აბიგა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
Abyga 500 mg Film Kaplı Tablet
აბიგა შეიცავს აბირატერონის აცეტატს აქტიური ინგრედიენტის სახით. აბიგა იწვევს თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავების შეჩერებას (ეს არის სტეროიდული ჰორმონი ანდროგენების ჯგუფიდან და ცნობილია როგორც მამრობითი სქესის ჰორმონი); ამან შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს განვითარება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აბირატერონი (abiraterone)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
- მწარმოებელი
- Deva Holding A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, ჰორმონების სხვა ანტაგონისტები და მსგავსი საშუალებები
- ATC კოდი
- L02BX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043054
- რეგისტრირებულია
- 27 მარტი 2025, მოქმედებს 24 ნოემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
აბიგა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აბიგა შეიცავს აბირატერონის აცეტატს აქტიური ინგრედიენტის სახით. აბიგა იწვევს თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავების შეჩერებას (ეს არის სტეროიდული ჰორმონი ანდროგენების ჯგუფიდან და ცნობილია როგორც მამრობითი სქესის ჰორმონი); ამან შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს განვითარება. აბიგა გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე.
თუ აბიგა ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიებზე, როდესაც დაავადება ჯერ კიდევ პასუხობს ჰორმონულ თერაპიას, ის უნდა იქნას გამოყენებული მკურნალობასთან ერთად, რომელიც ამცირებს მამრობითი სქესის ჰორმონის (ტესტოსტერონის) დონეს (ანდროგენის სუპრესიის თერაპია).
აბიგა გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე; პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ამოღებული სათესლე ჯირკვლები ან დაქვეითებული მამრობითი სქესის ჰორმონი და რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია, პაციენტებისთვის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შესაფერისი ქიმიოთერაპიისთვის, და პაციენტებისთვის, რომლებმაც ადრე მიიღეს ქიმიოთერაპია და განიცადეს რეციდივი.
ამ სამკურნალო საშალებით მკურნალობის პერიოდში თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება პრედნიზონი ან პრედნიზოლონი. ეს მიზნად ისახავს მაღალი არტერიული წნევის, ორგანიზმში წყლის შეკავების (სითხის შეკავება) ან სისხლში კალიუმის დაბალი დონის რისკის შემცირებას.
აბიგა არის მეწამული ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი.
აბიგა ხელმისაწვდომია ბლისტერში, რომელიც შეიცავს 60 ტაბლეტს მუყაოს კოლოფში.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
მითითებები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ
ამ პროდუქტის რეკომენდებული დოზაა 1000 მგ (2 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
მიღების წესი და მეთოდი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ პერორალურად.
არ მიიღოთ აბიგა საკვებთან ერთად. აბიგას საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ წამლის უფრო მეტი შეწოვა, ვიდრე საჭიროა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
მიიღეთ აბიგას ტაბლეტები დღეში ერთხელ უზმოზე ერთჯერადად. აბიგა უნდა იქნას მიღებული ჭამიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ, და არ უნდა მიიღოთ საკვები აბიგას მიღებიდან მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში (იხ. ნაწილი 2, „აბიგას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად“).
ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
არ გატეხოთ ტაბლეტები.
აბიგა მიიღება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად. მიიღეთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ექიმის დანიშნულებით.
თქვენ უნდა მიიღოთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ყოველდღე, სანამ იღებთ აბიგას.
პრედნიზონის ან პრედნიზოლონის თქვენი დოზის შეცვლა შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში. ექიმი გაცნობებთ საჭიროა თუ არა პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობის ცვლილებები, რომელსაც იღებდით. არ შეცვალოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზა ექიმის დანიშნულების გარეშე.
თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ აბიგას მკურნალობის პერიოდში სხვა მედიკამენტები პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
აბიგა არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ აბიგა შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა ან მოზარდმა, სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფოს, თან წაიღეთ ეს დანართი ფურცელი, რათა აჩვენოთ ექიმს.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების სპეციალური პირობები
თირკმლის უკმარისობა
აბიგა შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია საჭირო არ არის. სიფრთხილეა რეკომენდებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა
თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენი ღვიძლის ზოგიერთ სისხლის მაჩვენებელს რეგულარულ ინტერვალებში და თუ იქნება ამ მნიშვნელობების გადაჭარბებული მატება, აბიგათი მკურნალობა მთლიანად შეწყდება ან სულ მცირე, სანამ თქვენი სისხლის მაჩვენებლები არ გაუმჯობესდება. სიფრთხილეა საჭორპ აბიგას გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით. აბიგა არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით.
მაღალი სისხლის წნევა
თუ გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), თქვენი ექიმი არ დაგინიშნავთ აბიგას თქვენი არტერიული წნევის მაჩვენებლების შემოწმების გარეშე. მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა არტერიული წნევის ჩივილები, თქვენს ექიმი მაინც გააკონტროლებს თქვენს წნევას აბიგათი მკურნალობის დროს.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ აბიგას ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ აბიგას ზედმეტი დოზირება
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი აბიგას დოზა, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან კლინიკას.
თუ დაგავიწყდათ აბიგას დოზის მიღება
თუ დაგავიწყდათ აბიგას ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, მიიღეთ ჩვეული დოზა მომდევნო დღეს.
თუ დაგავიწყდათ აბიგას ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლად გაესაუბრეთ ექიმს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გსურთ აბიგას მიღების შეწყვეტა
განაგრძეთ აბიგას ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება აბიგას გამოყენება შემდეგ სიტუაციებში:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აბირატერონის აცეტატის ან აბიგას რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით თუ ორსულად ხართ. აბიგა გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში.
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება.
Ra-223 მოლეკულასთან ერთად, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე.
აბიგა გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის:
თუ გაქვთ ღვიძლის დარღვევა
თუ გაქვთ მაღალი წნევა ან გულის უკმარისობა ან სისხლში კალიუმის დაბალი დონე (კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი)
თუ გაქვთ გულთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული სხვა აშლილობა
თუ გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
თუ გაქვთ ქოშინი
თუ წონაში სწრაფად მოიმატეთ
თუ გაქვთ ფეხების, ტერფების ან ფეხების შეშუპება
თუ წარსულში იღებდით პროსტატის კიბოს სამკურნალოდ კეტოკონაზოლს
თუ გჭირდებათ ინფორმაცია ამ მედიკამენტის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების შესახებ
თუ გჭირდებათ ინფორმაცია თქვენს ძვლებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ
თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობთ ამ მდგომარეობის სამკურნალო მედიკამენტებით.
მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნება კანის ან თვალების გაყვითლება, შარდის გამუქება, ან ძლიერი გულისრევა ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები ან სიმპტომები. იშვიათად შეიძლება მოხდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ე.წ. ღვიძლის მწვავე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
შეიძლება გამოვლინდეს სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, სექსუალური სურვილის (ლიბიდოს) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
აბიგა არ უნდა დაინიშნოს Ra-223-თან (რადიოაქტიური რადიუმის თერაპია, რომელიც გამოიყენება ბირთვულ მედიცინაში) კომბინაციაში ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის შესაძლო გაზრდის გამო.
თუ თქვენ აპირებთ Ra-223-ის მიღებას აბიგათი და პრედნიზონით/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, თქვენ უნდა დაელოდოთ მინიმუმ 5 დღე Ra-223-ით მკურნალობის დაწყებამდე.
სისხლის მონიტორინგი
აბიგამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ღვიძლზე, თუმცა შესაძლოა არ გამოვლინდეს რაიმე სიმპტომი. ამიტომ ამ მედიკამენტით მკურნალობისას თქვენი ექიმი პერიოდულად ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს ღვიძლზე რაიმე ზემოქმედების დასადგენად.
ბავშვები და მოზარდები
ეს მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ბავშვებში და მოზარდებში გამოყენებისათვის. თუ აბიგა შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა ან მოზარდმა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ საავადმყოფოს და თან წაიღოთ ეს დანართი ფურცელი, რათა აჩვენოთ სასწრაფო დახმარების ექიმს.
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს.
აბიგას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
აბიგა არ უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად (იხილეთ ნაწილი 3. ,,აბიგას მიღების წესი“).
აბიგას საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
აბიგა არ წარმოადგენს ქალებისთვის სამკურნალო საშუალებას.
ამ მედიკამენტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არ დაბადებულ ბავშვს, თუ მას მიიღებენ ორსული ქალები.
თუ თქვენ ხართ ორსულად ან სავარაუდოდ დაორსულდებით და აპირებთ აბიგას სხვა პირისთვის მიცემას, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ხელთათმანები პრეპარატთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
თუ გაქვთ სქესობრივი კონტაქტი ქალთან, რომელსაც შეუძლია დაორსულდეს, გამოიყენეთ პრეზერვატივი და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მეთოდი.
თუ ორსულ ქალთან გაქვთ სქესობრივი კავშირი, გამოიყენეთ პრეზერვატივი, რათა არ მიაყენოთ ზიანი ნაყოფს.
თუ მკურნალობის დროს დადგინდება, რომ თქვენი პარტნიორი (მეუღლე) დაორსულდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

- არ გამოიყენოთ აბიგა ლაქტაციის დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აბიგას არ ახასიათებს ცნობილი ეფექტი მანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიგას ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ
აბიგა შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ ნებისმიერი შაქრის აუტანლობა, უნდა მიმართოთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ამ მედიკამენტის დღიური დოზა, რომელიც შედგება 2 ტაბლეტისგან, შეიცავს 23.46 მგ ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იცავენ უნატრიემო დიეტას.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბიგამ შეიძლება გაზარდოს მთელი რიგი მედიკამენტების მოქმედება, მათ შორის გულის წამლების, დამამშვიდებლების, დიაბეტის სამკურნალო საშუალებების, მცენარეული საშუალებების (მაგ., წმინდა იოანეს ვორტი) და სხვა. თქვენს ექიმს შეუძლია მოისურვოს ამ მედიკამენტების დოზის კორექტირება. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს აბიგას ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ან აბიგა არ იყოს შესაბამისად ეფექტური.
ანდროგენის დეპრივაციის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს როგორიცაა:
გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდის გულის რითმის პრობლემების რისკს [მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ნარკომანიის სამკურნალოდ), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოტიკა (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)].
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, აბიგამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ძალიან ხშირი:
ვლინდება 10 -დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი:
ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში.
არახშირი:
ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტში.
იშვიათი:
ვლინდება 1,000 -დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი:
ვლინდება 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
უცნობია:
სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.
თუ ჩამოთვლილი ეფექტებიდან რომელიმე განვითარდა თქვენს შემთხვევაში, მაშინ შეწყვიტეთ აბიგას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები ან გულისცემა (პალპიტაცია). ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენს სისხლში არის მინერალის დაბალი დონე, რომელსაც ეწოდება კალიუმი.
მწვავე ალერგიული რეაქციები ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება ან გამონაყარი ქავილით.
ეს ყველა არის სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ რომელიმე ჩამოთვლილი მოვლენიდან გამოვლინდება თქვენს შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია აბიგაზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი:
ფეხების ან ტერფების შეშუპება
სისხლში კალიუმის დაბალი დონე
ღვიძლის ფუნქციის ტესტში მაჩვენებლების გაზრდა
სისხლსი მაღალი წნევა
საშარდე გზების ინფექცია
დიარეა
ხშირი:
სისხლში ცხიმის მაღალი დონე
გულმკერდის ტკივილი
არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია)
გულის უკმარისობა
სწრაფი გულისცემა
მძიმე ინფექციები, რომელსაც ეწოდება სეფსისი
ძვლის მოტეხილობები
საჭმლის მონელების დარღვევა
სისხლი შარდში
გამონაყარი კანზე
არახშირი
თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (დაკავშირებული მარილისა და წყლის პრობლემებთან)
არანორმალური გულის რითმი (არითმია)
კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
იშვიათი
ფილტვების გაღიზიანება (ასევე უწოდებენ ალერგიულ ალვეოლიტს)
ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევა (ასევე უწოდებენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას)
უცნობია სიხშირე
გულის შეტევა
ცვლილებები ეკგ- ელექტროკარდიოგრამაზე (QT გახანგრძლივება)
მძიმე ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპებით ან გამონაყარი ქავილით.
ძვლის მასის დაკარგვა შეიძლება მოხდეს მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ პროსტატის კიბოსთვის. აბიგას გამოყენებამ პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად შეიძლება გაზარდოს ძვლის მასის დაკარგვის რისკი.
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენი გვერდითი ეფექტების შესახებ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TÜFAM) უშუალოდ ბმულზე „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების“ მეშვეობით, ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ან შეგიძლიათ დარეკოთ გვერდითი ეფექტების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08.
შენახვის პირობები
აბიგა უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ აბიგა შეფუთვის კოლოფზე ან ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოიყენეთ მხოლოდ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ აბიგა შეფუთვაზე აღნიშული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
დანართი ფურცელი
აბიგა 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
მიიღება პერორალურად
აქტიური ნივთიერება: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აბირატერონის აცეტატს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ძროხის რძიდან), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრაი 85F200050 მეწამული: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი/PEG MW 3350, ტალკი, შავი რკინის ოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი.
▼ ეს სამკურნალო საშუალება ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს გვაძლევს მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად მოპოვების საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შეტყობინებით, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს. ინსტრუქციის ბოლოს იხილეთ ინფორმაცია ნაწილში 4 გვერდითი ეფექტების შეტყობინების შესახებ.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენების მიზნით.
ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას.
ზუსტად დაიცავით ამ გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული რეკომენდაციები. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზირება თვითნებურად.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს აბიგა და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია აბიგას გამოყენებამდე
- აბიგას მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- აბიგას შენახვის პირობები
- რას წარმოადგენს აბიგა და რისთვის გამოიყენება
აბიგა შეიცავს აბირატერონის აცეტატს აქტიური ინგრედიენტის სახით. აბიგა იწვევს თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავების შეჩერებას (ეს არის სტეროიდული ჰორმონი ანდროგენების ჯგუფიდან და ცნობილია როგორც მამრობითი სქესის ჰორმონი); ამან შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს განვითარება. აბიგა გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე.
თუ აბიგა ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიებზე, როდესაც დაავადება ჯერ კიდევ პასუხობს ჰორმონულ თერაპიას, ის უნდა იქნას გამოყენებული მკურნალობასთან ერთად, რომელიც ამცირებს მამრობითი სქესის ჰორმონის (ტესტოსტერონის) დონეს (ანდროგენის სუპრესიის თერაპია).
აბიგა გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებზე; პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ამოღებული სათესლე ჯირკვლები ან დაქვეითებული მამრობითი სქესის ჰორმონი და რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია, პაციენტებისთვის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შესაფერისი ქიმიოთერაპიისთვის, და პაციენტებისთვის, რომლებმაც ადრე მიიღეს ქიმიოთერაპია და განიცადეს რეციდივი.
ამ სამკურნალო საშალებით მკურნალობის პერიოდში თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება პრედნიზონი ან პრედნიზოლონი. ეს მიზნად ისახავს მაღალი არტერიული წნევის, ორგანიზმში წყლის შეკავების (სითხის შეკავება) ან სისხლში კალიუმის დაბალი დონის რისკის შემცირებას.
აბიგა არის მეწამული ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი.
აბიგა ხელმისაწვდომია ბლისტერში, რომელიც შეიცავს 60 ტაბლეტს მუყაოს კოლოფში.
- ინფორმაცია აბიგას გამოყენებამდე
არ შეიძლება აბიგას გამოყენება შემდეგ სიტუაციებში:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აბირატერონის აცეტატის ან აბიგას რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით თუ ორსულად ხართ. აბიგა გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში.
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება.
Ra-223 მოლეკულასთან ერთად, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებამდე.
აბიგა გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის:
თუ გაქვთ ღვიძლის დარღვევა
თუ გაქვთ მაღალი წნევა ან გულის უკმარისობა ან სისხლში კალიუმის დაბალი დონე (კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი)
თუ გაქვთ გულთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული სხვა აშლილობა
თუ გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
თუ გაქვთ ქოშინი
თუ წონაში სწრაფად მოიმატეთ
თუ გაქვთ ფეხების, ტერფების ან ფეხების შეშუპება
თუ წარსულში იღებდით პროსტატის კიბოს სამკურნალოდ კეტოკონაზოლს
თუ გჭირდებათ ინფორმაცია ამ მედიკამენტის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების შესახებ
თუ გჭირდებათ ინფორმაცია თქვენს ძვლებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ
თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობთ ამ მდგომარეობის სამკურნალო მედიკამენტებით.
მიმართეთ ექიმს, თუ აღინიშნება კანის ან თვალების გაყვითლება, შარდის გამუქება, ან ძლიერი გულისრევა ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები ან სიმპტომები. იშვიათად შეიძლება მოხდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ე.წ. ღვიძლის მწვავე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
შეიძლება გამოვლინდეს სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, სექსუალური სურვილის (ლიბიდოს) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
აბიგა არ უნდა დაინიშნოს Ra-223-თან (რადიოაქტიური რადიუმის თერაპია, რომელიც გამოიყენება ბირთვულ მედიცინაში) კომბინაციაში ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის შესაძლო გაზრდის გამო.
თუ თქვენ აპირებთ Ra-223-ის მიღებას აბიგათი და პრედნიზონით/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, თქვენ უნდა დაელოდოთ მინიმუმ 5 დღე Ra-223-ით მკურნალობის დაწყებამდე.
სისხლის მონიტორინგი
აბიგამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ღვიძლზე, თუმცა შესაძლოა არ გამოვლინდეს რაიმე სიმპტომი. ამიტომ ამ მედიკამენტით მკურნალობისას თქვენი ექიმი პერიოდულად ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს ღვიძლზე რაიმე ზემოქმედების დასადგენად.
ბავშვები და მოზარდები
ეს მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ბავშვებში და მოზარდებში გამოყენებისათვის. თუ აბიგა შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა ან მოზარდმა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ საავადმყოფოს და თან წაიღოთ ეს დანართი ფურცელი, რათა აჩვენოთ სასწრაფო დახმარების ექიმს.
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს.
აბიგას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
აბიგა არ უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად (იხილეთ ნაწილი 3. ,,აბიგას მიღების წესი“).
აბიგას საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.
ორსულობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
აბიგა არ წარმოადგენს ქალებისთვის სამკურნალო საშუალებას.
ამ მედიკამენტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს არ დაბადებულ ბავშვს, თუ მას მიიღებენ ორსული ქალები.
თუ თქვენ ხართ ორსულად ან სავარაუდოდ დაორსულდებით და აპირებთ აბიგას სხვა პირისთვის მიცემას, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ხელთათმანები პრეპარატთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
თუ გაქვთ სქესობრივი კონტაქტი ქალთან, რომელსაც შეუძლია დაორსულდეს, გამოიყენეთ პრეზერვატივი და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მეთოდი.
თუ ორსულ ქალთან გაქვთ სქესობრივი კავშირი, გამოიყენეთ პრეზერვატივი, რათა არ მიაყენოთ ზიანი ნაყოფს.
თუ მკურნალობის დროს დადგინდება, რომ თქვენი პარტნიორი (მეუღლე) დაორსულდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
აბიგა არ წარმოადგენს ქალებისთვის სამკურნალო საშუალებას.
- არ გამოიყენოთ აბიგა ლაქტაციის დროს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
აბიგას არ ახასიათებს ცნობილი ეფექტი მანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიგას ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ
აბიგა შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ ნებისმიერი შაქრის აუტანლობა, უნდა მიმართოთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ამ მედიკამენტის დღიური დოზა, რომელიც შედგება 2 ტაბლეტისგან, შეიცავს 23.46 მგ ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იცავენ უნატრიემო დიეტას.
სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბიგამ შეიძლება გაზარდოს მთელი რიგი მედიკამენტების მოქმედება, მათ შორის გულის წამლების, დამამშვიდებლების, დიაბეტის სამკურნალო საშუალებების, მცენარეული საშუალებების (მაგ., წმინდა იოანეს ვორტი) და სხვა. თქვენს ექიმს შეუძლია მოისურვოს ამ მედიკამენტების დოზის კორექტირება. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს აბიგას ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ან აბიგა არ იყოს შესაბამისად ეფექტური.
ანდროგენის დეპრივაციის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს როგორიცაა:
გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდის გულის რითმის პრობლემების რისკს [მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ნარკომანიის სამკურნალოდ), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოტიკა (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)].
თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- აბიგას მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
მითითებები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ
ამ პროდუქტის რეკომენდებული დოზაა 1000 მგ (2 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
მიღების წესი და მეთოდი
ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ პერორალურად.
არ მიიღოთ აბიგა საკვებთან ერთად. აბიგას საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ წამლის უფრო მეტი შეწოვა, ვიდრე საჭიროა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
მიიღეთ აბიგას ტაბლეტები დღეში ერთხელ უზმოზე ერთჯერადად. აბიგა უნდა იქნას მიღებული ჭამიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ, და არ უნდა მიიღოთ საკვები აბიგას მიღებიდან მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში (იხ. ნაწილი 2, „აბიგას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად“).
ტაბლეტები გადაყლაპეთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
არ გატეხოთ ტაბლეტები.
აბიგა მიიღება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად. მიიღეთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ექიმის დანიშნულებით.
თქვენ უნდა მიიღოთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ყოველდღე, სანამ იღებთ აბიგას.
პრედნიზონის ან პრედნიზოლონის თქვენი დოზის შეცვლა შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში. ექიმი გაცნობებთ საჭიროა თუ არა პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობის ცვლილებები, რომელსაც იღებდით. არ შეცვალოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზა ექიმის დანიშნულების გარეშე.
თქვენმა ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ აბიგას მკურნალობის პერიოდში სხვა მედიკამენტები პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
აბიგა არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ აბიგა შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა ან მოზარდმა, სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფოს, თან წაიღეთ ეს დანართი ფურცელი, რათა აჩვენოთ ექიმს.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების სპეციალური პირობები
თირკმლის უკმარისობა
აბიგა შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია საჭირო არ არის. სიფრთხილეა რეკომენდებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა
თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენი ღვიძლის ზოგიერთ სისხლის მაჩვენებელს რეგულარულ ინტერვალებში და თუ იქნება ამ მნიშვნელობების გადაჭარბებული მატება, აბიგათი მკურნალობა მთლიანად შეწყდება ან სულ მცირე, სანამ თქვენი სისხლის მაჩვენებლები არ გაუმჯობესდება. სიფრთხილეა საჭორპ აბიგას გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით. აბიგა არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით.
მაღალი სისხლის წნევა
თუ გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), თქვენი ექიმი არ დაგინიშნავთ აბიგას თქვენი არტერიული წნევის მაჩვენებლების შემოწმების გარეშე. მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა არტერიული წნევის ჩივილები, თქვენს ექიმი მაინც გააკონტროლებს თქვენს წნევას აბიგათი მკურნალობის დროს.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ აბიგას ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ აბიგას ზედმეტი დოზირება
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი აბიგას დოზა, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან კლინიკას.
თუ დაგავიწყდათ აბიგას დოზის მიღება
თუ დაგავიწყდათ აბიგას ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, მიიღეთ ჩვეული დოზა მომდევნო დღეს.
თუ დაგავიწყდათ აბიგას ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლად გაესაუბრეთ ექიმს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ გსურთ აბიგას მიღების შეწყვეტა
განაგრძეთ აბიგას ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, აბიგამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
ძალიან ხშირი:
ვლინდება 10 -დან სულ მცირე 1 პაციენტში.
ხშირი:
ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში.
არახშირი:
ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტში.
იშვიათი:
ვლინდება 1,000 -დან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი:
ვლინდება 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
უცნობია:
სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.
თუ ჩამოთვლილი ეფექტებიდან რომელიმე განვითარდა თქვენს შემთხვევაში, მაშინ შეწყვიტეთ აბიგას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები ან გულისცემა (პალპიტაცია). ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენს სისხლში არის მინერალის დაბალი დონე, რომელსაც ეწოდება კალიუმი.
მწვავე ალერგიული რეაქციები ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება ან გამონაყარი ქავილით.
ეს ყველა არის სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ რომელიმე ჩამოთვლილი მოვლენიდან გამოვლინდება თქვენს შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია აბიგაზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
სხვა გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი:
ფეხების ან ტერფების შეშუპება
სისხლში კალიუმის დაბალი დონე
ღვიძლის ფუნქციის ტესტში მაჩვენებლების გაზრდა
სისხლსი მაღალი წნევა
საშარდე გზების ინფექცია
დიარეა
ხშირი:
სისხლში ცხიმის მაღალი დონე
გულმკერდის ტკივილი
არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია)
გულის უკმარისობა
სწრაფი გულისცემა
მძიმე ინფექციები, რომელსაც ეწოდება სეფსისი
ძვლის მოტეხილობები
საჭმლის მონელების დარღვევა
სისხლი შარდში
გამონაყარი კანზე
არახშირი
თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (დაკავშირებული მარილისა და წყლის პრობლემებთან)
არანორმალური გულის რითმი (არითმია)
კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
იშვიათი
ფილტვების გაღიზიანება (ასევე უწოდებენ ალერგიულ ალვეოლიტს)
ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევა (ასევე უწოდებენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას)
უცნობია სიხშირე
გულის შეტევა
ცვლილებები ეკგ- ელექტროკარდიოგრამაზე (QT გახანგრძლივება)
მძიმე ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპებით ან გამონაყარი ქავილით.
ძვლის მასის დაკარგვა შეიძლება მოხდეს მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ პროსტატის კიბოსთვის. აბიგას გამოყენებამ პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად შეიძლება გაზარდოს ძვლის მასის დაკარგვის რისკი.
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენი გვერდითი ეფექტების შესახებ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TÜFAM) უშუალოდ ბმულზე „წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების“ მეშვეობით, ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ან შეგიძლიათ დარეკოთ გვერდითი ეფექტების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08.
- აბიგას შენახვის პირობები
აბიგა უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ აბიგა შეფუთვის კოლოფზე ან ბლისტერზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გამოიყენეთ მხოლოდ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ აბიგა შეფუთვაზე აღნიშული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
კუჩუკჩეკმეცე - სტამბოლი/ თურქეთი
ტელეფონი: 0212 692 92 92
ფაქსი: 0212 697 00 24
ელ.ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი:
დევა ჰოლდინგ ა.ს.
კაპაკლი/ტეკირდაღი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის ბოლო შემოწმების თარიღია 15/03/2024.
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.