პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მოქმედი ნივთიერება
დიკლოფენაკი (diclofenac)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/გ 45გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
S.C. SLAVIA PHARM S.R.L, რუმინეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
M02AA15
რეგისტრაციის ნომერი
რ-039049
რეგისტრირებულია
12 სექტემბერი 2023, მოქმედებს 12 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
S.C. SLAVIA PHARM S.R.L (რუმინეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიკლო-5 და სხვა წამალი ერთად

დიკლო-5 — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

დიკლო-5 შეიზილეთ 3-4 ჯერ დღეში, ნელი მასაჟით კანის იმ უბანში, სადაც ტკივილი ან ანთებაა ლოკალიზებული. გელის რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული კერის ზომაზე. ჩვეულებრივ 2-4 გ (6-12 სმ. გელის შესაბამისი) საკმარისია. მაქსიმალური დოზა შეადგენს 16 გ დღეში. თქვენ შესაძლოა გქონდეთ მსუბუქი სიგრილის შეგრძნება გელის შეზელისას.

დიკლო-5-ის გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.

14 წლამდე ასაკის ბავშვებში დიკლო-5 არ არის რეკომენდებული.

დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდა 7 დღის ვადაში.

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც არის აღწერილი ინსტრუქციაში, ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის მიმართ. ბრონქული ასთმის, ცხვირის ან ცხვირის ახლო ღრუების მორეციდივე პოლინოზისა და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის აუტანლობა (ანამნეზში). ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (14წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

სიფრთხილით ღვიძლისმიერი პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევა (მათ შორის ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, მიდრეკილება სისხლდენებისადმი); ბრონქული ასთმა, ხანდაზმული ასაკი, ორსულობის I და II ტრიმესტრი. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ, განიცდით პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას. გელი არ უნდა მოხვდეს თვალში და ლორწოვანზე.

გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს დიკლო-5-ით მკურნალობა.

სიფრთხილის ზომები

გელი იდება მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბნებზე. დადების შემდეგ საჭირო არ არის ოკლუზიური სახვევის დადება.

თვალებში, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებზე პრეპარატის მოხვედრა არ შეიძლება.

მხოლოდ გარეგანი გამოიყენებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი საშუალებების მოქმედება.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის. დიკლო-5-ის გამოყენებამ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებთან ერთად შესაძლოა გაზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გვერდითი მოქდმედება:

კანის საფარის მხრივ: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, ჰიპერემია, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულოზურ-ვეზიკულური გამონაყარი, აქერცვლა).

ალერგიული რეაქციები (კანის წვა და ქავილი, კანის ერითემატოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები (შოკის ჩათვლით) ამ დროს უნდა შეწყდეს დიკლო-5 -ის გამოყენება.

ჭარბი დოზა

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო აპლიკაციის დროს, ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა. შემთხვევით შიგნით მიღებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ღებინების ინდუქცია, აქტივირებული ნახშირი, დიურეზის ფორსირება, სიმპტომური თერაპია. დიალიზი ეფექტურია არ არის დიკლოფენაკის პლაზმის ცილებთან კავშირის მაღალი ხარისხის გამო (დაახლეობით 99%).

შემადგენლობა

ჰომოგენური, გამჭვირვალე გელი 45გ 5% ტუბში, 1გ შეიცავს 50მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, ეთანოლი 96%, პროპილენ გლიკოლი, მეთილჰიდროქსიბენზოატი და გამოხდილი წყალი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის ვადა 3 წელი

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიოდული საშუალება. ათქ კოდი: M02AA15

ფარმაკოლოგიური თვისებები

აქტიური კომპონენტი დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით, რაც იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას და ამის შედეგად ანთების და შეშუპების შემცირებას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას სახსრებში.

პრეპარატის რეკომენდებული წესით წასმისას აბსორბირდება დიკლოფენაკის არანაკლებ 6%.

ჩვენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; რბილი ქსოვილების რევმატული დაზინება; პოდაგრული ართრიტი); ხრტილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმებით განპირობებული ანთება (გაჭიმვის, დატვირთვისა და დაზიანებისას). რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, სპონდილიტი, პოდაგრა, ნევრალგია, მიალგია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

Dდიკლო-5/ Diclo-5

(Diclofenac Sodium)

სავაჭრო დასახელება დიკლო-5

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიკლოფენაკი

სამკურნალწამლო ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ჰომოგენური, გამჭვირვალე გელი 45გ 5% ტუბში, 1გ შეიცავს 50მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, ეთანოლი 96%, პროპილენ გლიკოლი, მეთილჰიდროქსიბენზოატი და გამოხდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიოდული საშუალება. ათქ კოდი: M02AA15

ფარმაკოლოგიური თვისებები

აქტიური კომპონენტი დიკლოფენაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით, რაც იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას და ამის შედეგად ანთების და შეშუპების შემცირებას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას სახსრებში.

პრეპარატის რეკომენდებული წესით წასმისას აბსორბირდება დიკლოფენაკის არანაკლებ 6%.

ჩვენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; რბილი ქსოვილების რევმატული დაზინება; პოდაგრული ართრიტი); ხრტილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმებით განპირობებული ანთება (გაჭიმვის, დატვირთვისა და დაზიანებისას). რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, სპონდილიტი, პოდაგრა, ნევრალგია, მიალგია.

დოზირება მოზრდილებსა და მოზარდებში 14 წლის ასაკის ზემოთ.

დიკლო-5 შეიზილეთ 3-4 ჯერ დღეში, ნელი მასაჟით კანის იმ უბანში, სადაც ტკივილი ან ანთებაა ლოკალიზებული. გელის რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული კერის ზომაზე. ჩვეულებრივ 2-4 გ (6-12 სმ. გელის შესაბამისი) საკმარისია. მაქსიმალური დოზა შეადგენს 16 გ დღეში. თქვენ შესაძლოა გქონდეთ მსუბუქი სიგრილის შეგრძნება გელის შეზელისას.

დიკლო-5-ის გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.

14 წლამდე ასაკის ბავშვებში დიკლო-5 არ არის რეკომენდებული.

დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდა 7 დღის ვადაში.

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც არის აღწერილი ინსტრუქციაში, ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის მიმართ. ბრონქული ასთმის, ცხვირის ან ცხვირის ახლო ღრუების მორეციდივე პოლინოზისა და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის აუტანლობა (ანამნეზში). ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (14წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

სიფრთხილით ღვიძლისმიერი პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევა (მათ შორის ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, მიდრეკილება სისხლდენებისადმი); ბრონქული ასთმა, ხანდაზმული ასაკი, ორსულობის I და II ტრიმესტრი. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ, განიცდით პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას. გელი არ უნდა მოხვდეს თვალში და ლორწოვანზე.

გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს დიკლო-5-ით მკურნალობა.

მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

გამოყენება ორსულობისა (III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოქდმედება:

კანის საფარის მხრივ: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, ჰიპერემია, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულოზურ-ვეზიკულური გამონაყარი, აქერცვლა).

ალერგიული რეაქციები (კანის წვა და ქავილი, კანის ერითემატოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები (შოკის ჩათვლით) ამ დროს უნდა შეწყდეს დიკლო-5 -ის გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო აპლიკაციის დროს, ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა. შემთხვევით შიგნით მიღებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ღებინების ინდუქცია, აქტივირებული ნახშირი, დიურეზის ფორსირება, სიმპტომური თერაპია. დიალიზი ეფექტურია არ არის დიკლოფენაკის პლაზმის ცილებთან კავშირის მაღალი ხარისხის გამო (დაახლეობით 99%).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი საშუალებების მოქმედება.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის. დიკლო-5-ის გამოყენებამ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებთან ერთად შესაძლოა გაზარდოს გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი.

განსაკუთრებული მითითებები:

გელი იდება მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბნებზე. დადების შემდეგ საჭირო არ არის ოკლუზიური სახვევის დადება.

თვალებში, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებზე პრეპარატის მოხვედრა არ შეიძლება.

მხოლოდ გარეგანი გამოიყენებისათვის.

გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისთვის 5%. 45გ გელი ალუმინის ტუბში, პლასტმასის სახურავით. ტუბის ხვრელი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახურავი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გასახვრეტი მოწყობილობა. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის ვადა 3 წელი

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი S.C. Slavia Pharm S.R.L,Theodor Pallady 44C, Bucharest, Romania

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა