აბირატერონი ოლფა შეიცავს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. ის გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდა. აბირატერონი ოლფა ხელს უშლის თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას; ამას შეუძკია შეანელოს პროსტატის კიბოს ზრდა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აბირატერონი (abiraterone)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
- მწარმოებელი
- Haupt Pharma Münster GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, ჰორმონების სხვა ანტაგონისტები და მსგავსი საშუალებები
- ATC კოდი
- L02BX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046624
- რეგისტრირებულია
- 5 ნოემბერი 2026, მოქმედებს 5 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ეს კა იმპექსი“
აბირატერონი ოლფა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აბირატერონი ოლფა შეიცავს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. ის გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდა. აბირატერონი ოლფა ხელს უშლის თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას; ამას შეუძკია შეანელოს პროსტატის კიბოს ზრდა.
როდესაც აბირატერონი ოლფა ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე, როდესაც ის ჯერ კიდევ რეაგირებს ჰორმონოთერაპიაზე, ის გამოიყენება ტესტოსტერონის დონის დამწევ მკურნალობასთან ერთად (ანდროგენების დეპრივაციული თერაპია).
როდესაც იღებთ ამ მედიკამენტს, ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტს, რომელსაც პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ეწოდება. ეს კეთდება მაღალი არტერიული წნევის, ორგანიზმში ჭარბი წყლის (სითხის შეკავება) ან სისხლში კალიუმის დონის შემცირების ალბათობის შესამცირებლად.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რამდენი მივიღოთ
რეკომენდებული დოზაა 1000 მგ (ოთხი 250 მგ ტაბლეტი ან ორი 500 მგ ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
ამ წამლის მიღება
- მიიღეთ ეს წამალი პერორალურად.
- არ მიიღოთ აბირატერონი ოლფა საკვებთან ერთად. აბირატერონი ოლფას საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ წამლის საჭიროზე მეტი რაოდენობით შეწოვა და ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
- მიიღეთ ტაბლეტები ერთჯერადი დოზით დღეში ერთხელ, უზმოზე. აბირატერონი ოლფას მიღება უნდა მოხდეს ჭამიდან სულ მცირე ორი საათის შემდეგ და საკვები არ უნდა მიირთვათ აბირატერონი ოლფას მიღებიდან სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში (იხილეთ მე-2 ნაწილი, „აბირატერონი ოლფას მიღება საკვებთან ერთად“).
- არ გატეხოთ ტაბლეტები.
- აბირატერონი ოლფას მიღება ხდება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად. მიიღეთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ.
- აბირატერონი ოლფას მიღების დროს პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ყოველდღე უნდა მიიღოთ.
- გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენს მიერ მიღებული პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობის შეცვლა. ექიმი გეტყვით, გჭირდებათ თუ არა მიღებული პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობის შეცვლა. არ შეწყვიტოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ.
აბირატერონი ოლფას და პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღების დროს ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მედიკამენტებიც.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი აბირატერონი ოლფა მიღება
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ აბირატერონი ოლფას მიღება
თუ დაგავიწყდათ აბირატერონი ოლფას ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, მიიღეთ თქვენი ჩვეულებრივი დოზა მეორე დღეს.
თუ აბირატერონი ოლფას ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება დაგავიწყდათ ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ შეწყვეტთ აბირატერონი ოლფას მიღებას
არ შეწყვიტოთ აბირატერონი ოლფას, პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია აბირატერონის აცეტატზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით ორსულობის შემთხვევაში. აბირატერონი ოლფა გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში;
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება;
- Ra-223-თან (რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ) კომბინაციაში.
არ მიიღოთ ეს წამალი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
- თუ გითხრეს, რომ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა ან სისხლში კალიუმის დაბალი დონე (სისხლში კალიუმმა დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულისცემის რითმის პრობლემების რისკი);
- თუ გქონიათ გულის ან სისხლძარღვების სხვა პრობლემები;
- თუ გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი პულსი;
- თუ აღგენიშნებათ ქოშინი;
- თუ სწრაფად მოიმატეთ წონაში;
- თუ გაქვთ ტერფების, კოჭების ან წვივების შეშუპება;
- თუ წარსულში იღებდით კეტოკონაზოლის სახელით ცნობილ პრეპარატს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ;
- ამ პრეპარატის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების აუცილებლობის შესახებ;
- ძვლებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ;
- თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე. აცნობეთ ექიმს, თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულისცემის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობთ ამ მდგომარეობების სამკურნალო მედიკამენტებით.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კანის ან თვალების სკლერების გაყვითლება, შარდის გამუქება ან ძლიერი გულისრევა ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები ან სიმპტომები. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლისმწვავე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
შეიძლება განვითარდეს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
აბირატერონი არ უნდა მიიღოთ Ra-223-თან ერთად ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის შესაძლო ზრდის გამო.
თუ გეგმავთ Ra-223-ის მიღებას [პროდუქტის დასახელება]-თი და პრედნიზონით/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, უნდა დაელოდოთ 5 დღე Ra-223-ით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სისხლის მონიტორინგი
აბირატერონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ღვიძლზე და შესაძლოა არ გქონდეთ რაიმე სიმპტომები. ამ მედიკამენტის მიღებისას, ექიმი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს სისხლს ღვიძლზე რაიმე ზემოქმედების დასადგენად.
ბავშვები და მოზარდები
ეს მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად. თუ ბავშვი ან მოზარდი შემთხვევით გადაყლაპავს აბირატერონს, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს და თან იქონიეთ ჩანართი სასწრაფო დახმარების ექიმისთვის საჩვენებლად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბირატერონმა შეიძლება გააძლიეროს რიგი მედიკამენტების ეფექტი, მათ შორის გულის წამლების, დამამშვიდებლების, დიაბეტის ზოგიერთი მედიკამენტის, მცენარეული მედიკამენტების (მაგ., კრაზანა) და სხვა. ექიმმა შეიძლება მოისურვოს ამ მედიკამენტების დოზის შეცვლა. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს ან შეამციროს აბირატერონის ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ან აბირატერონის ისეთი ეფექტური ეფექტის არარსებობა, როგორც საჭიროა.
ანდროგენების დეპრივაციულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულისცემის რითმის პრობლემების რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს:
- გამოიყენება გულისცემის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
- ცნობილია, რომ ზრდის გულისცემის რითმის პრობლემების რისკს (მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად და ნარკომანიის დეტოქსიკაციის ნაწილისთვის), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)).
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს.
აბირატერონი ოლფა საკვებთან ერთად
ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად (იხილეთ მე-3 ნაწილი, „ამ მედიკამენტის მიღება“).
აბირატერონი ოლფას საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აბირატერონი ოლფა არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.
ამ მედიკამენტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, თუ მას ორსული ქალები მიიღებენ.
თუ სქესობრივი კავშირი გაქვთ ქალთან, რომელსაც შეუძლია დაორსულება, გამოიყენეთ პრეზერვატივი და სხვა ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდი. თუ გაქვთ ორსულ ქალთან სექსი, გამოიყენეთ პრეზერვატივი, ნაყოფს დასაცავად.
აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტები:
ორსულმა ან შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა უნდა ატარონ ხელთათმანები თუ შეხება აქვთ აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტებთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ეს წამალი სავარაუდოდ არ იმოქმედებს ავტომობილის მართვის და რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
აბირატერონი ოლფა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 23.2 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს/სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) ოთხი ტაბლეტის დოზაზე 250 მგ-ის შემთხვევაში და 23 მგ ნატრიუმს ორი ტაბლეტის დოზაზე 500 მგ-ის შემთხვევაში. ეს ექვივალენტურია ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1.2%-ის.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ აბირატერონი ოლფას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგს:
- კუნთების სისუსტე, კუნთების კანკალი ან გულისცემის გახშირება (გულისცემის შეგრძნება). ეს შეიძლება იყოს სისხლში კალიუმის დაბალი დონის ნიშნები.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- სითხე ფეხებში ან ტერფებში, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება, მაღალი არტერიული წნევა, საშარდე გზების ინფექცია, დიარეა.
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
- სისხლში ცხიმის მაღალი დონე, ტკივილი გულმკერდის არეში, არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, გულისცემის გახშირება, მძიმე ინფექციები, რომელსაც სეფსისი ეწოდება, ძვლების მოტეხილობები, საჭმლის მონელების დარღვევა, სისხლი შარდში, გამონაყარი.
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):
- თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (დაკავშირებული მარილისა და წყლის პრობლემებთან), გულისცემის რითმის დარღვევა (არითმია), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
- ფილტვების გაღიზიანება (ასევე ცნობილია, როგორც ალერგიული ალვეოლიტი). ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ასევე ცნობილია, როგორც ღვიძლის მწვავე უკმარისობა).
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- გულის შეტევა, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება) და სერიოზული ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით ან ქავანა გამონაყარით.
მამაკაცებში, რომლებიც იტარებენ პროსტატის კიბოს მკურნალობას, შეიძლება განვითარდეს ძვლის მასის კარგვა. აბირატერონი ოლფას პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ძვლის მასის კარგვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ აცნობოთ State Agency of Medicines, Jersikas iela 15, Riga, LV 1003. Website: www.zva.gov.lv..
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერებაა აბირატერონის აცეტატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ აბირატერონის აცეტატს.
- სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (ტიპი 2910), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი და ნატრიუმის ლაურილსულფატი (იხილეთ ნაწილი 2, „აბირატერონი ოლფა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“).
აბირატერონი ოლფა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერებაა აბირატერონის აცეტატი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აბირატერონის აცეტატს.
- სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (ტიპი 2910), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (იხ. ნაწილი 2, "აბირატერონი ოლფა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს").
აპკიანი გარსი შეიცავს რკინის შავ ოქსიდს (E172), რკინის წითელ ოქსიდის (E172), მაკროგოლის პოლი(ვინილის სპირტი) გრაფტ-კოპოლიმერი, ტალკი და ტიტანის დიოქსიდი (E171).
როგორ გამოიყურება აბირატერონი ოლფა და შეფუთვის შიგთავსი
აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტები
თეთრიდან მოთეთრომდ, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, უგარსო ტაბლეტები ტვიფრით "250" ერთ მხარეს და სადა მეორე მხარეს.
ტაბლეტები მოწოდებულია 100 მლ მსპე ბოთლით, ბავშვების მიერ გახსნიგან დამცავი (პოლიპროპილენი, პპ) თავსახურით და ნესტის მშთანქველით. თითოეული ბოთლი შეიცავს 120 ტაბლეტს. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს ერთ ბოთლს.

იისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ტვიფრით „500“ და მეორე მხარეს სადა.
ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალ ბლისტერებში მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 56 ან 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტს.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტები
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბოთლის ეტიკეტზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
ეს წამალი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
აბირატერონი ოლფა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბოთლის ეტიკეტზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
ეს წამალი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები რომლებსაც აღარ ღებულობთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტები
აბირატერონი ოლფა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
აბირატერონის აცეტატი
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დანიშნულია მხოლოთ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
- თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში. იხილეთ მე-4 ნაწილი.
რა შედის ამ ფურცელ-ჩანართში:
- რა არის აბირატერონი ოლფა და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ აბირატერონი ოლფას მიღებამდე
- როგორ მივიღოთ აბირატერონი ოლფა
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ შევინახოთ აბირატერონი ოლფა
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის აბირატერონი ოლფა და რისთვის გამოიყენება
აბირატერონი ოლფა შეიცავს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. ის გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდა. აბირატერონი ოლფა ხელს უშლის თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას; ამას შეუძკია შეანელოს პროსტატის კიბოს ზრდა.
როდესაც აბირატერონი ოლფა ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე, როდესაც ის ჯერ კიდევ რეაგირებს ჰორმონოთერაპიაზე, ის გამოიყენება ტესტოსტერონის დონის დამწევ მკურნალობასთან ერთად (ანდროგენების დეპრივაციული თერაპია).
როდესაც იღებთ ამ მედიკამენტს, ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტს, რომელსაც პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ეწოდება. ეს კეთდება მაღალი არტერიული წნევის, ორგანიზმში ჭარბი წყლის (სითხის შეკავება) ან სისხლში კალიუმის დონის შემცირების ალბათობის შესამცირებლად.
- რა უნდა იცოდეთ აბირატერონი ოლფას მიღებამდე
არ მიიღოთ აბირატერონი ოლფა:
- თუ გაქვთ ალერგია აბირატერონის აცეტატზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით ორსულობის შემთხვევაში. აბირატერონი ოლფა გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში;
- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება;
- Ra-223-თან (რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ) კომბინაციაში.
არ მიიღოთ ეს წამალი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
- თუ გითხრეს, რომ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა ან სისხლში კალიუმის დაბალი დონე (სისხლში კალიუმმა დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულისცემის რითმის პრობლემების რისკი);
- თუ გქონიათ გულის ან სისხლძარღვების სხვა პრობლემები;
- თუ გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი პულსი;
- თუ აღგენიშნებათ ქოშინი;
- თუ სწრაფად მოიმატეთ წონაში;
- თუ გაქვთ ტერფების, კოჭების ან წვივების შეშუპება;
- თუ წარსულში იღებდით კეტოკონაზოლის სახელით ცნობილ პრეპარატს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ;
- ამ პრეპარატის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების აუცილებლობის შესახებ;
- ძვლებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ;
- თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე. აცნობეთ ექიმს, თუ გითხრეს, რომ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულისცემის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობთ ამ მდგომარეობების სამკურნალო მედიკამენტებით.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კანის ან თვალების სკლერების გაყვითლება, შარდის გამუქება ან ძლიერი გულისრევა ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები ან სიმპტომები. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლისმწვავე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
შეიძლება განვითარდეს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
აბირატერონი არ უნდა მიიღოთ Ra-223-თან ერთად ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის შესაძლო ზრდის გამო.
თუ გეგმავთ Ra-223-ის მიღებას [პროდუქტის დასახელება]-თი და პრედნიზონით/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, უნდა დაელოდოთ 5 დღე Ra-223-ით მკურნალობის დაწყებამდე.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სისხლის მონიტორინგი
აბირატერონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ღვიძლზე და შესაძლოა არ გქონდეთ რაიმე სიმპტომები. ამ მედიკამენტის მიღებისას, ექიმი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს სისხლს ღვიძლზე რაიმე ზემოქმედების დასადგენად.
ბავშვები და მოზარდები
ეს მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ბავშვებში და მოზარდებში გამოსაყენებლად. თუ ბავშვი ან მოზარდი შემთხვევით გადაყლაპავს აბირატერონს, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს და თან იქონიეთ ჩანართი სასწრაფო დახმარების ექიმისთვის საჩვენებლად.
სხვა მედიკამენტები და აბირატერონი ოლფა
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბირატერონმა შეიძლება გააძლიეროს რიგი მედიკამენტების ეფექტი, მათ შორის გულის წამლების, დამამშვიდებლების, დიაბეტის ზოგიერთი მედიკამენტის, მცენარეული მედიკამენტების (მაგ., კრაზანა) და სხვა. ექიმმა შეიძლება მოისურვოს ამ მედიკამენტების დოზის შეცვლა. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს ან შეამციროს აბირატერონის ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ან აბირატერონის ისეთი ეფექტური ეფექტის არარსებობა, როგორც საჭიროა.
ანდროგენების დეპრივაციულმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულისცემის რითმის პრობლემების რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტებს:
- გამოიყენება გულისცემის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
- ცნობილია, რომ ზრდის გულისცემის რითმის პრობლემების რისკს (მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად და ნარკომანიის დეტოქსიკაციის ნაწილისთვის), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)).
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს.
აბირატერონი ოლფა საკვებთან ერთად
ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად (იხილეთ მე-3 ნაწილი, „ამ მედიკამენტის მიღება“).
აბირატერონი ოლფას საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აბირატერონი ოლფა არ არის განკუთვნილი ქალებისთვის.
ამ მედიკამენტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, თუ მას ორსული ქალები მიიღებენ.
თუ სქესობრივი კავშირი გაქვთ ქალთან, რომელსაც შეუძლია დაორსულება, გამოიყენეთ პრეზერვატივი და სხვა ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდი. თუ გაქვთ ორსულ ქალთან სექსი, გამოიყენეთ პრეზერვატივი, ნაყოფს დასაცავად.
აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტები:
ორსულმა ან შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა უნდა ატარონ ხელთათმანები თუ შეხება აქვთ აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტებთან.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ეს წამალი სავარაუდოდ არ იმოქმედებს ავტომობილის მართვის და რაიმე ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
აბირატერონი ოლფა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ წამლის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 23.2 მგ ნატრიუმს (სამზარეულოს/სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) ოთხი ტაბლეტის დოზაზე 250 მგ-ის შემთხვევაში და 23 მგ ნატრიუმს ორი ტაბლეტის დოზაზე 500 მგ-ის შემთხვევაში. ეს ექვივალენტურია ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1.2%-ის.
- როგორ მივიღოთ აბირატერონი ოლფა
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რამდენი მივიღოთ
რეკომენდებული დოზაა 1000 მგ (ოთხი 250 მგ ტაბლეტი ან ორი 500 მგ ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
ამ წამლის მიღება
- მიიღეთ ეს წამალი პერორალურად.
- არ მიიღოთ აბირატერონი ოლფა საკვებთან ერთად. აბირატერონი ოლფას საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ წამლის საჭიროზე მეტი რაოდენობით შეწოვა და ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
- მიიღეთ ტაბლეტები ერთჯერადი დოზით დღეში ერთხელ, უზმოზე. აბირატერონი ოლფას მიღება უნდა მოხდეს ჭამიდან სულ მცირე ორი საათის შემდეგ და საკვები არ უნდა მიირთვათ აბირატერონი ოლფას მიღებიდან სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში (იხილეთ მე-2 ნაწილი, „აბირატერონი ოლფას მიღება საკვებთან ერთად“).
- არ გატეხოთ ტაბლეტები.
- აბირატერონი ოლფას მიღება ხდება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად. მიიღეთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ.
- აბირატერონი ოლფას მიღების დროს პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ყოველდღე უნდა მიიღოთ.
- გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენს მიერ მიღებული პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობის შეცვლა. ექიმი გეტყვით, გჭირდებათ თუ არა მიღებული პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობის შეცვლა. არ შეწყვიტოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ.
აბირატერონი ოლფას და პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღების დროს ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მედიკამენტებიც.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი აბირატერონი ოლფა მიღება
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ აბირატერონი ოლფას მიღება
თუ დაგავიწყდათ აბირატერონი ოლფას ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, მიიღეთ თქვენი ჩვეულებრივი დოზა მეორე დღეს.
თუ აბირატერონი ოლფას ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება დაგავიწყდათ ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ შეწყვეტთ აბირატერონი ოლფას მიღებას
არ შეწყვიტოთ აბირატერონი ოლფას, პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ აბირატერონი ოლფას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგს:
- კუნთების სისუსტე, კუნთების კანკალი ან გულისცემის გახშირება (გულისცემის შეგრძნება). ეს შეიძლება იყოს სისხლში კალიუმის დაბალი დონის ნიშნები.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
- სითხე ფეხებში ან ტერფებში, სისხლში კალიუმის დაბალი დონე, ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება, მაღალი არტერიული წნევა, საშარდე გზების ინფექცია, დიარეა.
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
- სისხლში ცხიმის მაღალი დონე, ტკივილი გულმკერდის არეში, არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, გულისცემის გახშირება, მძიმე ინფექციები, რომელსაც სეფსისი ეწოდება, ძვლების მოტეხილობები, საჭმლის მონელების დარღვევა, სისხლი შარდში, გამონაყარი.
არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):
- თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (დაკავშირებული მარილისა და წყლის პრობლემებთან), გულისცემის რითმის დარღვევა (არითმია), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
- ფილტვების გაღიზიანება (ასევე ცნობილია, როგორც ალერგიული ალვეოლიტი). ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ასევე ცნობილია, როგორც ღვიძლის მწვავე უკმარისობა).
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- გულის შეტევა, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება) და სერიოზული ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით ან ქავანა გამონაყარით.
მამაკაცებში, რომლებიც იტარებენ პროსტატის კიბოს მკურნალობას, შეიძლება განვითარდეს ძვლის მასის კარგვა. აბირატერონი ოლფას პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ძვლის მასის კარგვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ აცნობოთ State Agency of Medicines, Jersikas iela 15, Riga, LV 1003. Website: www.zva.gov.lv..
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ შევინახოთ აბირატერონი ოლფა
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტები
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბოთლის ეტიკეტზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
ეს წამალი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
აბირატერონი ოლფა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბოთლის ეტიკეტზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
ეს წამალი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები რომლებსაც აღარ ღებულობთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს აბირატერონი ოლფა
აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერებაა აბირატერონის აცეტატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ აბირატერონის აცეტატს.
- სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (ტიპი 2910), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი და ნატრიუმის ლაურილსულფატი (იხილეთ ნაწილი 2, „აბირატერონი ოლფა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“).
აბირატერონი ოლფა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერებაა აბირატერონის აცეტატი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აბირატერონის აცეტატს.
- სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (ტიპი 2910), სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი (იხ. ნაწილი 2, "აბირატერონი ოლფა შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს").
აპკიანი გარსი შეიცავს რკინის შავ ოქსიდს (E172), რკინის წითელ ოქსიდის (E172), მაკროგოლის პოლი(ვინილის სპირტი) გრაფტ-კოპოლიმერი, ტალკი და ტიტანის დიოქსიდი (E171).
როგორ გამოიყურება აბირატერონი ოლფა და შეფუთვის შიგთავსი
აბირატერონი ოლფა 250 მგ ტაბლეტები
თეთრიდან მოთეთრომდ, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, უგარსო ტაბლეტები ტვიფრით "250" ერთ მხარეს და სადა მეორე მხარეს.
ტაბლეტები მოწოდებულია 100 მლ მსპე ბოთლით, ბავშვების მიერ გახსნიგან დამცავი (პოლიპროპილენი, პპ) თავსახურით და ნესტის მშთანქველით. თითოეული ბოთლი შეიცავს 120 ტაბლეტს. თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს ერთ ბოთლს.
აბირატერონი ოლფა 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
იისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ტვიფრით „500“ და მეორე მხარეს სადა.
ტაბლეტები შეფუთულია პვქ/პვდქ/ალ ბლისტერებში მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 56 ან 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტს.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Olpha AS,
Rupnicu iela 5,
Olaine, Olaines novads, LV-2114,
Latvia
მწარმოებელი
Haupt Pharma Münster GmbH,
Schleebrüggenkamp 15,
48159, Münster,
Germany
ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებულია შემდეგი სახელწოდებებით:
ჩეხეთი Abiraterone Olpha
დანია Abirateron Olpha
საფრანგეთი Abiraterone Olpha 250 mg comprimé
Abiraterone Olpha 500 mg comprimé pelliculé
ესტონეთი Abiraterone Olpha
იტალია Abiraterone Olpha
ლატვია Abiraterone Olpha 250 mg tabletes
Abiraterone Olpha 500 mg plėvele dengtos tabletės
პოლონეთი Abiraterone Olpha
სლოვაკეთი Abiraterone Olpha 250 mg tablety
Abiraterone Olpha 500 mg filmom obalené tablety
ესპანეთი Abiraterona Olpha 250 mg comprimidos EFG
Abiraterona Olpha 500 mg comprimidos recubiertos con película EFG
ამ ფურცელი-ჩანართი ბოლო გადახედვის თარიღი: 06/2025
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.