ბირატო 250 შეიცავს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. იგი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ ზრდასრულ მამაკაცებში, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში. ბირატო 250 აჩერებს თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას; ამან შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს განვითარება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აბირატერონი (abiraterone)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ ტაბლეტი №120 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერში
- მწარმოებელი
- MSN Laboratories Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, ჰორმონების სხვა ანტაგონისტები და მსგავსი საშუალებები
- ATC კოდი
- L02BX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041515
- რეგისტრირებულია
- 9 ივლისი 2024, მოქმედებს 9 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ზანდრა ლაიფ საიენსის“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბირატო 250 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბირატო 250 შეიცავს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. იგი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ ზრდასრულ მამაკაცებში, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში. ბირატო 250 აჩერებს თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას; ამან შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს განვითარება.
როდესაც ბირატო 250 ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე, სადაც ის ჯერ კიდევ პასუხობს ჰორმონულ თერაპიას, გამოიყენება ტესტოსტერონის დაქვეითების სამკურნალო საშუალებასთან ერთად (ანდროგენის დეპრივაციის თერაპია).
როდესაც თქვენ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს, თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება პრედნიზონი ან პრედნიზოლონი. იგი მიზნად ისახავს მაღალი არტერიული წნევის დაქვეითების, ორგანიზმში ჭარბი წყლის არსებობის (სითხის შეკავების) ან სისხლში კალიუმის სახელით ცნობილი ქიმიკატების დონის შემცირების შანსს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.
რა რაოდენობით უნდა მივიღოთ
რეკომენდებული დოზაა 1,000 მგ (ოთხი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
აღნიშნული პრეპარატის მიღება
- მიიღეთ ეს პრეპარატი პერორალურად.
- არ მიიღოთ ბირატო 250 საკვებთან ერთად.
- მიიღეთ ბირატო 250 ჭამიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ და არ მიირთვათ არაფერი ბირატოს 250 მიღებიდან მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი 2, „ბირატო 250 საკვებთან ერთად“).
- მთლიანი ტაბლეტი გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით.
- არ დაამტვრიოთ ტაბლეტები.
- ბირატო 250 მიიღება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად. მიიღეთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ექიმის ზუსტი დანიშნულებით.
- უნდა მიიღოთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ყოველდღე, სანამ იღებთ ბირატოს 250.
- შესაძლოა საჭირო გახდეს პრედნიზონის ან პრედნიზოლონის ოდენობის ცვლილება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში. თქვენი ექიმის რეკომენდაციით შეიტყობთ, გჭირდებათ თუ არა დანიშნული პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობის ცვლილება. არ შეწყვიტოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა ასევე დაგინიშნოთ სხვა მედიკამენტები, სანამ იღებთ ბირატოს 250 და პრედნიზონს ან პრედნიზოლონს.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ბირატოს 250
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ბირატოს 250 მიღება
- თუ დაგავიწყდათ ბირატოს 250 ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, მიიღეთ ჩვეული დოზა მომდევნო დღეს.
- თუ დაგავიწყდათ ბირატოს 250 ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ შეწყვეტთ ბირატოს 250 მიღებას
არ შეწყვიტოთ ბირატოს 250 ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა აღნიშნული პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ აბირატერონის აცეტატის ან აღნიშნული პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).
თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით მაშინნ თუ ორსულად ხართ. ბირატო 250 გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში.
თუ აღგენიშნებათ ღვიძლის მძიმე დაზიანება.
კომბინაციაში Ra-223-თან ერთად (რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ).
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
სიფრთხილის ზომები
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები
თუ გითხრეს, რომ გაქვთ მაღალი წნევა ან გულის უკმარისობა ან სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა (სისხლში კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი)
თუ გქონიათ გულის ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები
თუ აღგენიშნებათ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
თუ გაქვთ ქოშინი
თუ აღგენიშნებათ წონის სწრაფი მატება
თუ გაქვთ შეშუპება ტერფებში, კოჭებში ან ფეხებში
- თუ წარსულში იღებდით კეტოკონაზოლის სახელით ცნობილ მედიკამენტს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ
- აღნიშნული მედიკამენტის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია
- თქვენს ძვლებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია
- თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობთ აღნიშნული მდგომარეობისთვის სამკურნალო მედიკამენტებით.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კანის ან თვალების სიყვითლე, მუქი შეფერილობის შარდი, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, რადგან აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლიდან წამოსული პრობლემებისგან. იშვიათად შეიძლება მოხდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ე.წ. ღვიძლის მწვავე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
შეიძლება განვითარდეს სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება, სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
ბირატო 250 არ უნდა დაინიშნოს Ra-223-თან კომბინაციაში ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის შესაძლო გაზრდის გამო.
თუ თქვენ გეგმავთ Ra-223-ის მიღებას, ბირატო 250-ით და პრედნიზონით/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, უნდა დაელოდოთ 5 დღე სანამ დაიწყებთ Ra-223-ით მკურნალობას.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
სისხლის მდგომარეობაზე დაკვირვება
ბირატო 250-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ღვიძლზე, ისე რომ არ გამოვლინდეს რაიმე სიმპტომი. როდესაც თქვენ იღებთ აღნიშნულ მედიკამენტს, თქვენი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს სისხლს, ღვიძლზე რაიმე ზემოქმედების დასადგენად.
ბავშვები და მოზარდები
აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში. თუ ბირატო 250 შემთხვევით გადაეყლაპა ბავშვს ან მოზარდს, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს და თან წაიღეთ აღნიშნული პრეპარატის ფურცელ-ჩანართი, რათა აჩვენოთ სასწრაფო დახმარების ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნებისმიერი წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბირატომ 250 შესაძლოა გაზარდოს მთელ რიგ მედიკამენტებზე ზემოქმედება, მათ შორის გულის წამლებზე, დამამშვიდებლებზე, მცენარეული მედიკამენტებზე (მაგ., St John’s wort) და ა.შ. შესაძლოა თქვენს ექიმს სურდეს აღნიშნული მედიკამენტების დოზის შეცვლა. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ბირატოს 250 ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ან ბირატომ 250 სათანადოდ აღარ იმოქმედოს.
ანდროგენის დეპრივაციის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტს, რომელიც
გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
ცნობილია, რაც ზრდის გულის რითმის პრობლემების რისკს [მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ნარკომანიის დეტოქსიფიკაციისთვის), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)].
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ რომელიმე ზემოაღნიშნულ პრეპარატს იღებთ.
ბირატოს 250 გამოყენება საკვებთან ერთად
აღნისნული პრეპარატი არ მიიღება საკვებთან ერთად (იხ. პუნქტი 3, „პრეპარატის მიღება“).
ბირატოს 250 მიღებამ საკვებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ბირატო 250 არ მოიყენება ქალებში.
აღნიშნულმა წამალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, თუ მას მიიღებენ ორსულები.
ორსულებმა ან მათ ვინც შესაძლოა იყოს ორსულად უნდა ატარონ ხელთათმანები, თუ მათ სჭირდებათ ბირატოსთან 250 შეხება ან მისი დამუშავება.
სქესობრივი კავშირის შემთხვევაში ქალბატონთან, რომელიც შესაძლოა დაორსულდეს, გამოყენებულ უნდა იქნეს ქონდომი ან ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური საშუალება.
ორსულთან სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას ქონდომი მუცლად მყოფი ნაყოფის დასაცავად.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აღნიშნულმა პრეპარატმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმოქმედოს ავტომობილის მართვაზე და რაიმე ხელსაწყოებთან ან მექანიზმებთან მუშაობაზე.
ბირატო 250 შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ბირატო 250 შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა). თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ
გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
აღნიშნული პრეპარატი ასევე შეიცავს დაახლოებით 27 მგ ნატრიუმს 4 ტაბლეტის დღიურ დოზაში. გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მდგომარეობა.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ ბირატოს 250 გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთჩამოთვლილთაგანს:
კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები ან აჩქარებული გულისცემა (პალპიტაცია). ეს შეიძლება იყოს ნიშნები იმისა, რომ თქვენს სისხლში კალიუმის დონე დაბალია.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
სითხე ფეხებში ან ტერფებში, სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა, ღვიძლის ფუნქციის ტესტის მომატება, მაღალი არტერიული წნევა, საშარდე გზების ინფექცია, დიარეა.
ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლში ცხიმის მაღალი შემცველობა, ტკივილი გულმკერდის არეში, არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, სწრაფი გულისცემა, მძიმე ინფექციები, რომელსაც ეწოდება სეფსისი, ძვლების მოტეხილობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, სისხლში შარდის არსებობა, გამონაყარი.
არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):
თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (დაკავშირებულია მარილისა და წყლის პრობლემებთან), პათოლოგიური გულის რითმი (არითმია), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანს):
ფილტვების გაღიზიანება (ასევე უწოდებენ ალერგიულ ალვეოლიტს).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ასევე უწოდებენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას).
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით):
გულის შეტევა, ეკგ- ელექტროკარდიოგრამაში განვითარებული ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება).
ძვლის განლევა შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობდნენ პროსტატის კიბოს. ბირატომ 250 პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად კომბინაციაში შესაძლოა გაზარდოს ძვლის განლევის რისკი.
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში.
ჭარბი დოზა
აბირატერონი აცეტატის USP დოზის გადაჭარბების შესახებ გამოცდილება მწირია.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მისი მიღება უნდა შეწყდეს და განხორციელდეს სათანადო ზომების მიღება, ყურადღებით დაკვირვება უნდა მოხდეს ისეთ სიმპტომებზე როგორიცაა არითმია, ჰიპოკალიემია და სითხის შეკავების ნიშნები. ასევე უნდა შეფასდეს ღვიძლის ფუნქცია.
შემადგენლობა
(ა) რას შეიცავს ბირატო 250
აქტიური ნივთიერება არის აბირატერონის აცეტატი.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აბირატერონის აცეტატს USP………..250 მგ
სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 101), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K 30, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, სუფთა წყალი.
ბ. როგოგრ გამოიყურება ბირატო 250 და მისი შეფუთვის შიგთავსი
თეთრიდან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებული "ABR" და მეორე მხარეს გრავირებული 250.
შეფუთვა: 120’s HDPE კონტეინერი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გ. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ენდოკრინული თერაპია, სხვა ჰორმონის ანტაგონისტები და მასთან დაკავშირებული აგენტები, ATC კოდი: L02BX03
მოქმედების მექანიზმი
in vivo კვლევის მიხედვით აბირატერონის აცეტატი (Abiraterone Acetate USP) გარდაიქმნება აბირატერონად, ანდროგენის ბიოსინთეზის ინჰიბიტორად. კონკრეტულად, აბირატერონი შერჩევით აინჰიბირებს ფერმენტ 17α-ჰიდროქსილაზა/C17,20-ლიაზას (CYP17). ეს ფერმენტი გამოხატულია და საჭიროა ანდროგენების ბიოსინთეზისთვის სათესლე ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის და პროსტატის სიმსივნურ ქსოვილებში. CYP17 კატალიზაციას ახდენს, პრეგნენოლონისა და პროგესტერონის გარდაქმნას ტესტოსტერონის წინამორბედებად, DHEA და ანდროსტენედიონად, შესაბამისად, 17α-ჰიდროქსილაციით და C17,20 მაკავშირებლის დანაწევრებით. CYP17 დათრგუნვა ასევე იწვევს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ მინერალოკორტიკოიდების წარმოების გაზრდას (იხ. პუნქტი 4.4).
ანდროგენის მიმართ მგრძნობიარე პროსტატის კარცინომა ექვემდებარება მკურნალობას, რომელიც ამცირებს ანდროგენის დონეს. ანდროგენის დეპრივაციის თერაპია, როგორიცაა LHRH ანალოგებით მკურნალობა ან ორქიექტომია, ამცირებს ანდროგენის გამომუშავებას სათესლე ჯირკვლებში, მაგრამ არ ახდენს გავლენას ანდროგენის წარმოებაზე თირკმელზედა ჯირკვლებსა თუ სიმსივნეში. აბირატერონის აცეტატით USP მკურნალობა ამცირებს შრატში ტესტოსტერონს შეუმჩნეველ დონემდე (კომერციული ანალიზის გამოყენებით) LHRH ანალოგებით (ან ორქიექტომიით) მიღებისას.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
აბირატერონის აცეტატი USP ამცირებს შრატში ტესტოსტერონს და სხვა ანდროგენებს უფრო დაბალ დონემდე, ვიდრე მიღწეულია LHRH ანალოგების მარტო გამოყენებით ან ორქიექტომიით. ეს გამოწვეულია ანდროგენის ბიოსინთეზისთვის საჭირო CYP17 ფერმენტის შერჩევითი ინჰიბირებით. PSA ემსახურება როგორც ბიომარკერს პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში. მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში პაციენტებს ჰქონდათ მინიმუმ 50 %-იანი დაქვეითება საწყისი ეტაპიდან PSA-ს დონეზე, რომლებისთვისაც წარუმატებელი იყო წინა ქიმიოთერაპია ტაქსანებით, აბირტერონის აცეტატით ნამკურნალები პაციენტთა 38% წინააღმდეგ პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტთა 10%-ისა.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ეფექტურობა დადგინდა სამ რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებად მულტიცენტრულ მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში (კვლევები 3011, 302 და 301) mHSPC და mCRPC-ის მქონე პაციენტებში. 3011 კვლევა მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ ახალი mHSPC დიაგნოზი (რანდომიზაციიდან 3 თვის განმავლობაში), რომლებსაც გააჩნდათ მაღალი რისკის მომასწავებელი ფაქტორები. მაღალი რისკის პროგნოზი განისაზღვრა, შემდეგი 3 რისკ ფაქტორიდან მინიმუმ ორის არსებობისას: (1) გლისონის ქულა ≥8; (2) ძვლის სკანირებაზე 3 ან მეტი დაზიანების არსებობა; (3) გაზომვადი ვისცერული (ლიმფური კვანძების დაავადების გამოკლებით) მეტასტაზების არსებობა. აქტიურ ჯგუფში, აბირატერონის აცეტატი USP შეყვანილ იქნა 1000 მგ-იანი დღიური დოზით 5 მგ პრედნიზონის დაბალ დოზასთან ერთად დღეში ერთხელ ADT-ს გარდა (LHRH აგონისტი ან ორქიექტომია), რომელიც იყო მკურნალობის სტანდარტული ფორმა. საკონტროლო ჯგუფის პაციენტებმა მიიღეს ADT და პლაცებო როგორც აბირატერონის აცეტატისთვის USP, ასევე პრედნიზონისთვის. 302 კვლევა მოიცავდა დოცეტაქსელით ნამკურნალებ პაციენტებს; რამდენადაც, 301 კვლევაში ირიცხებოდნენ პაციენტები, რომლებიც ადრე იღებდნენ დოცეტაქსელს. პაციენტები იყენებდნენ LHRH ანალოგს ან ადრე მკურნალობდნენ ორქიექტომიით. აქტიური მკურნალობის ჯგუფში, აბირატერონის აცეტატი USP შეყვანილ იქნა 1000 მგ-იანი დღიური დოზით პრედნიზონის დაბალ დოზასთან კომბინაციაში ან 5 მგ პრედნიზოლონთან ორჯერ დღეში. საკონტროლო პაციენტები იღებდნენ პლაცებოს და პრედნიზონის დაბალ დოზას ან 5 მგ პრედნიზოლონს დღეში ორჯერ.
PSA შრატში კონცენტრაციის დამოუკიდებლად ცვლილებები წინასწარი პროგნოზირებით ყოველთვის არ იძლევა კლინიკურ სარგებელს. ამიტომ, ყველა კვლევაში რეკომენდირებული იყო, რომ პაციენტებს შეენარჩუნებინათ კვლევის მიხედვით დანიშნული მკურნალობა, სანამ შეწყვეტის კრიტერიუმები არ დაკმაყოფილდებოდა, როგორც ეს თითოეული კვლევისთვის ქვემოთ არის მითითებული.
ყველა კვლევაში სპირონოლაქტონის გამოყენება არ იყო დაშვებული, რადგან სპირონოლაქტონი აკავშირებს ანდროგენულ რეცეპტორებს და შეიძლება გაზარდოს PSA-ს დონე.
3011 კვლევა (პაციენტები ახლად დიაგნოზირებული mHSPC -ის მაღალი რისკით)
3011 კვლევაში, (n=1199) ჩათვლილი პაციენტების საშუალო ასაკი იყო 67 წელი. პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობდნენ აბირტერონ აცეტატით USP რასობრივი ჯგუფის მიხედვით იყო კავკასიელი 832 (69.4%), აზიელი 246 (20.5%), შავკანიანი ან აფროამერიკელი 25 (2.1%), სხვა დანარჩენი იყო 80 პაციენტი (6.7%), უცნობი/არ არის მოხსენებული 13 პაციენტი ( 1.1%) და ამერიკელი ინდიელი ან ალასკის მკვიდრი 3 (0.3%). ECOG-ის მუშაობის სტატუსი იყო 0 ან 1 პაციენტების 97%-ისთვის. პაციენტები ტვინში უკვე არსებული მეტასტაზებით, უკონტროლო ჰიპერტენზიით, გულის მნიშვნელოვანი დაავადებით ან NYHA IIIV კლასის გულის უკმარისობით გამორიცხული იყო. პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ წინა ფარმაკოთერაპიით, სხივური თერაპიით ან ქირურგიული ჩარევით პროსტატის მეტასტაზური კიბოსთვის, გამორიცხული იყო ADT 3 თვემდე ან პალიატიური გამოსხივების ან ქირურგიული თერაპიის 1 კურსის გარდა, მეტასტაზური დაავადების შედეგად გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ. ერთობლივი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო საერთო გადარჩენა (OS) და რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენა (rPFS). ტკივილის საშუალო საბაზისო ქულა, რომელიც გაზომილ იქნა ტკივილის მოკლე შერჩევითი ფორმით (BPI-SF) განისაზღვრა 2.0 მკურნალობის ორივე ჯგუფში, ასევე პლაცებოს ჯგუფში. გარდა ძირითადი საბოლოო წერტილისა, სარგებელი ასევე შეფასდა ძვალ-სახსროვანთან დაკავშირებული მოვლენამდე (SRE), პროსტატის კიბოს შემდგომ თერაპიამდე, ქიმიოთერაპიის დაწყებამდის დრომდე, ტკივილის პროგრესირების დრომდე და PSA პროგრესირების დრომდე. მკურნალობა გაგრძელდა დაავადების პროგრესირებამდე, თანხმობაზე უარის თქმამდე, მიუღებელი ტოქსიკურობის ან სიკვდილის გამოვლენამდე.
რენტგენოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენა განისაზღვრა, როგორც დრო რანდომიზაციიდან რენტგენოგრაფიული პროგრესირების ან ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების დადგომამდე. რენტგენოგრაფიული პროგრესი მოიცავდა პროგრესირებას ძვლის სკანირებით (შეცვლილი PCWG2-ის მიხედვით) ან რბილი ქსოვილების დაზიანებების პროგრესირებას CT ან MRI-ით (RECIST 1.1-ის მიხედვით).
დაფიქსირდა მნიშვნელოვანი განსხვავება rPFS-ში მკურნალობის ჯგუფებს შორის (იხ. ცხრილი 2 და სურათი 1).
ცხრილი 2:
რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენა - სტრატიფიცირებული ანალიზი; სამკურნალო პოპულაცია (კვლევა PCR3011)
AA-P
პლაცებო
რანდომიზირებული სუბიექტები
597
602
შედეგები
239 (40.0%)
354 (58.8%)
ცენზურა
358 (60.0%)
248 (41.2%)
შედეგის დრო (თვეები)
მედიანა (95% CI)
- 02 (29.57, NE)
- 78 (14.69, 18.27)
დიაპაზონი
(0.0+, 41.0+)
(0.0+, 40.6+)
p სიდიდეa
< 0.0001
რისკების თანაფარდობა (95% CI)b
- 466 (0.394, 0.550)
შენიშვნა: += ცენზურირებული დაკვირვება, NE= არ არის შეფასებული. rPFS შედეგის განსაზღვრისას გათვალისწინებულია რენტგენოგრაფიული პროგრესირება და გარდაცვალება. AA-P= სუბიექტები, რომლებმაც მიიღეს აბირატერონის აცეტატი და პრედნიზონი.
ap-სიდიდე აღებულია ლოგარითმული ტესტიდან სტრატიფიცირებულია ECOG PS ქულით (0/1 ან 2) და ვისცერული დაზიანებით (არ არსებობს ან არსებობს).
bრისკების თანაფარდობა არის სტრატიფიცირებული პროპორციული საფრთხის მოდელიდან. რისკების თანაფარდობა <1 ხელს უწყობს AA-P.
სურათი 1: კაპლან-მეიერის რენტგენოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენის დიაგრამა; სამკურნალო პოპულაცია (კვლევა PCR3011)
584200-11938000
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება OS-ში AA-P პლუს ADT-ის სასარგებლოდ დაფიქსირდა სიკვდილის რისკის 38%-ით შემცირება პლაცებოს პლუს ADT-თან შედარებით (HR=0.621; 95% CI: 0.509, 0.756; p<0.0001), OS-სთვის წინასწარ განსაზღვრული საზღვრის გადაკვეთა 0.010-ის შუალედური ანალიზი 1-ზე (იხ. ცხრილი 3 და სურათი 2).
ცხრილი 3:
საერთო გადარჩენა, სტრატიფიცირებული ანალიზი; სამკურნალო პოპულაცია (კვლევა PCR3011)
AA-P
პლაცებო
რანდომიზებული სუბიექტები
შედეგი
ცენზურა
597
169 (28.3%)
428 (71.7%)
602
237 (39.4%)
365 (60.6%)
საერთო გადარჩენა ( თვეების განმავლობაში)
მედიანური (95% CI) დიაპაზონი
NE (NE, NE) (0.1, 43.5+)
- 73 (33.05, NE)
(1.4+, 43.5+)
p სიდიდეa
რისკების თანაფარდობა (95% CI)b
< 0.0001
- 621 (0.509, 0.756)
შენიშვნა:+= ცენზურირებული დაკვირვება, NE = არ არის შეფასებული. AA-P= სუბიექტები, რომლებმაც მიიღეს აბირატერონის აცეტატი და პრედნიზონი
- p-სიდიდე აღებულია ლოგარითმული ტესტიდან სტრატიფიცირებულია ECOG PS ქულით (0/1 ან 2) და ვისცერული დაზიანებით (არ არსებობს ან არსებობს).
bრისკების თანაფარდობა არის სტრატიფიცირებული პროპორციული საფრთხის მოდელიდან. რისკების თანაფარდობა <1 ხელს უწყობს AA-P.
სურათი 2: კაპლან-მეიერის მთლიანი გადარჩენის სქემა; სამკურნალო პოპულაცია (კვლევა PCR3011)
584200381000
ქვეჯგუფის ანალიზები თანმიმდევრულად ემხრობა აბირტერონის აცეტატით USP მკურნალობას. AA-P-ის მკურნალობის ეფექტი rPFS-ზე და OS-ზე წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფებში ხელსაყრელი იყო და შეესაბამებოდა საერთო საკვლევ პოპულაციას, გარდა ECOG-ს 2 ქულიანი ქვეჯგუფისა, სადაც არ შეინიშნებოდა სარგებლისკენ მიდრეკილება, თუმცა მცირე ზომის ნიმუში ( n=40) ზღუდავს რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანას.
საერთო გადარჩენასა და rPFS-ში დაფიქსირებული გაუმჯობესების გარდა, სარგებელი გამოვლინდა აბირატერონ აცეტატით USP მკურნალობაში წინააღმდეგ პლაცებოს მკურნალობასთან, რაც განისაზღვრა ყველა პერსპექტიულ საბოლოო მეორად ზომებში, შემდეგნაირად:
ძვალ-სახსროვანთან დაკავშირებული მოვლენის დრო (SRE): ძვალ-სახსროვანთან დაკავშირებული მოვლენების რისკის 30%-იანი შემცირება განისაზღვრა (HR = 0.703; 95% CI: [0.539, 0.916], p = 0.0086). SRE-მდე საშუალო დრო მიღწეული არ არის აბირატერონის აცეტატის USP ან პლაცებოს საკვლევი ჯგუფისთვის.
PCWG2 კრიტერიუმების საფუძველზე არსებული დრო PSA პროგრესირებამდე: PSA პროგრესირებამდე მედიანური დრო იყო 33.2 თვე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ აბირატერონის აცეტატს USP და 7.4 თვე პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (HR = 0.299; 95% CI: [0.255, 0.352], p <0.0001).
დრო შემდგომ თერაპიამდე: შუალედური ანალიზის დროს შემდგომი თერაპიის მედიანური დრო არ იყო მიღწეული პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ აბირატერონის აცეტატს USP და 21.6 თვე განისაზღვრა პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (HR = 0.415; 95% CI: [0.346, 0.497], p <0.0001).
ქიმიოთერაპიის დაწყების დრო: ქიმიოთერაპიის დაწყების მედიანური დრო არ იყო მიღწეული პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ აბირატერონის აცეტატს USP და 38.9 თვე განისაზღვრა პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (HR = 0.443; 95% CI: [0.349, 0.561], p <0.0001).
ტკივილის პროგრესირების დრო: ტკივილის პროგრესირების საშუალო დრო არ იყო მიღწეული პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ აბირატერონის აცეტატს USP და იყო 16,6 თვე განისაზღვრა პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (HR = 0,695; 95% CI: [0,583, 0,829], p <0,0001).
საძიებო საბოლოო დასკვნების უმრავლესობის მიხედვით უპირატესობა ენიჭება აბირატერონის აცეტატით პრედნიზონთან (AA-P) ერთად მკურნალობას პლაცებოსთან შედარებით.
302 კვლევა (ქიმიოთერაპიის უცვლელი პაციენტები)
ამ კვლევაში ჩართული იყო ქიმიოთერაპიის უცვლელი პაციენტები, რომლებიც იყვნენ ასიმპტომური ან მსუბუქი სიმპტომებით და რომლებისთვისაც ქიმიოთერაპია ჯერ არ იყო კლინიკურად ნაჩვენები. 0-1 ქულა ტკივილის მოკლე ფორმაზე (BPI-SF) ყველაზე მწვავე ტკივილი ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩაითვალა ასიმპტომურად, ხოლო 2-3 ქულა ჩაითვალა მსუბუქად სიმპტომატურად.
302 კვლევაში, (n = 1,088) განხილული პაციენტების საშუალო ასაკი იყო 71 წელი, რომლებიც მკურნალობდნენ აბირტერონის აცეტატით USP პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად და 70 წელი პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში. პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც მკურნალობდნენ აბირატერონის აცეტატით USP რასობრივი ჯგუფის მიხედვით იყო კავკასიელი 520 (95.4%), შავკანიანი 15 (2.8%), აზიელი 4 (0.7%) და სხვა რასის წარმომადგენელი 6 (1.1%). აღმოსავლეთ კოოპერატივის ონკოლოგიური ჯგუფის (ECOG) მუშაობის სტატუსი 0 იყო პაციენტების 76%-ისთვის და 1 იყო პაციენტების 24%-ისთვის ორივე ჯგუფში. პაციენტების 50 პროცენტს აღენიშნებოდა მხოლოდ ძვლის მეტასტაზები, პაციენტების დამატებით 31%-ს ჰქონდა მეტასტაზები ძვალსა და რბილ ქსოვილებში ან ლიმფურ კვანძებში და პაციენტების 19%-ს აღენიშნებოდა მეტასტაზები მხოლოდ რბილ ქსოვილებში ან ლიმფურ კვანძებში. ვისცერული მეტასტაზების მქონე პაციენტები გამორიცხული იყო. ერთობლივი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო საერთო გადარჩენა და რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენა (rPFS).
გარდა ძირითადი საბოლოო წერტილისა, ასევე შეფასდა კიბოს ტკივილისას სედატიური საშუალებების გამოყენების დროის სარგებელი, დრო ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის დაწყებამდე, ECOG ეფექტურობის ქულის გაუარესებამდე არსებული დრო ≥ 1 პუნქტით და ასევე PSA პროგრესირებამდე არსებული დროის ინტერვალი პროსტატის კიბოს საფუძველზე სამუშაო ჯგუფი-2 (PCWG2) კრიტერიუმების მიხედვით. საკვლევი მკურნალობა შეწყვეტილი იყო ცალსახა კლინიკური პროგრესირების დროს. მკურნალობა ასევე შეიძლება შეწყდეს დადასტურებული რენტგენოგრაფიული პროგრესირების დროს მკვლევარის შეხედულებისამებრ.
რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენა (rPFS) შეფასებული იყო თანმიმდევრული ვიზუალიზაციის კვლევების გამოყენებით, როგორც ეს განსაზღვრულია PCWG2 კრიტერიუმებით (ძვლის დაზიანებებისთვის) და შეცვლილი პასუხის შეფასების კრიტერიუმებით მყარი სიმსივნეების (RECIST) კრიტერიუმებში (რბილი ქსოვილის დაზიანებებისთვის). rPFS-ის ანალიზმა გამოიყენა პროგრესირების ცენტრალიზებული რენტგენოგრაფიული შეფასება. დაგეგმილი rPFS ანალიზზე იყო 401 შედეგი, 150 (28%) პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ აბირატერონის აცეტატით USP და 251 (46%) პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი, ჰქონდათ პროგრესირების რადიოგრაფიული მტკიცებულება ან გარდაიცვალა. დაფიქსირდა მნიშვნელოვანი განსხვავება rPFS-ში სამკურნალო ჯგუფებს შორის (იხ. ცხრილი 4 და სურათი 3).
ცხრილი 4: კვლევა 302: რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აბირატერონის აცეტატით USPან პლაცებოთი პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად კომბინაციაში, პლიუს LHRH ანალოგები ან ორქიექტომიამდე
აბირატერონის აცეტატი
USP
(N = 546)
პლაცებო
(N = 542)
რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენა (rPFS)
პროგრესირება ან გარდაცვალება საშუალო rPFS თვეების განმავლობაში
(95% CI)
p-სიდიდე*
რისკების თანაფარდობა ** (95% CI
150 (28%)
მიუღწეველია
(11.66; NE)
< 0.0001
- 425 (0.347; 0.522)
251 (46%)
- 3
(8.12; 8.54)
NE = არ არის შეფასებული
- p-სიდიდე აღებულია ლოგარითმული ტესტიდან სტრატიფიცირებული ECOG ქულით (0 ან 1)
- * რისკების თანაფარდობა <1 ხელს უწყობს აბირატერონ აცეტატს USP
სურათი 3: რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობის კაპლან მეიერის მრუდი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან აბირატერონ აცეტატს ან პლაცებოს კომბინაცია პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან პლიუს LHRH ანალოგები ან ორქიექტომიამდე
თუმცა, სუბიექტის მონაცემების შეგროვება გაგრძელდა საერთო გადარჩენის (OS) მეორე შუალედური ანალიზის თარიღამდე. მკვლევარის rPFS-ის რადიოგრაფიული მიმოხილვა, რომელიც შესრულდა მგრძნობელობის ანალიზის სახით, წარმოდგენილია ცხრილში 5 და სურათი 4.
ექვსას შვიდ (607) სუბიექტს ჰქონდა რადიოგრაფიული პროგრესირება ან გარდაიცვალა: 271 სუბიექტი (50%) აბირატერონის აცეტატის ჯგუფში და 336 (62%) პლაცებოს ჯგუფში. აბირატერონის აცეტატით მკურნალობამ შეამცირა რადიოგრაფიული პროგრესირების ან სიკვდილის რისკი 47%-ით პლაცებოსთან შედარებით (HR = 0,530; 95% CI: [0,451; 0,623], p <0,0001). მედიანური rPFS იყო 16,5 თვე აბირტერონის აცეტატის ჯგუფში და 8,3 თვე პლაცებოს ჯგუფში.
ცხრილი 5: კვლევა 302: რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აბირატერონის აცეტატით USPან პლაცებოთი პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად კომბინაციაში, პლიუს LHRH ანალოგები ან ორქიექტომიამდე (OS-მკვლევართა მიმოხილვის მეორე შუალედური ანალიზი)
აბირატერონის აცეტატი USP
(N = 546)
პლაცებო (N = 542)
რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე გადარჩენა (rPFS)
პროგრესირება ან გარდაცვალება საშუალო rPFS თვეების განმავლობაში
(95% CI)
p-სიდიდე*
რისკების თანაფარდობა ** (95% CI)
271 (50%)
- 5
(13.80; 16.79)
< 0.0001
- 530 (0.451; 0.623)
336 (62%)
- 3
(8.05; 9.43)
NE = არ არის შეფასებული
- p-სიდიდე აღებულია ლოგარითმული ტესტიდან სტრატიფიცირებული ECOG ქულით (0 ან 1)
- * რისკების თანაფარდობა <1 ხელს უწყობს აბირატერონ აცეტატს USP
სურათი 4: რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აბირატერონის აცეტატით USPან პლაცებოთი პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად კომბინაციაში, პლუს LHRH ანალოგები ან ორქიექტომიამდე (OS-მკვლევართა მიმოხილვის მეორე შუალედური ანალიზი)
სიკვდილის 333 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, OS-სთვის ჩატარდა დაგეგმილი შუალედური ანალიზი (IA). კვლევა არ ყოფილა ბრმა გამოვლენილი კლინიკური სარგებლის მასშტაბებიდან გამომდინარე და პაციენტებს პლაცებოს ჯგუფში შესთავაზეს მკურნალობა აბირატერონის აცეტატით USP. სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობა უფრო ხანგრძლივი იყო აბირატერონის აცეტატისათვის, ვიდრე პლაცებოსთვის სიკვდილიანობის რისკის 25%-იანი შემცირებით (HR = 0.752; 95% CI: [0.606; 0.934], p = 0.0097), მაგრამ OS არ იყო მომწიფებული და შუალედური შედეგებმა არ დააკმაყოფილეს წინასწარ დადგენილი შეჩერების საზღვრები სტატისტიკური მნიშვნელობისათვის (იხ. ცხრილი 4). სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დაკვირვება გაგრძელდა შუალედური ანალიზის (IA) შემდეგ.
დაგეგმილი საბოლოო ანალიზი OS-სათვის ჩატარდა სიკვდილის 741 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ (საშუალო დაკვირვების პერიოდი 49 თვე). აბირატერონის აცეტატით USP მკურნალი პაციენტების სამოცდახუთი პროცენტი (546-დან 354), პლაცებოთი მკურნალ 71%-თან (542-დან 387) შედარებით, გარდაიცვალა. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი OS ხელშეწყობა აბირატერონ აცეტატით მკურნალი ჯგუფის სასარგებლოდ გამოვლინდა სიკვდილიანობის რისკის 19,4%-ით შემცირებით (HR = 0.806; 95%CI: [0.697; 0.931], p = 0.0033) და საშუალო OS-ის გაუმჯობესებით 4.4 თვემდე (აბირატერონის აცეტატი USP 34.7 თვე, პლაცებო 30.3 თვე) (იხ. ცხრილი 6 და სურათი 5). აღნიშნული გაუმჯობესება აღინიშნებოდა მაშინაც კი, როდესაც პლაცებოს ჯგუფის 44%-მა აბირატერონის აცეტატი USP მომდევნო თერაპიის სახით მიიღეს.
ცხრილი 6: კვლევა 302: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან აბირატერონის აცეტატით USP ან პლაცებოთი კომბინაციაში პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან პლიუს LHRH ანალოგებთან ან ორქიექტომიამდე
აბირატერონ აცეტატი
(N=546)
პლაცებო
(N=542)
სიცოცხლის ხანგრძლივობის შუალედური ანალიზი
სიკვდილი%
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (თვეები)
147 (27%)
არ იქნა მიღწეული
186 (34%)
- 2
(95% CI)
(NE; NE)
(25.95; NE)
p სიდიდე*
- 0097
რისკების თანაფარდობა** (95% CI)
- 752 (0.606; 0.934)
სიცოცხლის ხანგრძლივობის საბოლოო ანალიზი
სიკვდილი
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თვეებში(95% CI)
354 (65%)
- 7 (32.7; 36.8)
387 (71%)
- 3 (28.7; 33.3)
p სიდიდე*
- 0033
რისკების თანაფარდობა** (95% CI)
- 806 (0.697; 0.931)
NE=არ არის შეფასებული
- p სიდიდე აღებულია ლოგარითმული ტესტიდან სტრატიფიცირებული ECOG ქულით (0 ან 1)
- * რისკების თანაფარდობა <1 აბირატერონ აცეტატს სასარგებლოდ იხრება
სურათი 5: სიცოცხლის ხანგრძლივობის კაპლან მეიერის მრუდი პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან აბირატერონის აცეტატს ან პლაცებოს კომბინაცია პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან პლიუს LHRH ანალოგები ან ორქიექტომიამდე, საბოლოო ანალიზი
სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობასა და rPFS-ში გამოვლენილი გაუმჯობესების გარდა, დადებითი შედეგები აღინიშნებოდა აბირატერონ აცეტატისათვის პლაცებოთი მკურნალობასთან შედარებით ყველა მეორადი შედეგის შეფასებისას შემდეგნაირად: დრო PSA პროგრესირებამდე PCWG2 კრიტერიუმებზე დაფუძნებით: საშუალო დრო PSA პროგრესირებამდე იყო 11.1 თვე პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობდნენ აბირატერონის აცეტატს USP და 5.6 თვე პლაცებოთი მკურნალი პაციენტებისათვის. (HR = 0.488; 95% CI: [0.420; 0.568], p<0.0001). დროს PSA პროგრესირებამდე დაახლოებით გაორმაგდა აბირატერონის აცეტით USP მკურნალობისას (HR=0.488). პირების პროპორცია დადასტურებული PSA შედეგი იყო უფრო მაღალი აბირატერონის აცეტატის USP ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (62% vs. 24%; p< 0.0001). რბილი ქსოვილის დაავადების მქონე პირებში, აბირატერონის აცეტატით USP მკურნალობის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა სრული და ნაწილობრივი სიმსივნური რეაქციების რაოდენობა.
დრო ტკივილის გამო ოპიატების გამოყენებამდე: საშუალო დრო პროსტატის კიბოს ტკივილის გამო ოპიატების გამოყენებამდე საბოლოო ანალიზის დროისათვის იყო 33.4 თვე პაციენტებისათვის, რომლებიც აბირატერონის აცეტატს USP ღებულობდნენ და 23.4 თვე პლაცებოთი მკურნალი პაციენტებისათვის (HR = 0.721; 95% CI: [0.614; 0.846], p < 0.0001).
დრო ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის დაწყებამდე: საშუალო დრო ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის დაწყებამდე იყო 25.2 თვე თვე პაციენტებისათვის, რომლებიც აბირატერონის აცეტატს USP ღებულობდნენ და 16.8 თვე პლაცებოთი მკურნალი პაციენტებისათვის (HR = 0.580; 95% CI: [0.487; 0.691], p < 0.0001).
დრო ECOG მაჩვენებლის გაუარესებამდე ≥ 1 ქულით: საშუალო დროს ECOG მაჩვენებლის ≥ 1 ქულით გაუარესებამდე იყო 12.3 თვე პაციენტებისათვის, რომლებიც აბირატერონის აცეტატს USP ღებულობდნენ და 10.9 თვე პლაცებოთი მკურნალი პაციენტებისათვის. (HR = 0.821; 95% CI: [0.714; 0.943], p = 0.0053).
შემდეგი კვლევის საბოლოო შედეგებმა აჩვენეს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა აბირატერონის აცეტატით USP მკურნალობის სასარგებლოდ:
ობიექტური საპასუხო რეაქცია: ობიექტური პასუხი განისაზღვრა, როგორც …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
წინამდებარე პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ამ შეფუთვის ფურცელ-ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ შეფუთვის ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგინიშნეს მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. სხვას შეიძლება ზიანი მიაყენოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.
შეფუთვის ფურცელ-ჩანართის შინაარსი:
რა არის ბირატო 250 და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ ბირატოს 250 მიღებამდე
ბირატოს 250 მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ბირატოს 250 შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რა არის ბირატო 250 და რისთვის გამოიყენება იგი
ბირატო 250 შეიცავს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება აბირატერონის აცეტატი. იგი გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ ზრდასრულ მამაკაცებში, რომელიც გავრცელებულია სხეულის სხვა ნაწილებში. ბირატო 250 აჩერებს თქვენს ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას; ამან შეიძლება შეანელოს პროსტატის კიბოს განვითარება.
როდესაც ბირატო 250 ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე, სადაც ის ჯერ კიდევ პასუხობს ჰორმონულ თერაპიას, გამოიყენება ტესტოსტერონის დაქვეითების სამკურნალო საშუალებასთან ერთად (ანდროგენის დეპრივაციის თერაპია).
როდესაც თქვენ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს, თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ სხვა მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება პრედნიზონი ან პრედნიზოლონი. იგი მიზნად ისახავს მაღალი არტერიული წნევის დაქვეითების, ორგანიზმში ჭარბი წყლის არსებობის (სითხის შეკავების) ან სისხლში კალიუმის სახელით ცნობილი ქიმიკატების დონის შემცირების შანსს.
რა უნდა იცოდეთ ბირატოს 250 მიღებამდე
არ მიიღოთ ბირატო 250
თუ ალერგიული ხართ აბირატერონის აცეტატის ან აღნიშნული პრეპარატში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).
თუ ხართ ქალი, განსაკუთრებით მაშინნ თუ ორსულად ხართ. ბირატო 250 გამოიყენება მხოლოდ მამრობითი სქესის პაციენტებში.
თუ აღგენიშნებათ ღვიძლის მძიმე დაზიანება.
კომბინაციაში Ra-223-თან ერთად (რომელიც გამოიყენება პროსტატის კიბოს სამკურნალოდ).
არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები
თუ გითხრეს, რომ გაქვთ მაღალი წნევა ან გულის უკმარისობა ან სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა (სისხლში კალიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი)
თუ გქონიათ გულის ან სისხლძარღვებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები
თუ აღგენიშნებათ არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
თუ გაქვთ ქოშინი
თუ აღგენიშნებათ წონის სწრაფი მატება
თუ გაქვთ შეშუპება ტერფებში, კოჭებში ან ფეხებში
- თუ წარსულში იღებდით კეტოკონაზოლის სახელით ცნობილ მედიკამენტს პროსტატის კიბოს სამკურნალოდ
- აღნიშნული მედიკამენტის პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად მიღების აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია
- თქვენს ძვლებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია
- თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ გულის ან სისხლძარღვების რაიმე დაავადება, მათ შორის გულის რითმის პრობლემები (არითმია), ან მკურნალობთ აღნიშნული მდგომარეობისთვის სამკურნალო მედიკამენტებით.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კანის ან თვალების სიყვითლე, მუქი შეფერილობის შარდი, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, რადგან აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლიდან წამოსული პრობლემებისგან. იშვიათად შეიძლება მოხდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ე.წ. ღვიძლის მწვავე უკმარისობა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
შეიძლება განვითარდეს სისხლის წითელი უჯრედების დაქვეითება, სექსუალური ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება, კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
ბირატო 250 არ უნდა დაინიშნოს Ra-223-თან კომბინაციაში ძვლის მოტეხილობის ან სიკვდილის რისკის შესაძლო გაზრდის გამო.
თუ თქვენ გეგმავთ Ra-223-ის მიღებას, ბირატო 250-ით და პრედნიზონით/პრედნიზოლონით მკურნალობის შემდეგ, უნდა დაელოდოთ 5 დღე სანამ დაიწყებთ Ra-223-ით მკურნალობას.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.
სისხლის მდგომარეობაზე დაკვირვება
ბირატო 250-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ღვიძლზე, ისე რომ არ გამოვლინდეს რაიმე სიმპტომი. როდესაც თქვენ იღებთ აღნიშნულ მედიკამენტს, თქვენი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს თქვენს სისხლს, ღვიძლზე რაიმე ზემოქმედების დასადგენად.
ბავშვები და მოზარდები
აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში. თუ ბირატო 250 შემთხვევით გადაეყლაპა ბავშვს ან მოზარდს, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს და თან წაიღეთ აღნიშნული პრეპარატის ფურცელ-ჩანართი, რათა აჩვენოთ სასწრაფო დახმარების ექიმს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ბირატო 250
ნებისმიერი წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბირატომ 250 შესაძლოა გაზარდოს მთელ რიგ მედიკამენტებზე ზემოქმედება, მათ შორის გულის წამლებზე, დამამშვიდებლებზე, მცენარეული მედიკამენტებზე (მაგ., St John’s wort) და ა.შ. შესაძლოა თქვენს ექიმს სურდეს აღნიშნული მედიკამენტების დოზის შეცვლა. ასევე, ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ბირატოს 250 ეფექტი. ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ან ბირატომ 250 სათანადოდ აღარ იმოქმედოს.
ანდროგენის დეპრივაციის მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის პრობლემების რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ მედიკამენტს, რომელიც
გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ (მაგ. ქინიდინი, პროკაინამიდი, ამიოდარონი და სოტალოლი);
ცნობილია, რაც ზრდის გულის რითმის პრობლემების რისკს [მაგ. მეტადონი (გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ნარკომანიის დეტოქსიფიკაციისთვის), მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება სერიოზული ფსიქიკური დაავადებების დროს)].
აცნობეთ თქვენს ექიმს თუ რომელიმე ზემოაღნიშნულ პრეპარატს იღებთ.
ბირატოს 250 გამოყენება საკვებთან ერთად
აღნისნული პრეპარატი არ მიიღება საკვებთან ერთად (იხ. პუნქტი 3, „პრეპარატის მიღება“).
ბირატოს 250 მიღებამ საკვებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.
ორსულობა და ძუძუთი-კვება
ბირატო 250 არ მოიყენება ქალებში.
აღნიშნულმა წამალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს, თუ მას მიიღებენ ორსულები.
ორსულებმა ან მათ ვინც შესაძლოა იყოს ორსულად უნდა ატარონ ხელთათმანები, თუ მათ სჭირდებათ ბირატოსთან 250 შეხება ან მისი დამუშავება.
სქესობრივი კავშირის შემთხვევაში ქალბატონთან, რომელიც შესაძლოა დაორსულდეს, გამოყენებულ უნდა იქნეს ქონდომი ან ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური საშუალება.
ორსულთან სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას ქონდომი მუცლად მყოფი ნაყოფის დასაცავად.
ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა
აღნიშნულმა პრეპარატმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმოქმედოს ავტომობილის მართვაზე და რაიმე ხელსაწყოებთან ან მექანიზმებთან მუშაობაზე.
ბირატო 250 შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
ბირატო 250 შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა). თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ
გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
აღნიშნული პრეპარატი ასევე შეიცავს დაახლოებით 27 მგ ნატრიუმს 4 ტაბლეტის დღიურ დოზაში. გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტების მდგომარეობა.
ბირატოს 250 მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.
რა რაოდენობით უნდა მივიღოთ
რეკომენდებული დოზაა 1,000 მგ (ოთხი ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
აღნიშნული პრეპარატის მიღება
- მიიღეთ ეს პრეპარატი პერორალურად.
- არ მიიღოთ ბირატო 250 საკვებთან ერთად.
- მიიღეთ ბირატო 250 ჭამიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ და არ მიირთვათ არაფერი ბირატოს 250 მიღებიდან მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი 2, „ბირატო 250 საკვებთან ერთად“).
- მთლიანი ტაბლეტი გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით.
- არ დაამტვრიოთ ტაბლეტები.
- ბირატო 250 მიიღება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად. მიიღეთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ექიმის ზუსტი დანიშნულებით.
- უნდა მიიღოთ პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ყოველდღე, სანამ იღებთ ბირატოს 250.
- შესაძლოა საჭირო გახდეს პრედნიზონის ან პრედნიზოლონის ოდენობის ცვლილება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში. თქვენი ექიმის რეკომენდაციით შეიტყობთ, გჭირდებათ თუ არა დანიშნული პრედნიზონის ან პრედნიზოლონის რაოდენობის ცვლილება. არ შეწყვიტოთ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
თქვენმა ექიმმა შესაძლოა ასევე დაგინიშნოთ სხვა მედიკამენტები, სანამ იღებთ ბირატოს 250 და პრედნიზონს ან პრედნიზოლონს.
თუ იღებთ საჭიროზე მეტ ბირატოს 250
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ბირატოს 250 მიღება
- თუ დაგავიწყდათ ბირატოს 250 ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება, მიიღეთ ჩვეული დოზა მომდევნო დღეს.
- თუ დაგავიწყდათ ბირატოს 250 ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ შეწყვეტთ ბირატოს 250 მიღებას
არ შეწყვიტოთ ბირატოს 250 ან პრედნიზონის ან პრედნიზოლონის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ გაქვთ რაიმე დამატებითი კითხვა აღნიშნული პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ ბირატოს 250 გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთჩამოთვლილთაგანს:
კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები ან აჩქარებული გულისცემა (პალპიტაცია). ეს შეიძლება იყოს ნიშნები იმისა, რომ თქვენს სისხლში კალიუმის დონე დაბალია.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
სითხე ფეხებში ან ტერფებში, სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა, ღვიძლის ფუნქციის ტესტის მომატება, მაღალი არტერიული წნევა, საშარდე გზების ინფექცია, დიარეა.
ხშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
სისხლში ცხიმის მაღალი შემცველობა, ტკივილი გულმკერდის არეში, არარეგულარული გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია), გულის უკმარისობა, სწრაფი გულისცემა, მძიმე ინფექციები, რომელსაც ეწოდება სეფსისი, ძვლების მოტეხილობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, სისხლში შარდის არსებობა, გამონაყარი.
არახშირი (შეიძლება გამოუვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):
თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (დაკავშირებულია მარილისა და წყლის პრობლემებთან), პათოლოგიური გულის რითმი (არითმია), კუნთების სისუსტე და/ან კუნთების ტკივილი.
იშვიათი (შეიძლება გამოუვლინდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანს):
ფილტვების გაღიზიანება (ასევე უწოდებენ ალერგიულ ალვეოლიტს).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ასევე უწოდებენ ღვიძლის მწვავე უკმარისობას).
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით):
გულის შეტევა, ეკგ- ელექტროკარდიოგრამაში განვითარებული ცვლილებები (QT ინტერვალის გახანგრძლივება).
ძვლის განლევა შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცებში, რომლებიც მკურნალობდნენ პროსტატის კიბოს. ბირატომ 250 პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად კომბინაციაში შესაძლოა გაზარდოს ძვლის განლევის რისკი.
გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ფურცელ-ჩანართში.
ბირატოს 250 შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
(ა) რას შეიცავს ბირატო 250
აქტიური ნივთიერება არის აბირატერონის აცეტატი.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აბირატერონის აცეტატს USP………..250 მგ
სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 101), ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K 30, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, სუფთა წყალი.
ბ. როგოგრ გამოიყურება ბირატო 250 და მისი შეფუთვის შიგთავსი
თეთრიდან მოთეთრო ფერის, ოვალური ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებული "ABR" და მეორე მხარეს გრავირებული 250.
შეფუთვა: 120’s HDPE კონტეინერი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გ. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
მწარმოებელი
„MSN Laboratories Private Limited“
(მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედი)
“MSN House”(„მსნ ჰაუს“), ტერიტ.No.: C-24 ინდუსტრიული ზონები, სანათ ნაგარი
ჰაიდერაბადი- 500 018, ინდოეთი.
“MSN Laboratories Private Limited”
„მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედ“
Formulation Division, Unit-II, ფორმულეიშენ დივიჟენ, ერთეული-II,
Sy.No. 1277 & 1319 to 1324,
ნანდიგამა (სოფელი & მანდალი),
რენგარედის რაიონი, პინ კოდი. 509228,
ტელანგანა, ინდოეთი.
დ. ტექსტის გადახედვის თარიღი
2023 წლის თებერვალი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


