პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

აბეტილი

ABETYL

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

აბეტილი შეიცავს აბირატერონის აცეტატს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. აბეტილი ხელს უშლის თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას (სტეროიდული ჰორმონი ანდროგენის ჯგუფიდან, რომელიც ცნობილია როგორც მამრობითი სქესის ჰორმონი) და ამით ანელებს პროსტატის კიბოს ზრდას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აბირატერონი (abiraterone)
ფორმა და შეფუთვა
250მგ ტაბლეტი №120 (12X10)
მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ჰორმონების სხვა ანტაგონისტები და მსგავსი საშუალებები
ATC კოდი
L02BX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-042914
რეგისტრირებულია
6 მარტი 2025, მოქმედებს 6 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააბეტილი და სხვა წამალი ერთად

აბეტილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აბეტილი შეიცავს აბირატერონის აცეტატს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. აბეტილი ხელს უშლის თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას (სტეროიდული ჰორმონი ანდროგენის ჯგუფიდან, რომელიც ცნობილია როგორც მამრობითი სქესის ჰორმონი) და ამით ანელებს პროსტატის კიბოს ზრდას. აბეტილი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში მოზრდილ მამაკაცებში.

პროსტატის კიბოს ჰორმონოთერაპიაზე რეაგირების ადრეულ სტადიაზე აბეტილი უნდა დაინიშნოს მამრობითი სქესის ჰორმონის (ტესტოსტერონის) დამთრგუნველ მკურნალობასთან ერთად (ანდროგენ დამთრგუნველი თერაპია).

აბეტილი გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებზე, ან პაციენტებში, რომელთა მამრობითი სქესის ჰორმონი დათრგუნულია და რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია და პაციენტებში, რომლებიც ადრე იტარებდნენ ქიმიოთერაპიას და რომელთა დაავადება განმეორდა.

აბეტილიას მიღებისას თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ პრედნიზონს ან სხვა მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება პრედნიზოლონი. ამ გზით შემცირდება არტერიული წნევის მომატების, ორგანიზმში წყლის რაოდენობის (სითხის შეკავება) ან ორგანიზმში კალიუმის დონის შემცირების რისკი.

აბეტილის ტაბლეტები არის თეთრიდან მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, რომელთა ერთს მხარეს დაბეჭდილია "A 250", ხოლო მეორე მხარე არის სადა

აბეტილი ტაბლეტები წარმოდგენილია ბლისტერებით, რომელებიც შეიცავს 120 ტაბლეტს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/შეყვანის სიხშირე:

თქვენი მედიკამენტის რეკომენდებული დოზა არის 1000 მგ (ოთხი ტაბლეტი) დღეში ერთხელ მიღებისთვის.

მიღების გზა და მეთოდი:

მიიღეთ ეს პრეპარატი პერორალურად.

არ მიიღოთ აბეტილი საკვებთან ერთად. აბეტილის საკვებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს წამლის აბსორბცია ორგანიზმისთვის საჭიროზე მეტად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები

მიიღეთ აბეტილის ტაბლეტები დღეში ერთხელ ერთჯერადი დოზის სახით უზმოზე. აბეტილი უნდა იქნას მიღებული ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან ჭამიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ. (იხილეთ ნაწილი 2 "აბეტილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად")

გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი, წყლის მიყოლებით.

არ გაყოთ ტაბლეტები შუაზე.

აბეტილი მიიღება პრედნიზონთან ან სხვა მედიკამენტთან ერთად, რომელსაც ეწოდება პრედნიზოლონი. მიიღეთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი თქვენი ექიმის დანიშნულებით.

აბეტილით მკურნალობის დროს თქვენ ასევე უნდა მიიღოთ ყოველდღე პრედნიზონი ან პრედნიზოლონი.

როდესაც თქვენ გაქვთ გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, შესაძლოა საჭირო გახდეს პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზის შეცვლა, რომელსაც იღებთ. თქვენი ექიმი გეტყვით, შეიცვლება თუ არა თქვენს მიერ მიღებული პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობა. თუ ექიმი არ გეტყვით, არ შეცვალოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზა, რომელსაც იღებთ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მედიკამენტები აბეტილის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღებისას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

პედიატრიული გამოყენება:

აბეტილი არ არის პრეპარატი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებში და მოზარდებში. თუ აბეტილი შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა ან მოზარდმა, სასწრაფოდ მიაკითხეთ საავადმყოფს, თან იქონიეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი, რათა აჩვენოთ ექიმს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

თუ,

ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აბირატერონის აცეტატის ან აბეტილის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ქალი ხართ და განსაკუთრებით, თუ ორსულად ხართ. აბეტილი გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში.

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება.

Ra-223 მოლეკულასთან კომბინაციაში, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა. როდესაც არ ხართ დარწმუნებული რომელიმე მათგანში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

გამოიყენეთ აბეტილი სიფრთხილით შემდეგი მდგომარეობების დროს

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული დაავადება

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა, ან თუ თქვენს სისხლში კალიუმის სახელწოდებით ცნობილი ელემენტის რაოდენობა დაბალია (კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი)

თუ გაქვთ გულთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული სხვა დაავადება

თუ გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა

თუ გაქვთ ქოშინი

თუ სწრაფად მოიმატეთ წონაში

თუ გაქვთ ტერფების, კოჭების ან ფეხების შეშუპება

თუ წარსულში იყენებდით კეტოკონაზოლის სახელით ცნობილ პრეპარატს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ

თუ გჭირდებათ ინფორმაცია ამ პრეპარატის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების შესახებ

თუ გჭირდებათ ინფორმაცია თქვენს ძვლებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ

თუ სისხლში შაქრის მაღალი დონე გაქვთ.

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების პრობლემები, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან თუ იღებთ მედიკამენტებს ამ პრობლემებისთვის.

თუ თქვენ გაქვთ კანის ან თვალების სიყვითლე, შარდის ფერის გამუქება, ან თუ გრძნობთ ძლიერ გულისრევას ან ღებინებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემის ნიშნები და სიმპტომები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლის დისფუნქციით (ასევე უწოდებენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას), რომელმაც იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

შეიძლება განვითარდეს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სექსუალური სურვილის დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

აბეტილი არ უნდა დაინიშნოს Ra-223-თან ერთად (რადიოაქტიური რადიუმის თერაპია, რომელიც გამოიყენება ბირთვულ მედიცინაში) ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის შესაძლო გაზრდილი რისკის გამო.

თუ თქვენ გეგმავთ Ra-223-ის გამოყენებას აბეტილით და პრედნიზონით/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, მოიცადეთ მინიმუმ 5 დღე Ra-223-ით მკურნალობის დაწყებამდე.

თქვენი სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი

აბეტილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ღვიძლზე და თქვენ ვერ შეამჩნიოთ რაიმე სიმპტომი. ამიტომ, თქვენი ექიმი მოისურვებს შეამოწმოს, აქვს თუ არა აბეტილს რაიმე გავლენა თქვენს ღვიძლზე სისხლის ანალიზის ჩატარებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში აბეტილით მკურნალობის დროს.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში. თუ აბეტილი შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა ან მოზარდმა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საავადმყოფოს და თან იქონიეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი, რათა აჩვენოთ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ეს გაფრთხილებები გავრცელდება თქვენზე, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს.

აბეტილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

აბეტილი არ უნდა იქნას მიღებული ჭამის დროს (იხ. ნაწილი 3 "როგორ მიიღება აბეტილი?")

  • აბეტილის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან ჭამიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ.

აბეტილის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის უკმარისობა:

აბეტილი შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია არ არის საჭირო. სიფრთხილეა რეკომენდებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა:

თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს სისხლში თქვენი ღვიძლის გარკვეულ მაჩვენებლებს გარკვეული ინტერვალებით და თუ ამ მნიშვნელობების გადაჭარბებული მატება აღინიშნება, თქვენი ექიმი მთლიანად შეწყვეტს ან შეაჩერებს აბეტილის გამოყენებას სისხლის მაჩვენებლების გაუმჯობესებამდე. აბეტილი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით.

ჰიპერტენზია

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), თქვენი ექიმი არ დაიწყებს აბეტილით მკურნალობას არტერიული წნევის მაჩვენებლების კონტროლის გარეშე. თქვენი ექიმი მოგთხოვთ, რომ აკონტროლოთ არტერიული წნევა აბეტილით მკურნალობის დროს, გაქვთ არტერიული წნევის ჩივილი თუ არა.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ აბეტილის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ აბეტილს:

თუ თქვენ გამოიყენეთ მეტი აბეტილი ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფს.

თუ დაგავიწყდათ აბეტილის მიღება

თუ დაგავიწყდათ აბეტილის ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის გამოყენება, რომლებიც უნდა მიიღოთ ერთად, მიიღეთ ის იმ დროს, რომელიც ჩვეულებრივ გჭირდებათ, მეორე დღეს.

თუ დაგავიწყდათ აბეტილის ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის გამოყენება, რომლებიც ერთად უნდა მიიღოთ, ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, აცნობეთ ექიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს აბეტილით მკურნალობის შეწყვეტისას:

განაგრძეთ მკურნალობა აბეტილით ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონით, თუ ექიმი არ გაცნობებთ შეწყვეტის შესახებ.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აბეტილთან ერთად სხვა მედიკამენტების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ სხვა მედიკამენტს, ახლახან იყენებდით მას ან თუ სავარაუდოდ გამოიყენებთ მას უახლოეს მომავალში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბეტილს შეუძლია გაზარდოს გარკვეული პრეპარატების ეფექტი, როგორიცაა საგულე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, მცენარეული პრეპარატები (მაგალითად, კრაზანა) და სხვა მედიკამენტები. თქვენი ექიმი მოისურვებს შეცვალოს ამ პრეპარატების დოზა. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს აბეტილის ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ან აბეტილი შეიძლება არ იყოს ისე ეფექტიანი, როგორც უნდა იყოს.

ანდროგენის დეპრივაციის თერაპიამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ შემდეგ პრეპარატებს:

  • პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი).
  • მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდიან გულის რითმის პრობლემების რისკს [მაგალითად, მეტადონი (გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამოკიდებულების მკურნალობის ნაწილი), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკის ტიპი), ანტიფსიქოზური საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ)]

თუ ამჟამად იყენებთ რეცეპტით გაცემულ ან ურეცეპტო მედიკამენტს ან იყენებდით ბოლო დროს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აბეტილი არ არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქალებში.

თუ ამ მედიკამენტს იღებენ ორსული ქალები, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მომავალ ბავშვს.

თუ ხართ ორსულად ან სავარაუდოდ შეიძლება დაორსულდეთ და აპირებთ აბეტილის მიცემას სხვა პირისთვის, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ხელთათმანები პრეპარატთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.

თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება დაორსულდეს, უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი და კონტრაცეფციის სხვა ეფექტური მეთოდი.

თუ თქვენ გაქვთ სქესობრივი კავშირი ორსულ ქალთან, უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი, რათა არ მიაყენოთ ზიანი მომავალ ბავშვს.

სავარაუდოა, რომ აბეტილი ორსულობის დროს გამოყენებისას იწვევს სერიოზულ თანდაყოლილ დეფექტებს.

აბეტილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის დროს აღმოჩნდება, რომ თქვენი პარტნიორი (მეუღლე) არის ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

  • არ გამოიყენოთ აბეტილი, თუ ძუძუთი კვებავთ.

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

აბეტილს არ აქვს ცნობილი ეფექტები ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბეტილის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

აბეტილი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპი). თუ ექიმმა ადრე გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ეს წამალი შეიცავს 24,8 მგ ნატრიუმს, ოთხი ტაბლეტის თითოეულ დოზაში. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აბიტომაქსს არ გააჩნია ან უმნიშვნელო ზეგავლენა აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, აბეტილის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება არ განვითარდეს ყველასთან.

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10–დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1.000-დან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: შეუძლებელია შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით.

თუ თქვენ გამოგივლინდათ ჩამოთვლილიდან რომელიმე, შეწყვიტეთ აბეტილის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ეწვიეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ დახმარებას:

კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები ან გულის პალპიტაცია. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ელემენტი, რომელსაც ეწოდება კალიუმი, სისხლში მცირდება.

მძიმე ალერგიული რეაქციები, რომელსაც თან ახლავს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ან ქავანა გამონაყარი.

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია, რაც ქვემოთ არის მოყვანილი. თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ამ გვერდითი ეფექტებიდან, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია აბეტილის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა არასასურველი ეფექტები:

ძალიან ხშირი:

შეშუპება ფეხებში ან ტერფებში

სისხლში კალიუმის სახელწოდებით ცნობილი ელემენტის დონის დაქვეითება

ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება

არტერიული წნევის მომატება

საშარდე გზების ინფექცია

დიარეა

ხშირი:

ცხიმის დონის მატება სისხლში

ტკივილი გულმკერდში

არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია)

გულის უკმარისობა

თქვენი გულის ნორმალურზე სწრაფად მუშაობა

სერიოზული ინფექციები, რომლებსაც სეფსისი ეწოდება

ძვლის მოტეხილობები

საჭმლის მონელების დარღვევა

სისხლი შარდში

გამონაყარი კანზე

არახშირი:

თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (მარილთან და წყალთან დაკავშირებული პრობლემების გამო)

არანორმალური გულისცემის რითმი (არითმია)

კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი

იშვიათი:

ფილტვების გაღიზიანება (ასევე უწოდებენ ალერგიულ ალვეოლიტს)

ღვიძლის უუნარობა შეასრულოს თავისი ფუნქციები (ასევე უწოდებენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას)

უცნობია:

  • გულის შეტევა
  • ეკგ-ის ცვლილება (ელექტროკარდიოგრაფია) - (QT გახანგრძლივება)
  • სერიოზული ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ან ქავანა გამონაყარი.

ძვლოვანი ქსოვილის კარგვას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ პროსტატის კიბოს. აბეტილმა შეიძლება გაზარდოს ძვლოვანი ქსოვილი კარგვა პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად გამოყენებისას.

თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ–ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

აბირატერონის აცეტატით ჭარბი დოზირების გამოცდილება ადამიანებში შეზღუდულია.

აბირატერონის აცეტატს არ გააჩნია სპეციფიკური ანტიდოტი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, აბეტილით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს ზოგადი შემანარჩუნებელი ღონისძიებები არითმიის ნიშნებისა და სიმპტომების, ჰიპოკალემიის და სითხის შეკავების მონიტორინგის ჩათვლით. ასევე უნდა შეფასდეს ღვიძლის ფუნქციები.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ აბირატერონის აცეტატს.

დამხმარე ნივთიერებები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 198,65 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს (მიღებული ძროხის რძისგან), 42,9 მგ ნატრიუმის კროსკარმელოზას და 28,6 მგ ნატრიუმის ლაურილსულფატს.

გთხოვთ, იხილეთ ნაწილი 6.1 დამხმარე ნივთიერებების შესახებ.

შენახვის პირობები

შეინახეთ აბეტილი ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას და თავის ორიგინალურ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ აბეტილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No:4

34467 Maslak /Sarıyer/Istanbul

ტელ: (0212) 366 84 00

ფაქსი: (0212) 276 20 20

წარმოების ადგილი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Esenyurt/İstanbul

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა 12.01.2024

ფარმაკოლოგიური თვისებები

ენდოკრინული თერაპია, სხვა ჰორმონების ანტაგონისტები და მსგავსი საშუალებები.

ათქ (ანატომიურ თერაპიულ ქიმიური) კოდი: L02BX03.

მოქმედების მექანიზმი

In vivo აბირატერონის აცეტატი (აბეტილი) გარდაიქმნება აბირატერონად, ანდროგენების ბიოსინთეზის ინჰიბიტორად. კერძოდ, აბირატერონი შერჩევით აინჰიბირებს 17α-ჰიდროქსილაზა/C17,20-ლიაზა (CYP17) ფერმენტს. ეს ფერმენტი ექსპრესირდება სათესლე ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და პროსტატის სიმსივნურ ქსოვილებში და საჭიროა ანდროგენების ბიოსინთეზისთვის. CYP17 ფერმენტი ახდენს პრეგნენოლონის გარდაქმნის კატალიზებას დეჰიდროეპიანდროსტერონად (DHEA), ტესტოსტერონის წინამორბედად, 17α-ჰიდროქსილირების ბმის გაწყვეტით, და პროგესტერონის გარდაქმნით ანდროსტენედიონად, ტესტოსტერონის სხვა წინამორბედად, C17,20-ის ბმის გაწყვეტით. CYP17–ის ინჰიბირება ასევე იწვევს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ მინერალოკორტიკოიდების პროდუქციის ზრდას (იხილეთ ნაწილი 4.4).

ანდროგენ-მგრძნობიარე პროსტატის კარცინომა პასუხობს მკურნალობას, რომელიც ამცირებს ანდროგენების დონეს. ანდროგენ-შემამცირებელი მკურნალობა, როგორიცაა LHRH აგონისტები ან ორქიექტომია, ამცირებს ანდროგენის გამომუშავებას სათესლე ჯირკვლებში, მაგრამ ისინი არ ახდენენ გავლენას ანდროგენების პროდუქციაზე თირკმელზედა ჯირკვლებში ან სიმსივნურ ქსოვილში. შრატში ტესტოსტერონის დონე ეცემა დეტექტირებადი დონის ქვემოთ (გაზომილი კომერციული ტესტებით) აბეტილის მიღებისას LHRH აგონისტებთან (ან ორქიექტომიასთან) კომბინაციაში.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

აბეტილი აქვეითებს შრატში ტესტოსტერონის და სხვა ანდროგენების დონეებს LHRH აგონისტებით ან ორქიექტომიით მიღწეული დონეების ქვემოთ. ეს არის CYP17 ფერმენტის სელექტიური ინჰიბირების შედეგი, რომელიც საჭიროა ანდროგენის ბიოსინთეზისთვის. პროსტატ–სპეციფიკური ანტიგენი (PSA) გამოიყენება როგორც ბიომარკერი პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში. კლინიკურ კვლევის მე-3 ფაზაში, რომელიც ჩატარდა პაციენტებში, რომლებშიც ტაქსანზე დაფუძნებული ქიმიოთერაპია იყო უშედეგო, PSA მნიშვნელობები შემცირდა სულ მცირე 50%-ით PSA-ს საწყის მნიშვნელობებთან შედარებით იმ პაციენტების 38%–ში, რომლებიც მკურნალობდნენ აბირატერონის აცეტატით, მაშინ როცა კლების იგივე მაჩვენებელი შეიძლება იყოს მიღწეული მხოლოდ 10%-ში, ვინც იღებდა პლაცებოს.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

აბირატერონის აცეტატის ეფექტურობა დემონსტრირებულია სამ ცალკეულ პლაცებო-კონტროლირებად მულტიცენტრულ მე-3 ფაზის კვლევაში (კვლევა 3011, 302 და 301), რომლებიც ჩატარდა პაციენტებში მეტასტაზური ჰორმონ-მგრძნობიარე პროსტატის კიბოთი (mHSPC) და კასტრაცია-რეზისტენტული მეტასტაზური პროსტატის კიბოთი (mCRPC). ახლად დიაგნოზირებული (რანდომიზაციამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში) mHDPK–ს მქონე პაციენტები მაღალი რისკის პროგნოზული ფაქტორებით ჩართული იყვნენ კვლევაში 3011. მაღალი რისკის პროგნოზი განისაზღვრა, როგორც შემდეგი 3-დან მინიმუმ 2 შემდეგი რისკის ფაქტორის არსებობა: (1) გლისონის ქულა ≥8; და/ან (2) 3 ან მეტი დაზიანების არსებობა ძვლის სკანირებაზე; და/ან (3) გაზომვადი ვისცერული მეტასტაზების არსებობა (ლიმფური კვანძების დაზიანების გარდა). აქტიური მკურნალობის სახით, აბირატერონის აცეტატი შეყვანილი იყო დოზით 1000 მგ/დღეში, 5 მგ პრედნიზონის ერთჯერად დაბალ დოზასთან ერთად, დამატებით სტანდარტულ ანდროგენის დეპრივაციის თერაპიასთან (ADT) (LHRH აგონისტი ან ორქიექტომია), ხოლო საკონტროლო ჯგუფში შერჩეულმა პაციენტებმა მიიღეს ADT და პლაცებო აბირატერონის აცეტატისა და პრედნიზონის ნაცვლად. პაციენტები, რომლებიც ადრე იყენებდნენ დოცეტაქსელს, ჩართული იყვნენ კვლევაში 301, ხოლო პაციენტები, რომლებიც ადრე არ იყენებდნენ დოცეტაქსელს, ჩართული იყვნენ კვლევაში 302. პაციენტები ან იყენებდნენ LHRH აგონისტს ან ადრე ჩაუტარდათ ორქიექტომია. აქტიური მკურნალობის სახით შეყვანილი იყო აბირატერონის აცეტატი დოზით 1000 მგ/დღეში პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დაბალ დოზასთან 5 მგ ერთად დღეში ორჯერ, ხოლო საკონტროლოდ შერჩეულ პაციენტებში შეჰყავდათ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დაბალი დოზა 5 მგ დღეში ორჯერ პლაცებოსთან ერთად.

PSA-ს კონცენტრაციის ცვლილებამ მხოლოდ შრატში შეიძლება ყოველთვის არ მოიტანოს კლინიკური სარგებელი. ამიტომ, ყველა კვლევაში პაციენტებს ურჩევდნენ გაეგრძელებინათ მკურნალობა, სანამ არ დააკმაყოფილებდნენ ქვემოთ მოცემულ შეწყვეტის კრიტერიუმებს.

სპირონოლაქტონის გამოყენება არ იყო დაშვებული არცერთ კვლევაში, რადგან ის უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს და შეიძლება გაზარდოს PSA-ს დონე.

კვლევა 3011 (ახლად დიაგნოზირებული mHDPK–ს მქონე პაციენტები მაღალი რისკის პროგნოზული ფაქტორებით)

კვლევაში 3011 ჩართული პაციენტების (n = 1.199) საშუალო ასაკი იყო 67 წელი. აბირატერონის აცეტატით ნამკურნალები პაციენტებიდან 832 (69.4%) იყო ევროპეიდელი, 246 (20.5%) აზიელი, 25 (2.1%) შავკანიანი ან აფროამერიკელი, 80 (6.7%) იყო სხვა, 13 (1.1%) მათგან იყო უცნობი/არ იყო მოხსენებული, ხოლო 3 (0.3%) მკვიდრი ამერიკელი ან ალასკის მკვიდრი იყო.

პაციენტთა 97% ECOG-ის მიხედვით ზოგადი მდგომარეობა იყო 0 ან 1. პაციენტები თავის ტვინის ცნობილი მეტასტაზებით, უკონტროლო ჰიპერტენზიით, გულის მნიშვნელოვანი დაავადებით ან NYHA-ს მიხედვით II-IV კლასის გულის უკმარისობით გამოირიცხნენ კვლევიდან. გარდა იმ პაციენტების გარდა, რომლებმაც მიიღეს ADT 3 თვემდე ან პალიატიური სხივური ან ოპერაციული თერაპიის 1 კურსი მეტასტაზური დაავადებით გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ, პაციენტები, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ფარმაკოთერაპიით, სხივური თერაპიით ან პროსტატის მეტასტაზური კიბოს ქირურგიით, არ იყვნენ ჩართული კვლევაში. საერთო გადარჩენადობის (OS) და რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენადობის (rPFS) მაჩვენებლები მიღებული იყო, როგორც პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილები. ტკივილის მედიანური საწყისი ქულა, რომელიც იზომება ტკივილის შეფასების მოკლე კითხვარით (BPI-SF), იყო 2.0 როგორც აქტიური მკურნალობის, ასევე საკონტროლო ჯგუფებში. საერთო პირველადი საბოლოო წერტილის გაზომვების გარდა, მკურნალობის სარგებელი ასევე შეფასებული იყო დროის მიხედვით ჩონჩხთან დაკავშირებულ მოვლენებამდე (SRE), დროის მიხედვით პროსტატის თერაპიის შემდეგ მკურნალობამდე, ქიმიოთერაპიის დაწყებამდე დროის მიხედვით, ტკივილის პროგრესირებამდე დროის მიხედვით და PSA პროგრესირებამდე დროის მიხედვით. მკურნალობა გაგრძელდა დაავადების პროგრესირებამდე, თანხმობის გაუქმებამდე, ტოქსიკურობის მიუღებელი დონის გამოვლენამდე ან სიკვდილამდე.

რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენა განისაზღვრა, როგორც დრო, რომელიც გავიდა რანდომიზაციიდან რენტგენოგრაფიულ პროგრესირებაზე ან რაიმე მიზეზით სიკვდილის დადგომამდე. რენტგენოგრაფიული პროგრესი მოიცავდა პროგრესირებას ((პროსტატის კიბოს კლინიკური კვლევების სამუშაო ჯგუფი 2) მოდიფიცირებულ პროგრესირებას ((პროსტატის კიბოს კლინიკური კვლევების სამუშაო ჯგუფი 2)) ნაჩვენებია ძვლის სკანირებით ან რბილი ქსოვილების დაზიანებების პროგრესირებაზე ((RECIST (რეაქციის შეფასების კრიტერიუმები მყარ სიმსივნეებში) 1.1) ნაჩვენებია CT (კომპიუტერული ტომოგრაფია) ან MRI (მაგნიტური რეზონანსი). გამოსახულება).

მნიშვნელოვანი განსხვავება rPFS-ში აღინიშნა მკურნალობის ჯგუფებს შორის (იხილეთ ცხრილი-1 და სურათი-1).

ცხრილი 1 - რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენადობა - სტრატიფიცირებული ანალიზი; პოპულაციის მკურნალობის განზრახვა (კვლევა PCR3011)

აა-პ

პლაცებო

რანდომიზებული პირები

597

602

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ჩანართი

აბეტილი

250 მგ ტაბლეტი

პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ აბირატერონის აცეტატს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებული ძროხის რძისგან), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K30, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

▼ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს სამკუთხედი საშუალებას მოგცემთ სწრაფად მოახდინოთ უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის იდენტიფიცირება. თქვენ შეძლებთ დახმარებას ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შეტყობინებით, რომელიც გამოგივლინდათ. გთხოვთ, გაეცნოთ ნაწილი 4–ის დასასრულს, რათა შეიტყოთ, თუ როგორ შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი ეფექტების შესახებ.

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

ამ პროდუქტის გამოყენებისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ სამკურნალო პრეპარატს.

ზუსტად მიჰყევით ამ ფურცელ–ჩანართში მოცემულ ინსტრუქციებს. არ გამოიყენოთ უფრო დაბალი ან მაღალი დოზები, ვიდრე თქვენთვის არის რეკომენდებული.

რა არის ამ ფურცელ–ჩანართში:

  • რა არის აბეტილი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • რა უნდა იცოდეთ აბეტილის მიღებამდე
  • როგორ მიიღება აბეტილი?
  • რომელია შესაძლო გვერდითი ეფექტები?
  • როგორ ინახება აბეტილი?

სათაურები ჩართულია.

  • რა არის აბეტილი და რისთვის გამოიყენება იგი?

აბეტილი შეიცავს აბირატერონის აცეტატს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. აბეტილი ხელს უშლის თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას (სტეროიდული ჰორმონი ანდროგენის ჯგუფიდან, რომელიც ცნობილია როგორც მამრობითი სქესის ჰორმონი) და ამით ანელებს პროსტატის კიბოს ზრდას. აბეტილი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში მოზრდილ მამაკაცებში.

პროსტატის კიბოს ჰორმონოთერაპიაზე რეაგირების ადრეულ სტადიაზე აბეტილი უნდა დაინიშნოს მამრობითი სქესის ჰორმონის (ტესტოსტერონის) დამთრგუნველ მკურნალობასთან ერთად (ანდროგენ დამთრგუნველი თერაპია).

აბეტილი გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებზე, ან პაციენტებში, რომელთა მამრობითი სქესის ჰორმონი დათრგუნულია და რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია და პაციენტებში, რომლებიც ადრე იტარებდნენ ქიმიოთერაპიას და რომელთა დაავადება განმეორდა.

აბეტილიას მიღებისას თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ პრედნიზონს ან სხვა მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება პრედნიზოლონი. ამ გზით შემცირდება არტერიული წნევის მომატების, ორგანიზმში წყლის რაოდენობის (სითხის შეკავება) ან ორგანიზმში კალიუმის დონის შემცირების რისკი.

აბეტილის ტაბლეტები არის თეთრიდან მოთეთრო ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, რომელთა ერთს მხარეს დაბეჭდილია "A 250", ხოლო მეორე მხარე არის სადა

აბეტილი ტაბლეტები წარმოდგენილია ბლისტერებით, რომელებიც შეიცავს 120 ტაბლეტს.

  • რა უნდა იცოდეთ აბეტილის მიღებამდე

არ მიიღოთ აბეტილი შემდეგი მდგომარეობების დროს:

თუ,

ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აბირატერონის აცეტატის ან აბეტილის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ქალი ხართ და განსაკუთრებით, თუ ორსულად ხართ. აბეტილი გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში.

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაზიანება.

Ra-223 მოლეკულასთან კომბინაციაში, რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა. როდესაც არ ხართ დარწმუნებული რომელიმე მათგანში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

გამოიყენეთ აბეტილი სიფრთხილით შემდეგი მდგომარეობების დროს

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული დაავადება

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა, ან თუ თქვენს სისხლში კალიუმის სახელწოდებით ცნობილი ელემენტის რაოდენობა დაბალია (კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი)

თუ გაქვთ გულთან ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული სხვა დაავადება

თუ გაქვთ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა

თუ გაქვთ ქოშინი

თუ სწრაფად მოიმატეთ წონაში

თუ გაქვთ ტერფების, კოჭების ან ფეხების შეშუპება

თუ წარსულში იყენებდით კეტოკონაზოლის სახელით ცნობილ პრეპარატს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ

თუ გჭირდებათ ინფორმაცია ამ პრეპარატის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების შესახებ

თუ გჭირდებათ ინფორმაცია თქვენს ძვლებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ

თუ სისხლში შაქრის მაღალი დონე გაქვთ.

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ გულის ან სისხლძარღვების პრობლემები, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან თუ იღებთ მედიკამენტებს ამ პრობლემებისთვის.

თუ თქვენ გაქვთ კანის ან თვალების სიყვითლე, შარდის ფერის გამუქება, ან თუ გრძნობთ ძლიერ გულისრევას ან ღებინებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემის ნიშნები და სიმპტომები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლის დისფუნქციით (ასევე უწოდებენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას), რომელმაც იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

შეიძლება განვითარდეს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სექსუალური სურვილის დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

აბეტილი არ უნდა დაინიშნოს Ra-223-თან ერთად (რადიოაქტიური რადიუმის თერაპია, რომელიც გამოიყენება ბირთვულ მედიცინაში) ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის შესაძლო გაზრდილი რისკის გამო.

თუ თქვენ გეგმავთ Ra-223-ის გამოყენებას აბეტილით და პრედნიზონით/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, მოიცადეთ მინიმუმ 5 დღე Ra-223-ით მკურნალობის დაწყებამდე.

თქვენი სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი

აბეტილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ღვიძლზე და თქვენ ვერ შეამჩნიოთ რაიმე სიმპტომი. ამიტომ, თქვენი ექიმი მოისურვებს შეამოწმოს, აქვს თუ არა აბეტილს რაიმე გავლენა თქვენს ღვიძლზე სისხლის ანალიზის ჩატარებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში აბეტილით მკურნალობის დროს.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში. თუ აბეტილი შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა ან მოზარდმა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საავადმყოფოს და თან იქონიეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი, რათა აჩვენოთ ექიმს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ეს გაფრთხილებები გავრცელდება თქვენზე, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს.

აბეტილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

აბეტილი არ უნდა იქნას მიღებული ჭამის დროს (იხ. ნაწილი 3 "როგორ მიიღება აბეტილი?")

  • აბეტილის მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან ჭამიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ.

აბეტილის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აბეტილი არ არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქალებში.

თუ ამ მედიკამენტს იღებენ ორსული ქალები, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მომავალ ბავშვს.

თუ ხართ ორსულად ან სავარაუდოდ შეიძლება დაორსულდეთ და აპირებთ აბეტილის მიცემას სხვა პირისთვის, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ხელთათმანები პრეპარატთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.

თუ გაქვთ სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება დაორსულდეს, უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი და კონტრაცეფციის სხვა ეფექტური მეთოდი.

თუ თქვენ გაქვთ სქესობრივი კავშირი ორსულ ქალთან, უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი, რათა არ მიაყენოთ ზიანი მომავალ ბავშვს.

სავარაუდოა, რომ აბეტილი ორსულობის დროს გამოყენებისას იწვევს სერიოზულ თანდაყოლილ დეფექტებს.

აბეტილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

თუ მკურნალობის დროს აღმოჩნდება, რომ თქვენი პარტნიორი (მეუღლე) არის ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აბეტილი არ არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქალებში.

  • არ გამოიყენოთ აბეტილი, თუ ძუძუთი კვებავთ.

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

აბეტილს არ აქვს ცნობილი ეფექტები ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბეტილის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

აბეტილი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპი). თუ ექიმმა ადრე გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ეს წამალი შეიცავს 24,8 მგ ნატრიუმს, ოთხი ტაბლეტის თითოეულ დოზაში. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.

სხვა მედიკამენტები და აბეტილი

აბეტილთან ერთად სხვა მედიკამენტების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ სხვა მედიკამენტს, ახლახან იყენებდით მას ან თუ სავარაუდოდ გამოიყენებთ მას უახლოეს მომავალში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბეტილს შეუძლია გაზარდოს გარკვეული პრეპარატების ეფექტი, როგორიცაა საგულე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, მცენარეული პრეპარატები (მაგალითად, კრაზანა) და სხვა მედიკამენტები. თქვენი ექიმი მოისურვებს შეცვალოს ამ პრეპარატების დოზა. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს აბეტილის ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ან აბეტილი შეიძლება არ იყოს ისე ეფექტიანი, როგორც უნდა იყოს.

ანდროგენის დეპრივაციის თერაპიამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ შემდეგ პრეპარატებს:

  • პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი).
  • მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდიან გულის რითმის პრობლემების რისკს [მაგალითად, მეტადონი (გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამოკიდებულების მკურნალობის ნაწილი), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკის ტიპი), ანტიფსიქოზური საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ)]

თუ ამჟამად იყენებთ რეცეპტით გაცემულ ან ურეცეპტო მედიკამენტს ან იყენებდით ბოლო დროს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

  • როგორ მიიღება აბეტილი?

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/შეყვანის სიხშირე:

თქვენი მედიკამენტის რეკომენდებული დოზა არის 1000 მგ (ოთხი ტაბლეტი) დღეში ერთხელ მიღებისთვის.

მიღების გზა და მეთოდი:

მიიღეთ ეს პრეპარატი პერორალურად.

არ მიიღოთ აბეტილი საკვებთან ერთად. აბეტილის საკვებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს წამლის აბსორბცია ორგანიზმისთვის საჭიროზე მეტად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები

მიიღეთ აბეტილის ტაბლეტები დღეში ერთხელ ერთჯერადი დოზის სახით უზმოზე. აბეტილი უნდა იქნას მიღებული ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან ჭამიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ. (იხილეთ ნაწილი 2 "აბეტილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად")

გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი, წყლის მიყოლებით.

არ გაყოთ ტაბლეტები შუაზე.

აბეტილი მიიღება პრედნიზონთან ან სხვა მედიკამენტთან ერთად, რომელსაც ეწოდება პრედნიზოლონი. მიიღეთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი თქვენი ექიმის დანიშნულებით.

აბეტილით მკურნალობის დროს თქვენ ასევე უნდა მიიღოთ ყოველდღე პრედნიზონი ან პრედნიზოლონი.

როდესაც თქვენ გაქვთ გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, შესაძლოა საჭირო გახდეს პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზის შეცვლა, რომელსაც იღებთ. თქვენი ექიმი გეტყვით, შეიცვლება თუ არა თქვენს მიერ მიღებული პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობა. თუ ექიმი არ გეტყვით, არ შეცვალოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის დოზა, რომელსაც იღებთ.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა მედიკამენტები აბეტილის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღებისას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

პედიატრიული გამოყენება:

აბეტილი არ არის პრეპარატი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებში და მოზარდებში. თუ აბეტილი შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა ან მოზარდმა, სასწრაფოდ მიაკითხეთ საავადმყოფს, თან იქონიეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი, რათა აჩვენოთ ექიმს.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლის უკმარისობა:

აბეტილი შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დოზის კორექცია არ არის საჭირო. სიფრთხილეა რეკომენდებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა:

თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს სისხლში თქვენი ღვიძლის გარკვეულ მაჩვენებლებს გარკვეული ინტერვალებით და თუ ამ მნიშვნელობების გადაჭარბებული მატება აღინიშნება, თქვენი ექიმი მთლიანად შეწყვეტს ან შეაჩერებს აბეტილის გამოყენებას სისხლის მაჩვენებლების გაუმჯობესებამდე. აბეტილი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით.

ჰიპერტენზია

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), თქვენი ექიმი არ დაიწყებს აბეტილით მკურნალობას არტერიული წნევის მაჩვენებლების კონტროლის გარეშე. თქვენი ექიმი მოგთხოვთ, რომ აკონტროლოთ არტერიული წნევა აბეტილით მკურნალობის დროს, გაქვთ არტერიული წნევის ჩივილი თუ არა.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ აბეტილის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ აბეტილს:

თუ თქვენ გამოიყენეთ მეტი აბეტილი ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფს.

თუ დაგავიწყდათ აბეტილის მიღება

თუ დაგავიწყდათ აბეტილის ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის გამოყენება, რომლებიც უნდა მიიღოთ ერთად, მიიღეთ ის იმ დროს, რომელიც ჩვეულებრივ გჭირდებათ, მეორე დღეს.

თუ დაგავიწყდათ აბეტილის ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის გამოყენება, რომლებიც ერთად უნდა მიიღოთ, ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, აცნობეთ ექიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს აბეტილით მკურნალობის შეწყვეტისას:

განაგრძეთ მკურნალობა აბეტილით ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონით, თუ ექიმი არ გაცნობებთ შეწყვეტის შესახებ.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, აბეტილის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება არ განვითარდეს ყველასთან.

ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10–დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1.000-დან 1-ზე მეტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10.000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: შეუძლებელია შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით.

თუ თქვენ გამოგივლინდათ ჩამოთვლილიდან რომელიმე, შეწყვიტეთ აბეტილის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ეწვიეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელ დახმარებას:

კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები ან გულის პალპიტაცია. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ელემენტი, რომელსაც ეწოდება კალიუმი, სისხლში მცირდება.

მძიმე ალერგიული რეაქციები, რომელსაც თან ახლავს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ან ქავანა გამონაყარი.

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია, რაც ქვემოთ არის მოყვანილი. თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ამ გვერდითი ეფექტებიდან, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია აბეტილის მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

სხვა არასასურველი ეფექტები:

ძალიან ხშირი:

შეშუპება ფეხებში ან ტერფებში

სისხლში კალიუმის სახელწოდებით ცნობილი ელემენტის დონის დაქვეითება

ღვიძლის ფუნქციური ტესტების მომატება

არტერიული წნევის მომატება

საშარდე გზების ინფექცია

დიარეა

ხშირი:

ცხიმის დონის მატება სისხლში

ტკივილი გულმკერდში

არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია)

გულის უკმარისობა

თქვენი გულის ნორმალურზე სწრაფად მუშაობა

სერიოზული ინფექციები, რომლებსაც სეფსისი ეწოდება

ძვლის მოტეხილობები

საჭმლის მონელების დარღვევა

სისხლი შარდში

გამონაყარი კანზე

არახშირი:

თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (მარილთან და წყალთან დაკავშირებული პრობლემების გამო)

არანორმალური გულისცემის რითმი (არითმია)

კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი

იშვიათი:

ფილტვების გაღიზიანება (ასევე უწოდებენ ალერგიულ ალვეოლიტს)

ღვიძლის უუნარობა შეასრულოს თავისი ფუნქციები (ასევე უწოდებენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას)

უცნობია:

  • გულის შეტევა
  • ეკგ-ის ცვლილება (ელექტროკარდიოგრაფია) - (QT გახანგრძლივება)
  • სერიოზული ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ან ქავანა გამონაყარი.

ძვლოვანი ქსოვილის კარგვას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობენ პროსტატის კიბოს. აბეტილმა შეიძლება გაზარდოს ძვლოვანი ქსოვილი კარგვა პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად გამოყენებისას.

თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ფურცელ–ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება აბეტილი?

შეინახეთ აბეტილი ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას და თავის ორიგინალურ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ აბეტილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No:4

34467 Maslak /Sarıyer/Istanbul

ტელ: (0212) 366 84 00

ფაქსი: (0212) 276 20 20

წარმოების ადგილი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Esenyurt/İstanbul

გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა 12.01.2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა