროიდები

დიკლობერლი N75-ის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფის სხვა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ან გლუკოკორტიკოიდების (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის სახით) ერთდროულად გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი. დოკლოფენაკის მიღება რეკომენდებული არ არის სხვა აასს-თან ერთად.

დიგოქსინი, ფენიტოინი, ლითიუმი

დიკლობერლი N75-ის და დიგოქსინის (გულის მუშაობის გამაძლიერებელი საშუალება), ფენიტოინის (საშუალება კრუნჩხვითი შეტევების სამკურნალოდ) ან ლითიუმის (ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო საშუალება) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში მათი კონცენტრაცია. აუცილებელია შრატში ლითიუმის დონის შემოწმება. რეკომენდებულია სისხლის შრატში დიგოქსინის და ფენიტოინის დონის კონტროლი.

დიურეზულები, ბეტა-ბლოკერები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტები

დიკლობერლი N75-ს შეუძლია შეასუსტოს შარდმდენი საშუალებების და არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატების (დიურეზულების და ჰიპოტენზიური პრეპარატების, მაგალითად ბეტა-ბლოკერების, აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტების) მოქმედება. ამიტომ, რეკომენდებულია არტერიული წნევის პერიოდული შემოწმება.

დიკლობერლი N 75-მა შესაძლოა შეასუსტოს აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტების (საშუალებები სუსტი გულისა და მაღალი წნევის სამკურნალოდ) მოქმედება. ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს თირკმლის პრობლემების გაუარესების რისკი. დარწმუნდით, რომ საკმარისი რაოდენობის სითხეს იღებთ და რეგულარულად იმოწმებთ თირკმლის მაჩვენებლებს.

დიკლობერლი N 75-ის და კალიუმის შემნახველი შარდმდენების (გარკვეული დიურეტიკები) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის მატება. ამიტომ, რეკომენდებულია კალიუმის დონის ხშირი შემოწმება.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი)

გარკვეულმა ანტიდეპრესანტებმა (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები [სუსი]) შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების რისკი.

მეტოტრექსატი

დიკლობერლ N 75-ის მიღებამ მეტოტრექსატის (გამოიყენება ზოგიერთი ანთებითი დაავადებისა და კიბოს ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ) მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, როგორც მის მიღებამდე, ისე მის შემდეგ, შესაძლოა გამოიწვიოს მეტოტრექსატის კონცენტრაციის მატება სისხლში და გაზარდოს მისი არასასურველი ეფექტები.

ციკლოსპორინი

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (როგორიცაა, დიკლოფენაკი) შეიძლება გააძლიეროს თირკმელებზე ციკლოსპორინის (საშუალება, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების თავიდან ასაცილებლად, ასევე რევმატიზმის სამკურნალოდ) დამაზიანებელი მოქმედება. შესაძლოა, დაგენიშნოთ დიკლოფენაკის უფრო დაბალი დოზა.

ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ზემოქმედებით შეიძლება გაძლიერდეს თრომბოციტების აგრეგაციის დამთრგუნველი საშუალებების და ისეთი ანტიკოაგულანტების (გამოიყენება სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის) მოქმედება, როგორიცაა ვარფარინი. თქვენს ექიმს შესაძლოა თქვენი უფრო ხშირად ნახვა დასჭირდეს.

პრობენეციდი

პრობენეციდის (პოდაგრის სამკურნალო საშუალება) შემცველ პრეპარატებს შეუძლია შეანელოს დიკლოფენაკის გამოყოფა. აღნიშნულმა შეიძლება გაზარდოს დიკლოფენაკის გვერდითი ეფექტები.

დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები

სისხლში შაქრის დონის დამწევ (დიაბეტის საწინააღმდეგო) საშუალებებთან ერთად დიკლოფენაკის მიღებისას დაფიქსირდა სისხლში შაქრის დონის ცვლილების ცალკეული შემთხვევები, რამაც ანტიდიაბეტური მედიკამენტის დოზის კორექტირება მოითხოვა. ამიტომ, სიფრთხილის მიზნით, ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის შემოწმება.

კვინოლონის რიგის ანტიბაქტერიული საშუალებები

კვინოლონებმა (ანტიბიოტიკების გარკვეული ტიპები), არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან აასს) ერთად მიღებისას შეიძლება კრუნჩხვები გამოიწვიოს.

კოლესტიპოლი და ქოლესტირამინი

ეს საშუალებები (სისხლის ლიპიდების დონის დამაქვეითებელი პრეპარატები) შესაძლოა ანელებდეს ან აქვეითებდეს დიკლოფენაკის შეწოვას ორგანიზმში. ამიტომ, დიკლობერლი N 75 უნდა მიიღოთ სულ მცირე 1 საათით ადრე ან 4-6 საათით გვიან კოლესტიპოლის ან ქოლესტირამინის მიღებიდან.

CYP2C9-ის ძლიერმოქმედი ინჰიბიტორები

ვორიკონაზოლმა (მძიმე სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალება) და სულფინპირაზონმა (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი) ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაზარდონ დიკლოფენაკის დონე სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს დიკლოფენაკის დაგროვება ორგანიზმში და მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

ტენოფოვირი:

ტენოფოვირის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება B ჰეპატიტის სამკურნალოდ და აივ/შიდსის პროფილაქტიკისა თუ სამკურნალოდ) არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (როგორიცაა დიკლოფენაკი) ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონე (თირკმლის მაჩვენებლები) სისხლში. ამიტომ, თირკმლის ფუნქცია უნდა იყოს გაკონტროლებული შესაძლო გაზრდილი ეფექტის შესაფასებლად.

დეფერასიროქსი

დეფერასიროქსის (მედიკამენტი, რომელიც ენიშნებათ პაციენტებს სისხლის ხანგრძლივი გადასხმის დროს გარკვეული ტიპის ანემიის სამკურნალოდ) და აასს-ის (როგორიცაა დიკლოფენაკი) ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი კუჭისა და ნაწლავების მხრივ. ამიტომ, დეფერასიროქსის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებისას საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა.

მიფეპრისტონი

გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისთვის.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) არ უნდა იქნას გამოყენებული მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, იმ თეორიული რისკის გათვალისწინებით, რომ პროსტაგლანდინსინთეტაზას ინჰიბიტორებმა შესაძლოა შეცვალოს მიფეპრისტონის ეფექტურობა.

პემეტრექსედი:

პემეტრექსედის აასს-თან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს პემეტრექსედის მოქმედება. ამიტომ, აასს-ის მაღალი დოზების დანიშვნისას სიფრთხილეა საჭირო.

დიკლობერლი N75-ის მიღება ალკოჰოლთან ერთად

არ მიიღოთ ალკოჰოლი პრეპარატ დიკლობერლი N75-ით მკურნალობის დროს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და შვილოსნობის ფუნქცია

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

დიკლობერლი N75-ით მკურნალობის დროს ორსულობის დადგენის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს. ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის განმავლობაში დიკლობერლი N75-ის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დიკლობერლი N75 ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, რადგან აღნიშნულმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები თირკმელებისა და გულის მხრივ თქვენს მომავალ ბავშვში. ასევე, შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს და თქვენი ბავშვის სისხლდენის ტენდენციაზე და გამოიწვიოს მშობიარობის მოსალოდნელზე გვიან დაწყება ან გახანგრძლივება. დიკლობერლი N75-ის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ძალიან აუცილებელია და რეკომენდებულია თქვენი ექიმის მიერ. თუ ამ პერიოდში ან დაორსულების მცდელობისას დაგჭირდათ მკურნალობა, უნდა გამოიყენოთ პრეპარატის ყველაზე დაბალი დოზა მინიმალური დროის განმავლობაში.

ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნით დიკლობერლი N75-ის მიღებამ თქვენს მომავალ ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები, რამაც შეიძლება შეამციროს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის დონე (მცირეწყლიანობა) ან გამოიწვიოს ბავშვის გულში სისხლძარღვის (არტერიული სადინარის) შევიწროება. თუ საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტი ხნით მკურნალობა, თქვენმა ექიმმა უნდა გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი.

ძუძუთი კვება

დიკლოფენაკი, სხვა აასს-ის მსგავსად, უმნიშვნელო რაოდენობით გადადის დედის რძეში. ამიტომ, ჩვილზე გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით, დიკლოფენაკი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

შვილოსნობის ფუნქცია

პროსტაგლანდინების სინთეზის დამთრგუნველი სხვა პრეპარატების მსგავსად, დიკლობერლი N75-ს შეუძლია გაართულოს დაორსულება. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას ან გაქვთ დაორსულების პრობლემები.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

დიკლობერლი N75-ის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა. ამან შეიძლება შეცვალოს რეაქციები და ცალკეულ შემთხვევებში დააქვეითოს საგზაო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და მექანიზმების მართვის უნარი. ეს მოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება ალკოჰოლთან ერთად მიღებისას. ასეთ დროს თქვენ ვეღარ შეძლებთ საკმარისად სწრაფად და მიზანმიმართულად რეაგირებას მოულოდნელ და უეცარ მოვლენებზე. ამ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება! არ იმუშაოთ ხელსაწყოებთან ან მექანიზმებთან! არ იმუშაოთ უსაფრთხო დასაყრდენის გარეშე!

მითითება:

დიკლობერლი N75-ის შემადგენლობაში შემავალ პროპილენგლიკოლს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, რომლებიც ვლინდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ.

დიკლობერლი N75 შეიცავს ბენზილის სპირტს, პროპილენგლიკოლს და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 105 მგ ბენზილის სპირტს თითოეულ ინექციაში. ბენზილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ეს მედიკამენტი შეიცავს 200 მგ პროპილენგლიკოლს ყოველ მლ-ში, რაც ეკვივალენტურია 600 მგ-ის თითოეულ ინექციაში.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ ინექციაში, ანუ, არსებითად, არის „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

  • როგორ გამოიყენება დიკლობერლი N75

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები:

დიკლობერლი N 75-ით მკურნალობა უნდა ჩატარდეს ერთჯერადი ინექციის სახით. თუ აუცილებელი გახდება შემდგომი თერაპია, ის უნდა გაგრძელდეს პერორალური დოზირების ფორმებით ან სუპოზიტორებით. საერთო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 150 მგ-ს, ინექციის დღის ჩათვლით.

გამოყენების წესი

დიკლობერლი N75 განკუთვნილია ღრმა ინტრამუსკულური ინექციისთვის (დუნდულა კუნთებში). ანაფილაქსიური რეაქციების (მძიმე ალერგიული რეაქციები) შესაძლო განვითარების გამო, საჭიროა პაციენტის მეთვალყურეობა სულ მცირე 1 საათის განმავლობაში.

თუ გეჩვენებათ, რომ დიკლობერლი N 75-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

პრეპარატის გამოყენება

მითითება: ამპულების გამოყენება, რომლებსაც აქვთ გადატეხვის წერტილი.

არ საჭიროებს ქლიბის გამოყენებას!

ფერადი წერტილი ზემოთ.

ამპულის წვერში არსებული ხსნარი ჩამოდინდეს ძირში შენჯღრევით ან თითის დაკაკუნებით.

ფერადი წერტილი ზემოთ

ქვემოთ მიმართული მოძრაობით გადატეხეთ ამპულის თავი.

თუ მიიღეთ დიკლობერლი N75-ის საჭიროზე მეტი დოზა

დიკლოფენაკის დოზის გადაჭარბებას არ აქვს ტიპური კლინიკური სურათი. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება გამოიხატოს დარღვევებით ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის წასვლის წინა მდგომარეობა და გონების დაკარგვა (ასევე მიოკლონური კრუნჩხვები ბავშვებში), აგრეთვე მუცლის ტკივილით, გულისრევით და ღებინებით. გარდა ამისა, შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. აგრეთვე, შესაძლოა არტერიული წნევის დაცემა, სუნთქვის შესუსტება (სუნთქვის დათრგუნვა) და კანისა და ლორწოვანი გარსების მოლურჯო/მოწითალო შეფერილობა (ციანოზი).

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

დიკლობერლი N75-ის დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს. ის მიიღებს საჭირო ზომებს მოწამვლის სიმძიმის მიხედვით.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4 შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული. თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტებს, გთხოვთ, გაესაუბროთ ექიმს, რომელიც რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომების შესახებ.

გასათვალისწინებელია, რომ არასასურველი წამლისმიერი რეაქციები უმეტესად დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და ინდივიდუალურია.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის სისტემას უკავშირდება. შეიძლება განვითარდეს კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები (პეპტიური წყლულები), პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ზოგჯერ ფატალურიც, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, (იხ. ნაწილი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”). პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაფიქსირებულია შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ჩივილები საჭმლის მონელების დარღვევაზე, ტკივილი მუცლის არეში, კუპრისებრი განავალი, სისხლიანი ღებინება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულობანი ანთება (წყლულოვანი სტომატიტი), წყლულოვანი კოლიტისა და კრონის დაავადების დამძიმება (იხ. ნაწილი 2 „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”). კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და გამოყენების ხანგრძლივობაზე.

შეწყვიტეთ დიკლობერლი N75-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ, რომ:

გაქვთ მსუბუქი სპაზმი და მუცლის ტკივილი, რომელიც იწყება დიკლობერლი N75-ით მკურნალობის დაწყებიდან მცირე ხანში, რასაც მოსდევს სისხლდენა სწორი ნაწლავიდან ან სისხლიანი ფაღარათი მუცლის ტკივილის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში (სიხშირე უცნობია, არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

სერიოზული ალერგიული რეაქცია კანზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფართო უბანზე გავრცელებულ წითელ და/ან მუქ ლაქებს, კანის შეშუპებას, ბუშტუკებს და ქავილს (გენერალიზებული ბულოზური ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:

რეაქციები ინექციის ადგილზე, მათ შორის ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამაგრება, წყლულები და სისხლჩაქცევები. ეს შეიძლება გადაიზარდოს ინექციის მიმდებარე კანისა და კანქვეშა ქსოვილების გაშავებასა და ნეკროზში, რომელიც ნაწიბურების სახით ხორცდება, ასევე ცნობილია როგორც ნიკოლაუს სინდრომი.

ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშანი, სახელწოდებით კოუნისის სინდრომი.

აასს-ით მკურნალობასთან დაკავშირებით ფიქსირდება: სითხის დაგროვება ორგანიზმში (შეშუპება), მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარისობა.

მედიკამენტები, როგორიცაა დიკლობერლი N75, შესაძლოა დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების გაზრდილ რისკთან, მაგალითად, გულის შეტევასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტთან (იხ. ნაწილი 2 „არ გამოიყენოთ დიკლობერლი N75” და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა, აგრეთვე, კუჭ-ნაწლავიდან უმნიშვნელო სისხლდენა, რომელმაც, ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი და კანის ქავილი

დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის წინა მდგომარეობა, მოუსვენრობა (აგზნება), გაღიზიანებადობა ან დაღლილობა

საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), სპაზმები კუჭის არეში (მუცლის ტკივილი), მადის დაქვეითება, აგრეთვე კუჭ-ნაწლავის წყლულები (შესაძლოა, სისხლდენით და პერფორაციით)

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლში

თავბრუსხვევა

რეაქციები ინექციის ადგილზე, ტკივილი შეყვანის ადგილას, ინექციის ადგილის გამაგრება.

ზოგჯერ: შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

სისხლიანი ღებინება (ჰემატემეზი), სისხლი განავალში ან სისხლიანი ფაღარათი

ღვიძლის დაზიანება (განსაკუთრებით, ხანგრძლივი მკურნალობისას), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) სიყვითლით ან მის გარეშე, ცალკეულ შემთხვევაში ძალიან მძიმედ პროგრესირებადი [ელვისებური] მიმდინარეობით წინასწარი ნიშნების გარეშეც).

თმის ცვენა

შეშუპება (ორგანიზმში სითხის დაგროვება), განსაკუთრებით მაღალი წნევის ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში.

იშვიათად: შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სასუნთქი გზების შევიწროების, ჰაერის უკმარისობის (რესპირატორული დისტრესი), გულისცემის აჩქარების, არტერიული წნევის დაცემის (ჰიპოტენზია) და შოკის სახით)

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან (ჰემორაგია)

დარღვევები ღვიძლის მხრივ

ასთმა სუნთქვის გაძნელებით (ქოშინი)

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ბენზილის სპირტზე

ძალიან იშვიათად: შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

გარკვეული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, რომლებსაც აგრეთვე მიეკუთვნება დიკლობერლი N75) აღწერილია ინფექციური ანთებითი პროცესების გამწვავების შემთხვევები (მაგალითად, მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება).

დიკლობერლი N75-ის გამოყენების დროს ინფექციის პირველი ნიშნების გამოვლენისას (მაგალითად, გაწითლება, შეშუპება, ტემპერატურის ადგილობრივი მომატება, ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება) ან მათი გაღრმავების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ის განსაზღვრავს ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის ან ანტიბიოტიკებით მკურნალობის აუცილებლობას.

დიკლოფენაკის გამოყენების დროს აღინიშნა მენინგიტის (ასეპტიური მენინგიტი) ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, კისრის დაჭიმულობა ან ცნობიერების დაბინდვა. როგორც ჩანს, გარკვეული აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტები (სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის კომბინირებული დაავადება) წარმოადგენენ რისკის ჯგუფს.

სისხლის წარმოქმნის დარღვევები [ანემია, ლეიკოპენია (სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), პანციტოპენია (ერითროციტების და ლეიკოციტების, ასევე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის კრიტიკული შემცირებით გამოწვეული მძიმე მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის), ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა სისხლის წითელი უჯრედების დაჩქარებული დაშლის გამო)].

პირველი ნიშნები შეიძლება იყოს სხეულის ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, ეროზია პირის ღრუში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამოხატული დაღლილობა, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლჩაქცევა კანში.

ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის შეყვანა და მიმართეთ ექიმს. ტკივილგამაყუჩებელი ან სიცხის დამწევი პრეპარატებით თვითმკურნალობა უკუნაჩვენებია.

პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის რეგულარულად განსაზღვრა.

ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ენის ან ხმის აპარატის შესიება)

აღნიშნული რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის პირველივე გამოყენებისას, შეწყვიტეთ დიკლოფენაკის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ საექიმო დახმარებისთვის.

აღინიშნა სისხლძარღვების (ვასკულიტი) და ფილტვების (პნევმონიტი) ალერგიული ხასიათის ანთების შემთხვევები

ფსიქოზური რეაქციები, დეპრესია, შფოთვის შეგრძნება, ძილის დარღვევა (უძილობა), კოშმარული სიზმრები

მგრძნობელობის დარღვევები, გემოს აღქმის დარღვევები, მეხსიერების დარღვევები, დეზორიენტაცია, კრუნჩხვა, კანკალი, ინსულტი (ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა)

მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი მხედველობა და მხედველობის გაორება)

ხმაური ყურებში, სმენის დარღვევა

გახშირებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა), გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი)

მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)

პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), მათ შორის წყლულებით (წყლულოვანი სტომატიტი), ენის ანთება, საყლაპავის დაზიანება, შეკრულობა, აგრეთვე დარღვევები მუცლის ქვედა მიდამოების მხრივ, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი), მათ შორის, მსხვილი ნაწლავის ანთება სისხლდენით ან კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის გაღრმავება (მსხვილი ნაწლავის გარკვეული ანთებითი დაავადებები წყლულების თანხლებით), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), ნაწლავის სანათურის შევიწროება

მუცლის ზედა არეში ძლიერი ტკივილის, სისხლიანი ღებინების, შავი განავლის ან განავალში სისხლის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ დიკლობერლი N75-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა

ამიტომ, ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებულია ღვიძლის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

ისეთი მძიმე რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა კანზე გამონაყარი გაწითლებით (ეგზანთემა, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა) და ბუშტუკების წარმოქმნით (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) ან აქერცვლა (ექსფოლიაციური დერმატიტი); მგრძნობელობა სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობის რეაქცია), ლოკალური სისხლჩაქცევები კანში (პურპურა), რაც ასევე შეიძლება იყოს ალერგიის ნიშანი

თირკმლის ქსოვილის დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), რომელსაც შეიძლება თან ახლდეს თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევება (თირკმელების უკმარისობა), შარდში ცილების (პროტეინურია) გამოვლენა ან/და სისხლი შარდში (ჰემატურია); ნეფროზული სინდრომი (შეშუპება და შარდით ცილების მნიშვნელოვანი გამოყოფა).

აუცილებელია თირკმელების ფუნქციის რეგულარულად შემოწმება.

შარდის გამოყოფის შემცირება, ორგანიზმში სითხის დაგროვება (შეშუპება) და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა შეიძლება იყოს თირკმელების მხრივ დარღვევების ნიშნები თირკმელების უკმარისობამდე. ამ სიმპტომების გამოვლენის ან გაღრმავების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ დიკლობერლი N75-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ მკურნალ ექიმს.

აბსცესი ინექციის ადგილზე.

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება

კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მრგვალ ან ოვალურ წითელ ლაქებს და კანის შეშუპებას, ბუშტუკების განვითარებას და ქავილს (ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი). ასევე, შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ უბნებში კანის გამუქება, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს შეხორცების შემდეგ. პრეპარატის ხელახლა გამოყენების შემთხვევაში ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი ხშირად განმეორებით ვითარდება იგივე ადგილზე.

ქსოვილის დაზიანება ინექციის ადგილზე

იშემიური კოლიტი

გარკვეული გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში დაიცავით ზემოთ აღნიშნული მითითებები!

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი ეფექტის შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • დიკლობერლი N75-ის შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება მოცემული პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია დასაკეც კოლოფსა და ამპულაზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

შენახვის პირობები

პრეპარატი არ შეინახოთ 30˚C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

სინათლის ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით ამპულები შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

პრეპარატების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

დიკლობერლი N75-ის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა არის ნატრიუმის დიკლოფენაკი.

ერთი ამპულა 3 მლ საინექციო ხსნარით შეიცავს 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 25 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

სხვა კომპონენტები:

პროპილენგლიკოლი (600 მგ/3 მლ), ბენზილის სპირტი (105 მგ/3 მლ), აცეტილცისტეინი, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 1 ნ. ხსნარი, საინექციო წყალი

დიკლობერლი N75-ის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი, პრაქტიკულად თავისუფალი ხილვადი ნაწილაკებისგან 3 მლ-იან ქარვისფერი მინის ამპულაში, რომელსაც აქვს გადატეხვის წერტილი.

შეფუთვის ზომები:

ორიგინალი შეფუთვა, რომელიც შეიცავს 1 ამპულას 3 მლ საინექციო ხსნარით.

ორიგინალი შეფუთვა, რომელიც შეიცავს 3 ამპულას თითოში 3 მლ საინექციო ხსნარით.

ორიგინალი შეფუთვა, რომელიც შეიცავს 5 ამპულას თითოში 3 მლ საინექციო ხსნარით.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

ბერლინ-ჰემი აგ

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი

გერმანია

მწარმოებელი:

ა. მენარინი მენუფექჩერინგ ლოჯისტიქს ენდ სერვისიზ სრლ (ამმლს)

ვია სეტტე სანტი, 3

50131 ფლორენცია, იტალია

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 06.2025 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა