პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

აბირატერონი აკორდი

Abiraterone Accord

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

აბირატერონი აკორდი შეიცავს მედიკამენტს, ე.წ. აბირატერონის აცეტატს. ის ზრდასრულ მამაკაცებში გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში. აბირატერონი აკორდი აჩერებს ტესტოსტერონის წარმოქმნას ორგანიზმში, რაც ანელებს პროსტატის კიბოს ზრდას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აბირატერონი (abiraterone)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56
მწარმოებელი
Synthon Hispania S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, ჰორმონების სხვა ანტაგონისტები და მსგავსი საშუალებები
ATC კოდი
L02BX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-045126
რეგისტრირებულია
31 მარტი 2026, მოქმედებს 31 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებააბირატერონი აკორდი და სხვა წამალი ერთად

აბირატერონი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აბირატერონი აკორდი შეიცავს მედიკამენტს, ე.წ. აბირატერონის აცეტატს. ის ზრდასრულ მამაკაცებში გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში. აბირატერონი აკორდი აჩერებს ტესტოსტერონის წარმოქმნას ორგანიზმში, რაც ანელებს პროსტატის კიბოს ზრდას.

თუ აბირატერონი აკორდი ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე, როცა ის ჯერ კიდევ რეაგირებს ჰორმონულ თერაპიაზე, ის გამოიყენება ტესტოსტერონის დამაქვეითებლ თერაპიასთან ერთად (ანდროგენული დეპრივაციის თერაპია).

როცა პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს, მკურნალი ექიმი ასევე ნიშნავს სხვა პრეპარატს, პრედნიზონს ან პრედნიზოლონს. ეს ამცირებს მაღალი არტერიული წნევის განვითარების ალბათობას, ჭარბი სითხის დაგროვებას სხეულში (სითხის შეკავებას), ან ქიმიური ნივთიერების, როგორიცაა კალიუმი, დონის შემცირებას სისხლში.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რა რაოდენობით მიიღება პრეპარატი

რეკომედენული დოზაა 1000 მგ (ორი ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

მედიკამენტის მიღება

მედიკამენტი მიიღება პერორალურად.

დაუშვებელია აბირატერონი აკორდის საკვებთან ერთად მიღება.

აბირატერონი აკორდის მიღება უნდა მოხდეს არაუმცირეს ერთი საათით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან არაუმცირეს ორი საათის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 2. “აბირატერონი აკორდის მიღება საკვებთან ერთად”).

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად.

დაუშვებელია ტაბლეტების გატეხვა.

აბირატერონი აკორდი მიიღება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად. პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ინსტრუქციის მიხედვით.

პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე აბირატერონი აკორდის მიღების განმავლობაში.

პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მისაღები რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობის მიხედვით. მკურნალი ექიმი ეტყვის პაციენტს, საჭიროებს თუ არა პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობის ცვლილებას. არ უნდა შეწყდეს პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

მკურნალმა ექიმმა შეიძლება ასევე დანიშნოს სხვა მედიკამენტები აბირატერონი აკორდის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მკურნალობის დროს.

აბირატერონი აკორდის დოზის გადაჭარბებისას

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია აბირატერონის აცეტატის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი ქალია, განსაკუთრებით ორსული. აბირატერონი აკორდი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცი პაციენტებისათვის;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე დაზიანება აქვს;

Ra-223-სთან კომბინაციაში (გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ).

დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

სიფრთხილის ზომები

ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა:

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს დადგენილი აქვს მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა, ან სისხლში კალიუმის დაბალი დონე (სისხლში კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი);

თუ პაციენტს გულის ან სისხლძარღვების სხვა პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინი;

თუ პაციენტმა სწრაფად მოიმატა წონაში;

თუ პაციენტს აღენიშნება ტერფების, კოჭების ან ფეხების შეშუპება;

თუ პაციენტი იღებდა კეტოკონაზოლს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ;

მედიკამენტის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების საჭიროების შესახებ;

ძვლებზე შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ;

თუ პაციენტს სისხლში შაქრის მაღალი დონე აქვს.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება გულის ან სისხლძარღვების რომელიმე დაავადება, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობდა მედიკამენტებით ამ მდგომარეობების გამო.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კანის ან თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, ან ძლიერი გულისრევა, ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემების ნიშნები იყოს. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა (ღვიძლის მწვავე უკმარისობა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

შეიძლება განვითარდეს ერითროციტების რაოდენობის შემცირება, სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

აბირატერონი აკორდი არ უნდა დაინიშნოს Ra-233-სთან კომბინაციაში, ძვლების მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის გაზრდის გამო.

თუ პაციენტი გეგმავს Ra-233-ის მიღებას აბირატერონი აკორდისა და პრედნიზონის/პრედნიზოლონის თერაპიის შემდეგ, საჭიროა 5 დღე მოცდა Ra-233-ით მკურნალობის დაწყებამდე.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

სისხლის მონიტორინგი

ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლზე და პაციენტს შეიძლება არ გამოუვლინდეს რაიმე სიმპტომი. ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს ექიმი პერიოდულად შეამოწმებს სისხლს ღვიძლზე ეფექტების მეთვალყურეობისათვის.

ბავშვები და მოზარდები

მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისათვის. თუ აბირატერონი აკორდი შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა ან მოზარდმა, საჭიროა ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ინსტრუქცია, რათა აჩვენოს ემერჯენსის ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბირატერონი აკორდმა შეიძლება გააძლიეროს სხვადასხვა მედიკამენტების ეფექტები, მათ შორის საგულე მედიკამენტების, ტრანკვილიზატორების, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების, მცენარეული (მაგ.: კრაზანა) და სხვა პრეპარატების. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს ამ მედიკამენტების დოზები. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს აბირატერონი აკორდის ეფექტები. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ან შეაფერხოს აბირატერონი აკორდის მოქმედება.

ანდროგენული დეპრივაციის თერაპიამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემები. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს:

გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ.: ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);

რომლებიც ცნობილია, რომ ზრდიან გულის რითმის პრობლემებს [მაგ.: მეთადონი (გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და ნარკოტიკული დამოკიდებულების დეტოქსიკაციის დროს), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)].

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს.

აბირატერონი აკორდის მიღება საკვებთან ერთად

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული საკვებთან ერთად (იხ. პარაგრაფი 3 “მედიკამენტის მიღების წესი”);

აბირატერონი აკორდის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აბირატერონი აკორდი არ არის განკუთვნილი ქალებისათვის.

ამ მედიკამენტმა შეიძლება ავნოს ნაყოფს, თუ მისი მიღება მოხდება ორსული ქალების მიერ.

ორსულობის ან შესაძლო ორსულობის დროს ქალებმა არ უნდა მოიხმარონ აბირატერონი აკორდი ხელთათმანების გარეშე.

თუ პაციენტს აქვს სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელიც შეიძლება დაორსულდეს, გამოყენებულ უნდა იქნეს პრეზერვატივი ან ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური საშუალება.

თუ პაციენტს სქესობრივი კავშირი აქვს ორსულ ქალთან, გამოყენებულ უნდა იქნეს პრეზერვატივი ნაყოფის დასაცავად.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი, რომ ამ მედიკამენტმა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

აბირატერონი აკორდი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპს). თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ეს მედიკამენტი ასევე შეიცავს 24 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარ კომპონენტს) ერთ დოზაში, რომელიც შედგება ორი ტაბლეტისაგან, რაც ექვივალენტურია მოზრდილებისათვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1.04%-ს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

უნდა შეწყდეს აბირატერონი აკორდის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება:

კუნთების სისუსტე, კუნთების უნებლიე მოძრაობა ან გულის თრთოლვა (გულის ფრიალი). ეს შეიძლება სისხლში კალიუმის დაბალი დონის ნიშანი იყოს.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

სითხის შეკავება ქვედა კიდურებში ან ტერფებში, კალიუმის დაბალი დონე სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების გაზრდა, მაღალი სისხლის წნევა, საშარდე გზების ინფექცია, დიარეა.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლში ცხიმების დონის მომატება, მკერდის არეში ტკივილი, არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, სწრაფი გულისცემა, მძიმე ინფექციები, ე,წ, სეფსისი, ძვლების მოტეხილობა, დისპეფსია, სისხლიანი შარდი, გამონაყარი.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თირკმელზედა ჯირკვლების პრობლემები (დაკავშირებული წყალ-მარილოვანი ცვლის პრობლემებთან), გულის რითმის დარღვევა (არითმია), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ფილტვების გაღიზიანება (ე.წ. ალერგიული ალვეოლიტი). ღვიძლის ფუნქციის დაზიანება (ე.წ. ღვიძლის მწვავე უკმარისობა).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

მიოკარდიუმის ინფარქტი, ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრამაზე) ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება) და მძიმე ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, ან გამონაყარი ქავილით.

ძვლების სიმკვრივის დაქვეითება შეიძლება აღინიშნოს პროსტატის კიბოს მკურნალობის დროს მამაკაცებში. აბირატერონი აკორდმა პრედნიზოლნთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში შეიძლება გააძლიეროს ძვლების გამოფიტვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

სლოვაკეთი:

წამლების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი

კვეტნა 11 SK-825 08 ბრატისლავა

ტელ.: 421 2 507 01 206

ელფოსტა: [email protected]

სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ფორმები მოცემულია ვებგვერდზე www.sukl.sk ამ თავში.

მედიკამენტების უსაფრთხოების/გვერდითი მოვლენების შესახებ ელექტრონული შეტყობინების ფორმები მოცემულია: https://portal.sukl.sk/eskadra

უნგრეთი:

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ფარმაციის ეროვნული ცენტრი

საფოსტო ინდექსი 450

H-1372 ბყდაპეშტი

ვებგვერდი: www.ogyei.gov.hu

ელექტრონული შეტყობინების ფორმა: https://mellekhatas.ogyei.gov.hu/

ელფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელი უწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

აბირატერონი აკორდის მიღების დავიწყებისას

თუ პაციენტს დაავიწყდა აბირატერონი აკორდის ან პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღება, ჩვეული დოზის მიღება უნდა მოხდეს მომდევნო დღეს.

თუ პაციენტს დაავიწყდა აბირატერონი აკორდის ან პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღება ერთ დღეზე მეტხანს, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

აბირატერონი აკორდის მიღების შეწყვეტისას

არ უნდა შეწყდეს აბირატერონი აკორდის ან პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღების შეწყვეტა, მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა აბირატერონის აცეტატი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აბირატერონის აცეტატს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი (E572) (იხ. პარაგრაფი 2 “აბირატერონი აკორდი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს”). აპკიანი გარსი შეიცავს პოლივინილსპირტს, ტიტანის დიოქსიდს, მაკროგოლს, ტალკს, რკინის შავ ოქსიდს (E172) და რკინის წითელ ოქსიდს. (E172).

აბირატერონი აკორდის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

აბირატერონი აკორდის ტაბლეტები არის ოვალური ფორმის, იასამნისფერი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დაახლოებით 19 მმ სიგრძის და 11 მმ სიგანის, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “A7 TN”, მეორე მხარეს – “500”.

პვქ/პვდქ- ალუმინის პერფორირებული ერთდოზიანი ბლისტერები 56 x 1, 60 x 1 და 112 x 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით მუყაოს კოლოფში.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare S.L.U.

World Trade Center, Moll de Barcelona, s/n,

Edifici Est, 6a Planta,

Barcelona, 08039

Spain

აკორდ ჰელსქეა ს.ლ.უ.

ვორლდ თრეიდ სენთა, მოლ დე ბარსელონა, ს/ნ

ედიფიცე ესტ, მე-6 პლანტა,

ბარსელონა, 08039

ესპანეთი

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

აბირატერონი აკორდი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აბირატერონის აცეტატი

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს აბირატერონი აკორდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა აბირატერონი აკორდის მიღებამდე

აბირატერონი აკორდის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

აბირატერონი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს აბირატერონი აკორდი და მისი გამოყენება

აბირატერონი აკორდი შეიცავს მედიკამენტს, ე.წ. აბირატერონის აცეტატს. ის ზრდასრულ მამაკაცებში გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში. აბირატერონი აკორდი აჩერებს ტესტოსტერონის წარმოქმნას ორგანიზმში, რაც ანელებს პროსტატის კიბოს ზრდას.

თუ აბირატერონი აკორდი ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე, როცა ის ჯერ კიდევ რეაგირებს ჰორმონულ თერაპიაზე, ის გამოიყენება ტესტოსტერონის დამაქვეითებლ თერაპიასთან ერთად (ანდროგენული დეპრივაციის თერაპია).

როცა პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს, მკურნალი ექიმი ასევე ნიშნავს სხვა პრეპარატს, პრედნიზონს ან პრედნიზოლონს. ეს ამცირებს მაღალი არტერიული წნევის განვითარების ალბათობას, ჭარბი სითხის დაგროვებას სხეულში (სითხის შეკავებას), ან ქიმიური ნივთიერების, როგორიცაა კალიუმი, დონის შემცირებას სისხლში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა აბირატერონი აკორდის მიღებამდე

დაუშვებელია აბირატერონი აკორდის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია აბირატერონის აცეტატის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი ქალია, განსაკუთრებით ორსული. აბირატერონი აკორდი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცი პაციენტებისათვის;

თუ პაციენტს ღვიძლის მძიმე დაზიანება აქვს;

Ra-223-სთან კომბინაციაში (გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ).

დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა:

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს დადგენილი აქვს მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა, ან სისხლში კალიუმის დაბალი დონე (სისხლში კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი);

თუ პაციენტს გულის ან სისხლძარღვების სხვა პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ქოშინი;

თუ პაციენტმა სწრაფად მოიმატა წონაში;

თუ პაციენტს აღენიშნება ტერფების, კოჭების ან ფეხების შეშუპება;

თუ პაციენტი იღებდა კეტოკონაზოლს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ;

მედიკამენტის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების საჭიროების შესახებ;

ძვლებზე შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ;

თუ პაციენტს სისხლში შაქრის მაღალი დონე აქვს.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება გულის ან სისხლძარღვების რომელიმე დაავადება, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობდა მედიკამენტებით ამ მდგომარეობების გამო.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კანის ან თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, ან ძლიერი გულისრევა, ან ღებინება, რადგან ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემების ნიშნები იყოს. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა (ღვიძლის მწვავე უკმარისობა), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

შეიძლება განვითარდეს ერითროციტების რაოდენობის შემცირება, სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

აბირატერონი აკორდი არ უნდა დაინიშნოს Ra-233-სთან კომბინაციაში, ძვლების მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის გაზრდის გამო.

თუ პაციენტი გეგმავს Ra-233-ის მიღებას აბირატერონი აკორდისა და პრედნიზონის/პრედნიზოლონის თერაპიის შემდეგ, საჭიროა 5 დღე მოცდა Ra-233-ით მკურნალობის დაწყებამდე.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

სისხლის მონიტორინგი

ამ მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლზე და პაციენტს შეიძლება არ გამოუვლინდეს რაიმე სიმპტომი. ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს ექიმი პერიოდულად შეამოწმებს სისხლს ღვიძლზე ეფექტების მეთვალყურეობისათვის.

ბავშვები და მოზარდები

მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისათვის. თუ აბირატერონი აკორდი შემთხვევით გადაყლაპა ბავშვმა ან მოზარდმა, საჭიროა ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა, პაციენტმა თან უნდა იქონიოს გამოყენების ინსტრუქცია, რათა აჩვენოს ემერჯენსის ექიმს.

სხვა მედიკამენტები და აბირატერონი აკორდი

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აბირატერონი აკორდმა შეიძლება გააძლიეროს სხვადასხვა მედიკამენტების ეფექტები, მათ შორის საგულე მედიკამენტების, ტრანკვილიზატორების, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების, მცენარეული (მაგ.: კრაზანა) და სხვა პრეპარატების. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს ამ მედიკამენტების დოზები. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს აბირატერონი აკორდის ეფექტები. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ან შეაფერხოს აბირატერონი აკორდის მოქმედება.

ანდროგენული დეპრივაციის თერაპიამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემები. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს:

გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ.: ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);

რომლებიც ცნობილია, რომ ზრდიან გულის რითმის პრობლემებს [მაგ.: მეთადონი (გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და ნარკოტიკული დამოკიდებულების დეტოქსიკაციის დროს), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)].

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს.

აბირატერონი აკორდის მიღება საკვებთან ერთად

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული საკვებთან ერთად (იხ. პარაგრაფი 3 “მედიკამენტის მიღების წესი”);

აბირატერონი აკორდის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აბირატერონი აკორდი არ არის განკუთვნილი ქალებისათვის.

ამ მედიკამენტმა შეიძლება ავნოს ნაყოფს, თუ მისი მიღება მოხდება ორსული ქალების მიერ.

ორსულობის ან შესაძლო ორსულობის დროს ქალებმა არ უნდა მოიხმარონ აბირატერონი აკორდი ხელთათმანების გარეშე.

თუ პაციენტს აქვს სქესობრივი კავშირი ქალთან, რომელიც შეიძლება დაორსულდეს, გამოყენებულ უნდა იქნეს პრეზერვატივი ან ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური საშუალება.

თუ პაციენტს სქესობრივი კავშირი აქვს ორსულ ქალთან, გამოყენებულ უნდა იქნეს პრეზერვატივი ნაყოფის დასაცავად.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მოსალოდნელი, რომ ამ მედიკამენტმა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

აბირატერონი აკორდი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპს). თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ეს მედიკამენტი ასევე შეიცავს 24 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარ კომპონენტს) ერთ დოზაში, რომელიც შედგება ორი ტაბლეტისაგან, რაც ექვივალენტურია მოზრდილებისათვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1.04%-ს.

აბირატერონი აკორდის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

რა რაოდენობით მიიღება პრეპარატი

რეკომედენული დოზაა 1000 მგ (ორი ტაბლეტი) ერთხელ დღეში.

მედიკამენტის მიღება

მედიკამენტი მიიღება პერორალურად.

დაუშვებელია აბირატერონი აკორდის საკვებთან ერთად მიღება.

აბირატერონი აკორდის მიღება უნდა მოხდეს არაუმცირეს ერთი საათით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან არაუმცირეს ორი საათის შემდეგ (იხ. პარაგრაფი 2. “აბირატერონი აკორდის მიღება საკვებთან ერთად”).

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად.

დაუშვებელია ტაბლეტების გატეხვა.

აბირატერონი აკორდი მიიღება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად. პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ინსტრუქციის მიხედვით.

პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე აბირატერონი აკორდის მიღების განმავლობაში.

პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მისაღები რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობის მიხედვით. მკურნალი ექიმი ეტყვის პაციენტს, საჭიროებს თუ არა პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობის ცვლილებას. არ უნდა შეწყდეს პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, თუ არ არის ექიმის დანიშნულება.

მკურნალმა ექიმმა შეიძლება ასევე დანიშნოს სხვა მედიკამენტები აბირატერონი აკორდის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მკურნალობის დროს.

აბირატერონი აკორდის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მიმართვა.

აბირატერონი აკორდის მიღების დავიწყებისას

თუ პაციენტს დაავიწყდა აბირატერონი აკორდის ან პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღება, ჩვეული დოზის მიღება უნდა მოხდეს მომდევნო დღეს.

თუ პაციენტს დაავიწყდა აბირატერონი აკორდის ან პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღება ერთ დღეზე მეტხანს, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

აბირატერონი აკორდის მიღების შეწყვეტისას

არ უნდა შეწყდეს აბირატერონი აკორდის ან პრედნიზონის, ან პრედნიზოლონის მიღების შეწყვეტა, მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

უნდა შეწყდეს აბირატერონი აკორდის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება:

კუნთების სისუსტე, კუნთების უნებლიე მოძრაობა ან გულის თრთოლვა (გულის ფრიალი). ეს შეიძლება სისხლში კალიუმის დაბალი დონის ნიშანი იყოს.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

სითხის შეკავება ქვედა კიდურებში ან ტერფებში, კალიუმის დაბალი დონე სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების გაზრდა, მაღალი სისხლის წნევა, საშარდე გზების ინფექცია, დიარეა.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლში ცხიმების დონის მომატება, მკერდის არეში ტკივილი, არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, სწრაფი გულისცემა, მძიმე ინფექციები, ე,წ, სეფსისი, ძვლების მოტეხილობა, დისპეფსია, სისხლიანი შარდი, გამონაყარი.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თირკმელზედა ჯირკვლების პრობლემები (დაკავშირებული წყალ-მარილოვანი ცვლის პრობლემებთან), გულის რითმის დარღვევა (არითმია), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ფილტვების გაღიზიანება (ე.წ. ალერგიული ალვეოლიტი). ღვიძლის ფუნქციის დაზიანება (ე.წ. ღვიძლის მწვავე უკმარისობა).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

მიოკარდიუმის ინფარქტი, ეკგ-ზე (ელექტროკარდიოგრამაზე) ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება) და მძიმე ალერგიული რეაქციები ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, ან გამონაყარი ქავილით.

ძვლების სიმკვრივის დაქვეითება შეიძლება აღინიშნოს პროსტატის კიბოს მკურნალობის დროს მამაკაცებში. აბირატერონი აკორდმა პრედნიზოლნთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში შეიძლება გააძლიეროს ძვლების გამოფიტვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

სლოვაკეთი:

წამლების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი

კვეტნა 11 SK-825 08 ბრატისლავა

ტელ.: 421 2 507 01 206

ელფოსტა: [email protected]

სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ფორმები მოცემულია ვებგვერდზე www.sukl.sk ამ თავში.

მედიკამენტების უსაფრთხოების/გვერდითი მოვლენების შესახებ ელექტრონული შეტყობინების ფორმები მოცემულია: https://portal.sukl.sk/eskadra

უნგრეთი:

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ფარმაციის ეროვნული ცენტრი

საფოსტო ინდექსი 450

H-1372 ბყდაპეშტი

ვებგვერდი: www.ogyei.gov.hu

ელექტრონული შეტყობინების ფორმა: https://mellekhatas.ogyei.gov.hu/

ელფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელი უწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

აბირატერონი აკორდის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აბირატერონი აკორდი

აქტიური ნივთიერებაა აბირატერონის აცეტატი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აბირატერონის აცეტატს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), ჰიპრომელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი (E572) (იხ. პარაგრაფი 2 “აბირატერონი აკორდი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს”). აპკიანი გარსი შეიცავს პოლივინილსპირტს, ტიტანის დიოქსიდს, მაკროგოლს, ტალკს, რკინის შავ ოქსიდს (E172) და რკინის წითელ ოქსიდს. (E172).

აბირატერონი აკორდის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

აბირატერონი აკორდის ტაბლეტები არის ოვალური ფორმის, იასამნისფერი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დაახლოებით 19 მმ სიგრძის და 11 მმ სიგანის, ცალ მხარეს ამოტვიფრულია “A7 TN”, მეორე მხარეს – “500”.

პვქ/პვდქ- ალუმინის პერფორირებული ერთდოზიანი ბლისტერები 56 x 1, 60 x 1 და 112 x 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით მუყაოს კოლოფში.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare S.L.U.

World Trade Center, Moll de Barcelona, s/n,

Edifici Est, 6a Planta,

Barcelona, 08039

Spain

აკორდ ჰელსქეა ს.ლ.უ.

ვორლდ თრეიდ სენთა, მოლ დე ბარსელონა, ს/ნ

ედიფიცე ესტ, მე-6 პლანტა,

ბარსელონა, 08039

ესპანეთი

მწარმოებელი

Synthon Hispania S.L.

Castelló 1

Polígono Las Salinas

08830 Sant Boi de Llobregat

Spain

სინთონ ჰისპანია ს.ლ.

კასტელო 1

პოლიგონო ლას სალიმას

08830 სანტ ბოი დე ლობრეგატ

ესპანეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 09/2023

ინფორმაციის სხვა წყაროები

დეტალური ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე: http://www.ema.europa.eu.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა