“დაიწყოს გამოძიება სამშობლოს მოღალატეებზე”– ენმ “ოცნების” 4 ლიდერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა მარიამ დოლიძემ პროკურატურას „ქართული ოცნების“ ლიდერების — ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, თეა წულუკიანისა და ნინო წილოსანის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.