აბიტომაქსი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. ის გამოიყენება პროსტატის სიმსივნის სამკურნალოდ ზრდასრულ მამაკაცებში დაავადების სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებისას. აბიტომაქსი ხელს უშლის ორგანიზმში ტესტოსტერონის გამოყოფას; ეს ანელებს პროსტატის სიმსივნის ზრდას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აბირატერონი (abiraterone)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Synthon Hispania S.L.(ესპანეთი)), საქართველო
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, ჰორმონების სხვა ანტაგონისტები და მსგავსი საშუალებები
- ATC კოდი
- L02BX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046650
- რეგისტრირებულია
- 10 ნოემბერი 2026, მოქმედებს 10 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აბიტომაქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აბიტომაქსი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. ის გამოიყენება პროსტატის სიმსივნის სამკურნალოდ ზრდასრულ მამაკაცებში დაავადების სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებისას. აბიტომაქსი ხელს უშლის ორგანიზმში ტესტოსტერონის გამოყოფას; ეს ანელებს პროსტატის სიმსივნის ზრდას.
აბიტომაქსის დაავადების ადრეულ სტადიაზე დანიშვნისას, როდესაც დაავადება ჯერ კიდევ პასუხობს ჰორმონალურ თერაპიას, გამოიყენება ტესტოსტერონის დამაქვითებელ მკურნალობასთან ერთად (ანდროგენ დეპრივაციული თერაპია).
ამ პრეპარატთან ერთად თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს, პრედნიზონს, ან პრედნიზოლონს. ეს საჭიროა არტერიული წნევის მომატების, ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების (სითხის შეკავება), ან სისხლში ქიმიური ნივთიერების-კალიუმის-შემცირებული დონეების შესაძლებლობის შესამცირებლად.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რამდენი მივიღოთ
რეკომენდებული დოზა შეადგენს 1,000მგ (ორი 500 მგ ტაბლეტი) დღეში ერთჯერ.
პრეპარატის მიღება
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
არ მიიღოთ აბიტომაქსი საკვებთან ერთად.
მიიღეთ აბიტომაქსი ჭამიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ და აღარ მიიღოთ საკვები აბიტომაქსის მიღებიდან სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში (იხ. ნაწილი 2 „აბიტომაქსი საკვებთან ერთად“).
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, წყლის მიყოლებით. არ გატეხოთ ტაბლეტი.
აბიტომაქსი მიიღება პრედნიზონთან, ან პრედნიზოლონთან ერთად. პრედნიზონი ან პრედნიზოლონი მიიღეთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. აბიტომაქსის მიღების პერიოდში პრედნიზონი ან პრედნიზოლონი მიიღება ყოველდღე.
შეიძლება საჭირო გახდეს პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზის კორექცია თუ გიტარდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმი გეტყვით გესაჭიროებათ თუ არა პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზის შეცვლა. არ შეწყვიტოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება თუ ეს არ გირჩიათ ექიმმა.
აბიტომაქსის მიღებისას პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ სხვა პრეპარატები.
თუ მიიღეთ აბიტომაქსის ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ აბიტომაქსის მიღება
თუ დაგავიწყდათ აბიტომაქსის, პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღება, ჩვეული
დოზა მიიღეთ შემდეგ დღეს.
თუ დაგავიწყდათ აბიტომაქსის, პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღება ერთზე მეტი დღის განმავლობაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ შეწყვიტეთ აბიტომაქსის მიღება
არ შეწყვიტოთ აბიტომაქსის, პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღება თუ ეს არ გირჩიათ ექიმმა.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული აბირატერონის აცეტატის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე
შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით ორსული. აბიტომაქსი გამოიყენება მხოლოდ მამაკაც პაციენტებში.
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება.
კომბინაციაში Ra-223-თან (რომელიც გამოიყენება პროსტატის სიმსივნის სამკურნალოდ).
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ დარღვევები ღვიძლის მხრივ;
თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, ან გულის უკმარისობა, ან კალიუმის დაბალი დონე (კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის დარღვევების რისკი);
თუ გქონდათ სხვა სახის დარღვევები გულის ან სისხლძარღვების მხრივ;
თუ აღგენიშნებათ არარეგულარული, ან გახშირებული გულისცემა;
თუ აღგენიშნებათ ქოშინი;
თუ აღგენიშნებათ წონის სწრაფი მატება;
თუ გაქვთ ტერფების, კოჭების, ან ფეხების შეშუპება;
თუ პროსტატის სიმსივნის გამო წარსულში იღებდით პრეპარატ კეტოკონაზოლს;
ამ პრეპარატის პრედნიზონთან, ან პრედნიზოლონთან მიღების საჭიროება;
შესაძლო ეფექტები თქვენს ძვლებზე;
თუ გაქთ სისხლში შაქრის მაღალი დონე.
აცნობეთ ექიმს, თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების დაავადებები, გულის რითმის დარღვევის (არითმია) ჩათვლით, ან თუ იღებთ პრეპარატებს ამ მდგომარეობების სამკურნალოდ.
აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ კანის, ან თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, ან ძლიერი გულისრევა, ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების სიმპტომები და ნიშნები. იშვიათად, შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის უკმარისობა (ე.წ. ღვიძლის მძიმე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
შეიძლება გამოვლინდეს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდო) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
აბიტომაქსი არ გამოიყენება Ra-223-სთან კომბინაციაში ძვლის მოტეხილობის, ან სიკვდილის შესაძლო რისკის მომატების გამო.
თუ გეგმავთ Ra-223-ს მიღებას აბიტომაქსით და პრედნიზონი/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, Ra-223-თი მკურნალობის დაწყებამდე ინტერვალი უნდა იყოს 5 დღე.
თუ არ ხართ დარწმუნებული ზემოხსენებული გეხებათ თუ არა თქვენ, მოცემული
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სისხლის მონიტორინგი
აბიტომაქსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლზე და შესაძლოა არ გამოგივლინდეთ სიმპტომები. ამ პრეპარატის მიღებისას ექიმი პერიოდულად ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს ღვიძლზე ზემოქმედების შესაფასებლად.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში. თუ ბავშვმა ან მოზარდმა შემთხვევით გადაყლაპა აბიტომაქსი, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს და თან იქონიეთ შუფუთვის დანართი ფურცელი, რათა აჩვენოთ გადაუდებელი დახმარების ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბიტომაქსმა შესაძლოა გაზარდოს სხვადასხვა პრეპარატის ეფექტი, საგულე საშუალებების, ტრანკვილიზატორების, მცენარეული საშუალებების (კრაზანა) და სხვა. ექიმმა შეიძლება შეამციროს ამ პრეპარატების დოზა. ასევე, ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გაზარდოს, ან შეამციროს აბიტომაქსის ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, ან აბიტომაქსის არასათანადო მოქმედება.
ანდროგენ დეპრივაციულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის დარღვევების რისკი. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც
გამოიყენება გულის რითმის დარღვევისას (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
ცნობილია, რომ ზრდიან გულის რითმის დარღვევის რისკს [მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და როგორც დეტოქსიფიკაციის ნაწილი წამალდამოკიდებულებისას) მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება მძიმე ფსიქიკური დაავადებებისას)].
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს.
აბიტომქსი საკვებთან ერთად
ეს პრეპარატი არ მიიღება საკვებთან ერთად (იხ. ნაწილი 3 „პრეპარატის გამოყენება“).
აბიტომაქსის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აბიტომაქსი არ გამოიყენება ქალებში.
პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს მისი ორსულობის პერიოდში მიღებისას.
რეპროდუქციული ასაკის ქალთან სქესობრივი კონტაქტისას გამოიყენეთ პრეზერვატივი, ან კონტრაცეფციის სხვა ეფექტური მეთოდი.
ორსულ ქალთან სქესობრივი კონტაქტისას, გამოიყენეთ პრეზერვატივი ნაყოფის
დასაცავად.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოცემული პრეპარატი სავარაუოდოდ არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის და ხელსაწყოების გამოყენების, ან მექანიზმების მართვის უნარზე.
აბიტომაქსი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
აბიტომაქსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოცემული პრეპარატის 500 მგ ტაბლეტის თითოეული დოზა შეიცავს 24 მგ ნატრიუმს (ერთი სუფრის კოვზ მარილში რამდენი ნატრიუმიც არის) და შეადგენს ზრდასრულ ადამიანში დღიური დოზის რეკომენდებული მაქსიმუმის 1 %-ს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
შეწყვიტეთ აბიტომაქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას:
კუნთების სისუსტე, კუნთების კრთომა ან გულისცემის შეგრძნება (პალპიტაციები). ეს შეიძლება იყოს სისხლში კალიუმის დაბალი დონის ნიშნები.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სითხე ფეხებსა და ტერფებში;
სისხლში კალიუმის დაბალი დონე;
ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება;
მაღალი არტერიული წნევა;
საშარდე გზების ინფექციები;
დიარეა.
ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
სისხლში ლიპიდების მაღალი კონცენტრაცია;
ტკივილი გულ-მკერდის არეში, არარეგულარული გულისცემა (ატრიალური ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, გულისცემის გახშირება;
მძიმე ინფექცია ე.წ. სეფსისი;
ძვლის მოტეხილობები;
დისპეფსია;
სისხლი შარდში;
გამონაყარი.
არახშირი (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში)
დარღვევები თირკმელზედა ჯირკვლის მხრივ (დაკავშირებული წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევებთან);
გულის პათოლოგიური რითმი (არითმია);
კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი;
იშვიათი (ვლინდება 1,000-დან 1 პაციენტში)
ფილტვის დაავადებები (ე.წ. ალერგიული ალვეოლიტი);
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ( ღვიძლის უკმარისობა).
არ არის ცნობილი (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):
გულის შეტევა, ცვლილებები ეკგ-ზე - ელექტროკარდიოგრამა (QT გახანგრძლივება).
მამაკაცებში, რომლებიც იტარებენ პროსტატის სიმსივნის მკურნალობას, შეიძლება გამოვლინდეს ძვლის მასის შემცირება. აბიტომაქსის და პრედნიზონის ან პრედნიზოლონის კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს ძვლის მასის კლება.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებას.
ჭარბი დოზა
აბირატერონის აცეტატით ჭარბი დოზირების გამოცდილება ადამიანებში შეზღუდულია.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაფერისი ზომების გატარება არითმიების, ჰიპოკალიემიის და სითხის შეკავების ნიშნებისა და სიმპტომების მონიტორინგის ჩათვლით. საჭიროა ღვიძლის ფუნქციის შეფასება.
შემადგენლობა
აბიტომაქსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება არის აბირატერონის აცეტატი.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აბირატერონის აცეტატს.
სხვა ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, და მაგნიუმის სტეარატი; აპკიანი გარსი: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი (E 172) და რკინის შავი ოქსიდი (E 172).
აბიტომაქსის აღწერა და შეფუთვა
აბიტომაქსი 500 მგ არის იისფერი, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „A7TN”, ხოლო მეორე მხარეს „500“.
60 ტაბლეტი მოთავსებულია პოლიმერულ HDPE ფლაკონში, ბავშვის წვდომისგან დაცული პოლიპროპილენის თავსახურით.
1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე და/ან HDPE ბოთლზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ენდოკრინული თერაპია, სხვა ჰორმონების ანტაგონისტები და მსგავსი საშუალებები, ათქ კოდი: L02BX03.
მოქმედების მექანიზმი
აბირატერონის აცეტატი (აბიტომაქსი) in vivo გარდაიქმნება აბირატერონად, ანდროგენის ბიოსინთეზის ინჰიბიტორად. აბირატერონი შერჩევითად აინჰიბირებს ფერმენტს 17α-ჰიდროქსილაზა/C17,20-ლიაზას (CYP17).
აღნიშნული ფერმენტი ექსპრესირდება და საჭიროა ანდროგენის ბიოსინთეზისათვის სათესლე, თირკმელზედა ჯირკვლებისა და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის ქსოვილებში. CYP17 აკატალიზებს პრეგნენოლონისა და პროგესტერონის გარდაქმნას ტესტოსტერონის წინამორბედებად, DHEA და ანდროსტენედიონად, შესაბამისად, 17α-ჰიდროქსილირებისა და С17,20 ბმების გახლეჩვის გზით. CYP17 ინჰიბირება ასევე ზრდის მინერალოკორტიკოიდების წარმოებას თირკმელზედა ჯირკვლების მიერ (იხ. 4.4).
ანდროგენ-მგრძნობიარე წინამდებარე ჯირკვლის კიბო პასუხობს მკურნალობას, რომელიც ანდროგენის დონეს აქვეითებს. ანდროგენ-დამთრგუნველი თერაპია, როგორიცაა LHRH ანალოგებით მკურნალობა ან ორქიექტომია, აქვეითებს ანდროგენების წარმოებას სათესლე ჯირკვლებში, თუმცა ზეგავლენას არ ახდენს ანდროგენის წარმოებაზე თირკმელზედა ჯირკვლების მიერ და სიმსივნურ ქსოვილში. აბიტომაქსით მკურნალობა აქვეითებს შრატში ტესტოსტერონის დონეს ისე, რომ მისი აღმოჩენა ვერ ხერხდება (კომერციული ანალიზების გამოყენებით) როცა ის გამოიყენება LHRH ანალოგებთან (ან ორქიექტომიასთან) ერთად.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
აბიტომაქსი ამცირებს შრატის ტესტოსტერონს და სხვა ანდროგენებს დონემდე, რომელიც უფრო დაბალია, ვიდრე მიღწეულ იქნა LHRH ანალოგებით ცალკე ან ორქიექტომიით. ამას იწვევს ანდროგენის ბიოსინთეზისათვის საჭირო CYP17 ფერმენტის შერჩევითი ინჰიბირება. პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი PSA ბიომარკერის სახით მოქმედებს. მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში, ტაქსანებით წინა ქიმიოთერაპიიის უშედეგობის დროს, იმ პაციენტების 38%-ს ვინც მკურნალობს აბირატერონის აცეტატით, პლაცებოთი ნამკურნალევი პაციენტების 10%-თან შედარებით, აღენიშნებოდათ PSA-ს საწყისი დონიდან სულ მცირე 50%-ით შემცირება.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ეფექტურობა დადგინდა სამი რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებადი მულტიცენტრული 3 ფაზიანი კლინიკური კვლევებით (კვლევები 3011, 302 და 301) mHSPC და mCRPC-ს მქონე პაციენტებში. კვლევაში 3011 ჩართულნი იყვნენ mHSPC-ს ახლად დიაგნოზირებული პაციენტები (რანდომიზაციის 3 თვის განმავლობაში), მაღალი რისკის პროგნოზული ფაქტორებით. მაღალი რისკის პროგნოზი განისაზღვრა 3 რისკ ფაქტორიდან სულ მცირე 2-ის არსებობით: (1) გლისონის ქულა ≥8; (2) ძვლის სკანირებაზე 3 ან მეტი კერის არსებობა; (3) ზომვადი ვისცერალური (ლიმფური კვანძების დაავადების გარდა) მეტასტაზების არსებობა. აქტიურ ჯგუფში, აბირატერონის აცეტატი გამოიყენებოდა დღიური დოზით 1,000 მგ კომბინაციაში დაბალი დოზის პრედნიზონთან 5 მგ დღეში ერთხელ ADT-ს დამატებით (LHRH აგონისტი ან ორქიექტომია), რაც მკურნალობის სტანდარტი იყო. პაციენტებმა საკონტროლო ჯგუფში მიიღეს ADT და პლაცებო აბირატერონის აცეტატისა და პრედნიზონისათვის. 302-ე კვლევაში მონაწილეობდა დოცეტაქსელ-არანამკურნალევი პაციენტები; როდესაც 301-ე კვლევაში ჩართეს პაციენტები, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ დოცეტაქსელი. პაციენტები ღებულობდნენ LHRH ანალოგს ან მკურნალობდნენ ორქიექტომიით. აქტიური მკურნალობის ჯგუფში, აბირატერონის აცეტატი გამოიყენეს დოზით 1000 მგ დღეში პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დაბალ დოზებთან კომბინაციაში (5 მგ დღეში ორჯერ). საკონტროლო პაციენტებმა მიიღეს პლაცებო და დაბალი დოზით პრედნიზონი ან პრედნიზოლონი (5 მგ დრეში ორჯერ).
შრატში PSA-ს კონცენტრაციის დამოუკიდებელი ცვლილებები ყოველთვის არ პროგნოზირებს კლინიკურ უპირატესობას. ამიტომ, ორივე კვლევაში რეკომენდებულია პაციენტებმა შეინარჩუნონ საკვლევი მკურნალობა სანამ არ დაკმაყოფილდება შეწყვეტის კრიტერიუმები, რომლებიც თითოეული კვლევისათვის ქვემოთ არის მოცემული.
ყველა კვლევაში სპირონოლაქტონის გამოყენება არ არის დაშვებული, ვინაიდან სპირონოლაქტონი უკავშირდება ანდროგენის რეცეპტორს და შეუძლია PSA დონის მომატება.
კვლევა 3011 (პაციენტები ახლად დიაგნოზირებული მაღალი რისკის mHSPC-ით)
3011-ე კვლევაში (n=1199) მონაწილე პაციენტების საშუალო ასაკი იყო 67 წელი. აბიტომაქსით ნამკურნალები პაციენტების განაწილება რასობრივი კუთვნილების მიხედვით იყო შემდეგნაირი: კავკასიელები 832 (69,4%), აზიელები 246 (20.5%), შავკანიანი ან აფროამერიკელები 25 (2.1%), სხვა 80 (6.7%), უცნობი 13 (1.1%), და ამერიკელი ინდიელები ან ალასკას მაცხოვრებლები 3 (0.3%).
ECOG მაჩვენებელი იყო 0-დან 1-მდე პაციენტების 97%-სათვის. კვლევიდან გამოირიცხნენ პაციენტები მეტასტაზებით თავის ტვინში, არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით, გულის დაავადებით, ან II-IV კლასის გულის უკმარისობით NYHA-ს მიხედვით. პაციენტები, რომლებიც ადრე იღებდნენ ფარმაკოთერაპიას, რადიოთერაპიას, ან გაკეთებული აქვთ ოპერაცია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამო, გამოირიცხნენ კვლევიდან, ADT-ს 3 თვიანი მკურნალობისა და მეტასტაზური დაავადებით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალო პალიატიური რადიაციული ან ქირურგიული თერაპიის 1 კურსის გარდა. პირველადი ეფექტურობის საბოლოო მაჩვენებელი იყო საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა (OS) და რადიოგრაფიული სიცოცხლისუნარიანობა დაავადების პროგრესირების გარეშე (rPFS). ტკივილის საშუალო საწყისი მაჩვენებელი, ტკივილის მოკლე აღნუსხვის (BPI-SF) მიხედვით იყო 2.0 მკურნალობისა და პლაცებო ჯგუფებში. პირველადი საბოლოო მაჩვენებლების გარდა, სარგებელი ასევე შეფასდა დროით ჩონჩხთან დაკავშირებულ მოვლენებამდე (SRE) მიმართ, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს შემდგომ თერაპიამდე დროით, ქიმიოთერაპიის დაწყებამდე დროით, ტკივილის პროგრესირებამდე დროით, და PSA პროგრესირებამდე დროით. მკურნალობა გაგრძელდა დაავადების პროგრესირებამდე, ინფორმირებული თანხმობის გაუქმებამდე, მიუღებელ ტოქსიურობამდე, ან სიკვდილამდე.
რენტგენოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრა, როგორც დრო რანდომიზაციიდან რადიოგრაფიულ პროგრესირებამდე ან რაიმე მიზეზით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევამდე. რენტგენოგრაფიული პროგრესი მოიცავდა პროგრესირებადი ძვლების სკანირებით (მოდიფიცირებული PCWG2 მიხედვით) რბილი ქსოვილების დაზიანებების პროგრესირებით CT ან MRI-ით (RECIST 1.1-ის მიხედვით)
აღინიშნებოდა rPFS-ს მნიშვნელოვანი განსხვავება სამკურნალო ჯგუფებს შორის (იხ. ცხრილი 2 და სურათი 1)
ცხრილი 2 - რადიოგრაფიული პროეგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა - სტრატიფიცირებული ანალიზი; სამკურნალოდ განკუთვნილი მოსახლოები (კვლევა PCR3011)
AA-P
პლაცებო
რანდომიზებული პირები
მოვლენა
დაცენზურებული
597
239 (40.0%)
358 (60/0%)
602
354 (58.8%)
248 (41.2%)
დრო მოვლენის განვითარებამდე (თვეები)
მედიანა (95% CI)
დიაპაზონი
- 02 (29.57, NE)
(0.0+, 41.0+)
- 78 (14.69, 18.27)
(0.0+, 40.6+)
p სიდიდეa
<0.0001
რისკების თანაფარდობა (95% CI)b
- 466 (0.394, 0.550)
შენიშვნა: +=ცენზურით მიმდინარე დაკვირვება, NE-ვერ ფასდება. რადიოგრაფიული პროგრესირება და სიკვდილი გათვალისწინებულია rPFS მოვლენების განსაზღვრისას. AA-P=პირები, რომლებმაც მიიღეს აბირატერონის აცეტატი და პრედნიზონი.
a p სიდიდე აღებულია ლოგარითმული ტესტიდან სტრატიფიცირებული ECOG PS შკალით (0/1 ან 2) და ვისცერალური დაზიანებით (არის ან არ არის).
b რისკის თანაფარდობა აღებულია სტრატიფიცირებული პროპორციული რისკების მოდელიდან. რისკების თანაფარდობა <1 ხელს უწყობს AA-P- ს.
ცხრილი 1 რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობის კაპლან-მეიერის გრაფიკი; სამკურნალოდ განკუთვნილი მოსახლოები (კვლევა PCR3011)
სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება AA-P პლიუს ADT-ს სასარგებლოდ აღინიშნებოდა სიკვდილიანობის რისკის 38%-ით შემცირებით შედარებით პლაცებოსთან პლიუს ADT (HR = 0,621; 95% CI: 0,509, 0,756; p <0,0001), წინასწარ განსაზღვრული საზღვრების გადაკვეთა OS- სთვის შუალედურ ანალიზში 1 0.010-ის (იხ. ცხრილი 3 და სურ. 2).
ცხრილი 3 - საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა, სტრატიფიცირებული ანალიზი; სამკურნალოდ განკუთვნილი მოსახლოები (კვლევა PCR3011)
AA-P
პლაცებო
რანდომიზებული პირები
მოვლენა
ცენზურირებული
597
169 (28.3%)
428 (71.7%)
602
237 (39.4%)
365 (60.6%)
დრო მოვლენის განვითარებამდე (თვეები)
მედიანა (95% CI)
დიაპაზონი
NE (NE, NE)
(0.1+, 43.5+)
- 73 (33.05, NE)
(1.4+, 43.5+)
p სიდიდეa
<0.0001
რისკების თანაფარდობა (95% CI)b
- 621 (0.509, 0.756)
შენიშვნა: +=ცენზურით მიმდინარე დაკვირვება, NE-ვერ ფასდება. AA-P=პირები, რომლებმაც მიიღეს აბირატერონის აცეტატი და პრედნიზონი.
a p სიდიდე აღებულია ლოგარითმული ტესტიდან სტრატიფიცირებული ECOG PS შკალით (0/1 ან 2) და ვისცერალური დაზიანებით (არის ან არ არის).
b რისკის თანაფარდობა აღებულია სტრატიფიცირებული პროპორციული რისკების მოდელიდან. რისკების თანაფარდობა <1 ხელს უწყობს AA-P- ს.
სურათი 3 - საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობის კაპლან მეიერის გრაფიკი; სამკურნალოდ განკუთვნილი მოსახლოები (კვლევა PCR3011)
ქვეჯგუფების ანალიზი მუდმივად ხელს უწყობს მკურნალობას აბირატერონის აცეტატით. rPFS-სა და OS-ზე AA-P-ს მკურნალობის ეფექტი წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფებში ხელსაყრელი იყო და კვლევის საერთო პოპულაციის შესაფერისი, გარდა ქვეჯგუფის ECOG ქულისა 2, სადაც სარგებლის მიმართ არანაირი ტენდენცია არ აღინიშნებოდა, თუმცა შერჩევის მცირე რაოდენობა (n=40) ზღუდვას ნებისმიერი მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებას.
გარდა სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობისა და rPFS-ის აღნიშნული გაუმჯობესებისა, სარგებელი გამოვლინდა აბირატერონის აცეტატისათვის პლაცებოსთან შედარებით ყველა პროსპექტულად-განსაზღვრულ საბოლოო წერტილების მეორად გაზომვებში შემდეგნაირად:
დრო ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენებამდე (SRE): აღინიშნებოდა ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების რისკის შემცირება 30%-ით (HR = 0.703; 95% CI: [0.539, 0.916], p = 0.0086). საშუალო დრო SRE-მდე ვერ იქნა მიღწეული აბირატერონის აცეტატისა თუ პლაცეცბოს კვლევის ჯგუფებში.
დრო PSA პროგრესირებამდე PCWG2 კრიტერიუმებზე დაფუძნებით : საშუალო დრო PSA პროგრესირებამდე იყო 33.2 თვე პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობდნენ აბირატერონის აცეტატს და 7.4 თვე პაციენტებისათვის, რომლებიც პლაცებოს ღებულობდნენ (HR = 0.299; 95% CI: [0.255, 0.352], p < 0.0001).
დრო მომდევნო თერაპიამდე: საშუალო დრო მომდევნო თერაპიამდე შუალედური ანალიზის დროისათვის არ იყო მიღწეული პაციენტებისა, რომლებიც აბირატერონის აცეტატს ღებულობდნენ და 26.6 თვე იყო პლაცებოს ჯგუფის პაციენტებისათვის (HR = 0.415; 95% CI: [0.346, 0.497], p < 0.0001).
დრო ქიმიოთერაპიის დაწყებამდე: საშუალო დრო ქიომითერაპიის დაწყებამდე არ იყო მიღწეული პაციენტებისა, რომლებიც აბირატერონის აცეტატს ღებულობდნენ და 38.9 თვე იყო პლაცებოს ჯგუფის პაციენტებისათვის (HR = 0.443; 95% CI: [0.349, 0.561], p < 0.0001).
დრო ტკივილის პროგრესირებამდე: საშუალო დრო ტკივილი პროგრესირებამდე არ იყო მიღწეული პაციენტებისა, რომლებიც აბირატერონის აცეტატს ღებულობდნენ და 16.6 თვე იყო პლაცებოს ჯგუფის პაციენტებისათვის (HR = 0.695; 95% CI: [0.583, 0.829], p < 0.0001).
საბოლოო შედეგების უმრავლესობა აბირატერონის აცეტატითა და პრედნიზონი მკურნალობას (AA-P) ანიჭებდნენ უპირატესობას პლაცებოსთან შედარებით.
კვლევა 302 (პაციენტებში, რომლებსაც ქიმიოთერაპია არ ჩაუტარებიათ)
კვლევაში ჩართულნი იყვნენ პაციენტები, რომლებსაც ქიმიოთერაპია არ ჩაუტარებით, იყვნენ ასიმპტომატური ან მსუბუქად სიმპტომატური და ვისთვისაც ქიმიოთერაპია ჯერ არ იყო კლინიკურად ნაჩვენები. ტკივილი მოკლე აღწერილობის მოკლე ფორმის მიხედვით (BPI-SF) ქულა 0-1 ყველაზე მძიმე ტკივილი ბოლო 24 საათის განმავლობაში ითვლებოდა უსიპტომოდ, ხოლო 2-3 ქულა- მსუბუქად სიმპტომატური.
302 კვლევაში (n=1,088) კვლევაში მონაწილე პაციენტების საშუალო ასაკი იყო 71 წელი პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობდნენ აბირატერონის აცეტატით პლუს პრედნიზონი ან პრედნიზოლონი და 70 წელი პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი პლუს პრედნიზონი ან პრედნიზოლონი. აბიტომაქსით ნამკურნალები პაციენტების განაწილება რასობრივი კუთვნილების მიხედვით იყო შემდეგნაირი: კავკასიელები 520 (95,4%), აზიელები 4 (0.7%), შავკანიანი 15 (2.8%), სხვა 6 (1.1%). აღმოსავლეთის კოორდინაციული ონკოლოგიის ჯგუფის (ECOG) მაჩვენებელი იყო 0 - 76% პაციენტისათვისა და 1 - 24% პაციენტისათვის ორივე ჯგუფში. პაციენტების 50%-ს ასევე ჰქონდა მეტასტაზები ძვლებში, პაციენტების დამატებით 31%-ს ჰქონდათ მეტასტაზები ძვლებსა და რბილ ქსოვილებში ან ლიმფურ კვანძებში და პაციენტების 19% აღენიშნებოდა მეტასტაზები მხოლოდ რბილ ქსოვილებსა და ლიმფურ კვანძებში. პაციენტები ვისცერული მეტასტაზებით გამოირიცხნენ კვლევიდან. პირველადი ეფექტურობის საბოლოო შედეგი იყო სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობა და რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა (rPFS). პირველადი საბოლოო შედეგების გარდა სარგებელი ასევე შეფასდა დროის პერიოდით ტკივილის გამო ოპიატების გამოყენებამდე, დროის პერიოდით ციტოტოქსიურო ქიმიოტერაპიის დაწყებამდე, დროის ხანგრძლივობით ECOG მაჩვენებლის გაუარესებამდე ≥ 1 ქულით და დროის ხანგრძლივობით PSA პროგრესირებამდე წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სამუშაო ჯგუფის-2 (PCWG2) კრიტერიუმების მიხედვით. საკვლევი მკურნალობა შეწყვიტეს ცხადი კლინიკური პროგრესირების არსებობის შემთხვევაში. მკურნალობა ასევე შეიძლება შეწყდეს დადასტურებული რადიოგრაფიული პროგრესირების დროს მკვლევარის შეხედულებისამებრ.
რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა (rPFS) შეფასდა თანმიმდევრული ვიზუალიზაციური კვლევების გამოყენებით, განსაზღვრული PCWG2 კრიტერიუმებით (ძვლებში არსებული დაზიანებებისათვის) და მკვრივ სიმსივნეებში მოდიფიცირებული საპასუხო რეაქციების შეფასების კრიტერიუმებით (RECIST) (რბილ ქსოვილებში არსებული დაზიანებებისათვის). rPFS -ის ანალიზმა გამოიყენა ცენტრალურად განხილული პროგრესირების რადიოგრაფიული შეფასება.
დაგეგმილ rPFS ანალიზზე აღინიშნებოდა 401 მოვლენა, 150 (28%) პაციენტს, რომლებიც აბირატერონის აცეტატით მკურნალობდნენ და პლაცებოთი მკურნალ 251 (46%) პაციენტს აღენიშნებოდათ პრეოგრესირების რადიოგრაფიული ნიშნები ან ჰქონდათ ლეტალური შედეგი. მკურნალობის ჯგუფებს შორის აღინიშნებოდა rPFS-ის მნიშვნელოვანი განსხვავება (იხ. ცხრილი 4 და სურ. 3).
ცხრილი 4 კვლევა 302: რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან აბირატერონის აცეტატით ან პლაცებოთი კომბინაციაში პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან პლიუს LHRH ანალოგებთან ან ორქიექტომიამდე
აბირატერონის აცეტატი
(N=546)
პლაცებო
(N=542)
რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა (rPFS)
პროგრესირება ან სიკვდილი
150 (28%)
251 (46%)
საშუალო rPFS თვეებში (95% CI)
არ იქნა მიღწეული (11.66; NE)
- 3
(8.12; 8.54)
p სიდიდე*
< 0.0001
რისკების თანაფარდობა** (95% CI)
- 425 (0.347; 0.522)
NE-არ ფასდება
- p სიდიდე აღებულია ლოგარითმული ტესტიდან სტრატიფიცირებული ECOG ქულით (0 ან 1)
- * რისკების თანაფარდობა <1 ხელს უწყობს აბირატერონის აცეტატს.
სურათი 3 რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობის კაპლან მეიერის მრუდი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან აბირატერონის აცეტატს ან პლაცებოს კომბინაცია პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან პლიუს LHRH ანალოგები ან ორქიექტომიამდე
AA= აბირატერონის აცეტატი
ამასთან, პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება გაგრძელდა სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობის (OS) მეორე შუალედური ანალიზის თარიღამდე. მკვლევართა rPFS-ის რადიოგრაფიული მიმოხილვა, შესრულებულია შემდგომი მგრძნობელობის ანალიზის საფუძველზე, წარმოდგენილი ცხრილში 5 და სურათზე 4 .
ექვსას შვიდ (607) პირს აღენიშნებოდა რენტგენოგრაფიული პროგრესი ან გარდაიცვალა: 271 (50%) აბირატერონის აცეტატის ჯგუფში და 336 (62%) პლაცებო ჯგუფში. აბირატერონის აცეტატით მკურნალობამ შეამცირა რენტგენოგრაფიული პროგრესის ან სიკვდილიანობის რისკი 47%-ით პლაცებოსთან შედარებით (HR = 0.530; 95% CI: [0.451; 0.623], p <0.0001). საშუალო rPFS იყო 16.5 თვე აბირატერონის აცეტატის ჯგუფში, ხოლო პლაცებო ჯგუფში 8.3 თვე.
ცხრილი 5 კვლევა 302: რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან აბირატერონის აცეტატით ან პლაცებოთი კომბინაციაში პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან პლიუს LHRH ანალოგებთან ან ორქიექტომიამდე (OS- მკვლევართა მიმოხილვის მეორე შუალედური ანალიზის დროს)
აბირატერონის აცეტატი
(N=546)
პლაცებო
(N=542)
რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა (rPFS)
პროგრესირება ან სიკვდილი
271 (50%)
336 (62%)
საშუალო rPFS თვეებში (95% CI)
- 5
(13.80; 16.79)
- 3
(8.05; 9.43)
p სიდიდე*
< 0.0001
რისკების თანაფარდობა** (95% CI)
- 543 (0.451; 0.623)
- p სიდიდე აღებულია ლოგარითმული ტესტიდან სტრატიფიცირებული ECOG ქულით (0 ან 1)
- * რისკების თანაფარდობა <1 ხელს უწყობს აბირატერონის აცეტატს.
სურათი 4 რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობის კაპლან მეიერის მრუდი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან აბირატერონის აცეტატს ან პლაცებოს კომბინაცია პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან პლიუს LHRH ანალოგები ან ორქიექტომიამდე (OS- მკვლევართა მიმოხილვის მეორე შუალედური ანალიზის დროს)
AA= აბირატერონის აცეტატი
სიკვდილის 333 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, OS-სთვის ჩატარდა დაგეგმილი შუალედური ანალიზი (IA). კვლევა არ ყოფილა ბრმა გამოვლენილი კლინიკური სარგებლის მასშტაბებიდან გამომდინარე და პაციენტებს პლაცებოს ჯგუფში შესთავაზეს მკურნალობა აბირატერონის აცეტატით. სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობა უფრო მაღალი იყო აბირატერონის აცეტატისათვის, ვიდრე პლაცებოსთვის, სიკვდილიანობის რისკის 25%-იანი შემცირებით (HR = 0.752; 95% CI: [0.606; 0.934], p = 0.0097), მაგრამ OS არ იყო მომწიფებული და შუალედურმა შედეგებმა არ დააკმაყოფილეს წინასწარ დადგენილი შეჩერების საზღვრები სტატისტიკური მნიშვნელობისათვის (იხ. ცხრილი 4). სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დაკვირვება გაგრძელდა შუალედური ანალიზის (IA) შემდეგ.
დაგეგმილი საბოლოო ანალიზი OS-სათვის ჩატარდა სიკვდილის 741 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ (საშუალო დაკვირვების პერიოდი 49 თვე). აბირატერონის აცეტატით მკურნალი პაციენტების სამოცდახუთი პროცენტი (546-დან 354), პლაცებოთი მკურნალ 71%-თან (542-დან 387) შედარებით, გარდაიცვალა. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი OS ხელშეწყობა აბირატერონის აცეტატით მკურნალი ჯგუფის სასარგებლოდ გამოვლინდა სიკვდილიანობის რისკის 19,4%-ით შემცირებით (HR = 0.806; 95%CI: [0.697; 0.931], p = 0.0033) და საშუალო OS-ის გაუმჯობესებით 4.4 თვემდე (აბირატერონის აცეტატი 34.7 თვე, პლაცებო 30.3 თვე) (იხ. ცხრილი 6 და სურათი 5). აღნიშნული გაუმჯობესება აღინიშნებოდა მაშინაც კი, როდესავ პლაცებოს ჯგუფის 44%-მა აბირატერონის აცეტატი მომდევნო თერაპიის სახით მიიღეს.
ცხრილი 6
კვლევა 302: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან აბირატერონის აცეტატით ან პლაცებოთი კომბინაციაში პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან პლიუს LHRH ანალოგებთან ან ორქიექტომიამდე
აბირატერონის აცეტატი
(N=546)
პლაცებო
(N=542)
სიცოცხლის ხანგრძლივობის შუალედური ანალიზი
სიკვდილი%
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (თვეები)
147 (27%)
არ იქნა მიღწეული
186 (34%)
- 2
(95% CI)
(NE; NE)
(25.95; NE)
p სიდიდე*
- 0097
რისკების თანაფარდობა** (95% CI)
- 752 (0.606; 0.934)
სიცოცხლის ხანგრძლივობის საბოლოო ანალიზი
სიკვდილი%
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (თვეები)
354 (65%)
- 7 (32.7; 36.8)
387 (71%)
- 3 (28.7; 33.3)
(95% CI)
p სიდიდე*
- 0033
რისკების თანაფარდობა** (95% CI)
- 806 (0.697; 0.931)
NE-არ ფასდება
- p სიდიდე აღებულია ლოგარითმული ტესტიდან სტრატიფიცირებული ECOG ქულით (0 ან 1)
- * რისკების თანაფარდობა <1 აბირატერონის აცეტატს სასარგებლოდ იხრება
სურათი 5 სიცოცხლის ხანგრძლივობის კაპლან მეიერის მრუდი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან აბირატერონის აცეტატს ან პლაცებოს კომბინაცია პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან პლიუს LHRH ანალოგები ან ორქიექტომიამდე, საბოლოო ანალიზი
AA=აბირატერონის აცეტატი
სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობასა და rPFS-ში გამოვლენილი გაუმჯობესების გარდა, დადებითი შედეგები აღინიშნებოდა აბირატერონის აცეტატისათვის პლაცებოთი მკურნალობასთან შედარებით ყველა მეორადი შედეგის შეფასებისას შემდეგნაირად:
დრო PSA პროგრესირებამდე PCWG2 კრიტერიუმებზე დაფუძნებით. საშუალო დრო PSA პროგრესირებამდე იყო 11.1 თვე პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობდნენ აბირატერონის აცეტატს და 5.6 თვე პლაცებოთი მკურნალი პაციენტებისათვის. (HR = 0.488; 95% CI: [0.420; 0.568], p < 0.0001). დროს PSA პროგრესირებამდე დაახლოებით გაორმაგდა აბირატერონის აცეტატით მკურნალობისას (HR=0.488). პირების პროპორცია დადასტურებული PSA შედეგი იყო უფრო მაღალი აბირატერონის აცეტატის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (62% vs. 24%; p < 0.0001). რბილი ქსოვილის დაავადების მქონე პირებში, აბირატერონის აცეტატით მკურნალობის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა სრული და ნაწილობრივი სიმსივნური რეაქციების რაოდენობა.
დრო ტკივილის გამო ოპიატების გამოყენებამდე: საშუალო დრო წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ტკივილის გამო ოპიატების გამოყენებამდე საბოლოო ანალიზის დროისათვის იყო 33.4 თვე პაციენტებისათვის, რომლებიც აბირატერონის აცეტატს ღებულობდნენ და 23.4 თვე პლაცებოთი მკურნალი პაციენტებისათვის (HR = 0.721; 95% CI: [0.614; 0.846], p < 0.0001).
დრო ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის დაწყებამდე. საშუალო დრო ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის დაწყებამდე იყო 25.2 თვე თვე პაციენტებისათვის, რომლებიც აბირატერონის აცეტატს ღებულობდნენ და 16.8 თვე პლაცებოთი მკურნალი პაციენტებისათვის (HR = 0.580; 95% CI: [0.487; 0.691], p < 0.0001).
დრო ECOG მაჩვენებლის გაუარესებამდე ≥ 1 ქულით: საშუალო დროს ECOG მაჩვენებლის ≥ 1 ქულით გაუარესებამდე იყო 12.3 თვე პაციენტებისათვის, რომლებიც აბირატერონის აცეტატს ღებულობდნენ და 10.9 თვე პლაცებოთი მკურნალი პაციენტებისათვის. (HR = 0.821; 95% CI: [0.714; 0.943], p < 0.0053).
შემდეგი კვლევის საბოლოო შედეგებმა აჩვენეს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა აბირატერონის აცეტატით მკურნალობის სასარგებლოდ:
ობიექტური საპასუხო რეაქცია: ობიექტური პასუხი განისაზღვრა, როგორც ზომვადი დაავადების მქონე პირების პროპორცია, რომლებმაც სრულ ან …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
აბიტომაქსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
აბირატერონის აცეტატი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ დანართი ფურცელი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთი ის სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.
დანართ ფურცელში მოცემულია
რას წარმოადგენს აბიტომაქსი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ აბიტომაქსის მიღებამდე
როგორ მივიღოთ აბიტომაქსი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შევინახოთ აბიტომაქსი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს აბიტომაქსი და რისთვის გამოიყენება
აბიტომაქსი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. ის გამოიყენება პროსტატის სიმსივნის სამკურნალოდ ზრდასრულ მამაკაცებში დაავადების სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებისას. აბიტომაქსი ხელს უშლის ორგანიზმში ტესტოსტერონის გამოყოფას; ეს ანელებს პროსტატის სიმსივნის ზრდას.
აბიტომაქსის დაავადების ადრეულ სტადიაზე დანიშვნისას, როდესაც დაავადება ჯერ კიდევ პასუხობს ჰორმონალურ თერაპიას, გამოიყენება ტესტოსტერონის დამაქვითებელ მკურნალობასთან ერთად (ანდროგენ დეპრივაციული თერაპია).
ამ პრეპარატთან ერთად თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს, პრედნიზონს, ან პრედნიზოლონს. ეს საჭიროა არტერიული წნევის მომატების, ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების (სითხის შეკავება), ან სისხლში ქიმიური ნივთიერების-კალიუმის-შემცირებული დონეების შესაძლებლობის შესამცირებლად.
რა უნდა იცოდეთ აბიტომაქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ აბიტომაქსი
თუ ხართ ალერგიული აბირატერონის აცეტატის ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე
შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით ორსული. აბიტომაქსი გამოიყენება მხოლოდ მამაკაც პაციენტებში.
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება.
კომბინაციაში Ra-223-თან (რომელიც გამოიყენება პროსტატის სიმსივნის სამკურნალოდ).
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ დარწმუნებული, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ დარღვევები ღვიძლის მხრივ;
თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, ან გულის უკმარისობა, ან კალიუმის დაბალი დონე (კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის დარღვევების რისკი);
თუ გქონდათ სხვა სახის დარღვევები გულის ან სისხლძარღვების მხრივ;
თუ აღგენიშნებათ არარეგულარული, ან გახშირებული გულისცემა;
თუ აღგენიშნებათ ქოშინი;
თუ აღგენიშნებათ წონის სწრაფი მატება;
თუ გაქვთ ტერფების, კოჭების, ან ფეხების შეშუპება;
თუ პროსტატის სიმსივნის გამო წარსულში იღებდით პრეპარატ კეტოკონაზოლს;
ამ პრეპარატის პრედნიზონთან, ან პრედნიზოლონთან მიღების საჭიროება;
შესაძლო ეფექტები თქვენს ძვლებზე;
თუ გაქთ სისხლში შაქრის მაღალი დონე.
აცნობეთ ექიმს, თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების დაავადებები, გულის რითმის დარღვევის (არითმია) ჩათვლით, ან თუ იღებთ პრეპარატებს ამ მდგომარეობების სამკურნალოდ.
აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ კანის, ან თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, ან ძლიერი გულისრევა, ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაავადების სიმპტომები და ნიშნები. იშვიათად, შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის უკმარისობა (ე.წ. ღვიძლის მძიმე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
შეიძლება გამოვლინდეს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდო) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
აბიტომაქსი არ გამოიყენება Ra-223-სთან კომბინაციაში ძვლის მოტეხილობის, ან სიკვდილის შესაძლო რისკის მომატების გამო.
თუ გეგმავთ Ra-223-ს მიღებას აბიტომაქსით და პრედნიზონი/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, Ra-223-თი მკურნალობის დაწყებამდე ინტერვალი უნდა იყოს 5 დღე.
თუ არ ხართ დარწმუნებული ზემოხსენებული გეხებათ თუ არა თქვენ, მოცემული
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სისხლის მონიტორინგი
აბიტომაქსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლზე და შესაძლოა არ გამოგივლინდეთ სიმპტომები. ამ პრეპარატის მიღებისას ექიმი პერიოდულად ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს ღვიძლზე ზემოქმედების შესაფასებლად.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში. თუ ბავშვმა ან მოზარდმა შემთხვევით გადაყლაპა აბიტომაქსი, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს და თან იქონიეთ შუფუთვის დანართი ფურცელი, რათა აჩვენოთ გადაუდებელი დახმარების ექიმს.
სხვა პრეპარატები და აბიტომაქსი
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბიტომაქსმა შესაძლოა გაზარდოს სხვადასხვა პრეპარატის ეფექტი, საგულე საშუალებების, ტრანკვილიზატორების, მცენარეული საშუალებების (კრაზანა) და სხვა. ექიმმა შეიძლება შეამციროს ამ პრეპარატების დოზა. ასევე, ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გაზარდოს, ან შეამციროს აბიტომაქსის ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, ან აბიტომაქსის არასათანადო მოქმედება.
ანდროგენ დეპრივაციულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის დარღვევების რისკი. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც
გამოიყენება გულის რითმის დარღვევისას (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
ცნობილია, რომ ზრდიან გულის რითმის დარღვევის რისკს [მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და როგორც დეტოქსიფიკაციის ნაწილი წამალდამოკიდებულებისას) მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება მძიმე ფსიქიკური დაავადებებისას)].
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს.
აბიტომქსი საკვებთან ერთად
ეს პრეპარატი არ მიიღება საკვებთან ერთად (იხ. ნაწილი 3 „პრეპარატის გამოყენება“).
აბიტომაქსის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ორსულობა და ლაქტაცია
აბიტომაქსი არ გამოიყენება ქალებში.
პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს მისი ორსულობის პერიოდში მიღებისას.
რეპროდუქციული ასაკის ქალთან სქესობრივი კონტაქტისას გამოიყენეთ პრეზერვატივი, ან კონტრაცეფციის სხვა ეფექტური მეთოდი.
ორსულ ქალთან სქესობრივი კონტაქტისას, გამოიყენეთ პრეზერვატივი ნაყოფის
დასაცავად.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მოცემული პრეპარატი სავარაუოდოდ არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალების მართვის და ხელსაწყოების გამოყენების, ან მექანიზმების მართვის უნარზე.
აბიტომაქსი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
აბიტომაქსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოცემული პრეპარატის 500 მგ ტაბლეტის თითოეული დოზა შეიცავს 24 მგ ნატრიუმს (ერთი სუფრის კოვზ მარილში რამდენი ნატრიუმიც არის) და შეადგენს ზრდასრულ ადამიანში დღიური დოზის რეკომენდებული მაქსიმუმის 1 %-ს.
როგორ მივიღოთ აბიტომაქსი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რამდენი მივიღოთ
რეკომენდებული დოზა შეადგენს 1,000მგ (ორი 500 მგ ტაბლეტი) დღეში ერთჯერ.
პრეპარატის მიღება
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
არ მიიღოთ აბიტომაქსი საკვებთან ერთად.
მიიღეთ აბიტომაქსი ჭამიდან სულ მცირე 2 საათის შემდეგ და აღარ მიიღოთ საკვები აბიტომაქსის მიღებიდან სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში (იხ. ნაწილი 2 „აბიტომაქსი საკვებთან ერთად“).
ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, წყლის მიყოლებით. არ გატეხოთ ტაბლეტი.
აბიტომაქსი მიიღება პრედნიზონთან, ან პრედნიზოლონთან ერთად. პრედნიზონი ან პრედნიზოლონი მიიღეთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. აბიტომაქსის მიღების პერიოდში პრედნიზონი ან პრედნიზოლონი მიიღება ყოველდღე.
შეიძლება საჭირო გახდეს პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზის კორექცია თუ გიტარდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმი გეტყვით გესაჭიროებათ თუ არა პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზის შეცვლა. არ შეწყვიტოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება თუ ეს არ გირჩიათ ექიმმა.
აბიტომაქსის მიღებისას პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად ექიმმა შეიძლება ასევე დაგინიშნოთ სხვა პრეპარატები.
თუ მიიღეთ აბიტომაქსის ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ აბიტომაქსის მიღება
თუ დაგავიწყდათ აბიტომაქსის, პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღება, ჩვეული
დოზა მიიღეთ შემდეგ დღეს.
თუ დაგავიწყდათ აბიტომაქსის, პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღება ერთზე მეტი დღის განმავლობაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ შეწყვიტეთ აბიტომაქსის მიღება
არ შეწყვიტოთ აბიტომაქსის, პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღება თუ ეს არ გირჩიათ ექიმმა.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
შეწყვიტეთ აბიტომაქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას:
კუნთების სისუსტე, კუნთების კრთომა ან გულისცემის შეგრძნება (პალპიტაციები). ეს შეიძლება იყოს სისხლში კალიუმის დაბალი დონის ნიშნები.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
სითხე ფეხებსა და ტერფებში;
სისხლში კალიუმის დაბალი დონე;
ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატება;
მაღალი არტერიული წნევა;
საშარდე გზების ინფექციები;
დიარეა.
ხშირი (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
სისხლში ლიპიდების მაღალი კონცენტრაცია;
ტკივილი გულ-მკერდის არეში, არარეგულარული გულისცემა (ატრიალური ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, გულისცემის გახშირება;
მძიმე ინფექცია ე.წ. სეფსისი;
ძვლის მოტეხილობები;
დისპეფსია;
სისხლი შარდში;
გამონაყარი.
არახშირი (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში)
დარღვევები თირკმელზედა ჯირკვლის მხრივ (დაკავშირებული წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევებთან);
გულის პათოლოგიური რითმი (არითმია);
კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი;
იშვიათი (ვლინდება 1,000-დან 1 პაციენტში)
ფილტვის დაავადებები (ე.წ. ალერგიული ალვეოლიტი);
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ( ღვიძლის უკმარისობა).
არ არის ცნობილი (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):
გულის შეტევა, ცვლილებები ეკგ-ზე - ელექტროკარდიოგრამა (QT გახანგრძლივება).
მამაკაცებში, რომლებიც იტარებენ პროსტატის სიმსივნის მკურნალობას, შეიძლება გამოვლინდეს ძვლის მასის შემცირება. აბიტომაქსის და პრედნიზონის ან პრედნიზოლონის კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს ძვლის მასის კლება.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
გვერდითი მოვლენების გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებას.
როგორ შევინახოთ აბიტომაქსი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე და/ან HDPE ბოთლზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს აბიტომაქსი
აბიტომაქსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება არის აბირატერონის აცეტატი.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აბირატერონის აცეტატს.
სხვა ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, და მაგნიუმის სტეარატი; აპკიანი გარსი: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი (E 172) და რკინის შავი ოქსიდი (E 172).
აბიტომაქსის აღწერა და შეფუთვა
აბიტომაქსი 500 მგ არის იისფერი, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „A7TN”, ხოლო მეორე მხარეს „500“.
60 ტაბლეტი მოთავსებულია პოლიმერულ HDPE ფლაკონში, ბავშვის წვდომისგან დაცული პოლიპროპილენის თავსახურით.
1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი საქართველოში:
შპს „ავერსი-რაციონალი“
საქართველო 0198
თბილისი, დავით კობახიძის ქ, 33
- ტექსტის განახლების თარიღი
- 10.2026
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


